რევოლუციური ნევროზი-2

რევოლუციური ნევროზი // ф La Névrose révolutionnaire; 1906//.-2

 Революционный невроз

Augustin Cabanes.jpg

 რევოლუციურ-პერესტროიკული ნევროზებით შეპყრობილებს აღარ ახსოვთ არანაირი კულტურა და ცივილიზაცია, ფრთხილად.

იყო ფრანგი  ექიმი და ფარმაცევტი  ოგიუსტან  კაბანე // Augustin Cabanès,1862-1928//, ასწავლიდა ბრიუსელში, იყო ლიტერატორიც და დაწერა ათობით პოპულარული წიგნი რომლებიც ასე თუ ისე ეხებოდა მის სპეციალობას. 

მან მეორე მეცნიერ  ლიუსენ ნასთნ ერთად დაწერა  წიგნი რევოლუციური ნევროზი

// . La Névrose révolutionnaire //.

 

ავტორები ამბობენ რომ  ყველა ხალხი ყოველთვის ცდილობდა თავის პოლიტიკურ თუ რელიგიურ რწმენათა  განსახიერებას სიმბოლოებში.  სანამ არსებობს რწმენა ადამიანები პატივს სცემენ ამ სიმბოლოებს, მეტიც, თაყვანს სცემენ მათ.

 

მაგრამ როგორც კი რწმენა სუსტდება ან ქრება ამ სიმბოლოთა ყველაზე მგზნებარე  თაყვანისმცემლებიც კი ბრუნდებიან ამ სიმბოლოთა. წინააღმდეგ.

 

კერპთაყვანისმცემლები გადაიქცევიან კერპებთან  უმოწყალოდ მებრძოლებად.

 

ესაა მომავალი სერიოზული ავადმყოფობის  შესავალი პერიოდი.  დიდი ხნის მანძილზე მზადდება ნიადაგი საშინელი აფეთქებისთვის. და ამ ნიადაგის მომამზადებლები ვერც  წარმოიდგენენ აფეთქების შედეგებს.

 

კონვენტმს გამოსცა დეკრეტი მთელ საფრანგეთში  მეფის ძეგლთა უკანასკნელი ნაშთების ნგრევის შესახებ.

 

ამან ააფეთქა სიძულვილით მდუღარე  ბრბო. გააღვიძა ამ ბრბოს  უმდაბლესი  ინსტინქტები და მისწრაფებები.

 

საფრანგეთის  ტრადიციული კულტურული და  სულიერი ფასელობების მოსპობამ მიიღო ტოტალური ხასიათი. 

 

სამონასტრო არქივების  პერგამენტები, პაპების ბულები,  რარიტეტები არადანიშნულებისამებრ გამოიყენეს და მოსპეს.

 

კონვენტის ზოგი წევრი მოითხოვდა ხალიფა ომარის მიერ ალექსანდრიაში ჩადენილი არამზადობის გამეორებას და ეროვნული ბიბლიოთეკის დაწვას.

 

დაიწყო ქუჩების და დასახლებათა სახელების ტოტალური გადარქმევა.

 

ალბათ ეგონათ რომ  წარსულის შემახსენებელი ყველა ნიშნის მოსპობა მოსპობდა  « ცრურწმენების და დესპოტიზმის“ ყველა ნაშთსაც.

კალენდარიდან ამოიღეს წმინდანების ხსენება.   « გააუქმეს » ქუჩების და ქალაქების წმინდა პატრონები.

 

ქალაქ სენ-დენის დაარქვეს ფრანსიადა, სენ-ჟანგუს ჟუანსი,  სენ-კლუს კლუ,.  25-30 დასახლებას სახელად დაარქვეს მარატი.

 

ზოგ ქალაქს კონვენტმა დაარქვა შემარცხვენელი სახელები  და მოითხოვა რომ საერთოდ უსახელოდ დაეტოვებინათ  დამნაშავე ქალაქად გამოცხადებული მარსელი.

 

მაგრამ ავტორები გვეუბნებიან რომ გადარქმევათა ნევროზი არ გაგრძელებულა დიდხანს და მალე აღდგა ტრადიციული ტოპონიმიკა.

