ხელოვნება შავ დღეშია,ვუშველოთ

Photo  Sourgins

ხელოვნება შავ დღეშია, იმპრესიონისტ-პოსტიმპრესიონისტების მერე მოვიდნენ უწესო და უზნეო სკანდალისტები.

რად აქციეს ხელოვნება

 დღევანდელობა პოლ  სეზანის წინააღმდეგ

ისტორიკოსი და შუა საუკუნეების სპეციალისტი,მედიევისტი კრისტინ სურჟანი //Christine Sourgins//  იმაზე რომ მხატვარი სეზანი ქრისტიანი იყო // ეს წერილი გამოქვეყნდა ჟურნალში  Catholica., 2016 წლის გაზაფხული, ნომერი 131 // გვ.76-78//.

 

პოლ სეზანი (ფრანგ. Paul Cézanne; 19 იანვარი1839ექსანპროვანსი ― 22 ოქტომბერი1906, იქვე) ― ფრანგი მხატვარი, რომელმაციმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამგანზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.

XIX საუკუნის ერთერთი უდიდესი მხატვარი და უდავოდ ერთერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში// ვიკიპედიიდან//

 

ხოდა პოლ სეზანი,   XIX საუკუნის ერთერთი უდიდესი მხატვარი და უდავოდ ერთერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში ქრისტიანი  იყო.

ის დადიოდა წირვაზე და არ ხატავდა კვირა დღეს.  მის თანამედროვეებში ეს სულაც არ იყო ბეულებრივი ამბავი.  მრავალი მოწმობა არსებობს სეზანის პიროვნების ამ თავისებურების შესახებ.

ის ვინც მხატვრობაში ეძებს აღთქმულ მიწას და თავის თავს ადარებს «ებრაელთა ბელადს »  ახსენებს მეთოდს რომელზეც არაა ლაპარაკი ხელოვნების ისტორიის სახელმძღვანელოებში :

« განაგრძეთ სწავლა გულის წასვლის და დაუძლურების გარეშე და ღმერთი გააკეთებს დანარჩენს»  უთხრა მან Camoin-ს და დაუმატა :

« მაგრამ ღმერთის სახელი, რომ არ მწამდეს ვერაფერს დავხატავდი ».  ის საკუთარ თავს წარმოიდგენს მისი წმინდა მთა ვიქტორიის განდეგილად. და  ქრისტიანული თემატიკა // თუნდაც ბუნდოვნად//  უფრო არის მი სურათებში ვიდრე მისი მეგობარი იმპრესიონისტების ნაწარმოებებში….

ასე აღარაა დღეს.

 

ამერიკელმა ანდრეს სერრანომ //Andres Serrano// 1987 წელს ჩაააფსა  ჭიქაში, დაუმატა ამ ფსელს  თავისი საკუთარი სისხლი და  ჩადო ამაში პატარა ჯვარცმა. გადაუღო ამას ფოტო, დაბეჭდა და ამ ფოტოს დღეს ასაღებენ დღევანდელი ხელოვნების შედევრად.  ამ ბოდიში შედევრს ქვია Immersion (Piss Christ)’ მოფერებით Piss Christ.

 

 

 აი რას ამბობს ამაზე  სრულებით თანამედროვე ფრანგი ხელოვნების ისტორიკოსი Christine Sourgins

” Piss-Christ,  შარდში ჩადებული ჯვარცმის ფოტო  მოსპეს კვირას მჭრელი საგნებით შეიარაღებულმა პირებმა.

დღევანდელ ხელოვნებას სულ არ უნდა სილამაზე. ესაა სკანდალისტების ოინები და ის აწყობს სკანდალებს.

 

Piss Christ ემბლემატურია ამ თვალსაზრისით:

ფოტო ავრცელებს ნარინჯისფერ თბილ ფერს, ლამაზად ჩათვლიდით რომ არ ფცოდნოდათ  რომ ესაა სპერმანარევი ფსელის ფერი.

    აი სკანდალური სილამაზე.  იუდას ამბორის ექვივალენტი.  ერთის შეხედვით მეგობრობა და სინამდვილეში ღალატი.

ესთეტიზაციის შეჯახება გადაგვარებულ სურვილთან  არის  ნაწარმოების  მახედ,ხაფანგად გადაქცევის ხერხი.

ესაა დიუშამის ხელოვნებად წოდებული პროვოკაციული ცინიზმის პრინციპი.

 

     სერანოს ნაირები რომ თავს ქრისტიანებად აცხადებენ ეს არაფერს ნიშნავს:

თავს ქრისტიანად მარტო ვერ გამოაცხადებ  შედიხარ ისტორიაში ფესვგადგმულ  თემში, ოჯახში.  თუ მიაფურთხებ იმას ვინც კარს გიღებს ის არ  შეგიშვებს სახლში.

