ბალტიის გერმანელთა ამბებიდან

 

ბალტიის ანუ ოსტზეეს //ოსტზეე გერმანულად ბალტიის ზღვაა// გერმანელი, რუსეთის იმპერიის ლეგენდარული თეთრი გენერალი ბარონი რომან თევდორეს ძე ფონ უნგერნ შტერნბერგი.

გერმანელებსა რუსებს შორის მოჭყლეტილი ბალტიის ისტორიებიდან.

გერმანელები ბალტიიდან, მათი ბედნიერება და უბედურება. 1991 წლიდან ლატვიაში პერიოდულად იმართება ბალტიის გერმანელთა კულტურის დღეები. ისტორიულ შენობებში აწყობენ გამოფენებს, კონფერენციებს, მეჯლისებს. ვნახოთ ვინაა ეს ხალხი.

    ბალტიელი გერმანელები ანუ Baltendeutsche, Balten, და

 Deutschbalten იყვნენ დღევანდელი ესტონეთში, ლატვიაში, ზოგჯერ

აღმოსავლეთ პრუსიაში მცხოვრები ეთნიკური გერმანელები.

 მე-13 საუკუნიდან 700 წლის მანძილზე  გერმანელები შეადგენდნენ

 დღევანდელი ესტონეთის და ლატვიის რეგიონის მმრთველ კლასს.

მათ გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს ქვეყნების პოლიტიკაზე,

ეკონომიკაზე, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე.

   გერმანელები ბალტიის რეგიონში მოვიდნენ როგორც კომერსანტები

 და მისიონერები.საუკუნის დასაწყისში ლატვიელი, ლივონიელი და

 ესტონელი ტომები  სამხრეთიდან დაიპყრეს გერმანელმა

 ჯვაროსნებმა დაჩრდილოეთიდან დაიპყრეს დანიურმა ჯარებმა.

  გაჩნდა ახალი პოლიტიკური სტრუქტურა რომელიც შემდეგ

 ცნობილი იყო როგორც ძველი ლივონია // Old Livonia//. იქ

ბატონობდნენ ლივონელ // ტევტონტთა// ორდენი და კათოლიკე

ეპისკოპოსები.

 დაპყრობის შემდეგ ძველ ლივონიაში დამყარდა  იმდროინდელი

ევროპისთვის ტიპიური სოციალური სისტემა. სოციალური დაყოფა

ამავე დროს ე\თნიკური დაყოფა იყო.

   გერმანელები ქმნიდნენ ზედაფენას რომელიც ბატონობდა

ადგილობრივო მოსახლეობისგან შემდგარ გლეხობაზე.

 აქვე სახლდებოდნენ და მიწებს ხელში იგდებდნენ ახალმოსული

ჯვაროსნები და ახალი იმიგრანტები გერმანიიდან.

  ბალტიის გერმანული არისტოკრატია ძლიერდებოდა პოლიტიკურად

და ეკონომიკურად.  იყო დაპირისპირება სამღვდელოებას და

ადგილობრივ მოსახლეობებს შორის.

   ადგილობრივი კათოლიკე სამღვდელოება როგორც ჩანს

გერმანიიდან მოსული პირებისგან შედგებოდა.

   ყველაზე გავლენიანები იყვნენ სამონასტრო ორდენები

// დომინიკელები,  სისტერსიანელები, წმინდა ბრიგიტას ორდენი//

რომლებიც ქადაგებდნენ ადგილობრივ ენებზე.

  ბალტიის ქალაქები გაივსო გერმანიიდან ჩასული ვაჭრებით და

ხელოსნებით და მათ მიერ შექმნილი გილდიები ბატონობდნენ

ქალაქურ ცხოვრებაში.

 ქალაქები გადაიქცა ვაჭრობის და წარმოება-ხელოსნობის

აყვავებულ ცენტრებად.

 ესტონეთის მთავარი ქალაქები //ტალლინნი, ტარტუ,ვილიანდი,

პიარნუ//  იყვნენ სახელგანთქმული ჰანზის ლიგის წევრები.

 მე-14 საუკუნის  დასაწყისში ლიტვის მმართველებმა გერმანელი

კოლონისტების დახმარებით დააარსეს ბევრი ქალაქი გერმანული

კანონების სისტემით. ამ ქალაქებს შორის იყო შემდეგ ლიტვის

დედაქალაქად გადაქცეული ვილნიუსი.