 

გამარჯვებულმა რესპუბლიკელებმა აღარ იკადრეს მეფეებიანი, ვალეტებიანი და დამებიანი კარტის თამაში. მათ მეფეები ბრძენებით, ვალეტები გმირებით და დამები უმანკოება-სათნოებებით შეცვალეს.

 

რესპუბლიკელებმა მოინდომეს ჭადრაკის აკრძალვა, მაგრამ დაკმაყოფილდნენ იმითაც რომ გამარჯვებული ფეხოსანი პაიკი გადაიქცეოდა ოფიცრად და არა დედოფლად.

 

გაქანებული ტერორის დროს ნამეტანი რესპუბლიკელი ქალები  თავს იწონებდნენ გილიოტინის ფორმის საყურეებით. მათი ქმრებს კი ჰქონდათ გილიოტინის გამოსახულებით დამშვენებული საბეჭდავები.

 

იყო გილიოტინის ფორმის საყურეები  რომელთა საკიდიც წარმოდგენდა კალათას მასში მოკვეთილი თავით.

 

 

http://www.lesaviezvous.net/histoire/la-peau-humaine-a-ete-utilisee-pour-faire-des-pantalons-et-des-bottes-au-cours-de-la-revolution-francaise.h

 

იყო    სულაც არა სასაცილო   საშინელებებიც.  მედონის // Meudon// ძველ შატოს// ციხე-სასახლეს//  შეშლილი რევოლუციონერები იყენებდნენ  გიოლიოტინაზე სიკვდილით დასჯილთა ტყავის დასამუშავებლად. ისინი გილიოტინაზე დასჯილთა გვამებს ატავებდნენ და ამ ტყაავსგან აკეთებდნენ მოდურ საქონელს, მათ შორის ნიფხვებს, შარვლებს,ჟილეტებს, ჩექმებს.

 

 

 

 

 

 

საფრანგეთის რევოლუციამ  გააღარიბა და დაამახინჯა ფრანგული ენა. …

თქვენობით მიმართვა ჩაითვალა საზიზღარ მონარქისტულ ჩვეულებად, ხალხის მტრობად.   ერთმანეთს, მინისტრებს მიმართავდნენ შენობით.

 

მიმართვები ბატონო და ქალბატონო შეცვალეს მიმართვით მოქალაქე.

 

მერე ჩათვალეს რომ მიმართვით მოქალაქე იქმნება ახალი  იერარქია და ერთმანეთს მიმართავდნენ უკვე გვარებით // ეი პეგიო, ეი კონდორსე, ეი პაინ და ა.შ.//.

 

ავტორები თავის დიდებულ ნაშრომს ასრულებენ ციტატით ჟ. ჟორესის ნაშრომიდან  « სოციალიზმის ისტორია » :

  « რა კეთილშობილიც, რა ნაყოფიერიც, რა აუცილებელიც არ უნდა იყოს რევოლუცია ის  არის პროგრესის ბარბაროსული ფორმა და მუდამ დარჩება კაცობრიობის უმდაბლესი და ნახევრადმხეცური ეპოქის ნაწილად » .

კ. ი. სკურატოვიჩი.

 

 

http://www.lexpress.fr/informations/le-triomphe-des-vandales_600634.html

 

საფრანგეთის რევოლუციის იაკობინურმა ვანდალიზმმა დაუნდობლად მოსპო საფრანგეთის წარსულის მოწმობები ანუ ქვეყნის ისტორიული და კულტურული, ეროვნული მემკვიდრეობა.

ამის მრავალ მაგალითს შორისაა  სენ-დენიში საფრანგეთის მეფეების საძვალეთა წაბილწვა და დარბევა,  მეფე-დედოფლების ძვლების ამოთხრა  დაგაფანტვა.

ამ ვანდალებმა დაგლიჯეს შუ საუკენეების უძვირფასესი დასურათებული ხელნაწერები და მათი ფურცლებისგან აკეთეს მფრინავი გველები.

ამ ვანდალებმა გილიოტინით თავები მოატვრიეს წმინდანთა ათასობით  ქანდაკებას.  მათ უნდოდათ შატო ციხე-სასახლე შამბორის დანგრევა.  ისინი ყიდიდნენ სიძველეებს.

 

ეს ვანდალიზმი ძლივს გააჩერეს ვიქტორ ჰიუგომ პროსპერ მერიმემ და მსგავსმა პირებმა.

