მკურნალი მოცარტი

მოცარტით კურნავენ

Картинка 5 из 22921
თუ გნებავთ უსმინეთ ლევან ბერძენიშვილს და გია ნოდიას, მაგრამ ისინი ავად გაგხდიან და მოცარტი კურნავს.

“მოცარტის მუსიკა ახდენს ჩვენი ტვინის ყველა ბუნებრივი უნარის მობილიზაციას” //გორდონ შოუ,ნეირობიოლოგი და ფიზიკოსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან//.ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის//1756-1791// მუსიკა ადამინებზე ახდენს უძლიერეს გამაჯანსაღებელ მოქმედებას. მეტიც.ამ კომპოზიტორის მუსიკალურ ქმნილებებს შეუძლიათ უბრალოდ საოცარი რამეების გაკეთება  სრულებით სხვადასხვა ავადმყოფობებისგან ადამიანების განკურნების თვალსაზრისით. ამას ამტკიცებს მთელი მსოფლიოს სწავლულთა,ექიმთა და ფსიქოლოგთა მრავალი დამოუკიდებელი გამოკვლევა.

მოცარტის მუსიკას აქვს  ადამიანზე ზემოქმედების სპექტრით უნივერსალური მკურნალი ენერგეტიკა. ამ მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული  უნიკალური მკურნალი  მისი საიდუმლო მექანიზმები?

მოცარტის მუსიკის გავლენა ადამიანთა ფიზიოლოგიაზე:

      1993 წელს ნევროლოგმა ფრანკ როშემ აშშ-ს ვისკონსინის შტატის  უნივერსიტეტიდან პირველმა მსოფლიოში აღმოაჩინა მოცარტის მუსიკის საკმაოდ არაჩვეულებრივი გავლენა ადამიანთა ფიზიოლოგიაზე. 

                    მისმა გამოკვლევებმა აჩვენეს რომ მოცარტის მუსიკა როგორც არც ერთი სხვა ისე მოქმედებს  თავის ტვინის მუშაობაზე.

                    1995 წელს ფსიქოლოგმა ფრენსის რაუშერმა //აშშ// ჩაატარა ცდები ვირთხებთან // ამ ცხოველებს როგორც ცნობილია არა აქვთ ემოციური რეაქცია მუსიკაზე//.  30 ვირთხა ჩასვეს ოთახში სადაც 2 თვის მანძილზე დღეში 12 საათი ისმოდა ერთი და იგივე ნაწარმოები-მოცარტის სონატა დო-მაჟორი. აღმოჩნდა რომ ამის შემდეგ ვირთხები ლაბირინთს გარბოდნენ საშუალოდ 27 პროცენტით უფრო სწრაფად და 37 პროცენტით ნაკლები შეცდომებით  ვიდრე  ამ ორი თვის მანძილზე შემთხვევით//ბუნებრივ// ხმაურებში ან სიჩუმეში მყოფი სხვა 80 ვირთხა.   

           ეს ექსპერიმენტი ადასტურებს იმას რომ მუსიკის ცოცხალ ორგანიზმებზე,
მათ შორის ადამიანზე,ზემოქმედების უნივერსალურ მექანიზმს აქვს როგორც დომინანტური-ნეირობიოლოგიური და არა ემოციური ბუნება.

                ამერიკელმა მეცნიერმა გორდონ შოუმ და მისმა კოლეგამ კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჟელესის განყოფილებიდან ნეიროლოგმა მარკ ბოდნერმა გამოიყენეს თავის ტვინის სკანირება მაგნიტური რეზონატორის (MRI) დახმარებით    რათა ენახათ ტვინის ის უბნები რომლებიც რეაქციას ახდენენ მოცარტის,ბეთჰოვენის //”ელიზასთვის”// და 1930-ანი წლების პოპ მუსიკაზე. 

                    მუსიკის ყველა სახეობა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქის იმ მონაკვეთს რომელიც აღიქვამს ბგერითი ტალღების მიერ გამოწვეულ ჰაერის რხევებს და ზოგჯერ აღაგზნებს ტვინის იმ განყოფილებებს რომლებიც დაკავშირებულია ემოციებთან.

