კრომანიონელმა შეჭამა ნეანდერტალელი

 

მარკ შაგალი, კაენი და აბელი //191//

მარკ შაგალი, კაენი და აბელი//1960//

 

 კრომანიონელმა კაენმა შეჭმა ნეანდერტალელი აბელი.  ძმათამკვლელობა დღესაც გრძელდება. უშველოს კაცობრიობას უფალმა.

სად იყო ნეანდერტალელი ადამიანი ანუ სად არის  ჩვენი ძმა აბელი ?

 

 

 

ნეანდერტალელი ადამიანითანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი და პითეკანტროფის შთამომავალი. ცხოვრობდა ქვედა და შუა პალეოლითის ხანაში. სიმაღლით 160 სმმდე, ჯმუხი, შედარებით მოკლე ქვედა და გრძელი ზედა კიდურებით, წინ წაწეული თავკისერით. თავის ქალის მოცულობა დაახლოებით 1400-1700 კუბ.სმ., შუბლი დაქანებული ჰქონდა, წარბზედა ლილვი მკვეთრად გამოხატული, ნიკაპის ბორცვი არ იყო გამოკვეთილი, ხერხემალითანამედროვე ადამიანებისათვის დამახასიათებელი ნადრეკების გარეშე, ტერფი შედარებით ბრტყელი. დაერქვა ხეობა ნეანდერთალის მიხედვით (დიუსელდორფი, გერმანია), სადაც 1856 წელს პირველად აღმოაჩინეს მისი ჩონჩხის ნაწილები. // ვიკიპედია//

 

 

 

ისინი ვინც დიდად არ არიან დამძიმებული ცოდნით ადამიანის წარმოშობის შესახებ წარმოიდგენენ ხოლმე რომ  ნეანდერტალელი იყო ბნელი, დაბალშუბლიანი  და საშინელწარბებიანი სუბიექტი.

ეს ნეანდერტალელიაო, ვამბობთ უკულტურო ველურზე.

 

მაგრამ როგორები იყვნენ ისინი სინამდვილეში და სად წავიდნენ ?

 

კრომანიონელები კი წარმოგვიდგენია ამაყად მოძრავ, მაღალშუბლიან, ვიკინგის წვერიან, ინტელიგენტური გარეგნობის ბევრად უფრო სიმპატიურ  არსებად.

 

შეიძლება ვიფიქროთ რომ ნეანდერტალელი ცხოვრობდა უფრო ადრე და განუვითარებელი იყო,  უგრო გვიან მცხოვრები, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი კრომანიონელისგან კი წარმოიშვა თანამედროვე ადამიანი  homo sapiens.

 

 

 

მაგრამ შეიძლება არც ყოფილიყო ასე.

 

სინამდვილეში ნეანდერტალელები და კრომანიონელები დიდხანს ცხოვრობდნენ ერთდროულად , შეიძლება ითქვას რომ ერთმანეთის მეზობლად არსებულ მღვიმეებსა და გამოქვაბულებში.

 

საშუალო პალეოლითის ხანის ძველი ადამიანი ნეანდერტალელი გარკვეულ ხანს თანაარსებობდა   Homo sapiens-თან ევროპაში.

 

Chatelperronში ნაპოვნია მღვიმე სადაც ჯერ ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები, მერე კრომანიონელები და მერე ისევ ნეანდერტალელები.

შემდეგ ნეანდერტალელი ადამიანი გაქრა და კრომანიონელი ადამიანი გადაიქცა თანამედროვე ადამიანად.

 

დაახლოებით 165 სამტიმეტრის სიმაღლის და ჯმუხი აღნაგობის ნეანდერტალელი არ ყოფილა უტვინო.  მისი ტვინის მოცულობა მეტია კიდეც თანამედროვე ადამიანის ტვინის მოცულობაზე. 

ნეანდერალელს ჰქონდა მეტყველების უნარი.  ნეანდერტალელები იყენებდნენ მათ მიერვე გაკეთებულ  იარაღს რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება კრომანიონელთაა იარაღისგან.

 

უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტი, ოთხ ხვრელიანი ფლეიტა ნეანდერტალელისაა.  ნაპოვნია მოხუცი ნეანდერტალელის ნეშტი. ე.ი. ნეანდერტალელები პატივს სცემდნენ მოხუცებს და ეხმარებოდნენ მათ

არსებობაში.

ნეანდერტალელები კრძალავდნენ თავის მიცვალებულებს.  საფრანგეთში, მღვიმეში  La Chapelle-Saint-sur en  იპოვეს დაკრძალული ჩონჩხი   რომელსაც ეფარა წითელი მოსასხამი. გვერდით იყო იარაღები, ყვავილები, კვერცხები და ხორცი. ანუ მათ სწამდათ საიქიოსი, მათ ჰქონდათ რელიგია.

 

ნეანდერტალელები უეჭველად ჭკვიანი ხალხი იყო.

ვინ იცის რას ვიფიქრებდით რომ გამქრალიყო კრომანიონელი და არა ნეანდერტალელი.

 

გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა რომ თანამედროვე ადამიანი არაა ნეანდერტალელის შთამომავალი.

 

ზოგი მეცნიერი ფიქრობს რომ ნეანდერტალელები და კრომანიონელები ქმნიდნენ საერთო ოჯახებს და მათ ჰყავდათ საერთო შთამომავლობა.

