ბიბლიოთეკა,ზენიჭიერთა დარდი

 

ნორმალურ ამერიკელთა თავსატეხი, ზენიჭიერთა დარდი და დეპრესია

Jim_Webb_new_photo.jpg

James T. Webb, founder of SENG and Great Potential Press

http://www.talentdifferent.com/la-depression-existentielle-par-james-t-webb-1184.html

ზენიჭიერთა ეგზისტენციალური  დარდი

ზენიჭიერთა ეგზისტენციალური  დეპრესია, James T Webb-ის მიერ  SENGის // (Supporting Emotional Needs of the Gifted// საიტზე გამოქვეყნებული ტექსტი

J.T. Webb უკვე დიდი ხანია რაც კერძო კონსულტაციებშიც და კლინიკებშიც  ეძებს და ეხმარება ზენიჭიერებს

მან 1981 წელს შექმნა SENG და ამავე დროს მან გააკეთა ასობით მოხსენება და დაწერა წიგნები ამის შესახებ. არის

აღიარებული ზენიჭიერთა და ზედაჯილდოებულთა 25  გამორჩეული ამერიკელი ფსიქოლოგი.

james-t-webb  ერთ-ერთი მათგანია.

აშშ-ში და მის გარეთ განსაკუთრებით პოპულარულია მისი 2 წიგნი:
Guiding the Gifted Child ( ზენიჭიერი ბავშვის ხელმძღვანელობაGuider l’Enfant Surdoué)

და


Misdiagnosis and Dual Diagnoses of Gifted Children and Adults (როდესაც ზენიჭიერობა-ზედაჯილდოებულობის დიაგნოზი არასწორადაა დასმული ბავშცის და სრულწლოვანის მიმართ).

 

ზენიჭიერები და ზედაჯილდოებულები განიცდიან ხოლმე განსაკუთრებული ტიპის დეპრესიას, რომელსაც ჰქვია ეგზისტენციალური დეპრესია.

ეგზისტენციალური დეპრესია შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს რომელმაც განიცადა ძალიან დიდი დანაკარგი და დაინახა სიცოცხლის ეფემერული ხასიათი, მაგრამ ზენიჭიერები და ზედაჯილდოებულები უფრო ადვილად განიცდიან ასეთ დეპრესიას.

ეგზისტენციალური დეპრესია ხდება მაშინ როდესაც ინდივიდი ეჯახება  არსებობის ზოგ ფუნდამენტურ ელემენტს. Yalom-მა// 1980// აღწერა 4 ასეთი ელემენტი:  სიკვდილი, თავისუფლება, იზოლირება და აბსურდულობა.

სიკვდილი გარდაუვალია.

თავისუფლება არის არსებობის საფუძველი, მაგრამ ის ასევე მიანიშნებს გარეშე ბარიერების,დაბრკოლელების არარსებობაზე // ეს იმას ნიშნავს  რომ  ადამიანები ჩდებიან სტრუქტურის არმქონე სამყაროში და რომ თვითონ ადამიანებმა თავისი მოქმედებით უნდა მისცენ სტრუქტურა ამ სამყაროს//.

იზოლირება შეგვახსენებს რომ რა ახლოსაც არ უნდა ვიყოთ ვინმესთან მუდამ არის რაღაც გადაულახავი მანძილი და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ მუდამ მარტოები ვართ.

ამ 3 რამიდან გამომდინარეობს აბსურდულობის განცდა:

  თუ კი ჩვენ უნდა მოვკვდეთ, თუ კი ჩვენ უნდა ავაგოთ ჩვენი საკუთარი სამყარო, თუ კი ჩვენ მუდამ მარტოები ვართ… მაშინ რა აზრი აქვს სიცოცხლეს?

რატომ უნდა ჩნდებოდეს ეს ეგზისტენციალური დარდები და საზრუნავი უფრო ხშირად ზენიჭიერებში?

ნაწილობრივ იმიტომ  ზენიჭიერები უფრო მეტად უფიქრდებიან ასეთ არსებით საკითხებს და არ არიან კონცენტრირებულნი ყოველდღიური ცხოვრების ზედაპირულ ასპექტებზე.

მაგრამ ამისთვის განაწყობს ზედაჯილდოებულ,ზენიჭიერ ბავშვთა უფრო სპეციფიური დამახასიათებელი ნიშნები და თვისებები.

 

ზედაჯილდოებულ და ზენიჭიერ ბავშვებს შეუძლიათ იმის დანახვა თუ როგორი შეიძლება იყოს ან როგორი უნდა იყოს ის რასაც ისინი ირგვლივ ხედავენ.  ეს ბავშვები უფრო იდეალისტები არიან.

 

ეს ბავშვები ხედავენ იმასაც რომ მათ ირგვლივ არსებული სამყარო არაა ის რაც უნდა იყოს.

ზედაჯილდოებულ-ზენიჭიერი ბავშვები ემოციურები და მგრძნობიარეები არიან და ისინი ბევრად უფრო მწვავედ დარდობენ იმის გამო რომ იდეალები მიღწეული არაა.

