ბიბლიოთეკა,კრიზისიც ომია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს ეკონომიკურკრიზისს ვეღარავინ  და ვეღარაფერი გადაურჩება

ეკონომიკურ კრიზისს ემატება დამთრგუნველი და დამღუპველი ფსიქოლოგიური კრიზისი. ამაზე კი არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები და არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

ვს დუმილი ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე…. ვილაპარაკოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ…ვისწავლოთ ამის გაკეთება.

 

 

 

La

 

ევროპული ბიბლიო\თეკა, კრიზისებიდან კრიზისებამდე, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებიდან  ფსიქოლოგიურ კრიზისამდე

 არის 1946 წლის 30 აპრილს დაბადებული ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ჟურნალისტი და მწერალი Claude Halmos. 2014 წელს გამოვიდა მისი ბოლო წიგნი « ასე ცხოვრობენ ადამიანები ? »

http://www.lexpress.fr/actualite/societe/claude-halmos-la-crise-a-enfante-une-crise-psychologique_1605930.html

 

Claude Halmos: ” კრიზისმა გააჩინა ფსიქოლოგიური კრიზისი

 

თავის ბოლო ნარკვევში ფსიქოანალიტიკოსმა Claude Halmos-მა ხელმძღვანელებს მოუწოდა ყველაზე სუსტებისთვის დახმარების გაწევისკენ.

 

     თავის ბოლო წიგნში « ასე ცხოვრობენ ადამიანები ? » ფსიქოანალიტიკოსი Claude Halmos ამბობს რომ ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩინა მოსახლეობის მრავალ ფენას.

. 

  კრიზისში მყოფ ქვეყანაში ცხოვრება გავს  მეომარ ან ომში ჩათრეულ ქვეყანაში ცხოვრებას“,

რომც არ ცხოვრობდე ბრძოლის ველზე ან ბრძოლის ხონაში მაინც ვერ იგრძნობ თავს დაცულად.

  ეკონომიკური კრიზისი აჩენს ფსიქოლოგიურ კრიზისს რომელზეც არავინ ლაპარაკობს.:

  უარესი, ისე იქცევიან თითქოს ფსიქოლოგიური კრიზისი არ არსებობს.

  დღევანდელი სოციალური მდგომარეობა იწვევს მრავალნაირ ტანჯვას  რომლებიც არაა დაკავშირებული გატანჯულთა პიროვნულ თვისებებთან, მათ ისტორიასთან, მაგრამ რომლებიც დაკავშირებულია ცხოვრების პირობებთან რომლებშიც უწევთ მათ ფართხალი. ცხოვრების ეს პირობები ბოლოს მოუღებს უძლიერეს ფსიქიზმს და ფსიქიკას.

უნდა ითქვას :  კრიზისმა გააჩინა სპეციფიური პათოლოგია რომელიც ფაემატა ინდივიდუალურ პათოლოგიებს და რომელიც აზიანებს ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მექანიზმებს….

  მსხვერპლი არის ყველა ფრანგი და არა მხოლოდ ღარიბები. უფრო შეძლებულებს ეშინიათ იმისა რომ ვეღარ წაიყვანენ ოჯახს დასასვენებლად, რომ  ვეღარ იოცნებებენ იმ განათლებაზე რომელიც უნდათ თავისი შვილებისთვის; ეშინიათ თავის და თავისი ახლობლების სოციალური რანგის დაკარგვისა… უმუშევრად დარჩენილი ახალგაზრდა მშობელი ფიქრობს რომ მის შვილს  არ ქონდა საჭირო დახმარება და მოტივაცია.

   ყველას არსებობის შესაძლებლობები მცირდება და სუსტდება. ცხოვრება დღითი დღე უფრო და უფრო რთულდება.

    სულ უფრო და უფრო რთულ ცხოვრებაში თავისი ადგილის ვერ მპოვნელები ცუდად გრძნობენ თავს. ისინი ადანაშაულებენ საკუთარ თავს.  მათ სცხვენიათ თავისი სისუსტისა.

