ბიბლიოთკა-ვებერი,ტოკვილი,გოშე

Description de cette image, également commentée ci-après

Max Weber; 1894

ალექსის დე ტოკვილი

 

Description de cette image, également commentée ci-après

მარსელ გოშე

ევროპული ბიბლიოთეკა-ვებერი , ტოკვილი, გოშე თანამედროვეობაზე.

განხიბლვა იმედგაცრუების შედეგები

მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერი (გერმ. Max Weber; დ. 21 აპრილი 1864 — გ. 14 ივნისი 1920) — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი. დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიურ თეორიაზე, სოციოლოგიურ კვლევასა და საკუთრივ სოციოლოგიის დისციპლინაზე.[1] ხშირად ემილ დიურკემთან და კარლ მარქსთან ერთად მოიხსენიება როგორც სოციოლოგიის ძირითადი ფუძემდებელი.[2] ბერლინში, ფრაიბურგში, ჰაიდელბერგსა და მიუნხენში იყო პროფესორი. მაქს ვებერის სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი მეტად ფართო იყო. იგი არის დისციპლინათა შორისი მიდგომის მამამთავარი. მრავალი შრომის ავტორია. მისი შრომები შეეხება მეურნეობისა და სოციალური ფორმების ისტორიას, რელიგიასა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ლოგიკასა და მეთოდოლოგიას. მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის სოციოლოგიაზე, ფილოსოფიასა და ისტორიოგრაფიაზე.// ვიკიპედიიდან//
« ჩვენი საუკუნის ხვედრს ახასიათებს ადამიანის მსოფლმხედველობის რაციონალიზაცია, ინტელექტუალიზაცია, და, ყველაზე მეტად, სამყაროს განხიბლვა, მატერიალური სამყაროს მიღმა სულიერი სამყაროს დაუნახაობა //ადამიანს უყურებენ როგორც ატომების შემთხვევით უდღეურ გროვას და არა უკვდავი სულის მზიდავ ჭურჭელს, და ა.შ., დასაშვებად მიიჩნევა უსულო ატომის შემთხვევითი უდღეური გროვა ადამიანით სულერთია როგორ მანიპულირება,გმ.//.
ამ ხანას აყოლილი ადამიანი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან აძევებს უმაღლეს ღირებულებებს და ეს ღირებულებები თავს აფარებენ მისტიკური ცხოვრების ტრანსცენდენტურ სამეფოს ან იზოლირებულ ინდივიდთა შორის პირდაპირი, უშუალო ურთიერთობების ძმობას.» // მაქს ვებერი, « მეცნიერი და პოლიტიკა » , 1919//.

მაქს ვებერმა სამყაროს განხიბლვა იმედგაცრუების ცნებით აღნიშნა უქეიფობა, ცუდად ყოფნის განცდა რომელიც გამოიწვია ინსტრუმენტალური გონიერების პირველობამ და ჩვენს დემოკრატიიულ საზოგადოებებში უმაღლეს მიზანთა გაქრობამ.:

« სამყაროს განხიბლვა იმედგაცრუება».

განხიბლულ-იმედგაცრუებული სამყარო არის სამყარო რომელშიც ვეღარაფერი მიგვიყვანს ჭეშმარიტ არსამდე, ჭეშმარიტ ღმერთამდე და ჭეშმარიტ ბედნიერებამდე.

ამ განხიბლვა-იმედგაცრუების შდეგია სიცოცხლის აზრის დაკარგვა…
Damien Theillier http://cours-de-philosophie.fr/ressources/citations-expliquees/weber-max-le-desenchantement-du-monde/

http://www.akadem.org/medias/documents/3_Desenchantement_Weber.pdf

მაქს ვებერის მიერ შქმნილი განხიბლვა-იმედგაცრუების ცნება 21-ე საუკუნეში გააცოცხლა 1946 წელს დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი მარსელ გოშეს // Marcel Gauchet// ნაშრომებმა.
პოლიტიკა არის ადამიანის როგორც განსხვავებული სუბიექტის და კოლექტიური არსების განთავისუფლების პირობა.

