სამყაროს სიძულვილი-2

chantal delsol haine monde

ადამიანის გატუტუცება-პრომეთეიზმის წამალია მოკრძალება, თავმდაბლობა, თავშეკავება.

 

 

სამყაროს სიძულვილი-2

 

http://www.causeur.fr/delsol-au-bal-des-hypocrites-38006.html

 

კიდევ შანტა დელსო,

 

გავიხსენოთ რომ არის 1947 წლის 16 აპრილს პარიზში დაბადებული ფილოსოფოსი, პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი და ფრანგი მწერალი  იგივე შანტა მიო-დელსო // Chantal Delsol ou Chantal Millon-Delsol//. მან 1993 წელს დააარსა ჰანნა არენდის ინსტიტუტი. ის 2007 წელს გახდა მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ის არ მალავს რომ არის ქრისტიანი, კათოლიკე. შანტა დელსოს მთავარი იდეები მომდინარეობენ ლიბერალიზმიდან, ფედერალიზმიდან, თავისებურების პრინციპზე დაფუძნებული სუბსიდიარობის პრინციპიდან.

Chantal Delsol ასევე არის გაზეთი Le Figaro-ს და ჟურნალი Valeurs actuelles-ის ჟურნალისტი, გამომცემლობა

 La Table Ronde-ს კოლექციის ხელმძღვანელი.

 

   დელსო ორპირ პირმოთნეთა მეჯლისზე

 

  თანამედროვე პრომეთეიზმის წამალია თავშეკავების სულისკვეთება, Caen-ის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორი Christophe Boutin, 2016 წლის 01 მაისი

 

  თავის ბოლო ნაშრომში « სამყაროს სიძულვილი » შანტა დელსო უტევს თანამედროვეობის უკანა, ნაკლებად ხილულ მხარეს. ვინაიდან ჩვენი პოსტქრისტიანული საზოგადოებები განთავისფლდნენ ძველი ბატონებისგან მაგრამ ჩაცვივდნენ ეგალიტარიზმის და სოციალური კონფორმიზმის ხაფანგში.

 

 ფილოსოფოსი შანტა დელსო თავის ბოლო ნაშრომში გვიჩვენებს რომ ტოტალიტარული გემოს მქონე პოსტმოდერნულ ხანაში // post-modernité//  ახალი თანამედროვე დემიურგები ცდილობენ  მათი შეხედულებების დაძალებას სხვებისთვის მაშინ როდესაც, პირიქით, საჭიროა ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს პატივისცემა, მოკრძალებულ მებაღეთა თავშეკავება და დღევანდელი ჰუბრის-უზომობისგან თავის შორს დაჭერა.

 

შანტა დელსო გვეუბნება რომ პრომეთეული მითი, რომელიც ჩანდა კომუნისტურ და ნაციონალ-სოციალისტურ ტოტალიტარიზმებში,რომლებსაც უნდოდათ ახალი ადამიანის, აუცილებლად სრულყოფილი პროლეტარის თუ არიელის შექმნა, დღეს დაბრუნდა როგორც ტრანსჰუმანიზმი //პოსტჰუმანიზმი//

// transhumanisme, რომლისთვისაც ადამიანი უნდა იყოს თვითონ ადამიანის და არა ღმერთის ქმნილება.

 

ტოტალიტარული დასავლეთი?

 

    შეიძლება თუ არა ითქვას რომ ჩვენი სამყარო ტოტალიტარულია?

 

  დელსო შეგვახსენებს კომუნისტური აღმოსავლეთიდან მოსული მწერლების, ალექასანდრე სოლჟენიცინის თუ ვაცლავ ჰაველის გაოცებას. მათ სჯეროდათ რომ შეცვლიდნენ ცხოვრებას, მაგრამ აღმოაჩინეს რომ ნამდვილი თავისუფლება არაა აქ ისევე როგორც იქ საიდანაც წამოვიდნენ.

 

მაგრამ ფილოსოფოსი შანტალ დელსოსთვის, რომელიც აქ იმეორებს Arendt-ის მიდგომებს, ტოტალიტარიზმი ხელისუფლებაზე მონოპოლიას აუცილებლად უმატებს ტერორს.

თანამედროვე ხელისუფლების ცენტრში კი ტერორი არ უნდა იყოს. დღეს, რა თქმა უნდა, არსებობს ზეწოლები და შანტაჟი, მაგრამ ტერორი და ფიზიკური ძალადობა აღარაა.

ეს ასეა, მაგრამ განა მარტო სახელმწიფოს ფიზიკურ ძალადობას უნდა გავუწიოთ ანგარიში?