ამ სირცხვილის გამო ადამიანები ვერ იღებენ ხმას, ვერ ლაპარაკობენ თავის მდგომარეობაზე

 

     იმათში ვისაც  კრიზისი ნაკლებად აწუხებს  დარდის და წუხილის ობიექტი წარმოსახვითია, მაგრამ შიშის ობიექტი რეალურია.

  ქურდი შემოვიდა ჩემთან, მეშინია რომ ის მიპოვის: ეს შიშია. მე ვცხოვრობ დაცულ შენობაში, წყნარ კვარტალში. მე ამკვიატებია გაქურდვათა შიში: ესაა სევდა, მწუხარება.

დღესაა უმუშევრობა. უმუშევრობის შიში  ადამიანს უჩენს იმის შიშსაც რომ ის არ ივარგებს არაფრად. ესაა რეალური შიში იმიტომ რომ ყველა საწარმო-დაწესებულებას შუძლია მუშა-მოსამსახურეთა გაყრა ქუჩაში.

 უმუშევრობის შიში დღეს იმდენად ბუნებრივი რამეა რომ შეიძლება იფიქრო რომ გიჟია ის ვისაც უმუშევრობის არ ეშინია! “

  ადამიანები არიან დამთრგუნველი რეალობის წინაშე. ისინი ვერაფერს უშვრებიან ამ რეალობას და ამბობენ რომ ამ რეალობის შეცვლა შეუძლებელია.

   ეს გავს გაყრა-განშორებას: თქვენი მეგობარი-თანამგზავრი გტოვებთ და მიდის. თქვენ მაინც არ ხართ სასოწარკვეთილი იმიტომ რომ იცით რომ არიან სხვა ადამიანებიც და სხვა ქალებიც რომლებთანაც ერთად შეგიძლიათ გაიაროთ ცხოვრებისეული გზის ნაწილი. მაგრამ როდესაც ყველა კარი საბოლოოდ დახურულია სადაა გამოსავალი?

 

სოციალური ცხოვრება გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის ფსიქოლოგიურ წონასწორობაში. სოციალური ცხოვრება არაა მარტო ქონების, ფლობის სფერო. ვაჭარი დიუპონი ვეღარ იქნება დიუპონი თუ  ღარ იქნება ვაჭარი.  სოციალური ცხოვრების გართულება, სიღატაკე, უმუშევრობასთან ერთად სტატუსის დაკარგვა ართმევს ადამიანს მისი პიროვნების ნაწილს.

 

სამსახურიდან გაგდება ტრავმაა, უმუშევრობა ცუდად მოპყრობაა, საზოგადოება უმუშევრებს ეუბნება რომ ისინი არაფრად ვარგიან, ეს მათი დამცირებაა…. თანაც ამბობენ რომ თვითონ  მამაძაღლი უმუშევრები  ცუდად ეძებენ სამუშაოს  და ამიტომ არიან უმუშევრები.

რა თქმა უნდა არიან თაღლითები, მაგრამ ეს აბსოლუტური უმცირესობაა.

 

   მუმუშევრების გამოცხადება საკუთარ უბედურებაში დამნაშავე თაღლითებად მაშინ როდესაც სამუშაო არაა საშინელი უსამართლობაა. ეს არის არცოდნა იმისა თუ რა ფსიქოლოგიური შედეგები აქვს კრიზისს. ამით უმუშევრების  შვილებსაც ეუბნებიან რომ მათი მშობლები არაფრად ვარგანან. და ეს ფსიქოლოგიურად ადამბლავებს, აბეჩავებს  ხალხს.

 

 

  უმუშევრობა აუძლურებს ადამიანს და ეს უძლურება აუტანელი ხდება.

 

    მაგრამ  ეკონომიკური კრიზისის ამ მხარეზე არავინ ლაპარაკობს.

ამაზე ლაპარაკობს მარტო მარინ ლე პენი, ნაციონალური ფრონტი  იყენებს ამ თემას და სხვების დუმილს ადამიანებით მანიპულაციისთვის.

