ანარქიზმიდან ჯიჰადიზმამდე

 

 

 

ანტიკურ ხანაში და ერთ ხანს ქრისტიანობის პარალელურადაც იყვნენ გნოსტიკოსები რომელთა ქადაგების თანახმად ტანჯვით, ტკივილებით, ბუნებრივი და ადამიანური კატასტროფებით სავსე ხილული სამყარო შექმნა  ჭშმარიტი უზენაესი ღვთაებიდან მომდინარე,ემანირებულმა  დაბნეულმა, თავის ღვთაებრივ წყაროს მოწყვეტილმა  დაცემულმა სულმა, ეონმა სოფიამ, შუალედურმა არსებამ ადამიანებსა და ჭეშმარიტ ტრანსცენდენტურ ღვთაებას შორის.

  ამ ეონის მცდარი მოქმედების შედეგად ღვთაებრივი ნაწილაკი, სული მოხვდა ადამიანის მატერიალური სხეულის და მთლიანად მატერიალური სამყაროს ტყვეობაში.

 

   ამდენად ბოროტებით  და ტანჯვით სავსე წუთისოფელი სადაც ცოცხალი არსებები იკვებებიან ერთმანეთის ხოცვით და ჭამით, სადაც არის ავადმყოფობები, მიწისძვრები, წყალდიდობები, ქარიშხლები, ხანძრები და ა.შ. არ შეუქმნია  სრულებით ტრანსცენდენტურ ჭეშმარიტ უზენაეს ღმერთს და ის არაა ადამიანის ცოდვად დაცემის შედეგი.

 

ის ღვთაებრივი წყაროდან მოწყვეტილი ეონი-სულის, ემანაციის მცდარი მოქმედების ნაყოფია.

 

ადამიანის სულს მატერიის ტყვეობიდან კი იხსნის, ღვთაებრივ სისავსე პლერომაში დააბრუნებს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ცოდნა გნოზისი რომელიც ადამიანს მოუტანა იესომ და სწორი ცხოვრება…

 

           ეს იყო გნოსტიკური თეოდიცეა, ღმერთის გამართლება. ასე ამართლებდნენ გზას აცდენილი ეონის სულის მოქმედების გამო მატერიის ტყვეობაში მოხვედრილ ადამიანსაც.

 

 

   ალბათ ხვდებით რომ გნოსტიკოსებს არ მოსწონდათ ხილული მატერიალური სამყარო.

მაგრამ მათ უნდოდათ ადამიანის, სულის ხსნა მატერიის ტყვეობიდან, მისი დაბრუნება მის ღვთაებრივ წყაროსთან და არა ამ სამყაროს აფეთქება,ნგრევა, მოსპობა.

ისინი არ ანგრევდნენ თავის ქალაქებს ლამაზად ღნავილით როგორც ანგრევდნენ თბილისს და მოსკოვს პროფესორი სიგუა და ბორის ელცინი.

 

 

http://www.independent.co.uk/news/world/politics/blood-rage-history-the-worlds-first-terrorists-1801195.html

 

მაგრამ  იყო საფრანგეთის რევოლუცია, გილიოტინა, მასობრივი ტერორი, ვანდეის მოსახლეობის გაწყვეტა, ადამიანების კატის კნუტებივით დახრჩობა მდინარე ლუარაში, და ა.შ.

 

ასეთი რამეების  ჩამდენებსაც სძულდათ სამყარო რომელსაც ხედავდნენ, სძულდათ ისტორიული საფრანგეთი, მაგრამ ისინი  ძირითადად ათეისტი მატერიალისტები იყვნენ და არა იდეალისტი გნოსტიკოსები.

 

Blood, rage & history: The world’s first terrorists

http://www.anarchistnews.org/content/enemy-within-joseph-bullman

 

The Enemy Within, by Joseph Bullman // ჯონ ბულმანის ფილმი « მტერი შიგნით » // , 2009 წლის 19 დეკემბერი

   ეს პათეტიკური ტაბლოიდი იწყება ანარქისტ ბომბისტთა ამბებით და მთავრდება ჯიჰადიზმით.

 Television review – Tom Jennings

წარსულის ანარქისტი ბომბისტი ტერორისტები  ხშირად ავლნენ განსაკუთრებით საშუალო კლასის უკმაყოფილებას. ფილმი უფრო კონცენტრირებულია ანარქიზმზე და არა სხვა საშინელებებზე.

