ბალტიის უბედურება ქრონიკული სტრესი

 

ცხოვრება ძნელია მით უმეტეს მაშინ როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატები გორბაჩოვი,სახაროვი და მათი თაყვანისცემლები შეგნებულად,გააზრებულად და მეთოდურად ანგრევენ თქვენს ქავეყანას, არამზადა სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად გამოცხადებულ საქართველოს. გაუძელით,ძვირფასებო…

 

http://www.rferl.org/content/article/1099341.html

 

Tuesday, July 05, 2016  წლის 5 ივლისი, არქივი, Valentinas Mite, 2002 წლის 9 აპრილი

 

ბალტია : თვითმკვლელობათა რაოდენობით და პრობლემის სირთულით მსოფლიოში გამოირჩევიან ბალტიის ქვეყნები.

Baltics: Suicide Rates In Transition States Among World’s Highest

By Valentinas Mite

April 09, 2002

 

თვითმკვლელობათა დონე და რაოდენობა ბალტიის ქვეყნებში უმაღლესია ევროპაში და ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. დონე დაახლოებით გაორმაგდა ბოლო ათწლეულში.

  რატომ მოიკლა თავი ამდენმა ადამიანმა ეხლახანს დამოუკიდებელ ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში?

პრაღა,2002 წლის 9 აპრილი (RFE/RL) – ბოლო სტატისტიკა გვიჩვენებს რომ  ევროპაში და შეიძლება მთელ მსოფლიოში თვითმკვლელობათა ყველაზე მაღალი დონე აქვს ბალტიის ქვეყანა ლიტვას.

 სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად  შარშან თავი მოიკლა 1,533-მა ლიტველმა, რაც არის მთელი სიკვდილიანობის თითქმის 4 პროცენტი.

 შევხედოთ საქმეს სხვანაირად, შარშან ლიტვაში ყოველ 100,000 კაცზე თავი მოიკლა 44-მა კაცმა. რეგიონის სხვა ქვეყნებში  თვითმკვლელობათა დონე ჯერ-ჯერობით ცოტა დაბალია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად უფრო მაღალია ვიდრე გლობალური საშუალო სიდიდე 16 თვითმკვლელობისა 100,000 ადამიანზე.

 

რუსეთში შარშან ყოველი 100,000 კაციდან თავი მოიკლა 39-მა.  ლატვიაში და ესტონეთში რაოდენობა იყო შესაბამისად 34 და 33,  უნგრეთში რაოდენობა იყო 32.

 

და პირიქით აშშ-ში, რომლის მოსახლეობაც 281 მილიონი ადამიანია,  წელიწადში თავს იკლავს 31 ათასი ადამიანი. ნორმაა დაახლოებით 11

 100 ათასზე.  ბრიტანეთშიც ასე იყო 2 000 წელს.

 

სკანდინავიაში, სადაც თვითმკვლელობა უფრო ხშირია, თვითმკვლელობათა დონე  მაინც მნიშვნელოვნად უფრო დაბალია ვიდრე  ბალტიაში.

სკანდინავიის ქვეყნებს შორის თვითმკვლელობათა ყველაზე მაღალი დონეა ფინეთში.

 

 

რუსეთში თვითმკვლელობები უფრო ხშირია ზოგ რეგიონში, მაგ. არხანგელსკში.

 

ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორმა
Danute Gailiene
-მ  დაწერა 2 წიგნი თვითმკვლელობის თემაზე. ის ამბობს რომ  თვითმკვლელობათა დონე და რაოდენობა, რომელთა აღრიცხვაც დაიწყეს 1924 წელს, შედარებით დაბალი და მცირერიცხოვანი იყო რამოდენიმე ათეული წელი….

ვითარება გაუარესდა 1960-ანი წლების დასაწყისში. და გაუმჯობესდა პერესტროიკის წლებში.

მაგრამ 1991 წელს ბალტიის ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თვითვმკვლელობათა რაოდენობა და დონე ისევ გაიზარდა და ამაღლდა.

 

თვითმკელობათა რაოდენობის და დონის თვალსაზრისით ყველაზე უარესი იყო 1996 წელი….

 

Gailiene-ს თქმით  იველაზე მეტად იკლავენ თავს სოფელში, სოფლურ რეგიონებში მცხოვრები 40-60 წლის მსმელი ლიტველი მამაკაცები

// თვითმკვლელობათა 82 პროცენტი//.

