ევროპელი ფილოსოფოსი ესთეტიკაზე-1

 Luc Ferry - La Naissance de l'esthétique et la question des critères du beau. 1 CD audio

რაღედია-დიდი იდეების, იდეალების,ღვთაებრივის, სამყაროს მშვენიერების გამომხატველი ხელოვნება აქციეს ექსკრემენტების და სხვა საძაგლობათა დემონსტრაციად. ეს მაგათი პერესტროიკაა.

                სილამაზეზე, ესთეტიკა, თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ლიუკ ფერი, ესთეტიკის დაბადება და  ლამაზის კრიტერიუმის საკითხი //Luc Ferry, La naissance de l’esthétique et la question des critères du beau, პარიზი, 2013//, ფრაგმენტები

დასავლური ფილოსოფიის გარიჟრაჟიდან, პლატონიდან და არისტოტელედან დღემდე  ხელოვნების ნაწარმოები მუდამ ითვლებოდა დიდი იდეის, დიდი მსოფლმხედველობის, დიდი რელიგიური თუ საერო  სიმბოლოების, უმაღლესი მორალური თუ სულიერი ღირებულებების განსახიერებად ხილულ, გრძნობებით აღქმად მასალაში, მოქანდაკის მარმარილოში,  ხუროთმოძღვრის ქვაში, მხატვრის ფერში, კომპოზიტორის ხმოვან ვიბრაციებში, პოეტის სიტყვებში, და ა.შ.

ხელოვნება ჰეგელის თქმით არის პარადოქსის ადგილი  ვინაიდან ხელოვნების ნაწარმოები გამოხატავს  უხილავს, სულიერს, გონებით საწვდომს.

იდეებს  გამოვხატავთ  ქვაში,მარმარილოში,ფერში,ხმოვან ვიბრაციებში.  სულიერს გამოვხატავთ მატერიალურში, იდეალურს ხორციელში, გონებით საწვდომს გრძნობებით აღქმაში.

აი ხელოვნების პარადოქსი.  ამიტომ მოქმედებს ის ჩვენზე  თითქმის ფიზიკურად,ბევრად უფრო მეტად ვიდრე ფილოსოფია, რომელიც, არსებითად, ამბობს იგივეს რასაც ამბობს ხელოვნება, მაგრამ გონების, კონცეფციების და არა გრძნობათა ენაზე.

მუსიკალური ნაწარმოები ჩვენში იწვევს ვიბრაციებს.  ხელოვნება, საზოგადოდ, იწვევს ძლიერ ემოციებს, ზოგჯერ ამოძრავებს სხეულს // მუსიკის მოსმენამ  შეიძლება აგვაცეკვოს//.

სწორედ ამ ემოციებს ვუწოდებთ სილამაზეს.

რომანტიკული ხელოვნება ამბობს იგივეს რასაც ამბობენ რომანტიკული ფილოსოფია თუ  რომანტიკული პოლიტიკა, მაგრამ ის თავის იდეებს და სიმბოლოებს  გამოხატავს გრძნობებით აღქმად მასალაში, გრძნობათა ენაზე  რაც ამ  ნათქვამს ხდის ყველასთვის ხელმისაწვდომ

მე-17 საუკუნის ჰოლანდიური მხატვრობა ძალიან ახლოა სპინოზას ფილოსოფიასთან.

მაგრამ ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს  პიტერ დე ჰოოხის სურათის ნახვა თუ ბახის ქორალის, ბეთჰოვენის სიმფონიის თუ   შუბერტის სონატის  მოსმენა ვიდრე სპინოზას, კანტის თუ ჰეგელის კითხვა.

ხელოვნების  ისტორიასა და აზრის ისტორიას შორის ნამდვილად არის სიახლოვე, უკეთესად რომ ვთქვათ, ანალოგია.

შეიძლება დავტკბეთ ჰოლანდიური მხატვრობით და შუბერტით ისე რომ არ ვიყოთ ნასწავლები სამხატვრო აკადემიაში და კონსერვატორიაში, ისე რომ არ ვიყოთ მუსიკათმცოდნეები და მხატვრები.

სამაგიეროდ  გაგიჭირდებათ სპინოზას, კანტის თუ ჰეგელის წაკითხვა  თუ კი არ გისწავლიათ ფილოსოფია.

ხელოვნების ნაწარმოების პარადოქსი ისაა რომ ის  სულიერს გადმოსცემს მატერიალურით, გონებით საწვდომს შეგრძნებებით აღქმადით,  იდეალურს ხორციელით.

ესაა ხელოვნების განსაკუთრებულობა, ერთგვარი დაძაბულობა, მეტიც, წინააღმდეგობა. ჰეგელი ფიქრობდა რომ ეს წინააღმდეგობა ოდესმე დაიძლევა ფილოსოფიით, სულიერი ცხოვრებით რომელიც უფრო ადექვატურად, მაშ, უფრო იდეალურად გამოხატავს  ხელოვნებაში არსებულ იდეებს.

მიუხედავად მისა შეიძლება ვიფიქროთ რომ  ხელოვნება ფილოსოფიას ჯობნის იმით რომ  იდეებს გამოხატავს  უფრო თვალსაჩინოდ, უფრო მძაფრად და უფრო  ემოციურად.

მაგრამ  შევწყვიტოთ დებატი იმაზე აჯობებს თუ არა ოდესმე ფილოსოფია ხელოვნებას.

აზრის და ხელოვნებაზე დაფიქრების  მთელ ისტორიას მსჭვალავს იდეა რომ  ხელოვნება არის იდეების გადმოცემა  შეგძნებებით აღქმად მასალაში.

მაგრამ არის ხელოვნების ისტორია, ისტორია ქმნილებებისა  რომლებიც საუკუნეთა მანძილზე იცვლებიან  მათ მიერ განსახიერებული იდეების ცვლილებასთან ერთად.

ხელოვნების ისტორიის 4 დიდი მომენტი

ანტიკურ ხანაში უწინარეს ყოვლისა  ბატონობს კოსმიური ჰარმონიის ცნება.