 1520-ანი წლებიდან ესტონური ქალაქები გალუთერანდნენ. ეს ავლენს

 მათ მჭიდრო კავშირს გერმანიასთან.  პირველი ესტონურ ენაზე

დაწერილი  რელიგიური წიგნების ავტორებიც ლუთერანი პასტორები

იყვნენ.  მიწათმფლობელმა არისტოკრატიამაც ყოყმანის შემდეგ მიიღო

ლუთერანობა.

 

  1558  წელს რუსეთის მეფე ივანე მრისხანის ჯარების შესევასთან

ერთად დაიწყო ლივონიის ომი და ძველი ლივონიის დეზინტეგრაცია.

  მაგრამ ეს ამაოხრებელი ომი კარგი იყო რეგიონის გერმანული

არისტოკრატიისთვის.

1561 წელს ქალაქმა ტალლინნმა და ჩრდილოეთი ესტონეთის

წარჩინებულებმა  ერთგულების ფიცი დასდეს შვედეთის მეფე

ერიკ  მეთოთხმეტის წინაშე. შეიქმნა შვედეთის პროვნიცია ესტლანდი.

მოგვიანებით შვედებმა დაიპყრეს სამხრეთი ესტონეთიც და

ჩრდილოეთი ლატვიაც, რომელიც ეკუთვნოდა პოლონეთს.

შეიქმნა ლივონიის პროვინცია //ლივლანდი//.

ბალტიის გერმანელებმა შვედების მმართველობის დროსაც

შეინარჩუნეს თავისი პრივილეგიები.

შვედებიც და პოლონელებიც გერმანელ არისტოკრატთა საბჭოებს

და გერმანულ გილდიებს უყურებდნენ როგორც  პროვინციათა

ლეგიტიმურ წარმომადგენლებს და სცნობდნენ გერმანული ენის

და გერმანული კანონის უზენაესობა-უპირატესობას.

მაგრამ  შემდეგ მოხდა შვედეთის მეფის და გერმანული

არისტოკრატიის კონფლიქტი და მეფემ გერმანელ არისტოკრატიას

წაართვა თვითმმართველობის უფლება.

მე-17 საუკუნეში ბალტიის პროვინციებმა განიცადეს სწრაფი

კულტურული პროგრესი. 1632 წელს დაარსდა ტარტუს

უნივერსიტეტი. გაჩნდა ბალტიის გერმანელთა ინტელიგენცია,

რომელიც შედგებოდა ლუთერანი პასტორებისგან, გიმნაზიების თუ

უნივერსიტეტის მასწავლებლებისგან და მოხელეებისგან.

ბალტიის გერმანელები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული

გერმანიასთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან. გერმანულ რელიგიურ

აზრთან, კულტურასთან.

განსაკუთრებით ტალლინნში იყო მდიდარი კულტურული ცხოვრება.

მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში პირველი გერმანული გაზეთები

გამოქვეყნდა ტალლინში და რიგაში.

ლუთერანმა პასტორებმა გააქრისტიანეს ესტონელი და ლატვიელი

გლეხები.

შვედეთის დახმარებით განვითარება დაიწყო ესტონურმა

სალიტერატურო ენამ. ადგენდნენ და გამოსცემდნენ  გრამატიკის

სახელმძღვანელოებს და რელიგიურ წიგნებს. იწერებოდა

კომპილაციები. დაარსდა სოფლის სკოლები გლეხებისთვის.

ეს განვითარება შეწყვიტა 1694-ბ95 წლების დიდმა შიმშილმა და

1700-1721 წლების ჩრდილოეთის ომმა.

 

ბალტიის გერმანელები რუსეთის იმპერიაში

 

  მიუხედავად ყველაფრისა ჩრდილოეთის ომს დადებითი

შედეგები ჰქონდა ბალტიის გერმანელებისთვის.

1710 წელს ტალლინნი,რიგა, პიარნუ და ესტონეთის და ლივონიის

წარჩინებულები ნებაყოფლობით ჩაბარდნენ რუსეთს.

