იუნგი ფროიდის წინააღმდეგ

 Afficher l'image d'origine

 Afficher l'image d'origine

 დიდი  კარლ გუსტავ იუნგი,Carl Gustav Jung (1875 – 1961) დაიბადა 1875 წელს Kesswil-ში, შვეიცარიაში, კლერიკალური ტრადიციის ოჯახში. მამამისი Paul Jung იყო პასტორი. დედამისის ოჯახი, Preiszwerk-ები, ცნობილი ექიმები იყვნენ.

 

გადმოცემით ის იყო გოეთეს შთამომავალი.

პატარა იუნგი იყო თავის თავში ყურების მოყვარული მარტოსული ბავშვი. ამან მას მისცა საკუთარი შინაგანი სამყაროს ღრმად გაცნობის უნარი.

ოჯახი 1879 წლიდან დამკვიდრდა ბაზელში სადაც კარლ გუსტავ იუნგი უნივერსიტეტში სწავლობდა მედიცინას.

 

მან აირჩია ციურიხის Burghölzli-ში ფსიქიატრიის ინტერნად გახდომა. მისი როგორც ექიმის დიპლომს ერქვა  « ოკულტურად წოდებული ფენომენების ფსიქოლოგია და პათოლოგია » 

 

  ციურიხის საუნივერსიტეტო ფსიქიატრიული  კლინიკა Burghölzli იყო მისი კარიერის გადამწყვეტი ეტაპი…

 

მომხიბლავი და ბრწყინვალე

 

1903 წელს ის დაქორწინდა მდიდარი ოჯახიდან გამოსულ Emma Rauschenbach-ზე, რამაც საბოლოო მოაგვარა მანამდე გაჭირვებული კარლ გუსტავ იუნგის ფინანსური პრობლემები.

მაგრამ მომხიბლავი იუნგი საკმაოდ ცელქი ვინმე იყო და მას საკმაოდ ახლო ურთიერთობები ჰქნდა  ბრწყინვალე ქალებთან, მაგალითად Sabina Spielrein-თან და Toni Wolff-თან.

 

მან და Pierre Janet-მ ისწავლეს პარიზში და 1904 წლიდან კარლ გუსტავ იუნგი იქცა ევროპული ფსიქიატრიის ამომავალ ვარსკვლავად.

   მან 1906 წელს დატოვა Burghözli და გახსნა თავისი კაბინეტი. იუნგი პოპულარული იყო ატლანტიკის გაღმა.

 

გადამწყვეტი შეხვედრა ზიგმუნდ ფროიდთან

 

1900 წელს გამოვიდა ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომი « სიზმრების ინტერპრეტაცია ». კარლ გუსტავ იუნგმა ის წაიკითხა და სულ უფრო და უფრო დაინტერესდა ფსიქოანალიზით. ცოტა უფრო მოგვიანებით მან გაიცნო თვითონ ფროიდი რომელთანაც მიწერ-მოწერა ჰქონდა 1906 წლიდან.

იუნგმა 1908 წელს სტრასბურგში მოაწყო ფსიქოანალიზის პირველი კონგრესი და შექმნა ჟურნალი რომელსაც ვენა უნდა დაეკავშირებინა ციურიხთან.

 

ფროიდი მხარს უჭრდა იუნგს რომელსაც თვლიდა თავის სულიერ შვილად და ასე იყო  1912 წელს აშშ-ში მოგზაურობიდან მათ შორის პირველ უთანხმოებათა გაჩენამდე.

იუნგს არ მოსწონდა ლამის ყველაფრის დაყვანა სექსუალობაზე და ფროიდს არ მოსწონდა იუნგის დაინტერესება ოკულტურით და რელიგიით.

სწორედ 1912 წელს გამოჩნდა იუნგის საკუთარი თეორიები…

 

  ფროიდთან გაწყვეტა და ანალიტიკური ფსიქოლოგიის გაჩენა

 

ფროიდთან ურთიერთობის გაწყვეტამ გამოიწვია ის რომ მედია იუნგს უარყოფდა მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე და ის უცნობი რჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის.

llმაგრამ შეუპოვარი იუნგი არ დაემორჩილა ამ განაჩენს და მან 1911 წლიდან განავითარა ანალიტიკური ფსიქოლოგიის 2 დიდი კონცეფცია // « კოლექტიური არაცნობიერის » და « არქეტიპების » კონცეფციები //.

