საქართველოს მეგობარ ოსებზეც ბარემ

 საქართველოს მეგობარი ოსებიც გავიხსენოთ:

სორიოსები განსხვავდებიან ოსებისგან:
ბოლშევიკებმა 1922 წლის 20 აპრილს კაცობრიობა გააბედნიერეს საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნით.

კოსტა ხეთაგური

ამავე ბოლშევიკების, სკკპ ცკს პოლიტბიუროს გენერალური მდივანი გორბაჩოვის ბრძანებით და ბერიას ხელქვეითი აკადემიკოსი სახაროვის განკარგულებით ოსმა ბოლშევიკებმა კაცობრიობა გააბედნიერეს ამ ოსური ავტონომიის გაუქმებით და მისი გამოცხადებით ოსურ საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად.  ეს ბედნიერება მოხდა 1991 წლის პირველ სექტემბერს.

გორბაჩოვის ჩანაფიქრით ეს  ოსური საბჭოთა რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის ნაწილი. გორბაჩოვის პერესტროიკა იყო საბჭოთა კავშირის აი ამ კავშირად გადაქცევა და ეს პროცესი არდ დამთავრებულა, ისევ გრძელდებს //უფრო დაწვრილებით იხ. ა.სახაროვის ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციის პროექტი.//

“ნარის ხეთაგათებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ყუბანის გაღმიდან ლტოლვილი თავადი ხეთაგის შთამომავლებად.

მათ სურთ თავისი ჩამომავლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი აღიარების მოპოვება და თავს იწონებენ იმ სიგელ გუჯრებით რომლებიც მათ უბოძეს საქართველოს მეფეებმა ომებში გამოჩენილი გმირობებისთვის ბევრად ადრე რუსეთთან შეერთებაზე.
              
თვითონ ხეთაგი, თუ კი დავუჯერებთ მის შთამომავლებს, იყო ყუბანის გაღმა, მის შენაკად დიდ ზელენჩუკზე მცხოვრები თავადი ინალის უმცროსი ვაჟი.

ხეთაგის გაქრისტიანების შემდეგ იგი უარყვეს ძმებმა და ისიც იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ოსეთის მთიანი რეგიონისთვის.
ხეთაგის უფროსი ძმა ბიასლანი ითვლება ყაბარდოელ მთავართა წინაპრად. რაც შეეხება მეორე ძმა ასლამბეკს, მას არ ჰყოლია შვილები.

ხეთაგის პირველი საცხოვრებელი ოსეთში დღემდე ითვლება წმინდა ადგილად.

ოსების როგორც დაქირავებულების თუ მოხალისეების  სამსახური ქართულ ჯარში  თარიღდება ხეთაგის შვილიშვილის, გოცის ხანით.  დაბალმა გოციმ ორთაბრძოლაში მოკლა  ერთი სპარსელი გიგანტი და საქართველოს მეფისგან მიიღო ვერცხლის თასი  სამახსოვრო წარწერით და სიგელი.
ეს თასი დღესაც არსებობს და მამა მას უფროს ვაჟიშვილს გადასცემს ხოლმე.

ხეთაგუროვთა ოჯახი ინახავს საქართველოს მეფეების მიერ ბოძებულ სიგელებს და ამ სიგელებიდან უძველესი იყო ქართლის მეფე არჩილის //1730-1736// მიცემული საბუთი როგორც “ჩვენი წყალობის ნიშანი ნარის კეთილშობილი ხეთაგარ-ზიდახანის //ზულას// და თქვენი ოჯახის შთამომავლების მიმართ”.

არჩილის შვილმა ალექსანდრემ სიგელი მისცა ნარის წარჩინებულ ასა ამირანის ძეს იმიტომ რომ ,,თქვენი წინაპრები და თქვენი მამები იმდენად კარგად ემსახურებოდნენ ჩვენს მამებსა და ჩვენს წინაპრებს რომ  ჩვენი სახლი დღესაც დაცულია ყოველგვარი საფრთხისგან”.

ქართლის მეფე თეიმურაზმა სიგელი უბოძა “ნარის კეთილშობილ მკვიდრებს, ზიდახანის ვაჟებს გიორგის და ამრანს  იმიტომ რომ ისინი გვემსახურნენ რწმენით და ჭეშმარიტებით”.

მეფე ვახტანგის შვილიშვილმა ალექსანდრემ  საპატიო სიგელი უბოძა “სამეფო თავადს, ზიდახანის ძე მახამატს  იმიტომ რომ თქვენი მამები და თქვენი წინაპრები ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენს მამებს რათა ჩვენი სახლი მუდამ ყოფილიყო საღი და უსაფრთხოდ, და სხვ” //ბოდიში ჩიქორთული ქართულისთვის. ესაა თარგმანი ტექსტის ფრანგულად თარგმანიდან და იქნებ ვინმემ ნახოს ორიგინალი, მთარგმნელი//.
            
საქართველოს მეფეების მიერ საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ხეთაგუროვი-ხეთაგურების ოჯახისთვის მინიჭებული სიგელები  ზიდადან მოყოლებული მათ ანიჭებენ წარჩინებულის წოდებას, მახამატიდან მოყოლებული კი თავადის წოდებას.

მაგრამ ხეთაგუროვები 1829 წლიდან, უკვე 70 წელია რაც ელიან პასუხს მათ თხოვნაზე რომ აღიარებული იყოს წარჩინებულთა მათი სტატუსი…”

ასე უსაბუთებდნენ თავის უფლებებს საქართველოს მეფეების მიერ ბოძებული სიგელებით ხეთაგუროვ-ხეთაგურები რომანოვების რუსეთს.