  პოპულიზმს ხელს უწყობს პოლიტიკოსთა საერთო დუმილი ხალხის ფსიქოლოგიური გაჭირვების თაობაზე 

 

  პოლიტიკოსებმა უნდა დაინახონ კრიზისის მიერ გამოწვეული ფსიქოლოგიური ტანჯვა და პატიოსნად უნდა დაადგინონ მისი მასშტაბი, მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტები რომ შეამსუბუქონ ადამიანთა მდგომარეობმა.

     ეკონომიკურ ომში დაჭრილმა უმუშევრებმა უნდა ისევ იგრძნონ თავი პროფესიული სამყაროს სრულფასოვან წევრებად

 

     ამ დამთრგუნველ რეალობას ემატება  ისლამისტური ” ხალიფატი” და ვირუსი ებოლა.

 პოლიტიკურ სფეროში აღაღარაა იმედის მომცემი და კოლექტიური პროექტის განსახიერების უნარის მქონე პოლიტიკოსი.

    გარეთ კი თარეშობს ველურობა და მხეცობა.

  მთელი კაცობრიობის დასახად მხეცურად ხოცავენ ადამიანებს. ეს კი სპობს ყველა აკრძალვას და ყველა საზღვარს.

   და საზღვრების არარსებობა აძლიერებს დარდს და ნაღველს.  ბავშვს ამშვიდებს საზღვრების არსებობა. საზღვრები ადგენენ უსაფრთხო არეს რომელშიც ბავშვს შეუძლი სწორად ზრდა…

 

  ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი, მაგრამ სხვებთან კავშირში. კოლექტიური ბრძოლა იძლევა პერსპექტივას. საერთო ბრძოლაში ჩაბმულს ესმის რომ მას შეუძლია მიღება და გაღება., რომ ის არაა არარაობა და ვარგა რაღაცად.

ინდივიდთა სოციალურ ნაწილს კურნავენ პოლიტიკაში ჩართვით, სრჩევნებში მონაწილეობით, კვარტალის, ქალაქის, ასოციაციების დონეზე კოლექტიური აქციების მოწყობით და არა მთელი დღე საკუთარი ჭიპის თვალიერებით.

 

 

 

 

http://www.bpnews.net/29185/suicide-abortion-mark-lithuanias-despair

 

   თვითმკვლელობა, აბორტი ლიტვის სასოწარკვეთილების ნიშანი.

 

მწერალი  Natalie Kaspar, 2008 წლის 23 ოქტომბერი

 

   მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის // the World Health Organization// თანახმად პოლონეთს, ლატვიას, ბელორუსიას და ბალტიის ზღვას შორის აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ლიტვაში ეხლა არის თვითმკვლელობათა ყველაზე მაღალი დონე მსოფლიოში.100,000 კაცზე თავს იკლავს 38,6. შედარებისთვის, აშშ-ში 100,000 კაცზე თავს იკლავს 11.

 

 მარტო თვითმკვლელობები არაა ქვეყანაში უიმედობის და სასოწარკვეთილების ნიშანი.  ზოგი ანგარიშის თანახმად ლიტველი ქალი 7 აბორტს იკეთებს ცხოვრების მანძილზე. 2006 წლის სტატისტიკის თანახმად  ყველა ფეხმძიმობათა დაახლოებით 23 პროცენტი მთავრდება აბორტით.

   ლიტვა ისევ პირველობს მსოფლიოში თვითმკვლელობათა და ლოთობის თვალსაზრისით.

ლიტველები აბორტს უყურებენ როგორც გარანტიას იმისა რომ მათ არ ეყოლებათ მეტი ბავშვი და არა როგორც მკვლელობას…..

  

 

 [

Natalie Kaspar is a writer with the International Mission Board based in Eastern Europe. Milton and Lara Magalhaes can be reached at milton@everyheart.net.

 

 

 

https://fr.express.live/2016/04/01/espagne-la-crise-a-provoque-une-epidemie-de-suicides/

 

ესპანეთში კრიზისმა გამოიწვია თვითმკვლელობათა ეპიდემია.

Audrey Duperron , 2016 წლის 1 აპრილი

  The Local-ის თქმით  2008 წლის ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ  ესპანეთში 20 პროცენტით გაიზარდა თვთმკვლელობათა რაოდენობა და ამ ქვეყანაში არაბუნებრივ გარდაცვალებათა პირველი მიზეზი არის თვითმკვლელობა.

