გლობალური ქალაქების ცელქობა

 

Afficher l'image d'origine

 

   ილია ჭვჭავაძე და მისი მეგობრები არ გააყოყოჩა მათმა არისტოკრატიულობამ და დიპლომირებულობამ ისინი პატივს სცემდნენ ქართველ ხალხს, ადამიანებს  და საქართველოს. ასეთია ნამდვილი ელიტა. ამიტომ არსებობს ქართველი ერი დღემდე. გაკვეთილია ყველასთვის.

 

 

http://www.france24.com/fr/20160627-brexit-paris-londres-renforcer-cooperation-anne-hidalgo-sadiq-khan

 

     საბჭოთა კავშირის შემდეგ გლობალური ქალაქების კავშირისკენ

 

Sarah LEDUC , 28/06/2016

Brexit-ის შემდეგ პარიზს და ლონდონს უნდათ მათი  თანამშრომლობის გაძლიერება

 ბრიტანელებმა რეფერუნდუმის დროს ხმა მისცეს  ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან და 3 დღის შემდეგ პარიზის და ლონდონის მერებმა Anne Hidalgo-მ და Sadiq Khan-მა ხელი მოაწერეს ერთობლივ მოწოდებას რომ ორმა დედაქალაქმა უნდა  “ითანამშრომლონ ისე მჭიდროდ როგორც არასდროს“.

ლონდონი და პარიზი, იმდენი რამე აერთიანებს ჩვენს დიდ ქალაქებს. საზიარო ისტორია, საზიარო კულტურა, საერთო გამოწვევები  და რამოდენიმე ნამდვილად გლობალურ ქალაქს შორის ყოფნის საერთო გამოცდილება.

Londres et Paris. Il y a tant qui unit nos grandes villes. Une histoire partagée, une culture partagée, des défis partagés et l’expérience partagée de compter parmi les quelques villes vraiment globale”.

ბრიტანელების მიერ გამოთქმული სურვილის საპასუხოდ ან იდალგომ და სადიქ ხანმა მოწოდეს  ორი დედაქალაქის დაახლოებისკენ.

ევროკავშირის თაობაზე რეფერენდუმის შდეგების მიუხედავად ჩვენმა ორმა ქალაქმა  უნდა კიდევ უფრო მჭიდროდ ითნამშრომლოს, ისე მჭიდროდ როგორც არასდროს რათა დავკონკრეტოთ ჩვენი საზიარო დღის წესრიგი“, მოუწოდებენ სოციალისტი და ლეიბორისტი 27 ივნისს  Le Parisien-ში და Financial Times-ში გამოქვეყნებულ წერილში.

   პარიზის მერმა გამოიჩინა ინიციატივა დაუახლოვდა ლონდონის მერს რომელსაც ის უწოდებს თავის მეგობარს ისე რომ არც კი დაუცდია რეფერენდუმის შედეგებისთვის. ეს ინიციატივა ძალიან კარგად მიიღო  მისმა ლონდონელმა კოლეგამ.

ეს ორი დიდმოხელე უკვე შეხვდა ერთმანეთს გასულ მაისში. მათ ბევრი რამე აქვთ საერთო.

 

” Sadiq Khan-ის პროგრამა შეესაბამება Anne Hidalgo-ს პროგრამას და ლონდონის ახალი მერი აკეთებს სულ საწინააღმდეგოს იმისა რასაც აკეთებდა მისი წინამორბედი Boris Johnson რომელიც მეტისმეტად ეკონკურენტობოდა პარიზს:  ხანა იმისა ვინც  ფრანგულ საწარმოებს პატიჟებდა ლონდონში გადასახადების თავიდან ასაცილებლად წასულია“, ირწმუნება France 24-ზე  პარიზის მერის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობებში Patrick  Klugman.

ის ამბობს რომ ეს თანამშრომლობა უფრო კონკრეტულად მიიღებს გონიერების და კარგად ქცევის გსცვლის სახეს.  ბრექსიტის მიღმა პარიზი და ლონდონი დგანან ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე.