მხატვარი ისაა ვისი მოწოდებაცაა  ბერძნების მიერ კოსმოსად წოდებული წესრიგის  ჰარმონიული თვისებების გამოხატვა შეგრძნებებით აღქმად მასალაში, ვისაც აქვს ამის ნიჭი.

ამ პერსპექტივაში ხელოვნების ნაწარმოები იქმნება როგორც მიკრო-კოსმოსი.

ხელოვნების ზომით პატარა ნაწარმოებს აქვს იგივე თვისებები რაც აქვს დიდ კოსმოსს // ჰარმონია, სიზუსტე, სილამაზე.. ბერძნულ აზრში ეს 3 ცნება პრაქტიკულად ექვივალენტურია//.

ხელოვნების ნაწარმოები არის მცირე, კერძო ობიექტში კონცენტრირებულად გამოხატული კოსმოსის ჰარმონია.

ძველი ბერძნული ქანდაკებების, ტაძრების, ამფიტეატრების ჭვრეტისას  ჩვენ ვხედავთ რომ მათ შემქმნელთა მთავარი საზრუნავია  სიმეტრია, ჰარმონია, კუნთების, სხეულის სხვადასხვა ნაკვთის, სახეების თუ შენობების  ზუსტი პროპორცია.

ბერძნული ქანდაკებები, მათ მიერ  გამოხატული ღმერთების მსგავსად, სრულყოფილებია, სრულყოფილებია ისე როგორც სრულყოფილია დიდი მთლიანობის ჰარმონია.

ძველ ბერძენთა ქმნილებები მინიატურულად წარმოადგენენ მთელი სამყაროს ჰარმონიას და ამიტომ  ძველ ბერძენთა ხელოვნების ნაწარმოები არის მიკროკოსმი.

ბერძნული ტრაღედია არსებითად გამოხატავს  იმას რაც საფრთხეს უქმნის ამ მყიფე ჰარმონიას.

ბერძენთა ღმერთების მეფე ზევსმა  დაამარცხა ქაოსის ძალები, პირველი ღმერთები, ტიტანები  და დაამყარა კოსმიური წესრიგი რომლის გარანტიც არის თვითონ. მისი თანაშემწე ჰერაკლე და სხვა გმირები  ებრძვიან და ამარცხებენ ძალებს რომლებიც საფრთხეს უქმნიან ღვთაებრივ წესრიგს.

გმირი ისაა ვინც იცავს ამ ჰარმონიულ ღვთაებრივ წესრიგს.  მხატვარი, ხელოვანი კი ისაა ვინც  თავისი ქმნილებით გამოხატავს ა, ღვთაებრივი ჰარმონიული წესრიგის სიზუსტეს და სილამაზეს.

ძველი ბერძნებისთვის ხელოვნების ნაწარმოები  უწინარეს ყოვლისა არის  დიდი კოსმოსის,დიდი მთლიანობის ჰარმონიის,სიზუსტის, სილამაზის ამსახველი და გამომხატველი მიკროკოსმი.

// ლამაზი, ლამაზი ცხენი არის ის რაც შეესაბამება იდეალს, უხილავ იდეას, ამ შემთხვევაში ცხენის იდეას. სილამაზე არის სრულყოფილებასთან სიახლოვე, ნიშანია იმისა რომ გაურკვეველ, მუდამ ცვალებად, არამდგრად და ამით სტრესის მომგვრელ ცხოვრებაშიც  შესაძლებელია წესრგი, ლამაზი არის  სამართალის გამოვლინება. ყველაფერი შეძლებისდაგვარად არის ის რაც უნდა იყოს. ასეთია სილამაზის ძველი ბერძნული ინტერპრეტაცია.  კონკრეტულ ინდივიდს ალამაზებს  მასში ტიპის ყოფნა, მისი სიახლოვე სრულყოფილებასთან, იდეასთან, იდეალთან.

ლამაზი არის კარგად და შორს მხედველი თვალი,  ოსტატის ძლიერი მარჯვენა, გამჭრიახი გონება, სიყვარულით და თანაგრძნობით სავსე გული, სულიერება რომელიც ხრწნადი მოკვდავი მატერიალური სამყაროს ფორიაქის მიუხედავად  ხედავს ღვთაებრივს. მოკლედ ლამაზია ყველაფერი რაც კარგად ასრულებს თავის დანიშნულებას. კალოს კაგატოს, ლამაზ სხეულში ლამაზი სული. ამ იდეალთან ახლოს მყოფი ადამიანია ლამაზი ძველი ბერძენის აზრით.//.

 შუა საუკუნეების რელიგიური ხელოვნება

მეორე დიდი მომენტია შუა საუკუნეების ხელოვნება.  ის არსით რელიგიური ხელოვნებაა

ძველი ბერძენი ოსტატისგან განსხვავებით შუა საუკუნეების ხელოვანმა უნდა გადმოსცეს  ღვთაებრივის ბრწყინვალება და დიდებულება და არა  კოსმიური წყობის თვალწარმტაცი თვისებები.

ამიტომ მიმართავენ წმინდა ტექსტების, ძველი და ახალი აღთქმის თემებს.

ასობით და ათასობითაა ღვთისმშობლის და ყრმის, ჯვარცმის და წმინდანთა ცხოვრების დიდი მომენტების, ისევე როგორც ჯოჯოხეთის და სამოთხის გამოსახულებები.

ბერძენთა კოსმიური ხელოვნებაც და შუა საუკუნეების რელიგიური ხელოვნებაც   არის შეგრძნებებით აღქმად მატერიაში  მოკვდავი ადამიანის თვალისთვის  უხილავი სამყაროს ძალებზე მიმანიშნებელი სიმბოლოების,  ადამიანის გარეთ თუ მასზე მაღლა არსებული იდეების  და ღირებულებების გამოხატვა

ასეა ძველ ხელოვნებაში, ბერძნულ, იუდაურ, ქრისტიანულ,მაჰმადიანურ,ბუდისტურ თუ სხვა ძველ ხელოვნებაში.