სამყაროს განხიბლვა-იმედგაცრუების სამყარო არის ფენომენთა რელიგიურად თუ მაგიურად ამხსსნელ რელიგიურ რწმენათა უკანდახევა, რასაც მოსდევს სამყაროს აზრის და განცდის დაკარგვა მას შემდეგ რაც ის შეიძლება აიხსნას მეცნიერულად.

მას შემდეგ რაც ყველაფრის ახსნა შეიძლება ჩვენ აღარ ვეძებთ ფენომენთა,საგანთა ფარულ მნიშვნელობას.

ცნება განსაკუთრებით განავითარეს გერმანიაში მაქს ვებერმა (1864-1920) და საფრანგეთში მარსელ გოშემ.

ნაშრომში « მეცნიერი და პოლიტიკა » მაქს ვებერი წერს რომ დღეს მეცნიერთა გარდა არავის ესმის თუ რას წარმოადგენს მათ მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები. ველური შეუდარებლად უკეთესად იცნობდა თავის იარაღს.

სულაც არაა შემთხვევითი რომ საზოგადოებაში საიდანაც გაძევებულია უმაღლესი ღირებულებები და მიზნები ყველაზე გავრცელებულია ინტიმური და არა მონუმენტური ხელოვნება.
სულაც არაა შემთხვევითი რომ ადამიანები დღეს ერთმანეთს ხვდებიან პატარა მეგობრულ წრეებში ადამიანთა უშუალო კონტაქტში pianismo ეს შეიძლება შეესაბამებოდეს პროფეტულ pneuma-ს რომელიც ადრე მოიცავდა და აერთიანებდა დიდ თემებს.
დიდად საშინელი რამეები გამოგვდის როდესაც ვცდილობთ ნებისმიერ ფასად ახალი მონუმენტური სტილის გამოგონებას, დიდად საშინელი რამეები ავაგეთ ბოლო ოც წელში.
ახალ რელიგიებშიც არაა ახალი და ნამდვილი წინასწარმეტყველება და მივდივართ რაღაც მსგავსამდე. ამას კიდევ უფრო საშინელი შედეგები ექნება ჩვენი სულისთვის.
საუნივერსიტეტო კათედრებიდან წარმთქმული წინასწარმეტყველებები საბოლოო ანგარიშით ქმნიან ფანატიკოსთა სექტებს და არა ნამდვილ რელიგიურ თემებს .
იმას ვისაც არ ძალუძს ჩვენი ხანის ხვედრის ვაჟკაცურად გადატანა ვაძლევთ შემდეგ რჩევას :
დადუმდი ისე რომ შენი მოქმედება არ გაახმაურო ისე როგორც ეს სჩვევიათ რენეგატებს.
დადუმდი და ჩუმად დაბრუნდი ძველი ეკლესიების გულუხვ და მოწყალე წიაღში… … // მაქს ვებერი, « სწავლულის ხელობა და მოწოდება », 1919//.

ეხლა ცოტა ფრანგი პოლიტიკური ფილოსოფოსი,პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, სოციოლოგიის წინამორბედი, მწერალი ალექსის დე ტოკვილი // Alexis de Tocqueville, 1805-1859//. ის სახელგანთქმულია საფრანგეთის რევოლუციის, ამერიკული დემოკრატიის და საზოგადოდ დასავლური დემოკრატიების ევოლუციის თავისი ანალიზებით.
არისტოკრატიული ოჯახიდან გამოსული ალექსის დე ტოკვილი არის რევოლუციის და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მოაზროვნე.
მისმა თანამდედობრივმა მოვალეობამ ის ჩაიყვანა ამერიკაში ამერიკული პენიტენციური სისტემის გასაანალიზებლად. დე ტოკვილმს ისარგებლა ამით და შეისწავლა ამერიკაში განვითარებული დემოკრატიული სისტემა.

ალექსის დე ტოკვილმა დაწერა წიგნი « დემოკრატიაზე ამერიკაში » რომელმაც მას სახელი გაუთქვა.
წიგნის წარმატებამ ის გახადა ცნობილი და აღიარებული კაცი, ღირსების ლეგიონის რაინდი. ის აირჩიეს მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრად, შემდეგ კი საფრანგეთის აკადემიის წევრად.

