გაველურება,ბარბაროსობის დაბრუნება

Delpech L' Ensauvagement

ბიბლიოთეკა-გაველურება, ბარბაროსობის დაბრუნება 21-ე საუკუნეში

https://argoul.com/2012/01/23/therese-delpech-lensauvagement/

მსოფლიოს გაველურება

 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2012 წლის 18 მაისს პარიზში გარდაიცვალა 63 წლის ფრანგი ფილოსოფოსი, საერთაშორისო კვლევა-ძიების ცენტრის // CERI//  მკვლევარი და ერთ ხანს პოლიტიკოსი  Thérèse Delpech.

მან დაგვიტოვა 2005 წელს გამოცემული დიდად საინტერესო წიგნი გაველურება: ბარბაროსობის დაბრუნება 21-ე საუკუნეში//Haut du formulaireL’ensauvagement  Le retour de la barbarie au XXIe siècle, Grasset//.

 

საფრანგეთის დიდი რევოლუციის სიველურეთა და მომდევნო ომების შემდეგ  იყო სოციალური პროგრესიც, ტექნოლოგიური წინსვლაც, სახელმწიფოთა შორის ომების შზღუდვის მცდელობაც. 1900 წელს  ზოგ დამკვირვებელს გაუჩნდა უკეთესი მომავლის იმედები.

5 წლის შემდეგ კი იყო რუსეთ იაპონიის ომი, რუსეთის პირველი რევოლუცია და ტანჟერის კრიზისი საფრანგეთსა და გერმანიას შორის.

ყველაფერი ეს მოასწავებდა პირველ მსოფლიო ომს მაგრამ ამას ხედავდა მხოლოდ რამოდენიმე წინდახედული ადამიანი.

 

21-ე საუკუნის დასაწყისში ეშინოდათ ინფორმატიკული კრახისა, მაგრამ 2005 წელს საერთაშორისო სცენა დიდად შეიცვალა.

ახალი ისტორიული კატასტროფების კარგი კანდიდატები არიან საშუალო აღმოსავლეთი და შორეული აღმოსავლთი.

ირანის ბირთვული საგა, ტაივანის საკითხის სიმძიმე, ჩრდილო-კორეული შანტაჟი, ჩინურ-იაპონური დაპირისპირება გვიჩვენებს რომ საერთაშორისო ტერორიზმი არაა  არც ერთადერთი და არც უმთავრესი საშიშროება.

მაგრამ ისევე როგორც 1905 წელს მომავალი არაა მოსჯილი და გარდაუვალი ხვედრი-ბედისწერა.

კაცობრიობა ისევ გაველურდა, მაგრამ მას ასევე შეუძლია მის ხელთ არსებული ნგრევის იარაღის გათვალისწინება და თანამედროვე უბედურებების შედეგად გაჩენილი ნიჰილისტური მიდრეკილებების მოთოკვა.

რა იდეებს იმსახურებენ ჩვენი პოსტ-გმირული საზოგადოებები რომ მოახერხონ თავის დაცვა?

აი ესაა კითხვა რომელზე პასუხის ელემენტებსაც გვთავაზობს ეს დიდად საინტერესო წიგნი.

პოლიტიკოსები და ისტორიკოსები ეხლა ლაპარაკობენ კაცობრიობის გაველურება-გამხეცებაზე.

 ტოლსტოი და შემდეგ ბალზაკი ამბობდნენ რომ ევროპელთა გაველურება დაიწყო საფრანგეთის რევოლუციისა და მისი მაპოლეონური შდეგების შემდეგ.

მაგრამ დღევანდელ თაობათა შემაწუხებელი ბარბაროსობა გააჩინა 1914-18 წლების დიდმა ომმა რასაც ემატება ყველა, როგორც პოლიტიკური და კულტურული ისე ეკონომიკური ურთიერთობების მონდიალიზაცია, წარმოებათა და ახალ ტექნოლოგიათა უზომო ძალა.

ტერორი და ბარბაროსობა ყოველ დღე შედის ოჯახთა გულში მაშინ როდესაც  მსოფლიოში გაბატონებულ  «ნორმად» იქცევა წამების დამხეცურად დახოცვის, სასაკლაოების, დეპორტაციათა, გაუპატიურებების,მძევლებად აყვანის,ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო დანაშაულთა რიტუალები// ამას ემატება ვანდალიზმის ნაირ-ნაირი ფორმა, ბრძოლა კულტურულ მემკვიდრეობასთან, კიევში გაწვრთნილი ფიმენის გომბიოების თარეში. ერთ-ერთმა ამ გომბიომ მოშარდა პარიზის მადლენის ეკლესიის საკურთხეველზეც, კატასტროფაა,გ.მ.//.

ევროპელებიც ამაოდ ფიქრობენ რომ მათ იცავს კომფორტის მაღალი დონის მქონე მათი ცივილიზებული საზოგადოება.

ერაყში მეომარ ამერიკელებს ხშირად გონიათ რომ ისინი ხოცავენ  « უცხოპლანეტელებს », ისინი ამბობენ ამას და იწონებენ ამას(Evan Wright, Generation Kill, 2004, Putnam).

ორპირობა და მატყუარობაა სხვაგან დიქტატურების წახალისება მაშინ როდესაც აქ ლაპარაკობენ ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე. მეტისმეტად ვენდობით  როგორც რაციონალურ ისე ეკონომიკურ ადამიანს.

ასეთი ადამიანი შეიშალა და გადაირია 1914-18 წლებში, 1917-89 წლებში, 1933-45 წლებში და 1984 წლის ირგვლივ ბალკანებში, თუ კი შემოვიფარგლებით მარტო ევროპით // კიდევ ცივილიზებულმა და რაციონალურმა პროფესორმა სიგუამ წითელი არმიის ტანკით დაანგრია თბილისი და მიიღო იმანუილ კანტის პრემიის ლაურეატი შევარდნაძის მადლობა და ა.შ.,გ.მ.//.

Thérèse Delpech : «  პოლიტიკა ვერ იქნება რეაბილიტირებული ეთიკური გააზრების გარეშე.

ამ ეთიკური გააზრების გარეშე ჩვენ ვერ დავიცავთ თავს იმ განსაცდელებისგან და უბედურებებისგან რომელსაც გვიმზადებს საუკუნე. ასეთია ამ წიგნის სიუჟეტი» //გვ.30//.

