კრიზისი,ოპტიმიზმიდან ნიჰილიზმისკენ

 Schopenhauer.jpg

არტურ შოპენჰაუერი, 1788 წლის 22 თებერვალი

 

კრიზისები, კრიზისები…ოპტიმიზმ-პროგრესიზმიდან პესიმიზმ-ნიჰილიზმამდე. კრიზისი ჯერ თავშია

 

და დღევანდელი კრიზისი დაიწყო მე-18 საუკუნეში, კრიტიკული გონების საუკუნეში.,რომელსაც დაარქვეს განმანათლებელთა ხანა.

 

ჩათვალეს რომ გონება, რაციო არის ბუნებრივი სინათლე რომელიც  ანათებს ყოველ ინდივიდს და მიუძღვის მას სრულწლოვანებისკენ.  გონება აძლევს ადამიანს ავტონომიის მოპოვების,  საკუთარი თავით აზროვნების , რელიგიური და პოლიტიკური ავტორიტეტის უარყოფის შესაძლებლობას.  ესეთია განმანათლებელთა ხანის ადამიანის ამოცანა.

 

გონება არაა ზევიდან მოსული , თანდაყოლილი და ცხადი, გარკვეული იდეების გამნათებელი სინათლე. გონება აღარც მეტაფიზიკური გონებაა.

გონება არის ყოველ ადამიანში არსებული ბუნებრივი სინათლე,კრიტიკის უნარი, რომელიც ეფუძნება გამოცდილებას.

 

კანტი//1724-1804// 1784 წლიდან ამბობდა რომ განმანათლებლობა არის არასრულწლოვანი ადამიანის გადაქცევა სრულწლოვან, პასუხისმგებელ ადამიანად.

 

გაბედე  შენი საკუთარი გონების გამოყენება ! აი განმანათლებელთა დევიზი.

 

ადამიანი არის არსება რომლის სრულყოფაც  შესაძლებელია. მან უნდა ისწავლოს.

ყველას  აქვს გონება, მაგრამ ბევრი უვიცია.  განმანათლებლებმა გადაწყვიტეს ცოდნის გავრცელება, ყოველი ადამიანის აღზრდა.

 

ადამიანებმაც ისწავლეს წერა-კითხვა, მკითხველთა რაოდენობა გაიზარდა და იდეები გავრცელდა.

გამრავლდა ლიტერატურული სალონები სადაც  ერთმანეთს ხვდებოდნენ ინტელექტუალები, მოაზროვნეები,  ხელოვანები და განათლებული არისტოკრატები.

 

დიდრო //1713-1784// და დალამბერი  წერენ კოლექტიურ მონუმენტურ ნაშრომ ენციკლოპედიას  რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ  ბუფო, რუსო, მონტესკიე და ვოლტერი.

 

ენციკლოპედია იყო მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელობათა ლექსიკონი რომლის მიზანიც იყო  მთელი იმდროინდელი ცოდნის შეგროვება და გავრცელება.

 

პოლიტიკურადაც აქტიური გონება

 

გამოცდილება-ექსპერიმენტი მეტაფიზიკის წინააღმდეგ

 

კრიტიკული, თავისუფლების და ავტონომიის წყარო გონება დაუპირისპირეს მეტაფიზიკას.

 

განმანათლებელთა გონება  ცრურწმენების გარდა დაუპირისპირდა ეკლესიას და რელიგიას. ეს გონება უარყოფდა ქრისტიანობას.

დიდრომ თავი გამოაცხადა მატერიალისტად და თქვა რომ ის ჯერ ადამიანია და მერე ქრისტიანი.  ვოლტერმა ეკლესია გამოაცხადა ფანატიზმის წყაროდ და საერთოდ მოითხოვა ეკლესიის გასრესა.