ასეა ფართო გაგებით საკრალურ, კოსმოლოგიურ თუ რელიგიურ ხელოვნებაში. იქ ღვთაებრივის გამოსახვის აკრძალვის შემთხვევაშიც მიზანია გრძნობებით აღქმად მასალაში ადამიანის მიმართ ტრანსცენდენტურის გამოსახვა.

ნჰოლანდიური მხატვრობა არის პირველი ჰუმანისტური ხელოვნება რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის იმანენტურობის გამოსახვას და არა ღვთაებრივი თუ კოსმიური ტრანსცენდენტურობის გადმოცემას.

   ესთეთიკური ჰუმანიზმი

ესთეტიკური ჰუმანიზმის პერიოდში ხელოვნების ფილოსოფიამ მიიღო ესთეტიკის ფორმა.  ესაა ადამიანის მგრძნობიარობის სუბიექტურობის გააზრების ფორმა.

ხელოვნება, ისევე როგორც დეკარტეს  cogito,   გსდმოსცემს ადამიანს,ადამიანურს, როგორც ასეთს  და არა კოსმოსის ჰარმონიას თუ ღვთაებრივის ბრწყინვალებას.

მე-17 საუკუნის მჰოლანდიურმა მხატვრობამ პირველად კაცობრიობის ისტორიაში  დაიწყო უბრალო მოკვდავთა და მათი ყველაზე უბრალო საქმეების  გამოხატვა.

ხელოვნება ამიერიდან  წარმოგვიდგენს ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ბრწყინვალებას და არა  კოსმიურ თუ ღვთაებრივ ტრანსცენდენტურობას.

ამ თვალსაზრისით  ჰოლანდიური ხელოვნება აბსოლუტურად ტიპიურია  ამ ახალი ხანისთვის და ჩვენზე დღესაც ახდენს შთაბეჭდილებას.  პირველ რიგში იმიტომ რომ , სულ მცირე ჩემი აზრით,  ის შეუდარებლად ლამაზია  და ამავე დროს იმიტომ რომ ისაა პირველი ჰუმანისტური ხელოვნება, პირველი საერო და სწკულარიზებული ხელოვნება  რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა იმანენტური თვისებების  და არა გარდასული ხანის ტრანსცენდენტურობათა გამოხატვას.

   თანამედროვე ხელოვნება და  « დეკონსტრუქცია »

მეოცე საუკუნეში დაიწყო  თანამედროვე,შემდეგ დღევანდელი ხელოვნების მეოთხე პერიოდი.

რევოლუციებით და ევოლუციებით გადაქანცულ მხატვრებს  აღარც კოსმიური წესრიგი უნდათ, აღარც ღვთაებრივი ბრწყინვალება და აღარც ადამიანის როგორც ასეთის ადამიანობა.

« სილამაზე მკვდარია, ის შეცვალეს სიახლემ, ინტენსიურობამ, უცნაურობამ, ერთი სიტყვით შოკურმა, თავზარდამცემმა  ღირებულებებმა » , იყვირა 1929 წელს პირველი მსოფლიო ომი-მხეცობით შეძრულმა დიდმა მოაზროვნე პოლ ვალერიმ   ტანკის ბრახაბრუხით თბილისის ნგრევის შემდეგ სილამაზე დღესაც მკვდარია და სანამ მას არ გავაცოცხლებთ არაფერი გვეშველება.

( La beauté est une sorte  de morte. La nouveauté,  l’intensité,l’étrangeté, en un mot toutes les valeurs de choc l’ont supplantée, Valéry, « Léonard et les philosophes », Variété, in Œuvres, t.1.p.1240).

თანამედროვეებს არ სცალიათ სილამაზისთვის,ჰარმონიისთვის, პროპორციისთვის, სიმეტრიისთვის, პითაგორეველი პოლიკლეტეს კანონისთვის, მათ უნდათ ტრადიციის უარყოფა, განსხვავება, დისონანსი, სუბიექტის და სიუჟეტის მსხვრევა

თანამედროვე ხელოვნება ებრძვის და ანგრევს პირველ რიგში კლასიციზმებს და აკადემიზმებს., ფიგურატულობას, სახვითობას მხატვრობაში, ტონალურობას მუსიკაში, ცეკვის, თეატრის, რომანული ლიტერატურის  ტრადიციულ წესებს ქრონოლოგიური ინტრიგებით და გამოკვეთილი პერსონაჟებით, და ა.შ.

თანამედროვე და დღევანდელ ხელოვნებას აღარ უნდა ათარც მეტაფიზიკა და რელიგია. სამაგიეროდ მას უნდა ბნელი, ირაციონალური, არაცნობიერი,განსხვავება, სხეული, ხორცი, სექსი,სისხლი და ექსკრემენტები, მოკლედ როგორც ადამიანის ისე სამყაროს ბნელი მხარის გამოსახვა, ის რაც მიუღებელი იყო ხელოვნებისთვის ათასწლეულების მანძილზე

 

მარსელ დიუშანი (ფრანგ. Marcel Duchamp, 28 ივლისი1887ბლენვილსიურკრევონი — 2 ოქტომბერი1968ნეისიურსენი) — ფრანგიამერიკელი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნედადაიზმისა[1][2] და კონცეპტუალიზმის მიმდევარი.[3] მისი ხელოვნების მემკვიდრეობა შედარებით მწირია, თუმცა მისი იდეების ორიგინალობის წყალობით დიუშანი XX საუკუნის ხელოვნების ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. მას მიეწერება ტერმინდადა“– გამოყენება.[4] //  ვიკიპედიიდან//

http://www.lesechos.fr/04/02/2011/LesEchos/20863-195-ECH_le-ready-made-dans-l-art-contemporain.htm

უარყვეს მხატრობაც და სახვითი ხელოვნებაც. არის ხელოვნების როგორც ასეთის უარყოფის მცდელობებიც.

ფრანგმა მარსელ დიუშამმა //Marcel Duchamp// გააუქმა ესთეტიკაც.

