როკ რევოლუცია ბახის მაგივრად

tp://industrie-culturelle.fr/industrie-culturelle/le-rock-chapitre5-contreculture-emergence-style-de-vie/

 

Afficher l'image d'origine

              მეოცე საუკუნეში  მანამდე არნახული ძალადობის ორჯერ გლობალიზაციამ გამოათაყვანა თაობები და, მათ დაივიწყეს მოცარტი,ბახი, და გადაიქცნენ ნარკომან თვითმკვლელ როკერებად.

 

 დღეს გვემუქრება იგივე საშიშროება, ფრთხილად. გავიხსენოთ…

 

 

1983 წელს იქნა დაცული სადოქტორო დისერტაცია ამის თაობაზე.  1985 წელს გრენობლის პატარა გამომცემელმა გამოსცა David Buxton-ის წიგნი როკი, ვარსკვლავთა სისტემა და მოხმარების საზოგადოება

// Le rock, star-system et société de consommation// . წიგნი დღეს უშოვნელია,. მისი ნახვა ზოგ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში თუ შეიძლება.

 

პლანეტარული სისხლისღვრების მერე როკი და ნარკოტიკი

 

  ბიბლიოთეკა, ტექნიკურად და ტექნოლოგიურად მოწინავე სამყაროს მიერ გაჩაღებული ომებით და ძალადობით დაქანცული მსოფლიო და როკ- რევოლუცია

 

1983 წელს იქნა დაცული სადოქტორო დისერტაცია ამის თაობაზე.  1985 წელს გრენობლის პატარა გამომცემელმა გამოსცა David Buxton-ის წიგნი როკი, ვარსკვლავთა სისტემა და მოხმარების საზოგადოება

// Le rock, star-system et société de consommation// . წიგნი დღეს უშოვნელია,. მისი ნახვა ზოგ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში თუ შეიძლება.

  ამერიკულ კონტრ-კულტურაში მუსიკა როკს მისცეს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა რომელიც ეფუძნებოდა « მოხმარების საზოგადოების  » მიერ მოცემულ შესაძლებლობებზე.

 

როგორც თქვა, მაგალითად, « ალტერნატიულმა » ფსიქოთერაპევტმა Joseph Berke-მ :

 

ჯერ // ომებისგან დაუნგრეველ// ამერიკაში და შემდეგ მთელ დასავლეთში დაინახეს რომ შეიქმნა უნიკალური ეკონომიკური მდგომარეობა. აღარ იყო საჭირო დარდი და თავის მტვრევა მარტო თავის რჩენაზე და ფიზიკურ გადარჩენაზე.

მთლიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო განკუთვნილი ისეთი ბაზისური პროდუქტებისთვის როგორებიცაა საკვები, ტანსაცმელი და ბინა. დანარჩენი განკუთვნილი იყო ფუფუნების საგნებისთვის და იმისთვის რაც არ იყო აუცილებელი ფიზიკურად თავის რჩენისთვის.

 

ცხოვრების ამ დონის და სტილის შესანარჩუნებლად ეკონომიკა გადაიქცა მოხმარების ეკონომიკად:

წარმოება ეფუძნება მოხმარების სულ უფრო და უფრო მაღალ დონეს. მოხმარების ეკონომიკამ და აშშ-ს სიმდიდრემ შექმნა საფუძველი კონტრ-გარემოსთვის // contre-environnement//.

 აღარ იყო წარმოების ეკონომიკისთვის დამახასიათებელი_შრომა-წარმოების ციკლი….

   ადამიანი აღარ იყო დამოკიდებული მთავრობის, ინსტიტუტების თუ მშობლების მხარდაჭერაზე.

  პირველად მოხდა ისე რომ ადამიანი ცხოვრობდა მარტო საკუთარი თავისთვის.

 

   საშუალო კლასისთვის  პოლიტიკური კონფრონტაცია და ბრძოლა უმთავრესად კულტურულია იმიტომ რომ პოლიტიკური ხელისუფლება მოქმედებს კულტურული არხებით.

   ბურჟუაზიული ინსტიტუტების ფასადის დაგლეჯა არის ჩვენება იმისა რომ ბურჟუაზიული ინსტიტუტები გადაიქცა სოციალური კონტროლის და მანიპულაციის ინსტრუმენტებად.

ბურჟუათა //გაფუფუნებული//  ვაჟიშვილები და ქალიშვილები აჯანყდნენ მჩაგვრელი ბურჟუაზიული ინსტიტუტების // ანუ მათი მშობლების სამყაროს// წინააღმდეგ.

 

 მათ ომის ველად და იარაღად გადააქციეს კულტურა.

 

არის ამერიკელი მეცნიერი, მწერალი და Yale Law School-ის პროფესორი Charles A. Reich // დაიბადა 1928 წლის ოც მაისს//.  მან 1970 წელს დაწერა წიგნი 1960-ანი წლების კონტრკულტურაზე და ახალგაზრდულ მოძრაობაზე The Greening of America.

აი რას წერს ის ამ წიგნის მე-4 თავში:

 

   რევოლუცია უნდა იყოს კულტურული, ვინაიდან კულტურა აკონტროლებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მანქანას და არა პირიქით.  თუ კი კულტურა შეიცვლება მანქანა დაემორჩილება ამას, მას არ ექნნება სხვა გამოსავალი.

მანქანის ნაწარმის გაუაზრებლად მყიდველს შეცვლის მყიდველი რომელიც ირჩევს.

  მანქანას არ ექნება სხვა გზა და ანგარიშს გაუწევს ამას. მყიდველთა ეკონომიკური ძალა შენარჩუნებული იქნება.

 

  ამ ძალის მოსაპოვებლად მყიდველი უნდა განთავისუფლდეს რეკლამის კლანჭებიდან სხვანაირი ცნობიერების განვითარებით. სხვანაირი ცნობიერების განვითარების შემდეგ მანქანა გახდება მისი მონა…

რევოლუციის ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა არსებული ვითარების შენჯღრევა და მორყევა კულტურით. მუსიკა, თეატრი, პლასტიკური ხელოვნებები იქცა მნიშვნელოვან არხებად კრიტიკული იდეებისთვის და სახელმწიფო ხელს ვერ შეუშლის ამას.

 

 როკის სფეროში Dylan-ის, Rolling Stones-ბის და  Jefferson Airplane-ს gauchisme-მემარცხენიზმი დიდად მოქმედებს ფართო საზოგადოებაზე.

 

  სიუხვის და სრული დასაქმების საზოგადოებაში, საზოგადოებაში სადაც ხდება შრომის ავტომატიზაცია მთავარ პრობლემად ხდება არჩევანის თავისუფლება.

 

 სახელმწიფოსა და მერძო საწარმოების უცნაური ნაერთი «კორპორაციული სახელმწიფოს» // « l’État corporate »// შესანჯღრევად  საჭირო იყო საქონლის და ცხოვრების სტილთა თავისუფალი არჩევანის დამკვიდრება.

  აქ უნდა შვჩერდეთ  Reich-ის იდეებზე ცნობიერებათა ევოლუციის შესახებ.