 

 

 

 

 

 

http://www.gumer.info/bibliotek_Buks/History/Kab/10.php

 

ოგიუდტან კაბანესი, ლეონარდ ნასი, რევოლუციური ნევროზი, თავი მეორე, სადისტური სიგიჟე

 

1792 წლის სექტემბრის მკვლელობათა მიზეზი უეჭველად იყო ხალხის პანიკა.

დაპატიმრებულ ეჭვმიტანილთა  მასობრივი გაჟლეტა ციხეებში აჯანყებულ-გამხეცებული ბრბოს მიერ არ ყოფილა  ეშმაკურად მოფიქრებული გეგმის შნაყოფი. ეს უფრო  ზარების რეკვისას და ზარბაზნის სროლისას შიშით გაგიჟებული ბრბოს მოქმედების შედეგი.

 

ბრბომ უცბად წარმოიდგინა  რომ შეიძლებოდა განთავისუფლებულიყვნენ მისთვის საშიში არისტოკრატები და ჟირონდესტებმა ის მიატოვეს ბედის ანაბარა.

 

პარიზელ მდაბიოთა ბრბომ თავის დამშვიდება დაიწყო  სისხლისღვრით.  ეს დაუყოვნებლივ გადაიწარდა წმინდა სადისტურ სიგიჟეში.

დიდი ხანია შემჩნეულია რომ გამხეცებული ბრბო უკიდურესად აღვირახსნილია და უზნეოა. სისასტიკე და ტკბობა  წრეგადასული ძალადობით მოსდევს ერთმანეთს.

მკვლელობათა საზიზღრობას ასეთი ბრბო აძლიერებს საძაგელი, ზოგჯერ კანიბალიზმამდე მიმავალი ურცხვობით.

 

სადიზმი არის სქესობრივი გრძნობის გადაგვარება. სადისტს  უნდა გენეტიკური სურვილის ობიექტად ქცეული არსების ტანჯვა-წამება,შეურაცხყოფა, წაბილწვა, მოკვლა.

ამ სურვილის შესრულება სქესობრივად აკმაყოფილებს სადისტს.

გრძნობის ამ გადაგვარებაში ავხორცობას ემატება სისასტიკე და დაუნდობლობა და ესაა სადიზმი დამახასიათებელი ნიშანი.

 

სწორედ ამიტომ იპყრობდა  სადისტური სიგიჟე ბრბოებს რევოლუციურ პერიოდებში.

 

 სისხლის პირველად დამღვრელი ბრბო თავიდან გრძნობს გარკვეულ  ზიზღრს, მაგრამ თუ კი ის დროზე არ გაჩერდება და რაღაცნაირად მოერევა ამ პირველ უსიამოვნო გრძნობას მისთვის სისხლისღვრა და ადამიანთა ტანჯვა-წამება  გადაიქცევა სასიამოვნო დროისტარებად.

 

მხეცურმა ინსტინქტებმა ერთნაირი სისასტიკით და სისხლისმღვრელობით  გაიღვიძა ბართლომეს ღამეს და სექტემბრის პატიმართა ჟლეტის, სომეხთა ჟლეტის და ებრაელთა რბევა-პოგრომების დროსაც.

 

გვამების წაბილწვა და დასახიჩრება, მსხვერპლთა წამება და გაუპატიურება, მეტიც,  ზოგჯერ კანიბალიზმის შემთხვევები არის მხეცობის ასეთი აფეთქების გარდაუვალი შედეგები.

 

ბართლომეს ღამე სავსე იყო მსგავსი ინციდენტებით.

 

პირველ ადგილზეა  ადმირალი კოლინის გვამის დასახიჩრება.

გამხეცებულმა ფანატიკოსებმა მას დააჭრეს ხელ-ფეხი, მოგლიჯეს სასქესო ორგანოები, წამოაცვეს შუბებზე ეს ამაზრზენი ნადავლი  და ასე გაიარეს პროცესიით მონ ფოკონამდე.

 

შემდეგ წაბილწეს ლუვრის ეზოში მოხრჩობილი პროტესტანტი კველენეკის გვამი.

