აზიის სიბრძნე ევროპელებისთვის

 

Sagesse des proverbes orientaux

 

Afficher l'image d'origine

 

ევროპული ბიბლიოთეკა-აზიის სიბრძნე ევროპელებისთვის

დიდი რელიგიური სისტემების და საერთაშორისო ურთიერთობებზე მათი გავლენის ფრანგმა სპეციალისტმა  ნიკოლა შოვამ //Nicolas Chauvat// 2013 წელს გამოსცა წიგნი  « აღმოსავლური ანდაზების  სიბრძნე »- Sagesse des proverbes orientaux. აი მისი ზოგი ნაწილის თარგმანი

 

შესავლიდან

 

აზიის  სულიერი მიმდინარეობები იყო ადამიანების ნააზრევი ადამიანებისთვის და არა ღთაებრივი გამოცხადება.

აზიის ბრძენნი და მათი მოწაფეები ადამიანებს თვლიან გზას აცდენილ დაბნეულ და ამ ეფემერული,წარმავალი სამყაროს ფენომენების მიერ  ნატანჯ არსებებად და არა ცოდვილებად.

 ლაოძის და ბუდას ნაირი მოაზროვნეები ეძებდნენ მარტივ მეთოდებს  რომელთა მეშვეობითაც ადამიანები გამოიყენებდნენ თავის ცხოვრებას სისრულის მისაღწევად.

სულიერი ძიებისას აზიის მოაზროვნეები მიხვდნენ რომ ბედნიერების და უბედურების წყარო არის თვითნ ჩვენში და არა გარე სამყაროში.

ადამიანს ყველაზე მეტად სტანჯავს საკუთარი სული და არა ღვთაებრივი სასჯელი. სწორედ ადამიანის სულშია ყველაფერი.

ამავე დროს მათ დაასკვნეს რომ  ადამიანებს აწუხებს მათი მცდარი წარმოდგენები სამყაროზე და საკუთარ თავზე ანუ, მათი თქმით, ილუზიები.

უმეცარი ადამიანი ტყვეა იმისა რაც მას მნიშვნელოვანი ჰგონია.

მატერიალური სამყაროს მიერ გაბრუებულ და მოხიბლულ ადამიანს გონია რომ არსებობს მარტო მატერიალური სამყარო, რომ მარტო მატერიალური სამყაროა რეალობა.

ადამიანი იქცა თავის  გრძნობათა მონად.

მას აღარ ძალუძს უნივერსალური, ღვთაებრივი არსის აღქმა.

ადამიანმა დაკარგა არსებობით სიამოვნების განცდა.

შინაგანი სიმშვიდის მოპოვების უნარის არ მქონე ადამიანი იმოქმედებს ირაციონალურად  და ამის შედეგები დამღუპველი იქნება მისთვის,  არ მისცემს მას ბედნიერების მოპოვების საშუალებას.,

წარმოდგენილი ანდაზები ამოღებულია აზიის სულიერ ,ოძღვართა მოძღვრებებიდან.

ისინი დაწერილია იმისთვის რომ ჩვენ გადავსინჯოთ ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე და ჩვენს ადგილზე ამ სამყაროში რათა ჩვენი ქმედებები და აზრები ეთანხმებოდეს უმაღლეს მიზანს, ბედნიერებას და სიმშვიდეს.

             შევჩერდეთ კონფუციანელობაზე

 

კონფუციანელობა არის აზიური აზროვნების სისტემა რომელიც ყველაზე მეტადაა ცნობილი მსოფლიოში.

ის დაოსიზმთან //taoisme// ერთად გაჩნდა ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში.

დაოსიზმისგან განსხვავებით კონფუციანიზმი გასცდა ჩინეთის საზღვრებს და ოფიციალურ რელიგიად იქნა აღიარებული  კორეაში,იაპონიაში, ვიეტნამში, და სხვ.

კონფუციანიზმმა  დიდი ინტერესი აღძრა მთელ საზოგადოებებში და  ევროპელებიც დაინტერესდნენ რელიგიაა ის თუ ფილოსოფია.

მაგრამ აქვს კი აზრი ამ განსხვავებას დასავლური კულტურის არის გარეთ ?

კონფუციანიზმი არაა რელიგია ვინაიდან მისი შემქმნელი კონფუციუსი  ისტორიის ანალიზიდან დასკვნების გამომტანი მწიგნობარია და არა წინასწარმეტყველი.

მიუხედავად ამისა კონფიციუსის თქმით ადამიანი არაა ყველაფრის საზომი და ის უნდა დაემორჩილოს ცის ნებას  და ეს კონფუციანელობას ანიჭებს ტრანსცენდენტურ განზომილებას რაც მას განასხვავებს  აზროვნების ათეისტური სისტემებისგან.

კონფუციანელობა ვერ შეედრება რელიგიას, მაგრამ  სცდება ფილოსოფიის კლასიკურ ფარგლებს.

კონფუციანელობის კოსმოგონია ხასიათდება მიწიერი სამოთხის ძიებით. ბედნიერების მოსაპოვებლად უნდა შევიცნოთ ჰარმონია რომელიც წინ უძღვის კოსმიურ წესრიგს.

