თანამედროვე ქრისტიანი Tolkien

 Tolkien 1916.jpg

ეს ტოლკიენი მირჩევნია მარგარეტ ტეტჩერს.

 

ესეც ევროპაა, დიდი კათოლიკე ანუ ქრისტიანი მწერალი ტოლკიენი

 

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი (ინგლ. John Ronald Reuel Tolkien [dʒɒn ˈɹɒnld ˈɹuːəl ˈtʰɒlkiːn][1]; 3 იანვარი1892 – 2 სექტემბერი1973) — სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც წიგნების ჰობიტი და ბეჭდების მბრძანებლი ავტორი. იგი იყო ანგლოსაქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი (1945-1959). ტოლკინი იყო კლაივ ლუისის მეგობარიორივე იყო ლიტერატორთა მცირე ჯგუფ ინკლინგების წევრი.

ჰობიტისადაბეჭდების მბრძანებლისგარდა, მან დაწერა მითოლოგიური ჟანრის სილმარილიონი და სხვა წიგნები, რომელთა ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ყველაფერი ერთად მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილ და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებზე და ლიტერატურულ ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდის სამყაროზე და შუახმელეთზე. ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ, ამ წიგნების გამოცემაზე მუშაობდა მისი შვილი კრისტოფერ ტოლკინი.

ტოლკინის ნაწარმოებმა გავლენა იქონიეს მსოფლიო ლიტერატურაზე, უპირველეს ყოვლისა, . ფენტეზის ჟანრზე, ასევე ხელოვნების სხვა დარგებზე.// ვიკიპედიიდან //.

 

 

ესეც ევროპაა, დიდი კათოლიკე ანუ ქრისტიანი მწერალი ტოლკიენი

John Ronald Reuel Tolkien  დაიბადა 1892 წელს სამხრეთ აფრიკაში, ანგლიკანელთა ოჯახში,. 6 წლის ბავშვი იყო როდესაც გარდაიცვალა მამამისი. დედამისი მაბელი  კი  შვილებთან ერთად ამის შემდეგ გახდა კათოლიკე.

დაქვრივებული ქალის ანგლიკანი ოჯახის რეაქცია ამაზე ძალიან მკაცრი და დაუნდობელი იყო.  ოჯახმა ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა  კათოლიკობაში გადასულ ქვრივთან  და მარტო დარჩენილი, შვილებთან ერთად ის სიღატაკეს და სიბეჩავეს ებრძოდა ბირმინგემის კათოლიკეების დახმარებით.  ახალგაზრდა რონალდი აღიზარდა რამოდენიმე ათეული წლის წინ  Newman-ის მიერ დაარსებულ სკოლაში.

ტოლკიენის დედა გარდაიცვალა რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ტოლკიენი 12 წლისა იყო.

ტოლკიენი მთელი ცხოვრება დარწმუნებული იყო რომ დედამისი იყო მისი კათოლიკური რწმენის მარტვილი. 

ტოლკიენის მგზნებარე და მკაცრი კათოლიკობა იკვებება დედამისისადმი ერთგულებით  და რწმენით რომ ღირს არსებობის გაწირვა ფუნდამენტური ღირებულებების გულისთვის.

გამორჩეული გონიერების და ფანტაზიის მქონე ტოლკიენმა სიღარიბის მიუხედავად კარგად ისწავლა. ის გახდა ოქსფორდის პროფესორი.  ის ახალგაზრდობიდანვე ქმნიდა ენებს და ფანტასტიკურ სამყაროებს.

მას უყვარდა ენა და მითები რომლებიც მისი აზრით თანამედროვე ლიტერატურაზე  უკეთესად  გადმოსცემდა ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებას.