                მაგრამ მხოლოდ მოცარტის მუსიკა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქის ყველა უბანს//მათ შორის იმათაც რომლებიც მონაწილეობენ მოტორულ კოორდინაციაში,სივრცობრივ აზროვნებაში,ხედვით პროცესში და ცნობიერების უმაღლეს პროცესებში. 

                    მ.ბოდნერმა აღნიშნა რომ სწორედ მოცარტის მსმენელს “უნათდება” თავის ტვინის მთელი ქერქი. 

   დ. ჰიუჯესმა ჩაატარა უნიკალური ექსპერიმენტი  ეპილეფსიის მძიმე ფორმის მქონე 36 პაციენტზე რომლებსაც სტანჯავდა თითქმის მუდმივი შეტევები.

               ავადმყოფებზე დაკვირვების დროს მეცნიერი რთავდა მოცარტის მუსიკას და ერთმანეთს ადარებდა ენცეფალოგრამებს მუსიკის ზემოქმედებამდე,ზემოქმედების დროს და შემდეგ.  

             ამ ჯგუფის 29 პაციენტის შემთხვევაში ეპილეფსიის შეტევის დროს გაჩენილი ტვინის აქტიურობის ტალღები სუსტდებოდა და იშვიათდებოდა მუსიკის ჩართვისას // ეს შედეგები ობიექტურია//.

                 36 შემთხვევიდან 29 შემთხვევაში ამან რეალურად უშველა//შეტევები სულ უფრო და უფრო ნაკლები და უფრო მშვიდი იყო//. 

                    ჰიუჯესმა დაასკვნა რომ მოცარტის მუსიკის მოსმენისას ადამიანის ტვინის აღმგზნები ელექტროტალღების რაოდენობა და ამპლიტუდა მცირდება.

          ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ  ავადმყოფების მიერ ზოგი სხვა კლასიკოსი კომპოზიტორის ნაწარმოებთა და სიჩუმის მოსმენას არ მოჰყოლია არავითარი გაუმჯობესება.  

            მოცარტის მუსიკის სამკურნალო გავლენა აიხსნება იმითაც რომ მასში ძალიან ბევრია მაღალი სიხშირის ხმა. ეს ხმები ამაგრებენ საშუალო ყურის კუნთებს/ ამას გარდა  3000-8000 და მეტი ჰერცის სიხშირის ხმები თავის ტვინის ქერში იწვევენ უძლიერეს რეზონანსს //ეს უშუალოდ ახდენს აზროვნების სტიმულირებას და აუმჯობესებს მეხსიერებას//.  

           მოცარტის მუსიკალურ ქმნილებებში სწორედ მაღალ სიხშირეთა სიუხვე თავის თავში ატარებს უძლიერეს ენერგეტიკულ მუხტს როგორც თავის ტვინისთვის ისე მთელი ორგანიზმისთვის. მოცარტის მუსიკა  ზედმეტად არ ძაბავს ტვინს და არ აიძულებს მას რთული ხმოვანი რიგების გახსნას,რიგებისა რომლებიც არის მაგალითად ბახის თუ ბეთჰოვენის ქმნილებებში.  

             მოცარტის მუსიკა გენიალურად უბრალოა,წმინდაა,ნათელია,მზიურია,
გულწრფელია.

          შემთხვევითი არაა რომ მოცარტს მთელ მსოფლიოში უწოდებენ “მზიურ” კომპოზიტორს.  

             თავის ნაწარმოებთა უმეტესობა მოცარტმა შექმნა გასაღებში   РЕ (D)!..მოცარტის ეფექტის მკვლევარი თურქი მეცნიერების თანახმად მოცარტის სონატებში არის სმენაზე,ე.ი.თავის ტვინზეც აქტიურად მიქმედი ყველა მუსიკალური სიხშირე.

                       მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ ამ მეცნიერებმა დაასკვნეს რომ მოცარტის მუსიკა არის საუკეთესო წამალი აუტიზმისთვის და დისლეკსიისთვის.