 

რატომ  უყვართ ასე სკანდალი ?

 

დღევანდელი გამოფენის მიზანია «მოვლენის შექმნა » ნებისმიერ ფასად.

რომის პაპების ქალაქ ავინიონში მარხვის დრო ამისთვის დიდებული დრო და ადგილია !

მოაწყვე სკანდალი და დაგესევიან ჟურნალისტები, მოექცევი ყურადღების ცენტრში.  დიდებულია, უფრო ძვირად გაყიდი შენ ქაქს.

 

თუ რემბრანდტივით ან ბოტიჩელივით ვერ ხატავ და ხარ უნიჭო რეგვენი გააგიჟე, აღაშფოთე ხალხი, მოაწყვე რაც  შეიძლება მეტად  ხმაურიანი სკანდალი,  ბრწყინვალე რეკლამაა.

 

ცოტა უფრო ადრე Cattelan-მა  დახატა თუ როგორ გასრისა  მეტეორიტმა // ცის ძღვენმა// რომის პაპი იოანე იოანე მეორე.

აღშფოთებულმა კათოლიკებმა ატეხეს ხმაური და იდიოტებმა ეს ნაგავი იყიდეს ასტრონომიულ ფასად.

 

ფოტოს შეუტიეს გულუბრყვილოებმა. ისინი გაუაზრებლად და უნებურად იქცნენ სისტემის სათამაშოდ.

ისინი მალე დაინახავენ  რომ მათ არ მოუსპიათ არაფერი ვინაიდან ბოდიში ქმნილება კონცეპყუალურია. ანგარიშს უწევენ იდეას.

ესაა ქეციანი ფოტო და არა ელ გრეკოს ტილო.  ეს  ნაგავი  მალე შეიძლება კიდევ უფრო პოპულარული გახადონ და კიდევ უფრო ძვირად გაყიდონ.

ოპერაცია დაწყებულია. სამშაბათს დილიდან მუზეუმში მოაწყობენ  « მომსპარი ქმნილებების » გამოფენას.

ამერიკელი სერანოს სპერმანარევი ფსელის ფოტო გამოცხადდება ბნელი ძალების მიერ მომსპარ შედევრად.

დღევანდელი ხელოვნებისთვის ჩვეულებრივი მეთოდია.

 

სამაგიეროდ პოლიტიკურად კორექტული ჟურნალისტების ბრბო დაიწყებს გულნატკენი ქრისტიანების დიაბოლიზაციას და ლანძღვა-თრევას.

პროტესტის პოტენციურად გამომთქმელიც გამოცხადდება საშიშ ინტეგრისტად.  პრესამ არ იცის თუ ვინ დააზიანა სერანოს ფსელის ფოტო და უკვე ლაპარაკობს  « კათოლიკეთა კომანდოზე » თუ არ მოგწონს სერანოს ფსელი ილანძღება ქრისტიანობა. ქრისტიანებს აიგივებენ ისლამისტ ტერორისტებთან  და იცავენ უწესო სკანდალისტს.

არა და   ქრისტიანებს არ ამოუხოციათ სერანო და მისი ფსელის ფოტოს გამომფენები ისე როგორც ეს ქნეს მუჰამედის კარიკატურების შემთხვევაში ისლამისტებმა.  ავინიონში პროტესტები მშვიდობიანი იყო.

და როდესაც  გამწარებულ ადამიანთა მშვიდობიანი პროტესტი გამოფენის მომწყობებმა არაფრად ჩააგდეს  სასოწარკვეთილ ადამიანთა პატარა ჯგუფი გადავიდა მოქმედებაზე.

 

Mr Yvon Lambert ღრიალებს რომ მას თავს დაესხა ბნელ შეუწყნარებელ არატოლერანტულ  ქრისტიანთა ბრბო და რომ ქრისტიანები მას ჩაგრავენ ტელეფონით და  იმეილებით., რომ ბრუნდება ბნელი შუა საუკუნეები და ინკვიზიცია

// ამასობაში კიევში გაწვრთნილი ფიმენის გომბიოები  არბევენ ევროპის კათედრალებს, შარდავენ პარიზის მადლენის ეკლესიის საკურთხეველზე და ვითომც არაფერი. ეს ცხადდება კეთილშობილ დემოკრატიულ ფემინიზმად,გ.მ.//.