რუსეთის იმპერიის დამფუძნებელმა პეტრე დიდმა დაუტოვა და

დაუდასტურა მათ მათი სამფლობელოები და საკუთრება, დაუტოვა

მათ თვითმმართველობის უფლება, აღიარა მათი საგანგებო

კნონები, გერმანული ენის და ლუთერანული ეკლესიის უზენაესობა-

-უპირატესობა.

მოკლედ რუსეთის იმპერიამ დაადასტურა და დააკანონა ქალაქთა

საბჭოები და წარჩინებულთა// გერმანელთა// ძველი უფლებები.

ადგილობრივ საქმეებს აკონტროლებდა ადგილობრივი გერმანული

ელიტა // რომელიც ბატონობდა ესტონეთის და ლატვიის

ესტონელებზე და ლიტველებზე//.

რუსეთის იმპერატორები აფასებდნენ ბალტიის გერმანელებს

მათი ერთგული და ეფექტური სამსახურის გამო // ეს იმპერატორები

ეკატერინე მეორე და ჰოლშტაინ-გოტორპ-რომანოვები გერმანელები

იყვნენ//.

რუსეთის იმპერიის არმიაში,  ადამინისტრაციაში და

დიპლომატიურ სამსახურში უამრავი მაღალი თანამდებობა

ეკავათ  ბალტიის გერმანელებს.

  ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილე 69 გენერალი

წარმოშობით ბალტიის გერმანელი იყო.

  რუსეთის იმპერატორები აფასებდნენ ბალტიის გერმანელთა

ერთგულ სამსახურს და იტანდნენ ბალტიის პროვინციებში

ბალტიის გერმანული არისტოკრატიის შორს მიმავალ ავტონომიას.

1795 წელს, პოლონეთის მესამე დაყოფის შემდეგ, რუსეთის

იმპერიამ მოახდინა კურლანდიის ანექსია. თვითმმართველობა

გარკვეული განსხვავებებით არსებობდა ბალტიის სამივე პროვინციაში.

თვითმმართველობის მთავარი ორგანო იყო დიდი

მიწათმფლობელებისგან შემდგარი diet რომელიც წყვეტდა

პროვინციული ცხოვრების ყველა მთავარ პრობლემას. მას ჰქონდა

საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც.

Diet-ები ირჩევდნენ პოლიციის უმაღლეს მოხელეებს და

მოსამართლეებს, ისევე როგორც ლუთერანული ეკლესიის საერო

წევრებს.

 

ქალაქებს მართავდნენ  ვაჭარდა გილდიების და ინტელიგენციის

წევრებისგან შემდგარი გერმანული საბჭოები.

 

რუსეთის იმპერიაში 1880-ან წლებში მკაცრი რუსიფიკაციის

დამკვიდრებამდე ბალტიელი გერმანელები განიცდიდნენ სწრაფ

კულტურულ პროგრესს.

 

ბალტიის გერმანელები ინარჩუნებდნენ მჭიდრო კონტაქტს  გერმანულ

ფილოსოფიურ მიმართულებებთან და ევროპის ახალ

იდეოლოგიებთან.

 

  ჩრდილოეთის ომის შემდეგ  ბევრი ახალგაზრდა ინტელექტუალი

გერმანული უნივერსიტეტებიდან  დასახლდა ბალტიის ქვეყნებში.

ისინი იყვნენ მასწავლებლები, პასტორები, მოხელეები.

 

  ამავე დროს ბალტიის ქვეყნების ახალგაზრდობა მიდიოდა

სასწავლად გერმანულ უნივერსიტეტებში.

იყო ეკონომიკური პროგრესი.  გერმანელებს თავისი ბაწარმი

გაჰქონდათ რუსეთის იმპერიის ბაზარზე. შეიქმნა გერმანული

სკოლების ქსელი.

ქალაქები იქცა კულტურულ ცენტრებად სკოლებით, გამომცემლობა-

სტამბებით, თეატრებით, ბიბლიოთეკებით, წიგნის მაღაზიებით,

გერმანული კითხვის და მუსიკალური საზოგადოებებით, კლუბებით,

და ა.შ.

 

ჩრდილოეთის ომის მიერ შეწყვეტილი გერმანული ჟურნალისტიკის

ტრადიცია აღდგა ტალლინნში, რიგაში და პიარნუში.

