ლიტერატურა,არლოზოროვის ტრაღედია

 

Qui a tué Arlozoroff ? par Nathan

გამოიცა 2010 წელს, ავტორი, 1948 წელს დაბაბადებული ტობი ნათანი//Tobie Nathan// არის  საფრანგეთის ეთნოფსიქიატრიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი,უნივერსიტეტი Paris VIII-ს ფსიქოლოგიის პროფესორი, დიპლომატი და მწერსლი

Chaim Victor Arlozorov

n

Actualités > Bibliobs > Romans > Le mystère Arlozoroff

Le mystère Arlozoroff

 

არლოზოროვის საიდუმლო არსებობის ტრაღიზმი,რომანები, ტრილერი ებრაელთა ტრაღიკულ ცხოვრებაზე,

Bernard Loupias,13.08.2010,  არლოზოროვის საიდუმლო, მაშ ვინ მოკლა  ხაიმ-ვიტალი არლოზოროვი ?  იზრაელის საზოგადოებას დღესაც აღელვებს  ეს საიდუმლო და მის ირგვლივ Tobie Nathan-მა ააგო ნამდვილი და შესანიშნავი ტრილერი.  აქ ის წარმოგვიდგენს გიჟურ,მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელ ისტორიას.

მაგრამ,ვინ ბრძანა 1933 წელს ამ დიდი სიონისტის მოკვლა ?  სიონისტი აქტივისტისა რომელსაც ახალგაზრდობაში უყვარდა … მომავალი ფრაუ გებელსი ?

 

თელ-ავივი, 1933 წლის 16 ივნისი. უკუნი ღამეა. პლაჟზე სეირნობს წყვილი როდესაც გამოჩნდა 2 ჩრდილი. « შენ ხარ დოქტორი არლოზოროვი ? », იკითხა ერთმა ჩრდილმა.  სწორედ ისაა. გაისმა 2 გასროლა. კაცი დაეცა.

მოკლული არ ყოფილა სულერთია ვინ.

ის რომ გადარჩენილიყო უეჭველად გახდებოდა  1948 წელს იზრაელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი.

ლამაზი მამაკაცი, ეკონომიკის დოქტორი და დიდებული ორატორი., ხაიმ ვიტალი არლოზოროვი  იყო მაპაის, დღევანდელი იზრაელის ტრავაილისტ-ლეიბორისტული მემარცხენე პარტიის წინაპარი მაპაის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მოღვაწე.

მემარცხენე მოღვაწე, პლუს დაჯერებული სიონისტი. :

ის 1899 წელს დაიბადა უკრაინაში, მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. 1905 წელს მისი ოჯახი გაექცა პოგრომებს და დასახლდა ბერლინში.

გავიდა წლები. პირველმა მსოფლიო ომმა დაასისხლიანა ევროპა. გაძლიერდა ნაცისტური პარტია რომელმაც 1918 წლის დამარცხებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა « კოსმოპოლიტ » ებრაელებს.

ხაიმ ვიტალი არლოზოროვი მალე მიხვდა რომ გერმანიაში აღარაა მომავალი.

1924 წელს ის გადასახლდა პალესტინაში და მთელი არსებით ჩაება თავისი ხალხის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ის თელ-ავივში მოკლეს ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ. მან ბერლინში შეათანხმა  სახელგანთქმული ტრანსფერის შეთანხმებები //«accords de transfert». ამ შეთანხმებებმა 1938 წლამდე ათასობით გერმანელი ებრაელი გადაარჩინა  უეჭველ სიკვდილს მთელი მათი ქონების გერმანიაში დატოვების ფასად.

მისმა მკვლელობამ თავზარი დასცა პალესტინის ებრაულ თემს.  ყველა მიაჩერდა უკიდურეს მემარჯვენეებს.

საქმე იმაშია რომ სიონისტური პარტიის და ბეტარის დამფუძნებელი ჟაბოტინსკის იდეებით შთაგონებულმა გამოცემამ

 «  ხალხის ფრონტი » წინა დღეს  გამოაქვეყნა საშინელი წერილი რომელშიც ნათქვამი იყო რომ წითელი დიპლომატი არლოზოროვი ფეხებში გაუგორდა ჰიტლერს და რომ მაპაიმ გაყიდა ებრაელთა ღირსება.