პირველი მსოფლიოს ომის სანგრებში დაჭრილი ტოლკიენი მკურნალობდა საავადმყოფოში და სწორედ მაშინ მოუვიდა მას აზრად ინგლისისთვის მითოლოგიის, ლეგენდების, ეპოპეების, კალენდარის,მეტიც,ენების  შექმნა.  ყველაფერ ეს არ უნდა ყოფილიყო მის საყვარელ ჩრდილოურ ლეგენდებზე უარესი.

ტოლკიენი სიკვდილამდე ქმნიდა ამ მითოლოგიას. მისი თავიდან მხატვრული, ლიტერატურული და პატრიოტული მიზნები იცვლებოდა სულ უფრო და უფრო ღიად რელიგიური მიზნებით.

ადამიანი ტოლკიენი ერთდროულად  საკვირველად მარტივია და რთულია. ბრიტანეთის საშუალო კლასიდან გამოსული ინგლისელი კარიკატურამდე. მას აქვს ლუდით სავსე კასრი. მას უყვარს მეგობრებთან მასლაათი პაბში კოცონთან ახლოს.  ამავე დროს ისაა მთელ მსოფლიოში აღიარებული ფილოლოგი,  ახალგაზრდათა საყვარელი წარმატებული მწერალი., ეკონომიური, სიცოცხლის ბოლოსთვის თავისი ნაწარმოებებით გამდიდრებული ადამიანი რომელიც პატარა ბლოკნოტში იწერს ყოველი  საფოსტო მარკის ყიდვას.

მისი ერთი შვილია კათოლიკე მღვდელი და მეორე შვილი კი სამშობლოს დამცველი ინგლისის ბრძოლის დროს.  ის ამაყობს ორივე შვილით.  ისაა რთული ცოლის მოთმინებით სავსე ქმარი.

ჩვენს გადარეულ, მსოფლიო ომების მომწყობ ხანაში მცხოვრები ტოლკიენი თავისი ცხოვრების  ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ თვლიდა თავის კათოლიკობას. ის  იყო შეუპოვარი მებრძოლი,თავისი ქრისტიანობის აპოლოგეტი.

მისთვის ზღაპარი იყო კულტურის შექმნის ეფექტური იარაღი, ხელოვნების  ყველაზე ამაღლებული ფუნქცია იმიტომ რომ მისი წყაროა ღმერთის მიერ ადამიანისთვის მიცემული ორი ძალა,  არსებების და საგნების დასახელების და დახასიათების უნარი და ადამიანის ბუნებისთვის ფუნდამენტური რამის სურვილის უნარი.

ღმერთმა ადამიანს ამავე დროს მისცა თავისუფლება და თავისუფალი ადამიანი არის ღმერთის თანაშემწე, მისი შესაქმის გამგრძელებელი.

ზღაპარი არის ამ ძალის გამოყენება ყველაზე ამაღლებულ სფეროში ვინაიდან ლაპარაკია სამყაროს მთლიანობაზე და ის «აჩენს მეორად სამყაროებს ».

მსგავსი იდეები გამოუთქვამთ სხვა მოაზროვნე შემოქმედებსაც, უფრო პოეტებს და მუსიკოსებს, მაგრამ ტოლკიენი ზღაპარს თვლის ლიტერატურის უმაღლეს ფორმად.

მისი თქმით ზღაპარია ფორმა  რომელიც ყველაზე თავისუფლად გამოხატას ღმერთის მიერ მოცემულ ძალას, შემოქმედი ს თავისუფალ საქმიანობას.

შიძლება ითქვას რომ ზღაპარი არის ყალიბი რომელშიც ჩამოისხა ხალხთა კულტურები.  ძველი ბერძნები ზეპირად სწავლობდნენ ჰომეროსის პოემებს, ლათინებს, კელტებს, ნორმანებს, გერმანელებს ჰქონდათ თავ-თავისი მითოლოგია.

ზღაპარი არის ფუნდამენტური ღირებულებების //ვაჟკაცობის, სამშობლოს სიყვარულის,  მიცვალებულთა პატივისცემის, ღმერთთა კულტის…//  თაობებისთვის გადაცემის  უაღესად ეფექტური ლიტერატურული საშუალება.