 შეძლებული ოჯახებიდან გამოსულ ლოკალურ ახალგაზრდობას

ჰქონდა სწავლის შესაძლებლობა  და ყველა გერმანელის

განათლების დონე ამაღლდა.  არისტოკრატიაში ინტელექტუალთა

რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა.  გაიზარდა მწერალთა,

ჟურნალისტთა, იურისტთა, ფიზიკოსთა, ხელოვანთა რაოდენობა.

 

  მთავარი ცვლილება იყო  ესტონელ და ლატვიელ წვრილ

მიწათმფლობელთა კლასის გაჩენა.

 ამას დაემატა ბალტიის რეგიონში მრეწველობის,ვაჭრობის,

ტრანსპორტის გსნვითარება.

   ბალტიის გერმანელები დადგნენ ემანსიპაციის პირისპირ.

  

                 ბალტიის გერმანელები მოდერნიზაციის ხანაში

ბალტიის გერმანელები წარმატებით ჩაებნენ ინდუსტრიალიზაციის

ხანაში, მაგრამ გერმანულმა არისტოკრატიამ დაკარგა მესაკუთრეობის

ექსკლუზიური უფლება. ..

მიუხედავ ამისა ბალტიის გერმანელი წარჩინებულები წარმატებით

აყვნენ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს.

 

 ბალტიის არისტოკრატები იყვნენ თავისი მამულების ეფექტური

მენეჯერები, მათ კარგად ისწავლეს ტარტუს უნივერსიტეტში

აგრონომიული მეცნიერება.  ტექნოლოგიურ პროგრესს ხელი

შეუწყვეს სოფლის მეურნეობის საზოგადოებებმა და სპეციალურმა

ჟურნალებმა.

  ბალტიის გერმანელმა არისტოკრატებმა დიდი წვლილი შეიტანეს

მრეწველობის და ვაჭრობის განვითარებაში, რკინიგზის გაყვანაში.

1870 წელს გახსნილმა ტალლინნ-სანკტ-პეტერბურგის რკინიგზამ

ბიძგი მისცა მრეწველობის და ვაჭრობის განსაკუთრებულ ზრდას.

 

 ამ ეკონომიკურ პროგრესს თან ახლდა ახალი კულტურული

გამდიდრება.  ჟურნალ-გაზეთებიდან ისმოდა მოთხოვნები გერმანელ

წარჩინებულთა ცოტა განზე ჩაჩოჩების და პროვინციის მართვაში

მთელი ხალხის მონაწილეობის შესახებ.

ამასთან ერთად შეიქმნა გერმანელთა ახალი ტიპის საზოგადოებები.

// მომღერალი საზოგადოებები, მოხალისე მეხანძრეთა ბრიგადები,

ფილანტროპიული საზოგადოებები, და ა.შ.//.

  ტალლინში და რიგაში აწყობდნენ ბალტიის გერმანელთა

სიმღერების ფესტივალებს, რაც აძლიერებდა ბალტიელ

გერმანელთა ეროვნულ გრძნობებს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ესტონეთის ქალაქებში 

შესამჩნევად იმატა ესტონელთა რაოდენობამ.

მაგრამ ესტონეთის ქალაქების ელიტა ისევ შედგებოდა გერმანელი

მეწარმეებისგან, გერმანელი ვაჭრებისგან, გერმანელი ბანკირებისა და

გერმანელი ინტელექტუალებისგან.

 

მაგრამ 1860-ანი წლების შუა ხანებიდან  რუსეთის იმპერიის ბალტიის

გერმანელთა პრივილეგირებულმა პოზიციებმა დაიწყო შესუსტება.

 

იმპერატორი ნიკოზ პირველი//1825-55// განიცდიდა რუსი

ნაციონალისტების ზეწოლას და მან დაიწყო პროვინციათა

რუსიფიკაცია. მოგვიანებით ბალტიის გერმანელებს შეუტია რუსულმა

ნაციონალისტურმა პრესამ  რომელიც ბალტიის არისტოკრატიას

აბრალებდა სეპარატიზმს და მოითხოვდა მის უფრო მჭიდრო

ენობრივ და ადმინისტრატიულ ინტეგრაციას რუსეთთან.

 

ალექსანდრე მესამის მეფობის დროს //1881-1894// ბალტიის

პროვნციებშიმთავარ სამთავრობო პოლიტიკად იქცა რუსიფიკაცია და

 უნიფიკაცია.

