პორნოგრაფიზაციის ხანა

 

 რაღა დროს 10 მცნება და ქრისტეს ქადაგებებია ბნელებო,

ანტინაციონალიზმის, ანტიქრისტიანობის, პორნოგრაფიზაციის ხანაა

http://mythologica.fr/grec/ages.htm

 

რკინის ხანა, კალი იუგა, ნიჰილიზმის ანუ უმაღლეს ღირებულებათა დაკარგვის ხანა

 

ძველთა ბოლო ხანა, გავს დღევანდელობას

 

კაცობრიობის ხანები

 

ბერძნები და შემდეგ რომაელები კაცობრიობის ისტორიას ყოფდნენ მრავალ პერიოდად.

 

პირველად ამის შესახებ ილაპარაკა ჰესიოდემ თავის ნაშრომში  «  სამუშაოები და დღეები ».

მისი თქმით იყო 5 ხანა.

ოვიდიუსი კი ახსენებს მხოლოდ ოთხ ხანას.

 

 

  1. ოქროს ხანა

 

პირველი, ქრონოსის თანამედროვე ადამიანები განიცდიდნენ სრულ ნეტარებას. ეს იყო ოქროს ხანა.

 

ჰესიოდეს თქმით ადამიანები მაშინ ცხოვრობდნენ როგორც ღმერთები, ღელვის და დაღლილობის გარეშე.

მათ სულ არ აწუხებდათ სასტიკი სიბერე ისინი პურმარილობდნენ და ნადიმობდნენ.

 

ისინი არ იყვნენ უკვდავები,მაგრამ ტკბილად იძინებდნენ და ისე კვდებოდნენ.

ყველაფერი ამ ადამიანებისა იყო.

ნაყოფიერი მიწა თვითონ ქმნიდა უხვ სიმდიდრეს.

გარდაცვალების შემდეგ ოქროს ხანის ადამიანები გადაიქცეოდნენ ხოლმე მოკვდავთა მფარველ და მცველ კეთილ სულებად.

ადამიანები არ მრავლდებოდნენ. მათ უბრალოდ თესავდნენ და მათგან არ მოითხოვდნენ მსხვერპლს.

 

  1. ვერცხლის ხანა

ოქროს ხანა შეცვალა ვერცხლის ხანამ,რომელსაც წარმოადგენდა სუსტი და  უაზრო-უუნარო არსებების რასა.

მათი ცხოვრება იყო მხოლოდ ხანგრძლივი ბავშვობა და ბოლოს და ბოლოს სიმწიფის ასაკში შესულნი ისინი მაშინვე ხდებოდნენ მათივე სისულელის და ურჯულოების მსხვერპლები.

 

ისინი ვერ იცავდნენ ზომიერებას ზომიერების გრძნობის დაკარგვა-უზომობა, ქედმაღლობა თავხედობა ანუ ჰუბრისი უდიდეს ცოდვად ითვლებოდა ძველ საბერძნეთში. ვერცხლის ხანის უუნარო თავხედი არსებები. არ სცემდნენ თაყვანს უკვდავებს. არ აღმართავდნენ წმინდა საკურთხევლებს ნეტართათვის. მარტო თავისთის იშენებდნენ სახლებს და ქრონოსის შვილი ზევსი გაჯავრდა და მან  დამარხა ისინი.

 

  1. ბრინჯაოს ხანა

ამ ხანის კუნთმაგარ ადამიანებს მოსწონდათ მარტო გინება და ომი.

მათ დაუნდობელ გულს ჰქონდა ფოლადის სიმტკიცე,

ისინი უძლეველები იყვნენ.

ბოლოს და ბოლოს მათ გაჟლიტეს ერთმანეთი.

 

მიუხედავად ამისა ამ ადამიანებმა აღმოაჩინეს პირველი ლითონები, მათ უკავშირდება ცივილიზაციის პირველი გამოვლინებები.

 

 

4.ჰესიოდეს თქმით ამის შემდეგ იყო გმირთა ხანა

 

მაშინ იყვნენ თებესთან და ტროას კედლებთან მეომარი ვაჟკაცები.

