სახაროვისტი მეტლოკის რჩევები

 

JackMatlock.com

 

http://jackmatlock.com/2010/10/russia-georgia-abkhazia-and-south-ossetia/

 

   სახაროვისტი მეტლოკი

 

 

ჯეკ მეტლოკი// Jack F. Matlock// დ. 1929 წლის პირველ ოქტომბერს გრინსბოროში//-ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ს ელჩი საბჭოთა კავშირში 1987-1991 წლებში. ფილოსოფიის დოქტორი,პროფესორი, 3 ამერიკული კოლეჯის საპატიო დოქტორი//ვიკიპედიიდან//.

 род. 1 октября 1929 года, Гринсборо) — американский дипломат. Посол США в СССР в 1987—1991 годах. Доктор философии, профессор, почётный доктор трёх американских колледжей.

 

Sofia, Bulgaria, October 7, 2010

 

// ცოტა შემოკლებით//

 

     გორბაჩოვის ფონდმა სოფიაში მოაწყო ახალი პოლიტიკური ფორუმი და მე მთხოვეს მელაპარაკა კავკასიაში არსებულ პრობლემებზე….

   მე ვეცდები ცივი ომის დამთავრების ჩვენი გამოცდილების მიყენებას დღევანდელი ვითარებისთვის.

აქაა  ჩემი დაკვირვებების ჯამი:

 

ბრძოლების უმეტესობა დამთავრდა … მაგრამ ცხადია რომ რეგიონმა ვერ ისარგებლა ცივი ომის დასასრულით.

ვერც საქართველომ და ვერც მათი  დამოუკიდებლობის გამომცხადებელმა მხარეებმა ვერ გადააქციეს დამოუკიდებლობა მშვიდობად და პროგრესად მათი ხალხებისთვის. რუსეთის ინტერესები რეგიონში დაზარალდა აჯანყებით და მღელვარებებით ჩრდილო კავკასიაში და ქართველების მიერ წყენის ძლიერი განცდით.

რუსეთს სჭირდება სტაბილური და მეგობრულად განწყობილი სამხრეთი კავკასია.

 

1983 წელს, ცივი ომის მწვავე ფაზაში პრეზიდენტმა რეიგანმა მთხოვა საბჭოთა კავშირთან შეიარაღების შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების გეგმის მოხაზვა. 5 წელიც არ იყო გასული რომ ცივი ომის მიერ წარმოქმნილი კონფრონტაციული სული დაძლეული იქნა და რამოდენიმე თვეში დამთავრდა ცივი ომიც.

როგორ მოხერხდა ეს ?  როდესაც მიხაილ გორბაჩოვი გახდა საბჭოთა ლიდერი  ორივე ქვეყანამ //სსრკ-მ და აშშ-მ// შეცვალეს ერთმანეთთან ურთიერთობის მანერა… ისინი ეპყრობოდნენ ერთმანეთს პატივისცემით. მათ უარი თქვეს ძალადობის გამოყენებაზე როგორც ერთმანეთის წინააღმდეგ ისე სახლში პრობლემების გადაწყვეტისას;

 მათ უარყვეს მავნებლური მოქმედება ერთმანეთის წინააღმდეგ. ისინი თანხმდებოდნენ სპეციფიური პრობლემების თაობაზე და ნაკლებად ლაპარაკობდნენ აბსტრაქტულად.

 

  სამხრეთი კავკასიის კონფლიქტის მხარეები კარგად უნდა დააკვირდნენ იმას თუ როგორ მოხერხდა ცივი ომის დამთავრება რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა. თუ არ იქნება გაოტანილი სწორი დასკვნები იქნება მეტი ძალადობა.

  მშვიდობის დასამყარებლად და ეკნომიკური განვითარებისთვის ხელის შესაწყობად მე შემოგთავაზებდით შემდეგს:

  1. საქართველომ პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც უნდა აღიაროს რომ ის ვეღარ დაიბრუნებს სუვერენიტეტს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე სამხედრო ძალით.
  2. ნატოს წევრებმა გარკვევით უნდა თქვან რომ ნატოს წევრობის შესაძლებლობა ღიაა შემდეგი ქვეყნებისთვის, მაგრამ ნატოში არ მიიღებენ ქვეყნებს რომლებსაც შინაგან მმართველობაში არა აქვთ გადაწყვეტილი ტერიტორიული პრობლემები. სხვა სიტყვებით საქართველო ვერ გამოიყენებს ნატოს ტერიტორიების დასაბრუნებლად. საქართველომ ჯერ უნდა გადაწყვიტოს ტერიტორიული პრობლემები და შემდეგ შესძლებს ის ნატოს წევრად გახდომას.
  3. რუსეთმა უნდა აღიაროს რომ მისი ინტერესი არა საქართველოს გამოცხადება მტრულ თუ ვასალურ სახელმწიფოდ.
  4. უარის თქმა სხვა სახელმწიფოს ლიდერთან ურთიერთობაზე არაა სასარგებლო არავისთვის.
  5. საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია დახმარების გაწევა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების ინოვაციურ გადაწყვეტათა ძიებაში. მაგრამ ჯერ არაა განვითარებული თანმიმდევრული მიდგომა ასე ვთქვათ მეორეხარისხოვანი სუვერენიტეტებისადმი //“second-order sovereignties,”// ანუ ავტონომიური არეებისადმი.

ლაპარაკობენ თვითგამორკვევის უფლებაზე, მაგრამ  არაა ცხადი კრიტერიუმები იმისა თუ ვინ და რა პირობებში შეიძლება მიიღოს და განახორციელოს ეს უფლება.

ნატოს წევრების ლოღიკა სერბეთის და კოსოვოს მიმართ ერთია  და სულ სხვაა აფხაზური და სამხრეთუროსური დამოუკიდებლობის მიმართ.

  1. საქართველოს და რუსეთს შორის უნდა ღდგეს სრული ეკონომიკური კავშირები, ხალხს უნდა მიეცეს ნორმალურად მოგზაურობის და გადაადგილების საშუალება.

 

  1. საერთაშორისო თანამეგობრობამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებს უნდა მოსთხოვოს რომ თუ კი მათ უნდათ შემდგომი საერთაშორისო აღიარება მათ უნდა უზრულველყონ ეთნიკური ქართველების მშვიდობიანი  და უსაფრთხო დაბრუნება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში.

 

  1. საქართველოს შეუძლია შერიგების პროცესის გაადვილება თუ კი შეიკავებს თავს მუქარებისგან, განავითარებს მის ეკონომიკას, თუ კი შესთავაზებს   აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე სუვერენიტეტის გაზიარების სანდო წინადადებებს.

იგივე ითქმის მთიან ყარაბაღზე და დნესტრისპირეთზე.

ევროპაში არის ამის მაგალითები, მაგ. მონაკო,ანდორა, ლიხტენშტაინი, სან–მარინო და სხვა კვაზი-დამოუკიდებელი მინისახელმწიფოები.

 

 9 რუსეთმა უნდა აღიაროს რომ არსებული ვითარების გაუთავებლად არსებობა საშიშია რუსეთის უსაფრთხოებისთვის და სხვა ეროვნული ინტერესებისთვის. ისევ იქნება ტერორისტული საფრთხე….

საქართველოში, რუსეთში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ეხლა თარეშობს ვნებები და ეს რეკომენდაციები არაპრაქტიკულ, უტოპიურ  რამედ ჩანს.

   მაგრამ როდესაც გორბაჩოვი და რეიგანი ლაპარაკობდნენ ბირთვული იარაღის მთელი კლასების მოსპობაზე და სტრატეგიული არსენალების განახევრებაზე სპეციალისტების უმრავლესობას ესეც უტოპიური ეგონა.

   1983 წელს ცოტა ვინმეს თუ წარმოედგინა რომ ცივი ომი არსებითად დამთავრდებოდა  5 წელიწადში.

  მაგრამ ყველაფერი ეს მოხდა.

  ამ მარტივი წინადადებების მიღების შემთხვევაშიც ყველაფერი კარგად იქნებაო, გვეუბნება პროფესორი მეტლოკი.

 

In

This entry was posted in In the World. Bookmark the permalink.

 

 

Academician Sakharov in one of his last articles called Georgia a ‘mini-empire’ (Ogonek 1989, ანუ აკადემიკოსმა სახაროვმა 1989 წელს საქართველოს უძახა მცირე იმპერია. მერე მოვარდა პროფესორი სიგუა და ლამაზად ღნავილით წითელი არმიის ტანკით დაანგრია თბილისი. მას საჯაროდ მადლობა უთხრა იმანუილ კანტის პრემიის ლაურეატმა შევარდნაძემ რომელსაც ამერიკელმა ჯეიმს ბეიკერმა ჯენტლმენი უწოდა.