 

1877  წელს მიღებულმა რუსეთის ახალმა კანონმა შეცვალა ძველი

ქალაქის საბჭოები. ხმის მიცემა ეფუძნებოდა გადასახადების გადახდას.

გაძლიერდა რუსეთის იმპერიის პოლიციის კონტროლი,

მაგრამ ამას არ შეურყევია გერმანული ელიტის ბატონობა.  

ბალტიის გერმანელები შეზღუდა 1888-89 წლებში რუსული

პოლიციური და სამართლებრივი სისტემის შემოღებამ.

ადმინისტრაციის და სკოლების, მათ შორის ტარტუს უნივერსიტეტის

ენა გახდა რუსული ენა.

უპირატესობა მიენიჭა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და

ბევრი გერმანელი პასტორი კრიმინალებივით დასაჯეს იმიტომ რომ

მათ მონათლეს შერეული ქორწინებიდან გაჩენილი ბავშვები.

 

 ბალტიის გერმანელთა პოზიციებისთვის საშიში მეორე ფაქტორი იყო

 ესტონელების და ლატვიელთა ეროვნული მოძრაობების გაძლიერება.

 

  არც იმპერიის ხელისუფლება და არც ბალტიის გერმანელი

 არისტოკრატები არ უყურებდნენ  ესტონელებს და ლატვიელებს

 როგორც ანგარიშგასაწევ ძალას  და ეს იყო დიდი შეცდომა.

 

   ბალტიის გერმანელები რევოლუციურ ცვლილებათა ხანაში

 

რუსეთის 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ბალტიის გერმანული

არისტოკრატია დათანხმდა  ზოგი ესტონელი მიწათმფლობელის

განთავისუფლებაზე.  მაგრამ უკვე  ძალიან გვიან იყო.

ბევრი ესტონელი ეხლა მოუწოდენდა დემოკრატიზაციისკენ და

ეროვნული ავტონომიისკენ.

 

ბევრი ესტონელის თვალში  1905 წლის რევოლუცია

მნიშვნელოვანწილად მიმართული იყო გერმანელი

არისტოკრატების წინააღმდეგ.  და ბევრი გერმანელი

მემამულის სამფლობელო მოისპო.  მეფის ხელისუფლებამ

ესტონეთში გააგზავნა დამსჯელი ექსპედიციები. ბევრი

უდანაშაულო ესტონელის დასჯამ და ტერორის საერთო

ატმოსფერომ  ესტონელები განაწყო ადგილობრივი გერმანელების

წინააღმდეგ.

მაგრამ რევოლუციამ მეფე ზოგი დათმობისკენაც წაიყვანა.

რუსეთში გაჩნდა პირველი ლეგალური პოლიტიკური პარტიები.

გერმანელებმა შექმნეს  « ბალტიის კონსტიტუციური პარტია », ისევ

გაიხსნა გერმანული კერძო სკოლები, დაშვებული იქნა

გერმანულად სწავლა.

 

გერმანელებში  ეროვნული და კულტურული ენთუზიაზმის ზრდა

შეწყვიტა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ.

 

 სამხედრო სამსახურის ასაკის ბალტიის გერმანელები იყვნენ

რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცრები  და მეფის ხელისუფლება

ეჭვით უყურებდა მტერთან მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

ბალტიის გერმანელთა სკოლები, ჟურნალ-გაზეთები და

საზოგადოებები დახურეს და გერმანულად საჯაროდ ლაპარაკი

შეწყდა.

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ  რუსეთის

დროებითმა მთავრობამ  ესტონელებს მისცა თვითმმართველობის

უფლება.

პროვინციების ადმინისტრატიული სტრუქტურა შეიცვალა.

 

 პროვინცია Estland და ლივონიის ჩრდილოეთი ნაწილი

გააერთიანეს ერთიან ეთნიკურ მთავრობად.”

აირჩიეს ესტონური ხელისუფლება, ე.წ. “Estonian Diet”.

ბოლშევიკური  გადატრიალების შემდეგ ამ ხელისუფლებამ თავი

გამოაცხადა  ესტონეთის უზენაეს ხელისუფლებად.

 

 ესტონეთის გერმანული თემის კონსერვატული ლიდერები

ესტონური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს უყურებდნენ

როგორც მათი ისტორიული უფლებების დარღვევას.

