ბოროტება და ტანჯვა 2

                     Afficher l'image d'origine

 

 

2.

ვროპული ბიბლიოთეკა, ბოროტება და ტანჯვა, Dominique Morin, Le mal et la souffrance,1993.

 

     ბოროტება და ტანჯვა, ქრისტიანი საიდუმლოს პირისპირ

 

ადამიანის თავისუფლების საიდუმლო

 

 ადამიანი უმეცრების, გაავების გამო ხშირად  იქცევა გაუაზრებლად, გაუფრთხილებლად, სულელურად,  ეგოისტურად, შურისძიების წყურვილით  ატანილი… ამიტომ ისაა პასუხისმგებელი ბოროტებაზე რომელსაც მიაქვს მსოფლიო.

სიმთვრალე, სისულელე,დაუფიქრებლობა, წინდაუხედაობა, მოუთოკავი ჟინი, ჯავრი, ეგოიზმი, გაბოროტება და ა.შ. არის ავტოავარიების, ომების, შიმშილის, მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანის სიკვდილის, უმუშევრობის და სიბეჩავის, ჩვენს ირგვლივ ამდენი ხალხის უბედურების და მარტოობის მიზეზი.

   აქედან გამომდინარე გასაგებია ღმერთის « უძლურება ».

   ღმერთმა სიყვარულით და პატივისცემით შექმნა თავისუფალი ადამიანი და მისცა მას ამ თავისუფლების აუთარი ნების შესაბამისად, თავისუფლად გამოყენების საშუალება.

ღმერთი ამ თვალსაზრისით არ ერევა ადამიანთა საქმეებში, თუმცა უაღრესად ყურადღებიანია იმიტომ რომ უყვარს მის მიერ შექმნილი ადამიანი როგორც მამას. ისაა თავისი შვილების თავისუფლების პატივისმცემელი მამა.

   ამიტომ ის უძლურია თვითონ ადამიანების მიერ ჩადენილი და გაჩენილი ბოროტების წინაშე.

ლაპარაკია იმაზე რასაც უბრალოდ შეიძლება დავარქვათ სიყვარულის ყოვლისშემძლეობა.

იესოს ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ ეს ყოვლიშშემძლეობა არაა ისეთი როგორც შეიძლება გავიგოთ სპონტანურად.

იესოს ღმერთი არაა ჯადოსანი ან ზეადამიანი რომელიც მარტო თვითონ  აგვარებს ადამიანთა ყველა პრობლემას ამ ადამიანთა სასიკეთოდ.

   ღმერთი სიყვარულის ღმერთია და არა ტირანი.

   ეს ღმერთი უსასრულოდ სცემს პატივს ადამიანებს და მათ თავისუფლებას.  ამ ღმერთის ყოვლისშემძლეობა არის სიყვარული.

 

                   პირველსაწყისი, თავდაპირველი ცოდვა

 

            

   მაგრამ ის რომ ადამიანია მნიშვნელოვანწილად პასუხისმგებელი ამქვეყნად არსებულ ბოროტებაზე არ ხსნის ყველაფერს.

   ადამიანის ბოროტებას, უმეცრებას, სისულელეს, სილაჩრეს ვერაფერი გაამართლებს, მაგრამ მასში არის რაღაც ბნელი ძალა რომელიც უბიძგებს მას ბოროტების ჩადენისკენ

   ადამიანში ფესვგადგმულია ბოროტების ჩადენის უნარი და ნება. ამის ასახსნელად ლაპარაკობენ თეოლოგები პირველსაწყის, თავდაპირველ ცოდვაზე.

 

             ყოველ ადამიანს აქვს ბოროტების ჩადენის უნარი.

    არის სატანა რომელიც ბლიურ კულტურაში თავიდან ღმერთის ნებართვის სცდიდა ადამიანს, მის ღვთისმოსაობას და რწმენის სიმტკიცეს.  ის ჩანს შესაქმის წიგნშიც და, განსაკუთრებით, იობის წიგნში.

   შემდეგ ის წარმოიდგინეს  შემოქმედი ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებულ, ღმერთთან მებრძოლ ქედმაღალ ანგელოზად   რომელიც ღმერთის საყვარელ ქმნილება ადამიანს უბიძგებს ბოროტების ჩადენისკენ.

 

              რატომ არ ერევა ღმერთი ?

   ღმერთს თავიდანვე უნდა სცოდნოდა რომ თავის თავში ბნელი ძალის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ ბოროტების ჩადენა და უამრავი ხალხის გაუბედურება.

   მაშ რატომ შექმნა ღმერთმა ასეთი საშიში ადამიანი ?

      ან, სულ მცირე, რატომ არ ასწავლის ღმერთი პირდაპირ ადამიანს თავისუფლების სწორად გამოყენებას.  ?