              თურქი მეცნიერები არც თუ უსაფუძვლოდ ამტკიცებენ რომ მათი აღმოჩენა შეიძლება იქცეს ნამდვილ გარღვევად ამ ორი და სხვა მსგავსი ავადმყოფობების მკურნალობის [რატიკაში

                   მოცარტის მუსიკის მკურნალი ძალის ყველა საიდუმლო დღემდე არაა გახსნილი და ალბათ არც იქნება გახსნილი ვინაიდან უმთავრესი საიდუმლოები არის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ სფეროებში.

“მოცარტის ეფექტი”

              მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკელმა მეცნიერმა-მკვლევარმა დონ კემპბელმა დაწერა წიგნი “მოცარტის ეფექტი”. წიგნი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა.

            როკ და პოპ მუსიკისგან დაჩლუნგებულ ადამიანებში დაიწყო ნამდვილი ბუმი!  ყველას უნდოდა მოცარტის მოსმენა!

         თანაც მოსმენა არა განათლების არამედ მკურნალობის და დაჭკვიანების მიზნით. ჯანმრთელობა და ჭკუა ძალიან პრესტიჟულია ამერიკის შეერთებული შტატების ნაირ ქვეყნებში.

   დ. კემპბელის და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა  დაამტკიცეს რომ მოცარტის მუსიკა კარგად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გონებრივ შესაძლებლობებზე.

         დ.კემპბელმა მოცარტის ეფექტი საერთო აზრით უწოდა ყოველგვარი მუსიკის, არა მარტო მოცარტის და არა მარტო კლასიკური მუსიკის მოქმედებას ადამიანზე.

       ვიწრო მნიშვნელობით კი მოცარტის ეფექტი ნიშნავს სწორედ მოცარტის მუსიკის მოქმედებას ადამიანზე.

              ვენას//ავსტრია// ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ელექტროენცეფალოგრამას მეშვეობით დაადგინეს თუ რამდენ ხანს გრძელდება მსმენელებში ეს მოცარტის ეფექტი. გაირკვა რომ ზოგი ადამიანის შემთხვევაში მუსიკის ზემოქმედება ტვინზე წყდებოდა მოცარტის მუსიკალური კომპოზიციის ბოლო ნოტების გაჩუმებასთან ერთად.  სხვა მსმენელთა შემთხვევაში ზემოქმედება გრძელდებოდა კიდევ სამი წუთი და შემდეგ ტვინი ბრუნდებოდა თავდაპირველ//მოსმენამდელ მდგომარეობაში//.

                მოცარტის მუსიკის მოქმედება ბავშვებზე:

              მოცარტი ყველაზე შესაბამისი კომპოზიტორია პატარა ბავშვებისთვის მრავალ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებენ რომ მოცარტის ჰარმონიული,ნათელი და დახვეეწილად უბრალო მუსიკა უძლიერეს გავლენას ახდენს ბავშვთა ფსიქიკის,ინტელექტის და შემოქმედებითი საწყისის განვითარებაზე.  მოცარტი ბუნებით გენიოსი იყო და ის კომპოზიტორი იყო უკვე 4 წლის ასაკში და ალბათ ამან შეიტანა მის მუსიკაში წმინდა ბავშვური აღქმა რომელსაც არაცნობიერად გრძნობენ მისი შემოქმედების მოყვარულები,მათ შორის ყველაზე პატარა მსმენელებიც.

        ანდროპოვის წიწილების მიერ დემოკრატიზებულ ბეჩავ ომსკშიც კი დარჩა ჭკვიანი ხალსი.

         იქ ბავშვებს კურნავენ სიკეთით და მოცარტით.

               ომსკის ქირურგებმა შეიმუშავეს რაქიტის ნაირი სერიოზული ავადმყოფობების შედეგების მკურნალობის უნიკალური მეთოდიკა. 

             ომსკელ ექიმებს ეხმარებიან გერმანელი და ავსტრიელი კომპოზიტორებიც.

         11 წლის ანტონ ზუევი მალე დაიწყებს სიარულის სწავლას. საავადმყოფოში ბავშვი რაქიტის შედეგად ფეხებდაგრეხილი მივიდა. ექიმებმა ვერც ერთ სამედიცინო ცნობარში ვერ იპოვეს ცნობები იმის შესახებ რომ კიდურების ესოდენ ძლიერი დეფორმაციის დროს ხდება ქირურგიული ჩარევა.