ამ გმირულ ხანაზე ლაპარაკობს მარტო ჰესიოდე.

 

ჰესიოდეს თქმით ეს იყო ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე სამართლიანი ხანა,მაგრამ  ისიც დაღუპა ომებმა ისევე როგორც დაიღუპნენ თებე და ტროა.

 

მუხედავად ამისა ამ ხანის ზოგი გმირი არ გაქრება არასდროს ვინაიდან ისინი ამიერიდან და მარადიულად ცხოვრობენ ნეტართა კუნძულებზე, იდილიურ ადგილზე რომელთაც მართავს ქრონოსი და  რომელიც ასე ინარჩუნებს ოქროს ხანას გმირთა მცირე რაოდენობისთვის.

 

  1. მაგრამ ყველაზე გავრცელებული აზრის თანახმად ბრინჯაოს ხანას მოყვება დღევანდელ ადამიანთა რკინის ხანა.

 

ესაა სიბეჩავეთა და დანაშაულთა ხანა.

 

ხანა როდესაც პატივს არ სცემენ არც დადებულ ფიცს,არც სამართალს და არც ღირსებას.

 

 

– See more at: http://mythologica.fr/grec/ages.htm#sthash.k5Yx2CwX.dpuf

 

 ინდოევროპელთა უძველეს შტოს, ინდოელთა წმინდა წიგნებშიც ლაპარაკია კაცობრიობის თანდათანობით დაცემაზე, იმაზე რომ ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის უკუდურესად დაცემის ხანა კალი იუგაში

 

პურანას და ლინგა პურანას სანსკრიტული ტექსტების თანახმად კალი იუგას ნიშნები შემდეგია:

 

  • ქურდები გახდებიან მეფეები და მეფეები გახდებიან ქურდები// ინებეთ პროფესორი ჯაბა თბილისში და ბორის ელცინის საპრეზიდენტო საბჭოში ადამიანის უფლებათა დამცველი ხაბაროვსკელი ბანდიტი ვლადიმირ პოდატევპუდელი მოსკოვში//.

ხელმძღვანელები მიითვისებენ სიმდიდრეს და გამოიყენებენ მას უპატიოსნოდ. ისინი აღარ დაიცავენ ხალხს.

 

ბრძენებად ჩათვლიან უღირს,ყველანაირ ღირსებას მოკლებულ მდაბიოებს რომლებმაც შეიძინეს რაღაც ცოდნა.

 

  • მრავალი ადამიანი დაკარგავს თავის ფესვებს და ისინი იხეტიალებენ ერთი ქვეყნიდან მეორეში// იხილეთ როგორ შეესივნენ ევროპას აოხრებული აღმოსავლეთიდან გაქცეულები//.
  • მტაცებელი ნადირები უფრო აგრესიულები იქნებიან.
  •  
  • ჩანასახებს დახოცავენ მათი დედების მუცელში//იხ. აბორტების რაოდენობა სექსუალური რევოლუციის შემდეგ//.

ადამიანები გაიზიარებენ ყალბ იდეებს.

 

  • ადამიანები აღარ ენდობიან ერთმანეთს.
  • ადამიანები შურიანები იქნებიან.
  • ბევრი ადამიანი ახალგაზრდა დაიღუპება//იხ. ომები,ნარკომანია,ლოთობა და ..//.
  • დამშეული და დაშინებული ადამიანები თავშესაფარს ნახავენ მიწისქვეშ// ამერიკაში დღეს არიან .. სურვივალისტები რომლებიც კატასტროფების მოლოდინში აშენებენ ყველანაირად აღჭურვილ მიწისქვეშა ბუნკერებს.ასეთ ბუნკერებს აშენებენ ბორის ელცინის,გაიდარჩუბაისის დროს გამდიდრებული რუსებიც//.

ქალწულები გაყიდიან თავის ქალწულობას/// მარგარეტ ტეტჩერის ახლობლებს შორის იყო მრავალი პედოფილი და ა.შ.//.

 

 

ვეღარ გაიგებ თუ როდის მოვა წვიმა და როდის არა//კატასტროფული კლიმატური ცვლილებები//.