ის გახდა დეპუტატი, წევრი კომისიისა რომელსაც უნდა შეემუშავებინა 1848 წლის კონსტიტუცია, საგარეო საქმეთა მინისტრი.

ნაპოლეონ ბონაპარტეს მოწინააღმდეგე ალექსის დე ტოკვილი ჯერ დააპატიმრეს და მერე გაუშვეს. ასე დამთავრდა მისი პოლიტიკური კარიერა.
შემდეგ მან დაწერა ნაშრომი « ძველი რეჟიმი და რევოლუცია » //1856//.

მთავარი დებულებები

გულით არისტოკრატი და თავით დემოკრატი ალექსის დე ტოკვილი უწინარეს ყოვლისა თავისუფლების დამცველია. მას ესმის რომ დემოკრატიის გავრცელება გარდაუვალია. ის აანალიზებს ამის დადებით და უარყოფით მხარეებს. …

თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი ცნებაა ინდივიდუალიზმი
ინდივიდის ჩაკეტვა საკუთარ თავში და კერძო, პირად სიამოვნებებში.

დემოკრატიამ უფლებათა თანასწორობით უნდა დაამკვიდროს თავისუფლება და ყველას მისცეს საერთო ბედში მონაწილეობის უფლება.

მაგრამ ტოკვილი ასკვნის რომ დემოკრატია არაა მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმი, გარკვეული კავშირის გარანტი, რომ ისაა სოციალური ფაქტოც როდესაც პირადი კეთილდღობის სურვილი უფრო ძლიერია ვიდრე საერთო, საზოგადოებრივი ინტერესის დაცვაზე მზრუნველი მოქალაქის მისწრაფებები. . ეს კი წყვეტს კავშირს ადამიანებს შორის.

ამან კი შეიძლება გააჩინოს პათოლოგია, ასე ვთქვათ წმინდა ინდივიდი რომელიც არ აღიარებს თავის მოვალეობას საზოგადოების წინაშე , არანაირად არ ზრუნავს ამ საზოგადოებაზე, მაგრამ ყველაფერს მოითხოვს ამ საზოგადოებისგან.

….დემოკრატიის ხანის ადამიანებს სჭირდებათ თავისუფლება რათა უფრო იოლად ისიამოვნონ მატერიალურად და ეს ადამიანები განუწყვეტლად ფიქრობენ ამ მატერიალურ სიამოვნებაზე, განუწყვეტლად მიისწრაფიან მისკენ.

მაგრამ მატერიალურ სიამოვნებათა მეტისმეტი სიყვარული დემოკრატიული ხანის ადამიანს ზოგჯერ ხელში უგდებს პირველივე შემოხეტებულ ბატონს.
მატერიალური კეთილდღეობის სიყვარული მაშინ ბრუნდება საკუთარი თავის წინააღმდეგ და შეუმჩნევლად შორდება თავის სასურველ ობიექტს.

დემოკრატიული ხალხების ცხოვრებაში მართლაც არის ძალიან საშიში მომენტი.
როდესაც მატერიალურ სიამოვნებათა სიყვარული ხალხებში ვითარდება უფრო სწრაფად ვიდრე ცოდნა-განათლება და თავისუფლების ჩვევები.
მაშინ დგება მომენტი როდესაც ადამიანები თითქოს გადაირევიან ხოლმე მათთვის სასურველი ხელმისაწვდომი ახალი ობიექტების დანახვისას.
მარტო გამდიდრებაზე და ქონების დაგროვებაზე მზრუნველნი ისინი ვეღარ ხედავენ იმას თუ როგორაა დაკავშირებული ყოველი ადამიანის ქონება ყველას კეთილდღეობასთან.

არაა აუცილებელი ასეთი მოქალაქეებისთვის მათი უფლებების წართმევა. ასეთი მოქალაქეები თვითონ იტყვიან უარს თავის უფლებებზე.

თავისი პოლიტიკური მოვალეობების შესრულება ასეთი მოქალაქეების აზრით მათი ბიზნესისთვის აუცილებელი დროის უქმად ფლანგვა.

