უშველეთ მომავალ თაობას ძვირფასებო

 

Fragilité psychique des jeunes adultes (La) - 15-30 ans : prévenir, aider et accompagner

David Gourion

პარიზელი კაი კაცი, 1971 წელს დაბადებული ექიმი ფსიქიატრი David Gourion

La dépression des adolescents et des jeunes adultes Dr David Gourion Psychiatre. Paris

 

ევროპული ბიბლიოთეკა-გაუფრთხილდით ახალგაზრდებს. სულ აუტანელ რამედ ნუ გადავაქცევთ ქვეყანას თორემ ვიღუპებით-დარჩებიან მარტო ლოთები,ნარკომანები და ბაბაიკები…

http://www.europe1.fr/societe/docteur-gourion-la-souffrance-psychique-des-jeunes-nest-pas-tellement-prise-au-serieux-2633515

 

 ახალგაზრდობა ანუ ქვეყნის მომავალი მისახედია

 

ექიმი გურიო //Docteur Gourion// : “ ახალგაზრდობის ფსიქიურ ტანჯვას  დღეს არ უყურებენ საკმარისად სერიოზულად, 2015 წლის 09 დეკემბერი

ექიმი დავიდ გურიო// David Gourion// არის ფსიქიატრი და ნეირომეცნიერებათა დოქტორი.

 

  თავის ნაშრომში  « ახალგაზრდა სრულწლოვანების ფსიქიური სისუსტე » // La fragilité psychique des jeunes adultes//  ექიმი გვეუბნება რომ  ფსიქიური პრობლემების 80%  ეწყებათ 12-25 წლის შორის ასაკის ახალგაზრდებს და რომ  ყოველი მეოთხე ახალგაზრდა ფსიქიურად ცუდად გრძნობს თავს.

 

ცოტა ხნის წინ მე მივიღე 17 წლის ახალგაზრდა რომელმაც სცადა თავის მოკვლა. მამამისმა გმითხრა რომ საკვირველია თუ რათ უნდა სიკვდილი 17 წლის ახალგაზრდას, ამბობს ექიმი David Gourion. “ საზოგადოება ვერ  ხედავს ახალგაზრდის ცუდად ყოფნას. ითვლება რომ მოზარდს ან ახალგაზრდა სრულწლოვანს არ აქვთ ცუდად ყოფნის უფლება“.

   ყოველწლიურად თავს იკლავს 10.00011.000 ახალგაზრდა. ექიმი David Gourion ჩივის რომ  ყოველდღიურობაში ანგარიშს არ უწევენ ახალგაზრდათა ფსიქიურ ტანჯვას და შემაშფოთებლად ასკვნის:

  თვითმკვლელობა და ავტოკატასტროფები ხდება ახალგაზრდათა სიკვდილიანობის პირველი მიზეზები“.

   ავტოავარიების მოსავლელად ბევრი რამე გაკეთდა და  ბოლო 30 წლის მანძილზე იკლო ავტოკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობამ. მაგრამ 1980 წელს თავი მოიკლა რვა ათასმა ახალგაზრდამ და ეხლა თვითმკვლელ ახალგაზრდათა რაოდენობა გაიზარდა  10-11 ათასამდე მაშინ როდესაც ამ უბედურებათა თავიდან აცილება შეიძლებოდა“.

 

     ექიმი გვეუბნება რომ აუცილებელია სწრაფი დიაგნოზი.

    ის ასახელებს ახალგაზრდების ცუდად ყოფნის ამოსაცნობად საჭირო კრიტერიუმებს.

  თუ კი მეგობრების მოყვარული ახალგაზრდა განმარტოვდება. თუ კი ის აღარ თამაშობს და აღარ ისვენებს, თუ კი ის მრავალი კვირის ან მრავალი თვის მანძილზე აღარ სწავლობს სკოლაში ეს მოწმობს იმაზე რომ ახალგაზრდა ფსიქიურად ცუდადაა.

