ემოციური შოკი,შედეგები

 

 პროფესორი გადაიკისკისებს, გაიწევა, გესვრის ტანკს და გაიხარებს. მერე და მერე…

ვისწავლოთ ემოციური შოკის მორევა, თორემ მან შეიძლება გამოათაყვანოს, დაადამბლავოს, გაალოთოს, გაანარკომანოს, თვითმკვლელობამდე მიიყვანოს მთელი ერები.

http://la-puissance-du-subconscient.com/choc-emotionnel-consequences

 

  ემოციური შოკის შედეგები ორგანიზმზე…

 

   როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ემოციები ააქტიურებენ სიმპატიურ და პარასიმპატიურ ნერვულ სისტემას.

  ეს იწვევს ძვრებს მთელ სხეულში….

 

 მეცნიერულად დადასტურებულია რომ  ძლიერი ნეგატიური ემოცია  გავლენას ახდენს ადამიანის სიმპატიურ ნერვულ სისტემაზე და ამის შედეგები ორგანიზმისთვის არაა დიდად სასიამოვნო.

 ამ ფუნქციის გააქტიურებისას იწყება:

ტახიკარდია // გულის აჩქარება// ,არტერიული წნევის ამაღლება, სისხლძარღვთა შევიწროება, კუნთების დაჭიმვა, შეკუმშვა, ბრონქების გაფართოება, სუნთქვის დაჩქარება, თვალის გუგების გაფართოება, ა, შარდის ბუშტის გაფართოება, ადრენალინის გამოყოფა, , ოფლის გამომყოფი ჯირკვლების გაფართოება, გლუკოზას განთავისუფლება ღვიძლით, მოკლედ ბევრი არაფერი სასიამოვნო!

 

ბევრი ფიქრობს რომ კიბოს მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური შოკი.

ჩახშობილი, განზე გაწეული ემოციური ტრავმა შეიძლება გამოვლინდეს ავადმყოფობის სახით.

 

ზოგჯერ ძალიან მძიმე ავადმყოფობა შეიძლება ვერ განიკურნოს თუ არაა განკურნებული საწყისი ტრავმა.

 

http://www.scienceshumaines.com/ruminations-mentales-et-tourments-interieurs_fr_14539.html

 

 არის ფსიქოლოგიის დოქტორი  Olivier Luminet , ის არის მეცნიერული კვლევის ბელგიის ეროვნული ფონდის მკვლევარი. ის ემოციების ფსიქოლოგიას ასწავლის ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში და ლიეჟის უნივერსიტეტში. …

მენტალური ცოხნა და შინაგანი წუხილები, 30/07/2016

 ემოციური შოკი აჩენს იმას რასაც უძახიან  შავ იდეებს, აკვიატებულ-აჩემებულ აზრებს, ან კიდევ ცოხნას //« ruminations »//.

ისინი ტანჯავენ ადამიანის ტვინს და გონებას დღეების თუ თვეების მანძილზე.

 

 

 როგორ იხსნება ამ ფიქსირებული იდეების შემოჭრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

როგორ უნდა მოვერიოთ ამას?

მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა და თეორია ცდილობს ამაზე პასუხის გაცემას.

 

ყველას განუცდია ემოციური შოკი. ეს მომხდარა თანამშრომელთან თუ ოჯახის წევრთან მწვავე კამათის ან ჩხუბის დროსაც, როდესაც ეს დამთავრდა  ურთიერთობის გაწყვეტით.

ეს ამბავი მომდევნო დღეები და ღამეები იპყრობს და აწუხებდა ჩვენს სულს. ძნელი იყო სამუშაოზე კონცენტრაცია და დაძინება.

შავი იდეები და მოგონებები ბრუნდება უწყვეტად: კამათი-ჩხუბის სცენა, თანამოსაუბრის სახე, პასუხები რომლებიც შეიძლებოდა გაგვეცა, ურთიერთობის გაწყვეტის შედეგები. ეს ერთ-ერთი მაგალითია.

 

ჩვეულებრივ შავ იდეებად წოდებულ რამეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება ყოველი ჩვენგანი. ჩვეულებრივ ეს იდეები სწრაფად ქრება.