არქეტიპები არის კოლექტიური არაცნობიერიდან  გაჩენილი მითოლოგიური ხატები.

 

  1913 წელს იუნგი საბოლოოდ გამოეყო ფროიდის კონცეფციებს, უარყო ფროიდის თეორიის ექსკლუზიურად სექსუალური მხარე.

 

  მაგრამ ურთიერთობის ასეთმა გაწყვეტამ  იუნგს გაუჩინა დეპრესია რომელიც მან დაძლია მრავალი წლის შემდეგ.

  არაცნობიერის ფარულ ზონებთან დაპირისპირებამ  მას უფრო ღრმად დაანახა საკუთარი თავი.

მან დაწერა ნაშრომი ფსიქოლოგიურ ტიპებზე რომელიც ითვლება  მნიშვნელოვან წვლილად ფსიქოანალიტიკურ მოძრაობაში.  მან შექმნა Anima-ს და Animus-ის, ისევე როგორც ინდივიდუაციის კონცეფციები..

ზიგმუნდ ფროიდის საწინააღმდეგოდ იუნგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რელიგიებს, ასტროლოგიას, ალქიმიას.

ის თვლიდა რომ ტყვიის ოქროდ გარდაქმნა არის  ინდივიდუაციის პროცესთან დაკავშირებული ფსიქიური გარდაქმნის მეტაფორა.

 

   განათლებულ ევროპელ კარლ გუსტავ იუნგს მალთუსიანელებისგან და სოციალ-დარვინისტებისგან განსხვავებით აინტერესებდა სხვა, არაევროპელი ხალხებიც.

   1925 წელს ის ჩავიდა აშშ-ში ამერიკელ ინდიელთა აზრის და მსოფლმხედველობის გასაცნობად და არა ამ ხალხების გასაწყვეტად. ის დაუმეგობრდა ამერიკის ინდიელთა ერთ-ერთ ბელადს.

 

  შემდეგ იუნგმა იმოგზაურა აფრიკაშიც სხვა ცივილიზაციების გასაგებად. იმოგზაურა კენიადან უგანდამდე, იყო ალჟირშიც. ნანახმა გააძლიერი მისი კოლექტიური არაცნობიერის თეორია.

 

  შემდეგ წლებში იუნგი გამოდიოდა ლექციებით.

 

    მისმა მდიდარმა თანამოაზრემ, მისი იდეებით გატაცებულმა  Edith Rockfeller-მა მას აჩუქა ძალიან ლამაზი სახლი სადაც დღესაც არის ციურიხის კ.გ. იუნგის ინსტიტუტი. იქ იყვნენ იუნგი და მისი ერთული თანამშრომლები…

 

ნაციზმის აღმავლობა

 

    იუნგმა დაგმო მნგრეველი ფსიქოზების გამომწვევი გიჟური კოლექტიური იდეები.

 

1938 წელს კარლ-გუსტავ იუნგმა იმოგზაურა ინდოეთში ინდური ცივილიზაციის გასაცნობად.

 

    1946 წელს გამოიცა იუნგის ნაშრომი « ტრანსფერის ფსიქოლოგია ».

1947 წელს, 2 ინფარქტის გადატანის შემდეგ, იუნგმა გადაწყვიტა არაცნობიერზე თავისი გამოკვლევების სინთეზირება.

 

წლები გადიოდა, რელიგიით ისევ დაინტერესებული იუნგი ნაკლებად მისდევდა ანალიტიკოსის საქმიანობას.

 

 იუნგის ცხოვრების ბოლო წლები დაამძიმა 1953 წელს Tony Wolff-ის და 1955 წელს მისი მეუღლე ემას გარდაცვალებამ

 

იუნგი გარდაიცვალა 1961 წლის 6 ივნისს გულის კრიზისის შედეგად.

 

იუნგის საქმიანობის გამგრძელებლები გაერთიანდნენ მისი თეორიების დასაცავად.