          ბიჭი განწირული იყო მთელი ცხოვრების ინვალიდის სავარძელში გატარებისთვის. მაგრამ ომსკში ექიმებმა მაინც გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება საკუთარი მეთოდით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მალე ანტონს ოპერაციას გაუკეთებენ მეორე ფეხზეც. ტრავმატოლოგი ანატოლი ხრამოვის თქმით ანტონი მალე გაივლის. 

             ომსკის საოლქო კლინიკური საავადმყოფო აღიარებულია რუსეთის საუკეთესო ბავშვთა საავადმყოფოდ.  ამ წოდებას ომსკელებს უკვე მეორედ ანიჭებენ.  პაციენტების მშობლები დარწმუნებულები არიან იმაში რომ აქ არიან პროფესიონალი ექიმები და კეთილგანწყობილი ატმოსფერო. “ყველა ყოველთვის ირიმის,ვერ დაინახავ დაღვრემილ სახეებს. ამ ღიმილმა გვიშველა კიდეც. ის გვამაგრებდა,მან გადაგვარჩინა რთულ ვითარებებში”,ამბობს ლიუბოვ სელენკოვა. 

                 ახალშობილთა პათოლოგიის განყოფილებაში მუსიკათერაპიის სეანსია. ექიმებმა შეამჩნიეს რომ მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან ერთად ბავშვების გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს ბახის და მოცარტის მუსიკა. კლასიკას უსმენენ მოქარგულ საფენებში გახვეული ჩვილები. ამას უკეთებენ მედდები….

   მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული უამრავი სამეცნიერო გამოკვლევა აჩვენებს რომ მოცარტის ჰარმონიული,ნათელი,დახვეწილად მარტივი მუსიკა უძლიერეს გავლენას ახდენს ბავშვთა ფსიქიკის,ინტელექტის და შემოქმედებითი საწყისის განვითარებაზე.

           მოცარტი ბუნებით გენიოსი მუსიკოსი იყო,ის უკვე 4 წლისა იყო კომპოზიტორი და ალბათ ამან შესძინა მის მუსიკას წმინდა ბავშვური აღქმა რომელსაც არაცნობიერად გრძნობს მისი მუსიკის ყველა მოყვარული,მათ შორის ყველაზე პატარა მსმენელებიც.

          სლოვაკეთში მოცარტის მუსიკით კურნავენ ჩვილ ბავშვებს:

              საავადმყოფოში მკურნალობის დროს დედებისგან განშორებულ ჩვილ ბავშვებს ამშვიდებენ კლასიკური მუსიკის მოსმენით.

            სლოვაკური საავადმყოფო  “კოშიცე-საკას” მთავარი ექიმი სლავკა ვირაგოვას თქმით მუსიკა ჩვილებისთვის ცვლის დედის ხმას რაც ხელს უწყობს სწორ სუნთქვას და გულის მშვიდ ცემას.

            საავადმყოფოში ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებენ რომ მუსიკის დახმარებით ბავშვები უფრო იოლად მშვიდდებიან და იძინებენ.მნიშვნელოვანია  ბავშვისთვის სასიამოვნო მუსიკის და ამ მუსიკის ხმის სწორი სიძლიერის შერჩევა.

              თვლიან რომ მოცარტის მუსიკის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს ის რომ მასში ჭარბობს მაღალი სიხშირის ბგერები. მაღალსიხშირიანი ჰარმონიზებული მუსიკა 3000-8000 ჰერცის და მეტი სიხშირით ამაგრებს საშუალო ყურის მიკროსკოპიურ კუნთებს,აუმჯობესებს სმენას,თავის ტვინში იწვევს უდიდეს რეზონანსს,ახდენს აზროვნების სტიმულირებას და აუმჯობესებს მეხსიერებას,შველის აუტიზმის და დისლეკსიის დროს.

                 თანაც გონებრივი შესაძლებლობები უძლიერდება მოცარტის მუსიკის ყველა მსმენელს,იმათაც ვისაც არ უყვარს მოცარტის მუსიკა და იმათაც ვისაც ძალიან უყვარს ის. მოცარტის მუსიკალური ნაწარმოების 5-წუთიანი მოსმენის შემდეგაც შესამჩნევად ძლიერდება ყურადღების კონცენტრაცია.