ასეთი ბავშვები და ახალგაზრდები ძალიან მალე აღმოაჩენენ მათ ირგვლივ არსებული საზოგადოების უშინაარსობას, თვითნებობას,ორპირობას, მოყვასისადმი გულგრილობას,  აბსურდულობებს. და ეს ბავშვები და ახალგაზრდები ჯანყდებიან ამ საზოგადოების წინააღმდეგ.

 

როდესაც ზენიჭიერი და ზედაჯილდოებული ბავშვები და ახალგაზრდები ცდილობენ  მათი შეხედულებების გაზიარებას ისინი უკეთეს შემთხვევაში აწყდებიან გაკვირვებას, უარეს შემთხვევაში კი  მტრულ განწყობას, მათ სერიოზულად არ უსმენენ და არ უყურებენ.

ეს ბავშვები და ახალგაზრდები მაშინ აღმოაჩენენ რომ სხვებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს, არა აქვთ იგივე დარდები,ინტერესები და საწუხარები რაც მათ. რომ სხვები უფრო ფიქრობენ უფრო კონკრეტულ თემებზე, მაგალითად სხვების მოლოდინებთან ადაპტაციაზე.

 

 

ძალიან მალე და სულ პატარა ასაკიდანაც ზენიჭიერი, ზედაჯილდოებული ბავშვი შეიძლება იზოლირებული და მარტო დარჩეს როგორც მის სოციალურ გარემოში ისე ოჯახში.

ზენიჭიერი ბავშვი მარტო რჩება მაშინ როდესაც აღმოაჩენს რომ სხვები არ არიან მზად ესოდენ მნიშვნელოვან თემებზე დასაფიქრებლად.

ზენიჭიერი და მრავალი უნარის მქონე  ბავშვები  განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს როდესაც აწყდებიან დროის და სივრცის საზღვრებს :

მათ უბრალოდ არ ყოფნით დღის საათები თავისი მრავალი ნიჭის განსავითარებლად და თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად. არჩევანი თვითნებური ხდება და ის სინამდვილეში არასოდეს არაა კარგი”.

მოწოდების და პროფესიის არჩევაც  რთულდება.

აბა როგორც უნდა აირჩიოს ზენიჭიერმა და ზედაჯილდოებულმა ბაღანამ მის საყვარელ ვიოლინოს, მისთვის საინტერესო ნევროლოგიას,თეორიულ მათემათემატიკას და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის ?

ასეთ სირთულეებს გადამწყდარი ზენიჭიერი და ზედაჯილდოებული ბაღანა ჯავრდება და ბრაზობს, მაგრამ ის მალე აღმოაჩენს რომი ჯავრი ამაო და უაზროა იმიტომ რომ მიმართულია უძლეველი  

ხვედრის წინააღმდეგ.

უძლურების ჯავრი მაშინ სწრაფად გადაიზრდება დეპრესიაში.

და ასეთ დეპრესიაში ჩავარდნილი ზენიჭიერი და ზედაჯილდოებული ბავშვები ცდილობენ სიცოცხლის აზრის და მნიშცნელობის გარკვევას, ეძებენ ღირებულებებს რომლებიც მათ მისცემენ ამ უსამართლობის დაძლევის საშუალებას.

არადა ამ ძიებებისას ისინი ხშირად ხედავენ რომ მათი სიცოცხლე მოკლეა, რომ ისინი მარტოები არიან და არიან უზარმაზარ სამყაროში ჩაკარგული პაწაწინა არსებები, რომ სასურველი ცხოვრების არჩევის თავისუფლება საშინელი თავისუფლებაა.

ამ დროს მათ უჩნდებათ კითხვა აქვს თუ არა აზრი ცხოვრებას და მარტო ესაა თუ არა ცხოვრება.

ხომ არა აქვს სიცოცხლეს უმაღლესი ფარული აზრი და მიზანი?

მე ვარ აბსურდულ, თვითნებურ, ჭირვეულ სამყაროში ჩამოვარდნილი თუ ჩამოგდებული პატარა, უმნიშვნელო, მარტოსული არსება.  ჩემი სიცოცხლე ამ სამყაროზე მოახდენს სულ პატარა გავლენას და მოვკვდები.

ნუთუ მხოლოდ ესაა სიცოცხლე?

აი ამაზე ფიქრობს და დარდობს ზენიჭიერი და ზედაჯილდოებული ბავშვი და ახალგაზრდა.

 

ასეთი წუხილი არაა საკვირველი  სიმწიფის ასაკის კრიზისების განმცდელი სრულწლოვანისთვის.

მაგრამ დიდად შემაშფოთებელია როცა ასეთი კითხვები აწუხებს 12 თუ 15 წლის ბავშვს.