მაგრამ რომანოვები როგორც ყოველთვის არაფრად აგდებდნენ თავის ქვეშევრდომებს და ყველანაირად აჭიანურებდნენ საქმეს.
        
ყოველივე ეს სახელგანთქმულმა კოსტა ხეთაგუროვ-ხეთაგურმა დაწერა თავის ნაშრომში ოსობა რომელიც პირველად რუსულად გამოქვეყნდა 1894 წელს რუსულ ჟურნალში “კავკაზსკიი ვესტნიკ”.

ლ. არის-ჯანაევას და ი. ლებედინსკის მიერ ფრანგულად თარგმნილი და კომენტირებული ეს ტექსტი   პარიზში გამოიცა 2005 წელს. ესაა თარგმანი ამ უკანასკნელი გამოცემოდან //გვ.24-26//.
              
ოსი კოსტა ხეთაგუროვის მოწმობით, მაშ, ოსები არიან ისინი ვინც ქართველებთან ერთად იცავდნენ და განამტკიცებდნენ საქართველოს.

მერე რომანოვებმა და ბოლშევიკებმა ამ ოსთა ნაწილი მოქრთამეს. მოისყიდეს და აქციეს საქართველოს დაქცევის ინსტრუმენტად.

მაგრამ უნდა ითქვას რომ რუს-ბოლშევიკებმა და სორიოსებმა ვერ მოახერხეს ოსების მოსპობა გადაშენება რაზეც მოწმობს აი ეს დოკუმენტებიც:

“ჩვენ დავსახლდით ქართულ დემოკრატიასთან ახლოს.
ბევრ ადგილებში განსხვავებასაც ვერ ამჩნევს კაცი. ბევრ სოფლებში სანახევროდ ოსებია დასახლებული…

ოსების გალობა გაიგო ქართველმა გლეხობამ. მან გაიგო რომ ოსებს შიათ. მან არ დაუწყო კითხვა ვინ ხარ, საიდან  ჩამოფრენილხარ, რა ენაზე გალობ.
         
დღემდის ძმურად იცხოვრეს. არც ერთხელს არ უთქვამთ ერთმანეთისთვის შენ ჩემი მტერი ხარ, მე მშიან, შენ მაძღარი ხარ, მე ქართველი ვარ, შენ ოსი ხარ, მე ნასწავლი ვარ, შენ უსწავლელი.

შარშან ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენლების პირველ კრებაზე 5 ივნისს სოფ ჯავაში გ.ნ. ჯიოევმა გაუბედავათ, გაუგებრათ აღძრა ოსების ცალკე გამოყოფის საკითხი. კრებამ უარი უთხრა.

იგივე ჯიოევმა შარშან ვლადიკავკაზში ამიერკავკასიის და ჩრდილოეთის კავკასიის ოსების წარმომადგენლების პირველ კრებაზე 17 ივნისს აღძრა ოსების გამოყოფისა და დამოუკიდებლობის საკითხი. კრებამ არც მაშინ მიიღო.

28 მაისს ამა წელს ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენლების მესამე კრებაზე სოფ. ჯავაში ბ.ვ.პ. თედეევმა და ბ. კოჩიევმა აღძრეს ოსების გამოყოფა დამოუკიდებლობის საკითხი.
             
ამ კითხვის საბოლოოთ გადასაწყვეტათ ამა თვის 15-ში  იმართება ოსების წარმომადგენლების მეოთხე კრება. რამდენი მომხრე გამოუჩნდებათ ბ.ბ. ჯიოევს, პ.თედეევს და ბ.კოჩიევს მე არ ვიცი.

ქართველი დემოკრატია არას დროს არ უზღუდავდა უფლებებს ოსის დემოკრატიას. ქართველ დემოკრატიას არასოდეს არ დაუტანებია ძალა ოსის დემოკრატიისთვის სამშობლო ენაზე ხელი აიღეო…

მე ვფიქრობ, იმათ,ვინც ოსების დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ, მათ არაფერი გაეგებათ ქვეყნიერების ავ-კარგისა ანდა განგებ სურთ შეატაკონ ქართველი და ოსის დემოკრატია ერთმანეთს და დაღუპონ ის რაც მოიპოვა ხალხმა” //აი ეს შესანიშნავი წერილი დაწერა ოსმა ა.ფარნიევმა. ეს წერილი “ოსები საქართველოში” გამოქვეყნდა გაზეთში “ერთობა” 1918 წლის 11 ივნისს.// 
             
მაგრამ სორიოსებს და ყველანაირ ოხრებს არც ეძინათ.

1918 წლის 29 მარტს გაზეთში “ალიონი” გამოქვეყნდა წერილი “ცხინვალის ტრაღედიის გამო”,რომელსაც ხელს აწერს “ისევ ის”.     აი ნაწყვეტი ამ წერილიდან:

“გაბალშევიკებულმა ჯარისკაცებმა უთხრეს გლეხებს ხომ ჰხედავთ მიწას არ გაძლევთ. გასწყვიტეთ თავადაზნაურობა და წაიღეთ მიწებიო.

გლეხები ასე მოიქცნენ. მთავრობამ  მათ წინააღმდეგ ზომები მიიღო. ჰხედავთ როგორ იცავენ თავადაზნაურობას მთავრობა და წითელი გვარდია, ეგენი თქვენი მტრები არიან და თავადების დამცველები.