 

Reich-ის  თანახმად შეიძლება გავარჩიოთ თანამედროვე ცნობიერების ევოლუციის 3 დონე.

1 დონე გამოირჩვა ადამიანთა გააფთრებული შეჯიბრი-კონკურენციით, დიდად ინდივიდუალისტური მენტალობით.

ამ მსოფლმედველობაში წარმატება არის პურიტანული მორალის, შრომის და ხასიათის შედეგი.

ეს ეტაპი უნდა შეესაბამებოდეს  პრიმიტიულ, პირველყოფილ კაპიტალიზმს როდესაც სახელმწიფო შედარებით ნაკლება ჩანს და ნაკლებად მოქმედებს.

 

ცნობიერება 2 უნდა შეესაბამებოდეს  თანამედროვე ინდუსტრიულ. საწარმოო კაპიტალიზმს რომელშიც ინსტიტუტებს და მთავრობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ინდივიდებს.

. ცნობიერება  2-სამყაროში გონება და საზოგადოებრივი, საზოგადო ინტერესი უნდა ჯობნიდნენ და ჯაბნიდნენ ადამიანთა ბუნებრივ აგრესიულობას ; ამ სამყაროში საზოგადოების რეგულაციას ახდენს სახელმწიფო.

   ცნობიერება 2-ის შედეგია მანქანის ბატონობის, შრომის ნაყოფიერების ღირებულებების და კორპორატიული სახელმწიფოს მოთხოვნების მორჩილი ადამიანი.

 ეს  ადამიანი ემორჩილება სახელმწიფო პროგრამას, რეკლამას, სახელმწიფო სკოლას. ესაა მეტისმეტად კონფორმისტი ადამიანი რომლისთვისაც ნაკლებად არსებობს ირაციონალურობა, წინასწარ წარმოუდგენლობა, მოულოდნელობა, სირთულე და ემოცია,

 ასეთი ადამიანი მარტოსულია და მოწყენილ-დარდიანი, მას ტანჯავს ცუდი ვიბრაციები, ის ზრუნავს არსებობის არასენსუალურ ასპექტებზე… მას გულს ურევს ყოველდღიური რუტინა და ერთფეროვანი მონოტონურობა.

  ასეთი ადამიანის სული არ იღებს ახალ იდეებს, ის დაკრუნჩხულია ტელევიზორის წინ რათა კვირაობით უყუროს ბეისბოლს.

 კაპიტალიზმის სუსტი რგოლი, მაშ, არის წინააღმდეგობა შრომის დისციპლინის საჭიროებასა და

 « თავისუფალი » მოხმარების მოთხოვნილებას შორის :

 მეტისმეტად მონდომებული მომხმარებელი შეიძლება არ იყოს შრომის და გარჯის დიდად მოყვარული ადამიანი.  არა და მუდამ მზარდი წარმოების შესანარჩუნებლად corporate სახელმწიფოს უნდა ყავდეს  ჰედონისტური სიამოვნებისთვის მცხოვრები ინდივიდები რომლებიც მოითხოვენ მეტ და მეტ თავისუფლებას.

   ამავე დროს წარმოების თავისი სისტემისთვის ამ სახელმწიფოს უნდა ყავდეს პურიტანი, დისციპლინირებული და შეზღუდული მუშები.

 ამ ლოღიკის თანახმად « რევოლუციური» ხდება  ყველაფერი რაც მოხმარებას ანიჭებს უპირატესობას შრომის დისციპლინის საზარალოდ.

   

ცნობიერება 3,  Reich-ი განთავისუფლების საფუძველს ხედავდა კონტრ-კულტურაში და როკში.

Reich-ის თქმით ცნობიერება 3 არის ისტორიული,ტრადიციული საზოგადოების იმპერატივებისგან და ღირებულებებისგან განთავისუფლებული ინდივიდის მსოფლმხედველობა.

  ღმერთის და ადამიანის სიყვარულის მომთხოვნი ტრადიციული საზოგადოებისგან განთავისუფლებული ინდივიდი ააგებს თავის საკუთარ ღირებულებებს, თავის საკუთარ ფილოსოფიას, თავის საკუთარ ცხოვრების სტილს და თავის საკუთარ ცხოვრების სტილს. მთავარია მე და არა საზოგადოება, მისი ინსტიტუტები და საზოგადოებრივი თუ ეროვნული ინტერესები. მეა ერთადერთი ჭეშმარიტება.

 აი ამით იწყება ცნობიერება 3.

   რაღა დროს ბახი,შოპენი და მოცარტია, « ახალი ცნობიერების  » ხალხისთვის გამოხატვის და კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა მუსიკა როკი.

ჟურნალი Rolling Stone-სთვის მიცემულ ინტერვიუში Reich-ი აცხადებს:

   როკი დაუჯერებლად მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისაა ამ ახალი ცნობიერების ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ენა და კომუნიკაციის საშუალება. როკერებმა  განავითარეს კომუნიკაციის ახალი საშუალება, ცოტათი ექსტრასენსორული აღქმის მსგავსი… მე მჯერა რომ როკს დღეს შეუძლია გადმოცემა თითქმის ყველაფერი იმისა რისი შეგრძნებაც შეგვიძლია ჩვენ.

უდიდეს შემსრულებელთა შთხვევაში მეჯლისი მიყავს როკს.

დარწმუნებული ვარ რომ ზოგი მათგანისთვის //Bob Dylan, Jefferson Airplane, Grateful Dead, les Beatles,  Rolling Stones//  როკი ბევრად უსწრებს წინ საზოგადო ცნობიერებას.

 როკი მაშინ ეხმარება «სხეულის განთავისუფლებას და ტელივიზიით გაბრუებულ პასიურ ტიპს ცვლის აქტიური მომხმარებელი».

   ელექტრონიკით გაძლიერებული როკი ტოტალურად ითრევს მსმენელს….».

 

 არის წარმოშობით გერმანელი ამერიკელი ფილოსოფოსი, მარქსისტი სოციოლოგი ჰერბერტ მარკუზე//Herbert Marcuse,1898-1979//.

 

    ამ მარკუზეს თქმით ინდუსტრიული საზოგადოება პირველ ეტაპზე ადამიანს თრგუნავს და ჩაგრავს შრომით და სიღატაკე-უქონლობთ.  მაგრამ წინ წასული კაპიტალიზმი ადამიანს ჩაგრავს საქონლის სიუხვით რომელიც ახალისებს კონფორმიზმს და პოლიტიკურ მორჩილებას.

 კონტრ-კულტურისთვის, მაშ, უმთავრესია ის თუ როგორ ვსარგებლობთ ჭრელა-ჭრულა ლამაზი ნივთებით.

    თუ კი მოხმარება შეიძლება იყოს ჩაგვრის იარაღი « აქტიური » მოხმარება შიძლება იყოს განთავისუფლების იარაღი.

 

 როკს აქებდნენ და ადიდებდნენ როგორც სახალხო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს. მთლად გიჟები ამბობდნენ რომ როკის უბრალო მოსმენაც რევოლუციაა.