მათ მუდამ არ ყოფნის დრო თავის წარმომადგენელთა ასარჩევად, ხელისუფლებისთვის დახმარების გასაწევად, სხვებთან ერთად საერთო ინტერესებზე საზრუნველად
ისინი არ დაკარგავენ ძვირფას დროს მათი აზრით უსარგებლო რამეებზე.
მათი აზრით ესაა მათი ინტერესების დაცვა. მაგრამ ესაა უხეში და მცდარი წარმოგენა ამ ინტერესზე.
მარტო მათი საქმეების კეთებით ისინი უგულვებელყოფენ მთავარს,და არ არიან საკუთარი თავის ბატონ-პატრონნი // ალექსის დე ტოკვილი, 1805-1859, დემოკრატიაზე ამერიკაში//.

ისევ ალექსის დე ტოკვილის იგივე წიგნიდან, ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი

ინდივიდუალიზმი არის ახალი იდეის მიერ გაჩენილი ახალი გამოთქმა. ჩვენი წინაპრები იცნობდნენ მხოლოდ ეგოიზმს.
ეგოიზმი არის საკუთარი თავის ვნებიან-ჟინიანი და გატდმეტებული სიყვარული, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა და საკუთარი თავის დაყენება ყველაფრის ცენტრში.

ინდივიდუალიზმი არის გააზრებული და მშვიდობიანი გრძნობა. ინდივიდუალისტი თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შორდება თავისნაირების მასას დამ ხერხით თავისთვის პატარა საზოგადოების შექმნის შემდეგ მიეცემა ცხოვრებით ტკბობას და აღარაფრად აგდებს, მიატოვებს დიდ საზოგადოებას.

ეგოიზმს აჩენს ბრმა ინსტინქტი, ინდივიდუალიზმს კი უფრო მცდარი განცდა აჩენს ვიდრე გადაგვარებული გრძნობა. მისი წყაროა როგორც სულიერ ნაკლოვანებებში ისე გულის მანკიერებებში.

ეგოიზმი ჩანასახშივე კლავს ყველა ღირსებას და სათნოებას. ინდივიდუალიზმი თავიდან აშრობს ყველა საზოგადოებრივი უმანკოება-სათნოებათა წყაროს, მაგრამ დროთა მანძილზე სპობს დანარჩენ უმანკოება-სათნოებებსაც და ბოლოს გაითქვიფება ეგოიზმში.
ეგოიზმი არის სამყაროსავით ძველი მანკიერება. ის საზოგადოების ყველანაირ ფორმაშია.

ინდივიდუალიზმი კი დემოკრატიულია წარმოშობით. ის ვრცელდება და ვითარდება პირობათა გათანაბრება-გათანასწორობის კვალდაკვალ.

არისტოკრატიულ ხალხებში ოჯახები საუკუნეთა მანძილზე რჩებიან ერთსა და იმავე მდგომარეობაშ ი ხშირად, ერთსა და იმავე ადგილას. შეიძლება ითქვას რომ ეს ყველა თაობას თანამედროვეებად ხდის.

ადამიანი თითქმის ყოველთვის იცნობს თავის წინაპრებს და პატივს სცემს მათ.
მას სჯერა რომ ხედავს თავის შთამომავლებს და უყვარს ისინი.

ადამიანი ხალისით ასრულებს თავის მოვალეობებს წინაპრების და შთამომავლების მიმართ. ის ხშირად სწირავს თავის პირად სიამოვნებებს იმათ ვინც უკვე აღარ არიან ან ჯერ არ არიან.

არისტოკრატიული ინსტიტუტები ყოველ ადამიანს მჭიდროდ აკავშირებენ მის მრავალ თანამოქალაქესთან. …

დემოკრატიულ საზოგადოებებში, პირიქით, ინდივიდის მოვალეობები ჯიშის და სახეობის მიმართ ბევრად უფრო ცხადია. მაგრამ კონკრეტული ადამიანისადმი ერთგულება ბევრად უფრო იშვიათი ხდება. ადამიანთა კავშირი ერთმანეთთან სუსტდება, ადამიანები შორდებიან ერთმანეთს.

დემოკრატიულ ხალხებში არარაობიდან განუწყვეტლად ამოდიან ახალ-ახალი ოჯახები. სხვა ოჯახები განუწყვეტლად ინთქმობიან ამ არარაობაში. დარჩენილები იცვლიან სახეს. დროთა ქსოვილი ყოველ წუთში ქრება და თაობათა ნაშთი იშლება.