ჩააწვეთეს ბოლშევიკებმა ხალხს ყურში. მთავრობა და წითელი გვარდია თავადაზნაურობის მომხრეა-აი რა მოედო სოფლებს ყველგან.

უნდობლობა და უკმაყოფილება ნელ-ნელა გაიზარდა და მან წარმოშვა ცხინვალის ტრაღედია. ლეჩხუმის ამბები.

გუშინ თუ თავადებსა და მათ ბავშვებს ჰხოცდა ბრბო შეუბრალებლად, დღეს იგივე ბრბო ხალხისთვის თავდადებულ პირებს და პარტიულ მუშაკებს ჰხოცავს.

ლევან დადეშკელიანის, მაჩაბლის, კეცხოველის მკვლელებმა განა იცოდნენ ვისა ჰკლავდნენ?

რომ სცოდნოდათ არც მოჰკლავდნენ. ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი რომ ხალხის მტრებსა ჰკლავდნენ. ასე ჩააგონეს ხალხს და ხალხიც ასე მოიქცა.

აბა ჩაუკვირდით ცხინვალის ამბებს.
ცხინვალს იკლებენ, ძარცვავენ, მიცვალებულებსაც კი ჰხდიან ტანისამოსს. ეს წმინდა წყლის ყაჩაღობაა. მენშევიკებს საზიზღრად ჰხოცავენ და ამავე დროს გაიძახიან ბაქოდან ამხანაგები მოგვეშველებიან და ჩვენი საკუთარი მთავრობა გვეყოლებაო. ეს უკვე ბოლშევიზმია.

რუთენ გაგლოევის ქართველი ამხანაგები აწამეს და ისე დახოცეს. რუთენს კი ოსები შტაბის უფროსად და დიქტატორათ ირჩევენ. .

ეს ინტერნაციონალიზმიაო, გვარწმუნებს კ.ნინიძე. არა, ეს ნაციონალიზმია.

ოსების გლეხობა, რა თქმა უნდა, ყველა ამ კითხვებში ვერ გაერკვევა.  მაგრამ მათ მეთაურობენ შეგნებული პირები, რომლებმაც იციან, რასაც სჩადიან.

მათი მიზანია “თავისუფალი ოსეთი” საქართველოს შუაგულში.

ქართველ ერს აბა რა ექნება თავისუფალი ოსეთის წინააღმდეგ?  სრულებით არაფერი. თავისუფლება ყველასათვის აუცილებელია, საჭირო და სასურველი.

მაგრამ ჩვენ ვიცით ოსეთი მხოლოდ თერგის ოლქში, საქართველოში კი არა.

საქართველოში არიან ოსები, რომლებთანაც ქართველ ხალხს მუდამ კეთილი განწყობა ჰქონია. მაგრამ ნათქვამია სიკეთისთვის სიკეთე ვის მიუზღავსო.

ჩვენს ოსებს სრული უფლება აქვთ თავისუფლად მოეწყონ საქართველოს საზღვრებში, ხოლო ისინი უნდა დაექვემდებარონ საქართველოსა და ამიერკავკასიის მთავრობას.

ოსების მთავრობა იქ არის შესაძლებელი და საჭირო, სადაც ოსების მიწა-წყალია-თერგის ოლქში.
             
როდესაც ისინი ცდილობენ საქართველოს შუაგულში საკუთარი დამოუკიდებელი მთავრობის შექმნას, ეს არის საქართველოს დანაწილება,
დაგლეჯა.

ამის ნებას ქართველი ხალხი არავის მისცემს სანამ პირში სული ედგმება.

ოსების ნაციონალისტები ამოუდგნენ გვერდში ბოლშევიკებს, მათ უკან გაჰყვნენ ჩვეულებრივი მძარცველები და სამივემ ერთად მოიწადინეს ქართველი ერის შიგ  გულში ლახვარის ჩაცემა სწორედ იმ დროს როდესაც საქართველო უდიდეს გასაჭირს განიცდის”.

მნიშვნელოვანია რომ ბევრი ოსი სულაც არ იზიარებდა ამ ოსი ნაციონალისტების. ავაზაკების და ბოლშევიკების ანუ არამარტო სორიოსების მზაკვრულ ჩანაფიქრებსა და გეგმებს.

გორის სამაზრო აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილება //ანუ მხეცი საბჭოთა მილიციაც კი// 1922 წლის 21 მარტს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს აცნობებდა:
       
“ბევრია იმისთანა მაგალითები  რომ სხვადასხვა რაიონში ოსები აცხადებენ სურვილს, რათა ისინი ჩამოვაშოროთ ოსეთის რევკომს რადგან მათ სურთ ქართველებთან ცხოვრება რადგან ოსებს ქართველებთან გასაყოფი არა აქვთ  და თუ ვინმე ამას მოითხოვს,ყოველივე ეს სიცრუეა ან რაიმე მოსაზრებით დაინტერესებულიაო”.
            
ამ მიმართვას დართული აქვს სოფ.ხურვალეთში ა.წ.12 მარტს მიღებული შემდეგი დადგენილება:

“ჩვენ,ქვემო-ჭალის რაიონის სოფლების  1.ზემო-ბაღების, 2. ქვემო-ბაღების, 3. გუდიანთ-კარის, 4. საღორეთის, 5. ჩაჩანაანთ-კარის, 6. მეტესმანის და 7. ღვდულეთის წარმომადგენლებმა დავადგინეთ რადგანაც არწევის მე-3 რაიონის აღმასკომი ძალით მოითხოვს ამ სოფლების მცხოვრებთაგან მათთან შეერთებას ადმინისტრატიულათ და ახდენს ჩვენს მიმართ სხვა და სხვა განკარგულებებს, ჩვენ კი მათთან არა გვსურს, ვუგზავნით დადგენილებას უმაღლეს მთავრობას, რათა მან წინადადება მისცეს მე-3 რაიონის სოფ. არწევის აღმასკომს //ოსური აღმასკომია//, რომ იგი ჩამოგვეხსნას, რადგან ჩვენი ღრმა სურვილია ვექვემდებარებოდეთ ქვემო-ჭალის აღმასკომს //ქართული აღმასკომია//,როგორც ეს მთავრობისგან არის დაწესებული”.

