კროპოტკინი დარვინიზმის წინააღმდეგ

 

 

კროპოტკინი უარყოფდა დარვინიზმს,სოციალ-დარვინიზმს,მალთუსიანიზმს.მან გვითხრა რომ არსებობისთვის ბრძოლაში გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორია ურთიერთდახმარება,სოლიდარობა,თანადგომა,თანამშრომლობა და არა ფიზიკურად ძლიერი მხეცის მიერ სუსტი არსების გაჯიჯგნვა.

ციტატა  “ადამიანის დაცემიდან “// “The Descent of Man”//, თავში ადამიანის რასებიT” //“The Races of Man.”// დარვინმა დაწერა:

” არც ისე შორეულ მომავალში ადამიანის ცივილიზებული რასები  თითქმის დანამდვილებით გაჟლეტენ  ველურ რასებს მთელ მსოფლიოში და დაიკავებენ ამ ველური რასების ადგილს… (1874, გვ. 178).

A quote from “The Descent of Man”, in a chapter called “The Races of Man.”, in which Darwin wrote:

“At some future period not very distant as measured by centuries, the civilised races of man will almost certainly exterminate and replace the savage races throughout the world... (1874, p. 178).

 

  სოციალური დარვინიზმი- Social Darwinism, თეორია რომლის თანახმადაც  პიროვნებები, ადამიანთა ჯგუფები და რასები ემორჩილებიან ბუნებრივი გადარჩევის // natural selection// ზოგ კანონს რომლებიც ჩარლზ დარვინმა დაინახა ბუნებაში, მცენარეებში და პირუტყვებში.

მე-19 საუკუნის ბოლოსთვის და მეოცე საუკუნის დასაწყისში  პოპულარული ამ თეორიის თანახმად სუსტი, უუნარო, ავადმყოფი მოისპობა ან  დაემორჩილება გაძლიერებული ძლიერის ფიზიკურ და კულტურულ გავლენას.

 

ინგლისელი ფილოსოფოსი და მეცნიერი Herbert Spencer-ის სოციალური დარვინისტები ამტკიცებდნენ რომ ადამიანის ცხოვრება საზოგადოებაში არის ულმობელი და დაუნდობელი  ბრძოლა არსებობისთვის რომელშიც იმარჯვებს უძლიერესი.

. Social Darwinists held that the life of humans in society was a struggle for existence ruled by “survival of the fittest,” a phrase proposed by the British philosopher and scientist Herbert Spencer.

 

 დარვინისტებს და სოციალურ დარვინისტებს დაუპირისპირდა  პეტრე ალექსეის ძე კროპოტკინი.

 

2014 წლის 28 ნოემბერს ლექცია ამის თაობაზე ტულუზის ფილოსოფიის სახლში წაიკითხა  ტულუზის უნივერსიტეტის Toulouse II Le Mirail-ის ისტორიის პროფესორმა Eckart Birstein-მა,

 

ინგლისელმა ნატურალისტმა ჩარლზ დარვინმა //1809-1882// თავის 1859 წლის ნაშრომში « სახეობათა წარმოშობაზე »  გადმოსცა ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციის თეორია რომლის თანამადაც სიცოცხლე არის მუდმივი ბრძოლა არსებობისთვის რომელშიც იმარჯვებს  უფრო უნარიანი და უფრო ძლიერი.

 

დარვინის ეს თეორია და სოციალ-დარვინიზმი გააკრიტიკა რუსმა ანარქისტმა პეტრე კროპოტკინმა //1842-1921//  რომელმაც  დარვინს და სპენსერს უპასუხა 1902 წელს გამოცემული თავისი ნაშრომით

« ურთიერთდახმარება, ევოლუციის ფაქტორი » .

კროპოტკინმა განაცხადა რომ ევოლუციის მამოძრავებელი ძალაა კოლექტიური სოციალიზაცია და ურთიერთადახმარება და არა ძლიერის მიერ სუსტის  დათრგუნვა და დამორჩილება.

// « გაერთიანებული სუსტები უფრო ძლიერები ხდებიან »//….

 

 

.

 

http://4cristol.over-blog.com/2015/08/l-entraide-un-facteur-d-evolution-pierre-kropotkine-editions-aden-2015.html

L’entraide : un facteur d’évolution. Pierre Kropotkine. Editions Aden. 2015

 

კროპოტკინის ნაშრომი « ურთიერთდახმარება, ევოლუციის ფაქტორი »  2015 წელსაც გამოიცა საფრანგეთში.

დარვინის თეორიას ხშირად აძლევენ იმ მასშტაბს რომლის მიცემა მისთვის არ უნდოდა თვითონ დარვინს.

 

სიცოცხლე უნდა იყოს ჯუნგლი სადაც ყველა ებრძვის და ეომება ყველას და ბატონობს უფრო ძლიერი.

 

დარვინის თეორიის ამ ექსტრემალურ ინტერპრეტაციას დაუპირისპირდა პეტრე კროპოტკინი.

ცხოველთა სამყაროს, ადამიანთა პირველი ტომების, სახელმწიფოთა, გილდიების და შუა საუკუნეების ქალაქების  წარმოშობის გამოკვლევისას  მან ყველგან ნახა დასტური იმისა რომ  ცოცხალ არსებათა, მათი სახეობების და ადამიანთა საზოგადოებების გადარჩენის და განვითარების მთავარი ფაქტორი იყო სოლიდარობა და ურთიერთდახმარება და არა გაუთავებელი სისხლისღვრა და ომი ერთმანეთთან.

 

კროპოტკინის მიერ წარმოდგენილი მთელი ისტორია გვეუბნება რომ  კაცობრიობის უდიდეს მიღწევებს საფუძვლად უდევს სწორედ ურთიერთდახმარება, სოლიდარობა, თანამშრომლობა და არა გაუთავებელი ბრძოლა არსებობისთვის.

კროპოტკინი განადიდებს კოლექტიური მოღვაწეობის ყველა ფორმისთვის ხელის შემწყობ შუა საუკუნეებს როდესაც იყო ხელობათა კორპორაციები, თავისუფალი ქალაქები ან კიდევ სოფელთა კრებები.

კროპოტკინი გვიჩენებს მთელ ევროპაში და ყველაზე შორეულ ხალხებში შეკრებილ ფაქტებს.

 

ბოლოს კროპოტკინი აქებს ადამიანთა შეკრებების და გაერთიანებების იმ ფორმებს რომლებიც სასარგებლოა ყველასთვის  და აკრიტიკებს ხელისუფლების მეტისმეტად ცენტრალიზაციას  რომელიც ყველაზე ხშირად თრგუნავს ადამიანის თანამშრომლობის და სოლიდარობის ინსტინქტს.

 

გადასაკითხი და გასახსენებელი ნაშრომია.

 

 

 

Entraide et (r)évolution agapique http://www.contrelitterature.com/archive/2014/11/10/kropotkine-contre-darwin-5486767.html

 

 

 

 

http://4emesinge.com/pierre-kropotkine-le-prince-anarchiste

 

დარვინზე ბევრს ლაპარაკობენ, გავიხსენოთ კროპოტკინიც

  ანარქისტი თავადი კროპოტკინი

 

პეტრე ალექსის ძე კროპოტკინი დაიბადა 1842 წლის 9 დეკემბერს მოსკოვში და გარდაიცვალა 1921 წლის 8 თებერვალს დმიტროვში.

ის იყო გეოგრაფი, მკვლევარი, ზოოლოგი, ანტროპოლოგი, გეოლოგი.

თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე კროპოტკინი ამავე დროს  ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

http://grani.agni-age.net/articles8/3507.htm

 

პეტრე ალეკსის ძე კროპოტკინი იყო არისტოკრატი, მაგრამ ამის თქმა ცოტაა. ის იყო  კიევის რუსეთის დამაარსებელი რიურიკოვიჩებიდან მომდინარე ერთ-ერთი უძველესი რუსული საგვარეულოს წარმომადგენელი. ასე რომ ისტორიით ის  მეტი იყო ვიდრე  ვიღაც ქეციანი ჰოლშტაინ-გოტორპ რომანოვი.