 

   არადა არაა ძალიან ძნელი ამ ფენომენის დაძლევა.

ახალგაზრდა შეიძლება ძალიან ცუდად იყოს, მაგრამ ასაკში ყველაფერი ძალიან დინამიურია  და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ამბობსDavid Gourion. “ მე მინახავს თავის მოკვლის მსურველი 19 წლის ახალგაზრდები რომლებიც 2 წლის შემდეგ ძალიან კარგად იყვნენ“. 

   ცხოვრებით გატანჯულმა ახალგაზრდამ ყოველ ღამეს უნდა იძინოს 8 საათი. ის არ უნდა დარჩეს მარტო. მან უნდა ისწავლოს თალლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლვისი ემოციების მართვა. ის უნდა მისდევდეს სპორტს ან კიდევ ისვენებდეს, კითხულობდეს, უსმენდეს მუსიკას, ლამაზ ადგილებში სეირნობდეს… გვეუბნება ფსიქიატრი.

 

http://www

15/01/2016

   OpinionWay-ს ზონდაჟი გვეუბნება რომ  26 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდათა 69 % ოპტიმიზმით უყურებს მომავალს, მაგრამ მრავალი ახალგაზრდა ნამდვილად ცუდად გრძნობს თავს.

   ბოლო წლებში გაიზარდა მსმელ და ნარკოტიკებს დაჩვეულ ახალგაზრდათა რაოდენობა. მოზარდებს ტანჯავს მარტოობა და მათ უჩნდებათ თავის მოკვლის სურვილი.  17 წლის ბიჭების და გოგოების შვიდ პროცენტს აწუხებს დეპრესია.

David Gourion გვეუბნება რომ ახალგაზრდების ცუდად ყოფნა ძლიერდება, ის ტეხს განგაშს.

 

 ის ამბობს რომ 15-30 წლის ახალგაზრდების  25 %-ს აწუხებს ფსიქიური პრობლემები. რომ 30 წლის მანძილზე ახალგაზრდებში ბევრად უფრო გავრცელდა აუტიზმი, ბბიპოლარული // მანიაკო-დეპრესიული// პრობლემები, დარდი, ნაღველი, დეპრესია.

 

 

   მეორეს მხრივ ზოგი ფიქრობს რომ არაა ასე, უბრალოდ რაც შეიძლება მეტი ფსიქოტროპის გაყიდვის მსურველი ფარმაცევტული ფირმების გავლენით ექიმები სვსვენ გადამეტებულ დიაგნოზს და წერენ წამლებს.

   ექსპერტების დავაში ჩაურევლად შეიძლება ილთქვას რომ ვრცელდება ბევრი ავადმყოფობა,ახალგაზრდები, მათ შორის  გოგონებიც, ეჩვევიან თრობას ალკოჰოლით და ნარკოტიკით // cannabis-კანაფი მარიხუანათი და ა.შ.//;

   სწრაფად ცვალებადი შემაღონებელი დღევანდელობა იწვევს სტრესს და მასთან დაკავშირებულ პათოლოგიებს// დარდს, ნაღველს, დეპრესიას, კვებასთან დაკავშირებული ქცევის მოშლას//.

 

   20 წლის მანძილზე გავრცელდა დეპრესია, ფსიქოპატია ანუ თანაგრძნობა-ემპატიის არარსებობა, დასუსტდა მორალური გრძნობა.

 

ამ უბედურებათა მიზეზებს შორის ისაა რომ  ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენი ცხოვრება და ჩვეულებები მკვეთრად შეიცვალა. დღეს ფიქრობენ რომ დასავლეთში მცხოვრები ახალგაზრდების მხოლოდ 30-40- პროცენტს აქვს რეგულარული და საკმარისი ფიზიკური აქტივობა.

არადა ფიზიკური აქტიურობა აძლიერებს სტრესის მოთოკვის უნარს.