 

მაგრამ ფილოსოფოსები არ უარყოფდნენ  მთელ რელიგიას.  მატერიალისტები აცხადებდნენ მათ ათეიზმს,  მაგრამ ყველას არ უნდოდა რელიგიის სრული უარყოფა.  მათ ერჩივნათ ბუნებრივი რელიგია რომელიც წინ წამოსწევს  ადამიანის უშუალო ურთიერთობას ღმერთთან  და უპირისპირდება გამოცხადების რელიგიას და მის რიტუალებს.

 

ვოლტერი საკუთრივ ფილოსოფიურ რელიგიად მიიჩნევდა დეიზმს.

წესრიგი რომელსაც გვიჩვენებს ბუნება გვეუბნება რომ არსებობს ასე ვთქვათ დიდი მესაათე, ბუნების მმართველი კანონმდებელი ძალა.

ბუნებრივი რელიგია ეფუძნება  გონებას.

 

პროგრესის იდეა. მეცნიერული და ტექნიკური პროგრესი.

 

დაიჯერეს რომ ისტორია არის აუცილებელი სვლა ცუდიდან და კარგიდან უკეთესისა და საუკეთესოსკენ.

 

 მე-17 საუკუნეში გალილეისთან და  ნიუტონთან ერთად გაჩნდა თანამედროვე ფიზიკა.  მე=18 საუკუნე  მრავალი აღმოჩენის საუკუნეა, მაგ ლავუაზიესთან //1743-1794// გაჩნდა თანამედროვე ქიმია.  პარალელურად განვითარდა მიწათმოქმედების ტექნიკა.  ორთქლის მანქანამ შესაძლებელი გახადა ინდუსტრიის განვითარება და ხელი შეუწყო ეკონომიკის აღმავლობას.

გაცხადდა ეკონომიკური ლიბერალიზმი. ესაა ინდუსტრიული ცივილიზაციის დასაწყისი.

 

ზღვაოსნობის პროგრესმა  გსხსნა ახალი კარიბჭეები და გაავრცელა  კანონების და რელიგიების უღელს ქვეშ მგმინავი ევროპელისგან რადიკალურად განსხვავებული კარგი და კეთილი ველურის მითი.  რომელზეც ლაპარაკობდა რუსო მეორე სიტყვაში.

ის ამბობდა უსწავლელ-უვიცი ველური ჯობია ცივილიზაციით გარყვნილ ადამიანს.

 

რუსო აკრიტიკებდა  თანამედროვე ცივლიზაციას,  მან მოახდინა გრძნობების და ემოციების რეაბილიტაცია.  და ამან გზა გაუხსნა უფრო მომდევნო საუკუნეში გავრცელებულ რომანტიზმს.

 

ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის გაჩენა

 

ჩათვალეს რომ რელიგიის და სამართალის ნორმაა ბუნება.

 

ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ  პოზიტიურ სამართალს  დაუპირისპირდა ადამიანის ბუნებაზე დაფუძნებული ბუნებრივი სამართალის იდეა.

 

ყოველმა ადამიანმა შეიძლება მოითხოვოს უნივერსალური, საყოველთაო  და განუსხვისებელი სამართალი, უფლებები.

 

უნდათ მონარქიის ღვთაებრივი  სამართალის და უფლებების შეცვლა  ხალხის სამართალით და უფლებებით  სა ითხოვენ ხელისუფლების დემოკრატიულ განაწილებას.

 

მე-18 საუკუნის მთავარი მოვლენები, ამერიკის და საფრანგეთის რევოლუციები  გვიჩვენებენ მისწრაფებას თავისუფლებისკენ .ისინი უარყოფენ არალეგიტიმურად გამოცხადებულ  ხელისუფლებას.

 

გამოცხადდა რომ  ადამიანებმა თვითონ უნდა მართონ თავისი თავისი გონების მეშვეობით.

 

მწერალმა, ფილოსოფოსმა და მუსიკოსმა ჟან-ჟაკ რუსომ //1712-1778//  განაცხადა რომ  ბუნებამ შექმნა ბედნიერი და კარგი ადამიანი, მაგრამ საზოგადოებამ , ცივილიზაციამ  დააბეჩავა და გადააგვარა ეს  კარგი და ბედნიერი არსება.  მდგომარეობის გამოსასწორებლად, საზოგადოების გასაუმჯობესებლად მან წამოაყენა  სოციალურ კონტრაქტზე დაფუძნებული საზოგადოების იდეა.

