დამოუკიდებლობა აღარაა მოდაში

 

 

 

 

ფეხზე ევროპა

Afficher l'image d'origine

დამოუკიდებლობა კუკუ

 პატივცემულ ევროდეპუტატ დანიელ კონ ბანდიტს ყელში ამოუვიდა დამოუკიდებელი და სუვერენული ევროპული ეროვნული სახელმწიფოების,მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის არსებობა.
ევროდეპუტატები გვიმტკიცებენ რომ ეროვნული სახელმწიფოების არსებობაა ევროპის ყველა უბედურების და ევროს ზონის დღევანდელი კრიზისის მთავარი მიზეზი// გვ. 20//.

 

 

ფეხზე ევროპა:  კონ ბანდიტი და ვერჰოფსტადტი აღვიძებენ  პრო-ევროპელებს, 2013 წლის 15 აგვისტო,Fabien Cazenave

 

გერმანელი დანიელ კონ ბანდიტი // Daniel Cohn-Bendit// და ბელგიელი გი ვერჰოფსტადტი // Guy Verhofstadt//   ავრცელებენ მათ მიერ დაწერილ და ხელმოწერილ მანიფესტს რომლის მიზანიცაა ევროპის და მის დამცველთა გამოღვიძება.

დადგა ეროვნული სახელმწიფოს როგორც ასეთის უკან ჩამოტოვების, მისი უარყოფის და წინსვლის დრო.

მიმდინარეობს პოსტ ნაციონალური, პოსტეროვნული რევოლუცია?

 

Debout l’Europe – Daniel Cohn Bendit / Guy Verhofstadt – Actes Sud / André Versaille Editeur

ევროპარლამენტის მწვანე და ლიბერალი დეპუტატების  ლიდერებმა გერმანელი დანიელ კონ ბანდიტმა და გი ვერჰოფსტადტმა შეკრეს კავშირი   და მოინდომეს ევროპის გაღვიძება ვინაიდან დრო არ ითმენს:

ევროპამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშოროს თავიდან ეროვნულ სახელმწიფოთა  ეგოიზმი და საკუთარ თავში ჩიჩქვნა.

აუცილებელია რადიკალური რევოლუცია.

 

ეს რევოლუცია უნდა იყოს პოსტნაციონალურ პოსტეროვნული, მაშ, ფედერალური.

ჩამოვიტოვოთ უკან ეროვნული სახელმწიფო, წავიდეთ მასზე წინ.

დანიელ კონ ბანდიტი და გი ვერჰოფსტადტი თავის წიგნში გვიმტკიცებენ რომ დიდი   სიგიჟეა იმის დაჯერება რომ გლობალიზებულ მსოფლიოში არსებული ევროპა შეიძლება დაკმაყოფილდეს  ეროვნულ სახელმწიფოთა ჯამი-გაერთიანების სახით არსებობით.

ამიტომ დანიელ კონ ბანდიტი და გი ვერჰოფსტადტი ებრძვიან ევროპის მტრების მატყუარა რიტორიკას //გვ.36//.

მათ არ უნდათ წარსულის გმირთა განდიდება და ამბობენ  რომ რა პატივსაცემებიც არ უნდა იყვნენ ეს გმირები ისინი ვერ დაგვეხმარებიან.

მათი თქმით გადაწყვეტები უნდა მოინახოს აქ და ეხლა //გვ.39//.

მათი თქმით სარკოზის და მერკელის  ნაირი ხელმძღვანელები  ებრძვიან მულტიკულტურალიზმს და  გვარწმუნებენ იმაში რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვასთან ერთად ცხოვრება. დანიელ კონ ბანდიტის და გი ვერჰოფსტადტის აზრით ესაა  ევროპელთა შორის ცხოვრების ფაქტის პრინციიპული უარყოფა.

დანიელ კონ ბანდიტს და გი ვერჰოფსტადტს უნდათ ეროვნული მეობის  ცნების და ბორკილების მოსპობა//გვ.56//.

ისინი გვეუბნებიან რომ სხვადასხვა ეროვნების მშობლების შვილს არ უნდა დააძალო  მისი რომელიმე მშობლის ეროვნული კულტურის არჩევა,  ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ევროპის მოქალაქედ გახდომის და ევროპული პასპორტის მიღების საშუალება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ან მხოლოდ ევროპის მოქალაქეობის მიღების და შენარჩუნების არჩევის ან დამატებით მათი საწყისი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა.

ეროვნული სახელმწიფოები ამუხრუჭებენ ევროპას

 

დანიელ კონ ბანდიტი და გი ვერჰოფსტადტი  ასკვნიან რომ მრავალი ეროვნული სახელმწიფო, მათ შორის საფრანგეთიც, ცდილობენ ევროპის დაყვანას უბრალო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაზე რომლებსაც უხელმძღვანელებენ სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელები.