                     ამერიკელ მეცნიერთა გამოკვლევებმა აჩვენეს რომ მოცარტის საფორტეპიანო მუსიკის ათწუთიანი მოსმენა ადამიანთა  IQ-ს//ინტელექტუალურ მაჩვენებელს// ამაღლებს საშუალოდ 8-10 ერთეულით.

            ალცჰეიმერის ავადმყოფობით დაავადებულები თავის ჩვევებს აუმჯობესებენ  მოცარტის ორი ფორტეპიანოსთვის დო-მაჟორის სონატის მოსმენით.

            ადამიანს თავს უკეთესად აგრძნობინებენ როგორც გარკვეული მელოდიები ისე გარკვეული ინსტრუმენტები.

   -ფლეიტა აფართოებს და სწმენდს ფილტვებს.

– ვილონჩელი ეხმარება იმათ ვისაც სტკივა თირკმლები.

-საეკლესიო ორღანო ახდენს ხერხემალში ენერგეტიკული ნაკადის ჰარმონიზებას და “აწესრიგებს თავს”. არაა შემთხვევითი რომ ორღანოზე უპირატესად უკრავდნენ ეკლესიებში და ტაძრებში რის შემდეგაც ადამიანებს ეწმინდებოდათ გონება და აზრები.

       -სავიოლინო და საფორტეპიანო მუსიკა ამშვიდებს ნერვებს.

– ვიოლინო კურნავს სულს და ხელს უწყობს ადამიანის თვითშემეცნებას.

 -ფორტეპიანო აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.

დოლები და ქნარი შეუცვლელია კარდიოლოგიაში.ისინი აღადგენენ გულის რიტმს და აწესრიგებენ  სისხლძარღვთა სისტემას.

  -დაირა,ჰობოი და კლარნეტი “აწონასწორებენ” ღვიძლს…

                მუსიკის სამკურნალო გავლენა დაკავშირებულია როგორც ინსტრუმენტებთან ისე მის ჟანრებთან.

                კლასიკური მუსიკა აჯანსაღებს ფსიქიკასაც და სხეულსაც.

                  სულიერი და რელიგიური მუსიკა ხსნის ტკივილის სინდრომს.

             ჯაზი,ბლიუზი და რეგი შვეკის დეპრესიას.

                       პოპ მუსიკას შეუძლია ხასიათზე მოყვანაც და ხასიათის გაფუჭებაც.

             მელოდიური როკი მცირე დოზებით ხსნის ნერვულ და კუნთების დაძაბულობას.

  ჰარდ როკი კი შეიძლება მავნე იყოს, ის ზოგჯერ იწვევს გაუცნობიერებელ აგრესიას.

                  მუსიკის მოსმენისას დიდი მნიშვნელობა აქვს მსმენელის ინტუიციას. რაღაც მელოდიამ ვიღაც შეიძლება გაამხნევოს და თქვენ დაგაუძლუროთ. მაშინ ჯობია მას არ მოუსმინოთ. იპოვეთ თქვენი ცხოვრების გამაადვილებელი მელოდია.

           მუსიკის მოსმენა ჯობია დაუძაბავად,მოხერხებულ მდგომარეობაში,დახუჭული თვალებით. არაა ძნელი დღეში 10-15 წუთის გამოყოფა სასიამოვნოს სასარგებლოსთან დასაკავშირებლად. მუსიკა შველის სწორედ მაშინ როდესაც მას უსმენენ,როდესაც მელოდია ავსებს აზრებს და ცნობიერებას.

             ზედმეტი ცუდია, ბეთჰოვენის საათზე მეტი ხნის მოსმენას შეიძლება ჰქონდეს საწინააღმდეგო შედეგი. ასეთი მოსმენა ადუნებს,ღლის და აღიზიანებს ხოლმე. ერთი სეანსისთვის საკმარისია ათი წუთი.

                  ეს კი ველურებად გამოცხადებული ოსმალების გამოცდილებიდან.

არ გეგონოთ 1001 ზღაპრის ზღაპარი:

თურქული მუსიკათერაპია:
XV საუკუნის ბოლოს სულთანმა ბაიაზიდ მეორემ ედირნეში ააგო საგიჟეთი სადაც გიჟებს და სიგიჟეს მკურნალობდნენ მუსიკით.

