აი ევროპლანეტარული ფედერალიზმიც

 ევროპული  ბიბლიოთეკაjacques attali demain qui gouvernera le monde

ჟაკ ატალი, ვინ მართავს ხვალე მსოფლიოს?

მოდის ევროპლანეტარული ფედერალიზმი

 

ლენინსაც უნდოდა პლანეტარული ფედერაცია

 

ჟაკ ატალი ამბობს იმას რასაც სხვები ფიქრობენ.

 

 

 

Description de cette image, également commentée ci-après

ჟაკ ატალი 2010 წელს

 

 

სიბნელეში რომ არ ვიყოთ

 

ლენინური გლობალიზმ მონდიალიზმი

 

ლენინი, « ლოზუნგზე ევროპის შერთებული შტატები » // 1915 წლის აგვისტო//

 

« ჩვენ სოციალიზმთან ვაკავშირებთ  მსოფლიოს // და არა ევროპის// შეერთებულ შტატებს, ერების კავშირის და თავისუფლების ამ ფორმას, სახელმწიფოს ამ ფორმას.  ამავე დროს ველით რომ  კომუნიზმის ტოტალური გამარჯვება საბოლოოდ მოსპობს ყოველგვარ სახელმწიფოს, მათ შორის დემოკრატიულ სახელმწიფოსაც… »

 

ანუ ბოლშევიზმის მამა  ლენინის მიზანი იყო პლანეტარული სახელმწიფოს შექმნა.

 

https://www.marxists.org/francais/lenin/works/1915/08/vil19150823.htm

17/04/2011

თანამედროვე ფრანგი მწერალი, ეკონომისტი,   საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანის ყოფილი მრჩეველი,  შემდეგ  რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკის პრეზიდენტი და ეხლა  PlaNet Finance-ს ხელმძღვანელი და ა.შ ანუ ევროპული მმართველი ელიტის გამოჩენილი წარმომადგენელი ჟაკ ატალი // Jacques Attali// გვაფრთხილებს :

სწრაფად შექმენით მსოფლიო მთავრობა  თორემ დაბრუნდება ბარბაროსობა !

მოკლედ, ბოლშევიზმზე, სოციალიზმზე და კომუნიზმზე  ლაპარაკი აღარაა, მაგრამ მსოფლიო მთავრობა უნდოდა ლენინს და იგივე სურს ბატონ ჟაკ ატალის.

Vite, un gouvernement mondial, sinon ce sera le retour de la barbarie

http://www.lepouvoirmondial.com/archive/2011/04/17/jacques-attali-met-en-garde-vite-un-gouvernement-mondial-sin.html

 

რა დროს საქართველოს თუ სომხეთის დამოუკიდებლობაა, მოდის პლანეტარული შვეიცარია. დღევანდელ ინტელექტუალთა დიდ ნაწილს ნერვებს უშლის დამოუკიდებელი საფრანგეთის, დამოუკიდებელი გერმანიის, დამოუკიდებელი იტალიის და ა.შ. არსებობა.

 

წიგნი

 

ჟაკ ატალის თქმით დედამიწა გადაიქცევა პლანეტარულ შვეიცარიად ან ჩავეფლობით ქაოსში.

 

თუ კი არ მოხდება სასწაული და რაღაც ფედერალისტური მოძრაობა არ გააჩენს ხალხთა მრავალფეროვნების პატივისმცემელ მსოფლიო მთავრობას მაშინ მონდიალიზაცია მსოფლიო სამართალის გარეშე მიგვიყვანს კატასტროფამდე, ასეთია საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანის ყოფილი მრჩეველი ჟაკ ატალის წინასწარმეტყველება.

 

 

 

 

ჟაკ ატალის ესე, ხვალ, ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი ?, Fayard

 

ცოცხალი, ლაპიდარული, ეკონომიკური, სოციეტალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციებით, მოკლედ ყველაფრით დაინტერესებული ჟაკ ატალის ეს წიგნი არ გაუცრუებს იმედს თავისი ბოლო წიგნის მკითხველებს.

 

 

ხვალ, ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი ?. ავტორი არც მისანია და არც ფუტუროლოგი. ის სვამს კითხვას.

არც საბოლოო პასუხი იქნება და არც სამეფო გზა. ესეცაა ატალის სტილი.

   ფრანსუა მიტერანის  ჩრდილში  ის მოკრძალებულად იყო «პოლიტიკოსი». ისაა  ადამიანი ვინც იცის თუ რა არის მოლაპარაკებათა, განსაკუთრებით საერთაშორისო მოლაპარაკებათა სიმძიმე.