 

სახელგანთქმული ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი Elie Himbert განსაკუთრებით იბრძვის ფროიდიზმის ბატონობის წინააღმდეგ.

 

 

 

 

 

 

 

http://www.psychologies.com/Therapies/Psychanalyse/Inconscient/Articles-et-Dossiers/Pourquoi-Jung-est-a-la-mode/4Un-inconscient-peuple-de-

არის დიდი ევროპელი ფილოსოფოსი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი Carl Gustav Jungმა//კარლ გუსტავ იუნგი . 26 ივლისი, 1875, კესვილი, თურგაუ, შვეიცარია. 6 ივნისი, 1961, კიუსნახტი, ციურიხი, შვეიცარი.// .

ევროპაში  დღეს ის მოდაშია და ნეტა რატომ

 

 

აზრის ნახვა, მისი ინტუიციების მოსმენა,  დაკავშირება იმასთან რაც ყველაზე ირაციონალურია ჩვენში.

 

მისი ესოდენ თანამედროვე მიზნები საფუძვლად უდევს პიროვნულ განვითარებას.  ეს მივიღეთ  « ანალიტიკური ფსიქოლოგიის »  მომგონი ფსიქიატრი კარლ გუსტავ იუნგისგან.  მეტისმეტად ხშირად უცნობი აზრის აღმოჩენა.

 

Isabelle Taubes

 

 

 

  ცხადია რმ უნდა ვიკითხოთ კარლ გუსტავ იუნგის რთული, ზოგჯერ დამბნევი იდეების გამომთქმელი ნაშრომები რომლებშიც არის ფსიქოლოგიაც, სულიერებაც, მოგზაურობა ასტროლოგიაში, ბუდიზმში, კაბალაში, ბიბლიაში და გრიმების ზღაპრებშიც კი. რთულია კითხვა, მაგრამ ღირს.

 

პესიმისტი ფროიდი გვეუბნება რომ ადამიანის ხვედრია მუდივი შინაგანი კონფლიქტი.

   იუნგი კი ფროიდის საწინააღმდეგოდ გვთავაზობს გზას პოზიტიურობისკენ და ჰარმონიისკენ რაც უზარმაზარი შვებაა კრიზისის დროს როდესაც გვინდა გონების მკაცრი კანონებისგან გაქცევა.

კარლ გუსტავ იუნგი გვეუბნება რომ ნამდვილი ძალაა სულის ძალა.

 

  კარლ გუსტავ იუნგი სრულებით პასუხობს კრიზისის დროს სულიერების მოთხოვნას. ამიტომაა დღეს საჭირო მისი აღმოჩენა ან ხელახლა აღმოჩენა.

 

   რაციონალიზმის მიღმა

 

  კარლ გუსტავ იუნგს რომ გავყვეთ უნდა უარვყოთ გაბატონებული მატერიალიზმი და უნდა მივმართოთ პოეზიას, ფანტაზია-წარმოსახვას, ყველაფერს რაც ჩვენზე მეტია.

  

კარლ გუსტავ იუნგი გვეუბნება რომ ვერ იქნება კარგი და წარმატებული ცხოვრება სულიერი საკვების და გონებისთვის, რაციოსთვის მიუწვდომელ საიდუმლოებებთან კარგი ურთიერთობის გარეშე.

 

 «   სხეული და სული ჩემთვის არის ფსიქიური რეალობის ასპექტები და მეტი არაფერი, წერს იუნგი, სხეულიც ისეთივე მეტაფიზიკურია როგორც სული.»

 

 

უკეთესი  :

 

 

«  ფსიქე, სული არ ექვემდებარება მთლიანად სივრცეს და დროს, უთხრა იუნგმა 1959 წელს ინგლისელ ჟურნალისტ John Freeman-ს. ჩვენ შეიძლება ვიხილოთ მომავალი. მარტო უმეცრება უარყოფს ამ ფაქტებს.»

 

იუნგისთვის  ფსიქეს,  « სულის არარაციონალური ფუნქცია» ინტუიცია ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც რაციონალური აზრი, ემოცია თუ შეგრძნება.