დაიჭირეს სამი კაცი რომლებიც გაანთავისუფლეს სამხილების ნაკლებობის გამო ხმაურიანი სასამართლოს შემდეგ.

ათასობით ებრაელის მხსნელი სიონისტი არლოზოროვის მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია. მკვლელი ვერ //თუ არ// იპოვეს.მაგრამ, მაშ, ვინ მოკლა არლოზოროვი ? ეს საიდუმლო დღესაც აწუხებს  იზრაელის საზოგადოებას. Tobie

Nathan-მა მის ირგვლივ ააგო შესანიშნავი ტრილერი  რომელშიც გამოთქვამს გიჟურ და ამავე დროს საკმაოდ დამაჯერებელ აზრს.

 

1948 წელს ქაიროში დაბადებული Tobie Nathan არის ფსიქოლოგიის დოქტორი, ეთნოფსიქიატრი და დიპლომატი. ის 2004-2009 წლებში ხელმძღვანელობდა  თელ-ავივის ფრანგულ ინსტიტუტს. ის ამავე დროს არის ცნობილი მწერალი.

Flash-back.  არლოზოროვის და ლიზა ბერლინში სწავლობდა ლიცეუმში ვინმე Magda Friedlander-თან ერთად. ეს ქალიშვილი იყო ბელგიელი კათოლიკე, ებრაელი მამინაცვლის მიერ აღზრდილი ლტოლვილი. ის ატარებდა ამ მამინაცვლის გვარს.

მოზარდები ხვდებოდნენ ერთმანეთს  და 15 წლის ხაიმ არლზოროვს და მაგდა ფრიდლენდერს შეუყვარდათ ერთმანეთი.

მათ ისწავლეს ებრაული და გადაწყვიტეს ერთად წასვლა პალესტინაში.  აქ ისტორიკოსები ეთანხმებიან ერთმანეთს:ომის წლებში, 1915-1918 წლებში ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მაგრამ წლები გადიოდა, საქმიანობის გამო ხაიმ არლოზოროვი ხშირად მიდიოდა ბერლინიდან და შეხვედრებიც ისევე ემოციური,მაგრამ უფრო იშვიათი იყო.

მაგდა ცოლად გაყვა მდიდარ მეწარმეს, მაგრამ ჩუმად ხვდებოდა ხაიმსაც და ბოლოს და ბოლოს გაეყარა თავის ქმარს, მიიღო დიდი პენსიაც.

დიდ ბედზე მეოცნებე ლამაზი მაგდას ფერხთით იყო ყველა მამაკაცი.  ერთხელ ნაცისტ წარჩინებულთან სადილის დროს ის გაიტაცა ნაცისტის სიტყვებმა.  მაგდა შევიდა ნაცისტურ პარტიაში და მალე გახდა ნაცისტების პროპაგანდის ხელმძღვანელი იოზეფ გებელსის მდივანი. გებელსმა მაგდა აცდუნა და მერე ცოლად მოიყვანა.

მაგდა მოხვდა სისხლის პაქტით ერთმანეთთან შეკრულ «კანიბალთა » უმაღლეს წრეში. მან ერთხელ უთხრა გებელსს რომ მას ადრე თავდავიწყებით უყვარდა ებრაელი და გებელსი გაგიჟდა. არლოზოროვი უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ ებრაელია, მაგრამ ყველაზე მეტად იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ძალიან საშიშია გებელსისთვის. ეს ამბავი რომ გაიგონ გებელსი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება.

თავის რომანში ტობი ნათანმა წარმოიდგინა რომ მაგდა გებელსი იყო იერუსალიმში 15 ივნისს, არლოზოროვის მკვლელობის წინ.  ვერც ერთი ისტორიული დოკუმენტი ვერ ადასტურებს, რა თქმა უნდა, ნაცისტური კვალის არსებობას. მაგრამ ვინ იცის, იქნებ ოდესმე გაიხსნას არლოზოროვის მკვლელობის საიდუმლოც ?