   1960-ანი წლების სოციალურ კომენტატორთა უმრავლესობა შეთანხმდა იმაზე რომ როკი იყო ნამდვილი

« კულტურული რევოლუცია ». მათ თანამედროვეობა გამოაცხადეს როკის ხანად.

 

ჯაზის კრიტიკოსი Ralph J. Gleason (1917-75) შემდეგნაირად აღწერდა როკ ვარსკვლავს:

და მე მწამს რომ როკ ვარსკვლავები არიან რელიგიური პერსონაჟები. ისინი წარმოადგენენ ყველა რასის და ყველა ფერის ახალგაზრდობის სულს. …

  ტელევიზია ეკუთვნის მშობლებს//ბებრებს//, რადიო და მუსიკა როკი კი ეკუთვნის ახალგაზრდობას…

ახალგაზრდობა თანდათან გარდაქმნის საზოგადოების სუპრასტრუქტურას…

მოხმარების საზოგადოება აჩენს ყალბ საჭიროებებს და როკი იქცა წმინდა და გაუცნობიერებელ მოთხოვნილებათა სიმბოლოდ.

მოხმარების საზოგადოებას ახასიათებდნენ როგორც ტელევიზიით გამოთაყვანებულ მორჩილ ცხვრებად გადაქცეულ ადამიანთა ბრბოს.

  როკის დაპირისპირება ტელევიზიასთან გამოცხადდა აქტიური მოხმარებისა და ნამდვილი მოთხოვნილებების დაპირისპირებად პასიურ მოხმარებასა და ყალბ საჭიროებებთან

. //როკი ნმდვილია, მასში არის რაღაც ჭეშმარიტი», თქვა ჯონ ლენონმა//.

 

Greil Marcus (1945-). ეს კი ამბობდა რომ  რომ როკი იყო უფროსებისგან კულტურულად დამოუკიდებელი თაობის შემკვრელი და გამაერთიანებელი «საიდუმლო ».

სხვა კრიტიკოსი Robert Christgau ამბობდა რომ როკი არის მის მსმენელთან სოლიდარობის წყარო. ამ თვალსაზრისით როკი სპობს მუსიკოსების და ფანებს შორის არსებულ განსხვავებას.Landau-ს თანახმად :

არსებობდა მჭიდრო კავშირი შემსრულებელსა და მსმენელებს შორის, ერთგვარი ბუნებრივი ნათესაობა, სწამდათ რომ ვარსკვლავებს არ აძალებდნენ ზევიდან, რომ ისინი ჩნდებოდნენ ხალხში. მსმენელი უყოყმანოდ აიგივებდა თავს ვარსკვლავთან.

ზოგი კრიტიკოსის თქმით როკი, ყველაზე მეტად კი რადიო, აერთიანებდა ერთმანეთისგან გეოგრაფიულად დაშორებულ ადამიანებს.

  როკი გადააქციეს აქტიურ მომხმარებელთა სოლიდარობის სიმბოლოდ.

 

კონტრ-კულტურის იდეოლოგი John McHale-ს და მის თანამოაზრეთა თქმით მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებები  ქმნიდნენ ნოოსფეროს” ( ტეიარ დე შარდენის კონცეფცია) რომელიც მოქალაქეთა დიდ მასას  აძლევდა  « ფსიქიურ მობილურობას ». ელექტრონული მედია სახეების და ხმების უწყვეტი მდინარებით აფართოებს ჩვენი « ფსიქიური გარემოს საზღვრებს.

  ყველაფერი დამოკიდებულია ამ სახე-ხატების და ხმების ბუნებაზე, მაგრამ ახალგაზრდობა ელექტრონული მედიით სწავლობდა ტელევიზიის მიერ გამოთაყვანებისგან განთავისუფლებას.

ცნობიერებებისთვის ბრძოლის მთავარი იარაღი, რა თქმა უნდა, იყო როკი.

ელექტრონული მედია ცდილობს ტომის მსგავსი თემი-საზოგადოების შექმნას.

ჩათვალეს რომ როკმა შექმნა ყველაზე განვითარებული და ყველაზე ერთიანი საზოგადოება. Monterey-ს და

Woodstock-ის უზარმაზარი ფესტივალები სწორედ ასე იქნა განმარტებული

   გავრცელდა ვუდსტოკის ერის, « Woodstock nation »-ის მითი. ამბობდნენ რომ ესაა როკის ღირებულებებზე დაფუძნებული ახალგაზრდული საზოგადოება.

საზოგადოების ავანგარდი, ე,ი. ახალგაზრდობის მძაფრი მუსიკა როკი უფრო ამძაფრებს გრძნობებს ვიდრე სხვა მედია.

   1955-65 წლებში  გაკრიტიკებული თუ შეზიზღებული როკი დაფასდა როგორც მთელი ტექნიკურ-კულტურული რევოლუციის ავანგარდი.

  თქვეს რომ ელექტროაკუსტიკური მოვლენა როკი მაგნიტურად აერთიანებს მთელ დედამიწას.

ფიქრობდნენ რომ როკი აჯობებდა მარქსსაც.

ფრანგული ჟურნალი Actuel 1960 წელს ამბობდა:

« თუ კი მარქსი აზრებს გამოთქვამდა წიგნით, თუ კი ტელევიზია გამოხატავს და ავრცელებს პოლიტიკის დღევანდელ კონცეფციას პოპ მუსიკა შეიძლება იყოს სხვა რევოლუციის მედია».

 

«  ფსიქედელური რევოლუცია »

 

 კანადელმა ინტელექტუალმა, ინგლისური ლიტერატურის პროფესორმა და მედიაზე თანამედროვე კვლევათა ერთ-ერთმა ფუძემდებელმა Herbert Marshall McLuhan-მა // 1911-1980// Playboy-სთვის 1969 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა:

«  ნარკოტიკი  არის კულტურული გადასვლების  გაადვილება-გასწორების ბუნებრივი საშუალება და მოკლე გზა ელექტრული vortex-ისკენ.

  ნარკოტიკების მიღების გავრცელება მჭიდროდაა დაკავშირებული ელექტრული მედიას  გავლენასთან…

ნარკოტიკების მიღება არის მექანიკური სამყაროს  მოძველებული ღირებულებების უარყოფის გამოხატვის საშუალება.

   ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკები როგორც ჩვენი ელექტრული გარემოს ქიმიური სტიმულატორები აღადგენენ  ჩვენი მექანიკური კულტურის ვიზუალური ორიენტაციის მიერ ატროფირებულ გრძნობებს. ».

ჰოლივუდის მომავალმა მსახიობმა Peter Coyote-მა 2 წლით ადრე შემდეგნაირად გამოხატა იგივე აზრი :

« კიბერნეტიკულმა ხანამ გამოიწვია დიდი ცვლილებები. ტრადიციული სივრცულ-დროითი კონცეფციები მოძველდა… კომპიუტერმა შგვიყვანა ელექტრონულ-ავტომატურ ხანაში ისევე როგორც ორთქლის მანქანამ შეგვიყვანა ინდუსტრიულ რევოლუციაში.