 

კონსულტაციები შეეხება სამ მთავარ სფეროს: სოციალური ბინების მშენებლობას, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, დიზელების და დამაბინძურებელი ავტომობილების შემცირებას;  დაბოლოს ბრძოლას სერვისთა ისეთ დიდ პლატფორმებთან როგორებიცაა Uber თუ Airbnb.” ეს ახალი სერვისები მოსახერხებელია, მაგრამ საჭიროა მათზე თვალყურის დევნება რათა მათ არ მოახდინონ ეკონომიკის დესტაბილიზაცია. თუ კი ქალაქები ითანამშრომლებენ ამ მულტინაციონალების პირისპირ  მაშინ ისინი დაიბრუნებენ ძალაუფლებას“,  ირწმუნება Patrick Klugman.

 

   ლონდონური გამონაკლისი

 

   ორივე დიდმოხელე  იმიგრაციიდანაა გამოსული. Anne Hidalgo არის ესპანელ იმიგრანტთა ქალიშვილი და Sadiq Khan არის პაკისტანელი ავტობუსის მძღოლის ვაჟიშვილი. Brexit-ზე ისინი, რა თქმა უნდა, ერთნაირად ფიქრობდნენ.

Sadiq Khan აქტიურად იბრძოდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დატოვებისთვის. მისმა ამომრჩევლებმაც გაუგეს მას. ხმის მიცემის სოციოლოგიაში ლონდონი გამონაკლისია: ინგლისელებმა და უელსელებმა პრინციპულად მისცეს ხმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას და ლონდონის რეგიონის ამომრჩეველთა სამოცმა პროცენტმა ხმა მისცა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.

    ინტერნეტზე de 175 000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას  რომელიც მოითხოვს ლონდონის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას და მის ცალკე დარჩენას ევროკავშირში.

http://www.lefigaro.fr/vox/monde/2016/06/29/31002-20160629ARTFIG00322-independance-de-paris-et-londres-reponse-d-un-geographe-a-sadiq-kh

 

  დედაქალაქები მათი ქვეყნების წინააღმდეგ

 

ნანგრევებად ქცეული აღმოსავლეთიდან გამოქცეული გიჟები საშინელებებს ჩადიან ევროპაში სადაც არის აი ასეთი პრობლემებიც

 

    პარიზის და ლონდონის «დამოუკიდებლობა»: ერთი გეოგრაფის პასუხი Sadiq Khan-ს და Anne Hidalgo-ს

  • გეოგრაფოსი, ბრიუსელის think tankEuropean Centre for International Affairs-ს თანამშრომელი  Laurent Chalard  // ლორან შალარ//, 29/06/2016

FIGAROVOX/ANALYSE :  ბრექსიტის ანუ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ლონდონის და პარიზის მერებმა ერთად დაგმეს თავ-თავისი ერები და აქეს და ადიდეს თავისი ქალაქები.

    ლორან შალარის თქმით თუ დედაქალაქებმა ზურგი შეაქციეს თავის ქვეყნებს უკვე მოსულა ქალაქი სახელმწიფოების დრო  და ეროვნული სახელმწიფოების, ისტორიული სახელმწიფოების ხანა ჩაბარდა თურმე  წარსულს.

Anne Hidalgo და Sadiq Khan ხოტბას ასხავენ, აქებენ და ადიდებენ  კოსმოპოლიტური და მსოფლისკენ გახსნილი გლობალური ქალაქების დინამიზმს.

  ისინი ამ ქალაქებს ანუ პარიზს და ლონდონს უპირისპირებენ მათი თქმით  ლეთარგიაში მყოფ და თავის თავში ჩაკეტილ ეროვნულ სახელმწიფოებს// ანუ საფრანგეთის და ბრიტანეთის დედაქალაქები უპირისპირდებიან თავის საკუთარ ქვეყნებს, საფრანგეთს და ბრიტანეთს//.