 

 მაგრამ ისინი დრამატულ, მტანჯველ სახეს იძენენ მაშინ როდესაც ვინმე განიცდის ტრავმატულ შოკს, დეპრესიას, მძიმდება აი ამ ოხრობით გატანჯულთა მდგომარეობაც

 

 

 

 

აკვიატება, ანუ ობსესია (ლათ. obsessio) ან აკვიატებული იდეაფსიქოპათოლოგიის ერთერთი ხშირი სიმპტომი. მაგალითად, იგი ახასიათებს ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას (ოკა). ამ დროს ადამიანი შეპყრობილია ამა თუ იმ იდეით, რომლის უგულებელყოფასაც იგი ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა რომ ეს იდეა ან აზრი შეიძლება უადგილო იყოს და ხშირი.

არსებობს სხვადასხვა კატეგორიის აკვიატებები: სისუფთავის, სიმეტრიის, და ასე შემდეგ.

აკვიატების მიერ ჩამოყალიბებული შფოთის და ნერვიულობის გასანეიტრალებლად ადამიანი იყენებს მოქმედებებს, რომლებიც ასევე აკვიატებული ხდება და მათ კომპულსია ეწოდებათ (ლათ. Compulsio). ეს მოქმედებები შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყვნენ აკვიატებულ იდეასთან და ამიტომ ზედაპირზე დამკვირვებელს შეიძლება გაუჭირდეს ამ კავშირის დამყარება. მაგრამ, უფრო ღრმა დაკვირვების შედეგად ასეთი კავშირი ყოველთვის არსებობს.

მკურნალობა ამ სახის დაავადებების ხდება მედიკამენტური და ფსიქოტერაპევტული მკურნალობის კომბინაციით. ხშირად გამოიყენება ეგრეთ წოდებული ანტიდეპრესანტული საშუალებები, მაგრამ უფრო მაღალ დოზებში ვიდრე ეს დეპრესის მკურნალობისას ხდება. მკურნალობის შედეგებს 8-კვირა და მეტი შეიძლება დასჭირდეს და უნდა ჩატარდეს ექსპერტი ფსიქიატრის მიერ.// ვიკიპედიიდან, troubles obsessionnels compulsifs (Toc)//.

 

აგრესიით ან სხვა ტრავმატული მოვლენით გამოწვეული უმძაფრესი ემოციების მქონეს მომდევნე დღეებში ტანჯავს  აკვიატებულ-აჩემებული აზრები.

ეს პიროვნება უსასრულოდ ხედავს მტანჯველ სცენას, წარმოიდგენს იმას თუ რისი გაკეთება შეეძლო ან რა უნდა გაეკეთებინა, საყვედურობს თავის თავს იმას რომ სხვანაირად არ მოიქცა, და ა.შ.

 

ამ მენტალური ცოხნით, აკვიატებულ-აჩემებული იდეებით დაინტერესებული იყო   პოსტ-ტრავმატული სტრესის მდგომარეობათა სპეციალისტი ფსიქოლოგი Mardi J. Horowitz.

 

   ტრაღიკული მოვლენის მოწმე უნებურად ისევ და ისევ ხედავს ამ მოვლენას, სისხლს, დაჭრილებს, ისევ და ისევ უნებურად განიცდის შოკს.  ის მუდამ ცდილობს ამ აზრების და ხილვების მოშორებას….

 

არის Massachussetts-ის უნივერსიტეტის მკვლევარი Ronnie Janoff-Bulman.

მისი თქმით ემოციური შოკის მომგვრელი მოვლენის // ავტოავარია, სამსახურიდან გაგდება, აგრესია, ახლობლის გარდაცვალება…// განცდისას  ჩვენი მსოფლმხედველობა ინგრევა.

ტრავმირებლი ადამიანი აღარ თვლის რომ გარემომცველი სამყარო კეთილგანწყობილია მის მიმართ.

ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ გარე სამყარო არასრულყოფილია, რომ იქაა მეტისმეტად ბევრი ტანჯვა,   უსამართლობა და ა.შ. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს რომ სამყარო უფრო შემწყნარებელია მათ მიმართ. ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე !

 შემდეგ მოხდება რაღაც უბედურება და ეს რწმენა ისპობა.

უსამართლო, ოდიოზური, სასტიკი აგრესიის მსხვერპლი დაინახავს რომ მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი სამყარო გადაიქცა მტრულად განწყობილ სამყაროდ !