 

ფრანგული და ამერიკული რევოლუციების მიერ წახალისებული ეგალიტარული და დემოკრატიული ჟინი უნივერსალური, საყოველთო გახდა თუნდაც რეჟიმები დიდად არ იყვნენ ამით ატაცებულნი.

 «  ეს უნივერსალიზაცია ზიდავს ახალი ტიპის რევოლუციურ მოძრაობებს და ტერორიზმი არის ამის მხოლოდ ერთ-ერთი გამოხატულება» //გვ.50//. არაბულმა გაზაფხულებმა აჩვენეს თუ რა იყო ნამდვილი ამ ჰიპოთეზაში.

მსოფლიოს მთელი რეგიონების დესტაბილიზაციის მეორე წყაროა ისტორიული ბოღმა და ჯავრი // ჩინეთი. ირანი, პალესტინა//.

   ამას გარდა მთელ დასავლეთს ამერიკელებს და ევროპელებს ერთმანეთისგან განურჩევლად უტევს ბოდვა ბოროტმოქმეთი შეთქმულების შესახებ.

დღევანდელი ისტორიული რეალობა ბევრად უფრო არასტაბილურია ვიდრე იყო ათწლეულების მანძილზე და ის ბიძგს აძლევს დიდ ცვლილებებს.

   არადა განვითარებულ საზოგადოებებს უნდათ მოსვნება და არა სიფხიზლე და აქტიური მოქმედება. და მათ სულ უფრო და უფრო გაუჭირდებათ მოვლენების მოთოკვა…:

   21-ე საუკუნის სტრატეგიული საქმეების ეპიცენტრი იქნება აზია.

 

ევროპელების უმეტესობას ვერც კი წარმოუდგენია თუ რა პროვინციული გახდა ევროპა. Thérèse Delpech არ ლაპარაკობს მეტისმეტად თავაზიანად და ელეგანტურად:

« ადამიანის სიცოცხლის ზიზღი, მშვიდობიანი მოსახლეობის მებრძოლებისგან განურჩევლობა, მოვალეობად წარმოდგენილი მკვლელობა არის  გაუფასურება იმ ღირებულებებისა რომლებიც უნდა დაიცვან ჩვენმა საზოგადოებებმა. რამდენად ვართ მზად ამ ღირებულებათა დასაცავად?

თუ კი შევხედავთ იმას თუ რა რეაქცია მოახდინა ევროკავშირმა 2004 წლის სექტემბერში ბესლანში, სამხრეთ ოსეთში მოწყობილ სასაკლაოზე  ეს მზადყოფნა არ უნდა იყოს დიდი.//გვ. 120. A voir la réaction de l’Union Européenne au massacre de Beslan en Ossétie du sud en septembre 2004, on en conclut que ce prix ne doit pas être très élevé » p.120//

 

//  ძალიან მომწონს ეს ფრანგი ფილოსოფოს-პოლიტოლოგ პოლიტიკოსი, ვიზიარებ მისი შეხედულებების დიდ ნაწილს მაგრამ სამწუხაროდ უნდა გითხრათ რომ მან არ იცის ელემენტარული ამბები.

ვიკიპედიაში მაინც რომ ჩაეხედა პატივცემული ფილოსოფოსი გაიგებდა რომ ბესლანი არის ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციაში, და არა სამხრეთ ოსეთად წოდებულ სამაჩაბლო-საერისთავო-საამილახვროში ანუ ნობელის პრემიის ლაურეატები აკადემიკოსი სახაროვის და მიხაილ გორბაჩოვის ბრძანებით დაჯიჯგნილ საქართველოში.

https://en.wikipedia.org/wiki/Beslan_school_siege

 

La prise d’otages de Beslan commence le 1er septembre 2004 lorsque des terroristes séparatistes tchétchènes armés prennent en otage environ un millier d’enfants et d’adultes dans l’école numéro 1 de Beslan en Ossétie du Nord (fédération de Russie) dans le cadre de la Seconde guerre de Tchétchénie3.

Le 3 septembre 2004 après trois jours de siège, une explosion dans l’école — dont l’origine reste encore non élucidée — provoque un mouvement de panique des enfants, sur lesquels les preneurs d’otage tirent, et une intervention à brûle-pourpoint plutôt chaotique des forces spéciales russes4.

The Beslan school siege (also referred to as the Beslan school hostage crisis or Beslan massacre)[2][3][4] started on 1 September 2004, lasted three days, involved the capture of over 1,100 people as hostages (including 777 children),[5] and ended with the death of at least 385 people. The crisis began when a group of armed Islamic terrorists, mostly Ingush and Chechen, occupied School Number One (SNO) in the town of Beslan, North Ossetia (an autonomous republic in the North Caucasus region of the Russian Federation) on 1 September 2004. The hostage-takers were the Riyadus-Salikhin Battalion, sent by the Chechen warlord Shamil Basayev, who demanded recognition of the independence of Chechnya, and UN and Russian withdrawal from Chechnya. On the third day of the standoff, Russian security forces stormed the building with the use of tanks, incendiary rockets and other heavy weapons.[6] At least 330 hostages were killed, including 186 children,[7][8] with a significant number of people injured and reported missing.//…

ფილოსოფოსი არაფერს ამბობს იმაზე რაზეც დიდი ხანია ყვირის ვლადიმირ ბუკოვსკიც, კერძოდ იმაზე რომ ნობელის პრემიის ლაურეატი მიხაილ გორბაჩოვის განკარგულებით ხოცეს უდანაშაულო და უიარაღო  ადამიანები თბილისში, ვილნიუსში, რიგაში, ბაქოში… ის რა თქმა უნდა არაფერს ამბობს იმაზე თუ როგორ დაანგრია წითელი არმიის ტანკით თბილისი პროფესორმა სიგუამ და ა.შ.

მაგრამ მისი ზოგადი დასკვნა სწორია- კომფორტი ადუნებს ყურადღებას და აძინებს სვინდისს.   ეს კი  მათ შორის ევროპის, მთელი კაცობრიობის უბედურებაა.

