დამნაშავეა მიხაილ გორბაჩოვი!!!

 

    ობერჩეკისტი ანდროპოვის ვარსკვლავები გორბაჩოვი დაშევარდნაძე

https://lenta.ru/articles/2015/04/14/shahrai/

   დამნაშავეა გორბაჩოვი

 ნობელის და იმანუილ კანტის პრემიების ლაურეატთა მოგერიება არაა ლობიოს ჭამა…

   გერმანიის აგენტი ლენინის ბოლშევიკებმა 1922 წელს მოახდინეს საბჭოთა კავშირის სამოკავშირეო ხელშეკრულების პარაფირება, მაგრამ ის ბოლომდე ხელმოწერილი არ იყო.  ის გახდა საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ის კონსტიტუციაში ჩართეს როგორც უბრალო ტექსტი და არა როგორც სრულფასოვანი ხელშეკრულება.

საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციაში კი არ ყოფილა არანაირი მინიშნება სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ის გამოიყენეს და დაივიწყეს…

   მაგრამ გერმანიის აგენტი ლენინის ყოველ მემკვიდრეს უნდოდა  თავისი კონსტიტუცია და მიხაილ გორბაჩოვსაც უნდოდა იგივე.

   1990 წლის 14 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ახალი ძირითადი კანონის პროექტს წარმოადგენდა აკადემიკოსი კუდრიავცევი. იცვლებოდა ქვეყანა და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა კონსტიტუციაც.

    მაგრამ ახალი კონსტიტუციის მაგივრად გაჩნდა ახალი სამოკავშირეო  ხელშეკრულების თემა.

   ამ ახალი სამოკავშირეო  ხელშეკრულების დადებას ითხოვდნებ ბალტიის რესპუბლიკები  რომელთა ლიდერებიც ამბობდნენ რომ მხოლოდ სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე დაელაპარაკებოდნენ მოსკოვს. პირველად სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ალაპარაკდა ესტონეთი 1989 წლის 16 ნოემბერს.

   ხოდა გორბაჩოვმა და მისმა ხალხმა გადაწყვიტეს ამ პროცესის სათავეში ჩადგომა.

  მაგრამ ნობელის პრემიის ლაურეატი მიხაილ გორბაჩოვი ჯიბიდან გავარდნილი ვირეშმაკი იყო.

  მან და მისმა თანამშრომელ-თანამებრძოლებმა  ერთმანეთს დაატაკეს საბჭოთა კავშირის ე.წ მოკავშირე რესპუბლიკები და ე.წ. ავტონომიური რესპუბლიკები.

  მათ დაადგინეს რომ საბჭოთა კავშირის ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს 35-მა რესპუბლიკამ და არა 15-მა.

   მათ ამით ყველა ავტონომიური რესპუბლიკა გამოაცხადეს მოკავშირე რესპუბლიკად.

   1990 წლი ათ და ოცდაექვს აპრილს  საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გორბაჩოვის მონებისგან იყო დაკომპლექტებული, მიიღო ორი შესაბამისი კანონი.

    ფიქრობდნენ რომ თავისი სტატუსის ამაღლების სამაგიეროდ ავტონომიები მხარს დაუჭერდნენ მოსკოვს და დაეტაკებოდნენ რესპუბლიკებს.

   გერმანიის აგენტი ლენინის ბოლშევიკებმა 1921 წელს მოსპეს დემოკრატიული საქართველო. ამ ლენინის მემკვიდრემ და ნობელის პრემიის ლაურეატმა მიხაილ გორბაჩოვმა გააჩაღა ვითომ ეთნოკონფლიქტები და დაანგრია ისტორიული საქართველოს ნარჩენი.

 

http://news.abkhazia.gov.ge/?p=3092

 

1989 წლის 15-16 ივლისს აფხაზეთში სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. . . „ლიხნის მიმართვასმოჰყვატრაგედია სოხუმში, როდესაც მიხაილ გორბაჩოვის გეგმის შემსრულებლები თავს დაესხნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტებს და პროფესორმასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ამ დღეების მოვლენები   შავ ლაქად დარჩება კავკასიის ისტორიაშიც. 1989 წლის 15 ივლისს  წამებით მოკლეს ვოვა ვეკუა. იგი აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო. ვეკუას მკვლელობის შემდეგ, მდინარე ღალიძგას 300 ათასი ქართველი მიაწყდა. იარაღი არავის ჰქონდა, ღალიძგის იქით ჩასაფრებულ  ლაკობასტ-გორბაჩოველებს კი ტყვიამფრქვევები და ყუმბარსატყორცნები ჰქონდათთუმცა, გულანთებული ქართველების შეჩერება და უფრო დიდი ტრაგედიის აღკვეთა მაშინ მერაბ კოსტავამ შეძლო.

 

ფაქტობრივად ომის დაწყებას არაფერი უკლდა, იყო მსხვერპლიც. მთელი დასავლეთ საქართველო მზად იყო აფხაზეთში საომრად წასასვლელად, ქართველების დასაცავად. იქ მერაბი გამოვიდა სიტყვით და რომ არა მისი ავტორიტეტი, ეს ფართომაშსტაბიან ომში გადაიზრდებოდა. მან მოახერხა აზვირთებული ხალხის შეჩერება, რომელსაც აფხაზეთში გადასვლა ეწადა.  გორბაჩოვის და მისი ხალხის გეგმა იყო, არსებული ვითარების შერყევა სისხლიანი კონფლიქტებით და ნანგრევებზე მათთვის სასარგებლო წესრიგის დამყარება.

  1989 წელს ტყვია ესროლეს მერაბ კოსტავასაც რომელიც ცდილობდა აფხაზეთში სისხლისღვრის არდაშვებას.

მერაბი მაშინ გადარჩა.    ქართული ეროვნული მოძრაობის  მეთაურებმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მოახერხეს სისხლისღვრის   თავიდან აცილება.

 

 მაგრამ მერაბ კოსტავა მერე ასე ვთქვათ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

   მერე პროფესორმა სიგუამ ლამაზად ღრიალით წითელი არმიის ტანკით დაანგრია თბილისი

    ნობელის პრემიის ლაურეატების მოგერიება არაა ლობიოს ჭამა.

   . დამნაშავეა მიხაილ გორბაჩოვი, გავასამართლოთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s