ესპანეთში ყოველ დღე  საშუალოდ თავს იკლავს 10 კაცი.

თვითმკვლელობათა რაოდენობის ესოდენ შთამბეჭდავი ზრდა არის ძლიერი კრიზისის შედეგი. ესპანეთის სახელმწიფომ მკვეთრად შეზღუდა სოციალური ხარჯები, გაძლიერდა უმუშევრობა. ბანკები ქონებას ართმევენ ვალებში ჩავარდნილ კლიენტებს.

   ყველაზე მატად თავს იკლავენ დაახლოებით 50 წლის ადამიანები.  ბოლო 8 წელში ამ ასაკის თვითმკვლელთა რაოდენობა გაიზარდა  38 პროცენტით….

 

 

 

 

 

http://www.cafebabel.fr/societe/article/lituanie-le-pays-le-plus-suicidaire-au-monde.html

ლიტვა, ყველაზე თვითმკვლელი ქვეყანა მსოფლიოში, 2010 წლის 18 მაისი

 

ნერისი ვილნიუსს ყოფს ორად: ჩრდილოეთით არის უნივერსიტეტი, სტადიონი და ტერასები პანორამული ხედით;  სამხრეთით არის ქალაქის გული მოკირწყლული და ფერადი ქუჩებით. მდინარეზე გადასროლილ ერთ-ერთ ხიდზე არის დამაფიქრებელი აფიშა: « ზოგისთვის შენს არსეობას და ჩხოვრებას აქვს აზრი და მნიშვნელობა. ემოციური მხარდაჭერის უფასო ტელეფონი» და იქვეა ტელეფონის ნომერიც.

ლიტვა, ქვეყანა სადაც თვითმკვლელობათა დონე ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა 2009 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ.

 

ლიტველები უფრო იკლავენ თავს ვიდრე ესპანელები, ბერძნები, ამერიკელები…

 

 

ლაპარაკს, საუბარს შეუძლია ადამიანის გადარჩენა“, ამბობს წარწერა ხიდზე რომელიც ორად ყოფს ვილნიუსს.

 

 სუიციდოლოგიის ლიტვური ასოციაციის თავმჯდომარე და ვილნიუსის უნივერსიტეტში  ფსიქიატრიაზე პასუხისმგებლის მოადგილე  Alvydas Navickas ახსენებს ქვეყნის ისტორიულ კონტექსტს:

 

«  მეორე მსოფლიო ომის წინ  100 000 კაციდან მარტო 8 იკლავდა თავს ყოველ წელს ლიტვაში.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობდა სოფლებში. იყო ერთიანი ტრადიციული ფესვგადგმული საოგადოებები. დადიოდნენ ეკლესიაში. 

    მაგრამ ომის შემდეგ, საბჭოთა დომინაციის დროს ყველაზე მდიდარი გლეხები გადაასახლეს ციმბირში.  დანარჩენები შეიყვანეს კოლმეურნეობებში.

  ძნელად ასატანი სინამდვილის ატანის საშუალებად იქცა ლოთობა.  ამასთან წლიდან წლამდე იზრდებოდა თვითმკვლელობათა დონე და მან 1980-ან წლებში მიაღწია  30-ს 100 000-ზე.

 

 შემდეგ ვითარება გააუარესა სოციალიზმის დამხობამ როდესაც სახელმწიფომ უარი თქვა მრავალი ფუნქციის შესრულებაზე.

  

  თვთმკვლელობათა დონემ მწვერვალებს მიაღწია 1994-1996 წლებში როდესაც იყო 100 000 კაცზე 46 თვითმკვლელობა».

 

   სოფლური ფენომენი

 

 

Alvydas Navickas აგრძელებს თავის სამწუხარო ანალიზს:

«   თვითმკვლელობა ჩვეულებრივ უფრო გავრცელებულია დიდ ქალაქებში, მაგრამ ლიტვაში, პირიქით, თავს ორჯერ უფრო მეტად იკლავენ გლეხები. »

როგორ შიძლება აიხსნას ეს განსაკუთრებული მდგომარეობა?