ამას გარდა, პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ის გახდა რუსეთის იმპერატორის კამერ იუნკერი და მას ჰქონდა იმპერატორის კარზე ბრწყინვალე კარიერის გაკეთების ყველა საშუალება.

 

მაგრამ ბრწყინველმა თავადმა კარგად დაათვალიერა მეფის კარი და მისი ზნე ჩვეულებები, ნახა რომ მისი ადგილი იქ არ იყო და გახდა გეოგრაფი, მოგზაური.

მან გამოიკვლია  ჩრდილოეთი მანჯურიის რაიონი, აღმოაჩინა ჩამქრალი ვულკანების ჯგუფი, გამოიკვლია აღმოსავლეთ საიანის იმ დროისთვის უცნობი ჩრდილოეთის კალთები და ფერდობები,

   ფუფუნებაში გაზრდილმა ბრწყინვალე თავადმა ურთულეს პირობებში გამოიკვლია აღმოსავლეთ ციმბირის ცენტრალური ნაწილი,  აღმოაჩინა პატომის და ვიტიმის ზეგნები და რამოდენიმე ქედი. მის მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ ქედს დაარქვეს მისი სახელი.

 

ბრწყინვალე თავადმა კროპოტკინმა შეისწავლა ბარენცის ზღვის  და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის მიმდებარე ნაწილების დინებები და ყინულების გადაადგილებები.

მან იწინასწარმეტყველა ოკეანეში ახალი მიწის ჩრდილოეთით ხმელეთის არსებობა. მაგრამ მეფის მთავრობას დაენანა ფულის დახარჯვა ექსპედიციაზე და 2 წლის შემდეგ ავსტრიელმა გეოგრაფებმა კროპოტკინის მიერ მითითებულ ადგილზე აღმოაჩინეს კუნძულთა არქიპელაგი  რომელსაც დაარქვეს ფრანც-იოსიფის მიწა.

რუსეთის იმპერიის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ პ.ა. კროპოტკინი დააჯილდოვა ოქროს მედლით და ის გახდა ამ საზოგადოების ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების მდივანი, ფაქტიურად გახდა  მკაცრ კლიმატურ და გულგრილი ცარიზმის პირობებში მომუშავე დიდი გეოგრაფების საზოგადოების მეთაური.

მაგრამ ბრწყინვალე თავად კროპოტკინს არ ყოფნიდა გეოგრაფია, მას აინტერესებდა გეოლოგიაც და ისტორიაც.

პ.ა. კროპოტკინმა თითქმის 25 წელი მოანდომა საფრანგეთის დიდი რევოლუციის მონუმენტური ისტორიის დაწერას.

 

 

 

კროპოტკინის დასკვნა დიდად საინტერესოა :

« საფრანგეთის დიდი რევოლუციის დეტალურად გაცნობისას ჩვენ გვაოცებს  რევოლუციონერთა ამოქმედებების არაჩვეულებრივი  სითამამამე და გამბედაობა და ამავე დროს მათი აზრის სისუსტე და ზომიერება.

გვაოცებს მათი ბრძოლის უკიდურესი რევოლუციური ხერხები და მათი მორიდებული,  თითქმის კონსერვატული იდეები.

ჩვენ ვხედავთ სიმამაცის, ენერგიის, თავდადების სასწაულებს და ამასთან ერთად ვხედავთ  მათ დაუჯერებელ ზომიერებას მომავლის მიმართ» .

 

და კიდევ :

« მთელი ამ გრანდიოზული დრამის დროს ჩვენ ვხედავთ არაჩვეულებრივ მორიდებას იდეათა სფეროში, მომავლის აგებისას სიმამაცის არარსებობას.

აზრის უსახურობა კლავს კეთილშობილ სწრაფვას, დიდ ვნებებს და უზომო თავდადებას….მრისხანე ქედუხრელ რევოლუციონერებს არ ქონიათ რევოლუციური იდეა. მათ იცოდნენ მხოლოდ ბრძოლის რევოლუციური ხერხები, მთავრობის იარაღის შებრუნება მთავრობის წინააღმდეგ და მეტი არაფერი». ძალადობდა მთავრობა და ძალადობენ რევოლუციონერები.

აზრის დამცირება და დაკნინება რევოლუციურ დინამიკაში არის რევოლუციაში  ინდივიდუალური მუდმივას დამცირება-დაკნინების უშუალო შედეგი… »

მსრქსის და მარქსისტების საწინააღმდეგოდ კროპოტკინი ამბობს რომ რევოლუცია არის ბრბოს მნგრეველი მოქმედების შედეგი, მნგრეველი სტიქიის მოქმედება და არა მიწიერი სამოთხის შნება.

რევოლუციები მუდამ მთავრდება რესტავრაციებით და ამას ნათლად ადასტურებს საფრანგეთის დიდი რევოლუციაც.

კროპოტკინი ამბობს რომ რევოლუცია მუდამ არის პიროვნების დამცირება და განსხვავებული აზრის დათრგუნვა.

 

მსგრამ ეს არაა არც ყველაფერი და არც ყველაზე მთავარი.

კროპოტკინი ასკვნის:

 

 « მაშინ როდესაც რევოლუციური სული და მისწრაფებები იპყრობდა და ამაღლებდა ხალხურ მასებს რევოლუციური ბელადები მომავალი წყობის თავის იდეალს დაეძებდნენ წარსულში.

რევოლუციონერები შთაგონებულები იყვნენ ძველი, წარსულში ნანახი მაგალითებით და არ ფიქრობდნენ ახალ რევოლუციაზე»  და კროპოტკინი აგრძელებს განზოგადების სახით:

 

« როდესაც ვუყურებთ ჩვენს თანამედროვე რევოლუციონერებს-მარქსისტებს, პოსიბისტებს, ბლანკისტებს და მათ ნაირსახეობებს  ვხედავთ რომ ყველა რევოლუციონერი ყველა ქვეყანაში უყურებს წარსულს და არა მომავალს. ყველა თანამედროვე რევოლუციონერი ბაძავს ლუი ბლანს, ბლანკის,რობესპიერს, მარატს და ა.შ ».

ნ.ა. ბერდიაევმა რუსულ რევოლუციას დაარქვა მარქსის და სტენკა რაზინის შენადნობი.

მოარული აზრის თანახმად რევოლუცია არის ძველიდან ახალზე გადასვლის ყველაზე ეფექტური ხერხი.

კროპოტკინი კი, პირიქით< თვლის რომ რევოლუცია არის ძველის აღორძინების მეთოდი.

 

ბრწყინვალე თავადი და მსოფლიო ანარქიზმის ლიდერი კროპოტკინი გვეუბნება რომ რევოლუცია თავისი არსით არის საზოგადოების დესტრუქციული რეგრესიული ძვრა და ანტიისტორიული მოვლენა. …

კროპოტკინი გვეუბნება რომ ყველა რევოლუციონერი ოცნებობს დიქტატურის დამყარებაზე. მარქსს უნდა ასე ვთქვათ პროლეტარიატის  დიქტატურა, ბლანკისტებს უნდოდათ რევოლუციური შტაბის დიქტატურა, მაგრამ ყველაფერი ეს ერთი და იგივეა, ყველას უნდა თავისი მტრების ლეგალური  მოსპობა  რევოლუციური ტრიბუნალებით, საზოგადოებრივი პროკურორით, გილიოტინით, ჯალათებით და ციხის ზედამხედველებით.

ყველა რევოლუციონერი ოცნებობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე  და ხალხის დამმორჩილებელ-დამმონებელი  ყოვლისშემძლე ყოვლისმცოდნე სახელმწიფოს შექმნაზე…

ყველა რევოლუციონერი მოითხოვს დიქტატორული ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების მონურ შესრულებას.

ყველა რევოლუციონერი ოცნებობს ««საზოგადოებრივი ხსნის» კომიტეტზე რომლის მიზანიცაა  დათრგუნვა და თავიდან მოშორება იმათი  ვინც არ ფიქრობს ისე როგორც ფიქრობენ ხელისუფლების სათავეში მდგომი პირები.

რევოლუციონერი რომელიც ბედავს  გს მოქმედებას საკუთარი შეხედულებების შესაბამისად უნდა დაიღუპოს.