 

Thérèse Delpech fait 2025 წლისთვის ასახელებს სამ პრობლემას  :

  1. საერთაშორისო ტერორიზმი ისევ იქნება დიდი პრობლემა ვინაიდან ტერორისტებმა იციან მოთმენა, თავისი ქსელების სწრაფად გადაწყობა, აკრძალვებთან ადაპტაცია და, ყველაზე მეტად, იდეების ბრძოლის მოგება;

 

  1. გავრცელდება მასობრივი მოსპობის იარაღი. ჩრდილოეთმა კორეამ, ირანმა, საშუალო აღმოსავლეთის ბევრმა სახელმწიფომ შეიძლება შეიძინონ ბირთვული იარაღი;

 

  1. თავისი მასით დიდი საფრთხეა ჩინეთი. საუკუნეების მანძილზე დასავლეთის მიერ დამცირებულ ქედმაღალ ჩინეთს უნდა რევანშის აღება. მას უნდა  « დაბრუნება » ტაივანისა რომელმაც იგემა დემოკრატია და რომელიც შეთანხმებებით დაკავშირებულია იაპონიასთან და აშშ-სთან.

 

მეორე მსოფლიო ომი ნამდვილად დამთავრდა ევროპაში, მაგრამ თუ დავინახავთ იმას რომ იაპონია რეგულარულად უხდის ბოდიშს ინდონეზიელებს და ჩინელებს იმიტომ რომ მოახდინა მათი კოლონიზაცია, თუ დავინახავთ იმას რომ კორეა ისევ არაა გაერთიანებული იმიტომ რომ არც სამხრეთ კორეას, არც იაპონიას და არც ჩინეთს უნდათ მისი გაერთიანება, თუ მოვისმენთ ტყუილებს მაოს როლზე ჩინეთ იაპონიის ომის დროს //მაოს 1939 წელს ეშინოდა პაქტისა გერმანიას და იაპონიას შორის და თანამშრომლობდა იაპონიის საიდუმლო სამსამსახურებთან  ჩან-კაი-შის დასასუსტებლად და სტალინის მხარდაჭერის მოსაპოვებლად//, მოკლედ ყველაფერი ამის დანახვის შემდეგ დავინახავთ რომ მეორე მსოფლიო ომი აზიაში არ დამთავრებულა.

 

3 თავი მომავალ პრობლემებზე

  1. არქაული, საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ მიდრეკილი და საბჭოთა რეცეპტებთთან დაბრუნების მსურველი რუსეთი.

ძალით მუდამ მოხიბლული დასავლელები კი უბრუნდებიან ძველ რეფლექსებს და უფრო ხელმძღვანელებს უჭერენ მხარს ვიდრე ხალხებს.

 

 «  უკვე შეუძლებელია პროგნოზი იმისა თუ რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში. მას მართავს მცირე კამარილია რომელსაც მცდარი წარმოდგენები აქვს როგორც მსოფლიოზე ისე თვითონ რუსეთზე.

მან თავის არაკომპეტენტურობა დაამტკიცა 2004-2005 წლებში ბესლანის ტრაღედიის დროს. მან არასწორად წარმოიდგინა ვითარება უკრაინაში, მას გაუკვირდა ყირგიზეთში აკაევის დამხობა»

//გვ.256//.

 

რეჟიმის მიერ პრივილეგირებული სპეციალური ძალების არაკომპეტენტურობა, საყოველთაო კორუფცია, ადამიანის სიცოცხლის აბუჩად აგდება, ჩეჩნეთში გაგზავნილი ყოველი ჯარისკაცის გაველურება. ეს ჯარისკაცები ბრუნდებიან ბანდიტებად და მკვლელებად.

 

რუსეთი მკვლევარის თქმით არის ინფანტილიზებული, რეგრესის გზაზე დამდგარი ქვეყანა რომელმაც შეიძლება გამოავლინოს ნებისმიერი რევანშისტული აგრესიულობა.

  1. 2 არის ორი ჩინეთი. კონტინენტურ ჩინეთს უნდა ტაივანის დაბრუნება.

არადა ამ სურვილში არაფერია ლეგიტიმური. უკვე 4 საუკუნია რაც ტაივანი დასახლებულია ჩინელებით რომლებიც გაექცნენ იმპერიის თვითნებობას. კონტინენტური ჩინეთი ტაივანს მართავდა მხოლოდ 1945-49 წლებში// გვ.280//.

 

რაც უფრო იფიქრებს ჩინეთი რომ შეუძლია ტაივანის დაპყრობა ის მით უფრო შეეცდება ამის გაკეთებას. ჩინელები ცდებიან თუ ფიქრობენ რომ ამერიკა არ ჩაერევა. ასე შეცდნენ ჰიტლერი, სადამ ჰუსეინი და მილოშევიჩი.

 

და რას აკეთებს ევროპა?

 

ბევრს არაფერს, განსაკუთღებით საფრანგეთი, სადაც ამ სფეროში პრეზიდენტის ნებაა მთავარი. ჟაკ შირაკს უფრო იარაღის და ტექნოლოგიის გაყიდვა უნდოდა ვიდრე გრძელვადიან პერსპექტივაში აზროვნება.

წიგნის დაწერის შემდეგ ნიკოლა სარკოზი უფრო დინამიური იყო ავღანეთში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, ლიბიაში, მაგრამ განა აქვს საფრანგეთს ერთდროულად 6-7 სდგილას გასაგზავნი ძალა?

გაუგებარია თუ რას ფიქრობენ მემარცხენეები ამის თაობაზე, Hubert Védrine-ს ესმის მდგომარეობა, მაგრამ ის თითქოს უდაბნოში ლაპარაკობს…

/// ამ  ნამდვილად საინტერესო ფილოსოფოსს ავიწყდება რომ დასავლეთის ზოგი მოღვაწის დაუფიქრებელმა დინამიზმმა კადაფისთან ერთად მოსპო მთელი ქვეყანა ლიბია რომლის ტერიტორიაც გადაიქცა სადისტ მკვლელთა ბუნაგად, რომ სადამ ხუსეინს გადააყოლეს ერაყელი ქრისტიანებიც და ერაყში ეხლა ხდება ქრისტიანთა გენოციდი. ბელგრადის დაბომბვის შემდეგ კი პრიშტინაში კი არის ბილ კლინტონის ძეგლი მაგრამ ბეჩავ კოსოვოელებს პრეზიდენტად მიუსაჯეს ულმობელი მაფიოზი ჰაშიმ ტაჩი და კოსოვოელებიც თავქუდმოგლეჯილი გარბიან კოსოვოდან. დინამიზმის გარდა მეტი პასუხისმგებლობაა აუცილებელი//.

 

  1. მესამე «ჩრდილოკორეული შანტაჟი».

 საშიშია როდესაც  ფხენიანს აქვს ბალისტიკური და ბირთვული საშუალებები რაც მას აძლევს დიდი სახელმწიფოების გვერდით თავის წარმოდგენის საშუალებას.