მან მოიგონა ready made.  1913 წელს მან აიღო ველოსიპედის ბორბალი, ბოთლების საშრობი, უნიტაზი და გამოფინა ისინი როგორც ხელოვნების ნაწარმოებები.  ცინიკოსი დიუშამი იღებდა სხვების მიერ გაკეთებულ უტილიტარულ საგნებს, რათა პლაგიატი არ დაბრალებოდა და ფენდა მათ თავისი სახელით როგორც ხელოვნების ნაწარმოებებს.

მას შემდეგ სხვების მიერ გაკეთებული თუ საერთოდ გადაგდებული ნებისმიერი რამის, უტილიტარული საგანი იქნება ის,ნაგავი   თუ ექსკრემენტები, გამოფენა საღდება.  ხელოვნებად, შემოქმედებით  აქტად და,სხვათა შორის, ძალიან ძვირადაც იყიდება დღევანდელ გამოლენჩებულ სამყაროში.

 

http://www.rectoversion.com/contact_lapage24.htm

 

Marcel Duchamp,
les ready-made et la peinture
II 

 

1911 წელს გიომ აპოლინერმა ზუსტად დაინახა რომ მარსელ დიუშამს სულაც არ აინტერესებდა ესთეტიკა .

ამ დიუშამის შემდეგ ხელოვანთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება და ხელოვნება კი ლამის ქრება…

 

50-ოდე წლის შემდეგ 1962 წლისთვის  ამ  ხრიკით ისევ დაინტერესდნენ.  მარსელ დიუშამი,მეტრი, უკვე 75 წლის იყო.

მაშინდელმა ავანგარდებმა ისევ აღმოაჩინეს ready-made და მათ მიანიჭეს ესთეტიკური მნიშვნელობა და თვისებები. საფრანგეთში ეს გააკეთეს  ახალმა რეალისტებმა, მაგალითად  Arman და Jean Tinguely-ბმა,  აშშ-ში  ეს განსაკუთრებით გააკეთეს Jasper Johns-მა და Robert Rauschenberg-მა.

 

მარსელ დიუშამის რეაქცია ამაზე შემდეგი იყო: «….  როდესაც მე აღმოვაჩინე  რედი მეიდები მე ვცადე ესთეტიკის დისკვალიფიკაცია, გაუფასურება. მათ ნეო-დადაში მათ აიღეს ჩემი რედი მეიდები და მათში ნახეს ესთეტიკური სილამაზე.»  (3).

შეუძლებელია უფრო ცხადად თქმა. დიუშამს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუცვლია  ready-made-ის თავისი არაესთეტიკური კონცეფცია.

სიკვდილამდე მარსელ დიუშამს ესაუბრა Philippe Collin. აი ზოგი ნაწყვეტი ისე იმაზე უ რას ფიქრობს მარსელ დიუშამი თავისი ses ready-made-ბის შესაძლო ესთეტიზმზე

Philippe Collin

როდის გააკეთეთ პირველი ses ready-made-ბი?


Marcel Duchamp :
1913 წელს. პირველი იყო ველოსიპედის ბორბალი, რომელიც მე უბრალოდ დავდგი ტაბურეტზე და ვუყურებდი თუ როგორ ბრუნავდა ის. … შემდეგ იყო მოძრაობა, ეს არ იყო აუცილებელი, შემდეგ,1914 წელს, იყო ბოთლების საშრობი.  შემდეგ, 1915 წელს, იყო სხვები. მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია რაც აღარ ვაკეთებ,  არ ვაკეთებ სწორედ იმიტომ რომ შეიძლება მეტისმეტი გააკეთო,  იმიტომ რომ სულერთია როგორი სიმახინჯე თუ უგემურება 40 წლის მერე შეიძლება ჩათვალონ ძალიან ლამაზ რამედ.

ეს კი ძალიან შემაშფოთებელია თვითონ ready-made-ების იდეისთვის.

 


Philippe Collin :
«
 მაგრამ იქნებ თქვენ დროთა მანძილზე შეგიყვარდათ ესთეტიკურად ის რაც გააკეთეთ, თუ სრულებით გულგრილი დარჩით მათ მიმართ? »
Marcel Duchamp :
  მე ძალიან კარგად მესმის რომ ადამიანები ხშირად ეძებენ სასიამოვნო მხარეს და ჩვეულებისამებრ პოულობენ ხოლმე.  თუ კი რამეს შეხედავთ 20-ჯერ, 100-ჯერ, თქვენ მიეჩვევით მას,შეიყვარებთ ან შეიძულებთ მას… ეს რთული პრობლემაა. მე სულაც არ მაინტერესებს დანახვა იმისა რაც გავაკეთე., გაიგეთ.»

. »
Philippe Collin :


«
მაგრამ როგორ უნდა შევხედოთ ready-made-ს ? »

 Mais

 

Marcel Duchamp :
«
სულაც არ უნდა შევხედოთ. დავინახავთ რომ არსებობს.  მაგრამ არ უნდა ვათვალიეროთ ის როგორც სურათი, არ უნდა ვაქციოთ ის ჭვრეტის ობიექტად.

ჭვრეტის ცნება მთლიანად ქრება.  უბრალოდ უნდა დავინახოთ რომ ის იყო ბოთლების საშრობი ან არის ბოთლების საშრობი რომელმაც შეიცვალა ადგილი და დანიშნულება»

 

აზრი და უაზრობა ერთი და იგივე რამის 2 მხარეა და უაზრობასაც არსებობის უფლება “. » (6)

ეს თქვა ციმიკოსმა ვისაც მიზნად ჰქონდა დასახული ესთეტიკის,ხელოვნების და სილამაზის მოსპობა.

მარსელ დიუშამი იქცა მოუშორებელ ვარსკვლავად, მისით აღტაცებული ახალგაზრდობა მასში ხედავდა თავის წინამორბედს. მაგრამ დიუშამი ბოლომდე არავითარ ესთეტიკურ ღირებულებას არ ანიჭებდა თავის ნაკეთობებს.

მან ხატვაც კი შეწყვიტა 1923 წლიდან და დაიწყო ჭადრაკის თამაში.