რატომ არ აყენებს ი ადამიანს სწორ გზაზე და რატომ არ ასწორებს ან არბილებს მის საშინელ ქმედებებს ?

  ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მოძალადის თავისუფლების პატივისცემელი ღმერთი თვითონაა პასუხისმგებელი მოძალადის მიერ ჩადენილ დანაშაულზე იმიტომ რომ ის არ დაეხმარა მსხვერპლს.

 

                              თავისუფლება ბოლომდე

  ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მარტო ღმერთს.  ჩვენ კი დავფიქრდეთ.

   ღმერთს ვადარებთ მამას. ადამიანებმა დანამდვილებით  იციან რომ ადამიანს ამქვეყნად გაჩენიდანვე ელის ხანდახან დრამატული შეჯახება ბოროტებასთან, ტანჯვასთან, სიკვდილთან.

იციან და აჩენენ ბავშვებს რომლებსაც გაჩენიდანვე ელით ხანდახან დრამატული შეჯახება ბოროტებასთან, ტანჯვასთან, სიკვდილთან.

 

   ამას გარდა დღეს სულ უფრო და უფრო მეტი მოაზროვნე ფიქრობს რომ  ღმერთმა არ იცის ჩვენი პირადი თუ კოლექტიური მომავალი.

    თუ ეს ასეა შეიძლება ითქვას რომ  ადამიანის შექმნისას ღმერთმა არ იცოდა რომ მისი ქმნილების ისტორია იქნებოდა ბოროტებათა და სიბეჩავეთა ხანგრძივი ისტორია და ამიტომ მას ვერ მოვთხოვთ პასუხს.

  შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ რომ  ღმერთი არ ერევა ადამიანთა ცხოვრებაში იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად ბოლომდე სცემს პატივს ადამიანთა. თავისუფლებას.

   ღმერთმა შექმნა თავისუფალი ადამიანი და მას უნდა რომ ადამიანი ყველაფრის მიუხედავად თავისუფალი დარჩეს.

 

                        მაგრამ არის ე.წ. ეგზისტენციალური ბოროტება და მისი საიდუმლოც

 

 ადამიანი ევოლუციის განმცდელი არსებაა. არადა ევოლუცია გულისხმობს რისკ-ხიფათებს და ხანდახან ტანჯვას.

   ჩვენ გამოცდილებით ვიცით რომ ადამიანის მთელ ცხოვრებას თან ახლავს  ტკივილის გარკვეული ფორმა.

  თავიდან ადამიანი ძალიან კარგად გრძნობდა თავს დედის მუცელში. მაგრამ მას მოუხდა იქიდან გამოსვლა რაც არ არის უმტკივნეულო პროცესი, მას თან ახლავს ტანჯვაც.  შემდეგ ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა მშობლიურ ოჯახში, მაგრამ მას იქიდანაც მოუხდა წასვლა სკოლაში ან სრულწლოვანთა საზოგადოებაში. არც ეს ყოფილა იოლი და უმტკივნეულო პროცესი. არც ეს ყოფილა ტანჯვის გარეშე.

ადამიანის მთელი ცხოვრება არის მეტ-ნაკლებად მტკივნეულ განშორებათა ჯაჭვი.

კითხვები ჩნდება მაშინაც როდესაც ვუფიქრდებით მიწისძვრებთან და მსგავს კატასტროფებთან დაკავშირებულ ტანჯვას.  რატომაა ეს უბედურებებები და ეპიდემიები რომლებმაც საუკუნეთა მანძილზე  ხშირად საშინელ პირობებში გაჟლიტეს მთელი მოსახლეობებს და რატომაა შიდსი ?

 

     ზოგ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი შეიძლება იყოს თვითონ ადამიანი.

ადამიანი შიძლება მოერიდოს სახიფათო ზონებს, იცავდეს ჰიგიენას და იყოს თავშეკავებული, რაც შეზღუდავს დაავადების ალბათობას, შეიძლება სამედიცინო და სხვა ტექნიკის განვითარება, მაგრამ ყველა საფრთხის მოსპობა შეუძლებელია.

 

  ქრისტიანებისთვის მისაბაძი მაგალითია ქრისტე და არა  ტანკით თბილისის მნგრეველი  პროფესორი

 

ძალიან ძნელია იმის გაგება და ახსნა თუ რატომ უნდა და რატომ შეუძლია ადამიანს ბოროტების ხანდახან შემზარავი გააფთრებით ჩადენა.

 თავდაპირველი, პირველსაწყისი ცოდვის და სატანას ამბები გვეუბნება რომ ბოროტების ჩადენა და ავკაცობა შეუძლია ყოველ ადამიანს, მაგრამ ის არ გვეუბნება იმას თუ რატომაა ეს ბოროტება ჩვენში და ჩვენს ირგვლივ. შემდეგაც ბევრს ვერაფერს ვიგებთ ამის შესახებ.