ყველა არსებას აქვს თავისი საკუთარი ადგილი. ყოველი ადამიანი იქნება ბედნიერი მაშინ როდესაც ყოველი ადამიანი შეასრულებს მისთვის განკუთვნილ როლს.

კონფუციუსის აზრის ქვაკუთხედია იერარქიის პატივისცემა

მაგრამ კონფუციანელობა სულაც არაა დესპოტიზმის აპოლოგია ან მოწოდება ხალხთა მეტისმეტი მორჩილებისკენ.

 კონფუციანელობა ხსნის რომ ცა უფრო მაღლაა მიწაზე, უფრო მნიშვნელოვანია მასზე.

ძალაუფლება, მაშ, არ ეკუთვნის მეფეს. მეფე არის მხოლოდ ცის მიერ გაცემული მანდატის მფლობელი და   ლეგიტიმურია ის მეფე რომელიც პატივს მიაგებს ცას.

სათნოების და ღირსების დამკარგველ დამნაშავე მეფეს დაამხობს გარემოებათა ძალა.

ლეგისტები ამბობენ რომ  სახელმწიფო კარგად ფუნქციონირებს მაშინ როდესაც სისტემატურად ასრულებენ კანონებს.

მათგან განსხვავებით კონფუციანელობა გვეუბნება რომ ქვეყნის სტაბილურობის გარანტიაა კეთილზნეობა.

სწავლა-განათლებით და არა დასჯით შეიძლება  ადამიანთა გულის გასწორება და მათი დაყენება სწორ გზაზე.

კონფუციანელობის თქმით სტაბილური და აყვავებულია ქვეყანა რომლის ელიტაც შედგება ალტრუისტი, პატიოსანი, მოუსყიდავი, ეტიკეტის მცველი, სიბრძნის მაძიებელი და ერთგული ადამიანებისგან.

კონფუციუსის მოძღვრების მიზანი, მაშ, არის სულიერი განსრულება.

კონფუციანელობა  ამბობს რომ ამ წუთისოფლის ფენომენთა შესწავლით მიიღებს ადამიანი უმაღლეს ცოდნას.

კონფუციანელობის გავლენამ მეცნიერებას მოუპოვა საპატიო ადგილი ბევრად ადრე ვიდრე ეს მოხდა ევროპაში.

 წარმოდგენილი გამოთქმები არის შესავალი სხვადასხვა კონფუციანელი მოაზროვნის მოძღვრებაში.  ისინი ბეცრად მეტია ვიდრე მორალიზატორი გაფრთხილება. მათი   მიზანია ჩვენი აზრის მიმართვა სამყაროსკენ და ჩვენი თავისკენ რათა  რათა შვძლოთ ჩვენთვის უფრო შესაფერისი ადგილის მონახვა და მშვიდობაში ყოფნა როგორც საკუთარ თავთან ისე სხვებთან.

 

Senyû Kôraku

მოწინავე და უფრო სრულყოფილი ბოლო უნდა გაერთოს

ანუ პირველებმა, უკეთესებმა, ხელმძღვანელებმა, ჯერ საქმე უნდა აკეთონ და მერე იბურთაონ.

 ამ გამოთქმის ავტორია დინასტია სონგის//989-1052//  ჩინელი პოლიტიკოსი და მწიგნობარი,დიდი რეფორმატორი და მორალისტი.  ფან ჟინგიანი.

ამ კონფუციანელის აზრით  ავტორიტეტი და ხელისუფლება მომდინარეობს ციდან და უნდა ითვლებოდეს პასუხისმგებლობად, მოვალეობად და არა პრივილეგიად.

საფრანგეთში რევოლუციის შემდეგ ფიქრობენ რომ ადამიანები სახელმწიფოს  უმაღლეს თანამდებობებზე ხვდებიან მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით.

კონფუციანელების აზრით კი პირიქით,  განგების წყალობით ხდება ზოგი ადამიანი მნიშვნელოვანი ფიგურა.

ეს მნიშვნელოვანი პერსონები არიან ცის მაცნეები და უნდა ასრულებდნენ ცის ბრძანებებს.

ამ მნიშველოვანმა პერსონებმა ჯერ ქვეყნის და მათ ქვეშევრდომთა სიკეთეზე უნდა იფიქრონ და მხოლოდ შემდეგ თავის სიამოვნებაზე.

გამოთქმის ვარიანტი გვეუბნება რომ პირველები ჯერ უნდა წუხდნენ და მხოლოდ შემდეგ ერთობოდნენ.

გასაგებია თუ რატომაა სავსე ჩინეთის ისტორია ტახტიდან გადამდგარი და გლეხის თუ განდეგილების ცხოვრებით მცხოვრები სუვერენებით.

 

Moubo danki

როდესაც მენციუსის დედამ გაწყვიტა ძაფი

ანუ მენციუსის დედა იყო კარგი ქალი, მან აღზარდა ღირსეული დაპატივსაცემი შვილი.

ყველა ჩინელი სტუდენტი სწავლობს  კონფუციანელი ფილოსოფოსი მენციუსის წიგნებს  მორალზე და ეთიკაზე  რომლებიც ჩინური კლასიკური აზრის დიდი ნაშრომებია.