    ჩვენს ქუჩებში სულ უფრო და უფრო იგრძნობა ფიზიკური დაუცველობა თუ კი არ ვილაპარაკოთ მის პაროქსიზმულ გამოხატულება ტერორიზმზე.

   და ჩვენ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ მათ მოსახლეობათა გაკონტროლება და შებოჭვა ან ამ კონტროლის და შებოჭვის გაძლიერება?

  შორს ვართ თუ არა ტოტალიტარიზმისგან?   დებატი გრძელდება.

 

   საზოგადოება საზოგადოების გარეშე.

 

             დღეს ინდივიდებს გაუჩნდათ// თუ გაუჩინეს// მათი საზოგადოებებისგან და მათი კულტურებისგან განთავისუფლების სურვილი, შანტა დელსოს აზრით ესაა საყოველთაო ფენომენი, უნივერსალური, საყოველთაო სწრაფვა: ყველა ქვეყანაში, ყველა ტრადიციულ საზოგადოებაში ჩნდება მსგავსი მოვლენები.

   ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნდა იყოს ის რომ ადამიანი ბუნებრივად მიდრეკილია სიიოლისკენ და ის ირჩევს საზოგადოებას რომელიც მას გაანთავისუფლებს მოვალეობებისგან და  მისცემს ყველა, თუნდაც ყველაზე მცდარი ხუშტურების დაკმაყოფილების საშუალებას თუნდაც მისი მშობელი და მფარველი საზოგადოების ჯინაზე.

   შანტა დელსო გვეუბნება რომ ეს პროცესი ითრევს იმათაც ვისაც უნდათ თავისი ფესვების მონახვა:

 

 « უნდათ ნახვა დაკარგული კავშირისა, მაგრამ ჩვევისა და სიყვარულის გარეშე. უნდათ ერთგვარი საზოგადოება საზოგადოების გარეშე».

    დასავლურმა სამყარომ განმანთავისუფლებელი სწრაფვა პირველმა განიცადა იუდაიზმის და ქრისტიანობის წყალობით.

დელსოს თქმით მარტო იუდაიზმში და ქრისტიანობაშია « შხამიც და ამ შხამის წამალიც » .

 

   ,მარტო იუდაიზმი და ქრისტიანობა იძლევა ინდივიდის ემანსპაციის და ამ ემანსიპაციის მართვის საშუალებას.

    შანტა დელსო ამავე დროს გვეუბნება რომ ტოტალიტარიზმშიც და თანამედროვე საზოგადოებებშიც გამოვლენილი გადაგვარებული პრომეთეიზმი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ პოსტქრისტიანულ საზოგადოებებში// ანუ იქ სადაც ქრისტიანობას მაგრად დრუზეს თავში//…

   ცნობილია რომ საზოგადოება, სხვათა მზერა, ერთგვარად ზღუდავს და ბოჭავს ინდივიდებს.

შანტა დელსო ძალიან ფაქიზად აანალიზებს ამ საზოგადოებრივი შებოჭილების გადაყირავებას.

 

   დღევანდელ შემზღუდველ-შემბოჭველ ნორმად იქცა ღირებულებათა არარსებობის აფიშირება და არა დაძალებული ღირებულება. :

 

    ყველას ჩაუჭედეს თავში რომ,მაგალითად, ჰომოსექსუალობა ნორმალური რამაა და  არა გადაგვარება და ვეღარავინ ბედავს საწინააღმდეგო რამის თქმას. კიევში გაწვრთნილი ფიმენის გომბიოების შიშით პარიზის, სტრასბურგის და კიოლნის ეკლესიებში, ვატიკანში წირვაც ვეღარ ჩაუტარებიათ და ეს ითვლება თავისუფალი ფემინისტური დემოკრატიის გმირობად და არა ტერორად და არამზადობად.

 თქვეს რომ უადგილო ადგილაც საჯაროდ ტიტველა სირბილიც და უწესობაც არის ინდივიდუალური თავისუფლების გამოხატულება და ამდენად  წესიერებაა და არა უწესობა.

    ბრიტანელებმა აუქციონზე გაყიდეს თავისი დედოფლის ნიფხავი და ვერავინ აღშფოთდა. ვიღაცამ შეიძლება დააარსოს ამ ნიფხვის თაყვანისმცემელთა სექტა და ეს გამოცხადდება რელიგიური თავისუფლების გამოხატულებად.