ადამიანის ფანტაზიიდან გამოსული ზღაპარი ლიტერატურის სხვა ფორმებზე უკეთესად გადმოსცემს ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს ადამიანის ბუნების შესახებ.

ზღაპარს მივყევართ სხვა სინამდვილეში, ასე ვთქვათ მეორად სამყაროში რომელშიც მომხდარი ამბავი წარმოგვიდგება ნამდვილ ამბად იმიტომ რომ ეთანხმება ამ სამყაროს ლოღიკას.

ჩვენი ხანის ერთ-ერთი დრამაა სწორედ ამ  ძლიერ კულტურულ ღირებულებათა დაკარგვა., ჩვენს მამა-პაპათა დროს მოქმედ ძლიერ კულტურულ ღირებულებათა დაკარგვა.

დღეს დასავლეთში სახარებას ისე აღარ კითხულობენ ყურადღებით  ალბათ იმიტომ რომ კულტურული ნიადაგი აღარაა კარგი.

კომუნიკაციის და,განსაკუთრებით, აუდიო-ვიზუალურ საშუალებათა გამრავლებამ პარადოქსულად გააღარიბა კულტურა.

რაც შეეხება დიდ ფანტასტიკურ ეპოპეებს, რომლებითაც სავსეა კინო,ისინი  როგორც წესი გაჟღენთილია  ეზოტერული იდეებით რომლებიც არ უწყობენ ხელს რელიგიური გრძნობის გაღვიძებას და კეტავენ აზრს დახურულ სამყაროში

წინა-ევანგელიზაციის ღვაწლი

მეოცე საუკუნის დიდი მითოლოგიის შექმნა ტოლკიენის აზრით იყო ქრისტიანული ღირებულებებით კულტურის გაჟღენთვის ძალიან ძლიერი საშუალება.

ამ გაგებით შეიძლება ითქვას ისიც რომ « ბეჭდების მბრძანებელი » არის ასე ვთქვათ წინა-ევანგელიზაციის თხზულება  რომლის ღირებულებებიც უთავსდება რწმენას და შეადგენს მის საფუძველს.

ტოლკიენის ლიტერატურული კარიერა დაიწყო ისტორიებით რომლებსა ის უყვებოდა თავის ბავშვებს დაძინების წინ.

ის მიხვდა თუ რა უზომო სიკეთის მოტანა შეუძლია დიდ ფანტასტიკურ ეპოპეას.

ზღაპარი სცდება ყველა კულტურულ და რელიგიურ საზღვარს და ის გააგებინებს ყველას ქრისტიანულ ღირებულებებს ამის გაუცნობიერებლადაც.

ტოლკიენის  « ბეჭდების მბრძანებელი » არის ფუნდამენტურად რელიგიური და კათოლიკური თხზულება, არაცნობიერად თავიდან და გაცნობიერებულად გადასინჯვის დროს.. ეს თვითონ ტოლკიენმა მისწერა თავის ერთ-ერთ ნაცნობს.

ეს არაა სახარების ორიგინალური გადამუშავება თუ უბრალო ალეგორია. ესაა ისტორია რომელიც იყენებს მრავალ მითოლოგიურ ელემენტს და მათ უმატებს უფრო მნიშვნელოვან ტრანსცენდენტურ და ადამიანურ განზომილებას ვინაიდან « ბეჭდების მბრძანებელი » ეხება მთელი კაცობრიობისთვის ფუნდამენტურ საკითხებს, შესაქმეს, დაცემას, სიკვდილს, უკვდავებას და ადამიანის ხვედრს.

ჩვენი ხანის სხვა დიდი ფანტასტიკური თხზულებებისგან განსხვავებით « ბეჭდების მბრძანებელი»-ს გმირები არ არიან ზეძლიერი არსებები. პირიქით, წიგნი ლაპარაკობს ცდუნების წინაშე მდგარი ადამიანების სისუსტეზე.