აზიურ კულტურაში ოჯახს აქვს ისეთი მნიშვნელობა რომ როდესაც ინდივიდი გამოირჩევა  თავისი ინტელექტუალური თვისებებით  ამას პირველ რიგში ულოცავენ მის მშობლებს და არა მას.

მენციუსის შმთხვევაში ჩინელები ფიქრობენ რომ მენციუსი სიკეთის მოქმედი კაცი გახდა იმიტომ რომ ის კარგად აღზარდა დედამ.

ეს გამოთქმა ყვება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს რაც მენციუსმა ისწავლა დედისგან.

ერთხელ დედამისი ართავდა და მან აიღო ცუდი ძაფი და აჩვენა ის თავის შვილს.   როდესაც დედამ მოკიდა ხელი მენციუსმა გამოქაჩა ძაფი და ის გაწყდა.

მენციუსმა გამოიტანა შემდეგი დასკვნა  როდესაც წყვეტ სწავლას  მიღებული ცოდნა იქნება ისეთივე სუსტი როგორც ეს ცუდი ძაფი და მთელი ძალისხმევა ამაო იქნება.  ცხოვრებაში შეუპოვრობა, მიზანდასახულობა და სიმტკიცე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გენია.

სიკეთის მოქმედი,მაშ, მუდამ უნდა შრომობდეს და მოქმედებდეს.  ღრსეული ადამიანის ღირსება გამოჩნდება გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

Gakkal mugal

სწავლა არის უნაპირო ზღვა

ანუ სწავლა არის როგორც ვრცელი ოკეანე, უსაზღვრო, უსასრულო.

ძველად საფრანგეთის სკოლის მიზანი იყო რესპუბლიკის სანიმუშო მოქალაქეთა აღზრდა.  ახლა ამ სკოლის მიზანია მოწაფეთა პროფესიული მომავლის უზრუნველყოფა.  ამ სკოლის მოწაფეებმა უნდა ისწავლონ იმდენი  რომ შეძლონ სამუშაოს პოვნა რათა არ დაიხოცონ შიმშილით.

სწავლა-განათლება, რომელიც უნდა იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე პროცესი  ამიერიდან თითქოს შემოიფარგლა სკოლაში სწავლის დროით.

ლიცეუმის მოწაფეთა უმრავლესობა ფილოსოფიას უყურებს როგორც უსარგებლო, სწრაფად ჩასაბარებელ და თავიდან მოსაშორებელ რამეს.

სწავლა დღეს გადაიქცა უზრუნველი ცხოვრების და სოციალური რანგის მოპოვების იარაღად. ის აღარ ითვლება სასიამოვნო პროცესად.

ჩქარ-ჩქარა ჩააბულბულებ რაღაცას რომ მერე აღარასოდეს ისწავლო.

კონფუციანელებისთის სწავლა სულ სხვა რამეა.

კონფუციანელები გვეუბნებიან რომ სწავლის მიზანია სამყაროს, მისი ფენომენების, ყველაზე მეტად კი საკუთარი თავის  გაგება.

სამყარო და ჩვენ მუდმივი ევოლუციის პროცესში ვართ.  აბა როგორ ექნება ბოლო და დასასრული სწავლას.

თუ კი პროფესორი ან ექსპერტი ამაოების ან ქედმაღლობის გამო შეწყვეტს სწავლას ის აღარ იქნება ნამდვილი მოძღვარი.

ზრდილი კაცი, ჯენტლმენი, ასწავლის და ამავე დროს განაგრძობს საკუთარი თავის სრულყოფას.

შეიძლება ამის თქმა უნდოდა ძიუდოს  დამფუძნებელ ლიგორო კანოს ქამრისთვის თთრი ფერის შერჩევით მაშინ როდესაც  თეთრ ქამარს ჩვეულებრივ აძლევენ დებიუტანტებს, დამწყებებს.

 

Fuchi kamon

არ უნდა შეგრცხვეს უფრო დაბლა მდგომისთვის რამის თხოვნა და რამის კითხვა.

კონფუციანელთა ქვეყნებში // ჩინეთი, კორეა, იაპონია// მასწავლებლებს პატივს სცემენ არა მარტო მათი მოწაფეები, მათ პატივს სცემს მთელი მოსახლეობა.  ამით გაამაყებული ზოგი პროფესორი აღარ უგდებს ყურს თავისი მოწაფეების აზრს.

შეიძლება დავასკვნათ რომ თანასწორობის და თავისუფლების ქვეყანა საფრანგეთში  ასევე უწესოდ იქცევიან  მნიშვნელოვანი სოციალური მდგომარეობის მქონე პიროვნებები.

ეს აიხსნება იმით რომ ქვეყანაში სადაც  კონკურენციია–შეჯიბრში გამარჯვების უნარი აღიქმება როგორც  თავის გატანისთვის და გადარჩენისთვის აუცილებელი რამ  თავისი სისუსტის ამღიარებელი ითვლება სულელად რომელმაც შეიძლება დაკარგოს თავისი ადგილი და არა  ბრძენად.

ასეთ ქვეყანაში თავის მცოდნედ გასაღება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნამდვილი ცოდნა.