   მაგრამ იესო გვეუბნება რომ თეორიული მსჯელობები არაა მთავარი.

იესო სიტყვითაც და ცხოვრებისეული მაგალითითაც გვეუბნება რომ მთავარია არ შევურიგდეთ, არ დავნებდეთ სულერთია რა მიზეზით გაჩენილ ბოროტებას, რომ მთავარია დავეხმაროთ და არსებობა შევუმსუბუქოთ ამ ბოროტების მიერ გატანჯულ ადამიანს. უნდა გიყვარდეს ღმერთი და მის მიერ შექმნილი ადამიანი, აი ესაა მთავარი იესოს სიტყვით.

 

                     ჯვრიდან აღგომამდე

   იესო არ გამოთქვამს იდეებს და თეორების ბოროტების და ტანჯვის საკითხების ასახსნელად.  ის არ გვთავაზობს რაციონალურ ახსნას.

  მისი პასუხი კონკრეტულია. ესაა ბოროტებასთან ბრძოლა ტანკების და დრონების გამოყენების გარეშე და ტანჯვის ატანა.  ბრძოლა ბოროტებასთან და ტანჯვის ატანა, მასთან ბრძოლა  ჯვარზე სიკვდილამდე.

  და, ყველაზე მეტად, მისი პასუხია აღდგომა, ჩვენი აღდგომის ნიშანი და პერსპექტივა.

უნდა  დიდი ტვინის ჭყლეტის და ორატორობის გარეშე მივიღოთ რთული და მტანჯველი რეალობა, დავუპირისპირდეთ ბოროტებას და გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანი.  ესაა ერთადერთი გამოსავალი.

               იესოს ჯვარი, ღმერთის გამოცხადება

წმინდა პავლემ თქვა რომ იესოს ჯვარი არის სკანდალი ებრაელებისთვის და სიგიჟე წარმართებისთვის. მაგრამ მისი მთავარი აზრია ღმერთის გამოცხადება.

  იესოს ჯვარს მოაქვს რწმენა იმისა რომ ღმერთი არის ჩვენს გვერდით.  ღმერთმა შვილთან ერთად გაიზიარა ჩვენი ადამიანური მდგომარეობა  საშინლად ბნელ საზღვრამდე.

მაგრამ თავისი თანადგომით ღმერთი გვეუბნება რომ  იესოს მსგავსად ჩვენც მთელი ძალით უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას და ტანჯვას ჩვენში და ჩვენს ირგვლივ.

 

   მხსნელი,გამომსყიდველი ტანჯვა

    პატრიარქალურ ბიბლიურ ხანაში როდესაც ვინმე გაუფრთხილებლობის გამო ან შემთხვევით  დაკარგავდა ქონებას რომელიც სხვის ხელში  შეიძლებოდა გამოჩენილიყო მხსნელი გამომსყიდველი რომელიც უანგაროდ, სამაგიეროს მოლოდინის და მოთხოვნის გარეშე გამოისყიდდა დაკარგულ ქონებას და დაუბრუნებდა მას მის ძველ პატრონს.  ეს იყო უანგარო აქტი და არა დოყლაპიას დამსახურება.

   გამოხსნის, ცოდვათა გამოსყიდვის იდეა  თავიდან დაკავშირებული იყო დაკარგული ქონების გამოსყიდვის ამ იდეასთან და აქტთან.

  ასე მოხდა რომ ღმერთმა  გამოისყიდა და გაანთავისუფლა ეგვიპტური  მონობიდან  ებრაელი ხალხი ამ ხალხის მხრიდან რაიმე დამსახურების გარეშე.

ალიანსის, კავშირის და განთავისუფლების ეს თემა მუდამ ჩანს ბიბლიაში…

 

   იესო ქრისტემ განაახლა ღმერთის და ადამიანების ეს კავშირი.

  მაცხოვარი ჯვარზე ავიდა ადამიანთა სიყვარულით, იმიტომ რომ მათთვის ეჩვენებინა მათში და მათ ირგვლივ არსებული ბოროტებისგან განთავისუფლების გზა, გამოეხსნა ისინი ცოდვათა ტყვეობიდან.

   ესაა სიყვარულის საიდუმლო და არა გადასახდელი ვალი.

 სიყვარულის გამო უნდოდა იესო ქრისტეს ჩვეულებრივ ადამიანთა გაჭირვების და დარდების გაზიარება.

   ამის გამო მივიდა უყოყმანოდ და ნებაყოფლობით უბრალო ადამიანად ქცეული ძე ღმერთი სიკვდილამდე.

    ის ჩვენსავით დაუპირისპირდა ტანჯვას.

ის ყოველი ჩვენთაგანის მსგავსად დაუპირისპირდა ბოროტებას. მან ყოველი ჩვენთაგანის მსგავსად გადაიტანა ტანჯვა, მარცხის სიმწარე., მან ბევრი ადამიანი ვერ დააჯერა თავის სიმართლეში….