მოკლედ, კროპოტკინი გვეუბნება რომ რევოლუცია მთლიანობაში არის ძალადობიდან შობილი და ძალადობის მშობელი სულიერი დესპოტია. …

მაგრამ კროპოტკინი იქვე ამბობს რომ რევოლუცია არის ისტორიული პროცესის ნაწილი, რომ ვერანაირი ევოლუცია ვერ ხდება ძვრების და კატასტროფების გარეშე, რომ ნელი ცვლილებების პერიოდებს აუცილებლად მოსდევს უეცარი ძირეული ცვლილებების პერიოდები…

 

რუსეთის იმპერიის უმაღლესი მმართველობის ფუნქციონირების კარგად მცოდნე და ხელისუფლების მწვერვალებიდან გაქცეული კროპოტკინი ვისაც მეორეს მხრივ სძულდა რევოლუციებიც მსოფლიო ანარქიზმის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

მას სწამდა რომ სახელმწიფო როგორც პიროვნების და მისი თავისუფლების დათრგუნვის  ინსტრუმენტი უნდა მოისპოს.

რუსეთის  იმპერიის ხელისუფლებამ დააპატიმრა ანარქისტი თავადი კროპოტკინი,მაგრამ ის 1874 წელს გაიქცა ციხიდან და წავიდა ევროპაში.

მან მოიარა შვეიცარია, საფრანგეთი და ინგლისი, მან შექმნა და გამოსცა ანარქისტული ჟურნალები და თანამშრომლობდა მუშათა ინტერნაციონალთან.

ევროპაში ეს იყო ანარქისტული ტერორიზმის და ძალადობის ხანა. ერთ დროს კროპოტკინიც ემხრობოდა ძალადობის და იარაღის გამოყენებას.

კროპოტკინი შვეიცარიაშიც დააპატიმრეს და 1881 წელს გააგდეს ქვეყნიდან.

ის დაიჭირეს და სხვა ანარქისტებთან ერთად გაასამართლეს საფრანგეთშიც. პროკურორი ამბობდა რომ ანარქისტები არიან წევრები საშიში  საზოგადოებისა რომლის მიზანიცაა საკუთრების, ოჯახის, სამშობლოთა, რელიგიების მოსპობა.

კროპოტკინიც დააპატიმრეს, მაგრამ ის არ ყოფილა ტერორისტი, არ აფეთქებდა არაფერს, არ ხოცავდა არავის და ამიტომ ინტელექტუალ კროპოტკინს მიუსაჯეს პოლიტპატიმრის უფრო მსუბუქი პირობები.

მაგრამ 1886 წელს  საფრანგეთში ატყდა ერთი ამბავი. სახელგანთქმულმა პირებმა,რომელთა შორის იყო ვიქტორ ჰიუგოც დაწერეს პეტიცია კროპოტკინის განთავისუფლების მოთხოვნით და ის  მალე  გაუშვეს.

მერე კროპოტკინმა დაწერა რომ საუკუნეების მამძილზე ნაგებ სახელმწიფოს ვერ დაანგრევს 1-2 კილო დინამიტი და შეწყვიტა ძალადობის საჭიროებაზე ლაპარაკი.

გზას აცდენილი დიდი თავადი დაუბრუნდა გზას. ევროპული ანარქისტული ტერორიზმიც დამთავრდა.

 

1917 წელს რუსეთში დაბრუნებულ დიდ თავად კროპოტკინს კერენსკიმ შესთავაზა დროებითი მთავრობის  ხელმძღვანელად გახდომა, მაგრამ დიდმა თავადმა ეს წინადადება უარყო.

მან არც გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის აგენტი ლენინის მიერ მოწყობილი გადატრიალება აღიარა.

ამ თავისუფალ და განათლებულ ადამიანს ეზიზღებოდა ყველანაირი დიქტატურა.

ეგ ლენინიც კროპოტკინს ლანძღავდა და ანარქისტ შოვინისტად მოიხსენიებდა და ძერჟინსკი-მენჟინსკიც ჩეკაც მას თვალს და ყურს არ აშორებდა, თუმცა არც კლავდა, კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა.

დიდი თავადი კროპოტკინი გარდაიცვალა 1921 წელს.

http://freedomparty.ru/read/33/

 

1921 წლის 13 თებერვალს მოსკოვში მოძრაობდა უზარმაზარი სამგლოვიარო პროცესია. საბჭოთა რუსეთის დედაქალაქში ასაფლავებდნენ დიდ თავად პეტრე კროპოტკინს.

ყინვის მიუხედავად მას უკანასკნელ გზაზე აცილებდა ათასობით ადამიანი რომელთა შორის იყვნენ ანარქისტები, თანამგრძნობები, ყველა ის ვინც ბერნარდ შოუსთან ერთად თვლიდა კროპოტკინს საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ადამიანად.

 

კიევის რუსეთის მმართველი და ამ რუსეთის დაშლის შემდეგ რუსული სამთავროების მთავარი რიურიკოვიჩების შთამომავალმა პეტრე კროპოტკინმა უკვე ახალგაზრდობაში უარყო რუსეთის იმპერიის იმპერატორის კარისკაცობა.

პაჟთა კორპუსის დამთავრებიდან მალე ის წავიდა ციმბირში მდინარე ამურის ხეობის შესასწავლად. მის სახელს უკავშირდება მრავალი აღმოჩენა.

თავადი კროპოტკინი იყო გეოგრაფი, გეოლოგი, ბიოლოგი, ფილოსოფოსი, ნატურალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატორი. ის იკვლევდა ეთიკის ისტორიას და თეორიას.

ის შეიძლებოდა გამხდარიყო ენციკლოპედისტი სწავლული.

მაგრამ სამეფო გვარის შთამომავალი თავადი კროპოტკინი გაიტაცა რევოლუციურმა მოღვაწეობამ , ანარქიზმმა.

კროპოტკინმა იცხოვრა 79 წელი და მთელი ცხოვრება ის გატაცებული იყო ანარქიზმის თეორიით, პოლიტიკური პუბლიცისტიკით, რევოლუციური პროპაგანდით.

მან სერიოზული მეცნიერული მონოგრაფიების გარდა დაწერა დიდად საინტერესო რევოლუციონერის ჩანაწერები“.

მასზე უცნაური გავლენა იქონია ციმბირმა. თავის მოგონებებში თავადი წერს სწორედ მკაცრ ციმბირში დაკარგა მან სახელმწიფო დისციპლინის რწმენა და მოემზადა ანარქისტად გასახდომად.

კროპოტკინმა დაწერა რომ ანარქიზმი დაიბადა ხალხში და ცოცხალი იქნება მანამდე სანამ ხალხური დარჩება.

ანარქია კროპოტკინისთვის იყო ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და პიროვნულ თავისუფლებაზე დამყარებული საზოგადოება.
ის ამბობდა რომ ანარქისტებმა უნდა მოსპონ ზნეობრივი სიმხდალე რომელიც არის უუფლებობის შედეგი.

კროპოტკინის თქმით მხოლოდ პიროვნების დამთრგუნველი სახელმწიფოს მოსპობით შეიძლება თანასწორობაზე, სამართლიანობაზე და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული ახალი საზოგადოების შექმნა, პიროვნული თავისუფლების უზრუნველყოფა.

მაგრამ კროპოტკინის იდეები ანარქიული კომუნიზმის შესახებ ვერ გაიგეს.

ის კი არ ყოფილა მნგრეველი მხეცი დატერორისტი, თანდათანობით ჩამოშორდა ბრძოლას და წავიდა ასე ვთქვათ შინაგან ემიგრაციაში, მოსკოვთან ახლოს მდებარე დმიტროვში.

1920 წლის ნოემბერში დაწერილ წერილში  « რაღა ვაკეთოთ ? » კროპოტკინმა თქვა  რომ მზადაა მის ირგვლივ მშენებლობისთვის მზა ანარქისტების გასაერთიანებლად და სხვა პარტიების და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებს მოუწოდა სამოქალაქო მშვიდობისკენ და თანხმობისკენ.