 

ვაჭრები უპატიოსნოები იქნებიან.

 

იქნება ბევრი მათხოვარი და უმუშევარი//ესეც ახდა//.

 

ადამიანები ილაპარაკებენ უხეშად და ვულგარულად.

 

  • ადამიანები მარტო ფულის შოვნით იქნებიან დაინტერესებულნი. ხელისუფლებაში უფრო მდიდრები იქნებიან.
  •  
  • სახელმწიფოთა ხელმძღვანელები აღარ დაიცავენ თავის ხალხს, მაგრამ გადასახადებით მიითვისებენ ამ ხალხის მთელ სიმდიდრეს.

იქნება წყლის ნაკლებობა.

 

შეჭამენ უმს.

 

აი დღევანდელობის, კალი იუგა-რკინის ხანის 3 ეპიზოდი

 

 

ანტინაციონალიზმი, ანტიქრისტიანობა, პორნოგრაფიზაცია

 

https://www.les-crises.fr/les-elites-francaises-honte/

 

ანტინაციონალიზმზე,  2014 წლის  იანვარი

მარი-ფრანსუაზ ბეშტელ // Marie-Françoise Bechtel//, საფრანგეთის ელიტებს საფრანგეთის სცხვენიათ.

ENA-ს ანუ საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის, ყოფილი ხელმძღვანელი, ’Aisne-ის დეპუტატი კრიტიკულად უყურებს საფრანგეთის მმართველი კლასების საფრანგეთისადმი დამოკიდებულებას.

 

Marianne : თქვენ Expansion-ში გამოქვეყნებულ ერთ ინტერვიუში აცხადებთ რომ  საფრანგეთის სპეციფიურობა ისაა რომ მის ელიტებს ეზიზღებათ ერი.  თუ შეგიძლიათ დააზუსტოდ ეს მოსაზრება და გაამართლოთ ის რამოდენიმე მაგალითით?

Marie-Françoise Bechtel :  მე ეს იდეა საკმაოდ დიდი ხანია რაც ამეკვიატა.

მე ის პირველად გამოვთქვი  2000 წლის ბოლოს გაზეთ le Figaro-ში Joseph Macé-Scaron-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მე მას ვუთხარი რომ ძალიან გაოცებული ვიყავი იმის დანახვით თუ რამდენად  ამაყობდნენ თავისი ერით ბრიტანული ელიტები.

დღეს ჩემთვის ეს არის როგორც არასდროს აბსოლუტური და ცხადი დასკვნა.

საფრანგეთის ელიტებს სცხვენიათ საფრანგეთისა. თანაც უაღრესად ქედმაღლურად და თავხედრად იქცევიან ხოლმე…

მე ხშირად მომყავს Jean-Marie Messier-ს მაგალითი.  ფრანგული ელიტების ამ წმინდა პროდუქტმა  ბრძანა რომ ბიზნესმენების ჭეშმარიტი სამშობლოა აშშ. ბრძანა და გადასახლდა აშშ-ში.  ესაა ქიმიურად წმინდა სიტყვა.  ელიტის ყველა წევრი არ ამბობს ამას გარკვევით, მაგრამ ბევრი ასე ფიქრობს.

ეს ერთადერთი მაგალითია !

M.-F.B. :  მე შემიძლია ათობით მაგალითის მოყვანა.

ავიღოთ დიდი პატრონები რომლებიც ინვესტიციებს დებენ უცხოეთში და არ იხდიან თავის გადასახადებს საფრანგეთში. თქვენ ვერ იტყვით რომ ეს პატრიოტული საქციელია….

ტოტალი თითქმის არ იხდის გადასახადებს საფრანგეთში, რა თქმა უნდა, უცხოეთში.  სხვა ჯგუფებიც იქცევიან ასე მაგრამ ისინი გვერდით არიან როდესაც ქვეყანას უჭირს.