ამ დადგენილებას ხელს აწერს  14 წარმომადგენელი ყველა ზემოთ დასახლებული სოფლებისა რომელთა ხელმოწერას ადასტურებს ქვემო-ჭალის აღმასკომის თავმჯდომარე საკუთარი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით.

ამ დადგენილებას მეორე გვერდზე ერთვის ასეთი დამატება:

,,1922 წლის 13 მარტს-ქვემო-ჭალა. ჩვენ, ხურვალეთის თემის სოფ. წინაგარის მცხოვრებთა წარმომადგენელნი ხუბულური და ქიჩინაშვილი //ოსებია// ჩვენი სოფლის მცხოვრებთა დავალებით ვაცხადებთ სურვილს ზემოხსენებულ დადგენილებაში აღნიშნულ სოფლებთან ერთად შევუერთდეთ ქვემო-ჭალის რაიონს, როგორც ვყოფილვართ მამაპაპურათ, რადგან უფრო ახლო და მოხერხებულია ჩვენთვისო”. ამათ ხელმოწერასაც ადასტურებს იგივე თავმჯდომარე ქვემო-ჭალის აღმასკომისა.

რას გვიჩვენებს ეს საინტერესო დოკუმენტი?   
ა) 8 სოფლის ოსები თხოვენ საქართველოს ბოლშევიკურ ხელისუფლებას საქართველოსგან ნუ გამიგვთიშავთ და ქვემო ჭალის ხელისუფლების ქვეშ დაგვტოვეთო.
           
ბ) ეს 8 სოფელი ეკუთვნის ისეთ უდავოდ წმინდა ქართულ ტერიტორიას როგორიც არის ხურვლეთის თემი.

გ) ამ 8 ქართულ სოფელზე ძალაუფლების გავრცელების პრეტენზიას აცხადებს ავტონომიური ოსეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებული არწევის თემი.

მაგრამ ქართველი ბოლშევიკი რა თქმა უნდა ლენინის საყვარელი ყაჩაღების მხარესაა და ესაა უბედურება.

ანონიმი ქართველი ბოლშევიკი 1920 წლის 13 ივნისის გაზეთში “კომუნისტი” გამოქვეყნებულ წერილში “ყველას გასაგონად //სამხრეთ ოსეთის აჯანყების გამო//” რა თქმა უნდა მხარს უჭერს ყაჩაღების, ბოლშევიკების და ნაციონალისტების ტრიადას:

“სამხრეთ ოსეთი //მიაქცი ეთ ყურადღება-არა ლენინის საყვარელ ბანდიტთა ხროვა არამედ სამხრეთ ოსეთი, გ.მ.// აჯანყდა და მან თავის შინ საბჭოთა ხელისუფლება //მთავრობა// გამოაცხადა. ის ისწრაფვის ეროვნული თვითგამორკვევისკენ…..

კომუნისტების პროგრამა ყველას გასაგონად ამბობს რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება ნაციონალური თვითგამორკვევისა სრულ გამოყოფამდე და ცალკეულ სახელმწიფოს დაარსებამდე. მაშასადამე ასეთ უფლებას ვერ წავართმევთ ჩვენ ვერც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ, რამდენადაც მათ განსაზღვრული ტერიტორია უჭირავთ და რამდენადაც ისინი სხვა ეროვნებათა ტერიტორიას თავს არ ესხმიან.

ამას ითხოვს ნამდვილი, ჭეშმარიტი დემოკრატიზმის პრინციპი და ამიტომ ნაციონალური მოძრაობის ყოველივე ძალდატანებითი ჩაქრობა დაუშვებელი და დასაგმობია…

//ამის წაკითხვა დაუზარებელ და ქართული ენის მცოდნე ადამიანს შეუძლია როგორც არქივებში ისე ბატონი ლევან თოიძის წიგნში “როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მაცნეს ბიბლიოთეკა, ისტორიის სერია, თბილისი, მეცნიერება, 1991//,

ესე იგი ოსები თბილისში მოკალათებელ ბოლშევიკებს ეხვეწებოდნენ დაგვტოვეთ საქართველოში და მოგვეცით ქართველებთან ერთად მამა-პაპურად ცხოვრების უფლებაო და ეს ბოლშევიკები პასუხობდნენ მოგვწყდით თავიდან თქვენ გაქვთ თვითგამორკვევის და საქართველოსგან და ქართველებისგან დამოუკიდებლობის უფლებაო.

ასე შექმნეს ლენინის ყაჩაღებმა 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

ლენინის ყაჩაღებს მერე დაემატნენ ანდროპოვის, გორბაჩოვის და ბერიას ხელქვეითი აკადემიკოსი სახაროვის ყაჩაღები.

“საქართველოში, მოლდავეთში კგბ-ემ უბიძგა ეროვნულ უმცირესობებს აჯანყებისკენ.

მოსკოვმა შეგნებულად შეიარაღა აფხაზები, ოსები და გაგაუზები რათა დაესუსტებინა და მორჩილებაში ჰყოლოდა საქართველო და მოლდავეთი.