გაყინულ და რევოლუციებით აოხრებულ რუსეთში ცხოვრება პეტრე კროპოტკინს უჭირდა. მოხუც სწავლულს და მოღვაწეს უჭირდა პროდუქტების, შეშის, ნავთის შოვნა. მეცნიერული მუშაობისთვის პირობები არ იყო.

1921 წლის 8 თებერვალს დიდი თავადი,სწავლული  და ანარქისტი პეტრე კროპოტკინი გარდაიცვალა.

 

1920-ანი წლების დასაწყისში ბოლშვიკები ჯერ კიდევ იძულებულები იყვნენ ანგარიში გაეწიათ ანარქისტებისთვის  და მათი ლიდერის დასაკრძალად მოსკოვში შეიქმნა დაკრძალვის საორგანიზაციო საგანგებო კომიტეტი.

 

კროპოტკინის გარდაცვალების შესახებ 3 რადიოგრამა გააგზავნეს ევროპაში და რუსეთის სხვადასხვა მხარეში.

 

მაგრამ ბევრი ანარქისტი დაპატიმრებული იყო და მათ არ შეეძლოთ დაკრძალვაზე დასწრება.  პეტრე კროპოტკინის ქალიშვილმა წერილი მისწერა ლენინს, რომელსაც კროპოტკინი პირადად იცნობდა, და სთხოვა მას დაპატიმრებულ ანარქისტთა თუნდაც ერთი დღით,მათი ბელადის  დაკრძალვის დღეს განთავისუფლება. 

მას სხვა ანრქისტებმაც დაუჭირეს მხარი  ხრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასკომის სხდომაზე ბოლშევიკებმა მიიღეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, პატიოსანი სიტყვის სანაცვლოდ გაუშვეს დაპატიმრებული ანარქისტები.

 

10 თებერვალს საღამოს საველის სადგურზე ჩავიდა საგანგებო სამგლოვიარო მატარებელი რომელსაც დახვდა ბრბოები  ანარქიზმის შავი დროშებით.

კროპოტკინის კუბო მისი გვამით გამოსამშვიდობებლად დადგეს საბჭოების სახლის სვეტებიან დარბაზში.

სწორედ ამ დღიდან დამკვიდრდა ამ დარბაზში მიცვალებული პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის კუბოს დადგმის ტრადიცია.

 

კროპოტკინი უკანასკნელ გზაზე გააცილა ათასობით მოსკოველმა.

კროპოტკინის დაკრძალვა იყო ანარქისტთა დიდი, მაგრამ უკანასკნელი დემონსტრაცია.

უნდა ითქვას რომ ამ დღისთვის ციხეებიდან თავისუფლებულმა ანარქისტებმა შეასრულეს მიცემული სიტყვა.  ისინი ნებაყოფლობით დაბრუნდნენ თავის ციხეებში და საკნებში.

 

გეოგრაფი, გეოლოგი, ბუნებისმეტყველი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და ანარქიზმის თეორეტიკოსი დიდი თავადი პეტრე კროპოტკინი  დაკრძალეს მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

 

დიდად საინტერესო  ისტორიაა პეტრე კროპოტკინის ბრძოლა დარვისტებთან და სოციალ-დარვინისტებთან.

 

დარვინისტების და სოციალ-დარვინისტების მტკიცებით ცხოვრება ჩვენს სამყაროში არის ბრძოლა არსებობისთვის და იმარჯვებს ანუ არსებობს ძლიერი და მოხერხებული,ცივილიზებული, რომელიც თრგუნავს, იმონებს ან სპობს სუსტს, უვარგისს უუნაროს, ავადმყოფს, არანორმალურს // ვარგისობის, ჯანრთელობის, ნორმალურობის  კრიტერიუმებს და ნორმებს ადგენს რა თქმა უნდა თავისი ძალით და ცივილიზებულობით მკვეხარა არსება//.

 

ხოდა პ.ა. კროპოტკინმა გაილაშქრა ძალადობის და მოძალადეთა გამარჯვების ამ აპოლოგიის წინააღმდეგ.

მისი ნაშრომი « ურთიერთდახმარება როგორც ევოლუციის ფაქტორი » //«Взаимная помощь как фактор эволюции»//

 

https://www.amazon.fr/Lentraide-facteur-l%C3%A9volution-Pierre-Kropotkine/dp/2805920740

L’entraide : Un facteur de l’évolution

კროპოტკინის ეს ნაშრომი 2015 წელს გამოსცეს ფრანგულადაც.

მე-19 საუკუნეში დაწერილი ამ ნაშრომით კროპოტკინი უტევს სოციალურ დარვინიზმს  რომლის მტკიცებითაც  ცხოვრება არის არსებობისთვის ბრძოლა რომელშიც იმარჯვებს უფრო უნარიანი და ძლიერი.

კროპოტკინმა ომი გამოუცხადა მსოფლმხედველობას რომლის თანახმადაც ადამიანი ადამიანისთვის მგელია.

 

კროპოტკინმა აჩვენმა რომ პირუტყვებიც კი ცხოვრობენ საზოგადოებაში და  არსებობის საუკეთესო საშუალება პირუტყვებისთვისაც კი არის ასოციაცია, თანადგომა,სოლიდარობა და ურთიერთახმარება.

ერთმანეთთან გაუთავებლად მეომარ და ერთმანეთის გაუთავებლად მჟლეტ ოთხფეხა თუ ფრთოსან,მცურავ დამცოცავ მხეცებზე ბევრად უფრო მეტნი არიან  ცხოველი პირუტყვები რომელთა შორისაც ინდივიდუალური ბრძოლა არსებობისთვის თუ არსებობისთვის აუცილებელი რესურსებისთვის//საჭმელ-სასმელი, ტერიტორია…//  მინიმუმამდეა   დაყვანილი.

ეს ცხოველი პირუტყვები ეხმარებიან ხოლმე ერთმანეთს.

თავადი კროპოტკინი გვეუბნება რომ ადამიანიც გონიერი ცხოველია და არა სოციალ-დარვინისტი მხეცი,  რომ სუსტები აერთიანებენ თავის ძალებს, ერთიანდებიან, ეხმარებიან ერთმანეთს, ასე ძლიერდებიან, ამარცხებენ მტრულ გარემოს და ასე იმარჯვებენ არსებობისთვის ბრძოლაში.

კროპოტკინი დამაჯერებლად აჩვენებს რომ იმარჯვებენ სოციალური არსებები და მარცხდებიან, იღუპებიან ასოციალური არსებები.

არსებობისთვის ბრძოლის ბიოლოგიურ თეორიაში რომელსაც უძახიან დარვინიზმს ღერძული ჩნება არის  ორგანიზმის გარეშე გარემოსთან შეგუება-ადაპტაციის ცნება.

   არსებობის არსი კი ასეთი დარვინისტებისთვის არის  ადაპტირებულთა,ბიოლოგიურად ძლიერთა, უნარიანთა ბრძოლა უუნაროებთან, არადაპტირებულებთან, ბიოლოგიურად სუსტებთან, უმრავლესობის ბრძოლა უმცირესობასთან.

ამ დარვინიზმის ზოგად ფილოსოფიურ კონტექსტში არსებობა არის ძლიერის მიერ სუსტის დამონება და დამორჩილება.

 

დიდმა თავადმა პეტრე კროპოტკინმა  დაადგინა რომ პირუტყვებში ბატონობს სოლიდარობის და არა ჯუნგლის კანონი და განაცხადა:

« ცხოველთა, პირუტყვთა ნებისმიერ საზოგადოებაში  სოლიდარობაა  უდიდესი მნიშვნელობის კანონი და არა ულმობელი ბრძოლა არსებობისთვის….

რომ  როგორც პირუტყვ ცხოველთა შორის  ისე მეტყველ ცხოველ ადამიანებში სოლიდარობაა პროგრესის, წინსვლის კანონი და იმარჯვებენ ისინი ვინც უკეთესად ეხმარებიან ერთმანეთს, ვინც არიან უფრო მამაცები და ვინც უფრო ინიციატივებიანი არიან ინდივიდუალურად.