 

«მე » ოთხია

   აღმოსაჩენი და წასაკითხია

 

  კარლ გუსტავ იუნგის  «არაცნობიერის კვლევის ნარკვევი » // Essai d’exploration de l’inconscient//

   წიგნი-ანდერძი სადაც ლაპარაკია იუგის თეორიის მთავარ პუნქტებზე და რომელიც ყველაზე მისაწვდომია საქმეში ჩაუხედავებისთვის.

 

Jean-Jacques Antier-ის  « კ. გ. იუნგი ანუ ღვთაებრივის განცდა » // C.G. Jung ou l’Expérience du divin//, იუნგის ყველაზე ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე სრული ბიოგრაფია, 2010//.

 

  იუნგის აზრით ჩვენი შინაგანი რეალობა ორგანიზებულია 4 ელემენტის ირგვლივ.

  

ეს ელემენტებია ეგო, პერსონა ანუ პიროვნება, მე, თვითონ// soi//  და ჩრდილი.

 

ეგო, ცნობიერების, შეგრძნებათა, ემოციების ცენტრი მე მაძლევს დღე-და ღამის ყოველ მომენტში ჩემი მეობის შეგრძნების საშუალებას. პერსონა // ეს ლათინური სიტყვა ნიშნავს ნიღაბს// არის სოციალური პიროვნება რომელსაც ყოველი ადამიანი იყენებს ადაპტაციისთვის ან იმისთვის რომ მიღებული იყოს სხვების მიერ. მე ჩვენ გადაგვაქცევს სხეულის და სულის მთლიანობად, ადამიანად.

 

იუნგის მე,თვითონ, არაა კლასიკური ფსიქოლოგიის მე, ის ენათესავება სულს.  ისაა ჩვენი ღვთაებრივი ნაწილი რა მნიშვნელობაც არ უნდა მივცეთ ამ ზედსართავს.  თერაპევტი და სიზმარ-ზმანებების ანალიტიკოსი Juliette Allais ამბობს რომ მას შიძლება ვუწოდოთ ღმერთი, ისევე როგორც სიცოცხლის უმაღლესი საიდუმლო. შეუხებადი, მაგრამ ყველგან მყოფი ის ბატონობს ჩვენს არსებობებზე.

 დაბოლოს არის ჩრდილი რომელიც მოიცავს ჩვენი პიროვნების ყველა იმ ასპექტს რომლებსაც არ ვაღიარებთ ჩვენს ასპექტებად იმიტომ ისინი არ შეესაბამებიან ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე და იმას თუ როგოროდაც გვინდა რომ  გვხედავდნენ სხვები.

 

    რატომაა იუნგი მოდაში, როგრ გახდა იუნგი იუნგი

 

 

 

 1900 წელს ახალგაზრდა ფსიქიატრი კარლ გუსტავ იუნგი // 1875 წლის 26 ივლისი-1961 წლის 6 ივნისი// მივიდა  შვეიცარიაში ციურიხის ფსიქიატრიულ საავადმყოფო Bürgholzli-ში.

6 წლის შემდეგ ის გაიტაცა ფროიდის იდეებმა. მან ფროიდს მისწერა 380 წერილი.

 

იუნგი ფროიდში ხედავდა მამას, მაგრამ ამავე დროს ცდილობდა მისი თეორიული ინტუიციების შემოწმებას.

   1908 წელს ფროიდმა მოინდომა იუნგის თავის « მემკვიდრედ » გამოცხადება.

 

 იდილია დამთავრდა 1911 წელს როდესაც იუნგმა არ მიიღო ფროიდის პანსექსუალიზმი   და არ  ჩათვალა სიზმარი არაცნობიერი სექსუალური წადილის განხორციელებად.

   იუნგმა გამოაცხადა რომ სექსუალობა არაა ფსიქიური ცხოვრების მამოძრავებელი ძალა და ძრავა და ჩამოშორდა თავის ოდინდელ კუმირ ფროიდს.

 

   1914 წელს ფროიდთან საბოლოოდ წაჩხუბებული კარლ გუსტავ იუნგი გადადგა  საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის თავმჯდომარის  თანამდებობიდან რომელზეც ის ფროიდმა დანიშნა.