აი ამან გააუქმა ის შესაძლებლობები რომლებსაც იძლევა დამოუკიდებლობის აღდგენა.

 

სტალინის და ნობელის პრემიების ლაურეატი აკადემიკოსი ..სახაროვის კონსტიტუციაამის საფუძველზე ანგრევენ საქართველოსაც  დღემდე

 

ამის მიხედვით საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი უნდა დაიშალოს და მის მაგივრად აიგოს ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი. აი 2 საინტერესო პუნქტიც-

 

  1. საწყის ეტაპზე, ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკათა კავშირის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენ ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკები. ეროვნულნაციონალური ტერიტორიები და ოკრუგები. რუსეთის ყოფილი საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა ქმნის რუსეთის რესპუბლიკას და რიგ სხვა რესპუბლიკებს. რუსეთი დაყოფილია ოთხ ეკონომიურ რაიონადევროპული რუსეთი, ურალი, დასავლეთი ციმბირი, აღმოსავლეთი ციმბირი. ყოველ ეკონომიკურ რაიონს გააჩნია სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა, აგრეთვე, სპეციალური პროტოკოლით გათვალისწინებულ რიგ სხვა ფუნქციებშიც გააჩნია დამოუკიდებლობა.

  2. რესპუბლიკებს შორის არსებული საზღვრები ხელშეუხებელია დამფუძნებელი კრების შემდგომი პირველი 10 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ რესპუბლიკებს შორის საღვრების შეცვლა, რასპუბლიკების გაერთიანება, რესპუბლიკების უფრო მცირე ნაწილებად დაყოფა, რესპუბლიკის მოსახლეობის ნების და თვითგამორკვევის პრინციპის შესაბამისად მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და მასში ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობის გზით ხორციელდება.

რუსული ვრიანტი: http://www.yabloko.ru/Themes/History/sakharov_const.html

 

ანუ  მათ შორის აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და აჭარა  საქართველოსგან დარჩენილი ტერისტორიის გარეთ, გვერდით და მასთან ერთად უნდა გამოცხადნენ ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის შემადგენელ ასე ვთქვათ დამოუკიდებელ ერთეულებად.

   ამის გაკეთებიდან 10 წლის შემდეგ კი სულ გაუჟლეტიათ ერთმანეთი საზღვრების გადასასინჯად თუ უნდათ.

 

ეხლა დავუკვირდეთ ევროპულ მიკროსახელმწიფოებს რომლებიც ბატონი მეტლოკის აზრით მაგალითი უნდა იყოს საქართველოს, აფხაზთის, აჭარის, სამხრეთ ოსეთის და ა.შ. პრობლემების გადაწყვეტისთვის, თუმცა დააკვირდით რომ ამ კონტექსტში ჩეჩნეთზე ლაპარაკი არაა. არაა ლაპარაკი არც იმაზე რომ დაბრუნებულ ქართველ დევნილებს უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი პოლიტიკური უფლებები.

 

ევროკავშირს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს ევროპის მიკრო-სახელმწიფოებთან.

ისინი ყველანი არიან პატარა პოლიტიკური სუვერენული ერთეულები, მაგრამ მათი პოლიტიკური ფუნქციონირება სხვადასხვანაირია.

 

ანდორას, ლიხტენშტაინისმ მონაკოს  სამთავროებს, რესპუბლიკა სან-მარინოს და სახელმწიფო ვატიკანს აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები ევროპულ ინსტანციებთან.  ანდორა თავისი მოსახლეობით ყველაზე დიდია. ორი პატარა ქვეყანა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო და მალტას რესპუბლიკა ევროკავშირის წევრები არიან მიუხედავად იმისა რომ იქ ცხოვრობს ოთხას ათასზე ცოტა მეტი ადამიანი. მოსახლეობის სიმცირის გამო მიკროსახელმწიფოდ მიჩნეული ისლანდია არის ევროპული ეკონომიკური სივრცის წევრი. …

 

საფრანგეთთან შეთანხმებით ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილი მონაკო იმართება როგორც საფრანგეთის ნაწილი. სან-მარინო და ანდორა არიან კევროკავშირთან საბაჟო კავშირში…

 

ყველა მიკროსახელმწიფო ამავე დროს არის ევროსაბჭოს და ეუთოს წევრი // გამონაკლისია ვატიკანი//….//ვიკიპედიიდან//.