ბაიაზიდი ტახტზე 

კონსტანტინეპოლის დამპყრობელი მეჰმეტ მეორის შვილი და მემკვიდრე ითვლება ღვთისმოსავად, მეტიც, მუზმუზელა ფარისევლად.
ისაა ერთდროულად ქველმოქმედი და აღმზრდელობითი დაწესებულების დამფუძნებელი რომელიც მან ააგო 1484-1488 წლებში ედირნეში, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე. ეს შთამბედავი აქტი განაპირობა იმან რომ ბაიაზიდ მეორეს სურდა გამორჩევა წმინდა სოფიოს ტაძარში შეყვარებული მეჰმეტ მეორისაგან.
ბაიაზიდმა შექმნა პირველ რიგში თავისი ხალხისთვის სიკეთის მოქმედი სულთანის კონცეფცია.
მას არ უარუყვია დერვიშების მეშვეობით ისლამის გავრცელების თავისი მისია. დერვიშებისთვის მან მიზგითის ორივე მხარეს ააგო ორი სასტუმრო.
მაგრამ ის იყო ღარიბთა, ბეჩავთა მფარველიც. ის აჭმევს ღარიბებს და ავადმყოფებს, განსაკუთრებით გიჟებს მკურნალობს ახლებურად: მუსიკით.
კომპლექსის მათთვის განკუთვნილი ნაწილი უფრო დიდია. მასში არის მედიცინის კვადრატული გეგმის კოლეჯი სადაც გაკვეთილების დარბაზის ირგვლივ არის 18 მოწაფის ოთახები და თავშესაფარი გიჟებისთვის. თვითონ თავშესაფარი იყოფა ორ ნაწილად. ირველ რიგში ესაა სწორკუთხა ეზო რომლის ერთ მხარეს არის სენაკები ავადმყოფებისთვის ვისაც სჭირდებათ იზოლირება, განმარტოება. შემდეგ არის ექვსკუთხა დარბაზი გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარებისთვის ან მსუბუქად ავადმყოფებისთვის ; კამაროვანი ოთახები სტუმართმოყვრულად იხსნება ცენტრალური შადრევნიანი სივრცისკენ.
ამ კომპლექსის ფუნქციონირებას აღწერს XVII საუკუნის მწერალი ევლია ჩელები, ავტორი სახელგანთქმული ნაშრომისა «მოგზაურობის დღიური».
«რაც ვნახე ნამდვილად საინტერესოა: მისი უდიდებულესობა სულთანი ბაიაზიდ მეორის ძღვენი გულისხმობს ათი მომღერლისა და მუსიკოსის აყვანას ავადმყოფთა განსაკურნავად, ტანჯულებისთვის ტანჯვისა და ნაღველის შესამსუბუქებლად.

ბაიაზიდი 

მათ შორისაა სამი მომღერალი, ერთი ფლეიტა, ერთი ვიოლინო, ერთი სალამური, ლითონის თეფში, ქნარი-ლითონის თეფში და ბარბითი. ისინი მოდიან სამჯერ კვირაში და უკრავენ ავადმყოფებისთვის და გიჟებისთვის. მრავალი ავადმყოფი და გიჟი გამხნევებულია ყოვლისშემძლე ღმერთის დახმარებით.
მუსიკის ყოველ ინსტრუმენტს და ყოველ ტონალობას მოაქვს სულიერი საკვები».
დღეს ბაიაზეთის მშვენიერი შენობები ისევაა მდინარე ტუნკას ნაპირზე და მნახველს თან ახლავს ფლეიტების სიმღერა… რაც შეგვახსენებს რომ XV საუკუნის სულთანი განათლებულიც შეიძლება ყოფილიყო (პიერ შოვას ეს მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელი წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში «ისტორია კოლექციები, საგანგებო ნომერში « სიგიჟე, 2011 წლის აპრილი, გვ. 39).

      ისმინეთ და დასტკბით მუსიკით,იმღერეთ და იღიღინეთ სააბაზანოში და ხალხში და იყავით ჯანმრთელები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s