 

მოკლედ, ჟაკ ატალი არის პრაგმატიკოსი, უფრო ზუსტად პრაგმატული უტოპისტი.

ისაა ძალთა თანაფარდობის ანალიტიკოსი. მას ესმის რომ სახელმწიფოები, უძლიერესებიც კი, ინერტულები არიან და მათ უჭირთ თავისი საკუთარი  გრძელვადიანი ინტერესების დაცვა.

 

ბუნება ისპობა, იცვლება კლიმატი, მრავლდება ომები, იშლება ფინანსური სისტემა, ძლიერდებიან მაფიები, ხალხები შიმშილობენ, მათ ათასი რამე აკლიათ, არის უკონტროლო მიგრაციები, ვრცელდება იარაღი… ჩნდება დიქტატორული რეჟიმები რომლებიც ხელს უშლიან მონდიალიზაციას. მოკლედ არის ისეთი უწესრიგობა და იმდენი გლობალური პრობლემაა რომ ატალი ვერც კი ფიქრობს რომ ვინმე შესძლებს კაცობრიობის უცბად გაერთიანებას.

 

ჟაკ ატალი თავის ანალიზს აფუძნებს წარსულზე. წიგნის პირველი ნაწილი არის საყოველთაო ისტორიის ბრწყივალე  დაჯამება. დიდი იმპერიების შექმნისა და დაშლის კუთხით.

 

შემდეგ აღწერილია  ქალაქები ბრიუგეს, ვენეციის, გენუის, ამსტერდამის, ლონდონის, და ბოლოს ბოსტონის, ნიუ იორკის, შემდეგ აშშ-ს დასავლეთი სანაპიროს  ქალაქების  ძლიერი  ვაჭრული ჰეგემონიები.

 

მაგრამ ატალის აზრით მსოფლიოს « გულის » გადატანა იმპერიიდან იმპერიაში, ქალაქიდან ქალაქში, კონტინენტიდან კონტინენტზე მთავრდება.  ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ზიდავს მსოფლიოს მართვა-გამგებლობის ტვირთს, ვერც ერთი სახელმწიფო ვეღარ გაუძღვება მსოფლიოს.

ჩინეთს არც სურვილი ექნება ამის და არც საშუალება.

 

აშშ-ს ყოვლისშემძლეობას თანდათანობით შეცვლის აშს-ჩინეთის G2, მაგრამ ის ვერ შეცვლის აშშ-ს და ვერ მართავს მსოფლიოს.

 

ვერავინ გაუმკლავდება მომავალ სისტემურ პრობლემებს.

არა და აუცილებელია ამ პრობლემათა დაძლევა.

 

ეს ბევრს ესმის.  ყოველ დღე უმატებენ  აგურს  « მსოფლიო მთავრობის »  სუსტ შენობას.

 

ჟაკ ატალი აღწერს  მთავარი და უფრო მოკრძალებული, მაგრამ ხშირად უფრო ეფექტური საერთაშორისო  ინსტიტუტების წესებს და ფუნქციონირებას და მისი დასკვნით ისინი  დიდ ვერაფერს გააწყობენ სერიოზული პრობლემების წინააღმდეგ.

ნამდვილი  «მსოფლიო მთავრობა»?

უკვე ანტიკური ხანიდან მოყოლებული ბევრს უნდოდა ეს.

 

ჟაკ ატალის აზრით ნამდვილი მსოფლიო მთავრობა  მალე გაჩნდება, მაგრამ  უფრო სავარაუდოა რომ ეს მოხდება  ქაოსის გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც პასუხი ამ ქაოსზე.

 

მაგრამ ქაოსს შეიძლება ავარიდოთ თავი თუ კი დიდი და ძლიერი სახელმწიფოები  შეწყვეტენ ყოყმანს და ქაოსის დაწყებამდე შექმნიან ნამდვილ მსოფლიო მთავრობას, გვეუბნება ჟაკ ატალი.

მაგრამ ეს არ მოხდება უცბად და ერთბაშად.  ჟაკ ატალის თქმით ჯერ მოხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია.  მათ თანდათანობით მიანიჭებენ  ნამდვილად ზეეროვნულ კომპეტენციებს.

ამას დაეფუძნება   მოსახლეობათა მრავალფეროვნების პატივისმცემელი ფედერალისტური მოდელი.

 

გლობალური ფედერაციისთვის საუკეთესო  მაგალითი როგორც ჩანს არის შვეიცარია  რომლის პირველი კანტონები გაერთიანდნენ სწორედ დიდ საფრთხეთა მოსაგერიებლად, მეზობელი ძლიერი სახელმწიფოების, პირველ რიგში ავსტრიის, ჰეგემონისტური პოლიტიკის უვნებელსაყოფად.