 

იუნგი გახდა  « ანალიტიკური ფსიქოლოგიის  » დამფუძნებელი, მაგრამ მან შეინარჩუნა პრინციპი რომლის თანახმადაც ფსიქოანალიტიკოსი შეიძლება გახდეს ის  გაივლის ხანგრძლივ პიროვნულ ანალიზს.

 

ფროიდის საწინააღმდეგოდ იუნგი ამბობს რომ ჩვენ გვაქვს 2 არაცნობიერი:

  ერთია ინდივიდუალური არაცნობიერი რომელშიც ვლინდება ჩვენი ნევროზები და პიროვნული კონფლიქტები;

   მეორე  კოლექტიური არაცნობიერი რომელიც გვიყვება გმირებით // ოიდიპოსი, იკაროსი, მძინარე მზეთუნახავი…// და მთელი კაცობრიობისთვის საერთო სიმბოლოებით სავსე საყოველთაო, უნივერსალურ ისტორიას.

 

  იუნგის აზრით  ვაშლზე ფიქრისას მე ვხვდები ადამის და ევას გვერდით, მე სიმბოლურად ვიხსენებ მიწიერი სამოთხის ფუძემდებელ მითს. თაობების მიერ თაობებისთვის გადაცემული ფსიქიური, მაგრამ აგრეთვე ბიოლოგიური, უჯრედოვანი კოლექტიური არაცნობიერი ინახავს ადამიანის ყველა ტიპიურ რეაქციას:  შიშს. საფრთხის წინათგრძნობას, დარდს სიკვდილის გამო.

    ჩვენი ცხოვრება დიდად განსხვავდება ფროიდის მიერ წარმოდგენილი შინაგანი ცხოვრებისგან რომელიც სავსეა აკვიატებულ-აჩემელი ეროტიკული, ბინძური იდეებით რომელთა გამხელაც კი შეუძლებელია.

 

 « ბევრად უფრო სასიამოვნო და ბევრად მეტის მომცემია სულიერი ძალებით სავსე არაცნობიერში შეღწევა ვიდრე პირუტყვის ტვინიდან ამოფრქვეული სექსუალური ბოდვით სავსე არაცნობიერში ჩაფლობა», ამბობს იუნგის ერთ-ერთი შესანიშნავი ბიოგრაფიის ავტორი Jean-Jacques Antier.

  იუნგი კარგია მითუმეტეს დღევან იმედგაცრუებულ დროში.

 

   ეგოდან დიდ მე-მდე

 

   იუნგი გვეუბნება რომ ცხოვრების მიზანია  ჩვენი პატარა პერსონიდან გადასვლა დიდ მეზე « ინდივიდუაციის პროცესის » მეშვეობით.

 

  ესაა შინაგანი გზა რომლითაც ვცდილობთ  შეძლებისდაგვარად უფრო ცნობიერ და გონიერ არსებებად გახდომას. ასე « ჩვენ თვითონ გავაჩენთ ჩვენს თავს » როგორც განსაკუთრებულ ინდივიდს, ადამიანს ადამიანებს შორის, მაგრამ უნიკალურს.  ესაა ერთგვარი მეორე გაჩენა.

  იუნგის თქმით ეს მნიშვნელოვანი რამეა ვინაიდან «  საკუთარი მეს გაცნობიერება არის სამყაროსთვის მისი საკუთარი მეობის გაცნობიერების საშუალების მიცემა». « ინდივიდუაცია როგორც წესი შესაძლებელი ხდება 50 წლის კრიზისის შემდეგ, ცხოვრების მეორე ნახევარში, ცხოვრების პირველ ნახევარში ბატონობს მეტისმეტად აქტიური ეგო.. ».

 

ამის მისაღწევად ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენს ჩრდილს ანუ ჩვენი პიროვნების სამარცხვინო ნაწილს, ჩენს სოციალურ სახეს, ჩვენს ანიმას და ჩვენს ანიმუსს. ჩვენ უნდა მოვერიოთ ჩვენს ჩრდილს.