 

ის გაატიტვლა  ეკატერინე მედიჩის მკვლელთა მფრინავმა რაზმმა რათა დარწმუნებულიყო მის სქესში რაც ეჭვს იწვევდა.

ყოველ გზაჯვარედინზე ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღის ბათქა-ბუთქი, შპაგების და ხანჯლების ჯახაჯუხი და კეტების რახარუხი.

 

სისხლის ნაკადებით მთვრალი მკვლელები ხოცავდნენ აღუწერელი სიამოვნებით.

 

3 საუკუნის შემდეგ ასეთივე სიამოვნებით ჟლეტნენ თავის უძლურ და დაუცველ მსხვერპლებს სექტემბრის  გამხეცებული ადამიანები.

 

მხეცობაში არც პროტესტანტები ჩამორჩნენ კათოლიკეებს.

   1568 წელს ნიორის აღების შემდეგ მათ ხელში ჩაუვარდათ კათოლიკე მღვდელი.  პროტესტანტებმა მას გაუფატრეს მუცელი, მოაჭრეს სასქესო ორგანოები და ამ სასქესო ორგანოებით ცემეს სხვა ტყვე მღვდლები.

შემდეგ  პროტესტანტები მივიდნენ ქალთან რომელიც გლოვობდა დამხრჩვალი ქმრის გამო. ამოავსეს ამ ქალის საშო დენთით,  წაუკიდეს მას ცეცხლი და ააფეთქეს.

 

ასევე აწამეს მშვენიერი გაბრიელ დესტეს დედა მარკიზა დე კევრი.

არეულ დროში ერთი ნაპერწკალის საკმარისია ბრბოს გასამხეცებლად. ანრი მეოთხის მკვლელობის შემდეგ  ბრბომ დაგლიჯა რავალიაკის სხეული.

 

ომიც სადისტებად აქცევს და ამხეცებს ადამიანებს.  გამარჯვებულები არბევენ დაძარცვავენ შტურმით აღებულ ქალაქებს,,,

 

როდესაც დიდი კონდეს ან ცეზარ ბორჯიას ჯარები მიდიოდნენ დაპყრობილ ქვეყანაში მათ უკან რჩებოდნენ დასახიჩრებული ადამიანები, გაუპატიურებული და ნატანჯი ქალები, დამწვარი სახლების ნანგრევებში მომაკვდავი მამაკაცები,… ირგვლივ გაფანტული იყო  ადამიანთა სხეულების მოგლეჯილი ნაკვთები…

 

ფრანგულმა ჯარებმა საშინლად ააოხრეს პალატინატი.

 

საფრანგეთში დღესაც ახსოვთ თუ როგორ ჩეხავდნენ ხმლებით მამაკაცებს და აუპატიურებდნენ ქალებს კაზაკები…

 

ბრბოს გამხეცება ზოლიამ ოსტატურად აღწერა თავის თხზულებაში « ჟერმინალი »…

 

14 ივლისი, ბასტილიის აღების დღეც შებღალეს ასეთი ველური გამოხდომებით.

ბასტილიის აღება იყო პირველი ნიშანი ასეთი სადისტური აფეთქებისთავის.  მოულოდნელი გამარჯვებით აღგზნებული ბრბო ეცა იმათ  ვისაც თვლიდა თავის უბედურებათა მიზეზად.

 

ბასტილიის გუბერნატორი დე ლონე გაიყვანეს ქუჩაში. მას იქვე დაარტყეს მხარში შპაგა, წმინდა ანტუანის ქუჩაზე მას დააგლიჯეს თმები. დე ლონემ თავდაცვისას  წიხლი დაარტყა ერთ-ერთ თავდამსხმელს  და დე ლონე იქვე დაკლეს შპაგებით და ათრიეს ტალახში.  იმას ვიდაც დე ლონემ დაარტყა წიხლი მისცეს უკვე მკვდარი დე ლონესთვის თავის მოკვეთის უფლება და მან თვალის დაუხამხალებლად გააკეთა ეს.  მოკვეთილი თავი  წამოაცვეს დიდ ჩანგალზე  და დადეს ანრი  მეოთხის ქანდაკების ფერხთით.

 

საფრანგეთის რევოლუციაში ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც  ბრბო დატკბა სისხლის ცქერით  და მტრის გვამის მასხრად აგდებით.  ბრბომ დასძლია ბუნებრივი  ზიზღი და ის ამიერიდან ტკბებოდა მკვლელობით.

