უფრო ძლიერი ევროპისკენ

 

 

 

https://francais.rt.com/international/22790-france-allemagne-auraient-prepare-projet-super-%D1%83tat-europeen

 

        კიდევ უფრო   ძლიერი ევროპისკენ

საფრანგეთმა და გერმანიამ  Brexit-ის შემდეგ  მოამზადეს  პროექტი ევროკავშირისთვის, 2016 წლის 27 ივნისი

წყარო: Reuters

 

 

ბრიტანეთში ჩატარდა რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ  მოინდომა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. ამის საპასუხოდ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეიმუშავეს ევროკავშირის ახალი კონცეფცია. მათ უნდათ წევრი სახელმწიფოების  ინტეგრაციის ძალიან მაღალი ხარისხის მქონე ევროკავშირი. ისინი მოხაზავენ ამ მომავალი ევროკავშირის კონტურებს.

 

დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია  ძლიერი ევროპა საფრთხეეებით და საშიშროებებით სავსე მსოფლიოში, თუ ძლიერი ევროპა გაურკვევლობებით სავსე მსოფლიოში // Une Europe forte dans un monde d’insécurité , A strong Europe in a world of uncertainties// გამოქვეყნდა 27 ივნისს გერმანიის სამინისტროს საიტზე.

 

Accédez au document Une Europe forte dans un monde d’insécurité, 1

 

ბრიტანელებმა რეფერენდუმით მოინდომეს ევროკავშირიდან გასვლა და ეს დოკუმენტი არის ამაზე პასუხი. ის ეთანხმება საფრანგეთის და გერმანიის მმართველი ელიტების აზრს რომლის თანახმადაც  აუცილებელია მეტი ევროპა.

 

  დოკუმენტი გულისხმობს საერთოევროპულ უსაფრთხოებას, თავშესაფრის მიცემისა და მიგრაციის საერთოევროპულ პოლიტიკას.  ამის წყალობით  უნდა გაჩნდეს «თავშესაფრის ევროპული სააგენტო»  და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი მესაზღვრეთა და სანაპიროების მცველთა მრავალეროვნული, მულტინაციონალური სისტემა.

ეკონომიკის სფეროში გოკუმენტის ავტორები მოითხოვენ  «დაზუსტეტებს » რათა დააკმაყოფილონ იტალია,.პორტუგალია, ესპანეთი და საბერძნეთი რომლებსაც უწევთ მეტისმეტად მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის ტვირთის ატანა //საბერძნეთიც დაიმუქრა ევროკავშირიდან გასვლით//.

მინისტრები დოკუმენტში ასევე ახსენებენ ეკონომიკურ-საბიუჯეტო კონვერგენციას და აყენებენ მონეტარული კავშირის ქვეყნებისთვის საერთო ბიუჯეტის შექმნის წინადადებას.

ევროპული სუპერსახელმწიფოს პროექტი ?

საინტერესოა რომ ამ დოკუმენტის გამოქვეყნების წინა დღეს პოლონეთის სატელევიზიო არხმა  TVP-მ ახსენა იგივე სახელის მქონე პროექტის არსებობა და თქვა რომ მისი ავტორები არიან Jean-Marc Ayrault და Frank-Walter Steinmeier, მაგრამ ამ დოკუმენტის შინაარსი ბევრად უფრო ამბიციური  უნდა იყოს.

ეს პროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება 27 ივნისს წარმოდგენილი დოკუმენტისგან ვინაიდან ის გვებნება რომ  საფრანგეთის და გერმანიის მმართველებს უნდათ « დღევანდელი ევროკავშირის უძლიერესი სახელმწიფოების ირგვლივ გაერთიანებული ევროპული სახელმწიფოს» აგება.