დემოკრატიულ ხალხებში იოლად ივიწყებენ წინამორბედებს და წინაპრებს. იქ არა აქვთ არავითარი წარმოდგენა იმაზე თუ როგორი თაობები მოვა. იქ ადამიანებს აინტერესებთ მარტო ყველაზე ახლობლები.

Individualisme et égoïsme. Tocqueville.

ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი, ტოკვილი-2

ინდივიდუალიზმი დემოკრატიულ ქვეყნებში

თანასწორობის საუკუნეებში ყოველი ადამიანი თავის რწმენას ეძებს საკუთარ თავში> იმავე საუკუნეებში ყოველი ადამიანი გრძნობებს მიმართავს მარტო საკუთარი თავისკენ.

ინდიდუალიზმი არის გამოთქმა რომელიც გააჩინა ახალმა იდეამ. ჩვენი მამები იცნობდნენ მხოლოდ ეგოიზმს.

ეგოიზმი არის საკკუთარი თავის ვნებიან-ჟინიანი და გადაჭარბებული სიყვარული. ეგოისტს აინტერესებს მარტო საკუთარი თავი, საკუთარი თავი ურჩევნია ყველას და ყველაფერს.

ინდივიდუალიზმი არის გააზრებული და მშვიდობიანი გრძნობა. ინდივიდუალისტი გამოეყოფა თავის მსგავსთა მასას თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ის ქმნის თავის პატარა საზოგადოებას და ზურგს შეაქცევს დიდ საზოგადოებას.

ეგოიზმს აჩენს ბრმა ინსტინქტი. ინდივიდუალიზმი მომდინარეობს უფრო მცდარი განსჯიდან ვიდრე წამხდარ-გარყვნილი განცდიდან. ინდივიდუალიზმის წყაროა როგორც სულიერი ნაკლები ისე გულის მანკიერებები.

ეგოიზმი ჩანასახშივე სპობს ყველა უმანკოება-სათნოებას. ინდივიდუალიზმი თავიდან აშრობს მხოლოდ საზოგადოებრივ ღირსება-სათნოებათა წყაროს და შემდეგ სპობს ყველა დანარჩენს. ბოლოს ის გაითქვიფება ეგოიზმში.

ეგოიზმი არის სამყაროსავით ძველი მანკიერება. ის არის საზოგადოების ყველა ფორმაში.

ინდივიდუალიზმი წარმოშობით დემოკრატიულია და შეიძლება გავრცელდეს პირობათა გათანაბრების კვალდაკვალ.

არისტოკრატულ ხალხებში ოჯახები რჩებიან ერთი და იგივე მდგომარეობაში და, ხშირად, ერთსა და იმავე ადგილას. შეიძლება ითქვას რომ ამიტომ ყველა თაობა თანამედროვეა.

ადამიანი თითქმის ყოველთვის იცნობს თავის წინაპრებს და პატივს სცემს მათ.
ის წარმოიდგენს თავის შთამომავლებს და მას უყვარს ჯერ არც გაჩენილი შთამომავლებიც.

ის ხალისით ასრულებს თავის მოვალეობებს როგორც წინაპრების ისე შთამომავლების მიმართ. ის ხშირად სწირავს თავის პირად სიამოვნებებს წინაპართა და შთამომავალთა გულისთვის.

არისტოკრატული ინსტიტუტები ადამიანს მჭიდროდ აკავშირებენ თავის მრავალ თანამოქალაქესთან.
არისტოკრატიულ ხალხში კლასები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება და უძრავია.

ყოველი კლასი მისი წევრებისთვის გადაიქცევა დიდ სამშობლოზე უფრო ხილულ და უფრო ძვირფას ერთგვარ პატარა სამშობლოდ.

არისტოკრატულ საზოგადოებებში ყველა მოქალაქე არის ფიქსირებულ ადგილზე ერთმანეთის ზევით.

ყოველი ადამიანი მაღლა ხედავს კაცს ვისი მფარველობაც სჭირდება და დაბლა ხედავს კაცს ვისაც შეიძლება სთხოვოს დახმარება.