ინდუსტრიალიზებულ საკვებთან ერთად ძალიან  გახშირდა  სწრაფი შაქრების // sucres rapides// და გსდატვირთული ქონების // graisses saturées// მიღება რაც ასუსტებს ტვინის უჯრედების განახლების უნარს.

 

  ძალიან შეიცვალა სოციალური რიტმებიც: ახალგაზრდა სრულწლოვანები სულ უფრო და უფრო გვიან იძინებენ და მათ სულ უფრო და უფრო ნაკლები სძინავთ.

        ახალგაზრდებში  დიდად გავრცელდა უმუშევრობა რამაც გააძლიერა სოციალური ზეწოლა.

დიდ ქალაქებში გავრცელდა მარტოობა // ირგვლივ მკვლელობები და თვითმკვლელობებია, ინგრევა მთელი ქვეყნები  და სტაბილურობის არმქონი  ადამიანები თავს აფარენ სასმელს, ნარკოტიკს, ინტერნეტს//.

 

   15-30 წლის ახალგაზრდების გონებრივი შსაძლებლობები დიდია, მაგრამ არეული სამყაროთი გატანჯული და არეული ახალგაზრდები ეჩვევიან სასმელს, ნარკოტიკს, მაგ. კანაბის-კანაფ მარიხუანას  და ეს დიდად ასუსტებს მათ გონებრივ უნარს.

  15 წლის ასაკამდე კანაბისის ყოველდღიურმა მიღებამ შეიძლება მოიტანოს გამოუსწორებელი ზიანი.

  ახალგაზრდებმა უნდა დაიცვან თავისი ტვინი განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი უფრო ემოციურები არიან და თუ მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ ფსიქიური პრობლემები.

 

    ბევრი რამის შველა შეუძლია თუნდაც ახალგაზრდების პრობლემებით დაინტერესებას, თანაგრძნობის გამოხატვას. ეს ტრავმირებულ ახალგაზრდებს გამოიყვანს მარტოობიდან და ანუგეშებს.

    არადა საფრანგეთში დღეს არასაკმარისად ლაპარაკობენ და არასაკმარისად ფიქრობენ  ფსიქიური ტანჯვის პრობლემებზე.

     ბოლო 40 წლის მანძილზე  მოახერხეს ავტოკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობის მკვეთრად შემცირება, მაგრამ ამავე დროს  25 %-ით გაიზარდა თვითმკვლელობათა დონე. დღეს თვითმკვლელობაა 15-30 წლის ადამიანთა სიკვდილიანობის პირველი მიზეზი.

   არადა თვითმკვლელობათა თავიდან არიდებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი საფრანგეთში არის  ავტოკატასტროფების მომაკვინებელ შედეგებთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 1 %.

უნდა გავიღვიძოთ!

  ავსტრალიაში ფსიქოლოგ-ფსიქიატრ=ფსიქოთერაპევტები ახალგაზრდებს ხვდებიან მათ სახლში, კაფეებში. ბრძოლის დროს უნდა იქნიო მუშტები და არა ბრძოლის შემდეგ. ფსიქიური გაჭირვების დაწყების დროს ადრეული ჩარევა შველის.

    თუ დავიწყებთ ლოდინს პატარა სიმპტომები გადაიქცევა დიდ ტანჯვად….

 

 

David Gourion

Psychiatre, ancien chef de clinique à Sainte-Anne, il vient de publier La Fragilité psychique des jeunes adultes. 15-30 ans : prévenir, aider, accompagner, Odile Jacob, 2015.

 

http://www.leparisien.fr/environnement/ville-durable/la-pollution-genere-des-troubles-de-l-humeur-du-stress-et-de-l-anxiete-09-10-2015-5156301.php

 

La pollution génère des troubles de l’humeur, du stress et de l’anxiété

:  2016 წლის 24 ივლისი, პოლუცია-დაბინძურება აფუჭებს ხასიათს, იწვევს სტრესს და დარდს.