23 ივლისს კომენდანტ ფულონს უარესი უქნეს.  უკვე უფრო საშინელ რაღაცეებს ჩადიოდნენ.

 

ამ საშინელებებს ჩადიოდნენ როგორც გამხეცებული მდაბიოები ისე შეძლებული და გარეგნულად წესიერი ბურჟუები.

მაგრამ წესიერი და კეთილგონიერი ფრანგები გმობდნენ ასეთ არამზადობას. ..

 

რევოლუციონერებმა გაიმარჯვეს, მეფური ღირსება დაეცა და ხალხს გული გაუხეთქა  შემოსეულ პრუსიელთა სწრაფმა წარმატებებმა.  ლონგვი მოღალატურად დაუთმეს მოწინააღმდეგეს,  ალყაში მოქცეული ვერდენი ვეღარ იცავდა თავს. პარიზისკენ მიმავალი გზა გახსნილი იყო.

აშკარაა რომ როიალისტები მოწინააღმდეგესთან ერთად არიან და რევოლუციის საქმე შეიძლება დაიღუპოს.

 

პანიკით შეპყრობილმა რევოლუციონერებმა  დაიწყეს  ყველა რამდენადმე საეჭვო პირის დაჭერა-დაპატიმრება.

 

მსგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმიტომ რომ დამწყვდეულები ციხეშიც განაგრძობდნენ ძველებურად აზროვნებას და ისევ საშიშები იყვნენ.

ამიტომ  დაშინებულ-დამფრთხალმა  რევოლუციონერებმა გადაწყვიტეს ყველა საშიში პირის გაწყვეტა.

შიშისგან გამხეცებული რევოლუციონერები  ერთდროულად იყვნენ მოსამართლეებიც და ჯალათებიც. ისინი ველური მხეცებივით დაესივნენ დაუცველ უმწეო მსხვერპლებს.

დასვენების მომენტებში ისინი ლოთობდნენ და გულგრილად უყურებდნენ მათ მიერ დახოცილი ადამიანების გვამებით სავსე ქუჩებს.

 

ზოგი თითქოს წყურვილს იკლავდა ადამიანის სისხლის დალევით.  ამბობდნენ რომ ქალიშვილმა სომბრეილმა ადამიანის სისხლი დალია საკუთარი მამის გადასარჩენად.

მაგრამ უნდა ვიფიქროთ რომ ვიღაც რევოლუციონერმა მას დასისხლიანი ხელებით დაალევინი ბოდიში ერის სადღეგრძელო.

მაგრამ ბევრს სჯეროდა სისხლისმელების ვერსიისა და ეს გვეუბნება თუ სადამდე მიდიოდა სადიზმი სექტემბრის სასაკლაოს დროს….

 

ინგლისის რევოლუციების ისტორიაც სავსეა მსგავსი ფაქტებით.

ესექსის გლეხები შიარაღდნენ ჯოხებით, ცულებით და დაჟანგული შპაგებით. ისინი შეესივნენ  შეძრწუნებულ ლონდონს. მათ შეტევით აიღეს ტაუერი და დიოდა სისხლის მდინარეები.  გამარჯვების იოლად მომპოვებლები კიდრვ უფრო გააფთრდნენ  და დაიწყეს კერძო სახლების ძარცვა.  ,სხვერპლთა გვამებს ურცხვად ბილწავდნენ და მოკვეთილ თავებს ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ…// ფორლენი, Revolutions d’Angleterre”//.

 

იგივე ხდებოდა ნიდერლანდების რევოლუციის დროს. ნაძირალათა ბრბოები ისე თარეშობდნენ რომ ვერ გაიგებდი თუ ვინ აქეზებდა მათ  და რა საიდუმლო მექანიზმი ამოძრავებდა მათ // ჟერარ ბრანდ, : “Histoire de la Reforme des Pays-Bas”//.

ეხლა დამტკიცებულია რომ სექტემბრის მკვლელები მთვრალები იყვნენ…

 

კაბანეს პ. ნასს ლ. რევოლუციური ნევროზი

ნაწილი მესამე, რევოლუციური ვანდალიზმი, თავი პირველი, ვანდალები ს=და ხატმებრძოლეები.