რესპუბლიკელმა და სოციალურ უთანასწორობასთან მებრძოლმა რუსომ  დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციის მომწყობ პოლიტიკოსებზე

 

 

 

//  მაგრამ   ქრისტიანული ტრადიციული ცივილიზაციის  უხეშად,მკვეთრად  და რადიკალურად უარყოფას მოყვა გილიოტინა სასტიკი და დაუნდობელი ტერორი,  საფრანგეთის მხარე ვანდეის აოხრება გადაბუგვა, მის მკვიდრთა ჟლეტა, ნაპოლეონი, მისი ომები,  პარიზის აღება რუსი კაზაკების მიერ,  და ისეთი პროგრესი რომ დიდი ფრანგი  მხატვარი გოგენი გაიქცა საფრანგეთიდან და სადღაც დაიღუპა ოვერდოზით,  სახელგანთქმულმა ფრანგმა  მწერალმა ჟერარ დე ნერვალმა კი შუა პარიზში ჩამოიხრჩო თავი და  ა. შ.//

 

აი ამაზე რეაქცია იყო რომანტიზმი.

 

განმანათლებელთა ხმელი რაციონალიზმის საწინააღმდეგოდ  მე-18 საუკუნის ბოლოს გაჩნდა და მე-19 საუკუნეში განვითარდა რომანტიზმი რომელსაც ერჩივნა გრძნობა და ემოცია, ინტუიცია, ფანტაზია.

 

ცივ და ხმელ გონება-რაციონალიზმს არ შეუძლია სულის  და ბუნების მეობის  გაგება.

 

განმანათლებელთა მიერ უარყოფილი სულის და ბუნების მეობა განაცხადა შელინგმა // 1775-1854//.  ეს ბუნება იხსნება მისტიკურ განცდაში და გენიოსის მიერ შექმნილ ხელოვნების ნაწარმოებში.

გავრცელებული ფორმებისგან შორს მყოფი ხელოვნება თავისუფლდება  რათა გადაიქცეს სუბიექტის გაბსაკუთრებულობის გამოხატულებად.

 

ნოსტალგიით შეპყრობილი რომანტიკოსის სული ეძებს მეს და სამყაროს ერთიანობას.

 

რომანტიზმი განადიდებს  გონების გამამარტივებელ უნივერსალიზმთან დაპირისპირებულ მეს, თავისუფალ ინდივიდუალობას.

 

ნოსტალგიით შეპყრობილი რომანტიკოსის სული ეძებს აბსოლუტს და ადამიანში და ბუნებაში ხედავს ღვთაებრივი სიდიადის გამოხატულებას.

რომანტიზმი ხელს უწყობს ქრისტიანობის პრინციპებისადმი ერთგულების დაბრუნებას.

 

განსაკუთრებულ ისტორიულ კონტექსტში, მაშინ როდესაც  საფრანგეთში მყარდება ტერორი,  განმანათლებელთა კოსმოპოლიტიზმის საწინააღმდეგოდ ჩნდება და ვრცელდება ეროვნული  გრძნობა.

ფიხტესთან // 1762-1814//  ერთად  აღფრთოვანებული არიან ეროვნული სახელმწიფოთი, გატაცებული არიან ეროვნული ტრადიციით და კულტურით.

 

გერმანული იდეალიზმი

 

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიაში  განვითარდა იდეალიზმი.

 

იდეალიზმია ყველა ფილოსოფიური თეორია რომელთა თანახმადაც  რეალობის უმაღლესი ბუნება ეფუძნება  სულს, აბსტრაქტულ ფორმებს ან მენტალურ წარმოდგენებს.

