ევროპელები პოსტმოდერნულ დღევანდელობაზე

 პოსტმოდერნიზმი-ოცნება პირუტყვულად ბედნიერ ცხოვრებაზე

 https://i0.wp.com/www.counter-currents.com/wp-content/uploads/2013/03/Bosch_Hieronymus_-_The_Garden_of_Earthly_Delights_right_panel_-_Detail-_Rabbit.jpg

 

 

 

Hieronymus Bosch, “The Garden of Earthly Delights,” right panel, detail

http://www.counter-currents.com/2013/03/postmodernism-hedonism-and-death/

http://www.counter-currents.com/2015/01/postmodernisme-hedonisme-et-mort/

 

Postmodernisme, hédonisme, et mort

 

Postmodernism, Hedonism, & Death

Greg Johnson

Greg Johnson, Ph.D., is the Editor-in-Chief of Counter-Currents Publishing, Ltd. and North American New Right. Email

 

      გრეგ ჯონსონი// Greg Johnson//,  პოსტმოდერნიზმი, ჰედონიზმი და სიკვდილი

პოსტმოდერნი არის ულტრათანამედროვეობა,  აწმყო დღევანდელობა, განმანათლებლების და მსოფლიო ომების შემდგომი ხანა, დიდმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ჰერაკლიტემ თავისი ენანტიოდრომიათი გვითხრა რომ ყოველგვარ სიკეთეს მოყვება მისი შესაბამისი ბოროტება. დიდმა თანამედროვე ფილოსოფოსმა და ფსიქოანალიტიკოსმა კარლ გუსტავ იუგმა გვითხრა რო სასურველისკენ ნაბიჯი უნდა გადავდგათ მხოლოდ მაშინ როდესაც მზად ვიქნებით  ამ სასურველის საწინააღმდეგო არასასურველის გადასატანად

 

  გრეგ ჯონსონის თქმით პოსტმოდერნული კულტურა და ჰედონიზმი, ანუ უმთავრეს ღირებულებად სიამოვნების გამოცხადება, შინაგანად ერთი და იგივეა და  ჰედონიზმის უკიდურესობამდე მიყვანა იწვევს ჰედონიზმის უარყოფას და სიკვდილთან შეხვედრას.

 

სიკვდილთან შეხვედრა კი, თუ გადარჩებით, აღრმავებს საკუთარი თავის და სამყაროს ცოდნას და თქვენ მიიღებთ არაჰედონისტურ მოტივებს და ქმედებებს.

პოსტმოდერნულობა კულტურაში ხასიათდება ეკლექტიზმით,  სხვადასხვა ხალხის კულტურების და ტრადიციების ერთმანეთთან შერევით, ე.წ. მულტიკულტურალიზმით და ირონიით, მკაფიო და გარკვეული მეობის დაკარგვით, კულტურებით თამაშით, მათი მანიპულაციით.

მულტიკულტურალიზმის საწინააღმდეგო რამეა კულტურული მთლიანობა და ექსკლუზიურობა, ირონიის და თამაშის საწინააღმდეგო რამეა სერიოზულობა, მეობის დაკარგვის საწინააღმდეგო რამეა იდენტიფიკაცია.

 

ნამდვილი კულტურის გულია მსოფლმხედველობა, არსებობის და არსებობაში ჩვენი ადგილის, ჩვენი ბუნების და ცხოვრების ჩვენთვის საუკეთესო ფორმის ინტერპრეტაცია.

ეს სერიოზული საკითხებია.

ყოველი  კულტურა ხასიათდება სტილის ერთიანობით რისი მეორე მხარეცაა უცხო კულტურული ფორმების განდევნა.

თუ კი სერიოზულად მივიღებთ საკუთარ მსოფლმხედველობას იგივე სერიოზულობით ვერ მივიღებთ ამ მსოფლმხედველობასთან შეუთავსებელ სხვა შეხედულებებს// დიახ, კულტურები სესხულობენ ერთმანეთისგან, მაგრამ სერიოზული კულტურა იღებს მხოლოდ იმას რისი ასიმილაციაც მის საკუთარ მსოფლმხედველობასთან და რისი საუკეთესოდ გამოყენება თავისი საკუთარი კულტურის სადიდებლად   შესაძლებელია// .

 

ცოცხალი კულტურის გულია იდეალები და არა იდეები.