 

შეხედეთ იმასაც თუ როგორ იხსენებენ 1914-1918 წლის ომს: l

ელიტები სოციალისტურ პარტიასთან ერთად დამნაშავეებად აცხადებენ ხალხებს.  ივიწყებენ რომ ხალხებს არ უნდოდათ ომი და რომ ერის უარყოფა დღეს  გვითრევს ევროპაში რომელშიც  განუწყვეტლად ძლიერდება მემარჯვენე ექსტრემიზმი.

 

ამ უარყოფის და ქედმაღლობა-თვხედობის  შრევის მეორე მაგალითია  ევროპის საქმმებისთვის დელეგირებული მინისტრი Pierre Moscovici-ს საქციელი.

1997-99 წლებში მიმდინარეობდა ევროპული მოლაპარაკებები  ნიცის ხელშეკრულების დადების თაპბაზე  და ბატონი მინისტრი მოსკოვიცი პატარა ქვეყნებს ექცეოდა დაუჯერებლად  მედიდურად, ზოგს აწყვეტინებდა სიტყვას, სხვებისგან მოითხოვდა უფრო მოკლედ ლაპარაკს, მან გააჩუმა ბელგიის წარმომადგენელი.

იგივე მოსკოვიცი დარწმუნებლია იმაში რომ ფრანგი ერი გაქრა  და ჩვენ გადავიქეცით ლიბერალური და არტლანტიზებული სამყაროს პერიფერიად. ამას ადასტურებს მთელი მისი საქმიანობა.

 

ტელევიზია დაღალავად ლაპარაკობს იმაზე რომ  ფრანგი ერი დამძაღებულია და დგას დაცემის და დსკნინების  გზაზე,  საკუთარი ქვეყნით სიამაყე აკრძალულია  და ამით გადარეული ხალხი ეჭიდება ერს, იკეტება ერში.

 ერის  და ქვეყნის აბუჩად ამგდები ელიტა აძლიერებს  ნაციონალურ ფრონტს…

 

საფრანგეთის ზიზღი და მოძულება უნდა გაჩენილიყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მე ვფიქრომ ელიტებმა უღალატეს ხალხს. ისინი გაურიგდნენ ვიშის რეჟიმს და მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა 1939 წლის დამარცხებაზე.

მაშინ გათამაშდა ყველაფერი.

1940 წელს პარტიები იყვნენ კატასტროფულ მდგომარეობაში. მათ არ ჰქონდათ არანაირი ლეგიტიმურობა, მოხდა მათი დისკრედიტაცია.

მთავარი პარტიები თანდათანობით აღდგნენ იმით რომ მათ აღიარეს ეროვნული ერთიანობის აუცილებლობა.

ანტიკომუნისტები აგინებდნენ სტალინის და ჰიტლერის გარიგებას, მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებებს და კომუნისტები პასუხობდნენ რომ ანტიკომუნისტებმა ხმა უნდა ჩაიგდონ მიუნხენის გარიგების მერე.

პარტიების შანსი იყო ამერიკის შეერთებული შტატების არსებობა.

აშშ არ ენდობოდა შარლ დე გოლს და მას უნდოდა პარტიების და პროფკავშირების მხარდაჭერა.

ომის შემდეგ პარტიები ფეხზე  დააყენა ვაშინგტონმა.

ომის შემდეგ მემარჯვენეთა შანსი იყო დე გოლი. დე გოლმა გადაარჩინა მემარჯვენეები და ამიტომ ყველა მემარჯვენე წლების მანძილზე გოლისტი იყო.  მაგრამ ამან არ გასტანა დიდხანს…

 

.

 

მემარცხენეები გადაარჩინა Jean-Pierre Chevènement-მა,  ამაში თავისებურად მონაწილეობდა . Pierre Mendès France.

არა მგონია რომ ფრანსუა მიტერანი იმსახურებს  იმდენ გინებას რამდენსაც აგინებენ, მან შექმნა დღევანდელი ევროპა.

 

M.-F.B. :  მე სულაც არა ვარ აღფრთოვანებული ეკონომიკური ელიტების დიდი უმრავლესობით, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. Saint-Gobain-ის ყოფილ პატრონ Jean-Louis Beffa-ს, მაგალითად, თითქოს კიდევ შერჩა ეროვნული ვნობიერება.