მან ადამიანისავით იგრძნო თავი მიტოვებულად, სთხოვა მამას სიმწარის თავიდან აცილება და დაემორჩილა მამის ნებას. ის გაიტანჯა ფიზიკურად და მორალურად, ის მოერია თავის ადამიანურ სისუსტეებს, მოკვდა და აღდგა.

   ქრისტე მუდამ მოუწოდებს თავის მოწაფეებს და მიმდევრებს მათი საკუთარი ადამიანური სისუსტეების და ნაკლების დაძლევისკენ, გულუხვობისკენ, გულმოწყალებისკენ, გაჭირვებულ ტანჯულებთან თნადგომისკენ, სოლიდარობისკენ.

  სახარებებში ვხედავთ რომ ქრისტე მუდამ კურნავს, ანუგეშებს, აპატიებს და აღადგენს.

მას განსაკუთრებით სძულს უსამართლობა, ტყუილი, ორპირობა-პირფერობა, უსვინდისობა.

მაგრამ ის არ შემოიფარგლება ყველაფერი ამის სიტყვიერი დაგმობით ის აქტიურად ებრძვის ბოროტებას და ტანჯვას, კურნავს ავადმყოფებს, ამხნევებს და ფეხზე აყენებს სუსტებს.

 

   ქრისტიანიც ქრისტეს მსგავსად უნდა დაუპირისპირდეს ბოროტებას და ტანჯვას.  და ამ ბრძოლამ ფესვი უნდა გაიდგას ღმერთის სიყვარულში…

 

             ნაყოფიერი ცხოვრება ბოროტების და ტანჯვის მიუხედავად

  

 

 იცით რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს.

ისიც  იცით რომ მოვიდა ძე ღმერთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში იესო ქრისტეში : ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.//1 იოანე 5,19-20//.

 

პირველმა ქრისტიანებმა დაინახეს რომ ქრისტეს აღდგომას არ მოუსპია ამქვეყნად  დიკვდილი და ტანჯვა.

მისი აღდგომის შუქზე მათ შეიძინეს ახალი მნიშვნელობა, მაგრამ მათი სკანდალური არსებობა გაგრძელდა.

ამით გამოწვეული სასოწარკვეთილების მიუხედავად ქრისტიანს შეიძლება სწამდეს რომ ღმერთი მუდამ არის მის გვერდით.

 

   ადამიანი სამწუხაროდ ვერ ასცდება ბოროტებას, ტკივილს, ტანჯვას, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად მისი ცხოვრება შეიძლება იყოს ნაყოფიერი და სასარგებლო.  ადამიანები უნდა თანაუგრძნობდნენ  და მხარში უდგნენ ერთმანეთს რომ ბოროტებამ და ტანჯვამ ისინი არ გასრისოს.

 

სიცოცხლე დიდი საიდუმლოა და არ გვინდა ბევრი ლაი კაი

 

როცა მაცხოვარი ადამიანთა შორის მსახურობდა, ერთმა რჯულის მცოდნემ ჰკითხა მას: „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“

მათემ ჩაიწერა იესოს პასუხი:

შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

ეს არის პირველი და დიდი მცნება.

და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.1

მარკოზი ასრულებს ჩანაწერს მხსნელის განცხადებით: “ამათზე დიდი მცნება არ არსებობს

 

http://theopedie.com/Que-signifie-l-enigme-du-bon-samaritain.html

 

რას ნიშნავს მოწყალე სამარიტელის გამოცანა ?

 

 ერთხელ  მიადგა იესოს იუდაური მორალის სპეციალისტი  და კითხა თუ ვინაა ის ადამიანი რომელსაც ის უნდა დაეხმაროს რომ მოხვდეს სამოთხეში.

  მან კითხა თუ ვინაა ის მოყვასი რომელსაც მან უნდა გაუწიოს დახმარება.

ცნება მოყვასი იუდეველისთვის ნიშნავდა ადამიანს რომელიც მას უნდა ჩაეთვალა ახლობელად და დახმარების ღირსად.

   სახარება გვეუბნება რომ ეს კითხვა იყო უბრალოდ საბაბი, პროვოკაცია და არა ჭეშმარიტების ძიება.

   კითხვა აღელვებდა რელიგიის სპეციალისტებს :   დახმარების ღირსი მოყვასი არის თვისტომი ერთმორწმუნე ებრაელი თუ უწმინდური არაებრაელი უცხოელიც ?

და იესომ უპასუხა აი ამ არაკით:

 

 

მიუგო იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალმკვდარი მიატოვეს და წავიდნენ. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და მეორე მხარეს გადავიდა. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მეორე მხარეს გადავიდა. ხოლო შემდეგ ვიღაც გზად მიმავალმა სამარიტელმა გამოიარა, დაინახა და შეიბრალა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის სახედარზე, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.’