ტობი ნათანის რომანი-ტრილერი « ვინ მოკლა არლოზოროვი ? » საფრანგეთში გამოსცა გამომცემლობამ Grasset.

http://bibliobs.nouvelobs.com/romans/20100813.BIB5500/le-mystere-arlozoroff.html

http://leschroniquesderorschach.blogspot.fr/2012/06/laccord-de-trasnfert-quand-les.html

შეთანხმება ტრანსფერი, როდესაც  იზრაელის სახელმწიფოს მსურველი სიონისტები თანამშრომლობდნენ ნაცისტებთან.

ნაცისტები და სიონისტები შეთანხმდნენ სულ მცირე ერთ რამეში- ებრაელთა გადასახლებაში ევროპის გარეთ.

შეთანხმება  Haavara // ტრანსფერი,ებრაულად// დადეს 1933 წლის აგვისტოში  სიონისტურმა ებრაულმა სააგენტომ და მესამე რაიხმა. 1933-39 წლებში მოქმედი ამ შეთანხმების მიზანი იყო გერმანელი ებრაელების პალესტინაში გადასახლების გაადვილება.

კონტექსტი

ჰიტლერი დაინიშნა კანცლერად და მდგომარეობდა დამძიმდა, განსაკუთრებით ებრაელებისთვის.

აი ამ ატმოსფეროში შედგა დაუჯერებელი ფინანსური შეთანხმება ნაცისტურ ხელისუფლებასა და  გერმანიის ებრაული თემის  მცირე მარგინალურ ფრთას შორის.

ფაქტები

« ებრაული სააგენტოს პოლიტიკური დეპარტამენტის » ხელმძღვანელი  ხაიმ არლოზოროვი 1933 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდა გერმანიის კომერციის ხელმძღვანელებს რათა მოესინჯა საერთო ნიადაგი გერმანიის ხელისუფლებასა და ებრაელთა ლიდერებს შორის ბრიტანეთის მანდატის ქვეშ მყოფ პალესტინაში გადასახლების მსურველი ებრაელების ქონების გადატანასთან დაკავშირებით.

გერმანელებს მოეწონათ ეს ინიციატივა და რამოდენიმე თვის შემდეგ  გერმანიის სიონისტთა ფედერალური ხელმძღვანელები ჩავიდნენ ბერლინში  რათა თავისუფლად  ესაუბრათ საქმეებზე.

საუბრები გაგრძელდა 3 თვე და საბოლოო შეთანხმებას სახელოდ ეწოდა  Haavara Agreement  ან კიდევ შეთანხმებები ტრანსფერზე.

შეთანხმების შინაარსი

 ებრაელები გერმანიაში დადებენ თანხას რომელიც გაიგზავნება ბლოკირებულ ანგარიშზე პალესტინაში. ამ ფულით  პალესტინელი ებრაელები იყიდიან გერმანულ ნაწარმს. პალესტინის ფორთოხლები გაიცვლება  გერმანულ სამშენებლო ხეში, გერმანული წარმოების ავტომობილებში, სოფლის მეურნეობის მანქანებში და სხვა გერმანულ ნაწარმში.

შედეგები

ფულის გადატანა შეუძლიათ ებრაელებსაც და გერმანელებსაც რომლებსაც ასე შეუძლიათ ბრიტანული ემბარგოსთვის თავის არიდება.

საბოლოო ანგარიშით 60 ათასამდე  ებრაელმა ისარგებლა ამ შეთანხმებით და გარიგება მოხდა 14.000.000 ლივრის თაობაზე.

მორალი

ებრაული ლობი-ები ზეწოლას ახდენენ თავ-თავის მთავრობებზე რათა მათ ფინანსური სანქციები დააწესონ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ და ამ დროს გერმანელი სიონისტები ნაცისტებთან ათანხმებენ ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ პროგრამას.