ცოდნის  ფილოსოფიის  თვალსაზრისით  იდეალიზმი // რეალობა აბსტრაქტულია, მენტალურია// უპირისპირდება რეალიზმს რომელიც აცხადებს რომ გარეშე სამყარო არსებობს ცნობიერებისგან და ამ რეალობაზე ცოდნისგან დამოუკიდებლად.

სულის ფილოსოფიის თვალსაზრისით  იდეალიზმი // რეალობა სულია// უპირისპირდება მატერიალიზმს  რომელიც აცხადებს რომ უმაღლესი რეალობაა მატერია.

 

ჩვეულებრივ სამეტყველო ენაში იდეალიზმი არის დამოკიდებულება ადამიანისა რომელიც აზროვნებს და მოქმედებს გარკვეული იდეალის შსაბამისად

 // ვიკიპედიიდან//.

 

იდეალიზმი არის ფილოსოფიური დოქტრინა რომლის თანახმადაც სამყარო არის სუბიექტის წარმოდგენა, სამყარო არ არსებობს მისი გამააზრებელი სუბიექტის გარეშე.

 

 

 

 

 

 

 

ოპტიმიზმსა და განხიბლვა-იმედგაცრუებას შორის

 

ისევ სწამთ მეცნიერების და ტექნიკის უსაზღვრო პროგრესისა და ეს რწმენა ძლიერდება.

განმანათლებელთა საუკუნემ  მეცნიერებაში ექსპერიმენტის და დაკვირვების მნიშვნელობა //  დაივიწყეს რომ ეს კარგად ესმოდა პარაცელსსაც//. მე-19 საუკუნემ  დაადასტურა და გააგრძელა ეს ტენდენცია. … ჩარლზ დარვინმა //1809-1882//  მოიგონა ევოლუციის  თეორია პასტერმა //1822-1895// თავისი გამოგონებებით წინ წასწია მედიცინა.  გაჩნდა სოციოლოგია და ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, აღმავლობას განიცდიდნენ ისტორია, ლინგვისტიკა, ეკონომიკა. უკვირდებოდნენ მათემატიკის საფუძვლებს,  ლობაჩევსკიმ და რიმანმა მოიგონეს ახალი არაევკლიდური გეომეტრიები.

 

პოზიტივიზმი და სციენტიზმი

 

მეცნირების და ტექნიკის პროგრესმა გზა გაუხსნა პოზიტივიზმს  რომლის ერთ-ერთი მთავარი  წარმომადგენელია ოგიუსტ კომტი // 1798-1857//. მაშინ მეცნიერული მიდგომა  ითვლებოდა  ცოდნის გაღრმავების  ერთადერთ  მოდელად.

 

მაგრამ მე-19 საუკუნის  მეორე ნსხევრიდან  პოზიტივიზმი გადაიქცა სციენტიზმად, თითქმის რელიგიად რომლის თანახმადაც  მარტო მეცნიერებას  ძალუძს კაცობრიობი ხსნა და მის პრობლემათა გადაწყვეტა.

მეცნიერება სიცოცხლის ყველა სფეროში დამკვიდრდა როგორც ღირებულება და მეთოდი.

მხოლოდ საუკუნის ბოლოს  დადგა ეჭვს ქვეშ  მეცნიერების ესოდენ გადამეტებული დაფასება.

 

განხიბლვა-იმედგაცრუება

 

 

მე-19 საუკუნეში თითქოს ბატონობდა ოპტიმიზმი,  მაგრამ მარგინალური ფილოსოფოსები  დაუპირისპირდნენ როგორც ჰეგელის სისტემას ისე პოზიტივიზმს.

 

შოპენჰაუერმა //1788-1860//  განავითარა პესიმიზმით გაჟღენთილი ფილოსოფია რომელიც უარყოფდა ბედნიერების შესაძლებლობას.

ის სულაც არ იზიარებდა მის თანამედროვეთა ენთუზიაზმს პროგრესის თაობაზე.