 

 

 

https://www.cgjung.net/oeuvre/textes/animus/

Anima და animus

« anima  ქალურია ;  ის არის ჩვენი მამაკაცური ფსიქეს ფორმაცია და მეტი არაფერი. ის ახდენს მამაკაცური ცნობიერის კომპენსაციას.

 ქალში,  პირიქით, კომპენსაციის ელემენტი იძენს მამაკაცურ ხასიათს და ამიტომ ვუწოდე მე მას animus.

არაა იოლი ყველაფერი ამის აღწერა…»

Anima არის განწყობილებათა და ჭირვეულობათა წყარო.  Animus არის შეხედულებათა წყარო. მამაკაცის განწყობათა ცვლა მოდის ბნელი იმპულსებიდან და ქალის  მკვეთრი და მაგისტრალური შეხედულებები ეფუძნება ა პრიორითა არაცნობიერ ცრურწმენებს. »

C.G. Jung ” Dialectique du moi et de l’inconscient “, Idées / Gallimard, 1973 p 179 et 181.

 

 

 

 ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტყუილის თქმა და უარვყოთ ყველაფერი რაც გვაღიზიანებს ჩვენში. სრული წარმატება შეუძლებელია, მაგრამ მთავარია ცდა.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი პიროვნების სხვადასხვა ასპექტის ინტეგრაცია და ასიმილაცია.

 

  მაგრამ იუნგი გვაფრთხილებს რომ ჩვენ არა ვართ ანგელოზები:

 

«  ცხოვრება ტოტალური ჰარმონიის ნიშნის ქვეშ ხორკლიანობათა გარეშე  იქნება ძალიან მოსაწყენი და დეპრესიის მომგვრელი». უარესი, « არაადამიანური».

   ეს ინიციაციური გზა შიძლება გადიოდეს საკუთარ თავზე მუშაობაზე, სიზმარ-ზმანებათა ანალიზზე, მედიტაციაზე, ლოცვაზე, ჭვრეტაზე…

    ესაა მისტიკური იდეალისტური, მეტიც, გულუბრყვილო დემარში, მაგრამ განა გვაბედნიერებს წმინდა და უხეში რაციონალობა?

    განა გვეუბნება წმინდა და უხეში რაციონალობა თუ როგორ უნდა ვიყოთ უფრო ბედნიერები, როგორ უნდა დავძლიოთ ტანჯვა, ავადმყოფობა, როგორ უნდა გვიყვარდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ ისე რომ ბუყვარდეთ სხვას, როგორ უნდა ვიგლოვოთ და რა უნდა ვქნათ სიკვდილის პირისპირ?

  1946 წელს ერთმა ძველმა მეგობარმა ჰკითხა იუნგს თუ როგორ უნდა დაამთავროს ღირსეულად ცხოვრება ადამიანმა. იუნგმა უპასუხა: « იცხოვროს თავისი ცხოვრებით. »

 

 

https://www.lepsychologue.be/articles/cj-jung-psychologie-des-profondeurs.php

 

Marianne Gassel, კარლ გუსტავ იუნგის სიღრმეთა ფსიქოლოგია

რეზიუმე :

 

   კარლ გუსტვ იუნგმა ზურგი შეაქცია ფროიდს, უარყო მისი პანსექსუალიზმი და განაცხადა რომ ყველაფერი არაა დამოკიდებული  მოშორებულ სექსუალობაზე.

  კ.გ. იუნგის აღმოჩენა

  მან დაასკვნა რომ  ინდივიდის ფსიქიზმში არ მოქმედებენ მარტო მოშორებული სექსუალობის და მისი საკუთრი ისტორიის ძალები, რომ ის იზიარებს მთელი კაცობრიობისთვის საერთო გავლენებს.

ის ამ დასკვნამდე მივიდა როგორც კლინიკური მუშაობის ისე ბევრი მოგზაურობის, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული კულტურების ადამიანთა მოსმენის, სხვადასხვა რელიგიის, მითოლოგიათა, პოეზიის, ზღაპრების, ტრადიციების და ა.შ. შესწავლის შედეგად.

