პოლონელთა დავიწყებული უბედურება

 პოლონეთი-უკრაინა-დავიწყებული გენოციდი

http://www.lepetitjournal.com/varsovie/societe/158509-pologne-ukraine-le-genocide-oublie

 

 

Olivier Bault (www.lepetitournal.com/varsovie) – ორშაბათი, 2013 წლის 8 ივლისი

 

 

ხუთ ივლისს Przemyśl-ის მთავარეპისკოპოსმა  და პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარემ  უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის, უკრაინის კათოლიკური ეკლესიის და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქებთან ერთად ხელი მოაწერა შერიგების დეკლარაციას. ყველამ შესაბამის ხალხებს მოუწოდა ერთმანეთისთვის მიტევებისკენ და პატიებისკენ.

ეს აუცილებელი დეკლარაცია ზოგის აზრით მეტისმეტად პოლიტიკურად კორექტულია.

 

ასე მაგალითად ისტორიკოსი და კომუნისტური რეჟიმის ძველი მოწინააღმდეგე  მამა Isakowicz-Zaleski წლების მანძილზე ამტკიცებს რომ უკრაინულმა ნაციონალისტურმა წინააღმდეგობა UPA-მ 1943-45 წლებში ვოლინიაში  და გალიციაში //  Volhynie, Galicie//  ანუ დღევანდელ დასავლეთ უკრაინაში მოაწყო იქ მცხოვრებ პოლონელთა გენოციდი // უფრო პოლიტიკურად კორექტულად რომ ვთქვათ გენოციდური ხასიათის სასაკლაო//.

საბჭოთა ისტორიოგრაფია ამაზე ხმას არ იღებდა. უკრაინელი ისტორიკოსებიც გასუსულები იყვნენ, საბჭოთა უკრაინის სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებში ლაპარაკია მხოლოდ მეტისმეტად ზოგადი ცნებებით და ნახსენებია ამ ტერიტორიებზე მომხდარი პოლონურ-უკრაინული შეჯახებები.

დემოკრატიული პოლონეთის მთავრობებიც არ სვავდნენ  ამ გენოციდის აღიარების საკითხს  და დიდი წარმატების გარეშე ცდილობდნენ ახალი დამოუკიდებელი უკრაინის მჭიდროდ დაკავშირებას დასავლეთთან.

ცოტა ძველი ისტორია

შერიგება და პატიება ორმხრივი იმიტომაა რომ პოლონურ-უკრაინული ომების და ულმობლობების ისტორია გრძელია  და არ დაწყებულა მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩვენ არ მივალთ  პოლონეთის სამეფოს და ლიტვის დიდი საჰერცოგოს გაერთიანებულ სახელმწიფომდე, მე-18 საუკუნის ბოლომდე.

20-30-ან წლებში გამწვავდა ურთიერთობები პოლონეთის მეორე რესპუბლიკასა და უკრაინულ უმცირესობას შორის// დაახლოებით 5 მილიონი პიროვნება დაახლოებით 35 მილიონიან მოსახლეობაში//.

პოლონელები იხსენებენ უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია (OUN-ის მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქტებს.

უკრაინელები კი იხსენებენ  იმას თუ როგორ დაწვეს მართლმადიდებელთა ეკლესიები, როგორ მოსპეს უკრაინული სოფლები რომლებიც თითქოს მალავდნენ აჯანყებულებს.

იხსენებენ de Bereza Kartuska-ს საკონცენტრაციო ბანაკს…

ომამდე პოლონური სახელმწიფოც და საბჭოთა კავშირიც მტრულად იყვნენ განწყობილი უკრაინის დამოუკიდებლობის მიმართ და მათ შორის მომწყვდეული უკრაინელი ნაციონალისტები  შებრუნდნენ გერმანიისკენ.

ეს ნაწილობრივ ხსნის იმას თუ რატომ მიიღო  ზოგმა უკრაინელმა განმანთავისუფლებლებად გერმანელები როდესაც გერმანელებმა 1941 წელს გააგდეს საბჭოელები და რატომ იყო ამდენი უკრაინელი ნაცისტური გერმანიის მხარეს მეორე მსოფლიო ომის დროს.

  სასაკლაოთა დასაწყისი

 

1942-1944 წლებს შორის უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია OUN-ის შეიარაღებულმა ფრთა UPA-მ მოინდომა უკრაინის მომავალი დამოუკიდებლობის მომზადება ვოლინიის და გალიციის ტერიტორიების პოლონური მოსახლეობისგან განთავისუფლებით. ამ UPA-მ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა ნაცისტების მიერ მოწყობილი ებრაელთა გენოციდის დროს.