ისტორიის ნამდვილი გმირები,ფსქტიურად, არიან ყველაზე პატარები, ჰობიტები,  განსაკუთღებით ფროდო. მარტო ფროდოს ძალუძს ბეჭდის მიტანა ხვედრის მთამდე.

ადამიანები კი ეკუთვნიან ძალაუფლებაზე და ბატონობაზე მეოცნებე სუსტ რასას.

ყველაზე მამაცი ადამიანი  მეფე არაგორნი თავის ძალას ნახულობს ბეჭდისაგან შორს დგომაში.  ის მხოლოდ ადამიანია და თავმდაბლად აღიარებს თავის სისუსტეს.

და ესაა ძალიან ქრისტიანული ღირებულება იესომ გვასწავლა რომ ცდუნების დაძლევის საუკეთესო ხერხია მოვშორდეთ ყველაფერს რასაც მივყავართ ცოდვამდე.

ზოგადი ქარგა ყოველგვარი ალეგორიის გარეშე იღებს ვნების ზოგ ფუნდამენტურ ელემენტს. პრობლემაა შუა მიწის ხსნა.

მთავარი გმირები ებმებიან მათი უნარებისთვის არაპროპორციულ თავგადასავალში.  მათ იციან რომ მათი სახლში დაბრუნების შანსი უმნიშვნელოა.

,სგრამ არის უხილავი განგება. ამ უხილავ განგებაზე არ ლაპარაკობენ ღიად, მაგრამ ის ყველგანაა, ტოლკიენის წიგნის ყოველ გვერდზეა.

გასწირავენ თუ არა თავს იმათთვის ვინც უყვართ ?  ამის გაბედვა-გადაწყვეტისას აღმოაჩენენ ისინი რომ დაკარგულს პოულობ მსხვერპლის გაღებით, მეტიც, სიკვდილით. -მაგრამ არ იციან როგორ-, და ბოროტება და სიკვდილი დამარცხებულია.

დამოკიდებულებას კარგად ხსნის წიგნის ერთი გმირი სიკვდილის მომენტში  ჩვენ მივდივართ დარდიანები,მაგრამ არა სასოწარკვეთილები.

ტოლკიენის პერსონაჟები მსხვერპლს იღებენ ისე რომ მათ ესმით თუ რა მნიშვნელოვან რამეს დაკარგავენ.

აქაა პირველ მარტვილთა სიტყვების ექო  ჯალათების პირისპირ მდგომი პირველი მარტვილები განადიდებდნენ სამყაროს სილამაზეს, მაგრამ ირჩევდნენ შემოქმედ ღმერთს.

ისტორია მთავრდება როგორც ყველა ზღაპარი, მაგრამ უფრო მაღალ ხარისხზე.

ტოლკიენის თანახმად ზღაპსრი უნდა დასრულდეს საბოლოო,ფინალური   ეუკატასტროფით, ანუ მოულოდნელი ბრუნით რომელიც სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს. ეს იდეა რწმენად იქცა მაშინ როდესაც წირვაზე მყოფმა ტოლკიენმა მოისმინა ერთი ქადაგება.  მღვდელი ყვებოდა 1927 წელს ლურდში ერთი მძიმედ ავადმყოფი  ბიჭუნის სასწაულებრივად განკურნების შესახებ.

ტუბერკულოზური პერიტონიტით ავადმყოფი მომაკვდავი ბიჭუნა მიყავდათ ვაგონით რომელშიც იყო სასწაულებრივად განკურნებული გოგონა.  როდესაც მატარებელი მიდიოდა მღვიმის სიმაღლეზე მოულოდნელად წამომჯდარმა მომაკვდავმა ბიჭუნამ თქვა რომ მას უნდა გოგონასთან საუბარი.

შემდეგ სრულებით განკურნებული ბიჭუნა ჩამოვიდა ლოგინიდან და წავიდა გოგონასთან ერთად სათამაშოდ.