 

«  პერესტროიკის და დამოუკიდებლობის შემდეგ არის უმუშევრობა, ინფრასტრუქტურები არ ვარგა, სოციალური სამსახურები არაა და ისევ ლოთობენ…»

   ლიტველთა მესამედი ცხოვრობს სოფლურ ზონებში სადაც სიღარიბის დონე სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ქალაქებში.

  მეტიც, გლეხთა ნახევარს არა აქვს  სააბაზანო-საშხაპეები და არც სახლის შიდა ტუალეტები. გლეხთა მარტო 25 პროცენტს აქვს ონკანის წყალი.  სიკვდილიანობის დონე კი ბევრად უფრო დიდია ვიდრე ქალაქებში. ამას ასკვნის ევროკომისიის დაკვეთით შესრულებული გავვვვვვვვვვვვვვვვმოკვლევა.

    ხოდა ლიტვის სახელმწიფოს მიერ ბედის ანაბარა მიყრილი ლიტველი გლეხები სასოწარკვეთილი იმედგადაწურული ლიტველი გლეხები ლოთობენ აბა რას იზამენ.

მაგრამ მარტო სიღარიბე ვერ ახსნის  თვითმკვლელობათა მსოფლიოში უმაღლეს დონეს…

სახელმწიფო სოციალიზმი კი იყო გალია, მაგრამ ის რაღაცნაირად მაინც იცავდა მოქალაქეებს.

  1990 წლის შემდეგ კი სახელმწიფომ ბედის ანაბარა მიაგდო კაპიტალიზმის, მით უმეტეს ველური კაპიტალიზმის დაუნდობელი კონკურენციის პირობებში ცხოვრებას მიუჩვეველი ადამიანები.

ბევრი თვლის რომ პერესტროიკა ტრაღედიაა იმიტომ რომ ადრე ყველას ჰქონდა სამუშაო, ეხლა კი მასობრივი უმუშევრობაა…

    თვითმკვლელობათა დონემ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში,  ახალ მწვერვალს მიაღწია 2007 წელს.

   ქალებთან შდარებით 5-ჯერ უფრო მეტად იკლავენ თავს მამაკაცები, განსაკუთრებით 34-54 წლისანი.

   ირლანდიის ხელისუფლებამაც გააფრთხილა ხალხი საშუალო ასაკის უმუშევართა შორის თვითმკველობათა რაოდენობის ზრდის შესახებ.

ლიტვაში არის ახალგაზრდებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ცენტრი რომლის პროგრამების ხელმძღვანელი Paulus Skruibis ამბობს რომ მის 130 მოხალისე თანამშრომელს შეუძლიათ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და ტელეფონით დახმარებაც.  რომ მოხალისეები კვირაში შვიდ დღეს მუშაობენ.

მისი თქმით შარშან მათ დაურეკა 100 000-მა კაცმა და მვათ შორის 8500 ზარი სერიოზული იყო.

დარეკა 149 კაცმა რომლებიც აპირებდნენ თავის მოკვლას.

ეს სამსახური უფასოა და იძლევა ანონიმურობის გარანტიას. მათ რეკლამა გაავრცელეს ტელევიზიით და გაავრცელეს დაბეჭდილი ბარათები რჩევებით რათა უარი ათქმევინონ თვის მოკვლაზე პოტენციურ თვითმკვლელებს.

 მაშინ ორჯერ მეტმა ხალხმა დარეკა.

Paulus Skruibis და მისი ხალხი ოპტიმისტები არიან და ამბობენ რომ  ლაპარაკს, საუბარს შეუძლია გადარჩენა.

 

   ეს რა თქმა უნდა ასეა მაგრამ თუ პროფესორები სიგუას,გია ნოდიას და ჯაბას ნაირი პროგრესული ტიპები სულ აუტანელს გახდიან ცხოვრებას მაშინ ლაპარაკი ვერ უშველის. ელემენტარული ქრისტიანული ადამიანობა და თანაგრძნობაა საჭირო.

.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s