 

პოლონელი ჟურნალისტების მიერ ციტირებული დოკუმენტის თანახმად ამ ახალი ერთიანი ევროპული სახელმწიფოს წევრები დაკარგავენ საკუთარი ჯარის და საკუთარი უშიშროების სამსახურების ყოლის და საკუთარი სისხლის სამართლის კოდექსის ფლობის უფლებას.  ამ ახალი ერთიანი ევროპული სახელმწიფოს წევრებს აღარ ექნებათ თავ-თავისი ცენტრალური ბანკები და არ საკუთარი ფული «მათი ეროვნული ინტერესების დასაცავად»

 

ამას გარდა ამ ახალი ერთიანი ევროპული სახელმწიფოს წევრები «ვეღარ გააკონტროლებენ მათ საკუთარ საზღვრებს და მათ საკუთარ ტერიტორიაზე მიგრანტების განაწილების პროცედურებს».

 ჟურნალისტებმა აგრეთვე თქვეს რომ Frank -Walter Steinmeier ლაპარაკობდა ვიზების გაერთიანებულ სისტემაზე და ერთიან საგარეო პოლიტიკაზე.

  დღეს არ ვიცით პოლონელი ჟურნალისტების მიერ ნახსენები დოკუმენტი ყალბია თუ მისი გამოქვეყნების შემდეგ საფრანგეთის და გერმანიის მინისტრებმა გადაწყვიტეს მისი უფრო  შერბილებული ვერსიის წარმოდგენა.

 

   ფრთხილი ქალბატონი ანგელა მერკელი განზეა. მან თქვა რომ დოკუმენტი არის მინისტრების მოსაზრება და არა სავალდებულო დადგენილება.

http://www.thenews.pl/1/10/Artykul/258994,New-EU-superstate-plan%E2%80%99-by-France-Germany-report

 

ახალი ევროკავშირის ზესახელმწიფოს ფრანგულ-გერმანული გეგმა,27.06.2016 09:20

 

 საფრანგეთის და გერმანიის  საგარეო საქმეთა მინისტრებმა დააყენეს ინდივიდუალური წევრების ელისუფლების შემზღუდველი “European superstate”-ს  შექმნის წინადადება.  ეს მოხდა მას შემდეგ რაც ბრიტანეთის რეფერენდუმმა გადაწყვიტა ევროკავშირიდან გასვლა. ამაზე ილაპარაკა პოლონეთის სატელევიზიო არხმა  TVP-მ.

   ამ წინადადების შემცველი დოკუმენტი  ვიშეგრადის ჯგუფის წევრებს პრაღაში შეკრებაზე ორშაბათს წარუდგინა  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Frank-Walter Steinmeier-მა, TVP Info-მ დაამატა რომ დოკუმენტი იყო ულტიმატუმი“.

TVP Info-მ თქვა რომ წარმოდგენილი წინადადადებების თანახმად ზესახელმწიფო- superstate-ს წევრებს არა აქვთ საკუთარი არმიის ყოლის, ცალკე კრიმინალური კოდექსის, ცალკე საგადასახადო სისტემის და საკუთარი ვალიუტა-მონეტის ფლობის უფლება.

TVP Info-მ დამატებით თქვა რომ  წევრი სახელმწიფოები ვეღარ გააკონტროლებენ მათ საკუთარ საზღვრებს და მათ ტერირორიაზე ლტოლვილების მიღების და განაწილების პროცედურებს.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  Witold Waszczykowski-მ TVP Info-ს უთხრა რომ ეს არაა კარგი გადაწყვეტა, თუმცა ევროკავშირის შექმნის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Martin Schaefer-მა თქვა:

ბერლინს არ უნდა ზესახემწიფო- superstate, მას უნდა უკეთესი ევროპა.”

 

ამასობაში , Waszczykowski-მ მოგვიანებით ორშაბათს თქვა რომ  გერმანიის და საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დაწერილი იყო   Brexit-ის გადაწყვეტილებამდე და მასში არის ძველი იდეები..