მთელი ისტორია აჩვენებს რომ ადამიანის ბუნება ნაქსოვია წინააღმდეგობებისგან  და სწორედ ეს წინააღმდეგობებია  სიმპტომი კოლექტიური ნევროზისა რომელიც უმთავრესად ჩნდება ხალხური მღელვარებების დროს.

ამის შესაბამისად რევოლუციურ ტრაღედიაშიც იყო ყველაზე მკვეთრი გადასვლები.

დილით მიდიოდნენ იმის საყურებლად თუ როგორ ხოცავდნენ რევოლუციის მტრებს გილიოტინით და საღამოს დადიოდნენ სხვა სანახაობებზე და თეატრებში.

გაქანებული ტერორის დროს სამხიარულო დაწესებულებები სავსე იყო ხალხით.

 

იგივე წინააღმდეგობა ჩანს ყველაფერ დანარჩენშიც.

ხელოვნების ყველა სახეობას განადიდებდნენ ისე როგორც არასდროს და ამასთან ერთად დაუნდობლად სპობდნენ იმას რაც იყო ყოველგვარი ცივილიზებული საზოგადოების საუკეთესო სამკაული და უძვირფასესი ქონება.

რესპუბლიკა ვერ ებრძოდა  ამ მიმდინარეობას და ითმენდა და უშვებდა ამ ვანდალიზმს….

 

დემაგოგიური რეჟიმი თავისი არსით  მტრულადაა განწყობილი ყველაფრისადმი რაც ეწინააღმდეგება მის გამარტივებულ და ცალმხრივ შეხედულებებს.

უეჭველია რომ გამარჯვებული ბრბო არ გამოირჩევა მანერების დახვეწილობით და დელიკატურობით  და როგორც აწყვეტილი ველური მხეცი  დაუფიქრებად ლეწავს ყველაფერს.

 

ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმას ვინც მოულოდნელად აუშვებს მანამდე შებოჭილ და დამონებულ ხალხს.

არ გაგიკვირდეთ მაგრამ კონვენტს, პირიქით, უნდოდა ხელოვნებათა აღორძინება. მის მიერ მოწყობილი გრანდიოზული დღესასწაულები გვიჩვენებენ რო კონვენტის წევრებს ჰქონდათ რაღაც ესთეტიკური გრძნობაც.

კონვენტი ძალიან  ცდილობდა რომ  ფუფუნება აღარ ყოფილიყო მარტო მდიდართა პრივილეგია და გადაქცეულიყო  უბრალო ხალხისთვისაც ხელმისაწვდომ სიამოვნებად.  რომ უბრალო ხალხისთვის აქამდე უცნობი სიამოვნებები ეხლა მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

მაგრამ კონვენტს ავიწყდებოდა რომ სიამოვნებასაც უნდა გარკვეული კულტურა და აუცილებელი იყო ხალხის აღზრდა.

მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ  აღზრდა უშველიდა საქმეს და ხალხს ჩაუნერგადა  შეზიზღებული და შეძულებული წარსულის ძეგლების პატივისცემას.

სიძულვილით ატანილი და დაბოღმილი ადამიანი მით უმეტეს მღელვარებათა პერიოდში მგელია სხვა ადამიანისთვის.

არეულ და რევოლუციურ პერიოდებში სიძულვილით და ბოღმით მთვრალი ბრბოები სპობენ ადამიანებსაც და უსულო საგნებსაც.

 

ყველა ხალხი ცდილობდა თავისი პოლიტიკური თუ რელიგიური რწმენის გამოხატვას სიმბოლოებში. სანამ არსებობს რწმენა ადამიანები პატივს, მეტიც, თაყვანს სცემენ ამ სიმბოლოებს. მაგრამ რწმების დასუსტების ან გაქრობის შთხვევაში ხალხი ლეწავს ამ სიმბოლოებს.

 

კერპთაყვანისმცემლობა გადაიქცევა ხატმებრძოლეობად და ყველა ყველაფერს ლეწავს.

 

კონვენტმა დაადგინა მთელ საფრანგეთში მეფეთა ძეგლების უკანასკნელი ნაშთების მოსპობა და ამით მიუსია ბნელი ბრბოები საფრანგეთის ეროვნულ მემკვიდრეობას.