ეს გამომდინარეობს ქრისტიანული ეთიკიდან რომლის მთავარი მოთხოვნებიცაა ღმერთის და მოყვასის სიყვარული და სამაგალითო ფიგურაა მოწყალე სამარიტელი…

 

ურთიერთდახმარება როგორც ევოლუციის ფაქტორი// პ.ა.კროპოტკინი, 1907 წლის რუსული გამოცემის შესავლიდან//

1872-1886 წლებში გამოიცა რამოდენიმე დიდი ნაშრომი ცხოველთა გონიერების შესახებ. მათ შორისაა ესპინასის «Les Sociétés animales» // ცხოველთა საზოგადოებები,პარიზი, 1877 წ.//, ლანესანის 1881 წლის აპრილის ლექცია «La Lutte pour l’existence et l’association pour la lutte» // ბრძოლა არსებობისთვის და ასოციაცია, შეკავშირება ბრძოლისთვის// და ლუი ბიხნერის წიგნი «Liebe und Liebes — Leben in der Thierwelt» რომელიც პირველად გამოიცა 1881 თუ 1882 წელს და მეორე უფრო გაფართოებული გამოცემა გამოვიდა 1885 წელს.

გამოკვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ ზნეობრივი ინსტინქტი გაჩნდა ადამიანამდე და  ზნეობრივი ინსტინქტია ბუნების კანონი და ევოლუციის ფაქტორი.

 

ესპინასმა ყურადღება მიაქცია ჭიანჭველების და ფუტკრების საზოგადოებებს რომლებიც ეფუძნება მათი სახეობის სხვადასხვა წევრის ფიზიოლოგიურ განსხვავებებს და  შრომის ფიზიოლოგიურ განაწილებას….

ბიუხნერის ნაშრომი დაგვაფიქრებს ურთიერთდახმარების როლზე ბუნებაში, მაგრამ მისი მთავარი იდეა ისაა რომ პირუტყვებს უყვართ ერთმანეთი და ისინი სიმპატიით უყურებენ ერთმანეთს.

 წიგნი იწყება სიყვარულის ჰიმნით.

 

მე ვერ დავეთანხმები ცოცხალ არსებათა ურთიერთდახმარების დაყვანას სიყვარულზე და სიმპატიაზე.

მე სულაც არ მიყვარს ამ სახლის პატრონი რომემელსაც არც ვიცნობ. მაგრამ როდესაც ვხედავ რომ მისი სახლი იწვის მე ვავსებ წყლით სატლს და გავრბივარ ცეცხლის  ჩასაქრობად.

მე მამოძრავებს უფრო ფართო, თუმცა უფრო ბუნდოვანი გრძნობა, უფრო ზუსტად  ზოგადამიანური სოლიდარობის ინსტინქტი.

იგივეა პირუტყვ ცხოველებში. მცოხნავები და ცხენები წრეს კრავენ მგლებისაგან თავის დასავად და არა იმიტომ რომ უყვართ ერთმანეთი.

მგლები ხროვებად იყრებიან სანადიროდ და არა იმიტომ  რომ უყვართ ერთმანეთი. ასეა ფრინველებშიც და ა.შ.

სიყვარული, სიმპატია, თავგანწირვა რა თქმა უნდა უზარმაზარ როლს ასრულებენ ჩვენი ზნეობრივი გრძნობების განვითარებაში.

მაგრამ საზოგადოება ეფუძნება  თუნდაც ინსტინქტურად გაცნობიერებაზე იმისა რომ  ადამიანთა არსებობა დამოკიდებულია ერთმანეთთან სოლიდარობაზე, რომ ადამიანები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი და არა სიყვარულზე თუ სიმპატიაზე.

საზოგადოება მაშინაა საზოგადოება როდესაც მისი წევრები თუნდაც გაუცნობიერებლად გრძნობენ და ხედავენ იმას რომ მათ აძლიერებს ურთიერთდახმარების საერთო პრაქტიკა, როდესაც ხედავენ რომ საზოგადოების ყოველი წევრის ბედნიერება დამოკიდებულია საზოგადოების ყველა წევრის ბედნიერებაზე, როდესაც მის წევრებს აქვთ სამართლიანობის ან მიუკერძოებლობის განცდა რომლის გავლენითაც ადამიანი ხედავს რომ სხვის უფლებები მისი უფლებების თანასწორია.

 

პირუტყვ ცხოველთა სხვადასხვა კლასში ურთიერთდახმარების მნიშვნელობის განხილვის შემდეგ მე ვალდებული ვიყავი განმეხილა ურთიერთდახმარების ფაქტორის მნიშვნელობა ადამიანის განვითარებისთვის/.

 

მით უმეტეს რომ ჰერბერტ სპენსერის და მისი თანამოაზრეების მტკიცებით პირველყოფილ  ადამიანთა ცხოვრების კანონი იყო ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. ამას დაქოქილებივით იმეორებენ ჰობსის დროიდან…

 

არადა ურთიერთდახმარების ინსტიტუტები შექმნეს და განავითარეს უკვე ველურებად ნახევრადველურებად გამოცხადებულმა ხალხებმა. გვაროვნული წყობის ყველაზე ადრეულ პერიოდში და ამ ინსტიტუტების შექმნა და განვითარება გრძელდებოდა შემდეგაც სოფლური თემის პერიოდში.

   ამ ადრეულმა ინსტიტუტებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის შემდგომ განვითარებაზე დღევანდელ დრომდე.

დღემდე არაა სათანადოდ დაფასებული ის გავლენა რაც მოახდინეს ჩვენს თანამედროვე ცივილიზაციაზე შუა საუკუნეების თავისუფალმა ქალაქმა-რესპუბლიკებმა.

და ბოლოს ვცადე მიმეთითებინა იმაზე რომ  ისტორიის მანძილზე კაცობრიობის მიერ განვითარებული ურთიერთდახმარების ჩვევები მოქმედებს დღესაც, ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაშიც თუმცა მასზე ფიქრობენ და ლაპარაკობენ რომ  ის ეფუძნება პრინციპს « ყოველი ადამიანი საკუთარი თავისთვის და სახელმწიფო ყველასთვის ».  არა და ადამიანთა საზოგადოებები ამ პრინციპს მთლიანობაში არ მისდევდნენ არასოდეს და ის არც არასოდეს ამოქმედდება.

ალბათ იტყვიან რომ ამ წიგნში აამიანებიც და პირუტყვებიც მეტისმეტად კარგ არსებებად არიან გამოყვანილნი და მათი უარყოფითი მიდრეკილებები და ინსტინქტები მიჩქმალულია.

 

მაგრამ დღეს გაუთავებლად ყბედობენ  « მკაცრ და ულმობელ ბრძოლაზე სიცოცხლისთვის » და რომ ყოველი პირუტყვი და ყოველი ბოდიში ველური ომობენ დანარჩენი პირუტყვების და დანარჩენი ბოდიში ველურების წინააღმდეგ.

გაუთავებლად ამტკიცებენ რომ ყოველი ცივილიზებული ადამიანი დაუნდობლად ომობს თავისი თანამოქალაქეების წინააღმდეგ.

   თანაც ასეთი მტკიცებები გადაიქცა ნასწავლ-დიპლომირებული საზოგადოების თავისებურ დოგმატად და რელიგიად.

ასე რომ აუცილებელი გახდა ამ სისულელისთვის პირუტყვების და ადამიანების ცხოვრების აღმწერი ფაქტების  დაპირისპირება…

აუცილებელი გახდა იმის  არგუმენტირებულად ჩვენება რომ პირუტყვებიც და ადამიანებიც ურთიერთდახმარებით უკეთესად იცავენ თავს მტრისგან, უფრო იოლად შოულობენ საკვებს და ჩვენება იმისა რომ ურთიერთდახმარება აიოლებს გონებრივი უნარების განვითარებას.

ურთიერთდახმარების წყალობით ადამიანებმა შექმნეს ინსტიტუტები რომლებმაც გადაარჩინეს ადამიანი ბუნებასთან ბრძოლაში, რომლებმაც ადამიანს მისცეს ისტორიულ ბედუკუღმართობათა მიუხედავად  სრულყოფის საშუალება.

მე ეს გავაკეთე.