 

კარგადაა ცნობილი რომ ადამიანი დაკავშირებულია მის გარემოსთან…

 

 კოლუმბიის უნივერსიტეტის // l’Université Columbia// გამოკვლევამ აჩვენა რომ რომ ნიუ იორკის კვარტალების პოლუციის გავლენით ბავშვების განვითარება შეიძლება შენელდეს და ჩამორჩეს.

 

 ცნობილია რომ პოლუცია და მისი წვრილი ნაწილაკები   ცუდად მოქმედებენ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი სუნთქვის და სისხლძარღვთა სისტემებზე.

   გამოკვლევები აჩვენებენ აგრეთვე რომ პოლუცია ცუდად მოქმედებს ჩვენს მენტალურ წონასწორობაზე.

 

პოლუციის ნაწილაკები ორგანიზმში წარმოქმნიან ან აძლიერებენ სტრესს და იწვევენ ტვინის ქსოვილების ანთებას.

   ეს კი ხელს უწყობს მენტალურ პრობლემათა განვითარებას  და ასუსტებს შემეცნებით უნარს, მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს. აღრიცხულია რეალური პრობლემები.

 

    ფსიქოლოგიური, ფსიქიური პრობლემების გაჩენას ხელს უწყობენ როგორც გარემოს პოლუცია-დაბინძურება ისე ცხოვრების სტილი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ა.შ.

 

 

Mazda Adli (Charité-Universitätsmedizin à Berlin) თავის გამოკვლევაში «Stress and the city-Mental Health in Urban Environments» // სტრესი და ქალაქის მენტალური ჯანმრთელობა ურბანულ გარემოში// გვიჩვენებს რომ პასუხისმგებლობა აკისრია ცხოვრების ქალაქურ წესსაც. მეტისმეტად დიდი მოსახლეობა, მანქანების გაუთავებელი პიპინი, პროფესორები სიგუას და ჯაბას ტანკების ბათქაბუთქი და მათი კალაშნიკოვების რახრახი ანუ  ხმოვანი დაბინძურება ადამიანებს უფუჭებს ხასიათს, ადარდიანებს და დეპრესიაში აგდებს მოსახლეობას.

   სოფელში,  სუფთა ჰაერზე და სიმშვიდეში ცხოვრება უკეთესია.

   რაც უფრო მეტ ხანს ცხოვრობ ქალაქში მით უფრო შეიძლება გაგიჟდე…

 

    კომფორტული ქალაქები ადამიანებს აშორებენ ბუნებისგან რაც ხელს უწყობს ფსიქიურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებს, იწვევს სტრესს და დეპრესიებს, რაც ზოგჯერ მიდის შიზოფრენიამდე.

   და რაც უფრო დიდია ქალაქი მით უფრო ძლიერია ეს პრობლემები.

 

    კაცობრიობის ევოლუცია ისეთია რომ სოფლები კვდება და ადამიანები გროვდებიან უზარმაზარ და გაუთავებლად მზარდ ქალაქებში.

   ამის გამო 21-საუკუნეში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია მეგაპოლისებში სტრესის მორევა.

  უნდა ვიცოდეთ რომ 2050 წელს კაცობრიობის ორი მესამედი იცხოვრებს ქალაქებში.

 

    სტრესს იწვევს მეტისმეტად დიდი მოსახლეობა, მაგრამ აგრეთვე მეტისმეტად დიდ სიკვდილიანობასთან მჭიდროდ დაკავშირებული იზოლირება.

 

კონკრეტული ქმედებებით უნდა ვებრძოლოთ სტრესს, პოლუცია-დაბინძურებას და ადამიანთა მარტოობას ქალაქებში.

 

  სულ გაგიჟებულმა კაცობრიობამ მოულოდნელად უცებ თავი რომ არ მოიკლას უნდა სასწრაფოდ გამოვასწოროთ დღევანდელობის ნაკლები. აი ასეთი კარგ მეცნიერთა და დაკვირვებულ ადამიანთა დასკვნა.


