ხელოვნება შავ დღეშია,ვუშველოთ

 

Les-mirages-de-l-art-contemporain.net

 

 

 

ცინიკოსმა და ნიჰილისტმა მარსელ დიუშამმა ამ უნიტაზს დაარქვა შადრევანი და გაასაღა ის ხელოვანის ქმნილებად. ასე კლავენ ხელოვნებას.

 

ევროპული ბიბლიოთეკა, ხელოვნება შავ დღეშია, ვუშველოთ,ისტორიკოსი, შუა საუკუნეების სპეციალისტი ,პოლემისტი Christine Sourgins-ის წიგნი   თანამედროვე ხელოვნების მირაჟები // Mirages de l’Art contemporain//

მათემატიკოსი  DAVID MASCRÉ, 2011 წლის 1 თებერვალი,  თანამედროვე ხელოვნება ანუ ეშმაკის სილამაზე

Christine Sourgins-ის წიგნი   თანამედროვე ხელოვნების მირაჟები // Mirages de l’Art contemporain//, ორიოდე სიტყვა აი ამ წიგნის თაობაზე.

 

ეს წიგნი მოვლენაა და არა წიგნი. ავტორს პირველად გამოაქვს სინათლეზე თანამედროვე ხელოვნებად წოდებული რამის  ფარული, უხილავი მხარე.  ეს  წიგნი არის პოლიტიკაში ჩაბმული ქალის სიმამაცის და ვიზიონერული ხედვის დასტური.

ერთი ქალი, ისტორიკოსი, შუა საუკუნეების სპეციალისტი და პოლემისტი  კრისტინ სურჟანი  დაუპისპირდა რაოდენობით ათასჯერ უფრო დიდ მტერს ისე როგორც დავითი დაუპირისპირდა გოლიათს.

ქალბატონი კრისტინ სურჟანი  დაუპირისპირდა პოსტმოდერნული იდეოლოგიის საფუძველს, მნგრეველ ნიჰილიზმს.

თანამედროვე, დღვანდელი ხელოვნება  არც ხელოვნებაა და არც თანამედროვე, ისაა ადამიანთა გაგიჟების  სისტემატური მცდელობა რომლის მიზანიცაა  ცივილიზაციის ყველა არსებული საფუძვლის და საყრდენის, ცივილიზაციის ესთეტიკური,მორალური,ინტელექტუალური საფუძვლების ნგრევა.

ვითომთანამედროვე  ვითომხელოვნება ქადაგებს და ამკვიდრებს სიმახინჯეს და ეს არაა შემთხვევითობა, ესაა სისტემის გული, ისევე როგორც გულაგი იყო// გერმანიის მიერ დაქირავებული ლენინის// ბოლშევიზმის გული.

თანამედროვე ხელოვნებამ შესანიშნავად გაიგო რომ სილამაზე და მშვენიერება არის ჭეშმარიტების ბრწყინვალება და ამ  კაშკაშა ბრწყინვალება-დიდებულებას მივყავართ ქრისტემდე, ღმერთამდე.

მაგრამ სიმახინჯისთვის რომელსაც ჰქვია თანამედროვე ხელოვნება ეს აუტანელია.

ისევე როგორც დანტეს ჯოჯოხეთში ხელოვნების ბაზარი არის პანდემონიუმი, სადაც რესურსების უკმარისობის გამო თავის გადასარჩენად ჯიკაობენ უმაღლესი ადგილების დასაკავებლად.

ხელოვნების ბაზარი არის ტყუილის ტაძარი, უხასიათობა-უნებისყოფობის, ძმაბიჭობის,ნეპოტიზმის, კლიენტელიზმის და ინტელექტუალური ტერორიზმის ადგილი // გვ.116-163//.

თანამედროვე, დღევანდელი ხელოვნება ადამიანებს აძალებს და უნერგავს მახინჯის, საზიზღარის, ავადმყოფურის, გულისამრევის, ირაციონალურის  სიყვარულს. ეს ტოტალიტარიზმის ნაირსახეობაა.

ეს დღევანდელი ხელოვნება თავისი არსით  არის  ტექნოლოგიის და მოხმარების საზოგადოების განვითარების ნაყოფი, მისი უმაღლესი მიღწევა  და ამავე დროს მისი უმაღლესი უარყოფა.

ეს ფენომენი ახასიათებს მარტო მდიდარ, ყალბი სიამოვნებებით გაჯერებულ, სასოწარკვეთილებამდე ფულის კულტამდე მისულ საზოგადოებებს.

