ისევ დიდ მედიჩებზე

 

ჯ. ვაზარი. ლორენცო ბრწყინვალე მედიჩი

http://www.lefigaro.fr/culture/2010/10/04/03004-20101004ARTFIG00431–chaque-medicis-son-style-artistique.php

ავტოკრატი მხეცები იყვნენ თუ სამართლიანი მმართველები მედიჩებმა უსახური ფლორენცია გადააქციეს სილამაზის და გონიერების მსოფლიო ცენტრად. ქართველებისთვისაც სასარგებლო გაკვეთილი.

დრო და დრო გავიხსენოთ ნორმალური ხალხიც, ისევ მედიჩები

ევროპის სიმდიდრეა მედიჩების ნაირი ადამიანები და არა ოქრო-2

ყოველ მედიჩის ჰქონდა თავისი მხატვრული სტილი

სამკაულები თუ რუბენსის ან რაფაელის სურათები, მიქელანჯელოს ქანდაკებები თუ ძველი ობიექტები,  ყოველ მედიჩის ჰქონდა თავისი გემოვნება და პიროვნული კულტურული მისწრაფებები.

კოზიმო უფროსი მედიჩის შვილიშვილ ლორენცო მედიჩის //1449-1492// უკვე 10 წლის ასაკიდან აღწერდნენ როგორც ასაკით ახალგაზრდა მაგრამ ცოდნით მოხუც ვაჟკაცს.  20 წლისა იყო ლორენცო მედიჩი როდესაც ის დაქორწინდა დიდი რომაული ოჯახის მემკვიდრე  კლარისა ორსინიზე.

პოლიტიკოს, მაგრამ ამასთან პოეტ და მწერალ ლორენცო მედიჩის უწოდეს ლორენცო ბრწყინვალე.

ის  იყო მეცენატის და იდეალური მთავრის განსახიერება.

ლორენცო ბრწყინვალე მედიჩი ეხმარებოდა  მრავალ ხელოვანს, მათ შორის პოლაიოლოს, ლიპპის, მიქელანჯელოს.

მან გადააქცია ფლორენცია ხელოვნებათა დედაქალაქად.  ფერწერის გარდა ის აგროვებდა ძველ ობიექტებს მედიჩი-რიკარდის სასახლეში მან გააშენა ძველ ქანდაკებათა ბაღი სადაც დამწყები მიქელანჯელო აკეთებდა მოდელების ასლებს. ის აგროვებდა ძვირფას ობიექტებს და კამეებს რომლებზეც დაჰქონდა თავისი სახელი.

პირველი რომის პაპი  მედიჩი ლეონ მეათე // 1475-1521// არის  ლორენცო მედიჩის მეორე შვილი. არ ყოფილა დიდი თეოლოგი, მაგრამ იძულებული იყო გამოხმაურებოდა ლუთერის პროვოკაციებს. მერე  მან იძულებით განკვეთა ლუთერი.

სამაგიეროდ იყო მედიჩი ანუ,რა თქმა უნდა, დიდი მეცენატი.  ის მფარველობდა მრავალ მხატვარს და განსაკუთრებით რაფაელს  რომელსაც მოახატვინა  ვატიკანის ე.წ. ლოჟები და ოთახები., და ა.შ.

მეცენატი იყო ლორენცო მედიჩის ძმისშვილიც, იულიუს მეორის ბიძაშვილი , კლემენტ მეშვიდე // 1478-1534//.

ის მფარველობდა პარმიჯანინოს, სებასტიანო დელ პიომბოს, როსსო ფლორენტინოს, მაგრამ ის უზომოდ აღფრთოვანებული იყო მიქელანჯელოთი რომელსაც დაუკვეთა სიქსტეს კაპელას უკანასკნელი სამსჯავრო…

ფლორენციის ჰერცოგი და ტოსკანის დიდი ჰერცოგი  კოზიმო პირველი // 1519-1574// იყო დიდი ავტოკრატი.

მაგრამ მანაც გაუმართა ხელი ბენვენუტო ჩელინის და სხვა ხელოვანებს.

მას უნდოდა ძველი ეტრურიის აღორძინება.  მან თავის კოლექციებს დაუმატა ორატორის ქანდაკება.