ტოლკიენმა დაწერა რომ ამ მოთხრობის მოსმენისას მას ჰქონდა ღრმა განცდა და მან უეცრად გაიგო რომ ეს იყო ის რისი გადმოცემაც მან სცადა ნარკვევში ზღაპრის შესახებ.

ამისთვის ტოლკიენმა შექმნა ცნება ეუკატასტროფა, ვითარების მოულოდნელი მობრუნება რომელიც მოგგვრით ცრემლების მომტან სიხარულს. ამ ემოციის გამოწვევა  არის ზღაპრის უმაღლესი ფუნქცია.

 

 

ტოლკიენის თქმით ზღაპარი იწვევს ამ განსაკუთრებულ ეფექტს იმიტომ რომ ისაა ჭეშმარიტების მოულოდნელი სხივი…

ტოლკიენის მიზანი,მაშ, მისიონერულიცაა და არა მარტო რელიგიური.

მას უნდა რომ მისი ზღაპრის მკითხველმა იგრძნოს  ეუკატასტროფის ეს განსაკუთრებული სიხარული რათა მკითხველმა იგრძნოს რეალური ეუკატასტროფების დიდი სიხარული, სახარების მიერ მოყოლილი, ქრისტეს დაბადების და აღდგომის ეუკატასტროფების სიხარული.

ყოლკიენმა შენიშნა რომ სახარება იწყება და მთავრდება სიხარულით…

 

http://news.catholique.org/analyses/5716-pourquoi-le-seigneur-des-anneaux-est

 

Joanny Moulin, პროვანსის უნივერსიტეტი, ანტითანამედროვე  ჯ.რ.რ.ტოლკიენი

 

ინტერესი ჯ.რ.რ. ტოლკიენისმყაროს მიმართ კიდევ უფრო გააძლიერა  პიტერ ჯეკსონის მიერ 2001, 2002 და 2003 წლებში  « ბეჭდების მბრძანებელის » მიხედვით კინოტრილოგიის გადაღებამ.

 

ტოლკიენი უეჭველად მემარჯვენე. მწერალია.  კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი პირადი ცხოვრება.

 

ანგლიკანელთა ოჯახიდან გამოსული დედამისი მაბელი გახდა კათოლიკე და შვილი კათოლიკედ აღზარდა. ამაზე გაბრაზებულმა ოჯახმა მას ოსტრაკიზმი მოუწყო ანუ განდევნა ის და გაწყვიტა მასთან ურთიერთობა.  ტოლკიენი დარწმუნებული იყო იმაში რომ ამან დააჩქარა დედამისის სიკვდილი.  ის თვლიდა რომ ბავშვობაში ის ჩაგრული იყო (a man whose childhood was darkened by persecution » [ გაუგზავნელი წერილი მაიკლ ტოლკიენს, unsent letter to Michael Tolkien, 11 Oct. 1968 ; Letters 393-95]).

ტოლკიენი უკმაყოფილო იმით რომ მის დროსაც კათოლიკეებს ინგლისში ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე როგორც ებრაელებს დანარჩენ ევროპაში (« Has it ever been mentioned that R[oman] C[atholic]s still suffer from disabilities not even applicable to Jews? » [ibid.]) « But hatred of our church is after all the real only final foundation of the C[hurch] of E[ngland] », disait-il encore (Letter to Christopher Tolkien, Oct. 1944 ; Letters 96).

 

საინტერესოა რომ  ბრიტანული კათოლიკობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა,კარდინალი  John Henry Newman //1801-1890//  კათოლიკების მდგომარეობას  ადარებდა  პირველი ქრისტიანების მდგომარეობას წარმართულ რომში. სადაც ცდილობდნენ ქრისტიანთა მოსპობა-გაქრობას.

 

კარდინალი ნიუმანი, სხვათა შორის, ახდენდა გავლენას ტოლკიენზე. ტოლკიენის დედა მაბელის გაკათოლიკება მჭიდროდ იყო დაკავშირებული კარდინალი ნიუმანის მიერ 1849 წელს დაარსებულ დაწესებულებასთან.