 

https://www.monde-diplomatique.fr/1959/04/DUHAMEL/23012

Jean Duhamel , მონაკოს საერთაშორისო სტატუსი

მონაკოს საერთაშორისო სტატუსი არსებითად განსაზღვრა 1918 წლის 17 ივლისს საფრანგეთ-მონაკოს ეშეკრულების დადებამ.

   ამ ხელშეკრულებით მონაკოს სამთავრო და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა თანასწორუფლებიანები არიან. ასეთია ხელშეკრულების  ფუნდამენტური დათქმა. შემდეგ ნათქვამია რომ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთთან დაკავშირებულია.სამთავროს გეოგრაფიული მდებარეობის აუცილებლობით.

ხელშეკრულება ბოლოს აცხადებს რომ ორივე ქვეყანას უნდა  ფორმალური აქტით განცხადება იმისა რომ ორივე მხარე ენდობა ერთმანეთს  და საფრანგეთის მთავრობა არის მონაკოს სამთავროს მფარველი მეგობარი.

საფრანგეთი იძლევა გარანტიას იმისა რომ დაიცავს მონაკოს ტერიტორიალურ მთლიანობას ისე თითქოს ის საფრანგეთის ნაწილი იყოს. საფრანგეთი თავის თავზე იღებს მონაკოს დაცვის პასუხისმგებლობას, რაც გამორიცხავს მისი ინტეგრაციის ყოველგვარ შესაძლებლობას.

 

მონაკოს ხელისუფლება კი თავის მხრივ დებს პირობას რომ განახორციელებს თავის სუვერენიტეტს საფრანგეთის პოლიტიკური, სამხედრო, საზღვაო და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.

 

აღსანიშნავია  რომ ეს ხელშეკრულება დადასტურებულ-რატიფიცირებულია 1919 წლის 28 ივნისის ვერსალის ხელშეკრულობით. ეს ამ ხელშეკრულებას აძლევს საყოველთაო საერთაშორისო მნიშვნელობას.

   დაბოლოს იგივე ინსტრუმენტის თანახმად სამთავროს გვირგვინი გადაეცემა ან რეგენტობის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ მონაკოელს ან ფრანგს ვის კანდიდატურასაც დაეთანხმება საფრანგეთის მთავრობა….

 

 დროთა მანძილზე მონაკოს სამთავრო კიდევ უფრო დაუახლოვდა საფრანგეთს. 1951 წელს დაიდო მონაკოს სამთავროს და საფრანგეთის რესპუბლიკის მეზობლობის და ადმინისტრატიული ურთიერთდახმარების კონვენცია. მაგრამ მისი პრეამბულა ხაზს უსვამ როგორც საფრანგეთის და მონაკოს ტრადიციულ მეგობრობას და განსაკუთრებულ კავშირებს ისე მონაკოს სუვერენიტეტს და ავტონომიას….

 

მაგრამ სისრულისთვის უნდა აღინიშნოს რომ  მონაკოს სამთავრო აქტიურია საერთაშორისო პლანში რაც არის მისი ავტონომიის შედეგი.

Jean Duhamel

http://www.monacomania.com/histoire-de-monaco.php

      1993 წელს მონაკო ოფიციალურად გახდა გაეროს წევრი.


En 2004
წელს მონაკო გახდა ევროპის საბჭოს წევრი… მოკლედ, დაქართველოს დამფუძნებელი კრების და აფხაზური ეროვნული საბჭოს წევრ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერ აფხაზ არზაყან ემუხვარს// თარაშ ემხვარის პროტიპს//  უნდოდა ავტონომიური აფხაზეთი დემოკრატიული საქართველოს შემადგენლობაში, ქართველი ზვიად გამსახურდია და აფხაზი ზურაბ აჩბა ლაპარაკობდნენ ფედერაციის შესაძლებლობაზეც, მაგრამ ისინი დახოცეს და გორბაჩოვის და აკადემიკოსი სახაროვის თაყვანისმცემლები დღეს ამტკიცებენ საქართველოს ნაწილ-ნაწილ მონაკოიზაციის თუ ლიხტენშტეინიზაციის აუცილებლობას,

   საქართველოს ნგრევა და ნაწილ-ნაწილ მონაკოიზაცია-ლიხტენშტეინიზაციაა მათი მოთხოვნა.

 

გვიშველოს ყველას  უფალმა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s