სამაგიეროდ ბანკები არაფერ სასიკეთოს არ აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის.

პოლიტიკური ელიტები კი  ერთის მხრივ თავს იწონებენ თავისი უმანკო კეთილგონიერეით, მეორეს მხრივ კი მემარცხენეებს თვლიან არალეგიტიმურად და თავის მოვალეობად თვლიან ამის დემონსტრაციას.

მემარჯვენეები აგინებენ მინისტრებს და ამბობენ რომ ამით ისინი ასრულებენ ლიბერალური სამყაროს წესებს და კანონებს.

 

დღეს მე განსხვავებულ პიროვნებად ვხედავ მარტო

Arnaud Montebourg-ს თუმცა არიან სასარგებლოდ მშრომელი მინისტრებიც, მაგალითად Michel Sapin.

 

მასობრივი ინფორმაციის წყაროებშიც კრახია.

ერზე ლაპარაკი ბურძგნავს და აღიზიანებს.  Libération ჩარჩა  ჰედონისტური ლიბერალ-ლიბერტარობის მდინარეში, თუმცა დრო და დრო იქაც შეიძლება გადააწყდეს  კაცი აქა იქ  რაღაც ნამცეცებს.

Le Monde სულ მიცრუებს იმედს…. ბევრი აღარაფერი დარჩა ამ დიდი გაზეთისგან.

Le Figaro ? ის გადაიქცა  ხელისუფლებაში მყოფი მემარცხენეებისთვის ბრალდებების წაყენების  ოფიციალურ  ორგანოდ. მეტი არაფერი…

 

M.-F.B. :  დიდ და მაღალ ფუნქციონერ მოხელეებს როგორც წესი სჯერათ  ანგელოსური და უმწიკვლო ევროპეისტული იდეალისა.

ყველამ ისწავლა რომ ფრანგის მომავალია ევროპა და არა საფრანგეთი.

ყველა მაღალი ფუნქციონერი მოხელე ფიქრობს რომ  საფრანგეთი ძველმანია, მოძველებული საქმეა.

 

მაგრამ ზოგიერთები წინააღმდეგობას უწევენ ევროპულ გადახრებს.

მაგალითად ესაა სახელმწიფო საბჭო //le Conseil d’Etat.// უმაღლესი ფრანგული ადმისტრატული იურისდიქცია, მან დიდხანს გაუძლო ევროპეისტთა შეტევებს.

 

ჩემი აზრით წინააღმდეგობას უწევს პრეფექტთა კორპუსი. ეს ხდება იმიტომ რომ პრეფეკტთა კორპუსი წარმოადგენს სახელმწიფოს და არა რეგიონალურ ფეოდალობებს.

არის კიდევ არმია…

 

მაგრამ თქვენც გაქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა  იმიტომ რომ როდესაც იყავით ადამინისტრაციის ეროვნულ სკოლაში თქვენ შეარჩიეთ და აღზარდეთ ელიტები!

M.-F.B. :  თავიდან უნდა დავაზუსტო 2 რამე. l’ENA-ს, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის დირექტორი არ ზრდის არავის.  სკოლის მასწავლებლებს ნიშნავენ დიდი ადმინისტრაციები.

სამაგიეროდ  დირექტორი სთავაზობს მინისტრს ჟიურის წევრებს. მე, სხვათა შორის, ჩემს დროს შევარჩიე ჟურნალი  Marianne-ს ჟურნალისტი.

 

მეორე ელემენტი რომელსაც  ფართო საზოგადოება ხშირად არ იცნობს ისაა რომ  ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა არის  პოლიტიკურ მეცნიერებათა სასწავლებლის,  დიდი სკოლა  Sciences-Po-ს, გაგრძელება-განხორციელება და სწორედ  ეს სკოლა ზრდის ან ამახინჯებს სტუდენტებს. Sciences-Po  იქცა ბაზრის სკოლად როგორც თქვა მისმა გარდამქმნელმა Richard Descoings-მა.