 

 

http://fr.myeurop.info/2013/11/15/dopage-cerveau-smart-drogue-Ritaline-Europe-12572

 

 

 

 

 

არის დოპინგი ინგლისურად .doping, ინგლისური ზმნიდან  dope — ნარკოტიკების მიცემა-იხმარება სპორტში. ესაა არა მარტო ნარკოტიკი არამედ ნებისმიერი ბუნებრივი თუ სინთეტური ნივთიერება რომელსაც სპორტსმენები იღებენ მათი სპორტული მიღწევების გასაუმჯობესებლად.

ასეთ ნივთიერებებს შეუძლიათ მოკლე დროებით  ნერვიული და ენდოკრინული სისტემების და კუნთოვანი ძალის მკვეთრად გააქტიურება. ეს აგრეთვე არის პრეპარატები რომლებიც კუნთებზე დატვირთვის ზემოქმედების შემდეგ  სტიმულს აძლევენ კუნთოვანი ცილების სინთეზს.

 

უამრავი წამალი აკრძალულია სპორტსმენებისთვის შეჯიბრებათა დროს.

  ყოველ წელს გამოდის სპორტსმენებისთვის აკრძალული პრეპარატების სიები და ე.წ. სტანდარტების სიები:  საერთაშორისო სტანდარტი ლაბორატორიებისთვის, საერთაშორისო სტანდარტი ტესტირებისთვის და საერთაშორისო სტანდარტი თერაპიული გამონაკლისების გაფორმებისთვის.

 

დღეს ითვლება რომ დოპინგის გამოყენება არის სპორტსმენის ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ზედმეტი ნივთიერების ან წამლის მეტისმეტად დიდი დოზის შეგნებულად მიღება შეჯიბრებების დროს ფიზიკური აქტივობის და გამძლეობის ხელოვნურად გაძლიერების მიზნით.

დოპინგის გამოყენებას ებრძვიან კიდევ იმიტომ რომ ის საშიშია სპორტსმენთა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო კომისიამ 1993 წელს აკრძალა აღმგზნები ნივთიერებები //სტიმულატორები//, ნარკოტიკები, ანაბოლიკები, გამაყუჩებელი და შარდმდენი ნივთიერებები, პეპტიდური ჰორმონები და მათი წარმოებულები.

   შეზღუდეს ალკოჰოლის, ყავის სმა, ადგილობრივ მაანესტეზირებელი ნივთიერებების და ბეტა-ბლოკატორების მიღება//ვიკიპედიიდან//.

 

 

  •  
  •    ამასობაში კი  დღევანდელობიგან გაგიჟებული  ევროპელი სტუდენტები მიმართავენ თავისებურ დოპინგს, ნარკოტიკებ “smart drugs”-ს.

იტალიაში იპოვეს ამ ნარკოტიკის მსგავსი 280 პროდუქტი.

15/11/2013 – Ludovic Clerima (Paris)

 

  7 შვეიცარელი სტუდენტიდან ერთს უკვე მიუმართავს ინტელექტუალური დოპინგისთვის“.

Ritaline, cannabis, თუ  cocaïne-კოკაინი, ყველაფერი კარგია კარგი ნიშნების მიღებისთვის. ეს ფენომენი სულ უფრო და უფრო ვრცელდება ევროპულ ქვეყნებში.

  დოპინგს მაღალი დონის სპორტსმენების გარდა ეხლა მიმართავენ ყველანაირი ინტელექტუალები.

   შვეიცარული ზონდაჟის თანახმად  ციურიხის ბაზელის უნივერსიტეტების სტუდენტები და ციურიხის პოლიტექნიკური სკოლის მოწაფეები კარგად იცნობენ ასე ვთქვათ ტვინის დოპინგისთვის //  “dopage cérébral”// საჭირო პროდუქტებს.

ახალგაზრდებს მოსწონთ ალკოჰოლი, Ritaline-ს მსგავსი méthylphénidates=ები. კანაბისი, კოკაინი, ამფეტამინები.

   გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით ეს სასწაული პროდუქტები ეხმარებიან მათ მნიშვნელოვანი გამოცდების დროს კონცენტრაციაში.

 ასეთ დოპინგს მიმართავს მომავალ არქიტექტორთა ოცი პროცენტი, ახალგაზრდა ჟურნალისტების 18,2 პროცენტი, მას კიდევ იღებენ მომავალი ქიმიკოსები და ეკონომისტები. სპორტსმენებისთვის ტვინის დოპინგი არაა პრიორიტეტი და ისინი მომხმარებელთა სიის ბოლოში არიან..

 

http://etudiant.lefigaro.fr/les-news/actu/detail/article/les-nouvelles-drogues-de-la-performance-scolaire-770/

 

სკოლაში პირველობისთვის საჭირო ახალი ნარკოტიკები,21/12/2012

 

«smart drugs» -ების ანუ ამ ახალი ნარკოტიკების გამოკვლევა უფრო მნიშვნელოვანია ინგლისში, მაგრამ ის საფრანგეთშიც ხდება.

 

    გამოცდების მოახლოებასთან ერთად სტუდენტებს მოუნდებათ ხოლმე მასტიმულირებელი ნარკოტიკების მიღება და ეს მიუხედავად იმისა რომ ამ ნარკოტიკების მიღებას აქვს უარყოფითი შედეგები და უცნობია თუ რა მოყვება ამას გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

გონების მასტიმულირებელი ნარკოტიკი Ritaline-ს ბევრმა მიმღებმა იცის რომ ეს შლის საჭმლის მომნელებელ სისტემას და აგდებს დეპრესიაში.

მიუხედავად ამისა ბევრი იღებს ამ ნარკოტიკს თუ სხვა მსგავს ნივთიერებებს  იმის იმედით რომ ისინი მათ

გადააქცევენ უფრო ყურადღებიან და უფრო მოწინავე მოწაფეებად.

 

   სტიმულანტებად გამოყენებული წამლების უმრავლესობას აძლევენ ავადმყოფებს. Ritaline გაიგივებულია ნარკოტიკებთან. ის თავიდან სპეციალისტმა  ექიმმა შეიძლება მისცეს მხოლოდ ჰიპერაქტიურად მიჩნეულ ბავშვს.  მისი გაყიდვა ძალიან შეზღუდულია, მაგრამ ზოგადმა ექიმმა ის შეიძლება გამოუწეროს სხვას.

   ამერიკელ ოჯახთა ასოციაციები ფიქრობენ რომ Ritaline-მა გაუთვალისწინებელი შედეგების გამო ათ წელში მოკლა 186 ადამიანი.

  ეს გაუთვალისწინებელი შედეგებია თავის ტკივილები, დარდი დამწუხარება, გულისრევა, ფიზიკური მიჩვევა.

სტიმულანტი Modafinil იწვევს ნერვიულობას, უძილობას, დარდ-მწუხარებას, დეპრესიას, ანორმალურ აზრებს, დაბნეულობას, ტკივილებს, გულის რევას, პირის სიმშრალეს და სხვა უბედურებებს…

 

სრადა BBC-მ გაარკვია რომ მომხმარებლებმა რომლებსაც უნდოდათ ნარკოტიკით თავისი ინტელექტუალური უნარების გაუმჯობესება ეს ნარკოტიკები იოლად შეიძინეს ინტერნეტით….

 

არა და გონების გამაძლიერებელი  smart drugs-ებით მოხიბლული ახალგაზრდები შეიძლება გადაიქცნენ ჩვეულებრივ ნარკომანებად…

 

 

http://tpe-stjo-dopage.e-monsite.com/pages/ii-le-dopage-dans-le-milieu-artistique-litterature.html

 

   მხატვრები,მუსიკოსები, მწერლები, პოეტები უბრალო მოკვდავებზე უფრო მძაფრად განიცდიან ხოლმე მათ ირგვლივ არსებული სამყაროს სიმახინჯეს   და ამ სიმახინჯისგან გაქცევის იმედით, უფრო ლამაზი წარმოსახვითი, ირაციონალური,პოეტური  სამყაროს ძიებისას ისინი ხშირად მიმართავენ ხოლმე აკრძალულ ნარკოტიკებსაც.