 

ჟაკ ატალი დაწვრილებით აღწერს  ძველი ფედერაციის ფუნქციონირებას და ასკვნის რომ  შვეიცარული მოდელი დღესაც კარგია მსოფლიოს კარგი მთავრობისთვის, მსოფლიოს პრაგმატული ევოლუციისთვის.

 

მაგრამ ამავე დროს ჟაკ ატალი აზუსტებს რომ  500 წელი გახდა საჭირო შვეიცარიის  ფედერატულ სახელმწიფოდ გადასაქცევად  და  მას უნდა პლანეტარული ფედერაციის შექმნა უფრო მოკლე დროში.

ის ხაზს უსვამს სუბსიდიარობის პრინციპის ეფექტურობას. ამ პრინციპის თანახმად  ზედა დონემ უნდა გადაწყვიტოს  მხოლოდ ის რისი  ეფექტური გადაწყვეტაც ვერ ხერხდება ქვედა დონეებზე.

 

დაბოლოს  ეზოტერული თუ მქირდავი  ტონალობის ერთ-ერთ ფურცელზე   ჟაკ ატალი მსოფლიოს მმართველად წარმოიდგენს 7 წევრისგან  შემდგარ «ჰეპტავირატს», რომელმაც უნდა იმუშაოს 7 წელი განმეორებითი არჩევის შესაძლებლობის გარეშე. ბრძენთა ეს შვიდეული უნდა იყოს  კაცობრიობის  ინტერესების გარანტი,  საზოგადო, საერთო ინტერესის ელჩი.

ჟაკ ატალი აზუსტებს რომ ამ შვიდკაცას თავმჯდომარეობა უნდა იყოს წლიური და მბრუნავი.

 

ნაწყვეტი :

 «ბაზარი ხდება მსოფლიო ისე რომ აე მკვიდრდება მსოფლიო სამართალის წესი და კიდევ უფრო ნაკლებადაა პლანეტარული დემოკრატია »

http://www.letemps.ch/culture/2011/09/02/jacques-attali-monde-sera-image-suisse-sombrera-chaos

 

ვერბოფშტადტი,  ეროვნული სახელმწიფო მოძველდა

 

 

Verhofstadt : “L’Etat nation est dépassé”

Entretien Stéphanie Grofils et Olivier le Bussy Publié le lundi 01 octobre 2012 à 04h15 – Mis à jour le lundi 01 octobre 2012 à 07h28

http://www.lalibre.be/actu/international/verhofstadt-l-etat-nation-est-depasse-51b8f1e5e4b0de6db9c81a0d

  •  
  •  

. ევროფედერალიზმი. ბელგიის  ელიტის დიდ ნაწილს აღარ უნდა დამოუკიდებელი ბელგია.

 გი ვერჰოფშტადტი// Guy Verhofstadt//   არ  ნებდება:

ევროპა  ფედრალური იქნება ან ვერ ასცდება ფატალურ  რღვევასა და დაშლას.

მაშინ ბელგიის პრემიერ მინისტრმა გი ვერჰოფშტდატმა 2006 წელს  გამოაქვეყნა  ღია  ევროპის შეერთებული შტატები“.

6 წლის შემდეგ ევროპარლამენტის  ლიბერალ დემოკრატთა ჯგუფის ხელმძღვანელმა  გამოაქვეყნა  მწვანე ევროდეპუტატთა  ჯგუფის თავმჯდომარე დანიელ კონ ბანდიტთან // Daniel Cohn-Bendit// ერთად დაწერილი  მანიფესტი ფეხზე ადექ  ევროპა //“Debout l’Europe”//.

ეს წიგნი ერთდროულად გამოვიდა ექვს ევროპულ ქვეყანაში.

ამ ხალხს  უნდა ევროპის შეერთებული შტატების რაც შეიძლება მალე გაჩენა.

და ეს იმიტომ რომ 2008 წელს დაიწყო ფინანსური კრიზისი. წევრმა სახელმწიფოებმა კრიზისის დასაძლევად გაიღეს  4 600 მილიარდი ევრო და ამან გამოიწვია ვალის კრიზისი რომელმაც გამოიწვია ევროს ზონის კრიზისი :

პრობლემა უფრო იმაშია რომ არაა ევროპული ხაზინა, რომ არაა ერთიანი ობლიგაციური  ბაზარი და არა ცალკეული ქვეყნების  სახელმწიფო ფინანსებში.