  ინდუსტრიული რევოლუციის დროს იყო ჯინი რომელიც მდინარის მსგავსად დიოდა და ახალგაზრდები ეწაფებოდნენ მას. საზოგადოებები უპირისპირდებოდნენ ამას.

ეხლა არის ნარკოტიკი ლსდ. ნარკოტიკი ლსდ ჩვენთვის არის ის რაც ძველებისთვის იყო სასმელი ჯინი, ის აძლიერებს ვენს მიერ ახალი ხანის აღქმას».

 

იყო დოქტორი, ფსიქოლოგი და «ფსიქედელური რევოლუციის » დიდი ქადაგი  Timothy Leary (1920-96) რომელიც ჰალუცინაციების მომგვრელ ნარკოტიკებში ხედავდა ცნობიერების გაფართოება-გაძლიერების საშუალებას.

http://centrifugue.fr/voyage-psychedelique-dans-lunivers-de-timothy-leary-14/

 

 აშშ-ს კონტრ-კულტურის დიდი ფიგურა Timothy Leary რომელსაც უწოდეს  « ლსდ-ს გურუ-მოძღვარი ». დაიბადა 1920 წელს Massachussets-ში, ირლანდიელ კათოლიკეთა ოჯახში.  მან ისწავლა  West Point-ის პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში.  შემდეგ მან ისწავლა ფსიქოლოგია ალაბამას უნივერსიტეტში და ა.შ.

მისი პროფესიული ცხოვრება აეწყო, მაგრამ 1955 წელს თავი მოიკლა მისმა მეუღლე Marianne Busch-მა და კონფორმულ-კონფორმისტული ცხოვრების იდეა გაქრა.

  1957 წელს ეთნოლოგმა Robert Gordon Wasson-მა გამოაქვეყნა წერილი psilocybine-ზე რომელიც არის,მაგალითად,  მექსიკაში Mazatec-ის რიტუალებში გამოყენებულ ჰალუცინაციების მომგვრელ სოკოებში. ტიმოტი ლირის ეს უთხრა მისმა კოლეგა ანტონი რუსსომაც და ტიმოტი ლირი 1960 წელს წავიდა მექსიკაში.

  ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ჰალუცინაციების მომგვრელი სოკოების მირთმევამ შეძრა დოქტორი ლირი. მან თქვა რომ ამ სოკოების მიღებიდან ორ საათში მეტი გაიგო ტვინის და მისი შესაძლებლობების შესახებ ვიდრე 15 წლის მანძილზე ფსიქოლოგიის სწავლისა და კვლევა-ძიების დროს.

  ტიმოტი ლირიმ და Ram Dass-მა, იგივე  Richard Alpert-მა იმავე წელს წამოიწყეს Harvard Psilocybin Project რომლითაც უნდა ეკვლიათ ამ სუბსტანციის გავლენა სულზე. ტიმოტი ლირი ატარებდა ცდებს პატიმრებზეც და თავის სტდენტებზეც. Psilocybine-ს მიღების შემდეგ მის მორწმუნე სტუდენტებს ჰქონდათ საოცარი განცდები რელიგიური ცერემონიის დროს.

  შედეგები პერსპექტიული იყო, მაგრამ ყველაფერმა ამან და ნარკოტიკებით ვაჭრობამ გააღიზიანა ხელისუფლება და ტიმოტი ლირი და რიჩარდ ალპერტი გაყარეს ჰარვარდიდან  მას შემდეგ რაც იჩივლეს კვლევაში მონაწილე მოწაფეებმა.

Andrew William Mellon-ის მემკვიდრეები Peggy, Billy და Tommy Hitchcok-ების ფინანსური დახმარებით ლირი და ალპერტი ჩავიდნენ ნიუ იორკთან ახლო Millbrook-ში ცდების გასაგრძელებლად.

სწორედ მაშინ აღმოაჩინა ლირიმ LSD და დაუმატა ის თავის ექსპერიმენტებს.

  ტიმოტი ლირიმ და Ralph Metzner-მა 1964 წელს ერთად დაწერეს წიგნი « ფსიქედელური განცდა » რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჰიპებზე.

  ისინი ამტკიცებდნენ რომ ჰალუცინაციების მომგვრელი ფსიქედელური ნარკოტიკები ადამიანებს აძლევენ არნახულ შესაძლებლობებს და აჩვენებენ იმას რასაც ხედავდნენ ასკეტური ცხოვრების მიმდევარი დიდი წმინდანები.

ეს ბევრმა დაიჯერა.

 

   1960-ანი წლების ბოლოს გაჩნდა  ფსიქედელური ნარკოტიკების მოყვარულთა და ამ ნარკოტიკების მყიდველ-გამყიდველთა არაფორმალური ორგანიზაცია Brotherhood of Eternal Love // მარადიული სიყვარულის საძმო//. ის 1966 წელს დაარსდა კალიფორნიაში, Laguna Beach-ში.

ფედერალური გამომძიებლების აზრით  200 მილიონი დოლარის მქონე ამ ორგანიზაციაში იყო დაახლოებით 750 წევრი.

   არამზადა მოტოციკლისტთა ერთი ბანდის ხელმძღვანელმა John Griggs-მა ჰოლივუდის ფილმების ერთ მწარმოებელს მოპარა ნარკოტიკი ლსდ-ს დიდი რაოდენობა.  გრიგსმა და მისი ბანდის წევრებმა მაშინ მიიღეს ლსდ-ს მასიური დოზები…

 

ამან გარდაქმნა მათი ცხოვრება.  1966 წლის ზაფხულში  გრიგსი მილბრუკში შეხვდა ამ ნარკოტიკის პროპაგანდისტს, ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორ, გაძევებულ ტიმოტი ლირის.

 

გრიგსით მოხიბლულმა ტიმოტი ლირიმ შესთავაზა მას საკუთარი ეკლესიის შექმნა.

 

აშშ-ში ნარკომანთა რაოდენობის ზრდით გაგიჟებულმა ხელისუფლებამ 1966 წელს აკრძალა ლსდ კალიფორნიაში და სწორედ  ამ აკრძალვიდან 2 კვირის შემდეგ გრიგსის ბანდის წევრმა გლენ ლინდმა, რომლის წინააღმდეგაც არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, შეიტანა განცხადება ასოციაცია მარადიული სიყვარულის საძმოს დაარსების თხოვნით.

 

ქაღალდზე ასოციაციის მიზანი შმდეგი იყო :

 

« მსოფლიოსთვის ღმერთის უდიდესი ცოდნის მიცემა  იესო ქრისტეს, რამა-კრიშნას, პარამაჰანსა იოგანანდას, მაჰატმა განდის, ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის და ღმერთის მოციქულთა მოძღვრებათა ნეშვეობით.»

 

   მერე სულიერად გარდაქმნილი ბანდა გადავიდა სამხრეთისკენ და დამკვიდრდა ნაკლებად ცნობილი ქალაქი Laguna Beach-ის მოკრძალებულ ბუნგალოებში.

 

   ძმობას Pacific Coast Highway-ზე ასევე ჰქონდა პატარა ვეგეტარიანული რესტორანი. იქვე იყო Mystic Arts რომელსაც ერქვა გიყვარდეთ ცხოველები, ნუ შეჭამთ მათ“. რესტორანი ფუნქციონირებდა მოხალისეების წყალობით. საკვები უფასო იყო. კლიენტები ტოვებდნენ შენაწირს.