არისტოკრატიულ საუკუნეებში მცხოვრები ადამიანები, მაშ, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მათ გარეთ არსებულ რაღაცასთან. და ისინი ხშირად ივიწყებდნენ ხოლმე საკუთარ თავს.

მართალია ისიც რომ ამავე საუკუნეებში მსგავსის ზოგადი ცნება ბუნდოვანი იყო დიდად არ ფიქრობდნენ კაცობრიობისადმი ერთგულებაზე და კაცობრიობის პრობლემებისთვის თავდადებაზე.

ადამიანები მსხვერპლს იღებდნენ და თავს სდებდნენ გარკვეული კონკრეტული ადამიანებისთვის.

დემოკრატიულ საუკუნეებში, პირიქით, ყოველი ადამიანის მოვალეობები მისი ჯიშისა და კაცობრიობის მიმართ ბევრად უფრო ნათელია.
მაგრამ ერთგულება კონკრეტული ადამიანის მიმართ, თავდადება მისთვის უფრო იშვიათია.

დემოკრატიულ საუკუნეებში ადამიანები უფრო სუსტად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან.

დემოკრატიულ ხალხებში ახალ-ახალი ოჯახები განუწყვეტლად ამოდიან არარაობიდან. სხვა ოჯახები განუწყვეტლად ისევ ცვივიან არარაობაში. დარჩენილები კი იცვლიან სახეს. დროთა ქსოვილი იხევა ყოველ წუთს და თაობათა ნაშთები იშლება.

იოლად ივიწყებენ წინამორბედებსა და წინაპრებს. არავითარი წარმოდგენა არა აქვთ იმათზე ვინც მოვა შემდეგ. დაინტერესებულები არიან მხოლოდ ყველაზე ახლობლებით.

ყოველი კლასი უახლოვდება სხვა კლასებს და ერევა მათ.

ადამიანები ხდებიან განურჩევლები და თითქოს უცხოები ერთმანეთისთვის.

არისტოკრატიამ ყველა მოქალაქე გააერთიანა გლეხიდან მეფემდე მიმავალ ერთიან გრძელ ჯაჭვად. დემოკრატიამ დაგლიჯა ეს ჯაჭვი და მისი მარჭვლები გაფანტა>

პირობების გათანაბრებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტია ა არა დიდად მდიდარი და არა დიდად გავლენიანი მაგრამ საკმარისად ნასწავლი ადამიანები რომელთაც აქვთ რომელთაც აქვთ საკუთარი თავის რჩენის საშუალება.

მათ არავისი მართებთ არაფერი, ისინი არაფერს ელიან სხვებისგან და საკუთარ თავს უყურებენ იზოლირებულად. ისინი ხალისით წარმოიდგენენ რომ მთელი მათი ბედი მათ ხელშია.

ასეა რომ დემოკრატია ავიწყებს ადამიანებს თავის წინაპრებს, მეტიც, უმალავს მათ მის შთამომავლებს და გამოჰყოფს მათ მათი თანამედროვეებისგან. დემოკრატია განუწყვეტლად აბრუნებს ადამიანს საკუთარი თავისკენ და ემუქრება მას მისი საკუთარი გულის მარტოობაში ჩაკეტვით.
De la démocratie en Amérique. II, Garnier Flammarion, p. 125.126.127.

http://gauchet.blogspot.fr/2008/02/la-dmocratie-est-malade-de.html
ეხლა ისევ ფრანგი ფილოსოფოსი მარსელ გოშე, დემოკრატია ავადაა ინდივიდუალიზმით.

დემოკრატია განიცდის ზრდის პარადოქსულ კრიზისს. ეს არაა არც ბოლო და არც დაშლა, მაგრამ ესაა სიძნელე მაშინ როდესაც ვხედავთ 25 წლის წინ წარმოუდგენელ ფენომენს, ასე ვთქვათ დემოკრატიული პლანეტის გაჩენას.

რა რთულიც არ უნდა იყოს განხორციელების მისი პრობლემები პრინციპი ვრცელდება ყველგან მსოფლიოში.

მაგრამ პრობლემაა დემოკრატიის დაპირისპირება საკუთარ თავთან. დემოკრატიის სრულყოფა უწყვეტია, მას ვერაფერი უწევს წინააღმდეგობას, მაგრამ მას თითქოს დაემართა სისხლნაკლებობა, ანემია, ის თთქოს დაიქანცა შინაგანად.

