იაპონიის გაკვეთილი

 

იაპონიის გაკვეთილი, ის ცდილობს ამ გაგიჟებულ დღევანდელობაში თავისი სულის გადარჩენას. მიყვარს საკურას და ქრიზანტემების დღესასწაული, იაპონური ბაღები, წვიმის გუბეშიც ვარსკვლავების დანახვა. იაპონიისაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, გისურვებთ წარმატებას.

 

იაპონია ტრადიციების იმპერიაა

იაპონიის მომხიბლაობა  ეფუძნება ტრადიციების და დასავლეთიდან ნასესხობების ფაქიზ წონასწორობას.

 

2016 წელია

 

ტოკიო, მოძველებული კვარტალი ვადა, 8 წუთში მეტრო შინჯუკუდან. იაპონიის უზომო დედაქალაქის ერთ-ერთი ნევრალგიური პოლუსი.

ზოგი იქაური დილის 8 საათისთვის ამთავრებს თავის ჯოგინგს.

თავისი სკოლისკენ მირბის ზურგზე ჩანთამოკიდებული  პატარა ბიჭი. თითქოს ჩქარობს, მაგრამ მაინც ჩერდება  პატარა საკურთხევლის წინაშე, ქედს იხრის წუთით, იმართება და აგრძელებს სირბილს.

 ესაა   მოსავლის ღმერთი ოინარის ან, როგორც სიყვარულით ამბობენ იაპონელები, პატივცემული ინარის სალოცავი.

ორ სახლს შორის მოქცეული ეს სალოცავი თითქმის უხილავია, მაგრამ ბიჭუნამ კარგად იცის მისი ადგილმდებარეობა. ეს ნამდვილად ოჯახური ჩვეულებაა.

 

ამ  სალოცავთან ახლოს მეტრომდე მიუსვლელად  არის ამ სალოცავზე ბევრად უფრო ხილული დაწესებულება konbini , უფრო ზუსტად და სრულად   convenience store ანუ მრავალფუნქციანი თვითმომსახურების მაღაზია რომელშიც დადიან სრულწლოვანი ჩაჰალსტუხებული იაპონელები. ეს კონბინი 24 საათი ღიაა.  ჩახალსტუხელები იქ წაიხემსებენ ხოლმე, სადილობენ ან უბრალოდ სვამენ ყავას.  იქ იხდიან ხოლმე თავის გადასახადებს.

 

კონბინი არის აშშ-დან მოსული იდეა და კონცეფცია რომლის ლოღიკაც აპონიამ უკიდურესობამდე მიიყვანა.  ეხლა მიზანია სურვილების და წადილების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება.

ღამის მთეველს შეუძლია იქ  გარიჟრაჟამდე სამ საათზე მისვლა და პიცას ჭამა.  ეს მომხიბვლელი მაგიური სივრცე აკმაყოფილებს მომხმარებლის ჭირვეულობებს.

 

  სულ რამოდენიმე ათეული მეტრი აშორებს ერთმანეთისგან  ერთი და იგივე ქუჩაზე მდებარე  ძველ იაპონურ სალოცავს და გლობალიზებული სამყაროს მიერ გადარეულთა საკრალურ ადგილს, ჭამა-ყლაპის მულტიფუნქციურ ზაბეგალოვკას // ბოდიში ქართული შესატყვისი უცებ ვერ მოვნახე//.

 

ქვეყანაში არის დაახლოებით 77 500 ბუდისტური ტაძარი, 81 300 სინტოისტური სალოცავი  და  ორმოცდაცამეტ ათასზე მეტი ეს კონბინი, თანამედროვე ტაძრები რომლებიც ინდივიდს აკავშირებენ გლობალიზებულ სამყაროსთან.

 

ეს სულაც არაა დღევანდელობის და ტრადიციის უხეში შეხლა, სულაც პირიქით

იაპონიის მომხიბლაობა არის  თანამედროვეობის,დღევანდელობის და ტრადიციის სამყაროების წყნარი, მშვიდი თანაარსებობა.

 

მაგრამ რომელ თანამედროვეობაზე და რომელ ტრადიციებზე ვლაპარაკობთ ?

 

  ტრადიციული  იაპონური სალოცავის და ულტრათანამედროვე მომხმარებლის საკრალური ზაბეგალოვკა-სასაუზმის ერთ ქუჩაზე   თანაარსებობა  არის მე-19 საუკუნის  მეორე ნახევარში დაწყებული მუტაციის შედეგი.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ფეოდალურმა იაპონიამ ამერიკელი კომმოდორი Matthew Perry-ს და მისი ფლოტის ზეწოლით ბოლო მოუღო იაპონიის ორსაუკუნოვან იზოლაციას.