 

    იგავის ბოლოს კითხვა აღარაა თუ ვინაა მოყვასი. კითხვა არის თუ ვისთან ვარ ახლოს.  ესაა უბრალოდ კეთილგონიერება.  ახლოს უნდა იყო იმასთან ვისაც უჭირს, ვისაც სჭირდება დახმარება და არა მარტო თანამემამულეებთან და  ნათესავ ძმაბიჭ-დაქალებთან.

 

   იესოსთვის თანაგრძნობა და გულმოწყალება-თანადგომა რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა //ორიდან//.

 

    მაგრამ იგავი სხვა რამეზეც ლაპარაკობს :

 

  ღვთისმსახური და ლევიანი // ლევიანები იყვნენ ლევის შთამომავლები რომლებიც ემსახურებოდნენ ღვთისმსახურებს//  იერუსალიმში ალბათ მიდიოდნენ ტაძარში მსხვერპლის შესაწირად. არადა მათ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი იყვნენ რიტუალური სიწმინდის მდგომარეობაში.  სისხლის თუ ადამიანის გვამის შეხება მათ უწმინდურს გახდიდა და ისინი ვეღარ შეასრულებდნენ მათ საკრალურ ფუნქციას.

 

 და სამარიტელი თუ კი ჩადის იერუსალიმში ის ნამდვილად არ ჩადის ტაძარში მსხვერპლის შესაწირად…

   ებრაელები სამარიის რეგიონის მკვიდრ სამარიტელებს თვლიდნენ მეტის ერეტიკოსებად,

   ებრაელებს სამარიტელები იმდენად სძულდათ რომ მათ ერჩივნათ მგზავრობის მრავალი დღით დაგრძელება და უწმინდურ რეგიონად გამოცხადებული სამარიისთვის გვერდის ავლა.მათ კატეგორიულად არ უნდოდათ « უწმინდური » სამარიის ტერიტორიაზე ფეხის დადგმა.

 

  ამ რელიგიურ ფონზე იესუს იგავი გამოცანა ხდება პამფლეტი ებრაული რელიგიის წინააღმდეგ. ამ ისტორიაში ჩანს რომ ებრაული რელიგია ამართლებს ყველანაირ არაადამიანურ მდგომარეობას.

   ებრაული რელიგიის რჩეულ წარმომადგენელთა, ღვთისმსახურის და ლევიტის ლეგალიზმს იესო უპირისპირებს ერეტიკოსად გამოცხადებული და ნალანძღ-ნათრევი სამარიტელის უანგარო და გულუხვ გულმოწყალებას.

 

თავისი ღვთისმოსაობით და სიმართლით ქედმაღალ მაგრამ გულგრილ ადამიანს ჯობია ერეტიკოსად გამოცხადებული, მოძულებული და ნათრევი მაგრამ ,გულუხვი,დიდსულოვანი და გულმოწყალე სამარიტელი რომელიც უყოყმანოდ და უანგაროდ  შველის ყაჩაღების მიერ მისიკვდილებულ კაცს.

 

 ამ იგავით იესო სერიოზული დაფიქრებისკენ მოუწოდებს ებრაული რელიგიის ღრმად მცოდნე მწიგნობარს და არა მარტო მას.

 

 

 

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/25kvira8.htm

 

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ოცდამეხუთესა კვირიაკესა ზედა

იგავი მოწყალე სამარიტელსა ზედა (ლუკ. 10, 25-37).

დღეს წაკითხული სახარება, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, გვიქადაგებს და შეგვაგონებს ჩვენ ქრისტიანულსა სიყვარულსა და მოწყალებას. ვგონებ, რომ წინაშე მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა არ არის საჭირო ვრცლად უბნობა მასზედა, თუ რა დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა, მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებად მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრისტიანული მოწყალება დიდად განსხვავებულია მათი მოწყალებისაგან. თვით დღეს წაკითხული იგავი სახარებისაგან არა იმაზედ ლაპარაკობს, რომ მოწყალებანი დიდი სათნოება არისო, – ეს ყოველმა კაცმა იცის, როგორც ვსთქვით, – არამედ იმას, თუ როგორ უნდა აღასრულოს ქრისტიანემ ეს სათნოება, რომ იგი ნამდვილ ქრისტიანულ მოქმედებად შექმნას, როგორია ქრისტიანული მოწყალება? როგორ უნდა აღსრულდეს იგი? ამაზედ კი ფრიად საჭიროა ლაპარაკი წინაშე ქრისტიანეთა, ვინაიდგან არა ყოველნი ქრისტიანენი ქრისტიანულად აღასრულებენ მოწყალებას.

რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანული მოწყალება, და საიდგან წარმოსდგება იგი? ქრისტიანული მოწყალება არის ბუნებითი გრძნობა კეთილი კაცის გულისა, გარნა უმეტესად განღვიძებული და გაღონიერებული სარწმუნოებითა. თუ კაცს გული არა აქვს გაფუჭებული და ზნეობა დაცემული, როდესაც დაინახავს შეწუხებულს და უბედურს კაცს, თვითონაც უნებლივად შეწუხდება მისი სული თანაუგრძნობს მოყვასის შეწუხებას და უნებლივად მოინდომებს რითიმე შეუმსუბუქოს მას მწუხარება.

მოწყალე იგი სამარიტელი თავის საქმისათვის მგზავრად მიდიოდა ერთი უდაბური გზით, და როდესაც დაინახა დაჭრილი და დაგდებული გზის პირზედ ავაზაკთაგან კაცი, უნებლივად შესწუხდა, გაჩერდა და დაიწყო შემწეობა მისი.

ვის უნდა უყოს კაცმა მოწყალება? ყოველს შეწუხებულს და გაჭირვებულს კაცს, ვინც გინდა იყოს იგი, თუ გინდ მახლობელი და მონათესავე კაცი, თუ გინდ უცხო, უცნობელი და სხვა სჯულის კაცი, ურია, გინდა თათარი. რაოდენადაც შეგიძლია და ვისდამიც შეგიძლია, ჰყავ მოწყალება. ერთი მხოლოდ გაარჩიე: ვინც უფრო გაჭირვებულია, წინა პირველად მას შეეწიე. ასე არ მოიქცა მოწყალე იგი სამარიტელი? იმან არ მიჰხედა მას, რომ დაჭრილი იგი კაცი იყო ურიათაგანი, რომელნი ემტერებოდნენ სამარიტელთა. მან მხოლოდ ის იფიქრა, რომ კაცი, ადამიანი, გაჭირვებულია და საჭიროა მისი შეწევნა.

როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა მოწყალება ქრისტიანული? ამა კითხვაზე საჭირო არის გამოკვლევა. მრავალნი არიან ქრისტიანენი, რომელთაც უყვარსთ და კიდეც ჰყოფენ მოწყალებასა, გარნა, სამწუხაროდ, არა ქრისტიანულად, და ამით ამცირებენ ფასსა მოწყალებისასა. მოწყალება უნდა აღასრულოს კაცმა, პირველად, კეთილი და მხიარული გულით და მისწრაფებით, ვითარცა ჰქმნა მოწყალე სამარიტელმა: როგორც დაინახა მან დაჭრილი მდებარე კაცი, მაშინვე ჩამოხდა ცხენიდან, მივიდა მასთან, შეუხვია თავისი ხელით წყლულებანი მისნი, დაასხა ზეთი და ღვინო, შესვა თავის ცხენზედ, წაუძრვა წინ და მიიყვანა სასტუმრო სახლში და მიაბარა იქ მოსავლელად, სასყიდლის მიცემითა.

მეორედ, უდიდესი და უმთავრესი საქმე ის არის, რომ მოწყალება უნდა აღასრულო უანგაროდ, განღვიძებულმა მხოლოდ ერთითა კეთილის გულის გრძნობითა, მოყვასის სიყვარულითა და უმეტესად სარწმუნოებითა. არიან მრავალნი ქრისტიანეთა შორის, რომელნი აღასრულებენ მდიდრად და უხვად მოწყალებასა, ასობით და ათასობით ღარიბთა კაცთა; გარნა ამასთანავე უყვარსთ, რომ ქვეყანამ შეიტყოს, ბუკი დაუკრან მათ მოქმედებაზედ, გაზეთებში დაბეჭდონ მათი მოღვაწეობა. ვგონებ, რომ, ამით მოწყალება მათი ჰკარგავს ქრისტიანულს ხასიათსა და თვისებას. არა ესრედ მოიქცა მოწყალე იგი სამარიტელი! იგი არც ერთს ჯილდოს არ მოელოდა, მის მოქმედებას არავინ არ უყურებდა, ვერც ვინმე შეიტყობდა, რომ ქებისთვის და თავის მოწონებით ექმნას მას მოწყალება. იქნება შენ გაგიკვირდეს, ძმაო, ესრეთი აზრი, მაგრამ მაინც გეტყვი: როდესაც მოწყალებას რასმე იქმ და კეთილს საქმეს, ნურც ის აზრი გაქვს მაშინ, რომ ღმერთი გარდამიხდისო, მაგიერს მომაგებსო. მართალია, ღმერთი ყოველ კაცს გადუხდის მისი კეთილი საქმისათვის; საღმრთო წერილი პირდაპირ იტყვის, რომ ვინც გლახაკს მოწყალებას მისცემს, ის ღმერთს ავასხებსო; მაცხოვარი გვეტყვის, რომ, ვინც ერთს სტაქანს გრილ წყალს დაალევინებს მწყურვალე კაცს, არ დაჰკარგავს მისს სასყიდელს. გარნა, თუ შენ მოწყალებას აღასრულებ მარტო იმ აზრით, რომ ღმერთი მაგიერს მომცემსო, და არა ღვთის და მოყვასის სიყვარულით, მაშინ შენი მოქმედება უფრო დაემსგავსება ვაჭრობას; იგი დაჰკარგავს ნამდვილ ქრისტიანულ ხასიათს, და მიიღებს სახეს და ხასიათს ფრანგულს, ანუ კათოლიკესას, და, ერთის მხრით, მაჰმადიანთა, რომელნიც კეთილ საქმეს ისე ანგარიშობენ, როგორც ვაჭარი ფულის თავნს და სარგებელს.