 პარიზის და ლონდონის მერებმა Anne Hidalgo-მ და   Sadiq Khan-მა 2016 წლის 27 ივნისს ყოველდღიურ გამოცემებში Le Parisien-ში და Financial Times-ში გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი რომელშიც ამბობენ რომ Brexit-ის // დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის// შემდეგ მათ უნდათ ორი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის გაძლიერება. ისინი ხოტბას ასხავენ კოსმოპოლიტური და მსოფლიოსკენ გახსნილი გლობალური ქალაქების დინამიზმს და მათ უპირისპირებენ მათი თქმით ლეთარგიაში მყოფ და თავის თავში ჩაკეტილ ეროვნულ სახელმწიფოებს, მათ შორის თავის საკუთარ ქვეყნებს.

 

   დიდი მეტროპოლიები-დედაქალაქები  უკვე  დიდი ხანიანია რაც ცდილობენ საკუთარი ქვეყნებისგან განთავისუფლებას რაც შეესაბამება იაპონელი ლიბერალი Kenichi Ohmae-ს მიერ დაწერილ სცენარს. მისი აზრით აყვავებულ-გაფურჩქნულმა დედაქალაქებმა თავიდან უნდა მოიშორონ თავისი ჩამორჩენილი და არამწარმოებელი ქვეყნები.

ბრექსიტის მერე ლონდონი დაუპირისპირდა თავის ბრიტანეთს. ბრიტანეთი გარბის ევროკავშირიდან და ლონდონი გარბის ბრიტანეთიდან.  საფრანგეთში 2005 წლის 29 მაისს  იყო რეფერენდუმი  მთელი ევროპისთვის ერთიანი კონსტიტუციის თაობაზე. საფრანგეთმა არ მოინდომა ეს კონსტიტუცია და პარიზის ელიტამ მოინდომა. ასე განსხვავდებიან ლონდონი და პარიზი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან.

   ქალაქების ასეთი გახსნა ეევროპისკენ აიხსნება ამ ქალაქებში იმიგრანტების, ამ იმიგრანტთა შთამომავლების და მონდიალიზებული ელიტების მეტისმეტად დიდი სიჭარბით.

 საფრანგეთში და ინგლისში მონდიალიზაციით კმაყოფილი და მოგებული რეგიონები განსხვავდებიან სხვა ტერიტორიებისგან. ევროპის მომხრეების რაოდენობა ყველაზე მეტია დედაქალაქებში.

   ინგლისის 53,4 პროცენტმა მოინდომა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა და ლონდონის 59,9 პროცენტმა მოინდომა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა.

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზის 66,45-მა პროცენტმა მოიწონა ევროპის კონსტიტუცია და საფრანგეთის 54,68 პროცენტმა უარყო ეს კონსტიტუცია.

ცოტა უფრო ნაკლებად მაგრამ მაინც ასეა მეტროპოლიზაციის პროცესის განმცდელ სხვა ქალაქებში, პირველ რიგში ორ სხვა მთავარ აგლომერაციაში, მანჩესტერში და ლიონში რომლებიც დამკვიდრდნენ მათი ქვეყნების მეორე მეტროპოლიად. მათ აჯობეს კონკურენტ ბირმინგემს და მარსელს სადაც ენთუზიაზმი ევროპისთვის ბევრად უფრო სუსტია.

 

   სხვა აგლომერაციებში ევროპას ყველაზე მომხრე ყავს  მაღალ ტექნოლოგიებში სპეციალიზებულ აგლომერაციებში, მაგ. ბრისტოლში და ტულუზაში, აერონავტიკის ქალაქებში, და, ინგლისის სპეციფიური ნიშანი, საშუალო საუნივერსიტეტო ქალაქებში, გამორჩეულად ტექნოპოლიტანურ ქალაქ კემბრიჯში და ოქსფორდში.

  ამ ურბანული ტერიტორიების ძლიერი გახსნილობა ევროპისკენ აიხსნება იქ  მეტისმეტად ბევრი იმიგრანტის, ამ იმიგრანტთა შთამომავლების და მონდიალიზებული ელიტების ყოფნით. მეტროპოლებში კონცენტრირებულნი არიან უმაღლესი კადრები რომლებიც ბევრს მოგზაურობენ.