 

ისევე როგორც ბალტიის სხვა ქვეყნებში თავს უფრო იკლავენ სოფლის და სოფლური რეგიონების მკვიდრები იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის რეფორმების გაუტარებლობამ ლიტვის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი  დატოვა ეკონომიკური პერსპექტივების და იმედის გარეშე.

Gailiene-ს თქმით  ლიტველ თვითმკვლელთა 50-70 პროცენტი თავს იკლავს ალკოჰოლის გავლენით.

გორბაჩოვის დროს თვითმკვლელობათა რაოდენობის შემცირება გამოწვეული იყო ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვით.

 

ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის  ფსიქიატრიის დოცენტი Elmars Rancans, ლიტველთა თვითმკვლელობის მსგავსი თვითმკვლელობები გავრცელებულია  მთელ ბალტიაში და ლატვიაში თვითმკვლელობათა კულმინაციური მომენტი იყო 1993 წელს…. მას შემდეგ თვითმკვლელობათა დონე ნელა შემცირდა.

 

არსებობს Suicidology-ს ანუ თვითმკვლელობალოგიის ესტონურ-შვედური ინსტიტუტი /// Estonian-Swedish Institute of Suicidology//.

 

მისმა დირექტორმა Airi Varnik-მა რადიო RFE/RL-ს უთხრა  რომ თვითმკვლელობათა კრიზისის უმძიმესი მომენტი ესტონეთში იყო 1994 წელს და მას შემდეგ მდგომარეობა თანდათანობით მსუბუქდება.

დირექტორმა Airi Varnik-მა თქვა რომ  თვითმკვლელობა ყველგან ბალტიაში დაკავშირებულია ალკოჰოლთან  და თავს უმთავრესად იკლავენ მამაკაცები.

ის ამბობს რომ ესტონელ ქალთა თვითმკვლელობის დონე ოდნავ უფრო მაღალია ვიდრე ევროკავშირში, მსგრამ  უდიდესი და უმძიმესი პრობლემაა მამაკაცთა თვითმკვლელობა.

 

Airi Varnik ამბობს რომ საბოლოო ანგარიშით მამაკაცები გრძნობენ პასუხისმგებლობას თავისი ოჯახების და ქვეყნების ბედის გამო და როდესაც ხედავენ რომ არის პრობლემები რომლებსაც ისინი ვერ ერევიან სასოწარკვეთილი მამაკაცები იკლავენ თავს.

 

შარშან თვითმკვლელობათა რაოდენობა ლიტვაში ცოტათი შემცირდა, მაგრამ Gailiene ვილნიუსის უნივერსიტეტიდან სმბობს რომ მდგომსრეობის სტაბილურად გაუმჯობესების ნიშანი არაა, რომ ესტონეთში და ლატვიაში მდგომარეობა უკეთესია.

 

ის ამბობს რომ თვითმკვლელობათა საშინელი დონე გამოიწვია პერესტროიკის შემდეგ მოულოდნელად მკაცრ და ულმობელ რეალობასთან შეჯახებამ, იმან რომ ადამიანებს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალიან უჭირთ და ხშირად არც შეუძლიათ  ცვლილებებთან, ახალ ცხოვრებასთან  ადაპტაცია.

ცხოვრების ძველი და ისტორიული ფორმების მეტისმეტად სწრაფად დაშლამ და მოსპობამ გამოიწვია სოციალური შოკი რასაც ემატება ის რომ სახელმწიფო და საზოგადოება არ ეხმარება საკმარისად ან სულაც არ ეხმარება მოულოდნელად მკვეთრი ცვლილებებით დაბეჩავებულ, უპატრონოდ დარჩენილ,ბედის ანაბარა მიტოვებულ  და სასოწარკვეთილ ადამიანებს.

 

ის უმატებს რომ შეიძლება დაეხმარო თვითმკვლელობაზე დაფიქრებულ ბევრ ადამიანს, მაგრამ უდიდესი პრობლემა ისაა რომ  ადამიანთა აზრით თვითმკვლელობა  არის ყოველდღიური ცხოვრების ნორმალური ნაწილი და მათ არ უნდათ ტვინის და ხელის განძრევა ვითარების შესაცვლელად, დაბეჩავებული და გადაქანცული მეზობლისთვის დახმარების გასაწევად.