ის ხელოვნებას ქრონიკულად უარყოფდა სიცოცხლის ბოლომდე, ის არ შემცდარა მის ნაკეთობებს არა აქვს არავითარი მხატვრული და ესთეტიკური ღირებულება. მან უნიტაზი გამოფინა როგორც ხელოვნების ნაწარმოები. ესაა ცინიკოსის მამაძაღლობა.

Philippe Collin 1967 წელსაც ესაუბრა უკვე 80 წლის მარსელ დიუშამს, რომელიც გარდაიცვალა 1 წლის შემდეგ.:
«
რას აკეთებთ ეხლა


Marcel Duchamp :
უბრალოდ ველი სიკვდილს.მოვიდა ასაკი როდესაც აღარაა საჭირო რამის კეთება ან შეიძლება არ გქონდეს რამის კეთების სურვილი. მე არ მინდა მუშაობა, არ მინდა არაფრის კეთება, მე ძალიან კარგად ვარ. სიცოცხლე ძალიან ლამაზია როდესაც არაფერი გაქვს საკეთებელი.

აღარ მაინტერესებს აღარც მხატვრობა და აღარც ხელოვნების საკითხები.»

Michel De Caso

Il est précisé que les textes et images du site http://www.rectoversion.com ne peuvent être reproduits sans l’autorisation écrite préalable de Michel De Caso et de l’A.D.A.P. et ce, pour tous les pays.

 

ლიტერატურაშიც,  ახალ რომანში, არაა  მწყობრი და მთლიანი ინტრიგა მისი ფსიგოლოგიურად სოლიდური პერსონაჟებით. უბრალოდ არის აზრთა და იდეათა ნაკადი მდინარება არაცნობიერის ტალღების შესაბამისად.

კოსმიური წყობის მშვენიერების, სფეროთა მუსიკის და ჰარმონიის, ესთეტიკის, ღვთაებრივის მიმართ მტრულად განწყობილ თუ  გულგრილ ხელოვნებას  ეხლა უნდა წარმოუდგენლის წარმოდგენა,  მეტაფიზიკის და რელიგიის ნაშთების მოსპობა. მას უნდა ირაციონალური, არაცნობიერი, განსხვავება, სხეული, ხორცი, სექსი…

 

http://www.lemonde.fr/idees/article/2010/10/02/contre-l-art-des-traders_1419308_3232.html

ჩანართ-დანართი, ფრანგული გაზეთი  Le Monde, 02.10.2010, საფრანგეთის მემკვიდრეობის მთავარი//გენერალური// მცველი და მწერალი, ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი, პიკასოს მუზეუმის ყოფილი დირექტორი , პოლემისტი Jean Clair, trader-თა ხელოვნების წინააღმდეგ.

მსოფლიოს ყველაზე ძვირი მხატვარი გახდა Jeff Koons. ეს მუტაცია განაპირობა ხელოვნების ბაზრის ტრანსფორმაციებმა.

ეს ბაზარი ადრე იყო გალერეების დირექტორების და მცოდნეთა რთული თამაში.  ეხლა ბაზარი გადაიქცა 2 თუ 3 გალერეის, მაღაზიის და ნუვორიშთა  წვრილი საზოგადოების მაღალი სპეკულაციის მექანიზმად.

კოონსი აღარ წარმოდგება  თმაგაწეწილი,როგორც რომანტიკოსი, კიდევ უფრო ნაკლებად  1970-ანი წლების დასისხლიანებულ ავანგარდისტად. ისაა კარგად გაპარსული trader  ჩანთა დიპლომატით ხელში, გათქვეფილი თავის ახალ საზოგადოებაში. მას აღარ შეუძლია ხელოვნების ნაწარმოების შექმნა და ინვოლუციამ ის გადააქცია ჰომო მიმეტიკუსად…

გაჩნდნენ ვეერსალი და ტაკაში მურაკამი, ლუვრი და მისი მასხარები, პალაცცო გრასსი და ჯეფფ კოონსი. მუზეუმების სპეციალობად იქცა გაცვლა «low culture »-ს  და « high culture »-ს შორის.  სიამოვნება დამცირება-შერცხვენა-გაიაფებით, ანარეკლი იმისა რასაც პრუსტმა დაარქვა  არამზადათა სნობიზმი რომელიც ახასიათებს დაცემის გზაზე დამდგარ ელიტებს და დეკანსის ხანებს.

ხელოვნების ნაწარმოები, როდესაც ის არის ასეთი ფინანსური მანიპულაციის ობიექტი და ბრწყინავს მეფე-მზის სალონებში დაკრული ოქროთი, როგორც არასდროს დაკავშირებულია დაბალ ფუნქციებთან და აჩვენებს  ფროიდის მიერ მისთვის მიკუთვნებულ სიმბოლურ მნიშვნელობებს.

ათიოდე წლის წინ ნიუ იორკში ერთ გამოფენას ერქვა  საზიზღარი ხელოვნება, სიძულვილი და სურვილი //  “Abject art : Repulsion and Desire”//. ეს იყო პირველი ნაბიჯი  სიბილწე-საზიზღრობაში.  ჩვენ უკვე ვიყავით პოსტადამიანური, პოსტჰუმანური ინდივიდის  abjectus-ში და არა კლასიკური სუბიექტის subjectus-ში.

ეს აღარ იყო ავანგარდის სუფთა ფურცელი, ტაბულა რაზა, რომელსაც უნდოდა საუკუნეების მანძილზე გაშლილი სანადიმო სუფრის ალაგება.