  იდეალები არის ნორმატიულ განცხადებათა დამაკანონებელი იდეები.

 

იდეალები გვეუბნებიან და გვიჩვენებენ იმას რაც უნდა იყოს და არა მხოლოდ იმას რაც არის.

იდეალები გვეუბნებიან რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება.

ცოცხალი კულტურის გულია  იდეალთა ერთდროულად შემზარავი და მიმზიდველი პანთონი.

 

ცოცხალ კულტურაში აღზრდილი ინდივიდის ფუნდამენტური განცდაა თავის კულტურასთან საკუთარი თავის გაიგივება და ამ კულტურაში მონაწილეობა.

ის ვერ უაყოფს თავის კულტურას იმიტომ რომ ეს კულტურაა წყარო მისი იდეებისა მისი ბუნების, კარგი ცხოვრების, სამყაროს და ამ სამყაროში მისი ადგილის შესახებ.

   ცოცხალ კულტურაში აღზრდილი ინდივიდი თავის კულტურას  უყურებს სიყვარულით, სერიოზულად. ის თავის კულტურას უყურებს როგორც საკრალურ რამეს.

 

თავის საკუთარ კულტურასთან დამოკიდებულების აზრით  ადამიანები იყოფიან ორ დიდ კატეგორიად

 

ჯანსაღი ადამიანები  მათი კულტურის განმსაზღვრელ იდეალებს იღებენ როგორც გამოწვევას, წამახალისებელ სტიმულს.

რეალობასა და იდეალს შორის არსებული უფსკრული ივსება სულის სწრაფვით სრულყოფისაკენ.

ეს წადილი არის დაძაბულობა რომელიც შესაძლებელს ხდის ადამიანის სიდიადეს. ის გავს შვილდის ლარის და ქნარის სიმის დაძაბულობას.

 

კულტურა ადამიანებს აყალიბებს არა მხოლოდ იდეალისტური წადილების შთაგონებით.

კულტურა ამა დროს თრგუნავს, ცვლის, განწმენდს, ამაღლებს და სტილიზებულ სახეს აძლევს  ჩვენს ინსტინქტურ,პირუტყვულ-მხეცურ წადილებს და მისწრაფებებს.

კულტურაში არის ასკეზის ,  გაუცნობიერებელი პირუტყვულ-მხეცური მისწრაფებების უარყოფის და მოთოკვის ელემენტი.

 

   ჯანმრთელი ორგანიზმები იღებენ კულტურის ამ ასკეტურ განზომილებას როგორც საკუთარი თავის არასრულყოფილების დაძლევით გაკეთილშობილების გზას.

 

არაჯანმრთელი ორგანიზმები კულტურას განიცდიან რაადიკალურად სხვანაირად.

იდეალები მათთვის არაა  ვიტალური ძალის მობილიზაციისთვის აუცილებელი გამოწვევა.

პირიქით, ისინი კულტურაში ხედავენ საფრთხეს, გარედან დაძალებულ რამეს, მათ სხეულში ჩასობილ მტანჯველ ეკალს.

 

არაჯანმრთელ ორგანიზმს უნდა იდეალებისგან და მათ მიერ შექმნილი დაძაბულობისგან განთავისუფლება. ის ცხოვრობს უგონო მოლოდინით, უბრალო ჰედონისტური, მაქსიმალური  დაუყოვნებელი ფიზიკური სიამოვნების მიღბაზე გათვლილი ანგარიშით.

არაჯანმრთელ ორგანიზმს არ უნდა თავისი პირუტყვულ-მხეცური მისწრაფებების დათრგუნვა და განწმენდა-ამაღლება, მათი მოთოკვა და ჩაყენება საზოგადოების თუ ქვეყნის სამსახურში.

 პირიკით, არაჯანმრთელ ორგანიზმს უნდა თავისი პირუტყვულ-მხეცური მისწრაფებების და მიდრეკილებების დაკმაყოფილება და გამოხატვა.

 

სამწუხაროდ დეკადენტებსაც უნდათ ძლიერება.

ასე მოახერხეს დეკადენტებმა საკუთარი თავის და თავისი წადილების განთავისუფლება ნორმატიული კულტურისგან და მის მაგივრად დეკადენტური კონტრ-კულტურის შემქმნა.

 

სწორედ ესაა სიტყვა პოსტმოდერნიზმის //« postmodernisme »// ნამდვილი აზრი.