 

https://www.herodote.net/8_juillet_1853-evenement-18530708.php

 

1853 წლის 8 ივლისი

კომმოდორი Perry ჩავიდა იაპონიაში.

 

1853 წლის 8 ივლისს კომმოდორმა Matthew Perry-მ  იაპონიის იმპერატორს მიართვა ამერიკის პრეზიდენტი Franklin Pierce-ს მეგობრობის წერილი.

სინამდვილეში ეს იყო მორჩილების მოთხოვნა-ბრძანება.

დაემორჩილებიან და დაემონებიან აზიის სხვა ხალხთა უმრავლესობის მსგავსად იაპონელები რომლებიც აქამდე განზე იდგნენ მსოფლიოს საქმეებიდან?…

Joseph Savès

მეგობრობის განცხადება მუქარის ფორმით

 

კომმოდორმა Matthew Perry-მ  კითხა იაპონიის მთავრობას  თუ  რატომ ეპყრობიან ცუდად ამერიკელ მეზღვაურებს რომლებიც უბედურების გამო მოხვდნენ იაპონიის კუნძულებზე.

ნახშირის გამომყენებელმა, შავი ბოლის გამომშვებმა და ამიტომ შავ გემებად წოდებულმა მისმა  ოთხმა  გემმა  ააღელვა და შეაშფოთა იაპონელები.

 

იაპონელები მიხვდნენ თუ რამდენად ჩამორჩებოდნენ ისინი დასავლეთის  «ბარბაროსებს».

უნდა ითქვას რომ იაპონიის არქიპელაგზე 1603 წლიდან ბატონობდნენ  ტოკუგავას გვარის შოგუნები რომლებმაც იმპერატორს დაუტოვეს მხოლოდ რელიგიური და საპატიო როლი და რომლებმაც მოთოკეს და მოათვინიერეს დიდი ფეოდალები.

მათ დახურეს იაპონია. ისინი აღარ უშვებდნენ ქვეყანაში საგარეო გავლენებს. მათ  თითქმის ყველას აუკრძალეს იაპონიაში შესვლა და იაპონიიდან გასვლა.

ამიტომ იაპონელებმა არ იცოდნენ თუ რა ტექნიკური და ინტელექტუალური ცვლილებები მოხდა მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთში ბოლო 250 წლის მანძილზე.

კომმოდორი Matthew Perry იაპონიაში მეორედ ჩავიდა 1854 წლის 13 თებერვალს.  ის უკვე სარდლობდა შვიდ საბრძოლო გემს.

 მან შოგუნს მოსთხოვა იაპონიის პორტების გახსნა ამერიკული სავაჭრო გემებისთვის და ვეშაპებზე ამერიკელი მონადირეებისთვის.

შოგუნმა ქედი მოიხარა და მისმა წარმომადგენლებმა 1854 წლის 31 მარტს კანაგავაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რომლის თანახმადაც ისინი იძლეოდნენ უბედურების ემთხვევაში იაპონიაში მოხვედრილი ამერიკელების ამერიკაში დაბრუნების გარანტიას.  ამას გარდა ისინი თანხმდებოდნენ შიმოდას და ჰაკოდატეს პორტების ამერიკული სავაჭრო გემებისთვის გახსნაზე.

და ბოლოს მათ აშშ-ს მისცეს უპირატესობის სტატუსი და 1856 წელს მათ მიიღეს პირველი ამერიკელი კონსული , Townsend Harris.

მომდევნო წლებში დიდმა ბრიტანეთმაც და მთავარმა ევროპულმა სახელმწიფოებმაც მოითხოვეს და მიიღეს ექვივალენტური უფლებები.

 

ყველაზე ფხიზელმა  იაპონელებმა დაინახეს რომ მათ სასწრაფოდ უნდა აითვისონ დასავლური პრინციპები და ტექნიკა  თუ კი არ უნდათ რომ იყვნენ კოლონიზებულნი ისევე როგორც იყვნენ კოლონიზებულნი მათი მეზობელი ჩინელები.

სხვებმა კი მოაწყვეს სისხლიანი აჯანყებები დასავლელთა წინააღმდეგ.

ეს იყო ასე ვთქვათ იაპონური პერესტროიკის დასაწყისი.

  რეფორმისტმა იაპონელებმა 1867 წელს დაამარცხეს შოგუნის მეთაურობით მოქმედი კონსერვატორი იაპონელები. მათ გადააყენეს შოგუნი.