 

   ძმობის წევრები ატარებდნებ ბამბის უბრალო სამოსს, ზოგჯერ კაბებს. მათი უმრავლესობა ვეგეტარიანელი იყო. მათი ყოველდღიური ცხოვრება ეთმობოდა ლოცვას და ქველმოქმედებას.

ბევრი მათგანი მისდევდა ქრისტიანობის თავის საკუთარ ვერსიას და ამავე დროს დაინტერესებული იყო ინდუიზმით, ბუდიზმით, ამერიკის ინდიელთა და აღმოსავლური რელიგიებით.

 

ორგანიზაცია შთააგონეს ტიმოტი ლირის la League for Spiritual Discovery-მ // სულიერი აღმოჩენის ლიგა// და International Foundation for Internal Freedom // შინაგანი თავისუფლების საერთაშორისი ფონდი//.

ძმობის ბევრ წევრს უნდოდა მშვიდობა და ვიეტნამში ომის დამთავრება.

 

   უკანონო საქმიანობა

კანაფი-კანაბის-მარიხუანას გავრცელება

 

  საძმოს ფსიქედელიურ-ნარკომანულ აქტივობას მრავალი წლის მანძილზე აფინანსებდა მაღალი ხარისხის ნარკოტიკი მარიხუანა- marijuana-კანაბისის გაყიდვა. ბიზნესი კარგად მიდიოდა და ამ ბიზნესმენებმა დაიწყეს მარიხუანას მთელ აშშ-ში გაყიდვა.  მერე მათ მათ დაიწყეს წითელი ლიბანური ჰაშიშის და შავი ავღანური ჰაშიშის ყიდვა-გაყიდვა.  მათ მოსწონდათ ჰაშიშის ძალა დასურნელება და ისინი ყიდულობდნენ და ყიდნენ ამ ნარკოტიკის სხვა სახეობებსაც. ყიდულობდნენ და ყიდნენ ნარკოტიკის დიდ პარტიებს.

მათ ნარკოტიკის დიდი პარტიები მიიღეს პაკისტანიდან და ავღანეთიდან.

 

 ნაშოვნი ფულით მათმა ქიმიკოსებმა Owsley Stanley-მ და Nick Sand-მა შექმნეს  ლსდ-ს დამზადების მათი საკუთარი ლაბორატორია.

   ძმობის წევრები თვლიდნენ რომ ომი ვიეტნამში უკანონოა, რომ პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ნარკოტიკის საწინააღმდეგო კანონებს იყენებს მისი პოლიტიკური ოპოზიციონერების დასაპატიმრებლად.

 

  ამასობაში ტიმოტი ლირის  ნარკოტიკი ლსდ-ს სასარგებლო პროპაგანდამ, მისმა დაახლოებამ საპროტესტო მოძრაობებთან, ჰიპებთან, რევოლუციონერებთან, ადამიანის უფლებათა მოძრაობების წევრებთან, ვიეტნამში ომის მოწინააღმდეგეებთან, ხელოვანებთან, ინტელექტუალებთან კიდევ უფრო გააღიზიანა

აშშ-ს ხელისუფლება  რომელმაც ტიმოტი ლირი გამოაცხადა აშშ-ს ყველაზე საშიშ ადამიანად.

 

 მილბრუკს რეგულარულად ჩხრეკავდა და ლსდ-ს დაეძებდა პოლიცია.

   1965 წელს ტიმოტი ლირი 30 წლით დააპატიმრეს  მარიხუანას მცირე რაოდენობის ფლობის გამო. 3969 წელს განაჩენი არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.

 

   ძმობის წევრებმაც გადაიხადეს ფული ლირის ციხიდან გამოსაყვანად.

    მაგრამ 1966 წელს ნარკოტიკი ლსდ აკრძალეს….

 

   1969 წელს ნარკოტიკის მეტისმეტად დიდმა დოზამ მოკლა  გრიგსი. ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმა ორგანიზაციისთვის.

   თავიდან ახალგაზრდა იდეალისტი პაციფისტების საძმოში 1970-ანი წლების დასაწყისში შევიდნენ ცინიკოსი უცხოები რომელთაგანაც ზოგიერთი შეიარაღებულიც იყო.

  სიყვარულის საძმო გაქრა და მის სახელს იყენებდნენ  თაღლითები რომლებიც მალე შეიზიზღა ყველამ.

 

1972 წელს Rolling Stone-მ ერთ-ერთ წერილში  ამ ორგანიზაციას უწოდა  « Hippie Mafia ».

 

  ჰარვარდის ყოფილმა პროფესორმა, ლსდ-გურუდ წოდებულმა ტიმოტი ლირიმ ფსიქედელური ექსპერიმენტები შეწყვიტა 1970 წელს. მაგრამ ის ისევ დააპატიმრეს 10 წლით იმიტომ რომ მას ქონდა მარიხუანა. ლირი გაიქცა ციხიდან, იყო ალჟირში, Black Panther Party-ს ლტოლვილ მთავრობასთან, შემდეგ იყო შვეიცარიაში და ბოლოს ავღანეთში სადაც ის ბოლოს და ბოლოს დაიჭირეს 1973 წელს.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ლირიმ შეწყვიტა ნარკოტიკებზე ლაპარაკი თუმცა თვითონ განაგრძობდა ნარკომანობას.

   ის გადაიქცა კოსმონავტიკის მგზნებარე ქადაგად. მისი აზრით ადამიანის ევოლუციის ახალი ეტაპი უნდა იყოს კოსმოსის კოლონიზაცია….

 

« ფსიქოდელური რევოლუციის » ავანგარდი იყო როკიც:

 

 ნარკოტიკი ლსდ-ს კულტმა რადიკალური ცვლილებები მოახდინა ამერიკულ კულტურაში. აშშ-ში რაღაც სიახლის მომტანი ახალგაზრდა მუსიკოსების სულ მცირე 80 პროცენტი სისტემატურად იღებდა ფსიქედელიურ, ჰალუცინაციების მომგვრელ ნივთიერებებს….

 

  ამ ახალმა ფსიქედელიურმა სტილმა განსაზღვრა  როგორც თანამედროვე მუსიკის ახალი რიტმი ისე ჩვენი ბიბლიოთეკების ახალი დეკორი, ფილმების გადაღების ახალი ფასონი, მოძრაობის ახალი ვიზუალური ხელოვნება, ახალმა ლიტერატურამ დაიწყო ჩვენი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზრის გადასინჯვა.

 

ფსიქედელიზმი დაუახლოვდა თემის, საზოგადოების იდეას და მოწინავე ტექნოლოგიას. როკში კი იყო ორივე. 