კრიზისმა გვაიძულა გვეღიარებინა ის რისი დანახვაც არ გვინდოდა 10 წლის მანძილზე. :

სახელმწიფომ შეიძლება იცხოვროს მონეტის გარეშე, მაგრამ მონეტა ვერ გადარჩება სახელმწიფოს გარეშე.

სწორედ ეხლაა ფედერალური ნახტომის დრო. მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრონ რომ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია, ვფიქრობ რომ ცუდი რამეები მოხდება თუკი ამ ნაბიჯს არ გადავდგავთ.

რა გვინდა  ? ან გავხდებით ევროპის შეერთებული შტატები ან გავხდებით ევროპის  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ევროპის შეერთებული შტატები არის ძლიერი სახელმწიფო რომელიც შესძლებს ევროს სტაბილიზაციას., ევროპელთა ინტერესების დაცვას მსოფლიო დონეზე.

ან გაგრძელდება არსებობა ეროვნული სახელმწიფოებისა რომელთაც არ ძალუძთ საკუთარი სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და თავის მოქალაქეთა დაცვა.

ეროვნული სახელმწიფო იყო ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ის მოძველდა.

ფედერალური, ფედერატული  ევროპა არის ჩვენი სუვერენიტეტის დაბრუნების და ჩვენი სოციალური მოდელის  შენარჩუნების გზა იმ სამყაროში სადაც ბატონობენ იმპერიები:  აშშ,  ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია.

პრობლემა არის ევროპულ დონეზე.  ევროსკეპტიკოსები ნეგატიურები, მაგრამ აქტიურები არიან.  პრო-ევროპელები კმაყოფილები არიან იმით რომ ევროპამ  ომისგან დაგვიცვა 60-ზე მეტი წლის მანძილზე.  ეს მართალია, მაგრამ ამის თქმა აღარაა საკმარისი.

აუცილებელია ფედერალისტური შტო რომელიც არ შეუშლის ხელს კავშირის კრიტიკას. …

სვროსკეპტიკოსები ქადაგებენ ერისკენ უკანდახევას რათა დაგვიცვან მულტიკულტურალიზმისგან,  როგორც ამბობენ მემარჯვენე სუვერენისტები, ან დაიცვან ჩვენი სოციალური მონაპოვრები, როგორც ამბობენ  მემარცხენე სუვერენისტები.

ჩემი და დანიელ კონ-ბანდიტის ევროპა  არ კმაყოფილდება საერთო ბაზრით, საერთო მონეტით, არც პოლიტიკური კავშირით. ესაა  სოციალური და გარემოს სტანდარტების მცველი ევროპა.

ვუთხრათ ევროპელებს რომ ესაა საფუძველი რომლის გარანტიასაც გაძლევთ ევროპა. .

ჩვენ ვართ გაჭედილი შუა გზაში,  ვუყურებთ აქეთ-იქით მოსიარულე ჩინელებს, ინდოელებს  და არ ვსხდებით ფედერალურ-ფედერატული ევროპის მანქანაში. უნდა მივიდეთ ბოლომდე.

 

კომისიის პრეზიდენტი  ჟოზე მანუელ ბაროზო ლაპარაკობს  ეროვნულ სახელმწიფოთა ფედერაციაზე , მაგრამ ეს სხვაა.  ერთა ფედერაცია არის ევროპის საბჭო, მთავრობათაშორისი  მეთოდი.  ევროს კრიზისი ყოველ დღე გვიჩვენებს  რომ ეს ვერ შველის საქმეს.

ეს კრიზისი დაიწყო2009  წლის დეკემბერში, სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ ოცჯერ და მეტჯერ და სად ვართ?

ევროპის საბჭო არაა საერთო ინტერესების სინდიკატი, ის ეროვნული ინტერესების სინდიკატია.

ესაა როგორც სისტემის ისე პიროვნებათა პრობლემა.

კრიზისიდან გამოსასვლელად ბაროზოს უნდა ეკისრა პასუხისმგებლობა, უნდა გამოეჩინა ინიციატივა  და დაედო სრული საკანონმდებლო პაკეტი. … რაც არ ქნა…

 

C’est plus un problème de système que de personnalités, alors ?

დღეს პატივცემული ევროპარლამენტარი დანიელ კონ ბანდიტი მისი მომხრეების  ბრბოსთან ერთად 1968 წლის მაისში ფაშისტო ფაშისტოს ღნავილით დევნიდა საფრანგეთის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის აღმდგენელ ქრისტიან შარლ დე გოლს. ის დღესაც განაგრძობს საფრანგეთთან და არა მარტო  მასთან ბრძოლას…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s