გერმანელი არისტოკრატია ითხოვდა გერმანიის მიერ ესტონეთის

და ლატვიის ოკუპაციას.  დედაქალაქი ტალლინნი აიღეს 1918

წლის 25 თებერვალს და მალე მთელი ქვეყანა იყო გერმანული

სამხედრო მმართველობის ქვეშ.

 

 წინა დღეს,  24 თებერვალს,  “Estonian Diet”-ის ხელმძღვანელებმა

 გამოაცხადეს ესტონეთის დამოუკიდებელი დემოკრატიული

რესპუბლიკა.  ეს რესპუბლიკა არ აუღიარებიათ არც იმპერიულ

გერმანიას და არც ბალტიის გერმანელთა კონსერვატულ ლიდერებს.

 

   შეთავაზებული იქნა ბალტიის გერმანელთა ავტონომიური

სახელმწიფო რომელსაც კავშირი უნდა შეეკრა ან პრუსიასთან

ან მეკლენბურგის  საჰერცოგოსთან. 

მაგრამ გერმანიის ხელისუფლებაში იყო განხეთქილება,

ფორმალური კავშირები ვერ დამყარდა და ამასობაში 1918 წლის

ნოემბერში  გერმანია დამარცხდა.

 

 ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის ბოლშევიკური რუსეთის

წინააღმდეგ ომის დროს // ეს ბოლშევიკები გერმანიის კაიზერი

ვილჰელმ მეორის მიერ დაქირავებულ-დაფინანსებული ლენინის

ბიჭები იყვნენ//  ბალტიის გერმანელთა ნაწილი იყო ესტონეთის

ჯარის  ნაწილი და იბრძოდა ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის.

   ლატვიაში ბალტიის გერმანელთა ნაწილი ყოფილი გერანული

არმიის მოხალისეებთან ერთად  ებრძოდა იგივე ბოლშევიკებს,

მაგრამ ამავე დროს ცდილობდა  ლატვიაში გერმანული

მმართველობის დამყარებას.

   რიგის აღების შემდეგ შეიქმნა ლატვიის პროგერმანული

მთავრობა.

  მაგრამ ეს სამხედრო ძალა ხანმოკლე სისხლიან ბრძოლაში დაამარცხა

 ესტონეთის არმიამ.

  რიგაში აღდგა ლატვიის ეროვნული მთავრობა.

   ყველაფრის მიუხედავად ლატვიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1920

წელს.

    ომის შემდგომი სიღატაკის და ნგრევის პირობებში გერმანელ

არისტოკრატებს წაართვეს მიწები და ისინი ღარიბებს დაურიგეს.

   1921-1940 წლებში აყვავებული ლატვია იყო სოფლის მეურნეობის

პროდუქციის მთავარი გამყიდველი.

  

    ბალტიის გერმანელები ესტონეთის რესპუბლიკაში

 

    1920  წელს დაიდო ტარტუს საზავო ხელშკრულება ესტონეთსა

და საბჭოთა რუსეთს შორის.

   ბალტიის გერმანელებმა მიიღეს დემოკრატიულ ქვეყანაში

მცხოვრები ეროვნული უმცირესობის სტატუსი.

 მაგრამ იყო გერმანიაში გერმანელთა ემიგრაცია. ომმაც ბევრი

იმსხვერპლა., გერმანელთა რაოდენობა და პროპორცია საერთო

მოსახლეობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.

   ესტონეთის რესპუბლიკაში გააუქმეს ყველა წოდებრივი

პრივილეგია და არისტოკრატთა მმართველი კორპორაციები.

 გერმანელებს ჩამოართვეს მამულები და მიწები დაურიგეს უმიწოებს,

ომის ვეტერანებს და სხვა გაჭირვებულებს.

დიდი მამულეების უმეტესობამ კი მათი ყოფილი მამულებიდან

 შეინარჩუნა მიწის პატარა ნაკვეთები, ფერმები.

  მაგრამ ბალტიის გერმანელთა ეკონომიკური ძალა და პოლიტიკური

მნიშვნელობა ესტონეთში სამუდამოდ დაიმსხვრა.

  თუმცა ქალაქებში ბევრმა ბალტიელმა გერმანელმა მეწარმემ,

ვაჭარმა და ბანკის მენეჯერმა  შეინარჩუნა თავისი პოზიციები.