Johann Hari, მსოფლიოს პირველი ტერორისტები,12 October 2009

 

 

 

 

 

 ტერორიზმი არ მოუგონიათ არც ჯიხადისტებს და არც გნოსტიკოსებს. მე-19 საუკუნეში ტერორისტები იყვნენ ეროვნული, საზოგადოებრივი უმაღლესი ღირებულებების უარმყოფელი ნიჰილისტი  ანარქისტები.ვისთვისაც არც ადამიანის სიცოცხლე ჰქონდა ფასი.

  წარმოიდგინეთ ექსტრემისტთა ქსელი რომელიც ზედიზედ ხოცავს ამერიკის, რუსეთის, საფრანგეთის, ავსტრიის პრეზიდენტებს, სახელმწიფოს მეთაურებს, პრემიერ მინისტრებს.

აფეთქებებმა ააოხრეს მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქები, უოლ სტრიტი, ლონდონის მეტრო, ბარსელონას თეატრი, პარიზის კაფეები, მსვლელობები მოსკოვში.

პოლიციამ დაახასიათა ტიპიური ბომბისტი:

 

ის თავისი სიკვდილისკენ მისეირნობს ვაჟკაცურად, უდარდელად და სინანულის გარეშე.”

 პანიკაა, მთავრობები ახორციელებენ საგანგებოდ შრჩეულთა და იმიგრანტების წამების და დეპორტაციის პროგრამებს.

მაგრამ ექსტრემისტები მაინც ცინიკურად ხოცავენ იქ სადაც მიდიან, მათი თქმით მათ აქვთ ერთი მიზანი და მათი ცოდნაა ნგრევა.

 

ეს არაა ალ კაიდას უახლესი ამბავი. ეს უკვე იყო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ანარქისტმა ბომბისტებმა უკვე გააკეთეს ყველაფერი ეს. ისინი მზად იყვნენ მათი მიზნისთვის და რწმენისთვის სიცოცხლის გასაწირად.

ისინი ცხოვრობდნენ იქ სადაც ცხოვრობენ დღვანდელი ისლამისტები, Whitechapel-ში, east London-ში. მათ ჰქონდათ იგივე სამიზნეები….

   ამაზე ლაპარაკობს ახალი დოკუმენტური ფილმი. თუ ყველაფერ ხილულს შეიძულებ და უარყოფ მოკლავ და დაანგრევ გინდა ათეისტი ნიჰილისტი ანარქისტი იყო და გინდა ისლამისტი.

 

მარკ ტვენმა თქვა:

 

ისტორია არ მეორდება, ის ქმნის რითმას //“History doesn’t repeat itself, but it does rhyme.”//.  ხომ არ არის გააფთრებაში დამარხული გაკვეთილები რომლებიც ვრცელდება საუკუნეში?

ათწლეულების მანძილზე ანარქისტი რადიკალები, ეს მოუსპობელი ძლა, ტანჯავენ დასავლეთის საზოგადოებას.გავიდა თაობა და გააფთრებული ანარქისტებიც წავიდნენ.

   რა გვიჩვენებს თუ რა ამხეცებს ახალგაზრდა ადამიანს ისე რომ ის თავს ესხმის თავის საკუთარ საზოგადოებებს და რა აჩერებს მათ?  ეს ტაქტიკა ამარცხებს ამორფულ იატაკქვეშა მოძრაობას თუ აძლიერებს მას ? მე-19 საუკუნის ნიტროგლიცერინი უერთდება თანამედროვე ჯიხადიზმს.

   ბოლო გაჩერება

  1894 წლის 12 თებერვალი. მზე ჩავიდა. კაფე ბოლო გაჩერება. სადგური Saint-Lazare სავსეა ახალგაზრდა პარიზელებით რომლებიც უსმენენ მუსიკას.  მუსიკა მოულოდნელად და უხეშად წყდება. უეცრად რაღაცამ იფეთქა. ყველაფერი გაშავდა როდესაც გადარჩენილები დაბრუნდნენ იყო დაფლეთილი სხეულები, ხალხი გარბოდა.