 

მეორე რწმენა ეფუძნება იდეას რომლის თანახმადაც სამყაროს აქვს გარკვეული აზრი, ყველა გაუცნობიერებლად დარწმუნებულია იმაში რომ ცხოვრებისეული მოვლენები ხდება სტაბილური და იოლად გასაგები წესების შესაბამისად, რომ სამყარო სამართლიანია და ყველა იღებს მის მიერ დამსახურებულს, რომ გარკვეულად ქცევა იწვევს გარკვეულ შედეგებს.

ასე მაგალითად რეგულარულად ტანმოვარჯიშეს აქვს ჯანმრთელობის შანსი.

მაგრამ თუ კი რეგულარულად ტანმოვარჯიშე ავად გახდება ის აღარ დაიჯერებს რომ სამყარო კარგი და ლოღიკურად აწყობილი რამეა.

 

მესამეა საკუთარი მნიშვნელობის და ღირებულების რწმენა.

ყოველ ადამიანს სჯერა მეტ-ნაკლებად თავისი კარგი ვარსკვლავისა და ყოველი ადამიანი ფიქრობს რომ ის რამედ ღირს, რომ მას აქვს რაღაც მნიშვნელობა.

ტრავმატული შოკი უცბად სპობს საკუთარი თავის პატივისცემას.

აგრესიის მსხვერპლები, სამსახურიდან გაგდებულები, ავადმყოფები კარგავენ საკუარი ავის პატივისცემას.

 

დავუბრუნდეთ აგრესიის მაგალითს.

აგრესიის შემთხვევაში უცბად ისპობა 3 ბაზისური წარმოდგენა:

 

« ჩემს ირგვლივ არის მტრული, უსამართლო, უაზრო სამყარო და მე აღარაფრად ვღირვარ. »

ინდივიდის ღირებულებათა სისტემები დადამბლავებულია და მათ თანდათანობით აღსადგენად აუცილებელია ემოციური ინფორმაციის აქტიური დამუშავება.

 

.

 

 

 მაგრამ ემოციური შოკის შედეგებისგან თავის დაღწევა შიძლება.

 

  ჩვენს ტვინს აქვს ემოციურ შოკთან გამკლავების საშუალება: ესაა პარასიმპატიური ნერვული სისტემა //Le système nerveux parasympathique//.

 ლაპარაკია ჩვენი მენტალის ნაწილზე რომლის როლიცაა სიმპატიური ფუნქციის დამუხრუჭება

    მის გააქტიურებას მოყვება საწინააღმდეგო შდეგები:  გულის, სუნთქვის რიტმის შენელება, არტერიული წნევის შემცირება…

როგორ უნდა გავააქტიუროთ?

   სრულებით უბრალოდ, განმუხტვა-მოსვენების // de relaxation// ვარჯიშებით…

 

მიზნად დავისახოთ ის რისი მიღწევაც შიძლება ამ გაცოფებულ, აგრესიულ, მატერიალისტურ-ჰედონისტურ მსოფლიოში. ვიაროთ ამ მიზნისკენ და პერიოდულად, შიგა და შიგ, ვილოცოთ, ვუსმინოთ მუსიკას, ვიკითხოთ, დავტკბეთ ღმერთის მიერ ნაჩუქარი სამყაროს სილამაზით, დავაკვირდეთ საკუთარ თავს,ვისეირნოთ, ვისაუბროთ მეგობარ-ახლობლებთან, ნიჭიერ ახალგაზრდებთან… მხარში დავუდგეთ ერთმანეთს,  შველის

 

http://jeanluc.lasserre.pagesperso-orange.fr/02maladie.ht

ფსიქოსომატური ავადმყოფობა და ემოციური სტრესი

ფსიქოსომატური მედიცინა

 

ემოცია, მღლვარება, ფსიქიური პრობლემები გავლენას ახდენენ ფიზიკურ ჯანმრთლობაზე.

 

ფტრესი აჩენს კუჭ-ნაწლავის წყლულს, სწევს მაღლა არტერიულ წნევას, არღვევს გულის რიტმს, აავადებს გულს. იწვევს ნერვიულ დეპრესიებს, შაკიკებს, კანის ავადმყოფობებს, და ა.შ.

 

ემოციური სტრესი შეიძლება იყოს გაცნობიერებულიც და გაუცნობიერებელიც.

გაუცნობიერებული და, ამდენად, უცნობი და ხანგრძლივი  სტრესი შეიძლება უფრო მავნებელი იყოს.