სხვების აზრით კი ისინი იმდენად დაშორებული იყვნენ ერთმანეთისგან რომ არ შეეძლოთ ამის გაკეთება. …

 

მაგრამ არსებობს  შერეულ ოჯახთა არსებობის გენეტიკური მოწმობაც  და ქალების გაქრობის შემთხვევებიც აფიქრებს მკვლევარებს.

 

ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ დამოუკიდებლად გაჩენილი და გარკვეული კულტურის შემქმნელი ნეანდერტალელები არ ყოფილან ჩვენი წინაპრები.

 

ნეანდერტალელი ადამიანი რომ არ გამქრალიყო  დედამიწაზე შეიძლებოდა ყოფილიყო  სხვა გონიერი ცხოვრებაც და სხვა კულტურაც…

 

ნეანდერტალელი ადამიანის გაქრობის თაობაზე არსებობს მრავალი თეორია.

ზოგი ლაპარაკობს ჩიხში შესულ ევოლუციაზე. ზოგის აზრით ნეანდერტალელი ადამიანები მოსპეს სისხლისმსმელმა კრომანიონელმა ადამიანებმა.

 

კიდევ ფიქრობენ რომ ნეანდერტალელი ადამიანი მოსპო ცუდმა კლიმატურმა პირობებმა // გამყინვარებამ ევროპაში, და აშ.//.

 

არის სპეკულაციები რომ კრომანიონელმა ადამიანმა მალე მოიგონა მიწათმოქმედება და მას ჰქონდა როგორც ცხოველური ისე მცენარეული საკვები, მაშინ როდესაც ნეანდერტალელი ადამიანი ჭამდა მარტო ხორცს.   და ამის გამო კრომანიონელი უკეთესად იყო უზრუნველყოფილი საკვებით.

 

არის თეორია რომლის თანახმადაც კრომანიონელმა ადამიანებმა  უბრალოდ შეჭამეს ნეანდერტალელი ადამიანები. ზოგ გამოქვაბულში ნაპოვნია ნეანდერტალელთა გამოხრული ძვლები.

 

მეცნიერებს ჯერ ჯერობით ვერ უპოვიათ კონსენსუსი. მაგრამ ფაქტია რომ  ევროპაში ოდესღაც ცხოვრობდა გონიერი და გარკვეული კულტურის მქონე არსებათა 2 სახეობა და ერთი სახეობა გაქრა.

 

საინტერესოა რომ მრავალი რელიგია და მითი ლაპარაკობს უძველეს ხანაში ძმის მიერ ძმის მოკვლაზე.

 

ყველაზე ცნობილია  ბიბლიური  მოთხრობა რომლის თანახმადაც მიწათმოქმედმა კაენმა მოკლა მწყემსი აბელი.

 

რომაული მითის თანახმად რომულუსმა მოკლა თავისი ტყუპისცალი ძმა  რემუსი.

 

ეგვიპტელმა სეტმა კი მოკლა ეგვიპტელი ოზირისი….

 

ბიბლიურმა იაკობმა უფროსობის უფლება მოსტაცა  ისავს….

 

ხვადასხვა ხალხის მითოლოგიებში შეიძლება სხვა მსგავსი ისტორიების მონახვა.

 

ფაქტი ისაა რომ კაცობრიობას ახსოვს მოკლული ძმის ამბავი და  მას შეიძლება ქენჯნის სვინდისი. …

 

შეიძლება იყვნენ სხვა გონიერი და თავისი კულტურისს მქონე არსებები რომლებიც  ჩვენმა წინაპრებმა მოსპეს მზისქვეშეთში ადგილისთვის ბრძოლისას.

 

მომსპარების მიერ შექმნილი სამყარო კი შეიძლება დღევანდელობაზე უკეთესი ყოფილიყო…

 

 

2 juillet 2009, par Jonathan Parienté

A-t-on mangé l’homme de néanderthal ?

 

ხომ არ შევჭამეთ ჩვენ ნეანდერტალელი ადამიანი ?

 Homo sapiens-ის გამოჩენა 30 ათასი წლის წლის წინ ნეანდერტალელებით დასახლებულ ევროპაში  არ ყოფილა დიდი ბედნიერება განსაკუთრებით ნეანდერტალელი ადამიანებისთვის.

ეს თანაარსებობა ალბათ არ ყოფილა მეგობრული  ,  აღიარებს ადამიანის ევოლუციის დინამიური ლაბორატორიის მკვლევარი Fernando Ramirez Rozzi.

ის და მისი ჯგუფი Journal of anthropological sciences-ში გამოქვეყნებულ წერილში ამბობენ რომ საქმე მიდიოდა კანიბალიზმამდე.

 

Homo sapiens-ები ნეანდერტალელ  ადამიანებს ეპყრობოდნენ როგორც პირუტყვს  და ნადირს »…

 

მაგრამ კანიბალიზმის თეორიის მონელება ძნელია,  ეს თემა რჩემა ტაბუდ და ამაზე ნანობს  ბატონი Fernando Ramirez Rozzi. არა და მისი თქმით კანიბალიზმი ბევრად უფრო გავრცელებულია ვიდრე ვფიქრობთ.  ჩვენ ვერ ვიპოვით კრომანიონელის კანიბალური ტრაპეზის ამსახველ ფოტოს, მაგრამ არქეოლოგიური აღმოჩენები გვაძლევს ამაზე სერიოზულად ლაპარაკის უფლებას.

 

 

 

 

http://life-schools.com/fr/pages/252001

 

http://sciences.blog.lemonde.fr/2009/07/02/222/

 

2 juillet 2009, par Jonathan Parienté

A-t-on mangé l’homme de néanderthal ?

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s