ამის გასაკეთებლად აუცილებელი იყო მკაცრი სტრუქტურის მქონე საბანკო სისტემა  რომელიც დაგვირგვინდება « PALTREU » -თი (Palastina Treuhandstelle zur Beratung Deutscher Juden). ამ ქსელში l’Anglo-Palestine Bank წარმოადგენდა სიონისტური მოძრაობა პალესტინისთვის-ის ბერლინის ბიუროს.  ამ ქსელში იყო  გერმანიის  ებრაული ბანკი Max Warburg-ის ხელმძღვანელობით და ბევრი სხვა.

პარადოქსები

ერეც იზრაელში წასვლის მსურველი გერმანელი ებრაელების მატერიალური მდგომარეობა უკეთესი იყო ვიდრე ვაიმარის რეჟიმის პირობებში მცხოვრები გერმანელი ებრაელების მდგომარეობა. ღარიბი ებრაელები ვერ გადაურჩნენ ანტისემიტურ ჩაგვრას და ყველაზე მდიდარი ებრაელები კი გადაურჩნენ. სულ მცირე ამას ამბობენ სიონისტები დღეს.

პალესტინაში წამსვლელი გერმანელი ებრაელები გაახარა ამ შეთანხმებამ.

მაგრამ ის ცუდად მიიღეს რადიკალურად და ხანდახან ექსტრემისტულად განწყობილმა ებრაელებმა რომლებმაც ეს შეთანხმება  გამოაცხადეს ღალატად.

1933 წლის  აგვისტოში შემდგარმა სიონისტურმა კონგრესმა  მოიწონა ეს შეთანხმება, დაეთანხმა მას.  დიასპორას და ებრაელთა  ეროვნული კერის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

 სიონისტური მოძრაობის მემარჯვენე ფრთის, რევიზიონისტული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟაბოტინსკი დაუპირისპირდა haavara-ს და ყოველგვარ მოლაპარაკებას ანტისემიტურ მთავრობასთან.  და ეს მაშინ როდესაც ჟაბოტინსკის მრავალი მომხრე ტაშს უკრავდა ამ შეთანხმებას.

სიონისტებს უხაროდათ. მათ პალესტინაში ჩაყავდათ მრავალი უნარიანი და მდიდარი ებრაელი რაც აუცილებელი იყო პალესტინაში ებრაული ეკონომიკის განვითარებისთვის.  მაგრამ ამან ვერ უშველა ღარიბ ებრაელებს…

 

 

 

http://www.humanite.fr/letrange-assassinat-dhaim-arlozorov-568190

ALAIN NICOLAS, ხაიმ არლოზოროვის უცნაური მკვლელობა

Luba Jurgenson-მა რუსულიდან  ფრანგულად თარგმნა და გამოსცა  Léonid Guirchovitch-ის  თხზულება « მკვლელობა პლაჟზე » :

1933 წლის ივნისის საღამოს მოკლეს სიონისტთა ლიდერი.  ებრაულ დაჯგუფებათა უთანხმოებები თუ პალესტინელების მიერ მოწყობილი ტერაქტი ?

ვინ მოკლა ხაიმ არლოზოროვი ? «ებრაელებმა», თქვა ამ მკვლელობის ერთადერთმა მოწმემ, ხაიმ არლოზოროვის მეუღლე სიმამ. « არა,არაბებმა »,  თქვა თვითონ არლოზოროვმა  სანამ გარდაიცვლებოდა საავადმყოფოში.

უცნაური წინააღმდეგობაა.

ებრაული სააგენტოს პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საქმეა როგორც პალესტინის გამგებელი ბრიტანელებისთვის ისე ერთმანეთთან მაჩხუბარი სიონისტური პარტიებისთვის რომლებსაც უნდათ სახელმწიფოს შექმნა.

ეს ძალიან სერიოზული საქმეა ევროპული სახელმწიფოებისთვის რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონზე და თვითონ პალესტინელებისთვის.