 

არასასურველი ადამიანის გვერდით ყოფნამ შეიძლება გააჩინოს სპაზმური კოლიტი და კანის ალერგიული გამოვლინებები.

მარტო ემოციის ხარისხში არაა საქმე. კაცს შჭ=ეიძლება გული გაუხეთქოს მოულოდნელმა დიდად სასიხარულო ამბავმაც.

როდესაც ადამიანს არა აქვს ცხოვრების პირობებთან ადაპტაციის უნარი ჩნდება ნევროზები

 

 

 

https://www.amazon.co.uk/Genocidal-Century-Mass-Killing-20th-ebook/dp/B00PCMAV1E

 

ამას წინ ინგლისურად გამოვიდა შსანიშნავი წიგნი «გენოციდური საუკუნე, მასობრივი მკვლელობები მეოცე საუკუნეში » (The Genocidal Century: Mass Killing in the 20th Century (The Century Series) Kindle Edition)

 

მისი ავტორი გვეუბნება რომ მეოცე საუკუნე ნამდვილად იყო მასობრივ სასაკლაოთა საუკუნე.

 

 გენოციდის ხანის ამ გზამკვლევში მისი ავტორი Julia Routledge იკვლევს 5 მთავარ სისასტიკე-საშინელებას:  სომეხთა გენოციდს, სტალინის მიერ მოწყობილ უკრაინის შიმშილობას, ჰიტლერის მიერ მოწყობილ ებრაელთა გენოციდს, კამბოჯას მასობრივ სასაკლაოებს და 1994 წლის რუანდას გენოციდს.

ის იკვლევს და აანალიზებს გადარჩენილთა და დამკვირვებელთა ჩენებებს.

 

ის არ ლაპარაკობს გერმანიის აგენტი ლენინის და მისი ძერჟინსკის მანიაკების მიერ ჩადენილ ბოროტებაზე. ის არაფერს ამბობს იმაზე რომ ნობელის პრემიები დაურიგეს ქიმიური და ბირთვული იარაღის გამომგონებლებს და ამით წაახალისეს მასობრივი მკვლელობები, არ ახსენებს ბევრ სხვა რამეს, მაგრამ წიგნი მაინც ძალიან საინტერესოა.

 

კაცობრიობის გამოყეყეჩებული პოლიტიკური ელიტა ეხლაც აგრძელებს უდანაშაულო ადამიანების ჟლეტას ყველაზე მოწინავე და რთული იარაღით, დრონებით, მკვლელი რობოტებით და ა.შ.

 

ასე რომ გენოციდური ხანა გრძელდება…

 

მას მოყვება ფსიქოსოციალური არეულობები, ლოთობა, ნარკომანია, თვითმკვლელობები…

 

აი ზოგი მაგალითიც…

 

 

 

 

 

http://www.nouvelle-europe.eu/node/638

 

ნარკოტიკები და ტოქსიკომანიები, რა ხდება აღმოსავლეთით?, 2009 წლის 22 აპრილი, Nouvelle Europe // ახალი ევროპა// ინტერნეტში.

« აქ ჩვენ გვიძახიან ნარკომანებს, ტოქსიკომანებს, ჩვენ კანონს გარეშე ვართ ».

ლიტველი ნარკომანის ეს სიტყვები შეგვახსენებს რომ ნარკოტიკი ცენტრალურ და აღმოსავლურ ევროპაში ვრცელდებოდა ბერლინის კედლის დამხობამდეც.

დღეს კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ვრცელდება დ ნარკოტიკის მიღების დასავლეთ ევროპაში გავრცელებული მოდელები ისე რომ არაა ჯანდაცვის და ნარკომანებზე ზრუნვის შესაბამისი და აუცილებელი სისტემები.

 

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნარკოტიკი გავრცელებული იყო ბერლინის კედლის დამხობამდეც მაგრამ პერესტროიკამდე ოფიციალურად არ ყოფილა არც ერთი ნარკომანი, თუმცა ნარკომანებს ყურადღებით აღრიცხავდა კგბ.

 

ნარკოტიკის და ტოქსიკომანიების ევროპული ობსერვატორია (OEDT) 2003 წლის ანგარიშში ნარკოტიკზე წევრ ქვეყნებში და კანდიდატებში ამბობს-

 «   ახალგაზრდები 1960-ან წლებში ნარკოტიკს იღებდნენ მრავალ ქვეყანაში, რაც მცირე მასშტაბით ასახავდა იმას რაც ხდებოდა დასავლეთის ქვეყნებში.