   პოსტმოდერნიზმმა მრავალსაუკუნოვან  ეროვნულ კულტურაში ჩართულობა შეცვალა ამ კულტურის უარყოფით.

მან სერიოზულობა და მნიშვნელოვანება  შეცვალა  ირონიით და  მხიარული მასხარაობით.

პოსტმოდერნიზმმა იდუმალი და მშვენიერი ბუნებით მოხიბლვა შეცვალა  ემანსიპაციით.

 

ასეთი მიდგომები ახდენენ ცოცხალი  ეროვნული კულტურების გულის, მათ  იდეალთა პროფანაციას, ისინი აუფასურებენ, მეტიც, ბილწავენ ამ იდეალებს.

 

კულტურა მაშინ ხდება უბრალო ცვილის მუზეუმი:

მკვდარი და თავისი კონტექსტიდან ამოგლეჯილი იდეების და ობიექტების მუზეუმი.

მისი განმსაზღვრელი მსოფლმხედველობისგან დაცლილი კულტურა კარგავს სტილის მთლიანობას.

კულტურული მთლიანობა ადგილს უთმობს მულტიკულტურალიზმს რომელიც არის კომერციული გალერეის პრეტენზიული აღწერა და მეტი არაფერი.

ამ გალერეაში თავისი ეროვნული კულტურისგან ემანსიპირებული  მომხმარებლის სურვილების დასაკმაყოფილებლად   ყიდულობენ  და ყიდიან ერთმანეთში არეულ სტანდარტიზებულ ობიექტებს.

ესაა კომერციის პულსაციით  გაცოცხლებული ცვილის მუზეუმი.

 

მაგრამ საქმე იმაშია რომ ჰერაკლიტეს და კარლ გუსტავ იუნგის მიერ აღწერილი ენანტიოდრომიის //enantiodromia// კანონის  შესაბამისად  ძლიერი მისწრაფება აწყდება თავის საწინააღმდეგო რამეს და აქაც ასეა.

 

სიამოვნების უწყვეტი და გაუთავებელი ძიება ხშირად იწვევს სიკვდილთან შეხვედრას რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პრიორიტეტების გადაფასებას.

როგორც ამბობდა William Blake, « თავის სისულელეში გაჭედილი იდიოტი ხდება ბრძენი  »// L’idiot qui persiste dans sa stupidité deviendra sage// .

 

მეტიც, ჰედონისტები,ვისაც სურთ უბრალო ბედნიერ ცხოველებად გადაქცევა, რჩებიან არასრულ, არასრულყოფილ  ადამიანებად.

ადამიანის სულში ყველაფრის მიუხედავად არის სწრაფვა უბრალო ბუნებრივ-პირუტყვული წადილების დაკმაყოფილებაზე უფრო  დიდი რამისკენ.   

 

უბრალო ბუნებრივ-პირუტყვული წადილები მცირერიცხოვანია და მათი დაკმაყოფილება იოლია.

მაგრამ ადამიანის ფანტაზიას ძალუძს  წადილთა უსასრულოდ გამრავლება. ადამიანმა შეიძლება მოინდომოს მისი პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი ობიექტები. ობიექტები რომლებიც დააკმაყოფილებენ სტატუსის მის მოთხოვნილებას და არა უბრალოდ პირუტყვის დამაკმაყოფილებელი კომფორტი.

ჰედონიზმი არაა პირუტყვული არსებობა. ის უბრალოდ არის ადამიანის გადაგვარებული, გარყვნილი, პროფანირებული არსებობა.

 

ყოველთვის იქნება უბრალო ბუნებრივ-პირუტყვული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მეტი ადამიანობა.

ეს მეტი ადამიანობაც მოითხოვს დაკმაყოფილებას და ეს ტანჯავს და უკმაყოფილოს სტოვებს ყოველ ჰედონისტს.

ამ წუხილმა შეიძლება გამოიწვიოს საბოლოო ანგარიძით  გარდამქმნელი შეხვედრა სიკვდილთან.

 

პირუტყვული არსებობა მიზნად ისახავს მხოლოდ კმაყოფილებას, ჩვენი ბუნებრივ-პირუტყვულ-ინსტინქტური სურვილების დაკმაყოფილებას.

 

ადამიანური არსებობა კი იწყება მაშინ როდესაც ადამიანს უნდა ხორციელ-ინსტინქტურ მოთხოვნებზე უფრო მაღალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება  თუნდაც ასკეტიზმის გზით.