   ანრი მიშოს // Henri Michaux // და შარლ ბოდლერის ნაირი ავტორები იღებდნენ ხოლმე ნარკოტიკს მაგრამ ამბობდნენ რომ ნარკოტიკი არ იყო მათი შთაგონების წყარო.

პირიქით, მათი თქმით ნარკოტიკი ასუსტებს პოეტის უნარს.

 მაშ რატომ იღებდნენ ნარკოტიკს?  შეიძლება ვიკითხოთ თუ რატომ უნდოდათ ხელოვანებს ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება.

 

                მწერლები უფრო ხშირად იღებდნენ ჰალუცინაციების მომგვრელ ისეთ ნარკოტიკებს როგორებიცაა მესკალინი. ჰაშიში.

    მაშ უნდა ვიკითხოთ თუ როგორ მოქმედებენ ნარკოტიკები და ჰალუცინაციების მომგვრელები აზრზე, იდეების პროდუქციაზე, და ეხმარებიან ისინი თუ ხელს უშლიან არარეალური თუ აბსტრაქტული რამეების წარმოდგენას.

 

  • ანრი მიშო //Henri Michaux// და mescaline-მესკალინი

    ნარკოტიკი აქრობს მახინჯ რეალობას და აჩენს დიდად შთამბეჭდავ ხატებს.

ნარკოტიკით გაბრუებული მიშო გვეუბნება რომ « სინამდვილეს ნამდვილად ხედავ მაშინ როდესაც ის ილუზიაა. »

   ნარკოტიკის გავლენით სხვები ჩანან უცხოებად და  ნარკოტიკის რეალობა  ამ უცხოთა რეალობაზე უფრო რეალური ჩანს.

  მწერლის ირგვლივ სინამდვილე სუსტდება, მაგრამ მწერლის აზრი ხდება ძალიან ძლიერი და ცოცხალი. ყველაფერი იწყება არაჩვეულებრივი გონიერების შთაბეჭდილებით.

   ნარკოტიკით გაბრუებულის ტვინი თითქოს უფრო ნაყოფიერია  ვიდრე ფხიზელი უბრალო მოკვდავის ტვინი.

მაგრამ ეს სასწული ტყუილია და მეტი არაფერი.

 

       გონიერების ამ შთაბეჭდილებას ყველაზე მეტად იწვევს ერთდროულად ათასობით ხატის აფეთქება.

   ნარკოტიკით გაბრუებული ერთდროულად ხედავს ათასობით ხატის ერთდროულად წარმოქმნას. ახალი და ჯერ უმწიფარი აზრი აჩენს ახალ აზრს და სულ ახალშობილი აზრი  აჩენს კიდევ ახალ აზრს.

   მიშოს თანახმად აზროვნებაში არის დამუხრუჭება-შენელების მექანიზმი რომელსაც მაშინვე სპობს ნარკოტიკი მესკალინი.

   რაციონალურად აზროვნება იქნება აზროვნების შენელება-დამუხრუჭება.

    ნარკოტიკით გაბრუებულის აზრს ახასიათებს აბსტრაქტულის და კონკრეტულის დამხობაც. რაციონალური აზრი წყდება კონკრეტულს და ისე მიდის აბსტრაქციისკენ, აზრი ნარკოტიკი მესკალინის გავლენით არის აბსტრაქციაში კონკრეტულის დამხობა-გაქრობით.

აბსტრაქცია არ მიიღწევა ძალისხმევის მეშვეობით კონკრეტულის დაძლევით. ის მიიღწევა კონკრეტულის გაქრობით.