კონფუციუსის საუბრებიდან გამოტანილი გამოთქმა გვეუბნება რომ  სწავლის მიზანია საკუთარი თავის  გაუმჯობესება და არა წარმატება.

ზრდილმა ადამიანმა უნდა შესძლოს საკუთარი ნაკლების და მანკიერებების ამოცნობა  და მათი გამოსწორება.

არაა დამამცირებელი იკითხო იმის შესახებ რაც არ იცი.

მასწავლებელმა უნდა შესძლოს თავისი მოწაფეებისგან სწავლა. მამამ უნდა შესძლოს სწავლა თავისი შვილისგან.

 

Cunbu Ryodo

როგორც კალმის ისე ხმლის გზაზე სიარული ანუ როგორც კულტურის ისე ომის გზაზე სიარული

ეს გამოთქმა იყო ტოკუგავათა ხანის სამურაების მაქსიმა. . ის ამბობს რომ კალმის გზა არ უნდა დავუპირისპიროთ ხმლის გზას.  სუვერენმა უნდა ააყვავოს თავის ქვეყანაში ხელოვნებები და კულტურა ყველას სასიკეთოდ,  მაგრამ მას ასევე უნდა ჰქონდეს უცხოელთა აგრესიისგან თავისი ქვეყნის დაცვის უნარი.

ზრდილ ჯენტლმენს იგივე მოვალეობები აქვს თავისი ოჯახის წევრების წინაშე.

როდესაც გულწრფელად მისდევ ორივე გზას გესმის რომ ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან.  და ერთ გზაზე სიარული სრულყოფს მეორე გზაზე სიარულს.  ხასიათის სიმტკიცე და საბრძოლო ხელოვნებებით მონიჭებული კეთილდღეობა  აუცილებელია იმათთვის ვისაც უნდა დიდხანს სწავლა.  ბრძოლაში სიკვდილთან სიახლოვე ადამიანს აჩვენებს სიცოცხლის სიმოკლეს და განაწყობს მაქს ლექსების წერისთვის.

ბევრის კითხვა და ინტელექტუალურ უნართა გაძლიერება კი უკეთესად გვიჩვენებს  ბრძოლებს.  ამიტომ იყო რომ იაპონიის გამაერთიანებელმა შოგუნმა ტოკუგავამ  ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ სამურაებს მიეღოთ საუკეთესო განათლება.

სამურაები იყვნენ მწიგნობრებიც და მეომრებიც  და თავის წინამორბედებზე უკეთესად იქცეოდნენ.

თავისი ქვეყნის და მბრძანებლის დაცვის უნარის მქონენი, ისინი ნაკლებ პრობლემებს აჩენდნენ.

 

  Corin gojô

  ადამიანის 5 ურთიერთობა, 5 მორალური მუდმივა

5 სოციალური ურთიერთობა

კეთილგანწყობა, სამართალი-სამართლიანობა, ზრდილობა-თავაზიანობა, სიბრძნე და ერთგულება

ეს გამოთქმა მოკლედ აჯამებს კონფუციუსის აზრს.

ის ადამიანთა 5 ურთიერთობაზე რომლებიც მართავენ საზოგადოებას :

  1. სუვერენის ურ\თიერთობა ვასალთან ;  ქმრის ურთიერთობა ცოლთან ;  3. მამის ურთიერთობა შვილთან ;  4. უფროსის ურთიერთობა უმცროსთან ; 5. მეგობრების ურთიერთობა.

 

კონფუციანელების  თქმით ამ ურთიერთობებს უნდა მართავდეს 5 მუდმივი მორალური პრინციპი :

 

  1. ადამიანობა ; სამართალი-სამართლიანობა ;  3. ზრდილობა-თავაზიანობა ;  4. სიბრძნე ;  5. ერთგულება.

 

კონფუციუსი არ ქადაგებდა  არც იერარქიის ბრმად პატივისცემას და არც ქალის აბსოლუტურ მორჩილებას.

ის საზოგადოების თავის მოდელს აფუძნებდა დებულებაზე რომლის თანახმადაც  კარგი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს  ერთმანეთის სიყვარულს, სიბრძნეს და სამართალს .

ზოგი სამწუხარო გადახრის შემდეგ  კონფუციუსის დოქტრინის საფუძვლად ჩაითვალა მორჩილება.

არა და კონფუციუსის საუბრების კითხვისას ცხადი ხდება რომ  კონფუციუსი საზოგადოების სტაბილურობის და კეთილდღეობის გარანტიად თვლიდა კეთილგანწყობას.

 

Ichinin telkoku

ერთადერთი კაცი წყვეტს სამეფოს ბედს

 

ეს გამოთქმა არ ლაპარაკობს სუპერმენ-ზეკაცზე.  ის მიუთითებს განწყობაზე  რომელიც უნდა ჰქონდეს ქვეყნის ყველა მცხოვრებს რათა ამ ქვეყანამ შესძლოს კეთილდღეობის მოპოვება.

ამ სიტყვებით კონფუციუსი გვეუბნება რომ თავმდაბლობა-მოკრძალება აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს  საკუთარი პასუხისმგებლობებისთვის თავის არიდების საბაბად..