ჰეგელი ფიქრობდა რომ  თავისი სხეულის გახვრეტა-გაჩხვლეტა პირველყოფილი ადამიანების მიერ იყო ადამიანური სულის პირველი გამოვლინება ცხოველურ არსებობაში.

ეს საინტერესოდ გვიჩვენებს პოსტმოდერნული კულტურის კონტექსტში  piercing-ის და ტატუირება-სვირინგის პოპულარობას.

მაგრამ იგივე ჰეგელისთვის  ნამდვილი ადამიანობაა თავგამოდება და თავდადება ღირსებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

http://www.inatheque.fr/publications-evenements/publications-2015/la-pub-enl-ve-le-bas.html

 

მაგრამ ჰედოდისტური პოსტმოდერნიზმი აი ასეთ რამეებს აჩვევს ქართველებს. ასეთმა რამეებმა შეიძლება მოკლან ქართული კულტურაც და ამიტომ ესეც უნდა ვიცოდეთ.

 

ურცხვობის გადაქცევა ჩვეულებრივ ყოველდღიურობად.

 

ჰიპერსექსუალიზაცია-ასექსუალიზაცია

 

რეკლამა იხდის საცვლებს, კულტურის სექსუალიზაცია&  მაცდური რეკლამა

 

აი ამ სათაურის წიგნი გამოსცა 2015 წელს  ქალბატონმა

Esther Loubradou-მ

 

 

 

 Serge Tisseron-ის წინათქმა

 

   აღეს სჯარო-საზოგადოებრივ სფეროში ურცხად და მოურიდებლად გამოფენილია ცდუნება და ინტიმურობა. ამ კონტექსტში ვერც რეკლამა  არიდებს თავს სექს, სექსის ღიად თუ მინიშვნებით ჩვენას, შიშველი სხეულის გამოფენას, სტრიპტიზს.

    ამის გამკეთებლები ფიქრობენ რომ  გენიტალიების და მკერდი-უკანალების საჯაროდ გამოფენა ხელს უწყობს საქონელის გაყიდვას.

მაგრამ განა ეს ასე მარტივია? როგორ იყენებენ რეკლამის სპეციალისტები ეროტიზმს,  სექსუალურ მინიშნებებს ჩვენს საცდუნებლად და შეცდომაში შესაყვანად? ნუთუ მართლა გვიბიძგებს რამის ყიდვისკენ ეს სარეკლამო ეროტიზმი და ურცხვობა?

   როგორ მოქმედებს ეს საზოგადოებაზე?

პორნო-შიკად წოდებულ კულტურის ამ სექსუალიზაციას ზოგი აქებს იმიტომ რომ ის კარგია კომერციისთვის და კომერსანტებისთვის, ზოგი კი მას აგინებს მისი იმორალურობის და გამრყვნელი ზემოქმედების გამო.

 

მაშ როგორ უნდა შევარიგოთ ღთმანეთთან გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივი წესრიგი და პიროვნების ღირსება?  ერთმანეთისგან განსხვავებულადაა თუ არა საქმე ტრადიციულად ეროტიულ სააფრანგეთში და პოლიტიკურად კორექტულის სამეფო აშში?

 

 ეს უცნაური მედიატური კამა სუტრა არ დამთავრებულა და ამ ფენომენის აღმწერი საინტერესო ნაშრომის ავტორი არის

 

ნიუ იორკის ასოციაცია l’International Advertising-ის ახალგაზრდა პროფესიონალების ყოფილი თავმჯდომარე Esther Loubradou , რომელიც აგრეთვე არის ინფორმაციის და კომუნიკაციის მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც აქვს მედიათა და აუდიოვიზუალური პროდუქციის საჯარო სამართლის დიპლომი.

ის ათ ზელზე მეტია რაც იკვლევს სექსუალურ რეკლამას აშშ-ში და საფრანგეთში. მისი კგამოვლევა 2013 წელს დაჯილდოვდა Ina-ს კვლევა-ძიების პრიზით.

 

https://laphronesis.wordpress.com/2012/06/25/lhypersexualisation-de-notre-societe-moderne/

 

   ჩვენი თანამედროვე საზოგადოების ჰიპერსექსუალიზაცია.  წლის 25 ივნისი

    ჰიპერსექსუალიზაცია არის სექსის ყველგან გამოფენა განსაკუთრებით ეროტიკული რეკლამის თუ ნებისმიერი სხვა შთამბეჭდავი საშუალებით.