 

http://www.gentside.com/vente/une-culotte-de-la-reine-elizabeth-ii-vendue-aux-encheres_art17979.html

 

 

14.05.2012

იყიდება ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორის ნიფხავი. ის 40 წელი ეკუთვნოდა ერთ კაცს.

ამ კაცს ერქვა “Baron” Jesph de Bicske Dobronyi, მაგრამ ის უფრო ცნობილი იყო სახელით Sepy.

ის ამბობდა რომ  უყურადღებო დედოფალს თავისი ნიფხავი დაავიწყდა 1968 წელს ჩილიში მოგზაურობის დროს. და ეს ნიფხავი მას მისცა ამხანაგმა.

კაცი გარდაიცვალა,  დედოფლის ინიციალებით და სამეფო გვირგვინით მოქარგული ნიფხავი კი გაიყიდება და გამყიდველს აქვს იმედი რომ მასში მიიღებს 9 ათას დოლარს, ანუ 6500 ევროზე მეტს.


—————————————————————-

 

 

 

     ყველაფერი ეს არის უფესვო და უნიადაგო ფსევდოელიტის პროდუქცია და არა სოციალური ჯგუფის საზოგადოებრივი აზრი.

 

ბარბაროსული სიტყვები საფუძველს უქმნიან მომავალ ბარბაროსობებს.

 

მაგრამ წყლის გადასხმასთან ერთად არ გადავაგდოთ ბავშვიც.

 

თუ გავიხსენებთ კომუნისტური რეჟიმის მასხრად ამგდებ საბჭოთა ანეგდოტებს მივხვდებით რომ მასხრობა რჩება ყველა ტოტალიტარიზმების დროსაც.

მასხრად აიგდებენ ცინიკური,ნიჰილისტური და ჰედონისტური დღევანდელობის საკრალურ ძროხებსაც.

მასხრობა იძლევა ცინიკოსი ნიჰილისტების მიერ გავრცელებული იდეებისგან  თავის შორს დაჭერის საშუალებას.

იქნება უკვე გაბატონებული კონტრ-კულტურის კონტრ-კულტურაც.

 

დღევანდელი ცინიკოსები ვითომ მკითხველის დაცვის მიზნით გმობენ და ლანძღავენ Céline-ს, მაგრამ განადიდებენ და ხოტბას ასხავენ მარკიზ დე სადს.

 

ნაციზმის დროიდან კარგად ვიცით რომ ბარბაროსული სიტყვები საფუძველს უქმნიან მომავალ ბარბაროსობებს, წერს შანტა დელსო.

მაგრამ Céline-ს წაკითხვის საშუალება რომ იყოს უნდა დავუშვათ მარკიზ დე სადის წაკითხვაც.

ჯონ სტიუარტ მილი გვეუბნება რომ სახელმწიფოს შეუძლია დასჯა ქმედებებისთვის და არა შეხედულებებისთვის ვინაიდან აზრის გამოხატვას  არ მოყვება აუცილებლად საშიში ქმედება ვინაიდან ადამიანები შეიძლება სხვადასხვანაირები იყვნენ და სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს გარემოებებიც.

 

დღევანდელი ორპირობის უკან არის დემიურგული პროექტი.

 

შანტა დელსო გვეუბნება რომ ნაციზმს დღეს გააფთრებით ლანძღავენ  იმიტომ რომ ნაციზმი არის  მეობაში, ამ შემთხვევაში რასიულში, სამშობლოში თუნდაც მახინჯად მაგრამ მაინც ფესვგადგმის პროექტი.

  ნაციზმზე არანაკლებად მხეცური ბოლშვიზმ-კომუნიზმი არაა გააფთრებული ლანძღვა-გინების ობიექტი // დღესაც უამრავი ტროცკისტია და ნიუ იორკშიც დღესაც დგას ლენინის კერპი//.

შანტა დელსოს აზრით უტოპია დღემდე ითვლება კარგ რამედ და ამიტომ არ ამბობენ რომ გააფთრებით ნალანძღი ნაციზმიც უტოპიური პროექტი იყო.

 

დღევანდელ ბუნდოვან ტოტალიტარიზმში ერთმანეთს ერევიან პოლიტიკოსები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ასოციაციები, უბრალოდ გართობის მოყვარულები.

ყველაფერი ეს ართულებს ფენომენის გაცნობიერებას, რაც აუცილებელია წინააღმდეგობის ორგანიზაციისთვის.

ოპოზიციის გაჩენა შეიძლება მაშინ როდესაც ბუნდოვანი ტოტალიტარიზმი უშვებს შეცდომას, მაგალითად როდესაც ხდება მისი კრისტალიზაცია  ევროპულ ინსტიტუტებში და ბიუროკრატიაში.