 

ტოლკიენის დაინტერესება შუა საუკუნეებით და მისი ესთეტიკის მედიევალიზმი აახლოებს მას პრერაფაელიტებთან.

 

John Keble– და ზოგი სხვა პროტესტანტობას გმობდნენ როგორც ეროვნული ღალატიდან წამოსულ რამეს. ბევრ ინგლისელს განსაკუთრებით უყვარდა განმანათლებელთა და რეფორმის წინა შუა საუკუნეები.

 

ტოლკიენის თქმით დასავლურ კულტურაში არის რომანტიკული რაინდული ტრადიცია  რომელიც აიდეალებს ფიზიკურ სიამოვნებაზე უფრო დიდ სიყვარულს,  სიწმინდეს, ერთგულებას, თავდადებულ  სამსახურს, თავაზიანობას, ღირსებას და სიმამაცეს. წერილი მაიკლ ტოლკიენს, 1941 წლის 6-8 მარტი, letter to Michael Tolkien, 6-8 March 1941; Letters 48-49).

 

შუა საუკუნეების რაინდობის იდეით გატაცებულ ტოლკიენს არ მოსწონდა რომ მისი შვილები მსახურობდნენ ბრიტანეთის სამხედრო ავიაციაში. საჰაერო ბრძოლა მისი აზრით  იყო მეტისმეტად იმორალური,  მეტისმეტად დაშორებული თანასწორთა ორთაბრძოლისგან.

ტოლკიენი ბევრ არაფრად აგდებდა გარე სამყაროს რომელშიც უხდებოდა ცხოვრება ვინაიდან  სწამდა რომ სული ფლობს ბევრად უფრო დიდ ჭეშმარიტებას ვიდრე მატერია.

ტოლკიენის კათოლიკობა ასკეტურად სპირიტუალური იყო. ის ყოველ დღე ესწრებოდა წირვას. რვის ნახევარზე ყველაზე არასასიამოვნო პირობებში რათა გაეძლიერებინა თავისი რწმენა  ლოიოლას  სულიერ სავარჯიშოთა მსგავსი სავარჯიშოებით.

ტოლკიენი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო საოცარით, სასწაულებრივით და საჭიროდ თვლიდა ეკლესიის სულიერ ავტონომიას.

ტოლკიენი ბარბაროსობად თვლიდა თანამედროვე მატერიალისტურ რაციონალიზმს და ათეიზმს.

ის სოციალიზმს აიგივებდა დაგეგმვასთან.

მას მაგალითად მოჰყავს  ავტომობილებისთვის ადგილის და გზის გასანთავისუფლებლად  ოქსფორდის დანგრევის გეგმა. ამას აპირებდნენ კონსერვატორები.

 

I am not a ?socialist? in any sense?being adverse to ?planning? (as must be plain) most of all because the ?planners,? when they acquire power, become so bad? the present design of destroying Oxford in order to accommodate motor-cars is a case. But our chief adversary is a member of the ?Tory? government. But you could apply it anywhere in these days.

(Draft letter to Michael Straight, Jan.-Feb. 1956 ; Letters 235)

 

ტოლკიენის კათოლიკობის გვირგვინი ისაა  რომ მას არ სჯერა რომ ქიმიური იარაღის, ატომურური ბომბების და სხვა ოხრობათა გამომგონებლების, მსოფლიო ომების გამჩაღებელთა ხელში ჩავარდნილ მსოფლიოში შესაძლებელია სოციალური,ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესი.

 

ტოლკიენის აზრით ისტორია არის გრძელი დამარცხება და არა ბედნიერი მომავლისკენ სვლა, მაგრამ ამ დამარცხებაშიც ჩანს საბოლოო გამარჯვების  ნიშნები.:

Actually I am a Christian, and indeed a Roman Catholic, so that I do not expect ?history? to be anything but a ?long defeat??though it contains (and in a legend may contain more clearly and movingly) some samples or glimpses of final victory.