 

   დროში და სივრცეში სხვადასხვა მითოლოგიაში ჩანს მსგავსი სტრუქტურები და პერსონაჟები, თუნდაც მათ ჰქონდეთ  სხვადასხვა, ამა-თუ იმ კულტურის შესაბამისი სახელები და გარეგნობა;

 

 სხვადასხვა კულტურის და სხვადასხვა ინდივიდუალური ისტორიების ადამიანთა სიზმარ-ზმანებებში ჩანს სხვადასხვა მითოლოგიის სტრუქტურების და პერსონაჟების მსგავსი სტრუქტურები და პერსონაჟები.

 

  იუნგმა აქედან დაასკვნა რომ მთელ კაცობრიობას აქვს საერთო ბარგი და მემკვიდრეობა რომელსაც მან უწოდა «კოლექტიური არაცნობიერი » რომელიც არაცნობიერია მანამდე სანამ არ გამოვლინდება.

იუნგის აზრით ყველას შეუძლია კოლექტიური არაცნობიერიდან ფსიქიური შენებისთთის და შეკეთებისთვის საჭირო მასალის აღება.

   ფროიდმა ვერ აიტანა იუნგის დაინტერესება რელიგიით და სხვა კულტურებით და მისი ინდივიდუალური აზრი.

    იუნგმაც ზურგი შეაქცია ფროიდს.

  მაგრამ შეუპოვარმა იუნგმა რამოდენიმე თანამოაზრესთან ერთად განაგრძო თავის გზაზე სიარული. მან შეიმუშავა თავისი საკუთარი ფსიქოანალიტიკური მეთოდი რომელსაც ჰქვია  « სიღრმეთა ფსიქოლოგია» // « Psychologie des profondeurs »//.

 

 

 

 

Le divin dans l’homme. Lettres sur les religions de Carl Gustav Jung

 

ღვთაებრივი ადამიანში. კარლ გუსტავ იუნგის წერილები რელიგიაზე

 

    იუნგი და რელიგია

 

   ჯერ რამოდენიმე სიტყვა იუნგზე: ის ფროიდთან ერთად არის ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავიდან ფროიდის ძალიან ახლო მოწაფე იუნგი შემდეგ ჩამოშორდა თავის მასწავლებელს.

   უთანხმოების მთავარი მიზეზი ის იყო რომ ფროიდი არაცნობიერში მთავარ ძალად თვლიდა სექსუალობას.

  იუნგის წვლილი არის კოლექტიური  არაცნობიერის და არქეტიპების დონეზე.

 

  ამავე დროს იუნგმა ხაზი გაუსვა რელიგიის და ღმერთის არქეტიპის მნიშვნელობას.

 

    პროტესტანტ პასტორთა ოჯახში დაბადებულ იუნგს ჰქონდა კარგი ქრისტიანული განათლება.

 

   ესაა რელიგიებზე დაწერილი წერილების კრებული

 

   ჩვენს მატერიალისტურ ხანაში იუნგი გაბედულად ლაპარაკობს რელიგიაზე. მან განიცადა ის რასაც უწოდებენ ნუმინალურს.

 

 

http://crossmax.e-monsite.com/pages/exposes/le-sacre-les-metamorphoses-du-sacre.html

 

  ნუმინალური// UMINEUX//. ლათინური სიტყვიდან numen, რაც ნიშნავს ღვთაებას.

 

Rudolf OTTO-მ (1869-1937) მოიგონა ეს სიტყვა  სპეციფიური კატგორიის, საკრალურის აღსანიშნავად.

საკრალური ირაციონალური და იდუმალია. ესაა ეთიკურის და რაციონალურის მიღმა არსებული ერთდროულად შემზარავი და მიმზიდველ-მომხიბლავი საიდუმლო.

 mana (მაგია)  და საკრალურ (რელიგია) უნდა მომდინარეობდნენ ამ  საწყისი პრინციპიდან.

 

Rudolf OTTO, « Le Sacré », «საკრალური» Paris, Payot, 1949. (პირველი გამოცემა 1917 წელს)

Rudolf OTTO-სთვის და Carl Gustav JUNG-ისთვის ნუმინალური არის ის რასაც ინდივიდი გრძნობს, რაც მოდის სულ სხვა სამყაროდან და რომელიც გიჩენს განცდას რომ დამოკიდებული ხარ «სულ სხვაზე » რომელზეც რამის თქმა შეუძლებელია..