 

ეს ძალიან ჭკვიანი და ამავე დროს ძალიან საშიში ადამიანი დარწმუნებული იყო იმაში რომ ბაზარია  კანონი და კანონია  ბაზარი.  მან ვერც დაინახა კრიზისის მოახლოება.

მაგრამ მან სკოლას დაუტოვა უპრეცენდენტო დაზუთხვა. ბაზრის გამარჯვება ჩანს იმაშიც რომ  ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში  იზრდება კომერციის სკოლათა მოწაფეების რაოდენობა.

ყველა ეს მოწაფე გულზე იდებს ხელს და იფიცებს რომ ის სულ პატარა ბავშვობიდან ოცნებობს სახელმწიფოს სამსახურში ჩადგომაზე.

შდეგი დრამატულია.  ისინი იმეორებენ კარგად დაზუთხულ ტექსტებს.  ჟიურის წევრების თქმით ამ დაზეპირების გამო შეუძლებელია მათი შერჩევა და იმის გარკვევა თუ ვინაა უკეთესი და ვინ უარესი.  და ყველაფერს ამძიმებს კულტურის ნაკლებობა…

 

M.-F.B. :  მე ოპტიმისტი ვარ. შეხედეთ გერმანელებს.  იქ ხდება  ენის და გერმანული სიამაყის განახლება.

10-12 წლის წინ მე მიმიწვიეს კოლოკვიუმზე  რომელიც ეძღვნებოდა დღეს განსაკუთრებით საინტერესო თემას :

აქვს თუ არა გერმანიას საკუთარი ელიტის ყოლის უფლება?

 

გერმანიას მაშინ უჭირდა.  იქ მაშინ იყო Gerhard Schröder-ის მრჩეველი, მაშინ ძალიან ცნობილი კაცი.

მე მის გასაგონად გავიკვირვე რომ გერმანიაში გერმანული ელიტების მომავალზე ლაპარაკობენ ინგლისურად. ეს მე პარადოქსულად მომეჩვენა.

მაშინ ჩვენმა მასპინძლებმა ამიხსნეს თუ რა უპირატესობა აქვთ ფრანგებს გერმანელებთან შედარებით:

 

 «  გაიგეთ, როდესაც აწყობთ საჯარო პოლიტიკურ შეკრებებს თქვენს უკანაა საფრანგეთის რევოლუცია და ეს გამხნევებთ. ჩვენ კი არა გვაქვს მისი ექვივალენტი. წარსულის გახსენება ძნელია

 

მეც ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს სოლიდური, მტკიცე საფუძვლები. ჩვენ ვართ ძალიან დიდი ქვეყანა,  ჩვენ კიდევ ვართ მსოფლიოში მე-6 დიდი ძალა, კომერციული დეფიციტის მიუხედავად ექსპორტატორი

მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ეს ძალიან ცუდადაა ნასწავლი.

 

ჩვენ ჩვენს ელიტებს უნდა ვასწავლიდეთ ჩვენი ისტორიის, ფრანგი ერის პატივისცემას, მაგრამ ვასწავლით ქედმაღლობას, თავხედობას და ამპარტავნობა-მედიდურობას.

მესამე და არც ყველაზე პატარა ელემენტი:

მე არ ვიცი წინააღმდეგობას უწევს ერი თუ სახელმწიფო, მაგრამ წინააღმდეგობას სწევს ჩვენში არსებული რაღაცა. ჩვენი საფუძვლები რაღაც დონემდე სოლიდური და მტკიცეა.

მარი ფრანსუაზ ბეშტელს ფრანგული ჟურნალი Marianne-სთვის ესაუბრებოდა Bertrand Rothé.