(Letter to Amy Ronald, 15 Dec. 1956; Letters 255)

 

ტოლკიენის აზრით კაცობრიობას კოლექტიურად და ადამიანებს ინდივიდუალურად აქვთ როგორც გადარჩენის ისე დაღუპვის შესაძლებლობა.

დაჯერებულ კათოლიკე ტოლკიენს სჯეროდა მილენიუმისა, იმისა რომ დედამიწის მმართველები ათასი წლის მანძილზე იქნებიან წმინდანები.

წმინდანი ტოლკიენისთვის იყო ადამიანი ვინც არ დაემორჩილა ბოროტების სულს.

ბოროტების სული კი მისთვის იყო

 «მექანიზმი, მეცნიერული თუ სულერთია როგორი მატერიალიზმი, სოციალიზმი » :

Of course, I suppose that, subject to the permission of God, the whole human race (as each individual) is free not to rise again but to go to perdition and carry out the Fall to its bitter bottom (as each individual can singulariter). And at certain periods, the present is notably one, that seems not only a likely event but imminent. Still I think there will be a ?millenium,? the prophesied thousand-year rule of the Saints, i.e. those who have for all their imperfections never finally bowed heart and will to the world of the evil spirit (in modern but not universal terms: mechanism, ?scientific? materialism, Socialism in either of its factions now at war).

(Letter to Christopher Tolkien, 30 Jan 1945; Letters 110)

 

 

მონარქისტი, ლეგიტიმისტი ტოლკიენი ამბობდა რომ არაა დემოკრატი  იმიტომ  თავმდაბლობის და თანასწორობის  სულიერი პრინციპები გარყვნილია მექანიზებული და ფორმალიზებული სამყაროს შექმნის მცდელობით.

I am not a ?democrat? only because ?humility? and equality are spiritual principles corrupted by the attempt to mechanize and formalize them, with the result that we get not universal smallness and humility, but universal greatness and pride, till some Orc gets hold of a ring of power?and then we get and are getting slavery.

(Draft letter to Joanna de Bortadano, April 1956 ; Letters 246)

 

უკვე დიდი ფრანგი შატობრიანი  შიშობდა რომ ფანტაზია, პოეზია, ხელოვნებები, დაიღუპებოდნენ საზოგადოება-სკაში სადაც პიროვნება იქნებოდა ფუტკარი, მექანიზმის ჭანჭიკი, ატომი ორგანიზებულ მატერიაში.

უფრო თანამედროვე ფორმით ტოლკიენის იდეებს ვხედავთ  იდეების ისტორიკოს ისაია ბერლითან // Isaiah Berlin//.  ბერლინს ეს ტრადიცია მიჰყავს  იტალიელ კათოლიკე და დეკარტეს მოწინააღმდეგე ფილოსოფოს ჯამბატისტა ვიკომდე //Giambattista Vico// .

ბერლინი კრიტიკულად უყურებს ფრანგ განმანათლებელ ფილოსოფოსებს რომელთა კარიკატურული მაგალითი მისი აზრით არის ჟულიან ოფრე დე ლა მეტრი // Julien Offray de la Mettrie//, რომელმაც 1748 წელს დაწერა « ადამიანი მანქანა » « და « ადამიანი მცენარე » // LHomme Machine , L?Homme Plante //.

ბერლინი ტოლკიენის მსგავსად აკრიტიკებდა საშინელი მე-18 საუკუნის // Frightful 18th century// იდეას რომლის თანახმადაც საზოგადოების რაციონალურ ორგანიზაციას შეუძლია ინდივიდუალური თავისუფლების და სოციალური თანასწორობის მოტანა.

Zeev Sternhell « ანტი-განმანათლებლებში“//Les Anti-Lumières//, «  ბერლინი ფრანგი განმანათლებლების პრინციპებს თვლის კარგი საზოგადოების პრინციპების ფუნდამენტურად  საწინააამდეგო რამედ» .