მოსკოვი იმტომ კი არ ,,იცავდა” გაგაუზებს მოლდავეთში, აფხაზებსა და ოსებს საქართველოში რომ სიმპატიით უყურებდა ამ პატარა ,,ჩაგრულ” ერებს. არამედ იმიტომ რომ მოსკოვს უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიებისთვის ავტონომიურობის მინიჭებით სურს მოლდავეთისა და საქართველოს დაგლეჯა, დაშლა, დაქუცმაცება”

ეს არაა გაგიჟებული პროვინციელი ფაშისტის სიტყვები. ეს დაწერა პატივცემულმა და სხვებზე არანაკლებ დემოკრატმა მკვლევარმა პარიზში 1998 წელს გამოცემულ ნაშრომში ნაციონალიზმები ევროპაში, გვ.72-73,
ფრანგულიდან თარგმნა გ.მარჯანიშვილმა.

 

კოსტა კაზიშვილის ხსოვნას

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია ,,რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის და ჩრდილოეთი ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის მთავრობის ვლადიკავკაზის სამეცნიერო ცენტრი, ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარული და სოციალური გამოკვლევების ინსტიტუტი, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ძიძოევი ვ.დ., ძუგაევი კ.გ., “სამხრეთ ოსეთი ქართულ-ოსურ ურთიერთობათა რეტროსპექტივაში”, ცხინვალი, 2007.

//ფრაგმენტები//.

უკვე მე-19 სუკუნის ბოლოს ჯავაში //ძაუ// რევოლუციურ აგიტაციას ეწეოდა გამოჩენილი ქართველი ლენინისტი სოციალ-დემოკრატი ლადო კეცხოველი.1903 წელს მოკლული ეს ყაჩაღი იყო რუსეთის იმპერიის მასშტაბის ბოლშევიკი, გაზეთი “ისკრას” თანამშრომელი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სოციალ-დემოკრატი.

აქტიურ სოციალ-დემოკრატ პროპაგანდისტებს შორის იყვნენ ილია ტაბატაძეც, შაქრო პეტრიაშვილიც და სხვ.

სოფლებში იქმნებოდა პირველი სოციალ-დემოკრატიული რევოლუციური წრეები სადაც სწავლობდნენ რევოლუციურ ლიტერატურას და ატარებდნენ კრებებს-სხოდკებს.

სამხრეთ-ოსეთის რევოლუციური მოძრაობის მთავარი შინაარსი იყო აგრარული საკითხი და არა არარსებული პროლეტარიატის დიქტატურა.

ქართველი მემამულეების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ლადო კეცხოველის და მისი ხალხის ანუ ბოლშევიკების მიერ გადარეული ოსები,ქართველები, რუსები, სომხები…

1905 წელს გაზეთი ივერია წერდა: “1905 წლის 12 მარტიდან ცხინვალის რაიონში თანდათანობით სულ უფრო და უფრო ძლიერდება გლეხური მოძრაობა რომელსაც შეუერთდა მთიდან ჩამოსული უამრავი ოსიც”.

ცხინვალში მაშინ გაჩნდა იატაკქვეშა ტიპოგრაფია. იქმნებოდა ე.წ. წითელი ასეულები ანუ ბანდები რომლებიც ხელში იგდებდნენ ადმინისტრატიულ ძალაუფლებას.

გათავხედებული გლეხები გააქტიურდნენ. ისინი წვავდნენ მემამულეთა კარ-მიდამოებს, ხურავდნენ სოფლების კანცელარიებს, სოფლებიდან ყრიდნენ და აძევებდნენ თავადების მსახურებს, გუშაგებს და ა.შ.

საქმე იქამდე მივიდა რომ 1905 წლის 9 მარტს საქართველოს რამოდენიმე რაიონში შემოიღეს სამხედრო მდგომარეობა.

ლადო კეცხოველი

ცხინვალში მდინარე ლიახვთან მოედანზე ამ დღეს შედგა ხალხმრავალი მიტინგი რომელზეც გამოითქვს პოლიტიკური მოთხოვნებიც და აირჩიეს 16 დეპუტატი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად //4 ქართველი, 4 ოსი, 4 ებრაელი, 4 სომეხი//.

მათ დაავალეს მოთხოვნების შემუშავება და მეფის ხელისუფლებისთვის გადაცემა.

შემდეგი უზარმაზარი მიტინგი ჩატარადა სოფელ დგვრისში.ამ მიტინგზე ერთნაირ შეხედულებებს გამოხატავდნენ როგორც ოსურად ისე ქართულად.

იმავე დღეს სოფლებიდან ჩასული გლეხების მონაწილეობით მასობრივი მიტინგი ჩატარდა ცხინვალში. ბოლშევიკების მიერ გადარეული გლეხები მიტინგობდნენ ახალგორშიც.
ბოლშევიკების მიერ გადარეულ ოს გლეხთა შეიარაღებული რაზმები მაღალმთიანი სოფლებიდან ჩავიდნენ ბარში და ბარის მკვიდრებთან ერთად დაერივნენ თავადაზნაურობას,მემამულეებს, აძევებდნენ მათ და სახელმწიფო მოხელეებს.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ გორის უეზდის უფროსს უბრძანა უეზდში ჩასულ ეისკის პოლკის ორ ასეულთან ერთად გორის უეზდის მთიდან ჩასული ოსი ყაჩაღების ისევ მთაში დაბრუნება.