იყო 2 კრიზისი. 1900. ევროპაში დემოკრატული იდეის პირველი ტრიუმფი საყოველთაო არჩევნებთან ერთად, მაგრამ უზომო სიძნელეები, ტოტალიტარიზმების აპოკალიფსი 1930-ან წლებში, მალავს 1945-1975 წლების არაჩვეულებრივ წარმატებას. ეს დაჰყავთ ეკონომიკურ სასწაულზე, მაშინ როდესაც ის პოლიტიკური წარმატებაცაა. ესაა დემოკრატიების სტაბილიზაცია.
მეორე, 1975 წლის, ჰელსინკის კონფერენციის წლის ირგვლივ ადამიანის უფლებათა თაობაზე მოხდა მაშინ როდესაც დემოკრატიული პრინციპი წინ მიიწევს ფრანგულ საზოგადოებაში.

ავადაა თუ არა დემოკრატია ? მე ვერ ვხედავ გადაწყვეტას ხანმოკლე პერსპექტივაში,
პრობლემაა ჩვენი ინდივიდუალიზმი ! თავისუფლებებისთვის პრივილეგიების მინიჭებამ დაგვავიწყა წარსული,. აღარაა საფუძველი და საძირკველი.

ახალგაზრდები გრძნობენ რომ მათ ემუქრებათ სიცარიელე, უმნიშვნელობა.

საზოგადოება ქმნის არსებებს რომლებიც ცუდად გრძნობენ თავს, რომლებმაც არ იციან თუ ვინ არიან.

მეობის ეს საკითხი ცენტრალურია და ჩვენი სწავლა-განათლების ცუდი მდგომარეობა ამ მორალური ცუდად ყოფნის ნიშანია.

ღირებულების და ავტორიტეტის აღარ მქონე წარსული შეუძლებელს ხდის ცოდნის გადაცემას :

« რატომ უნდა დავინტერესდეთ თეთრკანიანი მკვდარი მამრების ნაწერებით ? ».
ჩვენ არ გვესმის რომ დავალებული ვართ დემოკრატიის წინა პერიოდებისგან.

ჩვენ ვივიწყებთ რელიგიურ წარსულს რომელმაც სტრუქტურა მისცა ჩვენს საზოგადოებას.

ლაპარაკი არაა რწმენის დასასრულზე, მაგრამ იმაზე რომ რელიგია დემოკრატიას აძლევდა დადგენილ, ძლიერ, სტრუქტურის მქონე წესრიგს.

მისმა მორღვევამ დაგვტოვა დიდ გაურკვევლობაში.
ხელოვნურად უნდა აღვადგინოთ ის რაც ადრე ხელთ გვქონდა.
ისევე როგორც , მაგალითად ეკოლოგიაში, როდესაც გვიწევს ჩვენს მიერ გაფლანგული წყლის აღდგენა.

ამასობაში მსოფლიოს სხვა ნაწილებში ვითარდება რელიგიური ექსტრემიზმები….

ექსტრემიზმების გაძლიერება რა თქმა უნდა საშიშია, მაგრამ ჩვენი , დასავლური კაპიტალისტური თანამედროვეობის ძალით შეჭრა ხშირად ტრადიციულ , ისტორიულ წეს-ჩვეულებათა პატივისმცემელ საზოგადოებებში ახდენს ამ საზოგადოებების წევრთა აზროვნების დესტაბილიზაციას.
ეს კულტურული შოკი იწვევს მეობით რეაქციას.

ჩვენი დემოკრატიის მიერ თანამედროვეობის ექსპორტი გავს მაფიის საჩუქარს. ამ საჩუქარზე უარს ვერ ამბობთ, მაგრამ ის რადიკალურად ცვლის თქვენს ცხოვრებას.

პირველი იმპერიალისტური მონდიალიზაცია თავის ბატონობას ამკვიდრებდა უხეშად და მოურიდებლად.
დღეს ძალთა თანაფარდობა შეიცვალა, მაგრამ დემოკრატიები არ აზროვნებენ გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიოში მათი ადგილის განსასაზღვრავად. მათ აინტერესებთ მარტო ბაზრის წილების ხელში ჩაგდება.

ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ავლენს დემოკრატიულ დასუსტებას.

ფუნდამენტური ცნებაა ინდივიდუალიზმის გაძლიერება, მისი იურიდიული გამოხატულება.
ადამიანის უფლებათა პრინციპი ხდება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი.
ეს აიოლებს ინდივიდუალურ თავისუფლებებს მაგრამ ასუსტებს მოქალაქეობა-ცივიზმს და ხელისუფლებას საზოგადოებაში.

ადამიანის უფლებები არ უნდა იყოს ხელუხლებელი მეგზური.

დემოკრატია არის ყოველი ადამიანის წადილის გარდაქმნა ყველას ძალაუფლებად, მაგრამ ინდივიდუალურ თავისუფლებათა საკრალიზაცია ყველაფერს ეჭვს ქვეშ აყენებს.

ახალგაზრდა თაობებისთვის დემოკრატია უბრალოდ პიროვნული თავისუფლებებია.
შემდეგ მათ უკვირთ რომ აღარავის აქვს ძალაუფლება, რომ ვეღარავინ მართავს !

ინდივიდუალიზმი და დეპოლიტიზაცია მორალურად ცუდად ყოფნის განცდის გრძნობას ქმნის საზოგადოებაში რომელსაც აღარ ძალუძს კოლექტიურად მოქმედება.

მეოცე საუკუნეში ჩვენ გადავიტანეთ საშინელი ტოტალიტარიზმები და უცებ გადავცვიდით სიმეტრიულ საწინააღმდეგო ილუზიაში.
ჩვენ ვფიქობთ რომ თავისუფლების მოპოვებისთანავე ყველაფერი კარგადაა და მოგვარებულია.
ეს შეცდომაა !

დემოკრატიას ემუქრება უთანასწორობები, სოციალური საფრთხეები, მარგინალიზაცია, ყველას მაგრამ განსაკუთრებით საშუალო კლასების გაღარიბება., ბაზრის კანონი, ლიბერალიზმის გადაგვარება…

ყველაფერი ეს შეიძლება გამოსწორდეს. მთავარი ნაკლია სულიერი სიზარმაცე.

ჩვენი საზოგადოება ზარმაცია არა იმიტომ რომ მას არ უნდა გარჯა და ძალისხმევა არამედ იმიტომ რომ მისი აზრით პრობლემები მოგვარდება თავისთავად. და თანაც ფიქრობს რომ « თვითმფრინავში არაა პილოტი »

ლიბერალიზმს აქვს შემოქმედების ძალა და არა აქვს მართვის უნარი.

ჩვენ გვექმნება შთაბეჭდილება რომ დემოკრატია ახსნება ლიბერალიზმში და არ გვაქვს რწმენა იმისა რომ დიდი ბაზარი, განსაკუთრებით ევროპაში, მოაგვარებს ჩვენს პრობლემებს.

საკითხავია თუ როგორ ვიყენებთ ამ ბაზარს, როგორც ჩანს ცუდად.

ვფიქრობთ რომ ლიბერალიზმი, ბაზრით და სამართალით მოწესრიგებული თავისუფლების პრინციპი საკმაარისია ასამუშავებლად დამაკმაყოფილებელი საზოგადოებისა სადაც ვირჩევთ ერთად. არა და აქ აკლია პოლიტიკური ნება. სა- მწუხაროა იმიტომ გვინდა თყ არ გვინდა ლიბერალები ვართ დ ა მუდმივი გაუგებრობების მიუხედავად ბევრი რამე გვაქვს სასწავლი აშშ-ს ლიბერალიზმისგან.
ევროპელები პროვინციალები არიან და მათ არ აინტერესებთ თუ რა ხდება სხვაგან….

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანის მრჩეველი, მწერალ-ფილოსოფოს-ფინანსისტი ჟაკ ატალი // Jacques Attali// ამბობს რომ 2050 წელს სახელმწიფოები აღარ იქნება.

მაგრამ ასეთი სამყარო აუტანელი იქნება და კაპიტალიზმი, რომელსაც არსებობისთვის და ფუნქციონირებისთვის სჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება, კანონიერება,კოლექტიური ჩარჩო, მოსპობს საკუთარ თავს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s