ის კრიტიკულად უყურებდა არსებობას და მოუწოდებდა ასკეტიზმისკენ, სიცოცხლის  სურვილის უარყოფისკენ.  პროგრესიზმ-ჰედონიზმის საწინააღმდეგო უკიდურესობაში გადავარდნილი შოპენჰაუერის აზრით  სიცოცხლე არის ტანჯვის წყარო.

 

კიერკეგორი //1813-1855// დაუპირისპირდა სისტემის სულს. მან დააფასა არსებობა და სუბიექტურობა და გზა გაუხსნა  ეგზისტენციალიზმს რომელიც გავრცელდა მეოცე  საუკუნეში.

 

ნიცშემ // 1844-1900//   კი // მარქსთან ერთად//  დაიწყო ეჭვის დილოსოფიები  რომლებიც ფარდას ხდიან ადამიანის დამატყვევებელ ილუზიებს.

ნიცშე მწვავედ აკრიტიკებს ფილოსოფიებს და რელიგიებს და აცხადებს რომ მოდის ნიჰილიზმის ანუ  უმაღლეს ღირებულებათა და იდეალების უარყოფის,

მათი გაფასურება-დაკარგვის ხანა.

 

ყველა ეს მოაზროვნე უარყოფს სამყაროს რაციონალურად გაგების და ორიენტირების ტენდენციას.

 

ისინი აჩვენებენ სამყაროს აბსურდულობას, ან, სულ მცირე, მის დაუყვანელობას კონცეფციაზე  და მონაწილეობენ მიღებულ ტრადიციულ ღირებულებათა უარყოფის პროცესში.

 

სოციალური მუტაციები ზრდასა და დეკადანსს შორის

 

ტექნიკური წინსვლა ხელს უწყობს ინდუსტრიულ რევოლუციას. ორთქლის მანქანის გამოგონების შემდეგ შეიცვალა წარმოების ფორმები. ეკონომიკური ლიბერალიზმი ამხნევებს ინდუსტრიის განვითარებას და მასში ხედავს საზოგადოების  გამდიდრების შესაძლებლობას.

 

მიუხედავად ამისა კაპიტალისტურ გამდიდრებას აქვს ცუდი მხარეც.  ამ გამდიდრებასთან ერთად  სულ უფრო და უფრო ღარიბდებიან მუშები., ზრდას თან ახლავს სიღატაკე  და შრომის პირობები სულ უფრო და უფრო მიუღებელია.  ეს რეალობა წინ წამოსწევს სოციალურ საკითხებს.

 

ფილოსოფია ახალი პრობლემების პირისპირ

 

ტოკვილი // 1805-1859// ფიქრობს თავისუფლების და სოციალური თანასწორობის შერიგების შესაძლებლობაზე.

მარქსი // 1818-1883//  და ენგელსი //1820-1895// გმობენ ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას  და მიზნად ისახავენ მსოფლიოს გარდაქმნას.

ისტორიული მატერიალიზმი უპირისპირდება  ჰეგელის იდეალიზმს და ამტკიცებს რომ  კაპიტალიზმი მხოლოდ დროებითი  მოვლენაა, რომ ისტორია მიდის  უკლასო საზოგადოების და კომუნიზმის დამყარებისგენ.

სოციალისტური იდეების გავრცელებას ხელს უწყობდა უთასწორობათა ზრდა და სიღატაკის გაძლიერება.  ფილოსოფია იქცა პრაქტიკულ, მოქმედ და მებრძოლ აზრად.

 

 

პესიმისტი შოპენჰაუერი // 1788-1860//

 

ბანკირთა მდიდარი ოჯახიდან გამოსული არტურ შოპენჰაუერის მამას უნდოდა რომ მისი შვილი გამხდარიყო კომერსანტი.  შეგირდობა-მოწაფეობის შემდეგ მან არტური გაუშვა სამოგზაუროდ ევროპაში.