ეს გააკეთა 20 წლის ფრანგმა ბუღალტერმა Emile Henry-მ. მან ბომბა დადო რაღაც ლითონთან და ესროლა ის ორკესტრს.

ეს არ ყოფილა მის პირველი თავდასხმა. რამოდენიმე თვით ადრე მან ააფეთქა პოლიციის განყოფილება და მოკლა 5 კაცი. შემდეგ ის წყნარად დაბრუნდა თავის ადგილას თავისი ბუღალტრული საქმეების დასამთავრებლად.

მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც კერძო პირმა უწესრიგოდ ააფეთქა სამოქალაქო პირები, მშვიდობიანი ხალხი.

ისტორიკოსი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი John Merriman-ის თქმით ეს იყო დღე როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები გადაიქცნენ ტერორისტების სამიზნეებად.

მაგრამ Emile Henry არ ყოფილა ცენტრალური ორგანიზაციის ბრძანების შემსრულებელი. ის იყო ფრანგულ ბურჟუაზიაში დაბადებული ინტელექტუალი. ის ცხოვრობდა მდიდარი ახლობლის ხარჯზეც.

 ყველა ამბობდა რომ Emile Henry იყო მგრძნობიარე პიროვნება რომელიც შეძრა სისასტიკემ და ულმობელობამ მის ირგვლივ. ტერორისტი ამბობდა რომ მისი აქტი საბოლოო ანგარიშით გადაარჩენს ადამიანებს, მაგრამ ის კლავდა თანაგრძნობის გარეშე, შეუბრალებლად.

 

Emile Henry ცხოვრობდა თავბრუდამხვევ უთანასწორობათა პარიზში. მდიდრულ რაიონთან ახლოს იყო ქოხმახები სადაც პატარა ბავშვბს ჩვეულებრივ კლავდა ჭლექი.

საზღვარი გადიოდა მის სულზე.

Emile Henry-მ მიიღო მდიდრის განათლება, მაგრამ ის მტკივნეულად დაეცა ჭლექიან ქოხმახებში.

 

Emile Henry-ს მამა, საკმაოდ შეძლებული Henry 1848 წელს ჩამოშორდა თავის საშუალო კლასის ოჯახს და 16 წლისა  შეუერთდა პარიზის რევოლუციას. როდესაც პარიზელებმა 1871 წელს დაამყარეს კონტროლი მათ ქალაქზე და მართავდნენ მას როგორც კომუნას ეს Henry აგებდა ბარიკადებს და იზიდავდა ბრბოებს.

   მაგრამ როდესაც საფრანგეთის სახელმწიფომ დაიბრუნა პარიზი, რის დროსაც დაიღუპა 25 000 ახალგაზრდა და მას მიუსაჯეს სიკვდილი ის გაიქცა ესპანეთში.

 

Emile Henry დაიბადა ესპანეთში.  მას ბავშვობიდან ესმოდა ის თუ რა სასტიკად ჩაახშო თავისუფლება ფრანგულმა სახელმწიფომ.

 

ბიჭი ბავშვობიდან უყურებდა მთავრობებს როგორც ბოროტებას განსაკუთრებით მაშინ როდესაც ესპანეთის მთავრობამ  ანარქისტული სიმპატიებით გმორჩეულ ოჯახს ჩამოართვა ქონება. მამამისს მოუწია მძიმედ მუშაობა. ის მოიწამლა და გარდაიცვალა როდესაც ბიჭი 10 წლის იყო.

 

დედამისს დაეხმარნენ მდიდარი ნათესავები და ბიჭმა ისწავლა პარიზის საუკეთესო სკოლებში.

 

განსაკუთღებით წარმატებული მოწაფე Emile Henry გახდა ინჟინერი.

მაგრამ სტაჟიორ-ინჟინერის მცირე ხელფასით ის გაიჭედა პარიზის ღარიბულ კვარტალებში სადაც ის შეზარა ირგვლივ ცხოვრებამ.

ღატაკ უმრავლესობას არ ჰქონდა არავითარი პოლიტიკური ხმა და ძლივს საკმარისად ჰქონდა საჭმელი.  ბავშვთა მეოთხედი კვდებოდა სრულწლოვანებამდე.

 

 

 

მე მინდოდა უბრალოდ გაქრობა, საკუთარი თავის მოსპობა რათა თავი ამერიდებინა მუდმივი ტანჯვისთვის რომელიც ხუთავს სულს და ხეთქავს გულს“, დაწერა მან.