  ასევე ბევრი იყო გერმანელი მოხელე და ინტელექტუალი.  ტარტუს

უნივერსიტეტის სტუდენტთა , 6.8%-ს  1925 წელს შეადგენდნენ

გერმანელები.

  თავისუფალ ესტონეთში გერმანელებს ჰქონდათ მეტი უფლებები

ვიდრე სხვაგან. მათ შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა, საკუთარი

კულტურული ასოციაციების და პოლიტიკური პარტიების შექმნა.

 ბალტიის გერმანელებს ჩვეულებრივ 5-8 ადგილი ჰქონდათ

ასკაციან ესტონურ პარლამენტში.

  ესტონეთის პარლამენტმა 1925 წელს მიიღო კულტურული

ავტონომიის კანონი. ამან ეთნიკურ უმცირესობებს მისცა მათი

ეროვნული მეობის შენარჩუნების საშუალებები. მრავალ

ეთნიკურ კულტურულ ინსტიტუტს ეხმარებოდა სახელმწიფო

ბიუჯეტი.

  გავრცელდა გერმანული სკოლები, საზოგადოებები, ჟურნალ-

-გაზეთები. ლუთერანული ეკლესიის სამღვდელოებაში იყო

ბევრი გერმანელი. 1939 წელს ლუთერანი სამღვდელოების 22

პროცენტს შეადგენდნენ გერმანელები.

 

 1939 წელს ესტონეთში და ლატვიაში ცხოვრობდა ათასობით

გერმანელი.

ლატვიის გერმანელთა სამოც პროცენტზე მეტი ცხოვრობდა რიგაში.

 

 ბალტიის გერმანელთა ახალგაზრდობის მცირე ნაწილი მოხიბლა

ნაცისტურმა პროპაგანდამ. 1930-ან წლებში შეიქმნა ახალი

ნაციონალისტური ორგანიზაციები რომელთაც კავშირი დაამყარეს

ნაცისტურ პარტიასთან.

  1939  წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა შეცვალა პოლიტიკური

ვითარება ესტონეთში.

  ლატვია და ესტონეთი მიაკუთვნეს საბჭოთა ინტერესების

სფეროს.

ამავე დროს ნაცისტურმა გერმანიამ ბალტიის გერმანელებს მისცა

მათი წინაპრების მშობლიურ გერმანიაში დაბრუნების საშუალება.

 

საბჭოთა კავშირის მიერ ანექსიის საშიშროების გამო 20 000 კაცზე მეტი

ესტონიიდან და 60 000 ლატვიიდან 1939-41 წლებში გადასახლდა

დასავლეთ პრუსიის ანექსირებულ ნაწილში და Warthe

Gau-ში, სადაც მათ მისცეს გადასახლებულ პოლონელთა სახლები,

მიწები და სხვა საკუთრება.

  1945 წელს მოხდა გერმანიის აღმოსავლეთის ფრონტის კოლაფსი.

 ბალტიის გერმანელებმა დატოვეს პოლონური არეები. ათასობით

ბალტიელი გერმანელი დაიღუპა გერმანიისკენ მიმავალ გზაზე.

 

  1950 წელს 40 000 ბალტიელი გერმანელი ცხოვრობდა დასავლეთ

 გერმანიაში.  10 000 ბალტიელი გერმანელი კი აღმოსავლეთ

გერმანიაში.

   ბევრი მათგანი მალე გადასახლდა უფრო დასავლეთით. ათასობით

ბალტიელი გერმანელი გადასახლდა კანადაში და ალბერტაში.

ომის შემდეგ რამოდენიმე წელიწადში ათასობით გადარჩენილი

ბალტიელი გერმანელი გადასახლდა ავსტრალიაში, სამხრეთ

ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში, აშშ-ში, შვედეთში, ფინეთში.

  კანადის ბალტიის იმიგრანტთა დახმარების საზოგადოებამ

დახმარება გაუწია ბალტიიდან გაქცეულ გერმანელებს და

არაგერმანელებს…

   ბალტიის გერმანელთა ეროვნულ-კულტურული ფენომენი

გაქრა…

 

 

https://www.ualberta.ca/~german/AlbertaHistory/BalticStates.htm

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s