   ის შეიძლება გავლენას ახდენდეს მოსახლეობის სექსუალურ ქცევაზე, განსაკუთრებით ჯერ ფიზიკურად და მორალურად უმწიფარი ახალგაზრდების ყოფაქცევაზე.

 

 

 «სხეული ობიექტი »

   მრავალ რეკლამაში სხეული, განსაკუთრებით ქალის სხეული, გადაქცეულია ობიექტად რომელმაც უნდა გააადვილოს რაღაცის გაყიდვა-გასაღება.

  პროვოკაციულმა ეროტიზმმა თქვენი ყურადღება უნდა მიაპყროს საცლებს, სუნამოს, სამკაულებს….

ქალის სხეული  აღარაა სიყვარულის ტაძარი, მას აღარ სცემენ პატივს, ის გაკახპებულია, მას დაუკარგეს თავდაპირველი სილამაზე.

    სენსუალობა აღარაა წყვილის უნტიმურობა, ის კომერსანტის იარაღია.

     სხეულის საჯაროდ გამოფენა სპობს და კლავს სირცხვილის და მოკრძალების ცნებას და გრძნობას.

და ასეთი რამეებით მუდამ გაღიზიანებულ-გამხეცებული არსება ან დაავადდება ან გააუპატიურებს არც ისე ბნელ მოსახვევში პირველივე შემხვედრს.

 

    ასეთი რეკლამა ამკვიდრებს სტანდარტიზებულ, ნორმალიზებულ სილამაზეს. მკვიდრდება ასე ვთქვათ ქალურობის ერთადერთი ნორმა.

  მეტიც, ამ ნორმას     ბაძავენ პატარა გოგოები.

   ჩვენი საზოგადოების ჰიპერსექსუალიზაცია დიდს და პატარას  უბიძგებს უადგილო ადგილას და ყველას დასანახად გატიტვლებისგენ.

 

გაჩნდა  «პატარა ლოლიტას » ფენომენი. პატარა გოგონები ბაძავენ მათი ვარსკვლავების //Britney Spears, , Alizée…// გარეგნობას // ამ უკანასკნელების მისაბაძი მოდელი კი ხშირად ჟურნალ « პლეიბოიშია » ნანახი//.

 

,მერე ასეთ გოგონებს ტელევიზიით გამოფენენ, მათ ყურადღებას მიაქცევენ პედოფილები და ამას აქვს თავისი შდეგები…

 

    ამან წაშალა საზღვრები პირადსა და საჯაროს შორის, რასაც დაემატა ის რომ მშობლები აღარ არიან თავისი შვილების აღმზრდელები.

კერძო სფეროს გულში, სექსუალობაში იჭრებიან სხვადასხვა ინსტიტუტები.

 

  მაგალითად ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი Planning Familial ლიცეუმების მოწაფეთა ყურადღებას აფიქსირებს აყვავებულ-გაფურჩქნულ სექსუალობაზე და ყველაფერთან ერთად  სხვისგან, ავადმყოფი პარტნიორისგან თავდაცვის აუცილებლობაზე და საბოლოო ანგარიშით აშინებს, განაწყობს სექსის წინააღმდეგ. თან სექსის პროპაგანდა და თან დაშინება სექსუალური გზით გადამდები ავადმყოფობებით არყევს ბავშვების და არა მარტო ბავშვების  ფსიქიურ ჯანმრთელობას. არადა ეს ავადმყოფობები მართლაც საშიშია….

 

    სექსუალური ემანსიპაცია უბიძგებს ტოტალური სექსუალური თავისუფლებისკენ.  მაგრამ ის არ ასწავლის პასუხისმგებლობას ტოტალური სექსუალური თავისუფლების //ანუ აღვირახსნილობის// შედეგებზე. ის ჭედავს ინდივიდს გარედან ჩაგონებულ სექსუალობაში.

    და ხდება ხოლმე ისე რომ ადამიანები აღარ ენდობიან სხვა სქესის წარმომადგენელს.

    გარემო გადაჭედილია მარტო ბილოგიურ,ფიზიკურ, ჟინიან აქტზე დაყვანილი სექსუალობის იდეით.