საზიზღრობის და უშვერობის ხელოვნება გვირევს გულს და გვაღებინებს მონელებულს. ყველაფერი ეს მიანიშნებს დამდაბლება-დაცემაზე, საჭირო ოთახში გასვლაზე, ბინძურ-პორნოგრაფიულ იუმორზე. პირისახის ქირურგია //

კულტიდან კულტურამდე, კულტურიდან კულტურულამდე, კულტურულიდან ფულის კულტამდე, სრულებით ბუნებრივად დაცით  საპირფარეშო-ფეხსადგილის დონეზე. :

Marc Quinn  თავის ბიუსტს აკეთებს თავისი გაყინული სისხლით // sang congelé//. Orlan და მისი პირისახის ქირურგია

 // chirurgie  faciale//,  გობერი და მისი ცვილის ქანდაკებები და ადამიანის ბეწვი, დამიან ჰირსტი და მისი გაკვეთილი პირუტყვები ფორმალინში, გასიოროვსკი რომელიც იყენებს თავის საკუთარ  ექსკრემენტებს, სერრანო და მისი Piss Christ

// ამერიკელმა არამზადა დეგენერატმა ანდრეს სერანომ 1987 წელს  ჭიქა აავსო თავისი საკუთარი შარდით, სისხლით, შიგ ჩადო პლასტიკისგან გაკეთებული პატარა ჯვარცმა და გადაიღო ეს საზიზღრობა. ზოგი ამ ოხრობას ასაღებს უახლესი ხელოვნების შედევრად და ზოგიც სღტაცებით ათვალიერებს მას, გ.მ.//.

და ყველაფერ ამას თან ახლავს ექსკრემენტები,მათი ყროლი, ოქრო, სპეკულაცია, ხელოვნების ბაზრობები, ბაზელის Schaulager-ის მსგავსი საიდუმლო საწყობ-საცავები, შოურუმებად გადაქცეული ძველი მუზეუმები, აუქციონები…

რა აზრი და მნიშვნელობა აქვს ამას? რათ უნდა სოციუმს ეს ვითომხელოვნება რომელიც აღარც რელიგიურია და აღარც პოლიტიკური?   ნუთუ ვინმე თვლის რომ ეს სკატოლოგიური, განავლურ-შარდული უწესრიგობა და უწესობა გაგვაერთიანებს და დაგვამშვიდებს?

Leiris-იდ, Caillois-ის და  და Bataille-ს მსგავსნი უკვე 1930-ან წლებში აკეთებდნენ ასეთ საზიზღრობებს. . მათი ბოდიში ესთეტიკა ეფუძნებოდა აღფრთოვანებას საზიზღარით, სარტრმა ეს გადაიტანა ლიტერატურაშიც, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ იყო საკრალური ანუ იყო მკრეხელობის შესაძლებლობაც და ეხლა ?

მაგრამ ეს ბავშვური გამოვლინებები გვიჩვენებს ჩვენში ბევრად უფრო არქაული რაღაცის დაბრუნებას.

მათი ავტორები არიან ის რასაც მარსელ გოშემ უწოდა ტოტალური ინდივიდი // Marcel Gauchet, l’individu total//.

ეს ტოტალური ინდივიდი თვლის რომ მას აქვს ხელოვანის ყველა უფლება და არა აქვს არავითარი მოვალეობა საზოგადოების მიმართ. ეს ტოტალური ინდივიდი ისეთივე ტოტალიტარულია როგორიც იყო ტოტალიტარული სახელმწიფო.  ის სხვებს ხელოვნების ნაწარმოების სახელით აძალებს ექსკრემენტებს რომლებითაც თვითონ ტკბება.

ამასობაში მოვიდა 2008 წლის კრიზისი, ყველა გადაირია და იყიდება სულერთია რა.

შეიძლება ხელოვნების ნაწარმოებად გაასაღო და მილიონებად გაყიდო სიგრძეზე შუაში გაჩეხილი და ფორმალინში ჩადებული ძროხა.

Damien Hirst-დამიან ჰირსტის ასეთი ძროხა ჯერ გამოვფინოთ იოზეფ ბოისის და რობერტ მორისის უკვე აღიარებული და ძვირად შეფასებული ნაწარმოებების გვერდით.  ჩავრთოთ ეს ძროხა ხელოვნების ბაზარზე გაბატონებულ  მცირერიცხოვან და რისკების თაობაზე  გაფრთხილებულ გალერეებში.

ინიციირებულთა ეს ბირთვი, პროექტის დამფინანსებელი აქციონერები, ბოდიში გაანათლებენ გაყიდვის დარბაზების სპეკულატორებს, უბრალო მოყვარულებს, იმათ ვინც მიდიან რისკზე. ისინი მანიპულირებენ ინტერესთა პროცენტებით და ხელს უწყობენ სპეკულაციას.  დავპირდეთ ძალიან მაღალპროცენტიანი მოგება.

და ბოლოს ეს უბედური ძროხა და მსგავსი რამეები გამოვფინოთ დიდ და ცნობილ მუზეუმში.

. მანიფესტაციის, გადატანის, დაზღვევის, კატალოგის, ვერნისაჟის სადილების,კოქტეილების და ა.შ. საფასურს უხმაუროდ გადაიხდიან გალერეა და პროპაგანდისტთა კონსორციუმი

დიდის ამბით რეკლამირებულ ბოდიში ქმნილებას ექნება ფასი და არა ღირებულება. იღას ესმის დღეს ხელოვნების მნიშვნელობა და დანიშნულება…

ხელოვნების აზრზე და მნიშვნელობაზე, ხატების და გამოსახულებების ძალაზე დიდი ხანია რაც კამათობენ კერპთაყვანისმცემლობა და ხატმებრძოლეობა  იყო ძალადობა მერვე საუკუნის ბიზანტიაში, რეფორმის დროს გერმანიაში და ინგლისში, იყო ფრანგ რევოლუციონერთა და ტოტალიტარული რეჟიმების ვანდალიზმი, ცენზურის პოლიტიკა.

ეს კამათი თითქოს განახლდა და მასში გადამწყვეტ როლს ამიერიდან ასრულებენ მუზეუმები და კულტურული ინსტიტუტები.

ყველას ჯერ კიდევ ახსოვს მაჰმადიანთა აჯანყებები მუჰამედის კარიკატურების გამო.

მილანში კი სულ ეხლახანს ებრაულმა თემმა აკრძალა Maurizio Cattelan-ის ბოლო ნაწარმოების საჯარო გამოფენა იმიტომ რომ ეს ქმნილება წარმოადგენდა ჰიტლერს.