მოკლე ბიოგრაფია

 

Marie-Françoise Bechtel საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა ENA-ს ხელმძღვანელი იყო 2000-2002 წლებში. ის დღეს არის Aisne-ს მე-4 ოლქის დეპუტატი, რესპუბლიკური და სამოქალაქო მოძრაობის წევრი, არის სოციალისტურ ჯგუფთან, ისაა ეროვნული კრების კანონების კომისიის თავმჯდომარე. ის აგრეთვე არის რესპუბლიკური სასკოლო სისტემის წარმატების მაგალითი. მისი მშობლები მასწავლებლები არიან…

 

 

 

http://www.mrc-france.org/Les-elites-n-aiment-pas-la-nation_a565.html

 

 

 

http://catholicexchange.com/attacks-on-christians-in-europe-intensifies

ანტიქრისტიანობა

ევროპაში ქრისტიანებზე თავდასხმები უფრო ინტენსიური ხდება, March 29, 2012

Beatrice Stevenson

 

რომელია ყველაზე ნათრევ-ნალანძღი რელიგია შოტლანდიაში 2010-2011 წლებში?  არა ისლამი, რელიგიური სიძულვილის დანაშაულთა მხოლოდ 2,1 ოროცენტია მიმართული მაჰმადიანების წინააღმდეგ. არა იუდაიზმი, რელიგიური სიძულვილის დანაშაულთა მხოლოდ 2,3 პროცენტია მიმართული იუდევლების წინააღმდეგ

შოტლანდიის მთავრობის ანგარიში გვეუბნება რომ რელიგიური სიძულვილის დანაშაულთა 95 პროცენტი მიმართულია  ქრისტიანების წინააღმდეგ.

 

რელიგიური სიძულვილის დანაშაულთა უმრავლესობის სამიზნედ ქრისტიანები იქცნენ საფრანგეთშიც.

 

2010 წელს რელიგიური ვანდალიზმის შემთხვევათა 84 პროცენტი მიმართული იყო არისტიანული სალოცავების და სიწმინდეების წინააღმდეგ.  ასეთ შემთხვევათა რაოდენობა ორ წელიწადში გაიზარდა 96 პროცენტით.

ვანდალებმა დაარბიეს 240 სასაფლაო, 272 სალოცავი, ომის 26 მემორიალი და დაამტვრიეს 10 ჯვარი.

 

ჰაკერებმა გატეხეს ვატიკანის ვებსაიტი და დააყოლეს რომ ეს გააკეთეს იმიტომ რომ არ მოსწონთ ვატიკანის მიერ მსოფლიოში გავრცელებული  დოქტრინა, ლიტურგიები, აბსურდული და მოძველებული კონცეფციები.

 

 

ავსტრიული არასმთავრობო ორგანიზაცია The Observatory on Intolerance and Discrimination against Christians // ქრისტიანთა მიმართ შეუწყნარებლობის და ქრისტიანთა დისკრიმინაციის ობსერვატორია//  წლიურ ანგარიშში ლაპარაკობს იმაზე რომ  ევროპაში სულ უფრო და უფრო დიდ პრობლემად ხდება ქრისტიანთა ჩაგვრა.

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დოქტორ Gudrun Kugler-ის თქმით  შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის მსხვერპლად იქცა ყველა ქრისტიანული დენომინაცია.

უარყოფენ და პატივს არ სცემენ მთლიანად ქრისტიანობას, ქრისტიანობას როგორც ასეთს. :

რადიკალური ლობიები ცდილობენ ქრისტიანული რელიგიის პრაქტიკის შეზღუდვას და მისი უფლებების და თავისუფლებების შელახვას

 

 

ერს, ეროვნულ ფსსეულობებს, ქრისტიანობას არაფრად აგდებენ, ამცირებენ და სამაგიეროდ  ხდება საზოგადოების პორნოგრაფიზაცია.

 

Christian Authier,  ჟურნალისტი:

სექსუალობაში მთავარი პრობლემაა ტაბუთა, აკრძალვათა არარსებობა, ინდივიდუალიზმი, უფრო ძლიერის კანონი

Le Monde.fr .| 19.12.2002

ამ ჟურნალისტმა 2002 წელს გამოსცა წიგნი  « ახალი სექსუალური წესრიგი » // Nouvel Ordre sexuel //.

 

პორნოგრაფიის აკრძალვა თუ  ძალადობის რეგლამენტაცია ტელევიზიაში:  როგორ აანალიზებთ ჩვენს საზოგადოებაში ამ დებატის განახლებას?