კუბას რაკეტების კრიზისის ერთ-ერთი მთავარი გაკვეილი ისაა რომ მთავარი საფრთხე მოვიდა არა მოსკოვისგან არამედ ფიდელ კასტროსგან რომელიც მზად იყო მთელი დედამიწის გადასაბუგად და არა კომპრომისის მისაღებად.» //გვ..308//.

 

დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს  ჩრდილოეთი კორეის არაადამიანურ შრომის ბანაკებზე არსებული დოკუმენტების გავრცელება და არა ფხენიანის შანტაჟი სავარაუდო იარაღის გამო.

 

«ევროპას სულ არ ესმის სიუჟეტები».

 

არადა , «  თუ კი სერიოზულად შევხედავთ მონდიალიზაციას უნდა ვაღიაროთ მისი გავლენა უსაფრთხოებაზე» //გვ.328//.

ევროპელები კარგად იგრძნობდნენ თავს ისტორიის პენსიონერებად.

 

ლიბერალური ეკონომიკის მამა Adam Smith-მა აჩვენა თუ რა საშიშროებები ემუქრებს ვისთვისაც მთავარია მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები:

« აზროვნების უნარი სუსტდება, სულიერი ამაღლება შეუძლებელი ხდება», //ციტირებულია 358-ე გვერდზე//. აზროვნება მით უფრო საჩქარო ხდება როდესაც ისტორიული მორალური ღირებულებებისგან დაცარიელებული თანამედროვეობის გულში იბუდებს ძალადობა და ისმის მოწოდებები მკვლელობისკენ და როდესაც ასეთ თანამედროვეობას შეუძლია ახალი უტოპიების მიღება» // გვ.363.//.

 

ეს ნაშრომი შორსაა ჩვეულებრივი ჟურნალისტური კლიშეებისგან, ისაა გაველურებული დღვანდელობის გასააზრებლად აუცილებელი წიგნი. მადლობა ქალბატონ დელპეშს მისი დსწერისთვის

Thérèse Delpech, L’Ensauvagement, Grasset 2005, 370 pages, €18.05 

გაველურების კონკრეტული შთხვევებიდან,,,

 

 

 

 

 

http://www.bbc.com/russian/society/2016/01/160108_usa_modern_segregation

http://www.bbc.com/news/world-us-canada-35255835

 

რატომ არ ცხოვრობენ ერთად შავკანიანი და თეთრკანიანი ამერიკელები? , 2016 წლის 9 იანვარი

აშშ-ში სეგრეგაცია ოფიციალურად დამთავრდა 50 წელზე მეტი ხნის წინ. მაგრამ ქვეყნის მრავალ ნაწილში სხვადასხვა რასის ამერიკელები არ არიან მეზობლები. ისინი დადიან სხვადასზვა სკოლებში, სხვადასხვა მაღაზიებში და  ვერ სარგებლობენ ყოველთვის ერთი და იგივე სამსახურებით.

რასიული აქტიური სოციალური თემაა აშშ-ში 2016 წელსაც.

ბოლო რამოდენიმე წელში ამერიკელმა პოლიციელებმა მოკლეს რამოდენიმე უიარაღო შავკანიანი მამაკაცი და ქალი.

ამან განაახლა დისკუსიები რასათა შორის ურთიერთობებზე ამერიკაში  და ეს იმოქმედებს პრეზიდენტის არჩევნებზეც და შემდეგაც.

რასიულ დაძაბულობასთან ასოცირებულია ქალაქები ფერგიუსონი, ბალტიმორი და ჩიკაგო. მათი საერთო ნიშანი ისაა რომ მრავალი სხვა ამერიკული ქალაქის მსგავსად იქაცაა მნიშვნელოვანი სეგრეგაცია.

 

სეგრეგაცია ინტეგრაციის მაგივრად ?

ლუიზიანადან კანზასამდე, ალაბამადან ვისკონსინამდე, ჯორჯიიდან ნებრასკამდე ბევრგან სხვადასხვა რასის ადამიანები არ ურთიერთობენ უბრალოდ გარემოებათა გამო და არა საკუთარი ნებით.

და თუ კი რასები არ თანამშრომლობენ ყველა ლაპარაკი რასიული პრობლემების გადაწყვეტაზე ნაადრევია.

აღწერის ბოლო მონაცემებით რომლებიც გაანალიზა ბრუკინგის ინსტიტუტმა შავ-თეთრი სეგრეგაცია თანდათან მცირდება დიდ ქალაქებში, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალია. თუ კი 0 არის იდეალური ინტეგრაციის მაჩვენებელი და 100 სრული სეგრეგაციის მაჩვენებელი, ბრუკინგის ინსტიტუტის ანალიზი გვეუბნება რომ  ქვეყნის აგლომერაციათა დიდ ნაწილში სეგრეგაციის დონე არის 50-დან 70-მდე.

ინსტიტუტის მოხსენების თანახმად შავკანიანთა ნახევარზე მეტმა უნდა გამოიცვალოს საცხოვრებელი სრული ინტეგრაციის მისაღწევად.

ლაპარაკია შავკანიანების და არა თეთრკანიანების გადასახლების საჭიროებაზე და ესეც აჩვენებს პრობლემის სირთულეს.

 

რასიული სეგრეგაცია მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ სეგრეგაციასთან.:

თუ ხართ შავკანიანი ამერიკელი  უფრო შეიძლება ცხოვრობდეთ ღარიბ რაიონში ვიდრე თთრკანიანი ამერიკელი.

ეს არაა მარტო არჩევანის ან შმთხვევითობის ამბავი.

ათობით წლის წინ დაწყებული პოლიტიკა პირდაპირ უკრძალავდა აფროამერიკელებს ზოგ რაიონში ცხოვრებას.

 

ერთ-ერთი ყველაზე სეგრეგირებული ქალაქია კანზას სიტი მისურის შტატში.

ტრასტ ავენიუს დასავლეთით არის ძვირი, დიდი და კარგად მოვლილი სახლები.

 

ამავე ტრასტ ავენიუს აღმოსავლეთით  კი არის  მიტოვებული და მოუვლელი სახლები. და მათ ირგვლივაა ნაგვის გროვები.

ტრასტ ავენიუს ძვირი და მოვლილი მხარე თეთრკანიანი ამერიკელების მხარეა, მიტოვებული და დანაგვიანებული მხარე აფროამერიკელების მხარეა.

უკვე 1930-ანი წლებიდან ბევრ შავკანიანს აუკრძალეს ზოგ რაიონში ქონების შეძენა.