 

ტექნიკური მეტაფორების მოყვარული ტიმოტი ლირი ამბობდა რომ ნარკოტიკი ლსდ არის შინაგანი ავტომობილი,

   ის ამტკიცებდა რომ ნარკოტიკი აუცილებელია მოწინავე საზოგადოებაში. :

 

«  ჩენს მომავალ ტექნოლოგიურ საზოგადოებაში პრობლემა აღარ იქნება ადამიანთა ამუშავება, პრობლემა იქნება მვიდად და შემოქმედებითად ცხოვრება და ფსიქედელური // ანუ ჰალუცინაციების მომგვრელი// ნივთიერებები, ნარკოტიკები დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში», ამბობდა ჰარვარდის ყოფილი პროფესორი ტიმოტი ლირი.

 

  1967 წელს, ჰიპების « Flower Power »-ის და სან-ფრანცისკოს სცენის აპოგეაში  გავრცელდა ფსიქედელური სამოსი.   ყველაზე სერიოზული არტისტული პრეტენზიების მქონე როკ მუსიკოსები ყველანაირად ცდილობდნენ არ დამსგავსებოდნენ მარტო ფულის კეთების მსურველ « კომერციულ» ჯგუფებს, გამორჩეული ყოფილიყვნენ მათგან.

   ეს იყო მათი პასუხი მუსიკის გადაქცევაზე ყიდვა-გაყიდვის საგნად, ბაზარზე გასატან საქონლად.

 

   მათთვის მნიშვნელოვანი გახდა  ხელოვანის შინაგანი რწმენის გამოკვეთა და მისი დაპირისპირება სტილის გარეგან ფიორიტურებთან.

  სტილისტურ მანიპულაციებთან დაპირისპირებით მუსიკოსები უბრუნდებოდნენ ვარსკვლავთა შეფასების ძველ კრიტერიუმს, გულწრფელობას რომელიც ვლინდება კონტრ-კულტურის ღირებულებათა დაცვაში და გავრცელებაში // და ტრივიალურად ფსიქედელური, ჰალუცინაციების მომგვრელი ნივთიერებების მიღებაში//.

 

რომანტიზმი

 

   კონტრ-კულტურის ღირებულები მნიშვნელოვანწილად აღებული იყო მე-19 საუკუნის რომანტიზმიდან.

 მე-19 საუკუნის ხელოვანებიც უპირისპირდებოდნენ ხელოვნების კომერციალიზაციას.

 

მე-18 საუკუნეში ხელოვნება იყო საკმაოდ მოცლილი არისტოკრატიის და სულ უფრო და უფრო მდიდარი ბურჟუაზიის ნაკრძალი.

   ხელოვანები ჩვეულებრივ მუშაობდნენ დიდებულთა თუ  მეცენატთა პატრონაჟით და მათ უნდა დაეკმაყოფილებათ მათი პატრონების გემოვნება და ამბიციები.

არისტოკრატული პატრონაჟი მნიშვნელოვანი იყო მუსიკოსებისთვისაც. ის ხელოვანს აძლევდა ძალიან მაღალ სოციალურ სტატუსს, მწიგნობრის სტატუსის მსგავს მდგომარეობას…დახელოვნებული ხელოვანი ფასობდა.

 

   ინდუსტრიალიზაციამ შეცვალა ხელოვანის სტატუსი. ძველი არისტოკრატიის და,მაშ, მეცენატის დასუსტებასთან ერთად ხელოვნება სულ უფრო და უფრო ხდებოდა ბაზარზე სხვა საქონელთან ერთად გასაყიდი საქონელი.

ხელოვანს სოციალური პრესტიჟი დაეცა.

   მხატვართა, პოეტების და მუსიკოსების მოძრაობა ზიზღით უყურებდა ბურჟუაზიას იმიტომ რომ ის წარმოადგენდა ინდუსტრიული ზოგადოების « მექანიკურ » რუტინას.

ხელოვანები ჯანყდებოდნენ ხელოვნების კომერციალიზაციის წინააღმდეგ, და ცდილობდნენ უფრო

« სულიერი » სტატუსის მოპოვებას.

 

პოეტი  შელი-Percy Buysse Shelley (1792-1822) ამბობდა რომ პოეტები უნდა იყვნენ  ადამიანობის გამომჟღავნებლები, რომ ლიტერატურა და სახვითი ხელოვნება არის მორალის საგანგებო და პრივილეგირებული შტოები.

ხელოვნება ეხმარება ადამიანს ეგოიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და მთელი კაცობრიობის სილამაზის დანახვა-დაფასებაში. ტირანების და უგნურთა ძალისხმევის წინააღმდეგ ხელოვანი არის სიკეთის და სიყვარულის წყარო.

პოეტი ბაირონი გრძნობდა რომ ის ახალგაზრდა უნდა მომკვდარიყო და ბურჟუაზიული კონფორმიზმისთვის და რესპექტაბილურისთვის თავის ასარიდებლად მან თქვა რომ სიგიჟე არის ღირსება და განსაკუთრებული ჭრილობა ხელოვანისა რომელსაც არ უნდა ინდუსტრიულ საზოგადოებასთან ადაპტაცია.

   ხელოვანი მაშინ გადაიქცა საზოგადოებისგან და საზოგადოებრივი შეზღუდვებისგან განზე გამდგარი აჯანყებულის არქეტიპად.

 

პოეტი კიტსი // Keats// ამბობდა რომ ხელოვნებაა უმაღლესი რეალობა, ეს მიდგომა მოგვიანებით გამოჩნდა როგორც ესთეტიკური  დოქტრინა « ხელოვნება ხელოვნებისთვის »..

 

   ფრანგული რომანტიზმი გამოჩნდა მაშინ როდესაც მან აპოგეას მიაღწია ინგლისში და თავიდან იყო კათოლიკური კონტრ-რეაქცია //შატობრიანი//.

 

ინგლისელ თანამოძმეთა მსგავსად ფრანგი რომანტიკოსებიც შოკირებული იყვნენ იმით რომ კულტურა შეიძლებოდა გადაქცეულიყო ანგარებიანი მატერიალისტი ბურჟუების საკუთრებად. რომანტიკოსებმა გადაწყვიტეს ბაზრის მიერ დამონებული სამყაროს შერყევა.

   ბოლო რომანტიკოსებმა კი ხალხი ჩათვალეს ანგარებიანი უსულო მატერიალისტი ბურჟუების თანამზრახველად და ისინი თავს აღარ თვლიდნენ ხალხის ნაწილად.

   კიდევ უფრო ელიტისტური მანერით ხელოვანი უნდა ყოფილიყო მართალი და უმაღლესი ღირებულებების მცველი.

 

 ამ მიდგომის შესაბამისად პარიზის ლათინურ კვარტალში გაჩნდა « ბოჰემური საზოგადოება », ხელოვანების და მაწანწალების გამოყოფილი, განცალკევებული თემი.

ამ კვარტალებმა შექმნეს ჩაცმის და ქცევის თავისი საკუთარი კრიტერიუმები.

 

ახალგაზრდა ფრანგ რომანტიკოსებს ჰქონდათ თმის საოცარი ვარცხნილობა. ისინი იცვავდნენ ისე რომ გამორჩეულები ყოფილიყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. მათ უნდოდათ სამოსით ბურჟუების გადარევა.

   კარგ რამედ და ღირსებად ითვლებოდა ბურჟუაზიული სამყაროს რაც შეიძლება მეტად უარყოფა.

