ანტონიო გრამში კულტურაზე

 

“ძველი სამყარო კვდება და ახალი სამყარო იბრძვის გასაჩენად; ეხლა მონსტრთა დროა”// ანტონიო გრამში//.

 

კულტურული ჰეგემონია გრამშის თანახმად, კულტურის თეორია

 

Aurélien Berthier

 

პროგრესისტები სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ იტალიელი მარქსისტი დილოსოფოსის, იტალიის კომპარტიის დამფუძნებელი წევრი ანტონიო გრამშის//1891-1937// კულტურული ჰეგემონიის კონცეფციაზე.

 

ღირს ამ კონცეფციის გაცნობა.

 

დაპატიმრებული თეორეტიკოსი

იტალიის კომპარტიის გენერალური მდივანი, აქტიური ინტელექტუალი,ჟურნალისტი და ჟურნალი « უნიტას » შემქმნელი ანტონიო გრამში დეპუტატი იყო როდესაც 1926 წელს ის დააპატიმრეს ფაშისტებმა.

პროკურორმა თავისი სიტყვა დაამთავრა შემდეგნაირად :

« ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ამ ტვინს ფუნქციონირებაში ».

 

მაგრამ ისტორია იცინის. სწორედ ციხეში დაწერა გრამშიმ თავისი უზარმაზარი, სამი ათასი გვერდის მომცველი ნაშრომი და  თავისი კონცეფცია….

ეს ნაშრომი არის იტალიის ისტორიის, მარქსიზმის, განათლების, განსაკუთრებით ინდუსტრიალიზაციიდან გამოსულ მუშათა განათლების, სამოქალაქო საზოგადოების და კულტურული ჰეგემონიის ღრმა და ვიზიონერული გააზრება.

 

მთავარი აზრი ისაა რომ კულტურა «ორგანულადაა » დაკავშირებული გაბატონებულ ხელისუფლებასთან.

 

კულტურული ჰეგემონია

 

გრამშიმ დაასკვნა რომ მარქსის თეორიის მიერ დაპირებული კომუნისტური რევოლუციები არ მომხდარა მისი დროის ინდუსტრიულ საზოგადოებებში.

გრამშიმ წამოაყენა ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც  ბურჟუაზია ხელისუფლებას ინარჩუნებდა  მშრომელთა მასების წარმოდგენებზე და მსოფლმხედველობაზე გავლენის მოხდენით და არა მარტო დამთრგუნველი ძალით.

 

ბურჟუაზიის კულტურული ჰეგემონიის გამო პროლეტარიატი  იზიარებდა გაბატონებული ბურჟუაზიის მსოფლმხედველობას

 

ბურჟუაზიის კულტურული ჰეგემონია კი მყარდება ეკლესიაში, სკოლაში, პარტიებში, მუშათა ორგანიზაციებში, მეცნიერულ ინსტიტუტშიმ საუნივერსიტეტო, ხელოვანთა საზოგადოებებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა მეშვეობით გარკვეულ ღირებულებათა გავრცელების მეშვეობით.

 

კულტურის ამდენი კერის მიერ გავრცელებული წარმოდგენები თანდათანობით იპყრობენ ადამიანთა სულს და ამ წარმოდგენებით გაჟღენთილი ადამიანები ეგუებიან ბურჟუაზიის ბატონობას.

 

მდგომარეობის შესაცვლელად ხელისუფლების ყოველ დაპყრობას წინ უნდა უძღოდეს ხანგრძლივი იდეოლოგიური მუშაობა, ნიადაგის ნელი მომზადება სამოქალაქო საზოგადოების შიგნით.

ჩვენ ადამიანები უნდა დავაჯეროთ ჩვენი ღირებულების მნიშვნელობაში და საჭიროებაში, უნდა მოვიპოვოთ კულტურული ჰეგემონია ეს უნდა მოხდეს ხელისუფლების დაპყრობამდე და ხელისუფლების დაპყრობის მიზნით.

 

ბოლოდროინდელი მაგალითი, ნეოლიბერალური იდეოლოგია დამკვიდრდა როგორც ერთადერთი შესაძლებელი ეკონომიკური სისტემა.