 

ამის პირველი მსხვერპლები არიან დაახლოებით 14-15 წლის ბავშვები რომლებისთვისაც სექსუალობა გადააქციეს უბრალოდ უფრო ფიზიკურ ექსპერიმენტად.

  უმანკოების, უბიწოების თავშეკავების იდეები გამოაცხადეს სასაცილო მავნე არქაიზმებად და მოსპეს.

პირველი სექსუალური აქტი ხშირად  ცხადდება მავნე არქაული რელიგიური იდეების დამარცხებად და გმირულ აქტად.

 

სიყვარული დაყვანილია ჰორმონების თამაშით განპირობებულ სექსუალობაზე და, პირველყოფილ ინსტინქტებზე პასუხზე და ადამიანური სიყვარულის უმაღლესი სფერო დაკეტვის პირასაა.

 

   პრეზერვატივის, აბის და ა.შ. გამოყენების ქადაგება ნიშნავს სექსუალობის მოთვინიერების ქადაგებას, მაგარამ ამ ქადაგებას ჰიპერსექსუალიზებულ საზოგადოებაში აქვს ავადმყოფი ფესვები.  ნამდვილი ძალა არის სხეულზე ბატონობა ადამიანობის მთლიანობის სიყვარული აგაპე  და არა ინსტინქტების აშვება და მათ აყოლა….

 

.

 

სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი. რაღა დროს ერი,საზოგადოება,სამშობლო,რელიგია და მსგავსი რაღაცეებია.

« ჩემს ტვინს და სხეულს უნდა მარტო სექსი,ნარკოტიკები და როკენროლი, ესენი მართლაც ძალიან კარგია. »

 

Sex and drugs and rock and roll
Is all my brain and body need
Sex and drugs and rock and roll
Are very good indeed

ამას ღრიალებდა მსმენელებით გადაჭედილ დარბაზებში  ინგლისელი მომღერალი Ian Dury, რომელმსც ეს სიმღერა დაწერა 1977 წელს. სიმღერას ერქვა « Sex & Drugs & Rock & Roll » და ის შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელი პლანეტარული მასების ჰიმნად. მათი ელიტები კი წითელი არმიის ტანკით ანგრევენ თბილისს და ყველგან აწყობენ ყველაფრის მნგრეველ პერესტროიკებს.

ეს სიმღერა აღწერს 1970-ანი წლების როკერების ცხოვრებას.

 

 მაგრამ არის  ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ჰერალ;იტეს მიერ აღმოჩენილი და გერმანელი ფილოსოფოსი-ფსიქოლოგ-ფსიქიატრ-ფსიქოანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგის მიერ განვითარებული ენანტიოდრომიის პრინციპი.

 

 

 

ენანტიოდრომია  ჰერაკლიტეს თქმით არის პრინციპი რომლის თანახმადაც ყველაფერი შეიცვლება მის საწინააღმდეგო რამედ.

კარლ გუსტავ იუნგის თანახმად  მეტისმეტად ძლიერი სწრაფვა და მოვლენა აუცილებლად შეიცვლება თავის საწინააღმდეგო რამით და როდესაც ძალიან გინდა რაღაცა მზად უნდა იყო სასურველის საწინააღმდეგო რამის შესახვედრად.

 

   ხოდა აი ამ ღრმა მოაზროვნეების აზრის დასტურად საზოგადოების ჰიპერსექსუალიზაციამ და გაბატონებულმა ურცხვობამ გააჩინა ასექსუალობის ფენომენი.

 

 

ასექსუალობა

 

http://http://www.dailymail.co.uk/news/article-2190693/The-fourth-sexual-orientation-One-cent-population-considers-asexual.html

 

Friday, Jul 8th 2016

 

მეოთხე სექსუალური ორიენტაცია, მსოფლიოს მოსახლეობის ერთი პროცენტი თავს თვლის ასექსუალად.

 

მოწინავე აკადემიკოსი გვეუბნება რომ ჩვენი კულტურის სექსუალიზაციამ საკმაოდ ბევრი ადამიანი უკვე ბავშვობიდან  გადააქცია ასექსუალად, არსებად რომელსაც არ იზიდავს ფიზიკურად საწინააღმდეგო სექსი.

By Daily Mail Reporter

 

 

 

მეოთხე ორიენტაცია:

    ექსპერტების აზრით 70 მილიონზე მეტ ადამიანს არ იზიდავს ფიზიკურად საწინააღმდეგო სქესის  ადამიანი.