ზრდილი ჯენტლმენი უნდა ცხოვრობდეს და იქცეოდეს ისე თითქოს  მისი ქვეყნის ბედი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

მას არ უნდა სჯეროდეს რომ ისაა ყველაზე ძლიერი.

მას უბრალოდ უნდა ესმოდეს რომ მისი ერთადერთი შეცდომაც იქნება ყველას დამარცხება და დაღუპვა.

ყველა რომ იქცეოდეს ასე ქვეყნის კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იქნება.

 

იაპონიაში ჰაგაკურემ ოდნავ შეცვალა ანდაზა და სამურაებს უთხრა რომ მათ უნდა ივარჯიშონ და ისწავლონ ისე თიუთქოს მათი ბატონის გადარჩენა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

 

კონფუციანელობა, მაშ,  არ ფქვავს და არ ნაყავს ადამიანებს ერთნაირად.

პირიქით,  ის ყოველ ადამიანს მოუწოდებს  სწავლით საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ  რათა მათი სხვადასხვა თვისება-უნარების შეერთებამ  ხელი შეუწყოს საზოგადოების კეთილდღეობას და ყოველი ადამიანის ბედნიერებას.

 

Shûko chijin

 

ჯერ საკუთარი თავის გარდაქმნა და შემდეგ სხვების ხელმძღვანელობა

 

ანუ საკუთარი თავის გარდაქმნა საკუთარ ნაკლთა და მანკიერებათა გამოსასწორებლად.

ადამიანთა ხელმძღვანელობა საყოველთაო კეთილდღეობისა და უმაღლესი სიკეთისთვის.

 

მზის სისტემის  ჰარმონიას უზრუნველყოფს  სინათლის მფრქვეველი მნათობი მზის ირგვლივ სხვა პლანეტების ბრუნვა.

ამ მნათობი მზის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა.

 

ბუნებაში ჰარმონია არის გაბატონებული ძალის მიერ დამყარებული წესრიგი.

ამ დასკვნაზე დაფუძნებით კონფუციანელები ამბობენ რომ კეთილდღეობის საფუძველია საზოგადოების იერარქიზაცია.

 

მაგრამ პირამიდალური საზოგადოება  არაა აუცილებლად ტირანია.

შვილმა მამას უნდა დაუჯეროს იმიტომ რომ მამას აქვს მეტი გამოცდილება.

შვილი მამას არ უნდა დაემორჩილოს მაშინ როდესაც მამა იძლევა იმორალურ ბრძანებებს.

იგივე იღქმის ხალხის და მისი სუვერენის ურთიერთობაზე.

კონფუციანელები ამბობენ რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობა მომდინარეობს ცის მიერ გაცემული მანდატიდან.

ეს მანდატი ეძლევათ არაჩვეულებრივ პიროვნებებს რომელთაც შეუძლიათ სიწმინდის შენარჩუნება.

ხალხის მართვა შეუძლია მხოლოდ იმას ვისაც  ძალუძს თავისი  ცუდი მიდრეკილებების და მისწრაფებების ალაგმვა და მოთვინიერება.

 

ეს მიდგომა განსხვავდება საფრანგეთის დიდი სკოლების ელიტიზმისგან.  ამ სკოლებში აფასებენ მხოლოდ მოწაფეთა ანალიტიკურ უნარს და ანგარიშს არ უწევენ მათ  ადამიანურ თვისებებს და ღირებულებას.

 

Ibun Kalyû

ანუ მეგობრების გაჩენა კულტურის მეშვეობით

კონფუნციანელობა არ შემოიფარგლება იერარქიული ურთიერთობებით რომლებსაც ის ამყარებს სუვერენსა და ხალხს,  ქმარსა დოლს, მამას და შვილს შორის.

 

კონფუციუსი ბევრს ლაპარაკობდა მეგობრობაზე.

კონფუციუსი ამბობდა რომ ბრძენი მოკრძალებული უნდა იყოს, რომ ბრძენი  უნდა ცდილობდეს მეგობრების პოვნას ვინაიდან მარტო კარგი მეგობრის დახმარებით თუ შესძლებს ის თავის ნაკლთა, მანკიერებათა და არასწორ მოქმედებათა გამოსწორებას.

კონფუციუსმა დაინახა  რომ მეგობრები გავლენას ახდენენ ინდივიდის ქცევაზე და ამიტომ ის ხაზს უსვამს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების შერჩევის უნარს.

 

კარგია მორალურად ღირსეული ადამიანების გვერდით ყოფნა და არა გავლენიანთა წრეში ტრიალი.

მორალურად ღირსეულ პიროვნებებს ძალუძთ ჩენთვის კარგი და სასარგებლო რჩევის და მაგალითის მოცემა.

მორალურად ღირსეულ ადამიანებთან შეხვედრის საშუალებას კი მოგვცემს კულტურა და არა ფული.

 

კულტურა არაა საზოგადოებაში გაბრწყინების მიზნით ცოდნის გაუთავებელი დაგროვება.

კულტურა არის სამყაროს და მისი ფემომენების გაგება ისევე როგორც სილამაზის დაფასება  ჩვენი სულის ამაღლების მიზნით.