მაგრამ ლენინელი კეცხოველის და მისი ხალხის მიერ გადარეულ ადამიანებს რა გააჩერებდა. მათ დაიწყეს ხელისუფლების პარალელური სტრუქტურების,გლეხთა კომიტეტების შექმნა.

ამავე დროს იქმნებოდა ორგანიზებული საბრძოლო რაზმები,წითელი ასეულები რომლებშიც ძლიერი იყო ბოლშევიკების გავლენა.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ვასო ხუბაევის და ანტონ დრიაევის რაზმები.

რევოლუციურ ბრძოლად წოდებული ყაჩაღობა და ავაზაკობა ძლიერდებოდა და იღებდა განსაკუთრებით საშიშ ფორმებს.

ბოლშევიკების მიერ გამხეცებული ოსი გლეხობა ემუქრებოდა თავად ციციშვილებს დარბევით,თავისი მამულებიდან განდევნით და სიკვდილით თუ კი ისინი არ მისცემდნენ მათ მიწებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებას. ამ ოსებმა ბევრჯერ განახორციელეს ასეთი მუქარებიც.

ამიტომ თორმეტმა თავადმა ციციშვილმა კავკასიის ნაცვალს სთხოვა მათი მამულებიდან ამ ოსების გასახლება.

რომანოვების მოხელე ნაცვალმა რა თქმა უნდა არ შეასრულა განწირული ციციშვილების თხოვნა //მსმენია რომ ოს და ვინ იცის ვინ ბოლშევიკთა გამხეცებულმა ბრბომ ციციშვილების ერთ-ერთი ოჯახი ცოცხლად შეაჭმევინა საგანგებოდ დამშეულ ძაღლთა ხროვას. ასე რომ ლენინელი ლადო კეცხოველის ნიჭიერმა მოწაფეებმა საწყალი ძაღლებიც კაციჭამიებად აქციეს. ალბათ ვინმე ციციშვილმა იცის ეს ისტორია და თუ დაწერს და გამოაქვეყნებს დიდ სამსახურს გაუწევს კავკასიის და ადამიანთა სიგიჟის ისტორიით დაინტერესებულებს, გ.მ.//.

დაიწყო ტერორი. გაწითლებულმა ოსებმა დახოცეს თავადები და ა.შ. მაჩაბელი. ერისთავი, ფავლენიშვილი, ამირეჯიბი, ელიოზიშვილი, ვეზიროვი,

ხოცავდნენ მამულების მოურავებსაც, მცველებსაც, ხელისუფლების წარმომადგენლებს…

1905 წლის აჯანყების დამარცხებამაც ვერ გააჩერა ეს მხეცები.

1917 წლის 23 აგვისტოს სოფელ ორტევში შექმნეს რევოლუციური გლეხობის კავშირი რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი კულუმბეგოვი.

მის ხელმძღვანელობაში შევიდნენ ისაკ ხარებოვი, გორა პაპუაშვილი, სინკა თედელური, კოტე გასეევი და სხვები.

მასში ძლიერი იყო ბოლშევიკთა გავლენა.

რევოლუციურ გლეხობის კავშირს ჰყავდა სამასკაციანი შეიარაღებული ბანდა.ამ ბანდიტების ნახევარმა საომარი გამოცდილება შეიძინა პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე.

ამ რაზმმმა სახელგანთქმული ისაკ ხარებოვის მეთაურობით დაიწყო ქართველი თავადაზნაურობის მამულების ლიკვიდაცია. ის აძევებდა და ხოცავდა მემამულეებს.
ამან შეაშფოთა საქართველოს მენშევიკური ხელისუფლება რომელმაც გადაწყვიტა რაზმის დაუყოვნებლად განიარაღება.

დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებას არც ისე ცოტა ოსი უჭერდა მხარს.

ხოდა საქართველოს მთავრობამ ცხინვალში გააგზავნა ჯარი ოსი კოსტა კაზიშვილის
//კაზიევის// სარდლობით. ამ ოს კაზიშვილს //თუ ყაზიშვილს, გ.მ.// სულაც არ მოსწონდა საქართველოს ნგრევა.

ოსმა კოსტა კაზიშვილმა ლადო კეცხოველის მიერ გადარეულ ოსებს მოსთხოვა ან საქართველოს გვარდიაში შესვლა ან იარაღის ჩაბარება.

1918 წლის 15 მარტს სოფელ ვანათში შედგა გაწითლებულ-გაყაჩაღებულ ოსთა მრავალათასიანი მიტინგი. იქ მოისმინეს კოსტა კაზიშვილის ბრძანება იარაღის ჩაბარების შესახებ.

ბოლშევიზმით დაავადებულმა ოსებმა კი მოითხოვეს გორის უეზდიდან ქართველი თავადაზნაურობის გაძევება და მათი მიწების გლეხებისთვის დარიგება.

ამ ოსებმა ასევე მოითხოვეს ოსი კოსტა კაზიშვილის და მისი ხალხის განდევნა ცხინვალიდან.

კაზიშვილმა კი გადარეული ოსების განიარაღება დაიწყო სოფელ ყორნისში რაზმის გაგზავნით. იქ მისმა ჯარისკაცებმა აიყვანეს 40 მძევალი და მოსთხოვეს მათ აჯანყებულთა ხელმძღვანელების გაცემა.

მაგრამ საქართველოს მთავრობის ჯარები ალყაში მოაქციეს მეზობელი სოფლების შეიარაღებულმა გლეხებმა რომლებიც ითხოვდნენ მძევლების განთავისუფლებას და კაზიშვილის და მისი რაზმის სოფლიდან წასვლას.