 

შემდეგ კი უმცირესობათა რაიონები ითვლებოდა  სახიფათოდ ინვესტიციებისთვის  და შავკანიანებს რეგულარულად არ აძლევდნენ სესხს. უძრავი ქონების ბაზარი მათთვის დახურეს.

 

გაჩნდა მარტო უმცირესობებით დასახლებული რაიონები.

1960-ან წლებამდე შავკანიანებს არ აძლევდნენ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას.

თეორიულად ეს პრაქტიკა აღარაა, მაგრამ მაინც დარჩა.

 

1948 წლამდე სრულებით ლეგალურად შეიძლებოდა ზანგისთვის, სახლის მიყიდვის და ამ სახლში ცხოვრების აკრძალვა.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთმა შეზღუდვებმა ხელი შეუწყვეს  საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე თთრკანიანებისთვის განკუთვნილი მდიდარი რაიონების შექმნას.

მთელ აშშ-ში ჩნდებოდა ახალი, უზარმაზარი.მარტო თეთრკანიანი ამერიკელებით დასახლებული რაიონები.

და თეთრკანიანთა ოჯახების გადასახლებას გარეუბნებში დაარქვეს თეთრკანიანთა გაქცევა.

 

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სეგრეგაციის მწვერვალი იყო 1970 წელი.

სულ უფრო და უფრო მეტმა შავკანიანთა ოჯახმა დაიწყო გარეუბნებში გადასახლება და დაბრუნება სამხრეთის ქალაქებში საიდანაც ისინი წავიდნენ მონათმფლობელობის დამთავრების შემდეგ.

უცნაურია, არის სტერეოტიპები, მაგრამ მათ საწინააღმდეგოდ ყოფილ მონათმფლობელურ რეგიონებში, ისეთ ქალაქებში როგორებიცაა ატლანტა,ჰიუსტონი და დალასი, სეგრეგაციის დონე გაცილებით დაბალია.

ატლანტა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სეგრეგირებული ქალაქია აშშ-ში, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება.

უძრავი ქონების აგენტები  შავკანიანებს სახლებს სთავაზობენ  მხოლოდ გარკვეულ « შავ » რაიონებში.

 

საბინაო საკითხების სამართლიანად გადასაწყვეტად და უძრავი ქონების საკითხებში დისკრიმინაციისთვის ბოლოს მოსაღებად კანონი 40 წლის წინ მიიღეს,მაგრამ ის სრული ძალით არ ამუშავდა.

 

შარშან პრეზიდენტმა ობამამ დადო პირობა რომ გაამკაცრებდა კანონს, შემოიღებდა ახალ წესებს.

ეხლა საბიუჯეტო სახსრები გამოიყოფა მხოლოდ შემდეგი ინტეგრაციისთვის ხელის შემწყობი პროექტებისთვის და დამრღვევებისთვის გათვალისწინებულია სასჯელი.

 

მაგრამ ეს წესები ეხება მარტო სახელმწიფო საბინაო მშენებლობას. კერძო მშენებლები არაფრად აგდებენ ამ წესებს.

 

 

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში შემავალი ჯულიან კასტრო: კანონი ბინის სამართლიანად განაწილების შესახებ არასოდეს შესრულებულა….

 

მთავარი პრობლემა რჩება. დესეგრეგაციისთვის კამპანიის დაწყებიდან რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ მრავალი შავკანიანი და თეთრკანიანი ამერიკელი ცალ-ცალკე ცხოვრობს. ისინი თითქმის არანაირად არ ეხებიან ერთმანეთს.

 

 

 

 

 

http://www.dw.com/ru/%D1%8D%D0%BA%D1%81%D0%BF%D0%B5%D1%80%D1%82-%D0%B2-%D0%B0%D0%BC%D0%B5%D1%80%D0%B8%D0%BA%D0%B5-%D1%86%D0%B0%D1%80%D0%B8%D1%82-%D0%BA%D1%83%D0%BB%D1%8C%D1%82%D1%83%D1%80%D0%B0-%D1%81%D1%82%D1%80%D0%B0%D1%85%D0%B0/a-19390466

 

09.07.2016

 ამერიკაში ბატონობს შიშის კულტურა

აშშ-ში, დალასში ქუჩის პროტესტების მსვლელობაში მოკლეს 5 ამერიკელი პოლიციელი და კიდევ 6 დაჭრეს. საზოგადოება შოკშია., მაგრამ ზოგი პოლიტიკოსი დიალოგის დამყარების მაგივრად ამწვავებს ვითარებას. ~

პოლიტოლოგი და ბრიტანეთის ბირმინჰემის უნივერსიტეტის პროფესორი  Scott Lucas   საუბრობს წინააღმდეგობებზე რომელსაც წააწყდა ამერიკული საზოგადოება.

 

Scott Lucas : აშშ-ში მუდამ იყო პარადოქსი:

ერთის მხრივ ესაა უძლიერესი ეკონომიკის და ძლიერი შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყანა. და რაც არ უნდა ილაპარაკონ მის ნაკლებზე, მას აქვს საკმაოდ კარგი პოლიტიკური სისტემა.

ამავე დროს ასეთი რესურსების მქონე ქვეყანა შეპყრობილია შიშის კულტურით.

 

ესაა ადგილი სადაც ძალიან ბევრია დაშინებული ადამიანი, თანაც ეს უკვე ათეულობით წლები გრძელდება.  ასე იყო ცივი ომის დროსაც.

ასეა, რა თქმა უნდა, ბოლოდროინდელი ამბების გავლენითაც.

 

ყველაზე მეტად იმოქმედა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებმა.

ადამიანებს ეშინიათ იმისა რომ შეიძლება აღმოჩნდნენ გეტოში< შინიათ გაღარიბება-გაღატაკებისა, ნარკოტიკებისა, კრიმინალისა.

2014 წელს მაიკლ ბრაუნის მოკვლის შემდეგ გაჩენილი მოძრაობა  Black Lives Matter // შავკანიანთა სიცოცხლეს სავს მნიშვნელობა// სვამს ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს:

არა მარტო იმათ რაც ეხება პოლიციურ ძალადობას ან თითქოს პოლიციურ ძალადობას არამედ ისეთებს როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა გარკვეულ რეგიონებში,  უთანაბრობა.

საშიში ისაა რომ სწორედ ეს მოძრაობა შეიძლება გამოცხადდეს საფრთხედ ყოველი პოლიციელისთვის.