ის უმატებს რომ ლიტველები მეტისმეტად ტოლერანტულები არიან ალკოჰოლის მიმართ,  ლოთობას თვლიან ცხოვრების ნორმალურ ასპექტად და არა სამკურნალო საშიშ ავადმყოფობად.

 

 

http://www.e-sante.fr/quand-stress-devient-chronique/actualite/1458

 

როდესაც სტრესი ქრონიკული ხდება…

 

სტრესი ბუნებრივი, ნორმალური და სასარგებლო მოვლენაა.

ადამიანის სხეული და ნერვული სისტემა გრძნობს საფრთხის მოახლოებას და ტეხავს განგაშს რითაც  აფხიზლებს ადამიანს, უბიძგებბს მას საფრთხისთვის თავის არიდების საშუალებების ძიებისკენ.

როდესაც ავტომანქანის მძღოლი ხედავს მისი მანქანის წინ მორბენალ ბსვშვს მას ეწყება სტრესი და მისი ფეხი დაფიქრების გარეშეც  ამუხრუჭებს მანქანას და ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ მძღოლი ჯანმრთელი უნდა იყოს და არა ავადმყოფი ლოთი.

სტრესი გვაძლევს საფრთხის თავიდან აცილების და მდგომარეობის გამოსწორების შანსს. შეცვლილ ვითარებასთან და შეცვლილ გარემოსთან ადაპტაციის შემდეგ  ვმშვიდდებით.

სტრესი კარგია და სასარგებლო.

 

მაგრამ არის ქრონიკული, მეტიც, ზოგჯერ მკვლელი სტრესიც.

ზოგჯერ საფრთხე და ვითარების ცვლილება იმდენად დიდია რომ   სტრესით გამოფხიზლებული ადამიანიც ვერ პოულობს გამოსავალს და ვერ წყვეტს პრობლემას.

ამ დროს სტრესი შეიძლება ქრონიკული გახდეს და თვეობით თუ მეტით გაგრძელდეს.

 

ასე მაგალითად როდესაც რაღაც დაწესებულების თანამშრომლებს ეუბნებიან  რომ რომ მალე მათდაითხოვენ და ქუჩაში გაყრიან მაგრამ არ ეუბნებიან თუ როდის რატომ და ვის გააგდებენ  ადამიანებს თვეობით ემართებათ სტრესი და ელეთ-მელეთი.

იწყება დარდი,წუხილი, უქეიფობა, უძილობა, კომპეტენტური თანამშრომლებიც კი წუხდებიან და გიჟდებიან, ისინიც ხომ შეიძლება გაყარონ კაცმა არ იცის რატომ და როდის.

თუ ადამიანები ვერ ერევიან სტრესის გამომწვევ მასშტაბურ პრობლემას სტრესი ხდება ხანგრძლივი და ქრონიკული.

 

ქრონიკული სტრესი კი საშიშია.

 

ქრონიკული სტრესის პრობლემა ისაა რომ ის აღიზიანებს ტვინის იმ ნაწილს  რომელსაც შეუძლია გაღიზიანების ცოტა ხნით ატანა

// ფრანგულად l’amygdale//.  უწყვეტად გაღიზიანებული ეს ზონა იქანცება ,უძლურდება იმიტომ რომ თქვენ მუდმივ განგაშში ხართ.

ქრონიკულ სტრესში მყოფს თქვენც დაგქანცავთ და დაგაუძლურებთ  ეგ სტრესი და ეს მიგიყვანთ დეპრესიამდე.

ხან ატომური ბომბებით და ხან ბუნებრივ-ტექნოლოგიური კატასტროფებით და ხშირი მიწისძვრებით გატანჯული იაპონელები თავს შველიან ხშირი პერიოდული განმუხტვა-დასვენებით  და ჭვრეტა მედიტაციით თავის თვალწარმტაც ბაღებში სადაც ზურგს აქცევენ ხოლმე პერესტროიკებით აქოთებულ დღევანდელობასაც, სიგუაპიტეკთა ზარბაზნების გრუხუნს..  არის წამლებიც. მოკლედ იხარეთ და გაიხარეთ,გაიხედ–გამოიხედეთ  რომ არ ჩავარდეთ თვითმკვლელ ლიტველთა დღეში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s