გერმანიის აგენტ ლენინზე

 

Denmark: New Documents Reveal Lenin Was A German Agent

ტრანსპარანტს აწერია რომ ლენინის საფლავი არის მთელი კაცობრიობის აკვანი

 

nадпись на транспаранте: “Могила Ленина – колыбель свободы всего человечества”

დანია, ახალი დოკუმენტები ადასტურებენ რომ ლენინი იყო გერმანიის აგენტი, 2016 წლის 25 ივლისი

 

კოპენჰაგენი, ძ დანიის დედაქალაქში ძველი საწყობის განახლებაზე მომუშავე მუშებმა იპოვეს  1917-1918 წლების დოკუმენტებით სავსე ყუთები.  ამ დოკუმენტების თანახმად ვლადიმირ ილიჩ ულიანოვი, რომელიც უფრო ცნობილია ლენინის სახელით მრავალი წლის მანძილზე იყო გერმანიის აგენტი.

ფაილები დაკავშირებულია იმპორტ-ექსპორტის კომპანია Handels og-Eksport Kompagniet-თან რომელსაც ბოლშევიკები იყენებდნენ რევოლუციამდე და რევოლუციის დროს  გერმანული ფულის და იარაღის მისაღებად.

   მუშები ცდილობდნენ Frederiksstaden-ის რაიონში Amaliegade-ს 73 ნომერში მე-19 საუკუნის საწყობის  საფუძველში დაზიანებული აგურის კედლის გამაგრებას და მათ დაინახეს კედლის უკან ფარული ოთახი მასში სეიფით. გამოცდილმა ზეინკლებმა გახსნეს სეიფი და იპოვეს 20 000 იმპერიული გერმანული რაიხსმარკი

//  20 000 Imperial German Reichsmarks// და ათასობით დოკუმენტი რომლებიც დაკავშირებულია გამგზავნ კომპანიასთან და გერმანიის საიდუმლო სამსამსახურთან.

მუშები მიხვდნენ რომ საბუთებს აქვთ ისტორიული მნიშვნელობა. ისინი დაუკავშირდნენ Aarhus Universitet-ის არქეოლოგიის დეპარტამენტს და გადასცეს მას საბუთები.

სპეციალისტებმა პროფესორი Arnbjørn Sørensen-ის ხელმძღვანელობით წაიკითხეს, გააანალიზეს  დოკუმენტები და გაოცდნენ იმის გამო  რომ ლაპარაკი იყო ლენინზე და მის მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაზე.

 ეს იდუმალი სეიფი ბოლშევიკებს ალბათ დაავიწყდათ პირველი მსოფლიო ომის და გადატრიალების არეულობაში.  მათ დაავიწყდათ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ათასობით ისტორიული დოკუმენტი.

  მთლიანობაში იპოვეს კომპანიასთან დაკავშირებული არქივის  32 537 ერთეული, მათ შორის ტვირთი, ფინანსური ანგარიშები, კანონიერი ნებართვები, საქმიანი კონტრაქტები და ნავიგაციური სავახტო ჟურნალები.

მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო გერმანიის საიდუმლო ოპერაციებთან დაკავშირებულმა 321-მა დოკუმენტმა.

  დოკუმენტთა უმრავლესობა არის გერმანიის ელჩი Freiherr von Wangenheim-ის განკარგულებები რომლებიც განკუთვნილია 2 რუსი აგენტისთვის.  ერთ-ერთ მათგანს ჰქვია  “der Bankier” (ბანკირი) და მეორეს-Maulwurf” (თხუნელა). დაადგინეს რომ ესენი არიან ალეკსანდრ პარვუსი და ვლადიმირ ლენინი.

 ამ დოკუმენტების თანახმად  პარვუსი იყო ლენინის მეკავშირე ოფიცერი რომელიც მას გადასცემდა განკარგულებებს და  გერმანელებისგან Jakob Fürstenberg-ის მეშვეობით მიღებულ მასალას.

 

   ეს პარვუსი,დიდად გავლენიანი აგენტი, ასეცვე ცნობილი იყო ფსევდონიმებით Hanecki, Kuba, ან მისი პარტიული სახელით  Ganetsky.

არის დეტალური ანგარიში ბოლშევიკთა ლიდერის და პარვუსის შეხვედრისა Baron von Wangenheim-თან 1917 წლის 13 აპრილს., ლენინის სტოკჰოლმში გაჩერების დროს. დაგეგმილი იქნა რევოლუციური მღელვარების გავრცელება.

ლენინის მოქმედება იყო დიდი სამპუნკტიანი გეგმის ნაწილი: 1. ბოლშვიკური პროპაგანდის გავრცელება რუსეთში. 2. საერთაშორისო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა კამპანია ცარიზმის წინააღმდეგ. 3. მასობრივი გამოსვლები და გაფიცვები ლოზუნგებით თავისუფლება და მშვიდობა.”

  ჩანაწერები და წიგნები გვიჩვენებენ რომ ბოლშევიკებს გაუგზავნეს ათასობით იარაღი და მოწყობილობა, ისევე როგორც თხუთმეტ მილიონ მარკაზე მეტი ფული.

  მრავალ პოლიტიკოსს უთქვამს რომ ბოლშევიკები და,განსაკუთრებით, ლენინი არიან გერმანიის პროვოკატორი აგენტები, მაგრამ მათ არ წარმოუდგენიათ სოლიდური დამადასტურებელი საბუთი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა   თქვა რომ გერმანელებმა ლენინი შვეიცარიიდან რუსეთში შეაგდეს ისე როგორც შავი ჭირის ბაცილა.

. British prime minister Winston Churchill had also blamed the Germans for the the rise to power of the Bolsheviks, writing “They transported Lenin in a sealed truck like a plague bacillus from Switzerland into Russia“.

   დოკუმენტების ანალიზმა დაადასტურა მათი სინამდვილე და უტყუარობა. ისინი ეეჭველად ადასტურებენ ლენინის კავშირს  გერმანიის საიდუმლო სამსახურთან…პროფესორი სორენსენი ამბობს რომ ისევ ატყდებაჭინჭყლი, მაგრამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ამ დოკუმენტების უგულვებელყოფა შეუძლებელია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s