 მან დაასკვნა რომ მდიდარ პარიზში ბატონობდნენ თაღლითი აფერისტები და ნადიმობენ მხოლოდ ცინიკოსები და ხელის ბიჭები….მდიდრებმა მიითვისეს ყველაფერი, ისინი ძარცვავენ სხვა კლასს არა მხოლოდ სხეულის საკვებად არამედ გონებრივი კმაყოფილებისთვისაც.

ევროპაში სახელმწიფომ დაიმონა უბრალო მოქალაქეები და არაჩვეულებრივად ბევრი ახალგაზრდა მიყავდათ ჯარში.

 

 საპასუხოდ ძლიერდებოდა ანარქისტული მოძრაობა რომელმაც უბრალოდ თქვა რომ ყოველგვარი სახელმწიფო არალეგიტიმურია და საჭიროა მისი მოსპობა.

 

თავიდან სიტყვა ანარქისტი შურაცხყოფა იყო, მაგრამ 1840 წელს ფრანგმა Pierre-Joseph Proudhon-მა  თქვა რომ ანარქისტობა სიამაყეა. მან თქვა რომ მთავრობათა დამხობის შემთხვევაში ხალხი თვითონ მოგროვდება მშვიდობისმოყვარე დემოკრატიულ და თავისი საქმეებით დაკავებულ თემებად და არ იქნება არც კანონები, არც პოლიცია, არც ციხე და არც გადასახადები.

 

    ანარქისტები ამბობენ რომ ადამიანს, ხალხს აფუჭებს სახელმწიფო, მისი აპარატი, იძულება და ძალადობა.  მოსპე სახელმწიფო და იქნება პიროვნულ თავისუფლებაზე დაფუძნებული ბუნებრივი წყობა. პრუდონი ამბობდა რომ კანონი არის ტირანია და საკუთრება-ქურდობა,

 

 საზოგადოებაში სადაც ღატაკები ჩვეულებრივ მუშაობდნენ სიკვდილამდე ეს იყო მომხიბლავი მოწოდება.

   ბავშვობიდან ფაიფურის ტოქსიკურ ქარხნებში მომუშავე და ამიტომ მკვდარი ვიღაც M L გარდაცვალებამდე წერდა : “ წყეულო საზოგადოებავ, შენს გამო ვარ ავად. უტვინო და ცინიკოსო ბურჟუებო, განა ვერ ხვდებით რომ შიძლება გადავიქცე აღშფოთებულ, ყველა ტანჯულის და დახვრეტილების გამო შურისმაძიებელ ადამიანად ? ბურჟუებო. მე მინდა ველაპარაკო სულ მცირე იმათ ვისაც აკისრია პასუხისმგებლობა ჩემს სიკვდილზე ».

 

Emile Henry-სთვის ეს დამაჯერებელი იყო. ის ართმევდა ფულს თავის შეძლებულ ბურჟუა დეიდას და სწერდა მას სიყვარულით და მადლობებით სავსე წერილებს, მაგრამ ბურჟუაზიას გმობდა როგორც ბოროტებას.

 

Emile Henry-მ აქეთ-იქით სიარულისას გაიგო ანარქისტების აზრი რომლის თანახმადაც მათი ფილოსოფიის რეალიზაციის ერთადერთი ხერხია პროპაგანდა საქმით, რომ ძალადობის აქტები სახელმწიფოს ან  ბრბოების წინააღმდეგ აჩვენებს რომ სახელმწიფოს ძალა ილუზორულია და ეს გამოიწვევს საყოველთაო აჯანყებას.

 

    მაჰმადიანთა უმრავლესობა დღეს უარყოფს ჯიჰადიზმს, და  ანარქისტების უმრავლესობაც უარყოფდა სამოქალაქო პირთა, მშვიდობიანი ხალხის მკვლელობებს.

 

მაგრამ საფრანგეთში მომხდარმა ამბებმა Emile Henry დააყენა ცოფიანი ანარქისტების გვერდით: გაფიცული მაღაროელები გასრისეს ჯარებმა, მდიდრები უფრო გამდიდრდნენ. ის წერდა:

მთელი ბურჟუაზია ცხოვრობს უბედურთა ექსპლუატაციით და ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე.”