მიუხედავად ამისა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დასავლეთისგან განსხვავებით იშვიათად იღებდნენ  ლსდს და ჰეროინს. იყო სხვა განსხვავებებიც.

საბჭოთა სისტემის პირობებში მცხოვრები სუსტი მოსახლეობები, ახალგაზრდები, მოხუცები, ავადმყოფები,ღარიბები, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრობდნენ ისინი თუ საბჭოთა კავშირში, იღებდნენ უშუალოდ შუა აზიიდან მომავალ იაფ მარიხუანას და უწესოდ, არადანიშნულებისამებრ იღებდნენ წამლებს, მათ შორის მორფინს ამპულებში რომლებსაც ართმევდნენ კიბოთი ავადმყოფებს ან კიბოთი გარდაცვლილების ახლობლებს,კოდეინს, საზოგადოდ  ხშირად ყაყაჩოსგან და აცეტონისგან ხელით დამზადებულ ძლიერ opioïdes-ებს, მაგრამ აგრეთვე  ბენზოდიაზეპინს და  დამამშვიდებელ ჰიპნოტურ ბარბიტურიკებს.

 

პოლონელი ახალგაზრდები 1970-ან წლებში გატაცებული იყვნენ ლოკალური ჰეროინით, kompot-ით.

 

2980-ანი წლების ჩეხოსლოვაკიაში უფრო გავრცელდა ეიფორიის გამომწვევი ამფეტამინი რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს აჩენს ევროპის გარეთ მაგრამ რომლის ხმარებაც აღმოსავლეთში შემოფარგლულია ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებით.

საზოგადოდ აღნიშნავენ რომ აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან ფართოდაა გავრცელებული ფსიქოტროპების, განსაკუთრებით ამფეტამინების დამზადება მცენარიდან ეფედრა ან მოლეკულიდან ეფედრინი,

ნარკოტიკთა ევროპის რუკის შესწავლა დღესაც გვიჩვენებს რომ  აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთში ბატონობს ამფეტამინები მაშინ როდესაც დანარჩენ ევროპაში  უფრო ხშირად იღებენ უფრო ძვირ კოკაინს.

 2008 წლის ანგარიშის თანახმად  ამფეტამინების და ექსტაზის მიღება კლებულობს, მაგრამ მუდამ იზრდება კოკაინის მიღება….

აღმოსავლეთით ახალი ჭირი და უბედურებაა კოკაინი და ჰეროინი.

 რკინის ფარდის დამხობის შემდეგ ნარკომანიის ეროვნული მოდელები შეიცვალა და დაუახლოვდა ნარკომანიის დასავლურ მოდელებს.

კომუნისტური რეჟიმების დამხობის შემდეგ ფართოდ გავრცელდა ავღანეთიდან ბალკანეთის გზით მომავალი უფრო ძვირი  კოკაინი, ლსდ, კანაბისი..

ნარკოტიკი ტრადიციულად ევროპაში ხვდებოდა დასავლეთ აფრიკიდან ესპანეთის გავლით.

ეხლა კი ნარკოტიკი// კოკაინი და ა.შ.// შემოდის აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების //ბულარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი და რუსეთი// გავლით.

 

  ამავე დროს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების მკვიდრებმა, უმთავრესად ახალგაზრდებმა, მიიღეს დასავლური ჩხოვრების წესი და მასთან ერთად ნარკოტიკის მიღების დასავლური ჩვევები.

 

ტოქსიკომანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა დამოუკიდებლობათა ტალღასთან ერთად.

რეგიონში მომუშავე ნარკოტიკის ექსპერტები ხაზს უსვამენ 1990-ანი წლების შემდეგ მთელი ქვეყნების გაღატაკების ტრამატიზმს, ამით გამოწვეული მოციური შოკის  საშინელ შედეგებს.