ჩვენ დასავლეთში გვგონია რომ ხატი,სურათი მთლიანად ჩვენს განკარგულებაშია და ჩვენ შეგვიძლია რაც მოგვეპრიანება ის ვუქნათ ხატს და გამოსახულებას. გვგონია რომ გვაქვს ყველაზე საზიზღარი რამის წარმოდგენის უფლებაც. აი ეს არ მოსწონთ  ებრაელებს და მაჰმადიანებს.

ქრისტიანთა თემი, თუ ის რაც მისგან დარჩა, კი უცნაურადაა გაჩუმებული, უცნაურად დუმს. :

Christie-მ 2004 წელს სამ მილიონ დოლარად  გაყიდა Cattelanის ქმნილება  Nona hora  რომელზეც გამოსახულია რომის პაპი იოანე პავლე მეორე მასზე მეტეორიტის დაცემის შემდეგ.  ამას არ გამოუწვევია არავითარი სკანდალი და ის ისევ გამოფენილია.

გულგრილობა, უმეცრება, ცინიზმი თუ დაბრმავება ? თუ მუზეუმები იმდენად ავტორიტულები და ძლიერები არიან რომ ახშობენ  აღშფოთებას ?

 

 

 

 

http://www.cairn.info/revue-ethnologie-francaise-2011-1-page-99.htm

Carole Talon-Hugon, ხელოვნების ძალის გამოცდა ზიზღით

ვილაპარაკებთ მხოლოდ ფიზიკურ ზიზღზე.  ის, როგორც  დაუნდობელი და სასტიკი დანაშაულის შემთხვევაში დაკავშირებულია მორალურ ზიზღთან. მაგრა ფიზიკური ზიზღი არ უნდა გავაიგივოთ მორალურ ზიზღთან :

კონტაქტი  ბლანტ, წებოვან ზედაპირთან არ იწვევს არანაირ მორალურ ზიზღს. შექსპირის რიჩარდ მესამის დიაბოლური ცინიზმი  კი იწვევს მორალურ ზიზღს,მაგრამ არ იწვევს გულისრევის გრძნობას.

ზიზღს და გულისრევას იწვევს გახრწნილი, დამპალი, ცოცხალი სხეულის ხრწნა დალპობა, ლეშის სუნი, საზოგადოდ ყველაფერი რაც არის გადასვლა ცოცხლიდან მკვდრის მდგომარეობაში., ექსკრემენტები, გამონაყოფები,  ჭიაღუას მსგავსი მხოხავი თუ ვირთხის მსგავსი არსებები. მოკლედ, ხრწნის და რღვევის პროცესში მყოფი ცოცხალი,ის რაც გეწებება და გეკრობა,ფუთფუთებს…

თანამედროვე ხელოვნების ზოგი ნაწარმოები არ ერიდება ზიზღის გამოწვევას :

დარტყმული ესპანელი David Nebreda-ს ფოტოგრაფიული ავტოპორტრეტები წარმოადგენს ექსკრემენტებით დაფარულ სახეს ,არის  Body Art-ის ხელოვანთა სხეულის კანის გაჭრა, ვენელი აქციონისტების სისხლიანი პერფორმანსები, Kiki Smith-ის,  Robert Gober-ის,  Mike Kelley-ს, de Sue Williams-ის, de Nancy Spero-ს, თუ  Paul McCarthy-ს, და ა.შ. ქმნილებები.

au Whitney Museum-ის 1993 წლის გამოფენას ერქვა  « საზიზღარი, ბილწი ხელოვნება // Abject Art//:  ზიზღი და სურვილი ამერიკულ ხელოვნებაში ».

1996 წელს პარიზის ბობურში ,ოეწყო გამოფენა «ქალური მამაკაცური» სადაც ყველგან იყო სექსუალური ორგანოები, სხეულის ხვრელები და გამონაყოფები.

Rosalind Krauss ამბობს რომ  საზიზღარი, ბილწი სულ უფრო და უფრო პოპულარულია როგორც ექსპრესიული მოდალობა.

სახელგანთქმული ფრანგი ხელოვნებათმცოდნე და აკადემიკოსი Jean Clair ამბობს  რომ საზიზღრობა და სიბილწე იქცა დღევანდელი ხელოვნების პრივილეგირებულ კატეგორიად…

გულისცემის, გულისრევის, თაბრუსხვევის გამომწვევ საზიზღრობათა მოყვარული ბოდიში ხელოვანები  ამტკიცებენ რომ ხელოვნებას ძალუძს საზიზღრობის და სიბილწის გარდაქმნა.

ამათი თქმით ხელოვნებას შეუძლია ბევრი რამის, მათ შორის უშნოს და მახინჯის,ბანალურის,ტრაღიკულის, სიკვდილის, ტანჯვის და ა.შ. ესთეტიზაცია-გალამაზება.  რომ ხელოვნებას შეუძლია საძაგლობის დანახვით გამოწვეული უარყოფითი გრძნობის დაძლევა.

კიდევ ამბობენ რო მახინჯი და ამაზრზენი რეალური ობიექტი სხვაა და მისი მხატვრული გამოსახულება სხვა.

მათი მტკიცებით სტილს,ფერებს, ფორმებს, ხმებს და რიტმებს შეუძლიათ განავლით და სისხლით მოთხვრილი გახრწნილი ლეშის გარდაქმნა მშვენიერ რამედ.

,ე-19 საუკუნის ბოლოს Fiedler გარკვევით ამბობდა რომ მას აინტერესებს მარტო სინათლე და ფერები  და სულაც არ უნდა ტილოზე რამე ობიექტის დანახვა.

ამათი მტკიცებით პლასტიკური ხელოვნებები არის მხოლოდ ფორმათა საქმე და ესთეტიკური მიდგომა სწორედ ისაა რომელიც გვიჩვენებს და გვასმენინებს იმას რასაც ვერ ვხედავთ და ვერ ვისმენთ ჩვეულებრივ ანუ  ჩვეულებრივ უგულვებელყოფილი ობიექტების  შესაგრძნებ განზომილებებს.