 

მაგრამ შუალედური ჯგუფების და პირველ რიგში ოჯახის დაპროგრამებული გაქრობა  ინდივიდს ტოვებს სიცარიელის, უარესი, სამყაროს დამახინჯებული სურათის მაჩვენებელი, მისი გამომადებილებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პირისპირ.

სიცარიელის ღრიალი შეუძლებელს ხდის ადამიანობის გამოხატვას.

შანტა დელსო გვეუბნება რომ  ტოტალური ემანსიპაციის იდეოლოგიის შემოსევამ გააქრო კეთილგონიერება  და აუცილებელია დაკვირვება, ნების და გონების მოკრება. მისი შესანიშნავი წიგნი გვეხმარება ამაში და ბევრი რამის დანახვაში….

 

 

La haine du monde. Totalitarismes et fausse modernité, Chantal Delsol, Ed. du Cerf, 2016.

 

რაღა დროს ქრისტიანობა,იუდაიზმი,ისლამი და ზოროასტრიზმია,  რაღა დროს მარქსიზმ-ლენინიზმ-სტალინიზმ ლიბერალიზმია, მობრძანდა მისი უდიდებულესობა პოსტჰუმანიზმი.

 

ისტორიული და ტრადიციული სამყაროს სიძულვილის ერთ-ერთი პოპულარული და ლამის მოდური ფორმაა პოსტჰუმანიზმი.

 

უფრო სწრაფი, უფრო ძლიერი, კვდება ბევრად უფრო მოხუცი. ის ფეხებს გამოიცვლის როგორც წინდებს, გულს გამოიცვლის როგორც იცვლის პერანგს, მეხსიერებას გამოიცვლის როგორც პიჯაკს.

ასეთები შეიძლება იყოთ თქვენ, ასეთები შეიძლება ვიყოთ ჩვენ. პოსტჰუმანიზმი გაგვზრდის და გაგვაძლიერებს, ჩვენს სხეულებს გამოაქანდაკებს და გააუმჯობესებს ბიოტექნოლოგიებით და ნანოტექნოლოგიებით.

 

გილგამეშიდან ჰოლემის მითამდე და ოლიმპოს ღმერთების ამბროსიამდე თუ ჰომუნკულუსამდე ადამიანები ოცნებობდნენ უკვდავებაზე და ყოვლის შემძლეობაზე და პოსტჰუმანიზმი გვპირდება ამას.

საერთაშორისო მოძრაობად ქცეული პოსტჰუმანიზმი მიზნად ისახავს ადამიანის არსის და არასებობის არნახულად და წარმოუდგენლად გაუმჯობესებას.

 

ყველაფერ ამას გვპირდება კალიფორნიაში დაწყებული მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია.

 

დაზიანებულ და ავადმყოფ ნაკვთებს და ორგანოებს ცვლიან ხელოვნური და ბიონიკური ნაკვთებით და ორგანოებით.  იმპლანტებით და ა.შ. ხდება ადამიანის თანდათანობითი რობოტიზაცია.

  უახლესი ტექნოლოგია გვპირდება  ფიზიკური ტკივილების და ფსიქიური ტანჯვის, მავნე ჩვევების, დეპრესიის გაქრობას.

 

   გაძლიერებულ ნახევრადრობოტ ჰუმანოიდად გადაქცეული ადამიანის მკვეთრად გაძლიერებული ტვინი დემატერიალიზებული იქნება.

პოსტჰუმანისტები უკვე მიზნად ისახავენ უახლესი ტექნოლოგიებით სიკვდილის დამარცხებას და უკვდავების მიღწევას.

 

    რას გვიქვია ღმერთიო და პოსტჰუმანისტები აცხადებენ რომ თვითონ ადამიანია ღმერთი და ის გამოძერწავს საკუთარ თავს როგორც ღმერთი ღმერთს.

 

მოკლედ მდიდრები გადაიქცევიან ტექნოლოგიზებულ უჟანგავ ზეძლიერ ბიორობოტ ჰუმანოიდებად და ნორმალურ ადამიანებს შეხედავენ ისე როგორც დღევანდელი კრეტინები უყურებენ გორილას და მაკაკას.

 

მაგარი პერსპექტივაა, გაუძელით.

ამის და მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში   Le Monde des religions-ის საგანგებო ნომერში Apocalypse d’hier à demain // რელიგიების სამყარო, გუშინდელი და ხვალინდელი აპოკალიფსი// და უამრავ სხვა პუბლიკაციაში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s