  მაგრამ იუნგს მაინც ჰქონდა ცოდნის და გაგების სურვილი.

   ზოგი იუნგს ლანძღავდა იმიტომ რომ მათი აზრით იუნგი ახდენდა რელიგიის ფსიქოლოგიზაციას. სხვები იუნგს ლანძღავდნენ იმიტომ რომ ის მათი აზრით მორწმუნე იყო.

   არც ერთ მლანძღველს არ ესმოდა თუ რას ამბობდა იუნგი.

  ის მუდამ არიდებდა თავს მეტაფიზიკის სფეროს // რომელიც მეტია იუნგზეც და ნებისმიერ სხვა ადამიანზეც//.

ის რჩებოდა მხოლოდ ფსიქიური ფაქტების სფეროში.

 

  იუნგი ლაპარაკობს ღმერთის ხატზე ფსიქეში და არაფერს ამბობს ტრანსცენდენტულ სუბიექტზე რომელსაც ეს ხატი წარმოადგენს.

    იუნგის თქმით ფსიქიური ფაქტი რეალურია. ღმერთის ხატი ფსიქეში ნამდვილად არის და ის რეალურია მიუხედავად იმისა რომ ის არაფერს ამბობს  ტრენსცენდენტურ ფენომენზე რომელიც არის მის უკან.

 

   ჩვეულებრივ კითხვას ხართ თუ არა მორწმუნე ?” იუნგმა უპასუხა მე არ მწამს,მე ვიცი“, რაც, რა თქმა უნდა, ცუდად იყო გაგებული. იუნგს უნდოდა იმის თქმა რომ მან დაინახა უცნობი ფაქტორი რომელსაც უწოდა ღმერთი.

 

მან ასევე თქვა : « მე ვერ ავხსნი ამ შინაგან განცდას მის მეტაფიზიკურ რეალობაში ვინაიდან ეს რეალობა არსით ტრანსცენდენტული ბუნებისაა და ბევრად მეტია ჩემს ადამიანურ ცოდნაზე». (გვ. 143).

 

  ესაა ძლიან საინტერესო, სრული და დიდი კრებული.

   იუნგი ბევრს ლაპარაკობს  იმაზე რომ ნამდვილი რელიგიური განცდა არის საუკეთესო წამალი სულისთვის…. რელიგია ეხმარება ადამიანს ნუმინალური განცდის მოთვინიერებაში, ირგვლივ სიცოცხლის განცდაში.

   იუნგი დიდად ბრძენია, მან ბევრი იცის, მაგრამ ეკლესიასტე გვეუბნება რომ დიდ ბრძენს და მცოდნეს აქვს დიდი დარდი და წუხილი….

 

  როგორც გვეუბნება წმინდაThérèse d’Avila
«
სულის წინსვლა დიდი სიყვარულია და არა ბევრი ფიქრი »

 

 და მაინც გაუმარჯოს კარლ გუსტავ იუნგს ვინც გაბედა რელიგიაზე და სულიერებაზე ლაპარაკი ათეისტურ მატერიალისტურ სამყაროში, ვინც ხედავდა ევროპული შუა საუკუნეების სიღრმეს და სილამაზეს, ვინც ყურს უგდებდა ინდიელებსაც და ინდოელებსაც და არა მარტო სუფთა სისხლის არიელებს, ვინც დაინახა ისტორიული კაცობრიობის სულიერების მნიშვნელობა.

 

ფროიდიზმის, ფროიდომარქსიზმის,მატერიალისტური ჰედონიზმის და სექსუალური რევოლუციის მიერ გაგიჟებულმა კიეველმა გომბიომ //ვითომფემინისტური ბანდა « ფიმენის » წევრმა ამას წინ  მღვდლის და მგალობელთა თვალწინ მოშარდა შუა პარიზში მდგარი მადლენის ეკლესიის საკურთხეველზე.

   სწორედ აი ამდენად გაპირუტყვებულ ხანაში უნდა გვახსოვდეს დიდი ევროპელი კარლ გუსტავ იუნგი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s