 

Michi ha hito ni tokarazu

გზა არაა შორს ადამიანისგან

გზა არის სრულყოფილებასთან მიმყვანი პროცესი.

 

ბედნიერება არაა არაჩვეულებრივ გმირობაში და დიდი ტანჯვა-წამების გადატანაში. . ბედნიერებაა ყოველდღიურის დაფასება  და ამ სამყაროსთან  ჰარმონიულად ცხოვრება

ზრდილი, თავაზიანი ადამიანი სილამაზეს ხედავს იქ  სადაც სხვები ხედავენ მხოლოდ ბოროტებას.

ზრდილმა, თავაზიანმა ადამიანმა იცის რომ სიბრძნისკენ მიმავალი გზა ჩვენს თვალწინაა, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ზუსტი შუალედის გზა მარტივია, მაგრამ მას არავინ მისდევს.

საშუალო ადამიანები მას უგულვებელყოფენ და უფრო დაბლა რჩებიან, კეთილი ნების ადამიანები კი უკიდურესობებში ვარდებიან.

 

Ichi Jitsu no chô

 

ერთი დღით მეტიანი გამოცდილების სიკეთე

 

კონფუციუსის  საუბრებიდან აღებული ეს გამოთქმა  გვიხსნის  თუ რატომ ითვლება აზიაში ყველაზე ლეგიტიმურ სისტემად  საზოგადოების იერარქიზაცია ასაკის მიხედვით.

ეს არ ნიშნავს იმას რომ ახალგაზრდები ბრმად უნდა დაემორჩილონ უფროსებს.

მაგრამ ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ რომ უფროსებს აქვთ მეტი გამოცდილება და ამ გამოცდილების გამოყენება რაციონალურია.

 

უფროსებმა უკვე დაუშვეს შეცდომები და მათ  იციან თუ რა მოყვება ამას.  უფროსებს, მაშ, აქვთ მეტი სიბრძნე.

გენიოსობას ხშირად თან ახლავს კვეხნა და ბაქი-ბუქი.

კონფუციანელობა უფრო აფასებს სიფრთხილის მშობელ გამოცდილებას.

იაპონურ საზოგადოებაში, სადაც უფროს-უმცროსის ურთიერთობს ისევ  ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოთქმას მოხუცები იყენებენ მოკრძალების, თავმდაბლობის ნიშნად.

ისინი მოწაფეებს ეუბნებიან რომ მათი ცოდნა და კომპეტეცია მომდინარეობს არა მათი გონიერებიდან  არა მეტ იქიდან რომ უფრო მეტ ხანს მცხოვრებთ აქვთ მეტი გამოცდილება.

 

 

 

Hito honshô zen

 

ადამიანი ბუნებით კარგია.  სწავლა-განათლება აუცილებელია საზოგადოების უკვდავყოფისთვის.

კარგი მთავრობა ისაა რომელიც ხალხს უბიძგებს ღირსეული და უმანკო ცხოვრებისკენ.

 

 

Isshi doujin

 

ერთნაირად ვუთანაგრძნოთ ყველა არსებას.

 

ყველა არსებას ვუთანაგრძნოთ ერთნაირად, მიუკერძოებლად.

 

ცნება ჰუმანიზმი მომდინარეობს კონფუციანური დოქტრინიდან.

 

კეთილი, სიკეთის მოქმედი ადამიანი   ერთნაირად ადამიანურად უნდა უყურებდეს ყველა არსებას.

 

დაოსისტებიც და კონფუციონელებიც ამბობენ რომ   ცის და დედამიწის « 10 ათასი რამე »  მუდმივად ურთიერთობენ ერთმანეთთან.

მაგრამ დაოსისტებისგან განსხვავებით კონფუციანელები ამბობენ რომ მხოლოდ ამ « 10 ათასი რამის »  იერარქიზაცია შეინარჩუნებს სამყაროს ჰარმონიას.

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ რომ ფუნდამენტური უფლებაა თანასწორობა.

აზიაში კი ცდილობენ წესრიგის და მშვიდობის შენარჩუნებას.

წესრიგი და მშვიდობა კი გარანტირებული იქნება თუ კი ყველა დარჩება თავის ადგილზე.

 

კონფუციანელების მიერ ნაქადაგები საზოგადოებრივი მოდელი გარეგნულად თთქოს  ეწინააღმდეგება ჩვენს დემოკრატიულ პრინციპებს, მაგრამ კონფუციანელების მიზანი არაა ტირანიის დამყარება.

გამოთქმა გვეუბნება რომ  არსებობს « 10 ათასი რამის »   იერარქია, მაგრამ ყოველი « რამე » აუცილებელია სამყაროს ფუნქციონირებისთვის და ამიტომ ყველა  « რამეს » ერთნაირად უნდა ვცეთ პატივი.

ყველა არსებას ვერ ექნება ერთნაირი როლი ამ სამყაროში, მაგრამ ყველა არსება შეუცვლელია და ამიტომ ყველა არსებას აქვს ერთნაირი მნიშვნელობა და ღირებულება.