უცხო ქვეყანათა ელჩები პატივს მიაგებდნენ ამ ძლიერ პერსონაჟს.  ესპანელებმა მას აჩუქეს ტეტიჰუაკანის კულტურის მწვანე ნეფრიტის დასაკრძალი ნიღაბი, პორტუგალელებმა მას აჩუქეს  ბრაზილიური ფრთებიანი მანტოები თუ სპილოს ძვლის ნაკეთობები ბენინიდან.  მედიჩებმა პატივი მიაგეს ბოდიში პირველყოფილი ხალხების ხელოვნებასაც.

თავიდან კარდინალი ფერდინანდ პირველი მედიჩი //1549-1609// იყო კოზიმო პირველის მეოთხე შვილი. მან რომში დააარსა Villa Médicis რომელიც გაავსო შედევრებით.  დინასტიის გადასარჩენად მას დაუძახეს ფლორენციაში და მანაც იქ გადაიტანა თავისი განძი.

კარდინალობაზე უარის თქმის შემდეგ  ფერდინანდ პირველი მედიჩი დაქორწინდა იყო სამართლიანი მმართველი.

ამასთან მას ძალიან უყვარდა მაგარი ქვის ნაკეთობები რომლებისთვისავ მან ფლორენციის Casino di San Marco-ში შექმნა მანუფაქტურა.  ქვები მოდიოდა მსოფლიოს ყველა მხრიდან.  მან აკრძალა თუნდაც ერთი ძვირფასი ქვის გატანა ტოსკანიდან.

ბოლო მედიჩი იყო  d’Anne-Marie-Louise // 1667-1743//. ის იყო მედიჩითა ოჯახის უძვირფასესი კოლექციების ბოლო მფლობელი. მან ეს კოლექციები უძღვნა ტოსკანას სახელმწიფოს იმ პირობით რომ ის გამოფენდა კოლექციებს რათა ხელოვნების მოყვარულებს ქონოდათ მათი ნახვის შესაძლებლობა.  ის უნდა დაქორწინებულიყო ქვრივ ლიუდოვიკო მეთოთხმეტეზე, შემდეგ დოფინზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ცოლად გაყვა იმპერატორი ლეოპოლდ პირველის ძმა  Jean-Guillaume-ს. მასაც უყვარდა სამკაულები,ხელოვნება.

კარდინალი ლეოპოლდ პირველი მედიჩი მფარველობდა მეცნიერებს და ხელოვანებს. მან მხატვრებს დაუკვეთა ავტოპორტრეტები და მოაგროვა ორასზე მეტი ავტოპორტრეტი.

გსლილეიმ აღზარდა ტოსკანას დიდი ჰერცოგი კოზიმო მეორე // 1590-1621//, რომელსაც ასწავლა მათემატიკა და ასტრონომია. სამაგიეროდ დიდი ჰერცოგი მთელი ცხოვრება მფარველობდა გალილეის. მედიჩების ოჯახისთვის პატივის მისაგებად დიდმა სწავლულმა მედიჩების ვარსკვლავები დაარქვა იუპიტერის თანამგზავრებს რომლებიც თვითონ მან აღმოაჩინა.

ანრი მეოთხემ ის 1600 წელს  ცოლად მოიყვანა იმიტომ რომ ის იყო მდიდარი და კათოლიკე. მისი მზითევი იყო 6ო 600 ათასი ეკიუ, რის გამოც ფრანგი არისტოკრატები მას დიდ ბანკირს უძახოდნენ.

სხვა მედიჩების მსგავსად მარიასაც // 1575-1642// უყვარდა ხელოვნება და დღესასწაულები. მან ააგო ლუქსემბურგის სასახლე რომელსაც დაუმატა იტალიური ტიპის ბაღი. სასახლის მოსართავად მან რუბენსს დაუკვეთა მისი ცხოვრების გადმომცემი სურათები.  ანრი მეოთხის სიკვდილის შემდეგ რეგენტმა მარიამ აღზარდა მომავალი ლიუდოვიკო მეცამეტე რომელმაც ის ორჯერ გააძევა. …

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s