ამ ვანდალიზმის პირველი წამქეზებელი იყო სენ დენის ააქალაქო მუნიციპალიტეტი.

ამ მუნიციპალიტეტის 1792 წლის  1 მაისის სხდომის ოქმში ნათქვამია რომ  წმინდა დენის ყოფილ სააბატოში არის ფეოდალური წყობის აშკარა ნაშთები, რომლებიც ვითომდა არის მეფეთა აკლდამების ნაწილები და ამიტომ ისინი უნდა დაათვალიერონ მცოდნე ადამიანებმა რათა გაირკვეს არის თუ არა ეს ხელოვნების ნაწარმოებები.

კონვენტში ბარერმა განაცხადა რომ სამეფო ხელისუფლების დამხობის  ღირსეულად აღსანიშნავად  უნდა მოისპოს სენ დენის დიდებული აკლდამები…

დაადგინეს აკლდამათა დანგრევა, ლითონის გადადნობა ზარბაზნების ჩამოსასხმელად.

 

ჯერ დაანგრიეს მეფე დაგობერის აკლდამა და  ჟერმენ პილენის და ფილიბერ დელორმის მიერ გაკეთებული ანრი მეორის დიდებული მავზოლეუმი დაამტვრიეს წვრილ ნაწილებად.  ეს ნაწილები გაიტანეს 10 საზიდარით.

წერაქვებით და ნიჩბებით დალეწეს მარმარილოს ქანდაკებები, ბარელიეფები, სვეტები და ზეძირკველები.

აკლდამებში შეცვენილებმა ვერ ნახეს ძვირფასეულობა და გაბოროტებულებმა ამოთხარეს, წაბილწეს და გაფანტეს მეფეების ნეშტი….

თითონ რობესპიერის წაქეზებით თავს დაესხნენ ბურბონების აკლდამებს….

 

დაერივნენ წიგნებსაც.

 

კაპიკებად გაყიდეს  უძვირფასესი და დიდებულსდ გამოცემული წიგნები

 

მონასტრების პერგამენტები დაგლიჯეს  და ულამაზესი მინიატურებიდან გააკეთეს  კარტუზები ზარბაზნების ჭურვებისთვის.

 

დაწარცვეს არისტოკრატთა ციხე-სასახლე-შატოები და ბევრი რამე მიანგრიეს.

გადარეულმა რევოლუციონერებმა მოინდომეს ეროვნული, სახელმწიფო და პროვინციალური ბიბლიოთეკების დაწვა. ისინი ანადგურებდნენ საზოგადოებრივ არქივებში დაცულ არისტოკრატთა დოკუმენტებს.

 

შეიშალა როგორც ბნელი უწიგნური გლეხი ისე  ცნობილი მეცნიერი, რევოლუციის მიერ გაუქმებული საფრანგეთის აკადემიის წევრი  ლაგარპი რომელიც მოითხოვდა მთელ რესპუბლიკაში  ყოველი ფეოდალური კვალის,  მათ შორის წიგნებზე, ხელნაწერებზე, შენობებზე, ავეჯზე გამოსახული ღერბების და ა. შ.  დაუნდობლად  მოსპობას….

 

ქაღალდის ფაბრიკანტებს და ტიპოგრაფიის მუშაკებს დაავალეს  ყველა ნაკეთობაზე მონარქიული ნიშნების შეცვლა თავიშუფლების ემბლემებით.

 

მას შემდეგ გაჩნდა ბოდიში პატრიოტული და რევოლუციური ყდები-გარეკანები რომლებსაც ამშვნებდა აი ასეთი დევიზები :

 

« თავისუფლად ცხოვრება ან სიკვდილი » , « თავისუფლება » , « თანასწორობა » . ან  « ერთობა , ძალა და თავისუფლება » .

თავისუფლების ემბლემა დაჰქონდათ  ფულის ასიგნაციებზეც და ღერბიან ქაღალდზეც.

დეგენერატთა თარეშით შეძრწუნებულმა ბევრმა არისტოკრატმა თვითონ დაიტანა თავის წიგნებზე პატრიოტული და რევოლუციური გამოთქმები და ემბლემები….