 

ტოლკიენი თავის « ბეჭდების მბრძანებელს» წერდა მეორე მსოფლიო ომის დროს და ნაწყვეტებს უკითხავდა  ინკლინგების

 // Inklings//  კლუბის  თავის მეგობრებს C. S. Lewis, Charles Williams, და ა.შ.) საგანგებო მდგომარეობისას ჩაბნელებულ ფანჯრებში.

მორდორის სამეფო იყო ქრისტიანული ცივილიზაციის მოსპობის მსურველი ძალების ალეგორია.

ტოლკიენი ხედავდა  რომ ეს ძალები მოქმედებდნენ  და ეს მოქმედება ვლინდება გარეგნულად ანტაგონისტური ფორმებით რომლებიც სინამდვილეში მისი აზრით ექვივალენტურები იყვნენ.

ფაშიზმი და ნაციზმი ერთი ფორმა იყო, კომუნიზმი-მეორე, მაგრამ საკმარისად არ უთქვამთ რომ ინგლისურ-ამერიკული კაპიტალიზმიც ერთ-ერთი ასეთი ფორმა იყო.

 

ტოლკიენის სამყაროში პაწაწინა  საგრაფოს სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა არის თავისუფალ და თანასწორ ინდივიდთა იდეალურად გაწონასწორებული აგრარული და სოფლური სტრუქტურა. ეს თავისუფალი დათანასწორი ინდივიდები ჰარმონიულად ამუშავებენ მიწას.

ამის საწინააღმდეგოდ გიგანტურ იმპერია მორდორში ტირანის მონათა ჯარები გაუმაძღრად და უსასრულოდ ხარჯავენ ბუნებრივ რესურსებს.

 

შუა მიწაში ეს დაპირისპირება ვლინდება უფრო სუსტად.

ჯუჯები ხარბად და გაუმაძღრად ეწევიან წიაღისეულის ექსპლუატაციას და აღვიძებენ საშიშ ქტონურ დემონ ბალროგს.

ელფები კი ისეთ ჰარმონიაში ცხოვრობენ მათ ბუნებრივ გარემოსთან რომ შეიძლება გაიარო მათი ტერიტორია ისე რომ ვერ შეამჩნიო ისინი. ისინი ძალიან კარგად არიან ჩაწერილები მათ ბუნებრივ გარემოში და მათი სიმღერები ერწყმის მდინარეების და ქარის ხმებს.

ენტსების და ვოსების ნაირი ქმნილებები კი კიდევ უფრო ახლოს არიან ბუნებასთან.

ადამიანები კი, მათ ქალაქებში, თითქოს არიან ელფებს და ჯუჯებს შორის.

ტოლკიენის სამყაროს პოლიტეკონომია ეკოლოგიაა.

 

 

Lტოლკიენი თანამედროვე საზოგადოებებს მნიშვნელოვანწილად აკრიტიკებს  ტექნოლოგიური განვითარების გამო.

ტექნოლოგიური განვითარება საფრთხეში აგდებს ადამიანის სულს და დიდ ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს.

ტოლკიენი  მწვავედ აკრიტიკებს ამერიკულ საზოგადოებასაც  ის თვლის რომ  ამერიკაში ინტელექტუალური ჰავა და ნიადაგი დაბინძურებული და გაღარიბებულია.

,

Not a soil i which the fungus-growth of cults is likely to arise. The horrors of the American scene I will pass over, though they have given me great distress and labour. (They arise in an entirely different mental climate and soil, polluted and impoverished to a degree only paralleled by the lunatic destruction of the physical lands which Americans inhabit.)

(Draft letter to Carole Batten-Phelps, Autumn 1971 ; Letters 412)

25

Mais dhttp//www.cairn.info/revue-etudes-anglaises-2009-1-page-73.htm

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s