    ეს წიგნი არის წიგნი ურთიერთდახმარების კანონზე  რომელიც არის ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი…

ამ წიგნის ყველა თავი თავიდან 1891-1896 წლებში დაიბეჭდა Nineteenth Century-ში. ეხლა ის გამოიცა ერთ წიგნად…

.

ბრომლეი, კენტი. 1902.

ამ წიგნის რუსული გამოცემის მომზადებისას მე გულდაგულ გადავიკითხე და შვასწორე  მთელი ტექსტი და ზოგი რამ დავუმატე ნაწილობრივ ტექსტში, მაგრამ განსაკუთრებით დამატებებში.

1906 წლის დეკემბერი

 

დღეს დიდი თავადი კროპოტკინის იდეებს იზიარებს და თავისი დაკვირვებებით ამდიდრებს სრანგი სწავლული,  Metz-ის უნივერსიტეტის   მცენარეული ბიოლოგიის და ფარმაკოლოგიის საპატიო პროფესორი და ეკოლოგიის ევროპული ინსტიტუტის დირექტორი Jean-Marie Pelt, მან მრავალი ნაშრომი გამოსცა გამომცემლობა  Fayard-ში.

 

 ცოტა ხნის წინ, 2004 წელს, მან Franck Steffan-თან ერთად გამოსცა წიგნი « სოლიდარობა მცენარეებში, ცხოველებში, ადამიანებში »

// La Solidarité chez les plantes, les animaux, les humains//.

http://vegane.blogspot.fr/2009/02/solidarite-plantes-animaux-humains-pelt.html

დღემდე ამბობენ რომ არის « ჯუნგლის კანონი»  რომელიც ბუნებიდან  გადმოვიტანეთ ადამიანთა საზოგადოებებში.

მაგრამ საქმე იმაშია რომ ბუნებაში და ჯუნგლშიც ამ ჯუნგლის კანონს დიდად აზომიერებს, არბილებს და ბოჭავს ინდივიდების და სახეობების მიერ შემუშავებული კოოპერატიული, თანამშრომლობის მექანიზმები და სიმბიოზები.

სწორედ ამას აჩვენებს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროებიდან აღებული მრავალი მაგალითით  Jean Marie Pelt.

ის ამბობს რომ ადამიაბმაც უნდა განავითარონ სოლიდარობის მექანიზმები ვინაიდან « ბრძოლაში არსებობისთვის და სიცოცხლისთვის საუკეთესო იარაღია სოლიდარობა და ასოცია, შეკავშირება ».

 

 

რეზიუმე

 

დარვინის იდეების დიდად საკამათო ინტერპრეტაციამ დაამკვიდრა აზრი რომლის თანახმადაც სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა როგორც ბუნებაში ისე ადამიანთა საზოგადოებაში არის შეჯიბრი და ბრძოლა.

არა და ბუნება, პირიქით, ქმნის და ამოქმედებს სიმბიოზების და სოლიდარობათა უამრავ სისტემას რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს მთელ ბიოლოგიურ ევოლუციაში და რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნება ეკოსისტემების ფუნქციონირების გაგება.

 

ხავსები და მარჯნები არიან ორმაგი არსებები რომელთა ერთი ნაწილი ემსახურება მეორეს. სოკოები კვებავენ ხეებს რომელთა პარაზიტებიც თითქოს არიან.ცხოველთა სხვადასხვა სახეობები ჩვეულებრივად ეხმარებიან ერთმანეთს.

თევზები და ფრინველები ეხმარებიან ერთმანეთს და ავლენენ ნამდვილ ალტრუიზმს რომელსაც ავლენენ ძუძუმწოვრებიც.

  ალტრუისტები არიან პირუტყვი ცხოველებიც და არა მარტო ადამიანები.

 

ადამიანთა საზოგადოებებმა კი შექმნეს და განავითარეს ძვირფასი ორგანიზაციები:

ურთიერთდახმარების სალაროები, კოოპერატივები, სოციალური უსაფრთხოება და დაზღვევები… რომლებიც შეადგენენ სოლიდარული ეკონომიკის // l’économie solidaire// საფუძველს.

 

მაგრამ თუ კი გვინდა რომ ხვალე გვქონდეს სამუშაო  და ადამიანისთვის ღირსეული მდგომარეობა, თუ კი გვინდა დედამიწის გადარჩენა სულ უფრო და უფრო დიდი საფრთხეებისგან რასაც მას უქმნის განვითარების ჩვენი ფორმა, უნდა შევქმნათ სოლიდარობათა ახალი მექანიზმები.

 

 

 

 

 

 

 

1902 წელს გამოვიდა კროპოტკინის ნაშრომი  « ურთიერთდახმარება, ევოლუციის ფაქტორი ». ის წარმოადგენს მაგალითებს იმისა თუ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს სხვადასხვა სახეობის ცოცხალი არსებები.

 

 

 

.

 

 

 

Entraide et (r)évolution agapique http://www.contrelitterature.com/archive/2014/11/10/kropotkine-contre-darwin-5486767.html

Stephen Jay Gould,

mercredi, 26 novembre 2014 წლის 26 ნოემბერი, ურთიერთთანადგომა და აგაპეს (რ)ევოლუცია //Entraide et (r)évolution agapique//

 

      კროპოტკინი არ ყოფილა ცინიკოსი!  Stephen Jay Gould

 

იყო ინგლისელი მეცნიერი, დემოგრაფი და ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი (ინგლ. Thomas Robert Malthus . 1766 წლის 13 ან 14 თებერვალი. 1834 წლის 29 დეკემბერი) —

ის იმეორებდა ჰობსის თეორიას რომლის თანახმადაც ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობაა ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ.

 

მალთუსი  ამტკიცებდა რომ  ადამიანები მრავლდებიან  სწრაფად და გაუთავებლად და საარსებო რესურსები და საკვბი  კი ასევე სწრაფად და გაუთავებლად კლებულობს დამცირდება.

ეს იწვევს ღია ბრძოლებს და ომებს გაიშვიათებული რესურსებისთვის.

მალთუსი ამტკიცებდა რომ სამყარო გაივსო და გადაიტვირთა ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ, ერთმანეთთან მებრძოლი ცოცხალი არსებებით.

ის ამტკიცებდა რომ  გაიშვიათებული რესურსების გულისთვის გაჩაღებულ ამ ულმობელ და დაუნდობელ ომში  თავისი ადგილი რომ მონახოს ყოველმა ახალმა ცხოველმა  უნდა გააძევოს ან მოსპოს წინა ცოცხალი არსება.

 

დარვინმა კი გამოიყენა  არსებობისთვის ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი მეტაფორა: კომშების მეტაფორა.

მან თქვა რომ ბუნება გავს ტერიტორიას სადაც დარგულია ღრმად ფესვგადგმული  და მთელი არის დამკავებელი ათი ათასი კომში.  ახალ კომშს შეუძლია მათ შორის ადგილის პოვნა მხოლოდ მცირე ნაპრალში შეძრომით და სხვა კომშის განდევნით.

მოკლედ დარვინის თქმით ცხოვრება არის ღია ბრძოლა  როდესაც ყოჩაღი მუტრუკი აძევებს ნაკლებად ყოჩაღს და იკავებს მის ადგილს.

 

დარვინის მთავარმა მოწაფე Thomas Henry Huxley-მ  ბუნებრივი გადარჩევის მოქმედება შეადარა გლადიატორთა ბრძოლას.

ეთიკის თაობაზე დაწერილი სახელგანთქმული წერილების სერიაში ამ ჰაქსლიმ თქვა რომ ბუნებაში სისხლიანი ბრძოლების სიჭარბე ნიშნავს რომ ეს ხდება ამორალურად…:

« მორალისტის თვალსაზრისით ცხოველთა სამყარო  ისევ არის  გლადიატორთა ბრძოლის რომაული სანახაობა.

ორგანიზმებს შედარებით კარგად უვლიან იმიტომ რომ მერე მათ უკეთესად იომონ ერთმანეთში. უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი, უფრო ეშმაკი და უფრო მოხერხებული ზეიმობს უბრალოდ იმიტომ რომ ნახოს მომავალი გარიჟრაჟი. მაყურებლებმა უბრალოდ თითის გაუნძრევლად უნდა უყურონ…».