ასეთ ეგზისტენციალურ დეპრესიებს უნდა მივაქციოთ სერიოზული ყურადღება ვინაიდან მათ ზენიჭიერი და ზედაჯილდოებული ბრწყინვალე ბავშვები შეიძლება მიიყვანონ თვითმკვლელობამდე.

 

როგორ უნდა ვუშველ ოთ ეგზისტენციალური კითხვებით გატანჯულ ბრწყინვალე ბავშვებს?

რბილად რომ ვთქვათ ძნელია სიკვდილის პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ამ ბავშვებს გავაგებინოთ რომ გვესმის მათი, ვაგრძნობინოთ რომ ისინი არ არიან მარტონი. ჩვენ შეიძლება დავეხმაროთ მათ მათი თავისუფლებისთვის ფორმის მიცემაში, ჩვენ შეგვიძლია ისინი გამოვიყვანოთ იზოლაციიდან.

 

ზენიჭიერი და ზედაჯილდოებული ბავშვების მარტოობა და იზოლაცია დაირღვევა თუ კი გააგებინებთ მას რომ გესმით მათი პრობლემები, რომ თქვენც განგიცდიათ მსგავსი ტანჯვა. რომ გქონიათ მსგავსი გამოცდილება.

ამიტომა აქვს დიდი მნიშვნელობა სოციალურ ურთიერთობებს ზენიჭიერ-ზედაჯილდოებული ბავშვის განვითარებისთვის (Webb, Meckstroth და Tolan, 1982).

მოფერება არის იზოლაცია-მარტოობის დარღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

პატარა ბავშვებს სჭირდებათ მოფერება და ასევე სჭირდებათ მოფერება ეგზისტენციალური დეპრესიით გატანჯულებს….

 

ეგზისტენციალური დეპრესიით გატანჯული ახალზრდის მიმართ ყოველ დღე უნდა გამოხატოთ თანაგრძნობა,, და უთხრათ მას რომ იცით  თუ რას განიცდის ის. მაშობლებმა თავის აჯანყებულ ბავშვებს უნდა უთხრან რომ  რომ შეიძლება თვითონ ბავშვებს არ უნდათ  ეს  მაგრამ მშობლებს უნდათ თავისი შვილის გულში ჩაკვრა.  ხანდახან საკმარისია უბრალოდ ხელზე შეხება, მეგობრული დახმარება, ხელის დარტყმა ხელზე, როგორც აკეთებენ ხოლმე ფეხბურთელები გოლის გატანისას. ეს ამყარებს ფიზიკურ კონტაქტს და შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

 

სტრუქტურის არ მქონე სამყარო უამრავ რამეს სთავაზობს ზენიჭიერ და ზედაჯილდოებულ ახალგაზრდებს  და მათ უჭირთ არჩევანის გაკეთება.

არჩევანის გაკეთებაში მათ შეიძლება დაეხმაროთ გამორჩეულ მოღვაწეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა, მოგზაურთა და ა.შ. ცხოვრების გაცნობა.

ბიბლიოთერაპია არის ცხოვრების შესაძლებლობათა კვლევის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი და ახალგაზრდებმა შეიძლება დაიწყონ მისი გამოყენება. ..

 

ეგზისტენციალურ დარდზე სწორმა რეაქციამ ზენიჭიერი და ზედაჯილდოებული ახალგაზრდები შეიძლება აქციოს დიდ მეცნიერებად, ხელოვანებად, პოლიტიკოსებად თუ მოღვაწეებად,

 

მაგრამ ამავე დარდმა ეს ახალგაზრდები შეიძლება მიიყვანოს დეპრესიამდე, იმედგაცრუებამდე, სასოწარკვეთილებამდე, თვითმკვლელობამდე.

კეთილგანწყობილად დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს არსებობის ფუნდამენტური თემების გაგებაში და ეს გაუადვილებს მათ არსებობას.

ამ ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ რომ ეგზისტენციალური პრობლემები ვერ გადაიჭრება ერთხელ და სამუდამოდ და რომ მათ მრავალჯერ უნდა დაუბრუნდნენ ცხოვრების მანძილზე.

 

ჩვენ შეგვიძლია დიდად დავეხმაროთ ეგზისტენციური დეპრესიით გატანჯულ პირებს თუ კი გავაგებინებთ რომ ისინი არ არიან მარტონი  და უნდა  ჩავუნერგოთ იმედი, ვუთხრათ რომ  ცხოვრებას აზრს აძლევს დიდი ოცნებები და ამ ოცნებების სიკვდილი დედამიწას აქცევს გაყინულ უდაბნოდ როგორც ამას ამბობდა აფროამერიკელი პოეტი Langston Hughes

 

 

SENG   2981 წელს შეიქმნა იმისთვის რომ საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს ზენიჭიერ, ზედაჯილდოებულ ბავშვთა ემოციურ საჭიროებებზე. ასოციაციამ თავისი ყურადღების არეში თანდათანობით  მოაქცია ზენიჭიერ-ზედაჯილდოებული სრულწლოვანებიც.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s