იაპონიაში ხელისუფლება აიღო 15 წლის იმპერატორმა  მუცუჰიტომ //  Mutsuhito// რომელმაც სწრაფად გაატარა იაპონიის რეფორმა და გადააქცია თავისი ქვეყანა პირველ არადასავლურ ინდუსტრიულ სახელმწიფოდ.

———————————————————-

 

 

მანამდე ფეოდალურ იაპონიაში ტრადიციის ცნება არ არსებობდა.

მაგრამ ყოფნა არ ყოფნის პრობლემის წინაშე დამდგარმა იაპონიამ  1868 წლის  Meiji-ს რესტავრაციის შემდეგ გადაწყვიტა  დასავლური თანამედროვეობის მიღება და დაიწყო კულტურულ პრაქტიკათა მკაცრი შერჩევა რათა მსოფლიოსთვის უფრო მისაღები ყოფილიყო.

ტრადიციებად გამოცხადდა ის იაპონური კულტურული პრაქტიკები  რომლებიც უკეთესად ეგუებოდნენ ევროპული საზოგადოებების დამფუძნებელ ესთეტიკურ კანონებს და ეთიკურ პრინციპებს.

გამოცოცხლებული იაპონური თეატრები ნო და კაბუკი ეხლა  ჩაწერილია კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში.

გზა და გზა სიტყვა კაბუკის მესამე იდეოგრამა კი

// კურტიზანი// შეცვალეს სხვა იდეოგრამით და ამით დამალეს რომ ეს თეატრალური ხელოვნება მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებმა.

იაპონურ ტრადიციებად გამოცხადდა ჩაის ხელოვნება და ყვავილების ხელოვნება იკებანა.

 

http://www.frederique-dumas.com/jardin.htm

 

იაპონურ საკრალურ ხელოვნებად დარჩა ძალიან ძველი, წარმოშობით ჩინური ბაღის ხელოვნება.

იაპონური ბაღი არის სულიერი სალოცავი, ჭვრეტისათვის ხელის შემწყობი ხელოვნების ნაწარმოები.

რა ზომისაც არ უნდა იყოს იაპონური ბაღი ის ქმნის მთელი სამყაროს წაკითხვის და ინტერპრეტაციის პირობებს.

იაპონური ბაღი არის იაპონელის აზრით საკრალური ხასიათის მქონე ბუნების წარმოდგენა.

ყველაზე უბრალო და ყველაზე სადა ბაღიც აადვილებს და ამსუბუქებს იაპონელთა ცხოვრებას.

ბაღის გასაშენებლად იყენებენ ისეთ უბრალო მასალებს როგორებიცა მცენარეები, ქვა და წყალი. ამით იაპონური ბაღის შემქმნელები გამოხატავენ დედა ბუნების მთლიანობას და უნივერსალურ, საყოველთაო ჰარმონიას.

ბუნების განმასახიერებელი და ბუნების მშვენიერების გადმომცემი ბაღი ამშვიდებს სულს.  ისაა გზა უბრალოებისკენ რაც აუცილებელია არსებითის, მთავარის უკეთესად დასანახად.

ჭვრეტისას ბაღი მჭვრეტელის ყურადღების ცენტრში აქცევს  გარეგნულად უმნიშვნელო პატარა მოვლენებს რომლებსაც ნიღბავს და გვიმალავს გაგიჟებული დღევანდელი ყოველდღიურობა.

იაპონური ბაღი არის  ბუნებასთან, მთლიანობასთან  ჰარმონიულად დაკავშირების საშუალება.

არსებობს იაპონური ბაღის მრავალი სახეობა :

Tsuboniwa ანუ  ბაღი ეზო, karesansui ანუ მშრალი ბაღი, chaniwa kaiyushiki ანუ ბაღი სეირნობა, chaniwa ანუ ჩაის ბაღი და ა.შ.

იაპონური ბაღი არაა ბუნების მინიატურიზაციის სურვილის შედეგი.

იაპონელს აინტერესებს  ბაღის შემადგენელი ელენტების გამომსახველობითი ძალა და არა სივრცის რეალური განზომილებები. მედიტაცია გვაგრძნობინებს ადგილის სულს….

  იაპონელი ან თვითონ ქმნის ბაღს ან უძახის პროფესიონალ მებაღეებს. სახლის წინ სულ პატარა  ბაღიც ბევრ რამეს აძლევს იაპონელს….

http://japonais.eu/Art_Japonais/jardin_japonais.php

იაპონური ბაღბი

ბაღები ზენ, ხელოვნება !

იაპონური ბაღი იაპონიაში ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა.  არსებობს ბაღის მრავალი ტიპი  და მრავალი ადგილი სადაც შეგვიძლია ან არ შეგვიძლია სეირნობა.