კონფუციანელების თქმით ადამიანი კეთილგანწყობილი უნდა იყოს არა მხოლოდ ადამიანების არამედ ყველა ცოცხალი არსების მიმართ.

 

Akuji senri

 

ცუდი ქცევა, ავკაცობა, სახელს გაგიტეხავენ ათასი კილომეტრის იქითაც.

 

ჩინური  წარმოშობის  ეს გამოთქმა მთელ აზრს და მნიშვნელობას იძენს იაპონიაში, ზღვებით იზოლირებულ პატარა ქვეყანაში.

ტერიტორიის მიტოვების შეუძლებლობის გამო ჯობდა მეზობლებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება.  სხვა შემთხვევაში დარჩენილი ცხოვრება ადამიანს უნდა გაეტარებინა როგორც პარიას.

ედოს ხანაში შოგუნმა ტოკუგავამ დაამყარა ძალიან მკაცრი კლასობრივი სისტემა რომლის პირობებშიც  გლეხებს არ ჰქონდათ ნებართვის გარეშე თავისი სოფლიდან წასვლის უფლება. ეს სიმკაცრე მიზნად ისახავდა ახლად გაერთიანებულ იაპონიაში მშვიდობის შენარჩუნებას.

 

ტოკუგავა შთაგონებული იყო  კონფუციუსის ერთი გამოთქმით რომლის თანახმადაც  ცუდი ქვეყანა იმართება კანონით მაშინ როდესაც კარგი ქვეყნის მცხოვრებლები თვითონ იკავებენ თავს ავკაცობის და ბოროტების ჩადენისგან.

ხალხის თვითდისციპლინირება შეიძლება მოხერხდეს ან  საკუთარი მორალური გრძნობის განვითარებით ან დახურული და ერთმანეთის მოთვალთვალე ადამიანებით დასახლებული საზოგადოების შექმნით.

 

ქრისტიანობის გავლენით დასავლურ საზოგადოებას მართავდა ცოდვის და უკანასკნელი სამსჯავროს ფილოსოფია.

ამისგან განსხვავებით იაპონიას მართავდა სირცხვილის განცდა.

პარიად რომ არ დარჩენილიყო იაპონელი არ უნდა მოქცეულიყო მეტისმეტად უწესოდ და უკანონოდ, არ უნდა ყოფილიყო მეტისმეტად გამორჩეული ხალხისგან.

 

Uki seikou

 

როგორც წვიმის ისე კარგი ამინდის დაფასება.

 

« მზეც და წვიმაც  შესანიშნავია », ამბობდა Su Shi // 1037-1101//. ეს მწიგნობარი განსაკუთრებით ცნობილი იყო ხელოვნების სფეროში თავისი გავლენით.  ის იყო პოლიტიკოსიც, ცოტა ხნით Hangzhou-ს  მმართველის მოადგილეც.

1079 წელს ის დააპატიმრეს იმპერატორზე ცილისწამების გამო.

პატიმრობის შემდეგ  ის გადაასახლეს მდინარე იანცზის ნაპირებზე სადაც მას თავი უნდა ერჩინა მიწათმოქმედებით.

მაგრამ სუ შიმ  თავისი ფუნქციების და მდგომარეობის დაკარგვის შემდეგაც შეინარჩუნა ხელოვანის სული.

 

ის საათობით ჭვრეტდა და აკვირდებოდა თავის ბაღს. და მან დაინახა რომ კარგ ამინდში ბრწყინვალე ბაღი სულ სხვანაირად მომხიბლავი იყო წვიმიან ამინდში.

 

ფილოსოფიური თვალსაზრისით ეს გამოთქმა გვიბიძგებს ცხოვრების ყველა მომენტით ტკბობისკენ სასიამოვნო თუ რთული იქნება ეს მომენტები.

ტრაღიკულ და მტკივნეულ ეპიზოდებსაც აქვთ დადებითი მხარე ვინაიდან ისინი ჩვენს არსებობას ანიჭებენ პოეტურ განზომილებას.

 

Gusha ittoku

 

 

დებილიც სასარგებლოა

გონიერების ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია და მოკრძალებამ და თავმდაბლობამ უნდა   გადაგვაფიქრებინოს საბოლოო დასკვნის გამოტანა ვინმეს ინტელექტუალური შსაძლებლობების შესახებ.

ადამიანების სულელებად და ჭკვიანებად დახარისხებას ჯობია იმის დანახვა რომ არსებობს სამყაროს სხვადასხვანაირად დანახვის შესაძლებლობა და ყოველ თვალსაზრისს და ყოველ მსოფლმხედველობას აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები.

ზოგი თვალსაზრისი თითქოს უფრო შეესაბამება იმას რაც ითვლება რეალობად, , მაგრამ ყველა თვალსაზრისი გარკვეულად საინტერესოა.

ასე მაგალითად იმას ვინც ითვლება  მიამიტად  ზოგ საკითხზე შეიძლება ჰქონდეს საინტერესო აზრი  იმიტომ რომ ის არ განიცდის ზოგჯერ მცდარი საზოგადოებრივი აზრის გავლენას.

