არიელები რუსეთის სათავეში

რუსეთის იმპერატორი პეტრე მესამის მამა,ჰერცოგი კარლ ფრიდრიხ ჰოლშტაინ გოტორპი. ასე დაიწყო ჰოლშტაინ გოტორპთა დინასტიის რომანოვთა შტო.

 

 

მასალა დამპალი რუსული იმპერიის ბუნების გასაგებად. გერმანული რუსეთის იმპერია, არიელების უმაღლესი რასა  დამპალი რუსეთის იმპერიის სათავეში.

 

რომანოვთა სახლი იყო რუსეთის მეორე იმპერიული დინასტია რომელიც ქვეყანას მართავდა 5 თაობის მანძილზე 1613-1761 წლებში.

რომანოვთა იმპერიული დინასტია  მეფობდა მამაკაცთა ხაზით 1613 წლიდან 1730 წლამდე და ქალთა ხაზით  მართავდა სხვადასხვა სახელებით // Holstein-Gottorp-Romanov, Oldenburg-Romanov, Romanov-Holstein-Gottorp, Romanov-Oldenburg, ან   Romanoff-Oldenburg// 1761 წლიდან 1917 წლამდე.

რუსეთს მართავდა ოლდენბურგთა სახლის ხაზი  რომელიც მოდიოდა რომანოვთა და ჰოლშტაინ ჰოტორპთა დიდი ჰერცოგების ქორწილიდან.

ამ ხაზს ოფიციალურად ასევე ერქვა რომანოვები, მაგრამ გენეალოგისტები მას ზოგჯერ უფრო აკურატულად უწოდებდნენ ჰოლშტაინ-გოტორპ-რომანოვებს.

 

რუსეთის იმპერიის დამაარსებელ ქართველ პეტრე პირველს// ერეკლე პირველი ბაგრატიონის უკანონო ძეს//  პირველ დღეებში რეგენტი სოფია  ბრალად სდებდა გერმანული ჩვეულებების გავრცელება-დამკვიდრებას. ვრცელდებოდა ხმა რომ პეტრე პირველი იყო ვიღაც გერმანელის უკანონო შვილი.

 

პეტრე პირველმა  გერმანელ და ფრანგ მეცნიერთა დახმარებით შექმნა რუსეთის მეცნიერების აკადემია რომელიც ფართოდ იყენებდა გერმანულ პუბლიკაციებს.

ინერგებოდა ევროპული ყაიდის ადმინისტრატიული ტერმინოლოგია. გაჩნდნენ რუსი ჰოფმაისტერები, შტალმაისტერები, კამერიუნკერები, კამერფრაუები. ქართველი პეტრეს ოცნება ვესტერნიზებულ რუსეთზე განასახიერა ახალმა დედაქალაქმა სანკტ-პეტერბურგმა.

 

ქართველი პეტრე დიდის დროიდან //1672-1725// გერმანელების გავლენა რუსეთზე და რუსეთში სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

გერმანელებმა დიდი აურზაურის გარეშე დაიკავეს გაბატონებული ადგილები რუსეთის ბიუროკრატიაში.  რომანოვების დინასტიის წევრები დაქორწინდნენ გერმანელ პრინცებზე და პრინცესებზე;

მე-18 საუკუნეში  1613  წლიდან რუსეთის მმართველი რომანოვების მამაკაცთა ხაზი შეწყდა და  რომანოვთა ქალების  ოლდენბურგთა დინასტიის ჰოლშტაინ გოტორპთა სახლის წევრებთან ქორწინების მეშვეობით რუსეთის იმპერიის ტახტზე  ავიდა ჰოლშტაინ გოტორპთა ახალი გერმანული დინასტია.

პეტრეს უფროსი ასული ანა დაქორწინდა კარლოს ფრიდრიხ ჰოლშტაინ გოტორპზე // Charles Frederick of Holstein-Gottorp//.