პოლიტიკურად კორექტული ჟურნალისტები  კი ამართლებენ საფრანგეთის ქალაქების გარეუნებში მცხოვრებ ახალგაზრდა ვანდალებს . ეს ვანდალები ეგზისტენციალურად ტანჯული სასოწარკვეთილები ყოფილან და რა ქნან. …

 

ამერიკელი სერანოს სპერმანარევ შარდში ჩადებული ჯვარცმის ფოტომ  უკვე 1987 წელს ამერიკაში გამოიწვია

«  კულტურული ომები »  ის იქცა ამერიკის ეროვნულ საქმედ და პოლიტიკური პრობლემა დასვა კონგრესის წინაშე. :

ათწლიანი პროცესის შემდეგ ამერიკის მმართველმა ელიტამ გადაწყვიტა რომ სახელმწიფომ და მისმა ორგანოებმა არ უნდა დააფინანსონ მკრეხელური თუ შოკის მომგვრელი გამოფენები მოქალაქეების მიერ გადასახადების სახით გადახდილი ფულით.

 

დემოკრატიაში სკანდალისტი ვითომხელოვანის ოხრობის საკითხს უნდა განიხილავდეს სასამართლო. რომელსაც უნდა უძღოდეს  აკადემიური დებატი და არა ხულიგნური თუ მამაძაღლური აყალმაყალი.

 

მაგრამ მაშინ როდესაც კიევში გაწვრთნილი ფიმენის ბანდის მიერ ევროპული კათედრალების რბევაც იცხადდება დემოკრატი ფემინისტების მიღწევად ანუ ორმაგი ენის ბატონობის პირობებში ასეთი სასამართლოს გამართვა ძნელია. 

შემოქმედების თავისუფლების ობსერვატორია და ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგა სპერმანარევ შარდში ჯვარცმის ჩადებას თვლიან  ხელოვანის შემოქმედებით აქტად და ამ ოხრობის ფოტოს დახევას ვანდალიზმად.

ისინი აცხადებენ რომ ხელოვნების ნაწარმოებები უნდა განსაჯოს საზოგადოებამ და არა   თვითმარქვია ცენზორდა ჯგუფმა  მაშინ როდესაც ამ ოხრობის წინააღმდეგ პეტიციების დამწერებს და პროტესტის გამომთქმელებს არაფრად აგდებენ  არ თვლიან ყურადღების ღირს ადამიანებად.

ყველაფერი არის ვითომ-კულტურა-ვითომხელოვნების აგენტთა ხელში.

თუ არ იზიარებ ამ აგენტთა აზრს არ გთვლიან ადამიანად.

 

მარატ-რობესპიერის მიერ მოწყობილი დექრისტიანიზაციის შემდეგ დაბეჩავებულ ეკლესიაშიც დებატი მკვდრადშობილია.

მონსინიონირი რუე // Mgr Rouet// უკვე დაეთანხმა. Julien Benda-ს გამოთქმას თუ ვიხმართ ესაა კლერკთა მორიგი ღალატი //“trahison des clercs”//.

ამ  მოღალატე « კლერკთა » შორის   არიან ქრისტიანი ინტელექტუალებიც რომლებიც ამართლებენ სპერმანარევ შარდში ჯვარცმის ჩადების თავისუფალი ხელოვანის თავისუფალ შემოქმედებით აქტად გასაღებას.

ისინი   გვადურაკებენ იმის თქმით რომ საზიზღარ შარდში ჩაგდებულ ჯვარცმას  ხელოვნების შედევრად გარდაქმნის ლამაზი განათება.  რომ ეს სინათლე გვიჩვენებს ფერისცვალების ძალას ( sic) !

 

ვიღაც ფილოსოფოსად გასაღებული გვიმტკიცებს რომ ჯვარცმის დროს ქრისტე იყო ოფლიანი,  იყო ჩირქიანი სისხლიც და აბა რატომ არ უნდა ჩავაგდოთ ჯვარცმა სპერმანარევ შარდში ? რატომ არ უნდა იყოს Piss-Christ ?

 

ამ ვითომ ქრისტიან დეგენერატებს არ ესმით რომ ადამიანს იხსნის წყალი და სისხლი და არა ფსელი, რომ იფსავს შეშინებული. ქრისტე კი მოკვდა სიყვარულით….

 

ფინანსურმა ხელოვნებამ არ უნდა შეასრულოს  მისგან განსხვავებული ყოველი ხელოვანის ცენზორის როლი.  ნაკლებად ხილული  სასტიკი ცენზურა არის ის რომ ოფიციალური ხელოვნება არის ხაფანგი და მახე.

იქ რომ არ ჩავვარდეთ უნდა ვცადოთ გაგება და ანალიზი. ყველაზე მეტად ეს ეხება დღევანდელი ხელოვნების სირინოზებით გაბრუებულ,  ან, პირიქით, ძალისმიერი რეპლიკით დადამბლავებულ  და გაღიზიანებულ ქრისტიანებს.

 

  

Source : Le Blog le Salon Beige.

 

https://www.facebook.com/notes/fiers-detre-catholiques-/affaire-pisschrist-tr%C3%A8s-bonne-analyse-de-christine-sourgins-historienne-de-lart/10150167483747488/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s