არის 1933 წლის 16 ივნისი. მალე სააპატიმრეს დამნაშავეები,  სიონისტების მემარჯვენე რევიოზიონისტული პარტიის მებრძოლ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ექსტრემისტები Stavski, Rozenblatt და  Ahimeïr და სხვა მკვლელობისთვის დაპატიმრებული არაბი Abdoul Madjid.  არაბი ამბობს რომ მან მოკლა არლოზოროვი.

არლოზოროვის მეუღლე,მკვლელობის მოწმე სიმა კი ამბობს რომ მკვლელი სულ სხვანაირი იყო და უაქცენტოდ ლაპარაკობდა ებრაულად.

არაბი 18  დღის და 24 დაკითხცის მანძილზე ჯიუტატ იმეორებდა რომ სწორედ ისაა მკვლელი.  და ბოლოს კი თქვა რომ მას მისცეს 1500 ლივრი რათა საკუთარ თავზე აეღო ეს მკვლელობა.

ეს მკვლელობა  გაუხსნელი დარჩა.

Léonid Guirchovitch-მა ამ საიდუმლოზე დაყრდნობით   დაწერა რომანი რომელშიც გამოძიების გადაკითხვა მუდამ ერევა  მკვლელობაზე დაწერილ თხზულებათა გადაკითხვას.  ამას ემატება ავტობიოგრაფიული მომენტებიც. ავტორი, Léonid Guirchovitch არის საბჭოთა ებრაელი რომელიც იზრაელში მოხვდა კიპურის ომის დროს, მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ. და ის ყვება მაშინ იზრაელში ნანახსაც,..

ის აღწერს ებრაელი მიგრანტების მღელვარებას ბრიტანული მანდატის დროს. ბენ გურიონის მემარცხენეთა დაპირისპირებას  მემარჯვენე რევიზიონისტ ებრაელებთან მათ შეიარაღებულ მკლავ ბეტართან ერთად  რომლებიც  ყავისფერ ხალათებში გამოწყობილები აწყობდნენ მსვლელობებს თელ-ავივის ქუჩებში.. იყო ქვების სროლაც.

საქმეს ართულებდა ურთიერთობები გერმანიასთან, სადაც კანცლერად დაინიშნა ჰიტლერი, იტალიასთან, სადაც ბეტარი სასწავლებლად აგზავნიდა ფლოტის ოფიცრებს.

საქმეს კიდევ უფრო ართულებდა ის რომ ჰიტლერს უნდოდა მთელ მსოფლიოში მცხოვრები ებრაელების ფულის წართმევა  იმისთვის რომ გაეშვა გერმანელი ებრაელები.

მაგრამ ეს არეულობაც არაფერია იმასთან შედარებით რასაც აჩვენებს  ახალგაზრდობაში არლოზოროვში შეყვარებული  ვინმე  მაგდას დღიური რომელიც ეხლახანს აღმოაჩინეს.

ეს ვირტუოზული რომანი არის ოსტატური ტრიალი ისტორიასა და ფანტაზიას შორის…

 

 

ხაიმ არლოხოროვის დაკრძალვა

rachelsamoul, ცოტა ისტორია

ებრაელთა სააგენტოს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხაიმ არლოზოროვის მკვლელობა იყო პალესტინის ებრაელთა შემძვრელი ერთ-ერთი პირველი მკვლელობა.  მკვლელი არაა ნაპოვნი დღემდე.

არლოზოროვის გარდაცვალებიდან 75-ე წელს თელ ავივში მისთვის პატივის მისაგებად დადგეს ძეგლი.

მისი გარდაცვალებიდან  80-ე წელს იაკოვ გროსმა გამოაქვეყნა 1933 წლის 16 ივნისს არლოზოროვის დაკრძალვის ამსახელი ფილმი.

ბევრი ხალხი ესწრებოდა დაკრძალვას, იყო ჯანყებიც იმიტომ რომ საფლავთან არ უშვებდნენ ყველას.

არლოზოროვის მკვლელობამ ისევე შესძრა ებრაელები როგორც 1995 წელს იცხაკ რაბინის მკვლელობამ.

 

http://kefisrael.com/2013/09/01/lenterrement-de-haim-arlozoroff/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s