გვარდიელები მძევლებთან ერთად წავიდნენ ცხინვალისკენ,მაგრამ მათ თავს დაესხნენ აჯანყებულები რომლებმაც გაანთავისუფლეს მძევლები.

1918 წლის 18 მარტს ცხინვალის განაპირას სოფელ დგვრისში შედგა მრავალათასიანი მიტინგი რომელშიც მონაწილეობდნენ რევოლუციური ანუ გაყაჩაღებული გლეხობის კავშირის დელეგატებიც და მენშევიკების წარმომადგენლებიც,მათ შორის გ.გაგლოევი და კ.ნინიძე.

მიტინგზე იყვნენ კ.კაზიშვილი,უეზდის კომისარი გ.მაჩაბელი და გამოჩენილი მენშევიკი ს.კეცხოველი.

ყაჩაღების მონაწილეობით გამართულ მიტინგზე რა თქმა უნდა ატყდა სროლა. რევოლუციონერებად წოდებულები თავს დაესხნენ საქართველოს სამთავრობო ჯარებს ცხინვალში.

სასაკლაო მეორე დღესაც გაგრძელდა ცხინვალის ქუჩებში.

ლადო კეცხოველის ნიჭიერმა მოწაფეებმა საღამოსთვის აიღეს ქალაქი.

მათ დახოცეს კოსტა კაზიშვილი, გ.მაჩაბელი და ს. კეცხოველი.

800 ქართველი გვარდიელი ტყვედ ჩავარდა.

გაძარცული და დარბეული ცხინვალი და მისი არემარე იყო ლადო კეცხოველის და მისი ამხანაგების მიერ გადარეული ოსების ხელში.
———————————————————————————————————–

გაზეთმა “საქართველომ” ამ აჯანყების შესახებ ინფორმაცია მკითხველს გორის მაზრის თანაშემწის გოგუას საშუალებით მიაწოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ გოგუა “პირდაპირი მავთულით” დაუკავშირდა თბილისს. შემდეგ ტექსტში თხრობა გაგრძელდა პირველ პირში; შეიქმნა განცდა, რომ გოგუა პირდაპირ ტელეფონით ესაუბრებოდა “საქართველოს” მკითხველს. მისი ნათქვმიდან გაირკვა, რომ გორის მაზრის უფროსმა გიორგი  მაჩაბელმა ისე, რომ დახმარებას არ დაუცადა, აჯანყებულ ცხინვალში შესვლა გაბედა. მას ამიერკავკასიის არმიის 400 გვარდიელი ახლდა თან. აჯანყებულ ოსებს მაჩაბლისათვის დაკავებული 4 ოსის გადმოცემა მოუთხოვიათ, ჩვენ თვითონ გავასამრთლებთო. უარი რომ მიიღეს, არმიას ცეცხლი დაუშინეს, 4 ადამიანი მაშინვე დაიღუპა, “არანაირმა მოლაპარაკებამ არ გასჭრა, 188” _ ამბობდა გოგუა.

“მაჩაბელი და კოსტა კაზიშვილი მოჰკლეს. ეძებდნენ: გაგლოევს, სანდრო კეცხოველს, კაპანაძეს, არჯევანიძეს და სხვებს. ჩვენ მათი გადარჩენის იმედი არა გვაქვს. …ოსები იტყვიან: ქართველები უნდა განვდევნოთ და ჩვენები უნდა დასახლდნენ მათ ადგილასო. ცხინვალში დიდძალი ოსობა ჩამოვიდა. ამჟამად გორში მდგარი ოსების პოლკი 300 კაცისგან შედგება. ამბობენ, რომ ცხინვალიდან კვლავ ჩადიან პოლკის გასაძლიერებლად”189.

საგაზეთო მასალაში მოყვანილია საგულისხმო ფაქტი. აჯანყებას ხელმძღვანელობდა ოსი ეროვნების პირი ხარებოვი, რომელმაც გაზეთის ინფორმაციის თანახმად აჯანყებამდე რამდენიმე ხნით ადრე “ხულიგანი ბრბო” შეადგინა და გორის თავადაზნაურობა ამოწყვიტა. მაზრის უფროსს გიორგი მაჩაბელს იგი არ დაუსჯია და უთხოვია, “როგორც შეგნებული პირი” ანარქიასთან ბრძოლაში დამეხმარეო. ეს სულგრძელობა ახალგაზრდა ჩინოვნიკ მაჩაბელს ძვირად დაუჯდა, რადგან ცოტა ხანში ხერებოვმა დიდი აჯანყების მოწყობაში მიიღო მონაწილეობა, ამ აჯანყებაში კი გიორგი მაჩაბელი მხეცურად მოკლეს.

აჯანყების შესახებ დეტალური მასალა გამოაქვეყნდა გაზეთმა “სახალხო
საქმემ”, რომელიც “საქართველომ” მთლიანად შემოკლების გარეშე გადმობეჭდა.
ავტორის თქმით, შიდა ქართლში დაძაბულობა 16 მარტს დაიწყო. ამ დღეს ცხინვალს ოსთა დელეგაცია ესტუმრა და მენშევკური მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლებს შემდეგი მოთხოვნა წაუყენა:
“1) დაუყოვნებლივ დაგვიყავით მიწები
96
2) გორის მაზრიდან გააძევეთ რევოლუციურ ორგანიზაციებში მომუშავე
შემდეგი პირნი: კოსტა კაზიშვილი, სოსიკო გოგინოვი, შაქრო კასრაძე და ილია
მაისურაძე
3) გორის მაზრიდან გააძევეთ ყველა თავადი და აზნაური
4) მოგვეცით სიტყვისა და კრების თავისუფლება”190.