თანამედროვე ხელოვნება არის დღევანდელი პოსტ-მოდერნული საზოგადოებების ავადმყოფობა.  ისაა ყველაზე ხილული და ყველაზე  ემბლემატური, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ავადმყოფობა.

ამ  დიდებული ნაშრომის ერთადერთი პატარა ნაკლი ისაა რომ ის  107-108 გვერდზე თავში « თანამედროვე ხელოვნების ფასი »  არასაკმარისად ლაპარაკობს  კრიმინალურ და კრიმინოგენურ განზომილებაზე იმისა რაც უწინარეს ყოვლისა არის უწესო და უკანონო ვაჭრობა.

მოკრძალებით თანამედროვე ხელოვნების ბაზრად წოდებული რამის უკან არის ნარკოტიკით,პორნოგრაფიით და ა.შ.მიღებული ფულის გათეთრება,  გაყალბებული შეთანხმებები, სახელმწიფო-კერძო მაფიური გარიგებები // გვ. 113// მთავარი იარაღებია ტყუილი, დამნაშავედ გამოცხადება, გარყვნილება, უკანონონა, ნგრევა… თანამზრახველებს იტყუებენ ფუფუნებით, დიდებით და ძალაუფლებით. …

ცვილიზაციისთვის ძირის გამომთხრელი ნიჰილისტური უთანამედროვესი  ხელოვნების მეხოტბეები იპყრობენ გადაწყვეტილებათა მიმღებების ადგილებს როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ისე კულტურულ და მედიატურ აპარატებში.

   ისინი ბატონდებიან იდეოლოგიურად, ამყარებენ თავის ჰეგემონიას და მონდიალიზაცია ამას მხოლოდ აძლიერებს // გვ.111//.

   მრეწველობის კაპიტანები და დიდი საერთაშორისო ბანკირები შურით შესცქერიან უთანამედროვესი ხელოვნების მეხოტბეთა და გამგებელთა სიმდიდრეს.

არა და სწორედ ეს მრეწველობის კაპიტანები და ბანკირები პირველები ყრიან ფულს უძვირეს საზიზღრობათა შესაძენად იმიტომ რომ არ უნდათ უკულტურო ველურებად გამოჩენა. ..

უთანამედროვესი ხელოვნების მეხოტბე- გამგებლები  არ კმაყოფილდებიან  პოლიტიკურ-მედიატური სფეროების დაპყრობით და გადაიქცნენ  პოსტმოდერნული მორელიგიურო რამე New Age-ს მოგვებად.  მათ მოინდომეს  საკრალურ სფეროზე გაბატონებაც.

არ მოვტყუვდეთ.  ამ უმტკივნეულო  გაბატონებით  პოსტმოდერნული უთანამედროვესი ხელოვნება მომაკვდინებელი საფრთხეა ჩვენი საზოგადოებებისთვის.

 

http://cerclehernani.over-blog.fr/article-l-art-contemporain-ou-la-laideur-du-diab-66222010.html

თანამედროვე ხელოვნების მირაჟები,  Les mirages de l’art contemporain , Table ronde-ს გამომცემლობები

 

 თანამედროვე ხელოვნებად წოდებული რამე არის მარსელ დიუშამის //Marcel Duchamp ის უნებური შვილი.

ის გაჩნდა 1960-ანი წლების  მოსახვევში. მან პროგრესისტული, პროვოკაციული, ლიბერტარული აყალმაყალით განზე გასწია თანამედროვე ხელოვნება. ძალიან მალე გამოჩნდა რომ ისაა თავისუფლებათა მკვლელი,ცარიელი და ოფიციალური იმიტომ რომ ის თავიდანვე იყო სტრატეგიები, მანიპულაციები, მირაჟები და მეტი არაფერი.

კრისტინ სურჟანის ეს წიგნი ერუდირებულად და ირონიით ამჟღავნებს ამ ნიჰილიზმის საიდუმლოს.

სუპერთანამედროვე დღევანდელი ხელოვნება მუდამ არის ძირგამომთხრელი მავნებლობა და რადიკალიზმი.

ამ წიგნმა 2007 წელს მიიღო  ქრისტიანული ჰუმანიზმის პრიზი.

 

Site : aes-France.org

– See more at: http://www.sourgins.fr/les-mirages-de-lart-contemporain/#sthash.j5RkwgId.dpuf

 

ისტორიკოსი და შუა საუკუნეების სპეციალისტი,მედიევისტი კრისტინ სურჟან, მარსელ დიუშამის // Marcel Duchamp// ყველა მემკვიდრემ უღალატა მას, ანტოკონფორმიზმი იქცა კონფორმიზმად.