პროტესტის ავანგარდში კი როგორც საფრანგეთში ისე ინგლისში არიან მე-19 საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციის ძველი ბასტიონები რომლებიც 1970-ანი წლებიდან  ყველაზე მეტად გატანჯა მათი ეკონომიკების დეზინდუსტრიალიზაციამ….

 

   დიდი მონდიალიზებული დედაქალაქების დაპირისპირება მათი ქვეყნების დანარჩენ ნაწილთან დასავლეთ ევროპაში საფრანგეთში კარგად აჩვენა გეოგრაფმა Christophe Guilluy-მ. ეს სულ უფრო და უფრო ჩანს როგორც დადასტურებული ფაქტი და ამ ფაქტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროპის ეროვნული სახელმწიფოების, ევროპის ისტორიული ქვეყნების ერთიანობას..

   დიდი დედაქალაქების გამოკვეთილი მულტიკულტურალური ხასიათი, თუ კი თემებს შორის ურთიერთობა არაა მეტისმეტად კონფლიქტური, უპირატესობად ჩანს მონდიალიზაციაში. მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიების საზარალოდ.

დიდი მონდიალიზებული დედაქალაქების ასეთ საქციელს, მათ სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ დანარჩენი ქვეყანა აღიქვამს როგორც საფრთხეს და ეს შეიძლება ყველასთვის ცუდად დამთავრდეს.

 

 

 

მკვლევარი და ეკონომისტი Pierre Veltz

 Brexit  ანუ პერიფერიის რევანში დიდ ქალაქებზე.

 

Le « leave »  არის გამოხატულება განცდისა რომ დიდმა ქალაქებმა მიატოვეს პერიფერიები.

ლონდონმა, ქალაქმა-სახელმწიფომ დაივიწყა ეროვნული სახელმწიფო. ესაა გლობალიზაციის შედეგი.

 ევროპის თაობაზე ბრიტანეთის კენჭისყრის შედეგები დამაბრმავებლად ნათელი. დიდმა ლონდონმა მასიურად მისცა ხმა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას, დანარჩენმა ინგლისმა არანაკლებად მასიურად მისცა ხმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას. სამეფოს მეორე ქალაქმა  მისცა ხმა იგივეს. მხოლოდ ქალაქმა ცენტრებამა მისცეს ცოტათი მეტი ხმა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.

გაყრა სოციალურია, მაგრამ ასევე გეოგრაფიული. მისი რადიკალობა შენიღბა შოტლანდიის და ირლანდიის პოზიციამ რომელიც ემორჩილება სხვა ლოღიკას.

   ლონდონმა ათწლეულების მანძილზე ზურგი შეაქცია დანარჩენ ბრიტანეთს. პერიფერიამ იგრძნო უსარგებლობა, ის დამცირებულია და ის ამას გამოხატავს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოთხოვნით.  იმიგრაცია, ტექნოკრატთა ევროპა შიძლება იყოს ამ ვითარების განტევების ვაცი.

Doncaster (69 % -ს უნდა ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ), Wakefield (66 %-ს უნდა იგივე), ეს უნდათ ლონდონის მიერ მიტოვებულ და დავიწყებულ ბევრ მუშათა ქალაქში. ამაზე დაწერა 24 ივნისს « Guardian »-ის ჟურნალისტმა.

 McKinsey-ს შეფი აზიისთვის Kenichi Ohmae 1990-ან წლებში ამბობდა რომ  მსოფლიოს მომავალი უნდა განაგონ ქალაქმა-სახელმწიფოებმა რომლებიც თავიდან მოიშორებენ და ზურგს შეაქცეენ თავის ქვეყნებს.

Lee Kuan Yew-ს და სინგაპურის  დიდი თაყვანისმცემელი  კენიში ოჰმაე ფიქრობდა რომ ტოკიო და ოსაკა მოიგებდნენ თუ კი ისინი გადაიქცეოდნენ იაპონიისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და აღარ დააფინანსებდნენ კორუმპირებულ პოლიტიკურ კლასს და დიდად სუბვენციონირებულ ბრინჯის კულტურას.