 

ჩვენ მივედით გზაჯვარედინამდე.  1968 წლის მაისის შემდგომი 30 წლის მანძილზე  ზნე-ჩვეულებათა სფეროში ბატონობდა ლოზუნგი « აკრძალულია აკრძალვა » //“interdit d’interdire”//. მეორე მთავარი ლოზუნგი იყო  « დატკბი და ისიამოვნე დაუბრკოლებლად » ///“jouir sans entraves” //.

აი ასეთმა ლიბერალიზმმა გააჩინა პრობლემები.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საზოგადოების პორნოგრაფიზაცია ანუ პორნოგრაფიის გავრცელება რეკლამაში, ტრადიციულ კინემატოგრაფში, მისი გამოყენება მოხმარების ყველანაირ ობიექტზე, დროისტარების ყველა ფორმაში. მისი ჩვენება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. გავიხსენოთ რომ პედოფილიასაც რბილად რომ ვთქვათ  ინტერესით უყურებდნენ 1970-ან და 1980-ან წლებში და ამ საკითხზე გარდატეხა მოხდა მხოლოდ ბოლო, 1990-ან წლებში.

 

ამაო აღმოჩნდა 1968 წლის დაპირებების იმედიც.

ჰედონისტური მოწოდებები საკმაოდ სიმპატიურია და გვპირდება ბედნიერ მომავალს:  სიამოვნება-ტკბობა-ნეტარებას, ინდივიდის თავისუფლებას,ცენზურის,  ტაბუთა //აკრძალვათა// მოსპობას. ეს წამახალისებელ რამედ ჩანდა.

 

მერე გამოჩნდა ყველაფერი ამის ნაკლებად სასიამოვნო მხარეც და ის რასაც შეიძლება დავუძახოთ ძალადობის კულტურა.

თუ კი ტაბუთა, აკრძალვების მოსპობის ლოღიკას მივიყვანთ ბოლომდე   მაშინ ლოზუნგი აკრძალულია აკრძალვა შეიძლება გადაიქცეს სრული, ინტეგრალური ბარბაროსობის ლოზუნგად და დევიზად.

ყველანაირი საზღვრის და აკრძალვის მოსპობის შემდეგ რჩება მარტო ეგოისტი, მარტო ძლიერის უფლების მცნობი მხეცი.

ასეთი საზოგადოება გადაიქცევა საშიში მხეცებით სავსე ჯუნგლად და ჯუნგლის კანონიგაბატონდება სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ

სფეროებში.

 

აკრძალვათა, ტაბუთა მოსპობა ქმნის არაადამიანურ სამყაროს.

მე არ მომწონს ცენზურა და პურიტანიზმი, მაგრამ ტაბუ-აკრძალვების მომსპობი ლიბერალიზმის  გაავრცელება ყველა სფეროში იწვევს საზოგადოების პორნოგრაფიზაციას. თავისუფალ-დაუბრკოლებელი სექსუალობა  ფაქტიურად ემორჩილება რეკლამის, პორნოგრაფიის თუ კომერციის წესებს და ნორმებს.

ასეთ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს აყალიბებს არა ბიბლიური ათი მცნება ან ქრისტეს ქადაგებები არამედ სწორედ რეკლამის, პორნოგრაფიის, კომერციის წესები და ნორმები.

 

ატლანტიკის მეორე მხარეს Bret Easton Ellis-მა გვიჩვენა რომ სიამოვნებას დაუბრკოლებლად მიცემული თანამედროვე ინვიდის განსახიერება საბოლოო ანგარიშით არის მასობრივი მკვლელი.

ჩვენი თანამედროვე საზოგადოებების დევიზია შეეთვისე, შეგუე ან ჩაძაღლდი // “adapte-toi ou crève”//, მარტო მე ვწყვეტ თუ რა არის კარგი ჩემთვის  და დანარჩენები უნდა დამემორჩილონ.  ესაა შემზარავი აღწერა, მაგრამ ზოგჯერ ასახავს ჩვენს დროს….

 

 

http://www.lemonde.fr/societe/article/2002/12/19/christian-authier-journaliste-le-probleme-de-fond-dans-la-sexualite-et-l-absence-de-tabous

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s