ცოტა კრიტიკაც

კასიკური ესთეტიკა კანტის თუ ჰიუმის პირითაც ამბობდა რომ ხელოვნებას ძალუძს ბუნებრივი სიმახინჯის გარდაქმნა მხატვრულ სილამაზედ.  მაგრამ მათივე თქმით იგივე ხელოვნება ვერ გადააქცევს სილამაზეს იმას რაც ბუნებრივად იწვევს ზიზღს.

ასე მაგალითად კანტი თავისი « განსჯის უნარის კრიტიკის » // Kritik der Urteilskraft// 48-ე პარაგრაფში წერს:

 

« ომის სიშმაგე-მძვინვარებები, ნგრევა-აოხრება როგორც მავნეები  შეიძლება აღიწეროს და დაიხატოს ლამაზად. მაგრამ ლამაზად ვერ აღწერ და და დახატავ იმას რაც  ადამიანში იწვევს ზიზღს ».

ჰიუმი // Hume// კი თავის პატარა ნაშრომში « ტრაღედიაზე» აცხადებს:

«  ტრაღედიაში გამოხატული მოქმედება შეიძლება იყოს მეტისმეტად სისხლიანი და მეტისმეტად სასტიკი. მან შეიძლება შეზაროს  ადამიანი, თავზარი დასცეს მას და ამას ვერ შეარბილებს სიამოვნება. ასეთი რამეები უფრო უარესად გვხდის ვიდრე ჩვეულებრივად ვართ. 

    ასეთი საშინელებაა წარმოდგენილი icolas Rowe-ს// 1673-1718// პიესაში « ამბიციური სიდედრი» რომელშიც ღირსეული  და უკიდურესად სასოწარკვეთილი მოხუცი თავით ასკდება და ეხეთქება ბურჯს რის გამოც ირგვლივ არის მისი ტვინის ნაფლეთები და სისხლი. ინგლისური  თეატრი მეტისმეტად იყენებს ასეთ თავზარდამცემ სცენებს» [Hume, 1994 : 113].

ისინი ვინც გვაძალებენ შემზარავ, გადაგვარებულთა, ნგრევა-აოხრების  სანახაობებს დაგვაძალებენ საზიზღრობასაც.  

უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ზიზღი და საზიზღრობა. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ ძალუძს თუ არა ხელოვნებას საზიზღრობის ესთეტიზაცია, გადაქცევა სასიამოვნო რამედ.

ზიზღი ფიზიკური გაგებით ემოციაა და არა შეგრძნება. ისაა მოულოდნელი,ძლიერი და ხანმოკლე ემოცია.

სხვა ემოციების მსგავსად ზიზღშიც ცოტაა ადგილი განსჯისთვის. :

შიში არ მაცლის დაფიქრებას იმაზე თუ რისი და რატომ მეშინია ;  ჯერ ვბრაზობ და ვჯავრობ და მერე ვხვდები იმას თუ რა მაჯავრებს; ზიზღი მიპყრობს ამ ზიზღის გრძნობის გაჩენის მიზეზს გაცნობიიერებამდე.

სამაგიეროდ ძალიან ძლიერია ზიზღის სომატური განზომილება.:  ის დაუყოვნებლივ  იწვევს სხეულის ფიზიოლოგიურ ძვრას,კრუნჩხვას, რაც განსაკუთრებით ეხება მომნელებელ და მოძრაობის სისტემებს.

ზიზღი არის თანდაყოლილი ინსტინქტური რეაქცია, პრიმიტიულ, პირველყოფილ ემოციებად წოდებულ ემოციათა პატარა ჯგუფის ნაწილი…

ზიზღის გრძნობა აქვთ სხვა ძუძუმწოვრებსაც. ზიზღი არის ჩვილი ბავშვის ერთ-ერთი პირველი ემოცია….

ყველაფერი ეს გასაგებს ხდის თუ რატომაა ზიზღი ძნელი დასაძლევი  ეს ერთგვარი ექსცესია ცნობიერებისთვის, არაა პროპორციული ნებისთვის. შეუძლებელია მისი კონტროლი….

 

არა და დღევანდელ სახელგანთქმულ ვითომ ხელოვანთა ნაწილი გვაძალებს სწორედ საზიზღრობას.

  • ბიბლიოგრაფია
  • ApollinaireGuillaume, 1997 [1912], « Du sujet dans la peinture moderne », inCharles Harrison et Paul Wood (dir.), Art en théorie 1900-1990, Paris, Hazan.
  • Augustin(saint), 1964 [397-398], Les Confessions, Paris, gf
  • BaudelaireCharles, 1963, Œuvres complètes, « L’œuvre et la vie de Delacroix », Gallimard, coll. « La Pléiade ».
  • ClairJean, 2004, De Immundo, Paris, Galilée.
  • DamasioAntonio, 1996 [1994], L’Erreur de Descartes, Paris, Odile Jacob.
  • DiderotDenis, 1991 [1753], Écrits esthétiques, « Salon de 1753 », Paris, Classiques Garnier.
  • FiedlerKonrad, 2003 [1887], Sur l’Origine de l’activité artistique, Paris, Rue d’Ulm.
  • GriffithsPaul, 1997, What Emotions Really Are : The Problem of Psychological Categories, Chicago et Londres, Chicago University Press.
  • Hume David, 1994 [1757], Essais esthétiques, « De la tragédie », Paris, Vrin.
  • Kant Emmanuel, 1976 [1790], Critique de la faculté de juger, Paris, Vrin.
  • KolnaiAurel, 1997 [1929], Le Dégoût, Paris, Agalma.
  • KraussRosalind, 1996, L’Informe, mode d’emploi, Paris, Publications du Centre Pompidou.
  • Lewis Michael, 1993, « The Emergence of Human Emotions », inMichael Lewis et Jannette Haviland (eds.), Handbook of Emotions, New York, Ganford Press.
  • PeirceCharles Sanders, 1992 [1897], Écrits sur le signe, Paris, Le Seuil.
  • Talon-HugonCarole, 2004, Les Passions, Paris, Armand Colin.
  • WildeOscar, 1986 [1889], Déclin du mensonge, Bruxelles, Complexe.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s