ამას გარდა,  ძალიან ჭკვიანებად მიჩნეული პირები  ხშირად მეტისმეტად რთულად აზროვნებენ რაც მათ აშორებს კეთილგონიერებისგან და ზოგჯერ აშტერებს კიდეც.

გონიერი ადამიანი გამოიყენებს მის ირგვლივ მყოფთა თავისებურებებს და არ  მოახდენს მათ დისკრედიტაციას.

 

Dôshô Imu

 

ერთ ლოგინში წოლა ერთი და იგივე სიზმრის უნახავად

 

აქ არაა ლაპარაკი დაქანცული ცოლ-ქმრის თუ საყვარლების ცუდ ურთიერთობაზე.

საწოლი არის მრავალი ინდივიდის მიერ გაზიარებული სივრცის მეტაფორა.

ერთსა და იმავე დსწესებულებაში  შიძლება მუშაობდნენ,ერთსა დაიმავე პოლიტიკურ  პარტიაში შიძლება იყვნენ სხვადასხვა იმედების და მიზნების მქონე ინდივიდები.

ერთი და იგივე ბანაკის წევრი მაგრამ სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები შეიძლება ერთანეთს შეასკდნენ როგორც მოსისხლე მტრები.

ამას კარგად აჩვენებს საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრება.

  ადამიანი შეიძლება უფრო თანაპარტიელს ებრძოდეს ვიდრე სხვა პარტიის წევრს.

ვოლტერი ასე ამბობდა :

« ღმერთო ჩემო, მეგობრებისგან დამიცავი და მტრებს მე მოვუვლი ! » ( Mon Dieu. Gardez moi de mes amis. Quant à mes ennemis, je m’en charge ! )

კარგი სტრატეგოსი ხედავს როგორც მტრების ქმედებებს ისე მოკავშირეთა ამბიციებს  და ასე მზადაა მოღალატისგან თავის დასაცავად.

 

Ganbutsu sôshi

 

ნების დაკარგვა უაზრო გართობებში

 

თავის მოწონება წმინდა მატერიალურ გართობა-დროისტარებაში

 

ესაა პოლიტიკის და ადმინისტრაციის შესახებ ჩინური დოკუმენტების უძველესი კრებულიდან აღებული გამოთქმა. ასეთი 5 ნაშრომის შესწავლა აუცილებელია იმისთვის ვისაც უნდა ფუნქციონერად გახდომა.

ამ გამოთქმის სრული თარგმანი შემდეგია :

« ადამიანებთან თამაშით ვკარგავთ მორალს. ობიექტებთან

თამაშით ვასუსტებთ ჩვენს ნებას. »

ეს გამოთქმა აქტუალურია დღესაც.

დემოკრატიულ ქვეყანათა უმრავლესობა თავის მოსახლეობას დღეს აკონტროლებს და აძინებს ტელევიზიით გავრცელებული გართობებით და ვიდეოთამაშებით და არა იარაღით.

ასეა რომ ზოგი თელავს მორალს ადამიანთა სულით თამაშით  და სხვები კი გაურბიან მათთვის საძულველ სინამდვილეს  და ხვდებიან ვირტუალურ რეალობაში, საგანგებოდ მათთვის შექმნილ ერთგვარ მენტალურ ციხეში.

 

Kyôson kyôel

 

თანაარსებობა ურთიერთკეთილდღეობისთვის

 

დასავლური ეკონომიკური აზრი ეფუძნება იშვიათობის პრინციპზე დაფუძნებულ დებულებას. არსებობისთვის აუცილებელი რესურსების რაოდენობა შეზღუდულია, მცირეა და მათი მოპოვება ინდივიდის ან ჯგუფის მიერ დანაკლისი იქნება სხვებისთვის რომლებიც დაკარგავენ ამ რესურსებს.

მაშ, მდიდრები რომ არსებობდნენ აუცილებელი და გარდაუვალია ღარიბების არსებობა.

 აღმოსავლური ფილოსოფია კი ამის საწინააღმდეგოდ გვეუბნება რომ  ადამიანები კეთილდღეობას მოიპოვებენ თანამშრომლობით // და არა რესურსების გამო ომით და ჯიკაობით//.

აღმოსავლური ფილოსოფიისთვის ბედნიერება კუმულატიურია და არა ექსკლუზიური.

ერთის სიმდიდრეს და ცხოვრებისეულ კომფორტს დაემატება სხვათა სიმდიდრე და ცხოვრებისეული კომფორტი.

იაპონელ ბავშვებს ასე აზროვნებას ასწავლიან სულ პატარა ასაკიდან.

თუ კი რომელიმე პატრონს სთხოვენ იმას რისი მიცემაც მას არ შეუძლია ის კლიენტს ხშირად აგზავნის თავის კონკურენტებთან.

იაპონიის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კარგად იმოქმედებს მის ბიზნესზეც. და მან იცის რომ მისი კონკურენტებიც გააკეთებენ იგივეს მისთვის.

ურთიერთკეთილდღეობა, ყველას კეთილდღეობა, ვერ იქნება თუ კი კონკურენციის პრინციპს არ შეარბილებს მისწრაფება საერთო,საზოგადო მოგებისკენ, საერთო, საზოგადო ინტერესის დაკმაყოფილებისკენ….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s