 

მაგრამ ჰაქსლი კიდევ უფრო შორს მიდის. ის ამბობს რომ ასეთი ბუნების ამყოლი ნებისმიერი ადამიანური საზოგადოება  აუცილებლად გადავარდება ანარქიაში და გაუბედურდება-ეს იქნება  ჰობსის სასტიკი ფორმულის // bellum omnium contra omnes, ყველას ომი ყველას წინააღმდეგ//  გამეორება.

 

ეს გარეგნული უთანხმოება ბუნების კანონებსა და ნებისმიერი ღირსეული ადამანური საზოგადოების ნებისმიერ პროექტს შორის დარვინის შემდეგ იქცა ეთიკის და ევოლუციის ირგვლივ გამართული კამათის მთავარ თემად.

 

მრავალმა ავტორმა გაიზიარა ჰაქსლის აზრი რომლის თანახმადაც ბუნება ცუდია და ვერ იქნება მორალის წყარო, რომ ბუნებაში შეიძლება დაინახო მხოლოდ  რასაც ყველანაირად უნდა აარიდო თავი ადამიანთა საზოგადოებაში.

ხოგი ფიქრობს რომ ბუნება ზოგჯერ ცუდია და ზოგჯერ კარგი //სინამდვილეში ის არც კარგია და არც ცუდი, მას არ უდგება ადამიანური კონცეფციები//.

 

კიდევ არიან სწავლულები რომლებიც ცდილობენ მორალის დაფუძნებას სწორედ ბუნებაზე და ევოლუციაზე.

ცივილიზებული ნერონის და კალიგულას გლადიატორების ბრძოლაზე ვერ დააფუძნებ მორალს….

 

მორალის ბუნებაზე და ევოლუციაზე დაფუძნების ყველაზე სახელგანთქმული მაგალითია დიდი რუსი თავადი და ანარქისტი პეტრე კროპოტკინის 1902 წელს გამოცემული ნაშრომი Mutual Aid, ფრანგულად L’Entraide, ურთიერთდახმარება.

 

ანარქისტი არაა მარტო წვერიანი ტიპი რომელის ისვრის ბომბებს და ღამ-ღამობით დარბის ქუჩებში.

კროპოტკინს უნდოდა ყველასთვის სასარგებლო პატარა თემების კონსენსუსით, შეთანხმებით შექმნა და არა ძალადობით და სისხლისღვრით ხელისუფლების დაპყრობა.

 

რუსი არისტოკრატი კროპოტკინი პოლიტიკური მიზეზების გამო ცხოვრობდა ინგლისში.

მან იგლისურად დაწერა წიგნი Mutual Aid // ურთიერთდახმარება//  რომლითაც ომი გამოუცხადა მალთუსს და მალთუსიანელებს, დარვინისტებს, სოციალ-დარვინისტებს.

 

კროპოტკონი ამტკიცებს რომ არსებობისთვის ბრძოლის საუკეთესო იარაღია ურთიერთდახმარება და არა ოომი,სხლისღვრა და ერთმანეთის ჭამა, რომ სწორედ ურთიერთდახმარებით მიიღწევა ევოლუციური წარმატება. კროპოტკინი ამბობს რომ ასეა ოთხფეხ პირუტყვ ცხოველებში, ფრინველებში,თევზებში,ვემძრომებში და ასეა ორფეხა მეტყველ ცხოველ ადამიანებში.

კროპოტკინი ამბობს რომ ევოლუციური წარმატების მოსაპოვებლად ადამიანი უნდა დაეყრდნოს თავის ბუნებრივ მისწრაფებებს და არა მხეცურ ინსტინქტებს.

 

კროპოტკინი თავის დიდებულ ნაშრომში გვიჩვენებს თუ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს პირუტყვი ცხოველები, ველურები, ბარბაროსები, შუა საუკუნეების ქალაქების მკვიდრნი და ჩვენი თანამედროვეები.

ის გვეუბნება რომ გონიერი სუსტები ურთიერთდახმარებით ამარცხებენ ძლიერ მხეცს და ბუნების მკაცრ პირობებს, რომ სწორედ ურთიერთადხმარებით იგებენ ისინი ბრძოლას არსებობისთვის და აღწევენ ევოლუციურ წარმატებას.

https://www.hopkinshistoryofmedicine.org/content/daniel-todes

Professor

Institute of the History of Medicine
The Johns Hopkins University
1900 East Monument Street
Baltimore, MD 21205

Phone: 410-955-7079
e-mail: dtodes@jhmi.edu

 

არის  ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიის პროფესორი Daniel P. Todes რომელმაც დაწერა დიდად საინტერესო წიგნი Darwin Without Malthus: The Struggle for Existence in Russian Evolutionary Thought // დარვინი მალთუსის გარეშე, ბრძოლა არსებობისთვის რუსულ რევოლუციურ აზრში, 1989 წ.//.

 

პროფესორი ტოდსის თქმით  კროპოტკინი არ ყოფილა მარტო. მთელი რუსული სკოლა დარვინის კრიტიკისას პირველ რიგში უარყოფდა მალთუსის კონცეფციას რომლის თანახმადაც  მსოფლიოში რომლის მოსახლეობაც გაუთავებლად მრავლდება სულ უფრო და უფრო ძლიერი და გავრცელებული იქნება გლადიატორების ბრძოლების მსგავსი შეჯიბრი და ბრძოლა არსებობისთვის.

გეომეტრიულად მზარდ მოსახლეობას არ ეყოფა არითმეტიკულად მზარდი საკვები და ამიტომ ადამიანები დაერევიან და დაჟლეტენ ერთმანეთსო, ამბობდა მალთუსი// ამიტომ ქადაგებენ დღეს აბორტების, კონტრაცეპტივების და ა.შ. აუცილებლობას მალთუსიანელები დღესაც. მათ უნდათ მოსახლეობის შემცირება და საკვების და რესურსების თავისთვის გადანახვა//.

რუსებს შორის არსებული კონსენსუსი ყველაზე უკეთესად გამოხატა ლევ ტოლსტოიმ რომელმაც თქვა რომ მალთუსი არის უტვინო ავკაცი

//« médiocre malveillant ».//.

 

ტოდსმა იპოვა მიზეზები თუ რატომ ვერ იტანდნენ რუსები მალთუსს.

 

რუსები ვერ იტანდნენ  « ადამიანი ადამიანისთვის მგელიას » სტილის დასავლურ ინდუსტრიულ შეჯიბრ-კონკურენციას.

ტოდსი წერს რომ რადიკალი სოციალისტების აზრით მალთუზიანიზმი იყო  ბურჟუაზიული პოლიტეკონომიის რეაქციული მიმდინარეობა და ტრადიციების შენარჩუნების მსურველი რუსი კონსერვატორების აზრით მალთუსი იყო ბრიტანული ეროვნული ხასიათის გამოხატულება.

 

ტოდსმა დაინახა სხვა ალბათ უფრო საინტერესო მიზეზი რომელიც გამომდინარეობს რუსების საცხოვრებელი გარემოს ხასიათიდან და რუსეთის ისტორიიდან.

 

დასავლელი გენეტიკოსები მიეჩვივნენ თავისი უნივერსალურ-საყოველთაო თეორიების გამოყვანას მათი ლაბორატორიების ბუზებით და დროზოფილებით სავსე სინჯარებიდან. მეცნიერები კი ეყრდობიან მათი გარემოს შეზღუდულ სივრცეს.

 

არადა მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერია იყო სოფლის მეურნეობის უზარმაზარი პოტენციის მქონე უზომო და ნაკლებად დასახლებული, ზოგან სულაც დაუსახლებელი  სახელმწიფო.

 

ამ უზარმაზარ სივრცეში არსებობისთავის ბრძოლა უფრო ბუნებრივი გარემოს სიმკაცრესთან ბრძოლა იყო ვიდრე გადარეული არსებების მიერ ერთმანეთის ჟლეტა.

ტოდსი წერს :

 

«რუსი ხედავდა რომ რუსეთის მოსახლეობის გამრავლება ვერ მოსპობდა უზარმაზარი და დაუსახლებელი ან ნაკლებად დასახლებული ქვეყნის რესურსებს, რუსს არ აშინებდა რუსეთის მოსახლეობის გამრავლება.