ეს შეიძლება გადაიქცეს დაღად ამ მოძრაობის ყოველი მონაწილისთვის.

 

მე არ ვეთანხმები ყველაფერს რასაც ლაპარაკობენ Black Lives Matter-ის მომხრეები, მაგრამ ჩვენ თუ დავუშვებთ მოვლენების ამგვარ განვითარებას მაშინ დიალოგის შესაძლებლობა დაიკარგება და იქნება ღია კონფლიქტი.

 

ყოფილმა კონგრესმენმა Joe Walsh-მა თავის Twitter-ში დაწერა რომ მიდის ნამდვილი ომი.

 

თუ კი პოლიტიკოსები, მათ შორის დონალდ ტრამპში, გამოიყენებენ ასეთ გამოთქმებს ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ეროზიას და ნგრევას.

სოციალური ქსელებიც აძლიერებენ ამ პროცესებს ვინაიდან ადამიანები იქ ურთიერთობენ თავის წრეში და აკრიტიკებენ თავის მოწინააღმდეგეებს.

ირონია იმაშია რომ დალასში სწრედ პოლიციამ გახადა შესაძლებელი საპროტესტო აქციების გამართვა. პოლიცია მზად იყო ამ თემაზე ღია დისკუსიისთვის.  დალასში მომხდარს შეიძლება ჰქონდეს სხვა შედეგებიც: ბოლოს და ბოლოს აქ არ აუკრძალიათ დემონსტრაციები, არ უცდიათ პროტესტების გაჩერება.

 

 

კულტურის ფენომენია ის რომ პოლიცია საჩქაროდ ამბობს რომ პოლიციელები მსხვერპლები არიან, იგივეს ამბობენ პროტესტის გამომთქმელები. მაგრამ თუ ჩვენ დავიწყებთ მოთქმას რომ ყველაფერი მართლაც მასეა ვერ შევამჩნევთ რომ უბრალო ხალხს ეს ყელში ამოუვა და მოუნდება სხვა რამეზე ლაპარაკი.

მთავარია ამერიკაში იარაღის თავისუფლად ფლობის პრობლემის მოგვარება. უმდა მოვუაროთ ძალადობის ამ ბაზისურ პრობლემას.

  ჩვენს საზოგადოებას დაანგრევს იარაღზე არასაკმარისი კონტროლი.

 

ეხლა მეშინია რომ პოლიტიკოსთა განცხადებები არაა მიმართული დიალოგის დამყარებისკენ  რომ ისინი, პირიქით, კიდევ უფრო  ამწვავებენ კონფლიქტს რაც გამოიწვევს საშიშ შედეგებს.

 

 

http://www.dw.com/en/us-society-caught-up-in-culture-of-fear-says-professor/a-19387543

08.07.2016

 

 

 ამერიკიდან ანტიამერიკამდე ყოველ დღე ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხოცავენ ვიიღაცეებს და ანგრევენ რაღაცას.

  ასეთმა დღევანდელობამ მთელ მსოფლიოში გამოიწვია პანიკა და შეძლებულები ქმნიან დახურულ საცხოვრებელ კვარტალებს, უბნებს, დასახლებებს, ჩაკეტილ-ჩარაზულ თემებს Gated-Communities-ებს, ფაქტიურად შეძლებულთა და მდიდართა გეტოებს. ისინი იმალებიან ამ გეტოებში, თავს აფარებენ მათ.

 

http http://www.dw.com/ru/%D0%B7%D0%B0%D0%BF%D0%BE%D0%B2%D0%B5%D0%B4%D0%BD%D0%B8%D0%BA%D0%B8-%D0%B4%D0%BB%D1%8F-%D0%B1%D0%BE%D0%B3%D0%B0%D1%82%D1%8B%D1%85-%D0%BF%D0%BE%D1%81%D1%82%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%BD%D0%BD%D0%B8%D0%BC-%D0%B2%D1%85%D0%BE%D0%B4-%D0%B2%D0%BE%D1%81%D0%BF%D1%80%D0%B5%D1%89%D0%B5%D0%BD/a-5516022

 

     რადიოსადგურმა გერმანულმა ტალღამ 29.04.2010 წლის 39 აპრილს აი ასეთი რამე გადმოსცა.

 

Кино

Заповедники для богатых: посторонним вход воспрещен

 

 


ნაკრძალები მდიდრებისთვის. გარეშეებისთვის შესვლა აკრძალულია:

მდიდრები ფაქტიურად ყველგან მეგაპოლისებში აგებენ თავის მინიატურულ კეთილმოწყობილ, წყნარ, თანამოაზრეებით დასახლებულ,გარეშეებისთვის დახურულ და კარგად დაცულ ქალაქებს.

მათში ცხოვრობს რამოდენიმე ასეული თუ რამოდენიმე ათასი ადამიანი. მეგაპოლისის პრობლემების ზრდასთან ერთად იზრდება ამ დახურული ქალაქების პოპულარობაც.

მდიდრების ამ რეზერვაციებს ჰქვიათ მჟღერი სახელები//სამოთხის ჭალა,პალმების ხეობა,იმედის კუნძული//.ინგლისურად მათ ჰქვიათ “gated community”-“//დახურული თანამეგობრობა//. ისინი მდიდრებს აძლევენ კომფორტს და უსაფრთხოებას. რის ფასად?

დოკუმენტალისტებმა კორინა ვიხმანმა (Corinna Wichmann) და ლუკას შმიდმა (Lukas Schmid) ნახეს ეს ეკსკლუზიური დასახლებები სამ კონტინენტზესამხრეთ აფრიკაში,ამერიკის შეერთებულ შტატებში და ინდოეთში. მათ გადაიღეს ფილმიუსაფრთხო მხარეს“. ის იწყება ექსკურსიით ნებისმიერი ელიტური დასახლების აუცილებელ ატრიბუტთან,მაღალ კედელთან რომლის უკანაც ყვავის უმრავლესობისთვის უხილავი საოცარი ლანშაფტები.

რეზიდენცია Dainfern- ირგვლივ შემოვლებული აქვს მრავალკილომეტრიანი კედელი. იქ ცხოვრობს დაახლოებით 5000 ადამიანი.