როდესაც კურლანდიის გერმანელი ჰერცოგის ქვრივი ანა 1730 წელს ავიდა ტახტზე  მისი კარი გახდა ბერლინის კარის ტყუპისცალი.

მისი საყვარელი . Ernst Biren გახდა კამერგერი, Lewenwold გახდა კარის მაჟორდომი, საგარეო საქმეები ჩააბარეს Ostermann-ს, საელჩოებს ხელმძღვანელობდნენ Korff და Kayserling,. გენერლები იყვნენ მუნიხი, ოლდენბურგი, ბისმარკი და გუსტავ ბირენი.

ანტიგერმანულმა რეაქციამ ტახტზე აიყვანა  ელიზავეტა….

 

მაგრამ პეტრე დიდის უფროსი ასული ანას და  ჯოლშტაინის ჰერცოგი კარლ ფრიდრიხ ულრიხის // ის ეკუთვნოდა ოლდენბურგთა გვარის უმცროს შტოს// შვილი პეტრე მესამიდან დამკვიდრდა რომანოვ ოლდენბურგთა  ნახევრად გერმანული დინასტია.

პეტრე მესამის მეფობა იყო ხანმოკლე და არაპოპულარული.

 

პეტრე მესამე იყო პეტრე დიდის შვილიშვილი და ჰოლშტაინის ჰერცოგის შვილი.  ის გაიზარდა ლუთერანულ გარემოში.  რუსები მას თვლიდნენ უცხოელად.  ის უტევდა მართლმადიდებელ ეკლესიას. მან კავშირი შეკრა პრუსიასთან.

პეტრე მესამის ცოლმა ეკატერინემ მოაწყო გადატრიალება და გადააგდო თავისი ქმარი ტახტიდან. მისმა საყვარელმა ალეკსეი ორლოვმა მოკლა პეტრე მესამე.

არალეგიტიმური გერმანელი პრინცესა 1762 წლის ივნისში გახდა  რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე. //1762-96//.

 

პეტრე დიდის ასული ელისაბედის მეფობის შემდეგ რომანოვებს რომანოვებად მხოლოდ ზრდილობისთვის თუ მოიხსენებდნენ. სინამდვილეში ისინი იყვნენ  პეტრე დიდის ასულის და ჰოლშტაინ გოტორპის ქორწინებიდან გამოსული ჰოლშტაინ გოტორპ რომანოვები რომლებიც მუდამ ქორწინდებოდნენ უცხოელ, განსაკუთრებით  და უმრავლეს შემთხვევაში გერმანელ პრინცესებზე.

ისინი იყვნენ მხოლოდ ფუნქციონერები და არა ლიდერები რუსი ხალხისა.  ჰოლშტაინ გოტორპ რომანოვებს არ ესმოდათ რუსი ხალხისა და არც რუს ხალხს ესმოდა მათი.

მათ თავისებურად უყვარდათ რუსეთი, მაგრამ ისე როგორც პლანტატორს უყვარს თავისი პლანტაცია და არა იქ მომუშავე მონები.

 

გერმანელი ეკატერინე მეორის დროს  რუსეთი აღიარეს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ.  გერმანელმა ეკატერინემ რუსეთში გაავრცელა დასავლური ხელოვნება და ლიტერატურა, გაატარა ადმინისტრატიული რეფორმები. ის გახდა პრუსიის, ინგლისის და დანიის მოკავშირე //  თურქეთსაც ბუთქა, ყირიმიც და პოლონეთის კაი დიდი ნაწილიც შეუერთა თავის რუსეთის იმპერიას და გაავსო რუსეთის იმპერია გერმანელებით//.

 

ალექსანდრე პირველის დროს //1801-25//  დსიწყო ლიბერალური რეფორმები, შეიქმნა იმპერიის საბჭო, განიხილავდნენ კონსტიტუციის იდეას, წარმოდგენილი იქნა განათლების სქემები და  ბალტიის პროვინციებში დაიწყო ყმათა განთავისუფლება.