 

1950-ანი წლებიდან ამერიკელი და ევროპელი ეკონომისტების (think-tanks), ჟურნალისტების, მაღალი თანამდებობის პირების , ჟურნალისტების, საზოგადოებრივი აზრის ლიდერების, ლობიების, ხელოვანთა გააზრებულმა დაჟინებულმა საუბრებმა და პროპაგანდამ დაარწმუნეს ადამიანები იმაში რომ ჯანმრთელია საყოველთაო შეჯიბრი-კონკურენცია და არა თანამშრომლობა, რომ ბაზარი თვითონ მოწესრიგდება რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ეხმარებოდეს თავის გაჭირვებულ მოქალაქეებს, ნაკლებს ხარჯავდეს და უნდა ამცირებდეს გადასახადებს, რომ სახელმწიფო ცუდი მმართველია, და ა.შ.

მხოლოდ ამის შემდეგ აიღეს ხელისუფლება აშშ-ში რონალდ რეიგანმა, ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერმა და დენ სიაო პინმა ჩინეთში.

ბრძოლის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების დაპყრობა.

 

გრამშის აზრით სახელმწიფო არ დაიყვანება მარტო მთავრობაზე.  

 

ერთმანეთისგან  შეიძლება განვასხვავოთ მისი ხელისუფლების ადგილები ;

 ერთის მხრივაა « პოლიტიკური საზოგადოება » რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ ინსტიტუტებს, პოლიციას, არმიას და მართლმსაჯულებას. ის იმართება ძალით.

 

მეორეს მხრივაა « სამოქალაქო  საზოგადოება » რომელიც აერთიანებს კულტურულ ინსტიტუტებს // უნივერსიტეტი,ინტელექტუალები,მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხელოვანები // რომელიც ღიად და შენიღბულად ავრცელებს სახელმწიფო იდეოლოგიას რათა მოსახლეობის უმეტესობამ მიიღოს არსებული რეჟიმი, გაიზიაროს მისი კურსი. ის იმართება თანხმობით.

 

დიქტატორულ რეჟიმებში იძულებისა და ჩაგვრის მეშვეობით ბატონობს პოლიტიკური საზოგადოება.

 

დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოებებში ბატონობის ორგანიზაციას უმთავრესად ახდენს სამოქალაქო საზოგადოება.

 

საჭიროა კულტურული ბრძოლა ამ ფარგლებში და არა შუბლით დატაკება პოლიტიკურ საზოგადოებასთან.

 

გრამშის თანახმად ჯერ უნდა გავავრცელოთ პროგრესისტული იდეები, ვიმუშაოთ პერიფერიფერიებზეც და შუალედებშიც, ვრელებშიც, ვიმუშაოთ როგორც ტერმიტებმა რათა თანდათანობით გამოვხრათ  ტრადიციული კაპიტალისტური საზოგადოების საფუძვლები.

მიზანია  ბრძოლა დომინანტური კლასის ინტელექტუალებთან და ამ ინტელექტუალების დამარცხება.

 

ამ ამოცანას გრამში აკისრებს ინტელექტუალებს ამ ცნების ფართო გაგებით, იმათ ვინც მანიპულირებენ იდეებით, სულ მცირე იმათ ვინც ორგანულად არიან დაკავშირებული მუშებთან.

პროგრესისტულმა იდეებმა უნდა შეაღწიონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, პროგრესისტული თემები და კონცეფციები უნდა დამკვიდრდეს საუნივერსიტეტო და საჯარო დებატში.

 

მემარცხენეებისთვის ეს შეიძლება იყოს ერთის მხრივ ნეოლიბერალური რჩევების და სიტყვების ეჭვს ქვეშ დაყენება, დისკვალიფიკაცია, მეორე მხრივ კი  ისთი თემებისა დაცნებების დამკვიდრება როგორიცაა ეკოლოგიური კატასტროფა, მაქსიმალური ხელფასი, რელოკალიზაცია,  უანგარობა უსასყიდლობა, კოოპერატივი, ეკონომიკური მშვიდობა, კოლექტიური სამსახურები.. რეალური თანასწორობა, კეთილდღეობის ძიება, და ა.შ.

 

დღეს ამ თვალსაზრისით შეიძლება ინტერნეტის გამოყენება. მუშაობა უნდა იყოს ადამიანურ სოციალურ ქსელებშიც.  ესაა განსაკუთრებით ხალხური აღზრდა-განათლების როლი.

 

მოკლედ მთავარია ადამიანთა გონებისთვის და გულისთვის ბრძოლა და არა კლასთა ბრძოლა. ასეთია იტალიელი კომუნისტი ფილოსოფოსი ანტონიო გრამშის აზრი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s