გარნა, მიუბრუნდეთ კიდევ მშვენიერსა მოქმედებასა სამარიტელისასა. მისი მოწყალება არა თუ უანგარო იყო, არამედ მოითხოვდა თავის გამომეტებასაც. ადგილი იგი, სადაცა დაჰხვდა მას დაჭრილი კაცი, იყო საშინელი და მრავალნი იღუპებოდნენ იქ ავაზაკთაგან. წინედ მის მოსვლისა, იქ გაიარეს მღვდელმა და ლევიტელმა, გარნა შიშისაგამო, ვერ გაჰბედეს იქ გაჩერება და შემწეობის მიცემა დაჭრილისათვის. სამარიტელმა არ მიჰხედა ამას ყოველსა, არ იფიქრა მან, რომ ავაზაკები, რომელთაც დასჭრეს კაცი იგი, მახლობლად იქმნებოდენ და მოჰკლავდენ მას, არამედ გამოიმეტა თავი და მისცა შემწეობა უბედურსა მას დაჭრილსა. ესრეთი თავის გამომეტება მოწყალების აღსრულებაზე, არის ნამდვილი ქრისტიანული მოწყალება, უმაღლესი სათნოება, როდესაც კაცი არა თუ თვისი ქონებისა და ნაყოფისაგან ეწევა გაჭირვებულს კაცს, არამედ თვით სიცოცხლესაც აღარ დაჰზოგავს მოყვასის გულისათვის, იგი აღასრულებს ჭეშმარიტად მცნებას ქრისტიანულისა სიყვარულისასა; იგი ჰბაძავს თვით მაცხოვარსა, რომელმან თავი თვისი შესწირა ღმერთსა სახსრად ჩვენდა. ამინ.

 

https://bibliismuxlebi.com/siyvaruli/

   სიყვარული ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 13:4-8
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.  ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.  სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება.

1 კორინთელთა 16:14
ყოველივე თქვენი სიყვარულში იყოს.

იოანეს 13:34-35
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.  ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.

კოლოსელთა 3:14
და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილების კავშირია.

1 იოანეს 4:8
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.

იოანეს 15:13
იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.

1 იოანეს 4:7
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.

1 პეტრეს 4:8
უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.

1 იოანეს 4:19
ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.

1 კორინთელთა 13:1-3
თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა.  წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი.  მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.

მარკოზის 12:31
მეორე არის: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.

იოანეს 3:16
რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

ეფესელთა 5:25
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

იგავნი 10:12
სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.

ლუკას 6:35
ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც.

ეფესელთა 4:2
მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.

1 იოანეს 4:18
სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი.

1 კორინთელთა 13:13
ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარულიეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.

რომაელთა 12:9
სიყვარული წრფელი იყოს. გძაგდეთ ბოროტი და მიეკვროდეთ კეთილს.

1 კორინთელთა 13:4-8
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,  არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს,  არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.  ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.  სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება.

რომაელთა 13:10 
სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.

მათეს 6:24
არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

მათეს 22:37
მან უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’

გალატელთა 2:20
მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის.

1 იოანეს 4:21
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.

ეფესელთა 5:33
ასევე ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა.

იოანეს 15:9-13
როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.

იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

1 იოანეს 3:1
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.

1 იოანეს 4:16
ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთიმასში.

მათეს 10:37
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი.

რომაელთა 13:8
არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.

სოფონია 3:17
უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო.

იაკობის 2:8
თუ ასრულებთ სამეუფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,” კარგს შვრებით.

გალატელთა 5:13-14
ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთსვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.”

რომაელთა 5:8
მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.

ფილიპელთა 2:2
შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი.

იგავნი 17:17
ყოველთვის უყვარხარ მოყვასს, ძმა კი გასაჭირისთვის არის შობილი.

იესო ნავეს ძე 22:5
ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გამცნოთ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ ყველა მის გზაზე და დაიცვათ მისი მცნებანი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით.”

1 პეტრეს 3:8
ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.

გალატელთა 5:13
ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

იოანეს 14:24
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს.

იოანეს 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები.”