ორი ღობე. შიდა და გარე. შიდა გალავანზე გავლებულია მავთული რომელშიც გადის დენი. გარე კედელზე სენსორებია. ვინმე თუ შეეცდება კედელზე გადაძრომას მორიგე ნაწილში ატყდება განგაში. დენიანი მავთული საჭიროა,30000-ზე მეტი ვოლტი იზავს თავის საქმეს თუ ვინმე არ გადაიფიქრებს გადაძრომას. მაგრამ დენი სუსტია,ამიტომ დარტყმა ძლიერია,მაგრამ არაა მომაკვდინებელი.

გოლფი და უსაფრთხოება:
მკვლელობათა რაოდენობით სამხრეთაფრიკის რესპუბლიკას ვერ შეედრება ვერაფერი,მაგრამ იოჰანესბურგის ჩრდილოეთით დახურული დასახლების მკვიდრებს წყნარად სძინავთ. კედელი მიუდგომელია. მთავარ შესასვლელთან მორიგეობენ მცველები. კომპლექსის ტერიტორია 24 საათი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა. უძრავი ქონების მყიდველი აღტაცებულია ინფორმაციით და მრავალსართულიანი ვილების,მათი აუზების და შადრევნების, სპორტული კლუბის და მისი გოლფის მოედნის დათვალიერების შემდეგ ის ამბობს რომ მას ძალიან მოსწონს ცხოვრების ასეთი სტილი,გოლფი და უსაფრთხოება.

იოჰანესბურგის ჩრდილოეთით დასახლებაში Dainfern ყველაფერი ისეა თითქოს არც არავის გაუუქმებია აპარტეიდი. თეთრკანიანები თამაშობენ გოლფს. შავკანიანები კრეჭენ გაზონებს. და,,საოცრებავ,ყველა ფიქრობს რომ მათ დიდად გაუმართლა.

საღამოსთვის მდიდრები რჩებიან მარტო დაცვასთან ერთად. მომსახურე პერსონალი ბრუნდება თავის უდენო ქოხმახებში ან ცენტრალური იოჰანესბურგის დაბზარულ მრავალსართულიან სახლებში.

რასობრივი სეგრეგაციის გაუქმებამდე შავკანიან აფრიკელებს არ უშვებდნენ საცხოვრებლად ქალაქში. ეხლა გეტოდ გადაიქცა იოჰანესბურგი და თეთრკანიანები გალავნების უკან ჩაიკეტნენ მის გარეუბნებში.

 

ცხოვრების კალიფორნიული წესი:
ინდოეთისსილიკონურ ხეობაში“, ბანგალორშიც არის დახურული დასახლება მდიდრებისთვის. საზღვარარეთ ნამუშევარი და კომფორტს მიჩვეული თუ სხვა შეძლებული ინდოელები იქ ემალებიან ინდური მეგაპოლისის აურზაურს,ქაოსს და სიღატაკეს

ელიტური კომპლექსი Palm Meadows სთავაზობს ცხოვრების სწორედ ასეთ კალიფორნიულ სტილს. იდილიური არეალის ირგვლივ არის მავთულიანი ღობე,მაგრამ ის არაა ისეთი შთამბეჭდავი როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ღობის უკან კი არის დასავლური ფუფუნების იგივე ატრიბუტებიმინდვრები, აუზი, სისუფთავე და სიმშვიდე. მამები კითხულობენ ჟურნალებს, ბავშვები სწავლობენ პიანინოზე დაკვრას.

ნეტა ყველა ინდოელს შეეძლოს ასე ცხოვრება,ნატრობს მავთულხლართით შემოღობილი ოაზისის მკვიდრი. ეს უტოპია. და ეს მან იცის.

მკაცრი რეჟიმის კოლონია:
მდიდრების კიდევ ერთი რეზიდენცია ამერიკულ ნევადას შტატში,ლას ვეგასის ახლოს. სათამაშო ბიზნესის დედაქალაქს თითქოს არ ტანჯავს დამნაშავეთა თარეში,მაგრამ დახურული ტიპის დასახლება Spanish Trail – არ აკლია კლიენტები. არავის აწუხებს კოლექტიური ცხოვრების მკაცრი წესებიც.ჯარიმა სიჩქარის გადამეტებაზე,ჯარიმა კარებთან უდროო დროს დადგმულ ნაგვის ბაკზე.ჯარიმა ღია გარაჟზე იმიტომ რომ მისი შიგთავსი შეურაცხყოფს ამსამოთხისმკვიდრთა ესთეტიკურ გრძნობებს. მასში ყველაფერი რეგლამენტირებულია,და,ყველაზე უცნაური ისაა რომ ყველაზე აბსურდული წესები სრულდება.

რამ შეკეტა ინდივიდუალური თავისუფლების თაყვანისმცემელი ამერიკელები მკაცრი რეჟიმის ამ ბრწყინვალე კოლონიაში?

ოდესღაც ავანტურისტი სიმპატიური კაცი ამბობს რომ მან შეასრულა მეუღლის თხოვნა,მაგრამ მას შემდეგ იტანჯება უსაქმურობისგან და მარტოობისგან და ოცნებობს ოდესმე განთავისუფლებაზე. “ადამიანები აქ ცხოვრობენ იზოლირებულად,მათ არ სურთ რაიმე საერთო ჰქონდეთ ერთმანეთთან. ჩემის აზრით ესაა აი ასეთი დახურული საზოგადოების ნაკლი. აქ არაა ადამიანური სითბო.”.

გერმანიაში მოვიდა დახურული ელიტური დასახლებების მოდა.

Spiegel-ის თქმით გერმანიაში სულ უფრო და უფრო ვრცელდება დაცული ელიტარული დასახლებები მდიდრებისთვის და საზოგადოების უმაღლესი წრეების წარმომადგენლებისთვის,..Gated Community”.


ერთერთ პირველ ასეთ დასახლებად იქცა პოტსდამთან ახლოს მდებარე Glienicker Horn-ში არსებული Arkadien-Siedlung. იქ გარეშეებს არ უშვებენ.მისადგომებს ათვალიერებს ვიდეოთვალი. Spiegel-ის თქმით ელიტური საცხოვრებლის კვადრატული მეტრი აქ ღირს 5500 ევრო. ამასთან ყველა 47 მცირე ვილა უკვე გაყიდულია. დაუკავებელი რჩება მხოლოდ 5,8 მილიონად ღირებული ცენტრალური ვილა.

დახურულ დასახლებათა ბუმი გრძელდება სხვა ქალაქებშიც. ბერლინის ცენტრალურ მაგრამ მშვიდ და ლამაზ რაიონად მიჩნეულ Prenzlauer Berg-ში აშენებულია დახურული ელიტური კვარტალიპრენცლაუნის ბაღები“.