 

ეტლების კარებებიდან  მოფხიკეს ღერბები  რომელთა ირგვლივაც ხშირად იყო ცნობილ მხატვართა დიდებული მხატვრობა.  ზოგი ,მთ ნაჭრით ფარავდა და მალავდა.

 

პოლიციას დაავალეს  სასახლეების და სახლების ფრონტონებზე  ღბების  მოჩეხვა თუ კი მათ არ მოჩეხავდნენ ამ სასახლეების და სახლების მფლობელები. აიკრძალა სამეფო ხელისუფლების ემბლემების მქონე  მუნდირების ტარება და ასეთი აღჭურვილობის გამოყენება…

 

1793 წელი ოქროს ხანა იყო წიგნების და ავტოგრაფების მოყვარულებისთვის მაგრამ იმ უმკაცრესი პირობით რომ მათ თავი უნდა გაესაღებინათ უნიფხვო სანკიულოტებად და ემოქმედათ ფარულად, ჩუმად და უხმაუროდ.

თუ ვინმეს უპოვიდნენ ვიღაც არისტოკრატის ავტოგრაფს ან წიგნს უბედურს აცხადებდნენ ხალხის მტრად და ზოგჯერ მას გილიოტინაც ელოდა.

 

საფრანგეთის რევოლუციის ლიდერები ახალისებდნენ და აქეზებდნენ ვანდალიზმს…

 

ყველას ართმევდნენ წიგნებს, სურათებს და ქანდაკებებს  თუ კი მათ ჰქონდა რელიგიის, ფეოდალიზმის ან სამეფო ღირსების რაიმე კვალი. იძარცვებოდა ყველანაირი საგანძური…

ამტვრევდნენ და ამახინჯებდნენ ქანდაკებებს.

 

სულ გამხეცებულებმა ანეში დალეწეს ბრინჯაოს შადრევანი რომელიც გამოსახავდა ირემს და არამზადობა გაამართლეს იმით რომ ნადირობა ფეოდალიზმის ინსტიტუტია.

 

პოლიტიკა იყო მოსპობა ყველაფრისა რაც ადამიანს გაახსენებდა რელიგიას, ძველ საფრანგეთს და მეფურ ღირსებას….

 

დიდი რევოლუციონერი კამილ დემულენის სიმამრს წაართვეს კედლის საათი იმიტომ რომ  საათის ისრები წააგავდა მეფეთა ემბლემა შროშანს…

შროშანების გასახარებელი სათბურებიც დაკეტეს და ძლივს მოხერხდა მათი ისევ გახსნა და ყვავილების გადარჩენა.

მოსპეს კორეჯოს მიერ რელიგიურ თემებზე დახატული სურათებიც. ანტიკური ღმერთების გამოსახულებებიც გამოცხადდა ფეოდალურ სიბნელედ და ისინიც გაანადგრეს.

 

მოკლედ ძირფესვიანად სპობდნენ ისტორიულ საფრანგეთს.

 

კონვენტის წევრმა,  ნაპოლეონის მომავალმა პოლიციის მინისტრმა ფუშემ ბრძანა ეკლესიების სამრეკლოთა, ციხე-სიმაგრეთა კოშკების, მეტიც, სამტრედეთა დანგრევა იმიტომ რომ ეს მაღალი შენობები შეურაცხყოფდნენ თასწორობის პრინციპს.

ამ ვანდალს ნაპოლეონმა მისცა ოტრანტის ჰერცოგის წოდება და ამით ამაყი ფუშე დაოკდა.

 

ბრინჯაოს ზარები გადაადნეს წვრილ ხურდა ფულად.

 

1789 წლის აგვისტოდან მთელ საფრანგეთში ცეცხლში წვავდნენ ეროვნულ საგანძურს და კოცონების ირგვლივ როკავდნენ მთვრალი ვანდალების ბრბოები…

 

მღელვარებების  დროს გაგიჟებული ბრბო ბოდავს და მას არ ახსოვს არავითარი კულტურა….

 

წიგნი დიდია და დანარჩენი თქვენ წაიკითხეთ.

 

მე კი გეტყვით რომ ეს ვანდალიზმი შეაჩერეს ვიქტორ ჰიუგომ, პროსპერ მერიმემ და მათმა თანამოაზრე გმირებმა. დიდება აი ამ გმირებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s