 

ბოლოს და ბოლოს უნივერსიტეტში მისულმა ახალგაზრდა არტურმა  აღმოაჩინა პლატონი, კანტი, აღმოსავლური რელიგიები. ფიხტეს  კურსის მსმენელი არტური აკრიტიკებდა  ფილოსოფოსის «  გიჟურ ყბედობას ».

 

ხანგრძლივი ხეტიალი უდაბნოში

 

მარტოსულმა შოპენჰაუერმა განიცადა მრავალი მარცხი და თითქოს ამან კვება მისი პესიმიზმი და ცინიზმი.

მან ძალიან ადრე დაწერა თავის მთავარი ნაშრომი  « სამყარო როგორც  ნება და წარმოოდგენა » 1819 წელს გამოქვეყნებულ ა ნაშრომს მაშინ არ ქონია არანაირი წარმატება.

.შოპენჰაუერი ასწავლიდა ბერლინში იმავე  დროს როდესაც ჰეგელი,  მაგრამ  ის მალე წავიდა ფრანკფურტში.

 

ბოლოს და ბოლოს სასურველი აღიარება

 

 

მან დაწერა Parerga et paralipomena  და ამან როგორც იქნა გაუთქვა სახელი.

 

მაგრამ მისმა მთავარმა ნაშრომმა  « სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა »,რომელიც  მეორედ გამოიცა 1859 წელს, პოპულარობა მოიპოვა მხოლოდ  შოპენჰაუერის სიცოცხლის ბოლოს

 

ძირითადი დებულებები

 

პესიმიზმის ფუძემდებელი  შოპენჰაუერი  დაუპირისპირდა გერმანელი ფილოსოფოსების დიდ რაციონალისტურ სისტემებს, განსაკუთრებით ჰეგელს.  მაგრამ შოპენჰაუერი აღიარებდა რომ ის დიდაა დავალებული კანტისგან.

 

სამყარო არის ჩემი წარმოდგენა.

 

კანტის მსგავსად შოპენჰაუერი სამყაროს // საგანს თავისთავად// განასხვავებს წარმოდგენისგან  როელიც ჩვენ გვაქვს ამ სამყაროს შესახებ // ფენომენი// .

ჩვენ არ ვიცით თუ რა არის სამყარო როგორც ასეთი, სამყარო თავისთავად.

 

ჩვენი სულის მიერ აგებული სამყარო ფიქტიურია, ილუზორულია.  ისაა წარმოდგენა რომელიც გვექმნება  ილუზიის, ბრაჰმანული ცნებებით მაიას, ფარდიდან ნანახით და მეტი არაფერი.  სამყარო როგორც წარმოდგენა მოჩვენებითობათა სამყაროა.

 

სამყარო როგორც ნება

 

მაგრამ შინაგანი აზროვნება მისაწვდომს ხდის რეალობას. აქ

 შოპენჰაუერი  შორდება კანტს.

საგანი თავისთავად არაა შეუცნობადი.  მოჩვენებითობათა საფარველის გაგლეჯა შესაძლებელია.

 

შინაგანი განცდა და გამოცდილება  ინტუიტიურად გვაჩვენებს ადამიანის და მთელი სამყაროს არსს. ესაა  ნება, სიცოცხლის სურვილი.

ყველაფერ არსებულს არაორგანულიდან ადამიანამდე ასულდგმულებს  დაუსაბამო და უსასრულო სიცოცხლის სურვილი.

სამყარო როგორც ნება რეალობაა და ესაა უგონო, უმიზეზო, ბრმა  ნების  აბსურდული რეალობა.

 

ბედნიერება მიუწვდომელია.

 

ადამიანი არსებითად არის სიცოცხლის სურვილი  და ამიტომ ბედნიერება როგორც  სრული  დაკმაყოფილება და სრული კმაყოფილება  მისთვის უიმედოდ მიუწვდომელია.

 

მუდამ განახლებადი წადი;ლის მორჩილი ადამიანი თავიდან იტანჯება და განიცდის რაღაცის ნაკლებობას.