არის იაპონიის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაფ აღიარებული ბაღები, არის მონასტერთა და სალოცავთა ბაღები ან უბრალოდ სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო ბაღები.

სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო ბაღები არის განმუხტვის და დასვენების, დამთრგუნველ-დამღუპველი დღევანდელობისგან მოშორების ადგილები სადაც იაპონელები დადიან  ჭვრეტა-მედიტაციისთვის, მეტ-ნაკლებად ღრმად დასაფიქრებლად.

 

ბაღის წყობა,კეთილმოწყობა, მცენარეთა ტიპები, კლდეების თუ ლოდების ზომა, ფერი, ადგილმდებარეობა, პატარა ტბები თუ წყაროები,… არაფერია შემთხვევითი და ამ არჩევანთა უმეტესობა ხდება ხელოვნების წესების შესაბამისად.

ბაღის დიზაინი ჯერ გააზრებულია და მერე შექმნილი.

თვითონ ბაღზე უფრო მნიშვნელოვანია ბაღის სიმბოლიკა. ბაღის ყოველი ნაწილი და ელემენტი სიმბოლურად შეიძლება იყოს დანახული.

http://www.lefigaro.fr/jardin/2015/10/29/30008-20151029ARTFIG00345-japon-l-incroyable-tradition-des-chrysanthemes-geants.php

იაპონია- გიგანტური ქრიზანტემების დაუჯერებელი ტრადიცია.

ღმერთმა იაპონელებს აჩუქა ლამაზი ქრიზანტემები და მადლიერი იაპონელები ყოველ წელს აღნიშნავენ ქრიზანტემის დღესასწაულს.

Kenji Sasakuma არის იაპონელი მებაღე-პეიზაჟისტი. უკვე ოცი წელია რაც ის ტოკიოს იმპერიული ბაღი Shinjuku Gyoenსთვის ამზადებს გიგანტურ ქრიზანტემებს რომლებიც უნდა გაიფურჩქნოს იაპონიის ემბლემატური ამ  მცენარის ეროვნული დღესასწაულისთვის….

გიგანტური  ქრიზანტემა არის ზოგჯერ 4 მეტრი სიგანის და 2,50 მ. სიმაღლის მცენარე.

ყოველ წელს ოქტომბერ-ნოემბერში მომზადებული 3 გიგანტური ქრიზანტემა  გამოფენილია ხოლმე ტოკიოს ძველ იმპერიულ პარკში Shinjuku Gyoen-ში რომელიც ეხლა გახსნილია საზოგადოებისთვის.  ისინია იაპონური ბაღის სასეირნო გზის გასწვრივ //ამ პარკში არის ფრანგული ბაღიც//.

ქრიზანტემა არის იაპონიის იმპერიული ოჯახის სიმბოლო და ამ მცენარის დღესასწაული მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია.  ეს ერის დღესასწაულიცაა. პასპორტზე არის ქრიზანტემის სტილიზებული ნახატი.

იაპონიაში შემოტანის შემდეგ ქრიზანტემები განკუთვნული იყო იმპერატორის კარისთვის ვინაიდან ითვლებოდა რომ მათ აქვთ დღეგრძელობის ელიქსირის თვისებები.

2 დღესასწაული აღნიშნავს სეზონის ცვლილებებს:

ალუბლის ხეების  აყვავება იუწყება გაზაფხულზე, მაშინ როდესაც ქრიზანტემები ყვავიან ღამის დაგრძელების წყალობით.

იაპონელებს 5-6  გრძელღეროიანი პატარა თეთრი ქრიზანტემებისგან შემდგარი თაიგულები მიაქვთ ხოლმე ტაძრებში და ასე მიაგებენ ხოლმე პატივს თავის წინაპრებს.

მაგრამ ისინი ირჩევენ უბრალო,  თავშეკავებულ ყვავილებს….

———————————————————–

მოკლედ იაპონური  პერესტროის დაწყებისთანავე

განზე გაწიეს მრავალი ჩვეულება რომლებიც ჩაითვალა უღირსად ხალხისთვის ვისაც უნდა დიდი დასავლელი ერების წრეში მოხვედრა.

ასე იქნა მივიწყებული  მათ შორის იაპონიის იმპერატორებისთვის საყვარელი მაიმუნის მჩვენებელთა ხელოვნება ტომბა.

იაპონელის აზრით მაიმუნი იგერიებს მავნე სულებს, მაგრამ ევროპელის აზრით მაიმუნს აკლია კეთილშობილება და ეს ხელოვნება დაივიწყეს.