Spiegel-
ის თქმით დახურული ქალაქები გერმანიაში აბსოლუტურად ახალი ფენომენია დასავლეთის ზოგ ქვეყანასთან და უწინარეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით და ისინი იწვევენ განსაკუთრებით მემარცხენე რადიკალთა დიდ აღშფოთებას.

ბერლინის რაიონში კროიცბერგ,სადაც რაიხენბერგე შტრასეზე მაღალი სქელი კედლების უკან ააგეს კერძო კვარტალი “Carloft” ხშირად იმართება პროტესტის დემონსტრაციები ლოზუნგითმოვსპოთ კარლოფტელები“. ხშირად წვავენ ძვირ მანქანებს და ამიტომ მკვიდრებს მანქანები სპეციალური ლიფტით შეჰყავთ პირდაპირ ბინაში.

გერმანელი სოციოლოგი Ulrich Vogel-Sokolowski თქმით ელიტური დასახლებების გაჩენას ხელს უწყობს სულ უფრო და უფრო მზარდი უფსკრული ღარიბებსა და მდიდრებს შორის. გაძლიერებული სოციალური დიფერენციაცია აშინებს ზედაფენების წარმომადგენლებს და მათ უჩნდებათ განცალკევებისა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი.

ეხლა ლაიპციგში შენდება გერმანიაში სიდიდით მეორე დახურული ელიტური დასახლება Central Park Residence. ის შენდება შუაგულ ქალაქში.


Todsicher in der Isolation – Spiegel, 22.10.2009

 

http://www.lemonde.fr/societe/article/2010/12/25/residences-fermees-la-recherche-de-l-entre-soi_1457755_3224.html

 

Résidences fermées : la recherche de l’entre-soi

LE MONDE | 25.12.2010 ,Luc Bronner

 

            ფრანგებსაც უნდათ მარტო ახლობლებთან, მეგობრებთან და სრულებთ სანდო პირებთან ერთად უშიშრად ცხოვრება.  ინტერნეტი და პროპაგანდისტული ბროშურები ფრანგებს სთავაზობს მთლიანად დახურულ,უსაფრთხო, დაცულ რეზიდენცია-საცხოვრებელს“,  დასაკეტ კარიბჭეს რათა ავტომობილები გარეთ დარჩეს, საგანგებო გასაღებს ფეხმავლებისთვის.

   ტერაქტებით, მსოფლიო იმის საწყისი ხანისთვის შესაფერისი საზოგადოებრივი ატმოსფეროთი შეშინებულ ფრანგებს //გერმანელებს, ამერიკელებს, და ა.შ.// უნდათ დამალვა საგანგებოდ დაცულ,გალავნებით და ღობეებით შემოვლებულ, უსაფრთხო,ჩაკეტილ-ჩარაზულ-საცხოვრებლეში სადაც  ღობის და კედლის უკან იმალება პატარა პარკი და,ხანდახან საცურაო აუზი,მეზობლები კი არიან  ძალიან კარგად ნაცნობი და სრულებით სანდო პირები. გაუთავებელი და ნერვებისმომშლელი აურზაურით გადაქანცულებს მოუნდათ სიმშვიდე.

ასეთი საცხოვრებლების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 1980-1990-ან წლებში, ე. ი. პერესტროიკის და მიხაილ გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის წლებში. ასე გააჩინა დემოკრატიზაციის გაქანებულმა პროცესმა გეტოები მდიდრებისთვის.


En savoir plus sur
http://www.lemonde.fr/societe/article/2010/12/25/residences-fermees-la-recherche-de-l-entre-soi_1457755_3224.html#pgXEZeO4vfcyEdpG.99

 

https://regardssurlaville.wordpress.com/2012/12/30/les-residences-securisees-preuves-dune-obession-securitaire/

 

  დახურული საცხოვრებლები, აჩემებულ-აკვიატებული იდეა

 

30/12/2012

   კერძო რეზიდენციებად გადაქცეული კვარტალები, განსაკუთრებით დაცული ვილები, საცხოვრებელი მეთვალყურეობის ქვეშ…მოკლედ თუ კი ვიხმართ ამერიკულ ცნებას gated communities ანუ ჩაკეტილ-ჩარაზული საზოგადოებები…

 

   ესაა გალავნებით და ღობეებით გარშემორტყმული რეზიდენციები. გალავნები და ღობეები ფილტრავენ სასურველ ადამიანებს და ავტომანქანებს არასასურველისგან….

 

Blakely-ს და  et Snyder-ის თანახმად , (Fortress America. Gated Communities in the United States, Washington DC, Brookings Institution Press) აშშ-ს დახურულ-ჩარაზული თემების მკვიდრებს ახასიათებთ მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ, მეტიც, ფისკალური სეპარატიზმი. ისინი უხდიან საცხოვრებლების მომვლელ და მცველ საზოგადოებებს და მათ არ უნდათ ადგილობრივი გადასახადების გადახდა.

ასეთი საცხოვრებლების მკვიდრებს უნდათ განსაკუთრებული უსაფრთხოება და ცხოვრება მხოლოდ თავისი წრის ხალხში.

საფრანგეთში  ჩაკეტილ-ჩარაზული საცხოვრებლების ტიპი შემოვიდა აშშ-დან და ფრანგებს ეშინიათ რომ მას შემოყვება სოციალური სეგრეგაცია და საზოგადოებრივ,სახელმწიფო სივრცედ წოდებული სივრცის უარყოფა.

  ამ ჩარაზულ-ჩაკეტილი რეზიდენციების ტერიტორიაზე აგრეთვე არის მწვანე სივრცეები, სათამაშო მოედნები და საცურაო აუზები…. მოკლედ ყიდიან და ყიდულობენ ისეთ ცხოვრების წესს როგორიც არ ქონია ბევრ მეფეს და არა მარტო ბინას….

ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში ასეთი საცხოვრებლები ნამდვილი ციხე-სიმაგრეებია. საფრანგეთში ჯერ არაა ასე, ვნახოთ….

 

წყაროები:

  1. Le Goix, « Gated communities : sprawl and social segregation in Southern California », Housing Studies vol. 20, n° 2, 2005

Degoutin, Stéphane (2006). Prisonniers volontaires du rêve américain.

Guilluy, Christophe (2010) « Vivre ensemble séparés ? » in Fractures françaises. Paris, François Bourin Ed.

  1. Ellin, The architecture of fear, New York, Princeton architectural Press, 1997
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s