 

1962 წლის შემდეგ მარსელ დიუშამი აღშფოთებული იყო იმით თუ როგორ იყენებდნენ მის სახელს.

 

კრისტინ სურჟან-მარსელ დიუშამი უეჭველად იქცა «თანამედროვე ხელოვნების პაპად »,მის მემკვიდრეებად აცხადებენ თავს ბაზარზე გაბატონებულნი. 

მიუხედავად ამისა დღევანდელი  ოფიციალური და ფინანსური ხელოვნების ყველა მოწინავე წარმომადგენლებმა, დიუშამის მემკვიდრეებმა უღალატეს დიუშამს რომელსაც არ ჰქონია ძალაუფლება, რომელიც არსებობდა მარგინალურად.

 

დიუშამი 1962 წლიდან აღშფოთებული იყო იმით თუ როგორ იყენებდნენ მის სახელს:

 

 «მე მათ სახეში ვთხლიშე ბოთლების საშრობი და უნიტაზი როგორც პროვოკაცია და აი ისინი აღფრთოვანებული არიან ამეების სილამაზით», მიწერა  დიუშამმა 1962 წლის ნოემბერში Hans Richter-ს.

დიუშამს ძალიან არ მოეწონა ქცევა ჯგუფისა რომელიც 1966-1967 წლებში შექმნეს Daniel Buren-მა, Olivier Mosset-მ, Michel Parmentier-, და Niele Toroni-მ // BMPT//.

ეს ახალგაზრდები ძალიან სერიოზულად უყურებდნ ცინიკოსი და პროვოკატორი ნიჰილისტი მარსელ დიუშამის გემოვნებას.

 

მარსელ დიუშამი ქადაგებდა თავშეკავებას «ready-made»-ს კეთებისას. თვითონ მან ცოტა გააკეთა ეს.

არადა დღეს ამას იმდენს აკეთებენ რომ ნახმარი უტილიტარული საგნების ,მეტიც, ნაგვის, ხელოვნების ქმნილებებად გასაღება გადაიქცა ძნელად გასაკრიტიკებელ აკადემიზმად.

ნონ-კონფორმიზმი გადაიქცა კონფორმიზმად.

და ბოლოს, დიუშამმა  ცოტა რამის კომერციალიზაცია თუ მოახერხა, მაშინ როსაც დღეს მისი კონცეპტუალური პრაქტიკები მანიპურებულია ფინანსების მიერ.

 

მარსელ დიუშამმა უნიტაზს დაარქვა შადრევანი და გაასაღა ის ხელოვნების ნაწარმოებად.  ნახმარი უტილიტარული საგნების ან სულაც გადაყრილი ნაგვის გასაღება ხელოვნების ნაწარმოებებად არის ready-made, მარსელ დიუშამის მემკვიდრეობა.ისაა დღევანდელი დომინანტურ  ხელოვნების დამფუძნებელი. მის მიერ ხელოვნების ნაწარმოებად გასაღებული უნიტაზი არის საგნის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, პროვოკაცია,ცინიზმი,საზიზღრობა,ნიჰილიზმი ანუ ყველა მაღალი და ესთეტიკურ-მხატვრული ღირებულების დამხობა. ეს მავნებლობაა დღევანდელი ბოდიში ხელოვნების საფუძველი.

 

მე არა ვარ აღფრთოვანებული დიუშამით. მე არ მეზიზღება დიუშამი.

მე მას ვუყურებ როგორც ელემენტს ჯაჭვისა რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის შეუკავშირებელ ხელოვნებებს // Arts incohérents//, ხუმრობა-მასხარაობის და კრიტიკული ირონიის მთელ ტრადიციას. იყო გიჟების დღესასწაულიც// fête des fous//. არის მთელი დასავლური ტრადიცია, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით.

 

ყველაფერი იცვლება როდესაც პროტესტანტები ინსტრუმენტალიზებული არიან ხელისუფლების მიერ. მაშინ პროტესტანტების მიერ გამოთქმული კრიტიკა ყალბია, გათამაშებულია, მოჩვენებითია.

 

T.

http://www.lefigaro.fr/arts-expositions/2013/02/15/03015-20130215ARTFIG00273-christine-sourgins-tous-ses-heritiers-ont-trahi-duchamp.php

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s