იოანეს 13:14
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

მათეს 19:19
პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.”

დანიელი 9:4
ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: “ჰოი, უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ!

ებრაელთა 6:10
ვინაიდან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს.

რომაელთა 13:8-10
არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. რადგან: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომოდა სხვა რამ მცნებაც შედის ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.” სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.

რომაელთა 8:38-39
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

იოანეს 17:26
მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.”

იგავნი 8:17
მე მიყვარს ჩემი მოყვარულნი და ჩემი მაძიებელნი მპოვებენ მე.

1 იოანეს 4:11
საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული.

გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულებასიმშვიდე, თავშეკავებაამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

2 კორინთელთა 5:14
ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ.

რომაელთა 5:5
ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

მარკოზის 12:30
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.’ ეს არის პირველი მცნება.

მათეს 22:36-40
მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?” მან უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’  ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.”

მეორე რჯული 7:9
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი მტკიცე, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე.

დაბადება 28:18-20
და შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისათვის.” და თქვა ლაბანმა: „უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან.” და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისათვის. და ერთ დღედ მოეჩვენა ეს დრო, ისე უყვარდა იგი.

1 იოანეს 4:16-19
ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთიმასში. სიყვარულმა ჩვენში მიაღწია ისეთ სრულყოფას, რომ გულდაჯერება გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.

1 იოანეს 3:17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?

1 იოანე 2:15
ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას, რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.

1 პეტრეს 1:22
რაკი ჭეშმარიტებისადმი დამორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უთვალთმაქცო ძმათმოყვარებისათვის: სუფთა გულით შეიყვარეთ ერთმანეთი მტკიცედ

1 პეტრეს 1:8
ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით,

1 ტიმოთეს 1:5
ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით სიყვარული,

იგავნი 17:9
დანაშაულის დამფარველი სიყვარულს ეძებს, ხოლო ვინც მეგობრის დანაშაულს შეახსენებს, ის მეგობრებს აშორებს.

გამოცხადება 2:4
მაგრამ შენს საწინააღდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.

2 იოანეს 1:6
სიყვარული კი ისაა, რომ ვიქცეოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რათა მისებრ ვიდოდეთ.

1 იოანეს 3:16
ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის.

1 იოანეს 2:5
ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

იოანეს 13:35
ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.”

იოანეს 13:1
პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი.

მათეს 5:43-44
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.

იერემია 31:3
შორიდან გამომეცხადა უფალი და მითხრა: „საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიზიდე წყალობით.

იგავნი 15:17
სჯობს გქონდეს მწვანილის სადილი და სიყვარული ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად.

მეორე რჯული 11:1
და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და დაიცავი მისი დასაცველნი და მისი წესები, და მისი სამართალნი, და მისი მცნებანი ყოველდღიურად.

2 იოანეს 1:5
ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, არა როგორც ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.

1 იოანეს 5:1
ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.

1 იოანეს 4:20
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?

1 იოანეს 4:9-10
ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად.

1 იოანეს 4:7-8
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.

1 იოანეს 3:14
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.

ებრაელთა 10:24
ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის.

2 ტიმოთეს 1:13
ჩაეჭიდე საღი სიტყვების მაგალითს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია.

1 ტიმოთეს 6:11
შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.

1 ტიმოთეს 1:14
მაგრამ უფრო მეტად გაუხვდა ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში.

2 თესალონიკელთა 3:5
უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში.

1 თესალონიკელთა 5:8
მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის სასოების მუზარადი.

კოლოსელთა 2:2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის,

ეფესელთა 6:24
მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელებაში უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ.

ეფესელთა 4:15
არამედ, ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავიქრისტე;

გალატელთა 5:14
ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.”

1 კორინთელთა 14:1
ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.

1 კორინთელთა 8:1
ახლა ნაკერპავებზე. ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს.

რომაელთა 13:9
რადგან: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომოდა სხვა რამ მცნებაც შედის ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.”

იოანეს 5:42
მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.

მიქა 6:8
ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

იუდა 1:21
დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.

1 იოანეს 5:3
ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.

1 იოანეს 4:12
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია.

ფილიმონის 1:5
მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც შენ გაქვს უფალ იესოს და ყველა წმიდის მიმართ,

2 ტიმოთეს 1:7
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

1 ტიმოთეს 4:12
თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.

ეფესელთა 5:2
იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.

გალატელთა 5:6
ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.

2 კორინთელთა 8:7
ხოლო როგორც სიუხვე გაქვთ ყველაფრით: რწმენით და სიტყვით, ცოდნით და ყოველგვარი სიბეჯითით და თქვენში ჩვენი სიყვარულით, ასე იუხვეთ ამ მადლშიც.

იოანეს 15:9
როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.

ქებათა-ქება სოლომონისა 8:7
ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s