მან წინააღმდეგობა გაუწია ნაპოლეონს. თავიდან დადო მასთან ტილზიტის ხელშეკრულება რათა ნაპოლეონთან ერთად გაეკონტროლებინა ევროპა, მაგრამ ნაპოლეონი გააღიზიანა  მისმა პრეტენზიებმა.  ნაპოლეონი დამარცხდა და ალექსანდრემ წამყვანი პოზიცია დაიკავა  ევროპულ პოლიტიკაში.

 

ნიკოლოზ ოირველმა //1825-55// გადაუხვია ალექსანდრეს ლიბერალურ პოლიტიკას.  მან გაატარა ჯარის და ფლოტის რეფორმა, ააგო რკინიგზები და წინ წასწია მრეწველობა და კომერცია.

 

ალექსანდრე მეორემ //1855-81// გაანთავისუფლა ყმები, გაატარა ადმინისტრატიული რეორგანიზაცია, შექმნა ლოკალური თვითმმართველობა, უარყო პრესის ძალიან ,კაცრი ცენზურა. გაჩნდა ახალი მდიდარი და კრიტიკული ლიტერატურა. გაჩნდნენ უდიდესი მწერლები  // ტოლსტოი, დოსტოევსკი, ტურგენევი//.

მაგრამ ეს რეფორმები მოქმედებდა ნელა და ხელისუფლებას აღარ უნდოდა მეტის გაკეთება, სჭიროდ თვლიდა პაუზას რეფორმებში.

გაჩნდა ამით დიდად უკმაყოფილო ახალგაზრდობა.

ამ ახალგაზრდობის ბუნდოვანმა იდეებმა და რწმენამ ბიძგი მისცა ნიჰილიზმის გავრცელებას.

ალექსანდრეს საგარეო პოლიტიკა ევროპაში წარუმატებელი იყო.

 

ალექსანდრე მეორის მკვლელობის შემდეგ ალექსანდრე მესამემ გაატარა რეაქციული პოლიტიკა და მისმა მემკვიდრე ნიკოლოზ მეორემ  სცადა მამამისის და ბაბუამისის პოლიტიკათა  კომბინირება.

ის უფრო დაუახლოვდა საფრანგეთს, შეუერთდა სამმაგ ანტანტას. მან სცადა რუსეთის გავლენის გაძლიერება შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ დამარცხდა 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომში.

დაიწყო გამოცოცხლება ძ ლიბერალურმა მოძრაობებმა და შეთქმულებებმა და მთავრობამ გადაწყვიტა საკანონმდებლო კრების მოწვევა. პირველი დუმა  დაფუძნდა 1906 წლის 10 მაისს.

 

 ოლდენბურგ-ჰოლშტაინთა სახლი, რომელმაც  ამდენი სუვერენი მისცა ევროპას // ამ სახლის წევრები იყვნენ დანიის, საბერძნეთის და ნორვეგიის მეფეები// ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის სამეფო სახლთან.

რუსეთის ყველა იმპერატორი პეტრე მესამიდან  ქორწინდებოდა გერმანელ პრინცესებზე და გერმანული და დანიური გავლენები ძლიერი იყო  მე-19 საუკუნეში.

ალექსანდრე მესამე დაქორწინდა დანიის პრინცესა დაგმარზე და მათი შვილი ნიკოლოზ მეორე ასე დაკავშირებული იყო დანიის სახლთან და  და დეიდის, ინგლისის დედოფალი ალექსანდრას მეშვეობით  ინგლისის სამეფო ოჯახთან.