 

ამ რუსებს არ ესმოდათ რომ დარვინის აზრი განაპირობა სრულებით თავისებურმა და რუსეთის იმპერიის უზომო სივრცეებისგან განსხვავებულმა ბუნებრივმა გარემომ…

 

მსლთუსის სიმართლეს დაიჯერებდა მარტო ინდუსტრიული და ძალიან დასახლებული ქვეყნის მცხოვრები რომელიც ქადაგებდა ღია კონკურენციას თავისუფალი ბაზრის ფარგლებში.

 

ამას გარდა დარვინმა და Alfred Russel Wallace-მა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განავითარეს ბუნებრივი შერჩევის თეორია ტროპიკების ბუნებრივი ისტორიის შესწავლის შემდეგ.

ორივემ განაცხადა რომ შთაგონებულია მალთუსის მიერ.

მაგრამ ტროპიკები არის სპეციფიური რეგიონი და დედამიწაზე არაა ცოცხალი არესებებით ესოდენ სავსე და გადაჭედილი სხვა რეგიონი. ამიტომ იქ თვალში საცემია ფიზიკური კონკურენცია.

ტროპიკების მკვლევარი ინგლისელი სულ სხვანაირად დაინახავს ევოლუციას.

და ციმბირის დაუსახლებელ სივრცეებს მიჩვეული რუსი ვერ დაეთანხმება ამ ინგლისელის შეხედულებებს ევოლუციაზე. »

 

მოსახლეობათა დინამიკის სპეციალისტმა დანილევსკიმ 1885 წელს გამოაქვეყნა დარვინიზმის ორტომიანი კრიტიკა.

 

მან ჩათვალა რომ  პირადი მოგებისთვის ბრძოლის იდეა  არის ტიპიურად ბრიტანული სულის ნაყოფი.

და ეს ტიპიურად ბრიტანული სული განსხვავდება კოლექტივიზმთან დაკავშირებული სლავური ღირებულებებისგან.

 

ტოდსი გვეუბნება რომ  დანილევსკი დარვინის თეორიას უყურებდა როგორც წმინდა ბრიტანულ დოქტრინას რომელიც ეფუძნება ჰობსიდან ადამ სმიტამდე და მალთუსამდე მიმავალ ბრიტანელ მოაზროვნეთა ხაზს.

 

ბუნებრივი შერჩევის კონცეფცია ეფუძნება  « ყველას ბრძოლას ყველას წინააღმდეგ », რომელსაც დაარქვეს ბრძოლა არსებობისთვის-ესაა ჰობსის პოლიტიკური თეორია; და შეჯიბრი არის ადამ სმიტის ეკონომიკური თეორია…მალთუსმა ზუსტად იგივე პრინციპი მიუყენა მოსახლეობას, დარვინმა მალთუსის კერძო თეორია და პოლიტიკური ეკონომიკის ზოგადი თეორია განავრცო ორგანულ სამყაროზე // ამას ამოიკითხავთ ტოდსის ნაწერში//.

 

კროპოტკინის თეორია არაა დარტყმული მთვრალი გაბურძგნული ანარქისტის მონაჩმახი.

 

მისი არგუმენტაციის ლოღიკა მარტივია, უშუალოა და დიდად დამაჯერებელია.

 

კროპოტკინი იწყებს იმის აღიარებით რომ  ბუნებაში მართლაც არის  ორგანიზმთა ბრძოლა იშვიათი რესურსებისთვის და არსებობისთვის რაც არის მათი ევოლუციის მამოძრავებელი ძალა.

 

მაგრამ კროპოტკინი აგრეთვე ამბობს რომ არის არსებობისთვის ბრძოლის სხვა ფორმაც.

ესაა ორგანიზმთა ბრძოლა მათ ფიზიკურ გარემოსთან და არა ერთმანეთთან.

ორგანიზმები ებრძვიან სიბნელეს, სიცივეს, მოულოდნელ მოვლენებს, ხანძრებს, ქარიშხლებს და წყალდიდობებს. ისინი უნდა გადარჩნენ გვალვის,თოვლის, ეპიდემიების რთულ პერიოდებში…

 

ამ დროს ორგანიზმები ერთმანეთს ეხმარებიან, ერთად იგერიებენ საფრთხეს და არ ჟუჟავენ ერთმანეთს.

 

როცა ორი ლომი ებრძვის ერთმანეთს ზებრას გულითვის ეს ულმობელი ბრძოლა მთავრდება სისხლით.

მკაცრ გარემოში მოხვედრილი ლომები ეხმარებიან ერთმანეთს და ერთად იმარჯვებენ უფრო იოლად ვიდრე ამას მოახერხებდნენ ცალ-ცალკე.

მაშ, კროპოტკინი ამბობს რომ არის ორნაირი ბრძოლა არსებობისთვის.

  1. ინდივიდების ბრძოლა შწზღუდული რესურსებისთვის.
  2. ინდივიდების ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა  მკაცრ გარემოში გადასარჩენად.

 

ყველა ნატურალისტმა იცის რომ ცხოვრება არის ბრძოლა და გადარჩება უფრო უნარიანი, უფრო გონიერი,უფრო ძლიერი.

 

მაგრამ საკითხავია თუ რა არის ბრძოლის იარაღი და ვინაა უფრო ძლიერი, უფრო გონიერი და უფრო უნარიანი.

და ზოგი ნატურალისტი მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზმების ერთმანეთთან ბრძოლას საკვებისთვის და უსაფრთხოებისთვის და სხვა ნატურალისტები უფრო მნიშვნელოვნად თვლიან კოლექტიურ ბრძოლას მტრული გარემოებების წინააღმდეგ.

 

დარვინი მალთუსის გავლენით თვლიდა რომ ცოცხალი არსებებით გადატენილ სამყაროში მთავარია ინდივიდთა  ფიზიკური ბრძოლა ერთმანეთთან.

 

დარვინისტ-მალთუსიანელების მტკიცებით ბუნება არის დამშეული და სხვის სისხლ მოწყურებული მხეცების ერთმანეთთან ბრძოლის ასპარეზი.

 

მათ მთელ თანამედროვე ლიტერატურაში გაავრცელეს ომის ყიჟინა  « ვაი და უბედურება დამარცხბულებს »  თითქოს ესაა თანამედროვე ბიოლოგიის ბოლ სიტყვა.

 

დაუნდობელი და ულმობელი ბრძოლა პირადი უპირატესობების მოსაპოვებლად მათ აამაღლეს ბიოლოგიურ პრინციპამდე რომელსაც უნდა დაემორჩილოს ადამიანიც.

 

კროპოტკინი არ უარყოფდა იმას რომ არსებობს ბრძოლის შეჯიბრზე დაფუძნებული ფორმაც.

 

დიდი რუსი ანარქისტი თავადი ამბობდა რომ არაა სათანადოდ დაფასებული ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის როლი ცოცხალ არსებათა, მათ შორის კაცობრიობის ევოლუციაში მაშინ როდესაც თუ კი დავაკვირდებით ბუნებას მთლიანობაში დავინახავთ რომ თანამშრობლობა და ურთიერთდახმარება იქ უფრო გავრცელებულია ვიდრე რესურსების გულისთვის ერთმანეთის ჟლეტა.

 

კროპოტკინი ამბობდა რომ ომი და ჟლეტა ძალიან გავრცელებულია ცოცხალ არსებათა სხვა სახეობაში, მაგრამ ამავე დროს ასევე და უფრო მეტად გავრხელებულია ურთიერთახმარება, ურთიერთმხარდაჭერა და ერთობლივი თავდაცვა….

რომ ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა ისეთივე კანონია როგორც ბრძოლა ინდივიდთა შორის.

კროპოტკინი ამბობდა რომ თუ კი ჭიანჭველები, სხვა მწერები და ოთხფეხები ეხმარებიან ერთმანეთს და ისე იმარჯვებენ არც ადამიანებმა უნდა ჟლიტონ ერთმანეთი.

 

 

 

(Paru dans La foire aux dinosaures, Seuil, 1993, pp. 405-422)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s