კმაყოფილებას როგორც ტანჯვის არარსებობას ადამიანი მალე მიჰყავს მოწყენილობამდე.

კმაყოფილება მხოლოდ ტანჯვის არარსებობაა. ის დიდხანს ვერ გაგრძელდება იმიტომ რომ წადილი მუდამ ისევ  ჩნდება.

 

 

ადამიანს ვერ ექნება სრული კმაყოფილებით მონიჭებული მოსვენების იმედი.

ეს მხოლოდ ილუზიაა :

 

  «  მთელი ჩვენი ცხოვრება როგორც ქანქარა ქანაობს მარჯვნიდან მარცხნისკენ, ტანჯვიდან მოწყენილობისკენ «  //  « სამყარო როგორც ნება და როგორც წარმოდგენა »///.

 

სიცოცხლის სურვილის უარყოფა

 

შოპენჰაუერი გვეუბნება რომ  სიცოცხლის სურვილს ჩვენთვის მოაქვს უბედურება, უკმაყოფილება, წუხილი, მოწყენილობა  და ამიტომ უარი უნდა ვთქვათ ამ სურვილზე.

 

სიბრალულზე, ხელოვნებაზე და ასკეტიზმზე ორიენტირებული მორალი გააადვილებს ამ უარყოფას.

 

სიცოცხლის სურვილით  ანთებულ ადამიანს  უნდა თავისი წადილების აღსრულება.

 

ჰობსის მსგავსად შოპენჰაუერიც ამბობს რომ  ადამიანი არსით  ეგოისტია მიუხედავავად იმისა რომ ყოველი ადამიანი გამოხატავს ერთი და იგივე საყოველთაო უნივერსალურ ნებას.

უნდა ავწიოთ მაიას, ილუზიის ფარდა და დავინახავთ  არსებათა ერთიანობას, გავიგებთ რომ  ყოველი ინდივიდი არის უნივერსალური, საყოველთაო , მასზე უფრო დიდი და მისი მომცველი  ნების გამოხატულება.  სხვასთან მებრძოლი  არსების ეგოიზმი საბოლოო ანგარიშით ბრუნდება ამ არსების წინააღმდეგ.

 

ადამიანის არსებობის ტრაღიზმის და არსებათა ერთიანობის  გაგებიდან გამომდინარე  თანაგრძნობა და სიბრალული საყოველთაო უბედურების გამო  განავითარებს ალტრუიზმს და შეამცირებს ეგოიზმის ცუდ შედეგებს.

 

მაგრამ სიბრალული ვერ სპობს ტანჯვას.

სწორედ მაშინ შოპენჰაუერი  სიცოცხლის სურვილის უარყოფას ხედავს  უანგარო ესთეტიკურ ჭვრეტაში .

ხელოვნება არსის გამოხატულებაა  და გვაშორებს ყოველგვარი ეგოცენტრული საზრუნავისგან. , ის გვანთავისუფლებს წადილების ტირანიისგან.

 

ასკეტიზმი, ჭეშმარიტი სიბრძნე

 

ესთეტიკური ჭვრეტა ხანმოკლეა და აუცილებელია სიცოცხლის სურვილის  უარყოფის უფრო გრძელვადიანი და უფრო რადიკალური ფორმა.

შოპენჰაუერი შთაგონებულია  ბუდისტური განდგომით, რომელსაც მივყავართ  ნირვანას შესაბამის სიმშვიდემდე.

 

ჭეშმარიყ სიბრძნეში ადამიანი მიდის ნებაყოფლობით  უარყოფა თავის გაწირვამდე,  უდრტვინველობამდე, ბედისადმი მორჩილებამდე, ჭეშმარიტ სიმშვიდემდე და სურვილის შეწყვეტამდე. …

 

.// ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ  ფრანგი ფილოსოფოსი Katy Grissault-ის დიდებულ წიგნში  « ფილოსოფიის 50 საკვანძო ავტორი » //  50 auteurs-clés de philosophie, პარიზი 2010//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s