ამ მოთხოვნების განსახილველად ცხინვალში მუშათა და გლეხთა საბჭო შეიკრიბა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არც იყო, რომ მთებში ჩაასაფრებულმა აჯანყებულებმა სროლა ატეხეს. მათთან გაეშურა ადგილობრივი ადმინისტრაციის 6 მოხელე, რომელსაც თან ახლდა ოსთა მიერ გამოგზავნილი დელეგაციის წევრი ვინმე ჩოჩიევი. ამ დელეგაციას აჯანყებულმა ოსებმა ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს და სროლა აუტეხეს. სროლა “მათიანს”, ჩოჩიევს ძლივს შეუჩერებია.

17 მარტს ცხინვალში გორის მაზრის უფროსი გიორგი მაჩაბელი ჩავიდა. იგი წაყენებული 4 მოთხოვნიდან ყველას შესრულებას დაჰპირდა აჯანყებულებს, გარდა გორის მაზრიდან თავადაზნაურების გაძევებისა. აჯანყებულების მოთხოვნით, ამის შესახებ განცხადება მაჩაბელს საჯაროდ, სპეციალურად შეკრებილ მიტინგზე უნდა გაეკეთებინა.

18 მარტს, დილით დვრისის მოედანზე მართლაც შეიკრიბა მიტინგი და ადგილობრივმა ადმინისტრაციამ აჯანყებულ ოსებს საჯაროდ დაუდო ზემოთხსენებული პირობა. თუმცა, აჯანყებულებმა ახლა სხვა პირობაც წამოაყენეს. კერძოდ, მენშევიკურ მთავრობას უნდა გაეთავისუფლებინა პატიმრები : ხარებოვი და ფილიშვილი. მიტინგზე გამოვიდა ცხინვალის კომისარი ყულუმბეგოვი, რომელიც ამბობდა, რომ ოსებს არ უნდა მოეცადათ თავიანთი მოთხოვნების შესრულებისათვის.

“… მოთმინება კმარაო. ბოლო სიტყვების დროს ორივე ხელები მაღლა აუქნევია, ამ ნიშნის შემდეგ ატეხილა სროლა ორის მხრიდან: ზღუდრის კარიდან და ნაცარგორიდან. თავზარდაცემული ხალხი დაშლილსა და მუცელზე ხოხვით მოშორებია მოედანს ”191, წერს კორესპონდენტი. ასე დაიწყო 5 დღიანი განუკითხაობა ცხინვალში. აჯანყებულებმა დაარბიეს დუქნები, მაღაზიები, ამიერკავკასიის მტავრობის ჯარს ყუმბარებს ესროდნენ.
97
“ალაგ-ალაგ ბრბოს უმკლავდებოდნენ გიორგი მაჩაბელი, კოსტა კაზაშვილი, ილია მაისურაძე და სხვები. მავთულები გორსა და ცხინვალს შუა წინადვე გადაეჭრათ და გორიდან მაშველი ჯარის მოლოდინი არავის ჰქონია. ხიდის ყურეზე ტყვიის მფრქვეველი მდგარა, აქ მძიმედ დაუჭრიათ გიორგი მაჩაბელი და შემდეგ საავადმყოფოს წინ მოუკლავთ. ამავე ადგილას გიორგისავით მოვალეობის მსხვერპლი გამხდარა კოსტა კაზაშვილიც. სანდრო კეცხოველი ხიდის ყურეზე მდგარა, მოუკლავთ ისიც და მიცვალებულის გვამი ბრბოს სასტიკად დაუსახიჩრებია”192.

ცხინვალელები გაიქცნენ, ხოლო აჯანყებულებმა მათი სარჩო-საბადებელი გაზიდეს.. “მათ უბატონიათ ცხინვალში 22 მარტის შუადღემდე, როდესაც გაუგიათ გორიდან წამოსული ჯარის ამბავი, აჩრულად დაუტოვებიათ ქალაქი”. ცხინვალის მეამბოხე კომისარი ყულუმბეგოვი ამიერკავკასიის ჯარებმა დააპატიმრეს. ცხინვალის ადგილობრივი მოსახლეობიდან არავინ დაიღუპა. მოკლეს მხოლოდ ღრმად მოხუცებული და ქართლში საკმაოდ ცნობილი კაცი შაქრო მაჩაბელი. “ამის მოკვლის მიზეზი, როგორც გადმოსცეს ისა ყოფილა, რომ ცოცხალი ვერ მოაშორეს ვერაგულად მოკლულს ძმისწულს გიორგი მაჩაბელს”193, წერდა გაზეთი.

 

  ————————-
         

აგერ ბატონებო და ქალბატონებო ფრანგულადაც:      
” En Géorgie,en Moldavie,le KGB a poussé les minorités nationales à la révolte. Moscou a délibérément armé les Abkhazes,les Ossètes et les Gagauzes afin d’affaiblir;de vassalizer la Géorgie et lq Moldavie.’ Si Moscou a “protégé” les Gagauzes en Moldavie;les Abkhazes et les Ossètes en Géorgie,c’est moins par sympathie pour les petites nations “opprimées”;qu’afin de dépecer,de morceler;de démembrer la Moldavie et la Géorgie par le biais de l’autonomie concédée aux territoires peuplés de minorités” (Eric Nguyen,Les nationalismes en Europe,quête d’identité ou tentation de repli? Le Monde Poche,Le Monde,Marabout,1998,p.72-73).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s