 

 

. ეკატერინე მეორის შემდეგ რუსეთის იმპერიის მმართველი 6 იმპერატორიდან ხუთს ყავდა გერმანელი ცოლი.  პავლეს ცოლი იყო ვიურტემბერგელი მარია, ალექსანდრე პირველის ცოლი იყო ბადენელი ლუიზა, ნიკოლოზ პირველის ცოლი იყო პრუსიელი შარლოტა, ალექსანდრე მეორის ცოლი იყო  ჰესსე-დარმშტადტელი ვილჰელმინა და ნიკოლოზ მეორის ცოლი იყო ჰესსეს ალიქსი,

ერთადერთი გამონაკლისი იყო ალექსანდრე მესამე, ვისი ცოლიც იყო დანიელი. ის იყო ყველაზე ნაციონალისტი იმპერატორი.

ამ იმპერატორთა პოლიტიკაში, ალექსანდრე მეორის საეჭვო გამონაკლისის გარდა,  პროგერმანიზმს თან ახლდა რეაქცია.

 

ნაპოლეონის თაყვანისმცემელი პავლეც იმდენად მოხიბლული იყო პრუსიული არმიით რომ მან რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებს და ოფიცრებას ჩააცვა  არაკომფორტული პრუსიული უნიფორმა.

ამაზე გაბრაზებულმა დიდმა  სუვოროვმა იყვირა რომ ის რუსადაა დაბადებული და არა პრუსიელად.

 

ალექსანდრე მეორეს უყვარდა ფრიდრიხ ვილჰელმ მესამე და დედოფალი ლუიზა. მან ტილზიტში  რუსეთის ზრდის ფასადაც გადაარჩინა პრუსია  ეროვნული მოსპობისგან.  მისი უთანხმოება ნაპოლეონთან ნაწილობრივ განაპირობა იმან რომ ის დაბეჯითებით უჭერდა მხარს  ოლდენბურგის გერმანელ ჰერცოგს რომელმაც დაკარგა თავისი ტახტი ფრანგებისადმი ურჩობის გამო.

 

რუსეთის იმპერიის დიდად გერმანელ იმპერატორებს და მათ დიდად გერმანულ კარს უპირისპირდებოდნენ მარტო რუსი სლავიანოფილები // ვინც დიდად შეუწყვეს ხელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღგენას// და  რევოლუციონერები.

რუსეთის იმპერიის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ ორე მამაკაცთა ხაზით სულ არ ყოფილა რომანოვი. ის  გერმანელი ჰოლშტაინ გოტორპი იყო.  ნიკოლოზ მეორე და მისი მეუღლე ერთმანეთს წერილებს ინგლისურად წერდნენ იმიტომ რომ რუსული ბევრად უფრო უარესად იცოდნენ.

 

დიდი მთავარი მარია // მარია პავლოვნა რომანოვა //  ყვება რომ 6 წლის ასაკამდე მან რუსული სიტყვაც არ იცოდა.  ამან  შეზარა მისი ფრანგი გუვერნიორი და ამ ფრანგმა დააძალა პატარა რომანოვას რუსული ენის სწავლა.

 არა მარტო

რუსი ხალხის მასებს მართავდნენ, უფრო ზუსტად  ვერ მართავდნენ ნახევრად ან მთლიანად გერმანელი იდიოტები.

http://www.globalsecurity.org/military/world/russia/czar-romanov-holstein-gottorp.htm

 

გერმანელი ჰოლშტაინ გოტორპ რომანოვი ნიკოლოზ მეორე  კარგად იცნობდა თვის ბიძაშვილს, გერმანიის კაიზერ ვილჰელმს და მის ამბიციებს.

მაგრამ 1914 წელს გერმანელ ნიკოლოზ მეორეს არ სჯეროდა რომ მისი გერმანელი ბიძაშვილი ვილჰელმი ომს აუტეხავდა მას.

 

ხოდა გერმანელებმა დაიქირავეს ლენინი, ტროცკი, კამო, დადგეს ბერლინში ობერჩეკისტი ანდროპოვის სუპერსტარი მიხაილ გორბაჩოვის კერპი და ნამდვილი მისტიკაა რომ ვიღაც და რაღაც გადარჩა.

              დიდება უფალს !!!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s