 

//მოკლედ სტალინს ოდესღაც ჰქონდა ავტონომიზაციის გეგმა რომლის თანახმადაც საქართველო უნდა გადაქცეულიყო რუსეთის ფედერაციის ავტონომიად. იმედი მაქვს რომ ჩემი საყვრელი საფრანგეთი და ბრიტანეთი არ გადაიქცევიან ევროპული სუპერსახელმწიფოს ავტონომიებად და დარჩებიან ლამაზ დამოუკიდებელ სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოებად, გ.მ.//

 

http://www.dailymail.co.uk/debate/article-2151592/A-federal-Europe-German-super-state-population-motivated-succeed.html

 ინგლისელის მოთქმა-გოდება :

     ფედერალური ევროპა იქნება გერმანული ზესახელმწიფო იმიტომ  სხვა ხალხებს ეს არ უნდათ

A federal Europe would be a German super-state, because no other population is so motivated to succeed

By Dr Robert Lefever for the Daily Mail

Published: 12:29 GMT, 29 May 2012 | Updated: 15:28 GMT, 29 May 2012

  •  
  •  
  • გერმანიამ განავრცო თავისი ძალაუფლება ევროპის დანარჩენ ნაწილზე. ფედერალური ევროპა იქნება გერმანული  სუპერ-სახელმწიფო- super-state. დასავლეთ გერმანიამ შთანთქა აღმოსავლეთი გერმანია და ეხლა გერმანია შთანთქავს და მართავს მთელ ევროპას.
  •  
  • გერმანელი მუშები და გადასახადების გადამხდელები არ დაკმაყოფილდებიან არაკომპეტენტური, ზარმაცი, ბნელი საქმეებით დაკავებულებისთვის  და ანგარებიანი უსაქმურებისთის გადახდით
  • და ვის მოუნდება ეს?

საბოლოო ანგარიშით იქნება დიდი გერმანია( რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ Euroland).ის..დაემგვანება კოლონიალურ სახელმწიფოს როგორიც იყო რუსეთი საბჭოთა კავშირში..

 

ჩვენ უნდა ვისწავლოთ გერმანელებისგან. მათ უნდათ მიზნის მიღწევა და მუხლჩაუხრელად შრომობენ. მათ ბოლომდე მიყავთ საქმე. ისინი აღწევენ მიზანს. თუ ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს ის რაც აქვთ გერმანელებს  ჩვენ უნდა გვინდოდეს იმის კეთება რასაც გერმანელები აკეთებენ // პირადად მე არ დავაჩოქებდი საბერძნეთსაც, მაგრამ განვაგრძოთ კითხვა,გ.მ.//.

 რატომ არ უნდა გვინდოდეს იმაზე მეტის მიღწევა რასაც აღწევენ გერმანელები?

 

კუკუ: ევროფილ ბრიტანელ პოლიტიკოსებს Nick Clegg-ს და Ed Miliband-ს გააბედნიერებდა ბრიტანეთის სუვერენიტეტის  ჩაბარება ბერლინისთვის…

 

    ტიბეტი ეხლა არის ჩინეთის თოჯინა სახელმწიფო. ხომ არ გახდებიან ევროპული ქვეყნები დიდი გერმანიის თოჯინა ქვეყნები?

   იქნებ ზოგი ევროპული ქვეყანა უკვე არის დიდი გერმანიის თოჯინა სახელმწიფო?

  ნუთუ ჩვენ მომავალშიც ვიქნებით დაბმული  ევროპაზე და მის მეტისმეტად ბევრ ზესახელმწიფოებრივ ინსტიტუტზე,თვითონ ევროზე?

  გვექნება თუ არა სხვა სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა?

  გვეყოლება თუ არა ლიდერად და ჩვენი  ეროვნული სიამაყის აღსადგენად სხვა ჩერჩილი?

   თუ ჩვენ  უსვინდისოდ გავაიგივებთ ჩვენს მეობას სუპერსახელმწიფო-super-state-სთან?

   სწორედ ეს უნდათ ევროფილებს… მათ ექნებათ მეტი ძალაუფლება და ჩვენ გვექნება ნაკლები დამოუკიდებლობა.

 პირადად მე არ მინდა დიდი გერმანიის ნაწილად ყოფნა. მე მინდა პატარა ინგლისის ნაწილად ყოფნა.

 I personally do not wish to be part of Greater Germany. I like being part of Little England.


Read more: http://www.dailymail.co.uk/debate/article-2151592/A-federal-Europe-German-super-state-population-motivated-succeed.html#ixzz4D4vSNPU7

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s