ყველაფერი მძაფრდება და სიტყვა ძაღლის ნაცვლად გამოჩნდება გაავებული ძაღლი, საფრთხის იდეის მაგივრად არის საფრთხის ძლიერი განცდა. მესკალინი იძლევა მხოლოდ ვიზუალურ,ძლიერ, ფერად,კაშკაშა ხატებს.

   მიშოს თანახმად მესკალინი აჩენს მრავალ ხატს, მაგრამ მთავარია აბსტრაქტული.

   მიშოს ნარკოტიკი მესკალინის განცდა-გამოცდით უნდოდა გიჟის, სიგიჟის განცდების და განცდის შეგრძნება, განცდა იმისა რასაც განიცდის გიჟი როდესაც ის გამოთქვამს თავის გიჟურ იდეებს., აზრების გაჩენის და დაკარგვის განცდა….

 

  1. შარლ ბოდლერი და ჰაშიში

ისევე როგორც მესკალინი მიშოსთვის, მე-19 საუკუნის პოეტებისთვის, ბოდლერისთვის, რემბოსთვის, გოტიესთვის და ბევრი სხვისთვის გულისამრევი და საზიზღარი რეალობისგან გაქცევის საშუალება იყო ჰაშიში.

   ისინი ჰაშიშით გაურბოდნენ დარდს და ნაღველს და მგზნებარედ ეძებდნენ მისტიკურ განცდას რომელიც მშვიდობას მისცემდა მათ დაღლილ სულს.

  ისინი ფიქრობდნენ რომ ჰაშიში იძლევა ძლიერ ემოციებს რომლებიც აუცილებელია ხელოვნების ნაწარმოებთა შესაქმნელად.

    საკითხის მცოდნე ბოდლერმა დაწერა ლექსი « ჰაშიშის ლექსი » // le poème du hachisch// რომელშიც გამოთქვა თავისი აზრი ჰაშიშზე და საზოგადოდ ნარკოტიკზე.

  ის ლაპარაკობს იმაზე თუ რა გრძნობებს იწვვს ნარკოტიკი და როგორ ანარკომანებს ეს ადამიანს.

  ბოდლერი ამბობს რომ ნარკოტიკი იწვევს სასიამოვნო განცდებს  და იმის შესაქმნელად რასაც ის უწოდებს ხელოვნურ იდეალს საუკეთესო ნარკოტიკებია ჰაშიში და ოპიუმი.

მაგრამ ბოდლერი იმასაც ამბობს რომ ნარკოტიკები ძალიან ცუდად ხდიან ადამიანს…

   ბოდლერმა და მისნაირებმა დაინახეს რომ ნარკოტიკის მიღება აძლიერებს პოეტის ფანტაზიას, გამოყავს პოეტი მტანჯველი რეალობიდან. ნარკოტიკის დახმარებით პოეტი თითქოს იძირება თავის სიღრმეში, იკვლევს თავის საკუთარ სულს და დაეძებს რაღაც ახალს.

    მაგრამ მათ დაინახეს ისიც რომ ნარკოტიკი ადამიანს თანდათანობით კლავს.

   ამიტომ ბოდლერმა დატოვა შუა პარიზში არსებული ჰაშიშინთა //ჰაშიშის მოყვარულთა// კლუბი, სადაც დადიოდა მთელი იმდროინდელი ელიტა და არც დაბრუნებულა.

მან თქვა რომ ხელოვნური სამოთხეების შექმნა არ ეკადრება ნამდვილ პოეტს, რომ ნარკოტიკს ჯობია ღვინის გაულოთებლად სმა.

გაუმარჯოს ბოდლერს.

   თუ სულ აუტანელს არ გახდით  დიდი ქართველების მიერ უღირსი ქართველებისთვის დატოვებულ ლამაზ საქართველოს არც ლოთობა და არც ნარკომანობა იქნება. ხოდა უკეთეს მომავალს და ადამიანობას გისურვებთ….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s