   წიგნი გვეუბნება რომ ასექსუალთა რაოდენობა იმდენად იზრდება რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს მეოთხე ორიენტაციად.

   პროფესორი  Anthony Bogaert ამბობს რომ ასექსუალები არ არიან სათანადოდ შესწავლილი და ისინი თავს გრძნობენ მეტისმეტად სექსუალიზებული კულტურიდან განდევნილებად….

 


Read more: http://www.dailymail.co.uk/news/article-2190693/The-fourth-sexual-orientation-One-cent-population-considers-asexual.html#ixzz4Dpa0MItg
Follow us:
@MailOnline on Twitter | DailyMail on Facebook

 

 

 

 

http://www.independent.co.uk/life-style/love-sex/asexuality-when-life-isnt-all-about-sex-10371135.html

 

 

ასექსუალობა

ბერ-მონაზვნები კი არა, უბრალოდ ასექსუალები

 

გამოკვლევის თანახმად  მოსახლეობის 1 პროცენტი// უფრო ქალები ვიდრე მამაკაცები// ასექსუალები არიან, მაგრამ ხალხის უმრავლესობა მათ უფრო ცუდად უყურებს ვიდრე სხვა სექსუალურ უმცირესობებს და წარსულში ასექსუალობა ითვლებოდა « სექსუალურ უწესრიგობად »

 

 

 

 

 

 

 

http://www.bbc.com/news/magazine-33911943

 

ვინ,რა, რატომ და რა არის ასექსუალობა?  Who, What, Why: What is asexuality?

Who, What, Why The Magazine answers the questions behind the news

  • 14 August 2015
  • From the section Magazine

 

ასექსუალებს არ იზიდავს ფიზიკურად საწინააღმდეგო სქესის ადამიანი. ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია- ის არაა არჩევანი დაუქორწინებლობის მსგავსად.

   ასექსუალთა  რაოდენობა იზრდება 2000-იანი წლების დასაწყისიდან,  მათ შქმნეს ჯგუფები და საიტები.

 

   ფიქრობენ რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 1 პროცენტი თავს თვლის ასექსუალად. მაგრამ კვლევები დღემდე ცოტაა როგორც ამბობს გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი Matt Dawson.

ასექსუალობის აქტივისტმა და იორკის უნივერსიტეტის სტუდენტმა George Norman-მა  თქვა რომ ასექსუალებს აქვთ რომანტიული ურთიერთობები.

მნიშვნელოვანია იმის გაგება რომ სექსი და რომანტიული ახლობლობა არაა აუცილებლად ერთი და იგივე რამე,” ამბობს ის.

 

  სექსი შიძლება განსხვავდებოდეს ადამიანთა ახლო რომანტიული ურთიერთობისგან.”

Dawson-ის და მისი კოლეგების თქმით არიან ისეთი ასექსუალებიც რომლებსაც ჰქონიათ ინტიმური ურთიერთობები მაგრამ მხოლოდ იმიტომ მათი აზრით ეს კარგია ურთიერთობებისთვის ან უბრალოდ იმიტომ რომ გაეგოთ თუ რა არის ეს….

 

   ასეა  თუ ისე ნერონის და კალიგულას რომმა შეაზიზღა ბევრ ადამიანს ჰედონიზმი და ბიძგი მისცა ქრისტიანულ ბერობას, დანტეს, რუსთაველის, წმინდა ფრანჩესკო ასიზელის, დავით აღმაშენებლის, პარიზის ღვთშმშობლის ტაძრის, ულამაზესი ევროპული კათედრალების მშენებელთა კულტურას.

 

   ამას წინ კიევში გაწვრთნილი ფიმენის გომბიოთა ბანდის ერთ-ერთმა მდედრმა მოშარდა შუა პარიზში მდგარი მადლენის ეკლესიის საკურთხეველზე.

   იმედია რომ ამოქმედდება ჰერაკლიტეს და კარლ გუსტავ იუნგის მიერ აღწერილი მექანიზმი და ნერონის ხანაზე მეტად თუ არა არანაკლებად საზიზღარი დღევანდელობა ბიძგს მისცემს ახალი და უფრო მშვენიერი შუა საუკუნეების გაჩენას. დაილოცეთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s