 

ვიქტორიანული დიდი ბრიტანეთის ბატონობის პერიოდში დახვეწილი იქნა სხეულთან დაკავშირებული პრაქტიკებიც. დამალეს სიშიშვლე,  უარყვეს ქალებისთვის და მამაკაცებისთვის საერთო აბანოების ჩვეულება.  უარყვეს სექსუალობის მეტისმეტად უხეში სიტყვიერი გამოხატვა.

უნდოდათ რომ ყველა იაპონელს სცოდნოდა საკუთარი თავის, საკუთარი ვნებების და ემოციების მართვა, ეს კი ადრე იყო პატარა უმცირების, მეომართა გაბატონებული კლასის ხელოვნება.

ახალმა რეჟიმმა ასე ვთქვათ გაწმინდა რელიგიური ინსტიტუტებიც.

სინტოიზმი შეუთავსეს მოთხრობებს იმპერიული ოჯახის ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ და ისე აღიარეს სახელმწიფო რელიგიად.

 

1945 წლამდე  შემოტანილი თანამედროვეობის და მასთან ადაპტირებული ტრადიციების წონასწორობა არასტაბილური იყო,  იყო მკვეთრი ძიგძიგიც.

 

1937 წლის ჩინურ იაპონურ ომსა და წყნარი ოკეანის ომს შორის ბნელ წლებში  ტრადიციებს მისცეს ახალი როლი. მათ უნდა ეჩვენებინათ იაპონური კულტურის უზენაესობა დანარჩენ მსოფლიოზე და განსაკუთრებით აზიაზე.

მაგრამ იაპონიას მოხვდა ორი ამერიკული ატომური ბომბი და იყო ახალი ბრუნი :  იაპონელებს  მოუნდათ დასავლური და  ამჯერად უფრო ამერიკული ღირებულებების უფრო კარგად ათვისება.

 

ანტროპოლოგმა კლოდ ლევი სტროსმა  1970-ანი წლების ბოლოს დაწერა რომ  იაპონიამ  მოახერხა  მონახვა წონასწორობისა წარსულისადმი ერთგულებასა და მეცნიერების და ტექნიკის მიერ გამოწვეულ  გარდაქმნებს შორის.

მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ, 1990-ან წლებში  დაიწყო ეკონომიკური პრობლემები და იაპონია, რომელიც ისევ იყო მსოფლიოს მესამე ეკონომიკა, დაეჭვდა.

მას შემდეგ მარაზმს დაემატა ბირთვული ელსადგური ფუკუშიმას  2011 წლის კატასტროფა, უდიდესი უბედურება და გამოცდა 1945 წელს ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდეგ.

ნაღვლიანი ირონია. :

სწორედ დიდი ანტროპოლოგი ლევი სტროსის დიდად საყვარელ იაპონიაში გამოჩნდა ყველაზე სასტიკად და დაუნდობლად  ცვილიზაციის დრამატული  შედეგები.

იაპონელების მიერ 1868 წლიდან აგებული შენობა დაიბზარა  და იაპონელებმა დაიწყეს ახალი ღირებულებების და ორიენტირების ძიება.

და აი იაპონელებმა ისევ გაიხსენეს თავისი უძველესი კულტურა რომელიც თითქოს მივიწყებული იყო მეიჯის შემდეგ, მათ გაიხსენეს ანიმისტური აზრი რომლის თანახმადაც სული აქვს ყველაფერს // გველს, კვიპაროსს, ქვას თუ უბრალო ფიალას და ა.შ//.

ისტორია გრძელდება.

სამყარო არის მუდმივი ცვალებადობა და ეს იწვევს სტრესს. ძლიერი და მკვეთრი ჩვლილება და დარტყმა იწვევს ძლიერ სტრესს.ესაა სტიმული აზროვნებისთვის და მოქმედებისთვის.

დამღუპველია ქრონიკული სტრესი.

თუ იაპონელები მონახავენ გამოსავალს ძლიერი სტრესი, შოკი, არ გადაიზრდება ქრონიკულ სტრესში და იაპონელები და მათი კულტურა გადარჩება.

 

ვუსურვოთ წარმატება ამ ხალხს. მიყვარს მათი ბაღები, საკურას ყვავილობის და ქრიზანტემას დღესასწაულები,,ლამაზი კიმონო… გაუმარჯოს წვიმის გუბეშიც ვარსკვლავების მხილველ იაპონიას !!!

 

თქვენ ბევრი რამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში GEO, Japon, l’empire de la tradition, იაპონია, ტრადიციის იმპერია, 2016 წლის მაისის ნომერი 447.

 

გაგრძელება იქნება.  იაპონიისგან ბევრი რამის სწავლა შიძლება, გისურვებთ წარმატებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s