არის სოციალური მარცხის შთაბებჭდილება, სოციალისტური პერიოდიდან მომავალი ყველაფერი უარყოფილია, მეტ-ნაკლებად იმედის მომცემი მომავლის დანახვა ძალიან ჭირს, ჯანდაცვის და ნარკომანებზე ზრუნვის სისტემები რბილად რომ ვთქვათ არასაკმარისად ვარგისია, ნეო-ულტრალიბერალურმა სიგიჟემ სახელმწიფოს აუკრძალა მოქალაქეებზე ზრუნვა, რეგიონიც გაღატაკდა და მას ემუქრება საფრთხე.

 

გამოფხიზლებული, სასოწარკვეთილი, იმედგაცრუებული ახალგაზრდები უკმაყოფილოები არიან გაუთავებელი ლამაზი ტლიკინით.

 

 კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინიდან მოსული  ე.წ. ოდესას სინდრომის გავრცელება.

 

 ესაა ნარკოტიკების  ხშირად უკვე გამოყენებულ ან არასტერირილიზებულ შპრიცებში დამზადებული დოზების შეშხაპუნება.

შპრიცები დიდი ხნის მანძილზე ძნელად საშოვნელი რამე იყო საავადმყოფობისთვისაც.

ეს იყო სპეციალიზებულ მაღაზიებშიც დოლარით საყიდი იშვიათი და ძალიან ძვირი ნაწარმი.

ნარკომანთა უმრავლესობას შეეძლო მხოლოდ შპრიცის ათიოდე პირისთვის გაზიარება.

 

ამ უბედურებასთანაა დაკავშირებული  2000-ან წლებში შიდსის ეპიდემიის გავრცელება იმ რეგიონში რომელიც შდარებით დაცული იყო 1990-ანი წლების შუა ხანებამდე.

 

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოკვლევის თანახმად შპრიცების უწესოდ ხმარებამ გაავრცელა უმძიმესი ავადმყოფობები, მთ შორის შიდსი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ესტონეთი, ლატვია, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია…

არა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები არ არიან მზად  პრობლემათა გასამკლავებლად, მათ აკლიათ მოწყობილებები

 

პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში და სლოვენიაში მრავალი ასოციაცია ეხმარება ნარკომანებს, მაგრამ მათი რაოდენობა ჯერ არაა საკმარისი.

   შემცვლელი მკურნალო ჯერ ძალიან ცუდადაა განვითარებული/

კანონი ხშირად  ხელს უშლის  მეტადონის მსგავსი შემცვლელი ნარკოტიკების გავრცელებას.

მაგრამ სლოვენია მიუხედავად ამისა გამოირჩა იმით რომ 1990 წლიდან გახსნა აღმოსავლეთში პირველი მეტადონის ცენტრი.

დღეს სლოვენიის ჰეროინომანთა 20 პროცენტი მკურნალობს ამით….

 

http://www.thejournal.ie/estonia-highest-drug-deaths-in-europe-1494188-Jun2014/

 

2014 წლის  ივნისის ცნობის თანახმად ესტონეთი ევროპაში პირველია ნარკოტიკის მიღების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის თვალსაზრისით.

 

 

THE EUROPEAN DRUG report-მა  დაადგინა რომ  ესტონეთი ყველაზე შავ დღეშია ევროპაში ნარკოტიკის მიღების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის თვალსაზრისით….

 არა და შრომისმოყვარე, ნასწავლ-განათლებული, თავისი ქვეყნის მოყვარული ესტონელების ქვეყანა ესტონეთი ბევრი რამით იყო სამაგალითო 1970-ან-1890-ან წლებში.

უტვინდ და უნამუსოდ გატარებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა რეფორმებმა გააუბედურა შსანიშნავი ხალხი.

და განცდილი ემოციური შოკი ანარკომანებს, კლავს. ასეთ დღეში ჩავარდნილი ლიტველები მასობრივად იკლავენ თავს. დიდი პრობლემაა საბერძნეთშიც, და ა.შ..

ემოციური შოკის და მისი შედეგების მორევა, სხვათა შორის, იციან მაიმუნმა შიმპანზეებმა.

 ჩხუბში დამარცხებული შიმპანზე განიცდის ემოციურ შოკს. სხვა შიმპანზეები მიდიან შოკში ჩავარდნილთან, ეფერებიან მას, ამშვიდებენ და ანუგეშებენ. ეს შველის…

 

მიბაძეთ შიმპანზეებს და არა პროფესორებს სიგუას და ჯაბას.

http://next.liberation.fr/livres/2010/03/11/l-empathie-caracterise-tous-les-mammiferes_614400

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s