   ეს UPA 1943 წელს შებრუნდა პოლონელების წინააღმდეგ. მის წევრებს შორის იყვნენ ისინიც ვინც უკრაინული პოლიციის უნიფორმაში ეხმარებოდნან ნაცისტებს ებრაელთა ჟლეტაში და  UPA-ში შევიდნენ 1943 წლის დასაწყისში.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) აზრით სოფელ Parośla Pierwsza-ში მოწყობილი სასაკლაო იყო გენოციდური ხასიათის მომზადებული და ორგანიზებული სასაკლაოების ჰრძელი სიის პირველი სასაკლაო.

  მრავალი სოფელი გაწმინდეს მათი პოლონელი მკვიდრებისგან. დაიღუპა ასობით უდანაშაულო პოლონელი. პოლონელთა ჟლეტა თანდათანობით გაგრძელდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

ულმობელი ველურობით 1943-44 წლების სასაკლაო დასავლეთ უკრაინაში შეედრება 1994 წელს რუანდაში მოწყობილ გენოციდს და გადარჩენილების მონაყოლი მოწმობს გაუგონარ ძალადობაზე და ბარბაროსობაზე.

 

სისხლიანი კვირა

  განსაკუთრებით სისხლიანი იყო 1943 წლის 11 ივლისის კვირადღე. UPA-ს ნაწილებმა იმ დღეს დაიწყეს შეთანხმებული შეტევები 99 პოლონური დასახლების წინააღმდეგ. მათ ალყაში მოაქციეს სოფლები რათა არ დაეშვათ მათ მკვიდრთა გაქცევა. მათ დაიწყეს პოლონელთა ჟლეტა და მათი სახლების ნგრევა.

 

ეს იყო დაგეგმილი აქცია, ვინაიდან რამოდენიმე დღით ადრე მის დაწყებამდე UPA-მ შეკრიბა უკრაინელი გლეხები და აუხსნა მათ რეგიონში მცხოვრები ყველა პოლონელის გაჟლეტის აუცილებლობა.

  მარტო 1943 წლის ივნისში პოლონელთა 530 სოფელი დაცალეს მკვიდრებისგან და გადაწვეს. მარტო უმცირესობამ მოახერხა გაქცევა.

    სასაკლაოთა უკანასკნელი ტალღა იყო 1944 წლის დასაწყისში როდესაც უკრაინული UPA-ს და OUN-ის ნაწილებმა და ჯგუფებმა ისარგებლეს გერმანული არმიის უკანდახევით. ისინი თავს დაესხნენ გაქცეულ ან სოფლებში და მონასტრებში მყოფ პოლონელებს.

 

 აღიარების მოთხოვნილება

 

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის აზრით ვოლინიაში და დასავლეთ გალიციაში მოკლეს ასი ათასი პოლონელი.

  ზოგი პოლონელი გაიქცა. ზოგი პოლონელი გაერთიანდა თავდაცვის ჯგუფებად და გადარჩა. ზოგი პოლონელი კი ცხოვრობდა დიდ ქალაქებში სადაც UPA ვერ მოქმედებდა.

ეს პოლონელები წავიდნენ მას შემდეგ რაც დიდები იალტაში შეთანხმდნენ პოლონეთის გადაწევაზე დასავლეთისკენ.

დღეს დასავლეთ უკრაინაში ძალიან ცოტა პოლონელია.

გაიხარებენ თუ არა გადარჩენილები და მათი ოჯახები პოლონური და უკრაინული ეკლესიების საერთო დეკლარაციით?

 

 საეჭვოა იმიტომ რომ ეს დეკლარაცია 1943-44 წლების მოვლენებს აღწერს როგორც ეთნიკურ წმენდას და არა როგორც გენოციდს. უნდოდათ რომ დეკლარაცია მისაღები ყოფილიყო ორივე მხარისთვის და ამიტომ არჩიეს გაჩუმება როგორც ერთთა ისე მეორეთა დანაშაულებზე.

   პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ამბობდა რომ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა აგებული იყო კატინის ტყუილზე და საჭირო იყო დემოკრატიული პოლონეთის ჭეშმარიტებაზე აგება.

   1989-90 წლებში ბერლინის კედლის დანგრევასთან ერთად მსოფლიოს ამ ნაწილში დაემხო კომუნისტური ტყუილიც.

მაგრამ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი რეგიონში რათა გამოჩნდეს დაახლოებით 50 წლის მანძილზე დამალული ისტორია.

 Olivier Bault (www.lepetitournal.com/varsovie) – lundi 8 juillet 2013

 

           თარგმანი ფრანგულიდან. ცივილიზებულმა მსოფლიომ იცის ეს ისტორიაც და მეტიც. ვიცოდეთ ჩვენც.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s