ეს პროცესი კი გააჩენს დირექტორიას.  რამოდენიმე ძლიერი სახელმწიფო განსაზღვრავს იმას თუ რა არის კარგი თუ ცუდი ეცროპისთვის // გვ.51//.

2 ევროპარლამენტარი ეროვნულ ხელმძღვანელებს ბრალად სდებს საერთო ევროპული ინტერესის დავიწყებას და მხოლოდ საკუთარი ქვეყნების ინტერესებზე ზრუნვას.

 

ევროსაბჭო მარტო ეროვნული ინტერესების სინდიკატია და მეტი არაფერი // გვ.27//.

დაბოლოს ევროდეპუტატები გვიმტკიცებენ  რომ ეროვნული სახელმწიფოების არსებობაა ევროპის ყველა უბედურების და ევროს ზონის დღევანდელი კრიზისის მთავარი მიზეზი// გვ. 20//.

ამქვეყნად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჯერ კიდევ ეროვნული სახელმწიფოები იღებენ   და ავტორების აზრით ესაა აუტანელი პარადოქსი იმიტომ  რომ არც ეკონომიკაა არც ფინანსები არ სცნობენ ეროვნულ საზღვრებს // გვ. 14//.

ავტორები  შგვახსენებენ რომ ევროპული კონსტრუქცია სუსტია, რომ რაც ერთხელ მოხდა შეიძლება განმეორდეს., რომ ჩვენ არა ვართ ჩვენს წინაპრებზე უკეთესები და უფრო ჭკვიანები,,,, საჭიროა დროული რეაქცია. დრო არ გავუშვათ ხელიდან თორემ  მეტისმეტად გვიან იქნება// გვ.36//.

აი უნგრეთში დემოკრატია საფრთხეშია ი « წმინდა უნგრელი ერის » სახელით.

განგაში და ყვირილი

 

ამ წიგნის 155  ფურცელი სწრაფად იკითხება.

მანიფესტი ,მოიცავს 67 ფურცელს.

დანარჩენი არის ავტორების საუბარი ფრანგული გაზეთი Libération-ის ჟურნალისტ Jean Quatremer-თან. ..

ავტორებს ესმით რომ ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა ადრე, რომ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს, რომ  ვართ უფსკრულის წინაშე.

ეკოლოგისტი ევროდეპუტატი  დანიელ კონ ბანდიტი გვიმტკიცებს რომ ეროვნული სახელმწიფო ჯობდა ფეოდალიზმს და ძველი ევროპული სახელმწიფოების და ერების შემჭმელ-მომნელებელი  ზეეროვნული სივრცე ამ ეროვნულ სახელმწიფოებზე უკეთესი იქნება.

ეხლა უნდა შეიქმნას მთელი კონტინენტის მომცველი, სუბკონტინენტალური ევროპული სივრცე // გვ. 147//.

დანიელ კონ ბანდიტს და გი ვერჰოფსტადტს  უნდათ  სუვერენული ეროვნული სახელმწიფოების გამაუქმებელი ფედერატული ევროპის დამფუძნებელი კრების შექმნა.

მაგრამ შემაშფოთებელი ისაა რომ  ეროვნული პარლამენტების წევრები მოინდომებენ პირველ რიგში ეროვნული ინტერესების დაკმაყოფილებას // გვ.63//.

ამიტომაა აუცილებელი პროევროპული და ფედერალისტური სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია. მხოლოდ ასე მიაქცევენ პოლიტიკოსები ყურადღებას ამ მოწოდებას.

 

დანიელ კონ ბანდიტი  გვეუბნება რომ დემოკრატიაა  საზოგადოებრივი აზრისთვის წინ გასწრება და არა ამ ამ საზოგადოებრივი აზრს მიყოლა ელექტორალისტული თუ პოლიტიკური მიზნებით, რომ დემოკრატია არის ინდივიდების გონებისთვის და არა ინსტინქტებისთვის მიმართვა, მათი დაკავშირება განმანთავისუფლებელ პროექტთან/ //გვ.42//…

 

მე კი გაგახსენებთ რომ დღეს პატივცემულმა ევროპარლანტარმა დანიელ კონ ბანდიტმა 1968 წლის მაისში ფაშისტო ფაშისტოს ძახილით გააგდო საფრაფრანგეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და დემოკრატიის აღმდგენელი შარლ დე გოლი.

ეხლა მას ყელში ამოუვიდა სუვერენული, დამოუკიდებელი საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ არსებობა და ცდილობს მათ გათქვეფას ფედერატულ ევროპაში.

 

 

 

Voir en ligne : acheter ce livre sur Amazon

http://www.taurillon.org/debout-l-europe-cohn-bendit-et-verhofstadt-reveillent-les-pro-europeens

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s