 « იყო დიდი პოეტი და მოკვდე ». ბოდლერი იყო უკანასკნელი  ცინიკოსი და იმედგაცრუებული, ილუზიებდაკარგული რომანტიკოსების სიმპტომი.

 

Donovan (1946-)

 

     რომანტიკოსების ეს თემები აიტაცეს  1960-ანი წლების როკის ვსრსკვლავებმა.

ისევე როგორც მე-19 საუკუნეში 1960-ან წლებში ხდებოდა ხელოვანთა ავტონომიის დევალვაცია კულტურის კომერციალიზაცია.

  როკის ვარსკვლავებმაც აიტაცეს რომანტიკოსთა ისეთი თემები როგორიცაა  ხელოვანის, ვარსკვლავის მიერ უმაღლესი სულიერი ღირებულებების, მაგალითად სიყვარულის გადაცემა ირგვლივ მყოფებისთვის. ისინი მიდიოდნენ საბოლოო დეკადანსის განდიდებამდე //ბოდლერი//.

 

 პირველი ტენდენციის წარმომადგენელი მომღერალი  Donovan 1967 წელს ამბობდა:

მე ვხედავ ყველა მწერლის გაერთიანებას, ყველა რეჟისორის გაერთიანებას, ყველა ლამაზ რამეს. ისინი მათი ხელოვნებით აკონტროლებენ ყველა ბაზარს… ასე მივალთ იქამდე… მსოფლიოს ყველა დიდი სული ზის მსოფლიოს მწვერვალზე, პოულობს გადაწყვეტას… პოპ მუსიკა დასაწყისია… სამყარო შეიცვლება, არქიტექტურა შეიცვლება, ყველაფერი შეიცვლება. პოპ მუსიკა ცვლის სცენას ყველა შემთხვევაში.

 

 

Jim Morrison (1943-71)

 

   1967 წელს  პოპულარული გახდა « სიყვარულის  » იდეოლოგია რომლის ცენტრიც იყო  ჰიპების თემი Haight Ashbury-ში, სან ფრანცისკოში. იქ იყო « ფსიქედელიური » როკის უამრავი ჯგუფი. ისინი განზე იდგნენ კომერციული წრედებისგან. სან ფრანცისკო იყო პირველი ქალაქი სადაც გააცნობიერეს როკის მნიშვნელობა.

    მუსიკოსები დიდ როლს ასრულებდნენ უნივერსალური, საყოველთაო სიყვარულის იდეის გავრცელებაში და ასე აძლიერებდნენ უმაღლეს ღირებულებათა წყარო  როკით გაერთიანებული საზოგადოების ცნებას.

   თავიდან უაღრესად მარგინალურმა ამ ტენდენციამ მალე დაიპყრო მთელი მსოფლიო; ბიტლზებმა ჩაწერეს All You Need is Love // შენ გჭირდება მარტო სიყვარული// რომელიც კოსმიური თანამგზავრით მოასმენინეს  700 მილიონზე მეტ ადამიანს.

 

   ბიტლზებმა ასევე გამოიყენეს ადამიანთა დაინტერესება აღმოსავლური რელიგიებით. ისინი ჩავიდნენ ინდოეთში და ეწვივნენ გურუ მაჰარიში იოგის.  მარტო ეს აქტი იყო ერთდროულად როგორც ეგზოტიზმის ისე სულიერების სიმბოლო.

   საკუთარი თავის პატივისმცემელი ყველა ხელოვანი ავლენდა დაინტერესებას აღმოსავლური რელიგიებით.

 (John McLaughlin-ს  და Carlos Santana-ს   ერჩივნათ Shri Chimoy, Pete Townshend-ს  Who-დან ერჩივნა  Meher Baba, და ა.შ..).

   ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა 1960-ანი წლების იმედგაცრუებათა შემდეგ.

 

 უფრო პოლიტიზირებული ჯგუფები, მაგ.  Jefferson Airplane და MC5 ყვიროდნენ რევოლუციურ ლოზუნგებს. მათი ერთ-ერთი მთავარი დევიზი იყო « ხელოვნებას ძალუძს მსოფლიოს შეცვლა».

 

   ამავე დროს სხვა ჯგუფები, მაგ.  Doors და Velvet Underground მღეროდნენ გარყვნილებაზე //ჰეროინი//, გადაგვარებულ ეროტიზმზე // პროსტიტუცია, ტრანს-სექსუალობა//. Doors-ის მომღერალმა Jim Morrison-მა განაცხადა:

 

 «  \ჩვენ ვართ ეროტიკული პოლიტიკოსები. ჩვენ დაინტერესებული ვართ ყველაფრით რაც უკავშირდება უწესრიგობას, ჯანყს, ყველაფერს რასაც თითქოს არა აქვს აზრი». 

    ცხადია რომ  როკის მუსიკოსები უწესრიგოდ მიმართავდნენ და იყენებდნენ რომანტიკოსთა თემებს.

 

 

Susan Sontag (1933-2004). ამან « ავადმყოფობა როგორც მეტაფორა,maladie comme métaphore »-ში ხაზი გაუსვა ტუბერკულოზი-ჭლექის კულტის კავშირს რომანტიზმთან.

  გახდომა, დაუძლურება იყო გარეგნობა რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა მე-19 საუკუნის მანერებისთვის.

   შოპენს ჭლექი დაემართა მაშინ როდესაც ჯანმრთელობა არ ყოფილა შიკი.

კამილ სენ-სანსი წერდა 1913 წელს : “ პოპულარული რომ ყოფილიყავი უნდა ყოფილიყავი ფერმკრთალი და დაუძლურებული, ღონემიხდილი”…

 

   ჭლექი თავიდან ითვლებოდა  ვნების, ჟინის, ძლიერი ემოციის მიერ გამოწვეულ ავადმყოფობად.  ჭლექი იყო მეტაფორა რომლითაც აღწერდნენ სიყვარულს როგორც  მშთანთქმელ,გამანადგურებელ,დამაუძლურებელ ვნებას.  ის გჭამს და გაუძლურებს ისევე როგორც ჭლექი აუძლურებს სხეულს.

   ჭლექით იტანჯებოდნენ მეტისმეტად შეყვარებულები, მეტისმეტად აღელვებულები, მეტისმეტად ჟინიან-ვნებიან-სენსუალურები.

 

    ჭლექი ითვლებოდა ინდივიდუალურ ავადმყოფობად რაც მას რადიკალურად განასხვავენდა შავი ჭირისგან და სხვა მკვლელი  ავადმყოფობებისგან.

   რომანტიკოსის აზრით ავადმყოფობა უფრო საინტერესოს ხდიდა პიროვნებას.

 

Sontag-ს მოჰყავს ამ მიდგომისთვის დამახასიათებელი ნარცისიზმის მაგალითი :

«  მე ვარ ფერმკრთალი, ამბობდა ბაირონი და იყურებოდა სარკეში, მე მოვკვდები დაუძლურებისგან. რატომ? კითხა ნას მისმა მეგობარმა Tom Moore, თვითონ მასაც სჭირდა ჭლექი. ის პატრასში ჩავიდა 1818 წლის თებერვალში.- იმიტომ რომ ქალები იტყვიან: “ შეხედეთ ამ უბედურ ბაირონს, რა საინტერესოა მომაკვდავი ».  თქვა ბაირონმა.