 

    უსარგებლო პერიფერიები

 

  გლობალიზაციამ შეგვიყვანა სამყაროში სადაც  დიდი ქალაქური ცენტრებისთვის ოდესღაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ახლო ეროვნული პერიფერიები რომლებიც ამ ცენტრებს აწვდიდნენ საკვებს, მასალებს, ნაკლებად კვალიფიცირებულ მუშახელს, თანდათან გადაიქცნენ უსარგებლო ტერიტორიებად. ეროვნული ტერიტორია რომელიც დედაქალაქებისთვის იყო რესურსების წყარო ეხლა გადაიქცა ტვირთად ვინაიდან  ყველანაირი საქონლისთვის და სერვისისთვის ეხლა  არის  პერიფერიების მსოფლიო ბაზარი.

  ამის დიდებული მაგალითია ლონდონი, ის ახდენს მისი მიცვალებული იმპერიის ადამიანური რესურსების მობილიზაციას და ივიწყებს, ზურგს აქცევს ინგლისს და დღევანდელ ბრიტანეთს.

  ამავე დროს გაწყდა კავშირი გადაწყვეტილებების მიმღებ თუ გააზრების ცენტრებსა და ეროვნულ ტერიტორიაზე წარმოებას შორის. ამით მოიგეს საერთაშორისო მნიშვნელობის და მასშტაბის მქონე ჯაჭვებმა და ორგანიზაციებმა.

  დარჩა გადანაწილება სოციალური სახელმწიფოს ავტომატიზმებით.

 

 ლონდონი ერთგვარი ქალაქი-სახელმწიფო, პირველი მსოფლიოში.

    მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელ პოლიტიკოსებს დაავიწყდათ რომ ეროვნული სახელმწიფო // ამ შმთხვევაში ბრიტანეთი// ისევ არსებობს და რომ ამ სახელმწიფოს მკვიდრნი ხანდახან გამოთქვამენ თავის აზრს.  ისინი გაიქცნენ, გაიყოლიეს ქვეყანა და აღმოჩნდნენ აბსურდულ მდგომარეობაში როდესაც წააგო ყველამ.

 

    ცენტრებმა ზურგი შაქციეს პერიფერიას. ცენტრებს აცდუნებს სეცესიის, პერიფერიებისგან გამოყოფის იდეა. ესაა გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი შედეგი.

 

   ის ძალიან იგრძნობა აზიაში, ინდოეთში, ჩინეთში, აშშ-ში  სადაც სანაპიროთა დინამიური პოლუსები სულ უფრო და უფრო განსხვავდებიან მესამე სამყაროდ გადაქცევის გზაზე დამდგარი ცენტრალური ზონებისგან.

  

Silicon Valley-ს გურუთა ნაწილმა მოითხოვა Bay Area-ს არეას დამოუკიდებლობა.

 

 კონტინენტურ ევროპაში ვითარება სხვანაირია. ერების მასშტაბით ისევ ძლიერია ტერიტორიათაშორისი გადანაწილება. საფრანგეთში პარიზზე უფრო დინამიური რეგიონალური დედაქალაქების ქსელი საფრანგეთს იცავს ინგლისური ტიპის გაყრისგან.

  გერმანია არის ურთიერთშემავსებელი სპეციალიზაციის მქონე დიდი და საშუალო ქალაქების  ქსელი. მისი ტერიტორია ძლიან ჰომოგენურია. გამონაკლისია ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.

მაგრამ ყველა ხედავს რომ მოქმედებენ იგივე ძალები.

   უნდა მოვიგონოთ მოდელი რომელიც შეჯიბრში გამარჯვების უნარს პოზიტიურად დააკავშირებს სოციალურ, ტერიტორიულ, ეროვნულ სოლიდარობასთან და არ მიაგდებს ბედის ანაბარა ქვეყანას და მის მოსახლეობას.

Pierre Veltz est chercheur et économiste.


En savoir plus sur http://www.lesechos.fr/idees-debats/editos-analyses/0211063756610-le-brexit-ou-la-revanche-de-la-peripherie-sur-les-grandes-villes-2010257.php?tk0f2OVeer6yUiAl.99

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s