 ჭლექი  ემართება მგრძნობიარე, ემოციურ და არტისტულ ადამიანს.

   ჭლექის დაკავშირება შემოქმედებითობასთან გადაიქცა პოპულარულ კლიშედ.

 

   ახალგაზრდა არტისტები, რომელთაც მათდა სამწუხაროთ არ ქონდათ ჭლექი ცდილობდნენ რომ გარეგნულად ყოფილიყვნენ ფერმკრთალები და სუსტები.

 

  მე-19 საუკუნეში ჭლექიანის გარეგნობა ითვლებოდა ხელოვანის განმასხვავებელ ნიშნად.

   მეოცე საუკუნეში  ორი პლანეტარული სასაკლაოს შემდეგ   კი ნარკომანის გარეგნობა ჩაითვალა როკის მუსიკოსის განმასხვავებელ ნიშნად.

    ერთი და იგივე სამოსი შეიძლება ჩაიცვას ყველამ და ნარკოტიკის მიღება და ნარკომანის გარეგნობა ადასტურებდა ხელოვანის შინაგან მდგომარებას.

ჩათვალეს რომ ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკები ამძაფრებდნენ ხელოვანის მგრძნობიარობას და აძლიერებდნენ ხედვას.

 

 გიტარისტი Eric Clapton მაშინ წერდა:

 

«  ჩვენ ყველანი ვართ მიჩვეული რაღაცას, წაართვით ნარკოტიკი როკის და ბლიუზის ბევრ მუსიკოსს და დარჩება მარტო ადამიანის ნახევარი.  ამაში დამნაშავე არაა ომი ვიეტნამში.

ჩვენ არ ვაწყობთ მანიფესტაციებს. ჩვენი პრობლემა უნივერსალურია, საყოველთაოა.

   როგორ უნდა ვიპოვოთ სიმშვიდე, მშვიდობა მტრულ საზოგადოებაში ?

ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ეს ძიება ჩვენს მუსიკაში ვინაიდან ესაა ჩვენი ყველაზე მჭერმეტყველი ხმა.

ჩვენ ნარკოტიკი გვჭირდება  საზოგადოებაში გავრცელებული ცრურწმენებისა და სნობიზმისგან გასანთავისუფლებლად ».

 

   როკის მუსიკოსები რომლებიც კვირაში შვიდ დღეს უკრავდნენ უკვე დიდი ხანია რაც იღებდნენ ამფეტამინებს « რათა გაეძლოთ დატვირთვისთვის » ჯაზის მუსიკოსები რჩეულ საზოგადოებაში დასასვენებლად უკვე დიდი ხანია რაც იღებდნენ მარიხუანას. .

 

   ეხლა კი ლსდ-ს მსგავსი ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკების მიმღები მუსიკოსები გადაიქცნენ მოდელებად ფართო საზოგადოებისთვის რომელიც ბაძავდა მათ. 

ფიქრობდნენ რომ ყველა მუსიკოსი იღებდა ნარკოტიკს.  სავალდებულო გახდა ნარკოტიკით გაბრუებულის გარეგნობა რომელიც გამოხატვადა მუსიკოსების ჰედონიზმს და მიზნისადმი ერთგულებას.

 

ჰეროინის მიღება კიდევ უფრო ახლო იყო   რომანტიულ ჭლექთან.

      მოძულებული სინამდვილით გადარეულ რომანტიკოსთა უმაღლესი ოცნება:

 

   დაიხარჯო დაუძლურდე ბოლომდე  და მოკვდე ტრაღიკულად.

 

   კონცერტების მომწყობი Bill Graham ამბობდა:

 

« … მუსიკოსები დაეჩვივნენ კოკაინს, მესკალინს თუ ჰეროინს და ეს ჩანდა მათ რეპერტუარში. ბევრ დიდ მუსიკოსს აქვს ხვრელები მათ კარიერაში, მრავალწლიანი ხვრელები რომლებიც შეესაბამამება ნარკოტიკით გატაცების პერიოდებს. და ძალიან ცოტამ მოახერხა ყველა შესაძლებლობის რეალიზაცია.».

 

  რომანტიკოსთა გზაზე დამდგარი ზოგი მუსიკოსისთვის სიფერმკრთალე, სიგამხდრე, ავადმყოფური გარეგნობა მოდური გახდა.. ამას პოპულარიზაციას უწევდნენ Keith Richard და Rolling Stones

ნარკოტიკმა დაღუპა, მოკლა Jim Morrison, Jimi Hendrix, Janis Joplin და ბევრი სხვა, მაგრამ მათი დაღუპვა აღქმული იქნა როგორც « არტისტული სიკვდილი, პოპის უმაღლესი გამოცდილება » რომელიც აძლიერებდა ამ  ვარსკვლავთა მითოლოგიას და პოპულარობას….

როკის მუსიკოსები როგორც ნარკოტიკით გათიშულები დაბორიალობდნენ სცენაზე და ეს მოდაში იყო…

 

ფსიქედელიზმი ანუ ხელოვანთა გატაცება ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1960-ან წლებში სოციალური ცხოვრების ესთეტიზაციაში.

   ჰარვარდის ყოფილმა პროფესორმა, ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკი ლსდს დიდმა პოპულარიზატორმა ინტელექტუალმა გურუ ტიმოტი ლირიმ აიწყვიტა:

    « შავკანიანთა კულტურამ თეთრკანიანთა საშუალო კლასს აჩუქა ბალახი მარიხუანა, ამბობდა ლირი, მსგრამ ლსდ კიდევ უფრო მეტს მოითხოვს, იმუშავეთ, დაბრუნდით სახლში, მოწიეთ ჟუანი და უკეთესად გეყვარებათ ქალი, უკეთესად ისადილებთ, უკეთესად გეყვარებათ თქვენი მეგობრები. ეს კარგია, ამას უფრო მაღალ რანგზე აყავს მთელი საშუალო კლასი ».

 

  ნორმალური ამერიკელების მიერ ყველაზე საშიშ ამერიკელად გამოცხადებული ამ შეშლილი პროფესორის ქადაგებამ და როკ მუსიკოსების ქცევამ  გადარია მთელი კაცობრიობა და ნარკოტიკით გატაცება დღესაც კლავს უამრავ ნიჭიერ ადამიანს. გაფრთხილდით.

 

  ხელოვნება მართლაც არის სილამაზის და მაღალი იდეალების დამამკვიდრებელი ძალა, მაგრამ ნარკოტიკი კლავს.

               მეოცე საუკუნეში  მანამდე არნახული ძალადობის ორჯერ გლობალიზაციამ გამოათაყვანა თაობები და, მათ დაივიწყეს მოცარტი,ბახი, და გადაიქცნენ ნარკომან თვითმკვლელ როკერებად.

 

 დღეს გვემუქრება იგივე საშიშროება, ფრთხილად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s