 

   ის დაიჭირეს ბომბის აფეთქების ადგილზე. მან თქვა რომ ნანობს მარტო იმიტომ რომ ვერ მოკლა მეტი  «ბურჟუა »: ის იკვეხნიდა რომ რომ ჰქონოდა საკმარისად დიდი ბომბა ის ააფეთქებდა მთელ პარიზს. ამბობდა რომ მხოლოდ ნანგრევებიდან გაჩნდება სამართლიანი საზოგადოება.

დედასთის მიწერილ წერილში მან თქვა:

 

 “ არ დაუჯეროთ იმათ ვინც გეტყვით რომ თქვენი შვილი დამნაშავეა. ნამდვილი დამნაშავეები არიან ისინი ვინც აუტანელ რამედ აქცევს გულიან ადამიანთა ცხოვრებას, ისინი ვინც იცავენ სახელმწიფოს რომელშიც იტანჯება ყველა“.

 

21 წლის   Emile Henry სიკვდილით დასაჯეს და  ანარქისტებმა შურის საძიებლად საფრანგეთში მოაწყვეს აფეთქებათა სერია.

   ერთ-ერთმა მკვლელმა Auguste Vaillant-მა თქვა რომ ისინი არ ინდობდნენ არც ქალებს და არც ბავშვებს იმიტომ რომ  იმიტომ რომ გარეუბნებში ანემიისგან და შიმშილისგან ნელა იხოცებიან უდანაშულო ბავშვები და ქალები თავის სახელოსნოებში უძლურდებიან და ცვდებიან დღეში 40 ცენტის საშოვნელად. თქვენ მანქანებად აქციეთ მოხუცები რომელთაჩ შეეძლოთ ცხოვრების ადამიანურად გატარება.   ჩვენს მკვდართა ბევრი სახელია სისხლიან სიაში…

 

 

II  ამერიკული ანარქიზმი

 

Emile Henry იყო ანარქისტთა გაფანტული და შუბოჭავი არმიის მხოლოდ ერთ-ერთი მებრძოლი. ამ ხალხს სწამდა რომ მათ შეეძლოთ მთავრობის იდეის უშუალოდ მოსპობა და სრული თავისუფლების ხანის დაწყება.

 

    ამ გიჟების თავდასხმები შესაძლებელი გახადა ანარქისტული ფილოსოფიის განვითარება-გავრცელებასთან ერთად დინამიტის გამოგონებამ.

შვედმა მეწარმე ალფრედ ნობელმა 1866 წელს გამოიგონა იოლად დასამზადებელი ასაფეთქებელი ნივთიერება. და ეს გამოგონება სწრაფად გავრცელდა.

პატარა მახინჯი გერმანელი ანარქისტიც დაინტერესდა იმით თუ როგორ შეეძლო  ამას მსოფლიო პოლიტიკის შეცვლა.

გააფთრებული ამკინძავი Johann Most. თავის გაფუჭებულ, წინ გამოწეულ ყბას ის მალავდა წითელი წვერით რაც დიდ ყურადღებას იპყრობდა.

ის წავიდა პარიზში სადაც დააპატიმრეს კომუნის დამარცხების შემდეგ.

სოციალიზმის მქადაგელს, მას ჰქონდა საპარლამენტო დემოკრატიის იმედი.

განთავისუფლების შემდეგ ის ამ პლატფორმით აირჩიედ გერმანიის რაიხსტაგში., მაგრამ ოტო ფონ ბისმარკმა მოაწყო  მემარცხენეთა წმენდა და Johann Most-ს ისევ მოუწია გაქცევა.

 

წმენდამ Johann Most-ს გაუცრუა თანდათანობითი რეფორმის იმედები.

მან ირწმუნა რომ სისტემის შეცვლა შუძლია მხოლოდ აფეთქებას.

მას ესმოდა რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ეხლა ყველგანაა ევროპაში და აშშ-ში და არის ფარდულებში რომლებსაც მეთვალყურეობენ ჩვეულებრივი მუშები.

დინამიტის ამოქმედ-აფეთქებას არ სჭირდებოდა კომპეტენცია. ის შიძლება ჩაიდო ჯიბეში. ის მოკლავს.

Johann Most-მა განაცხადა:

დინამიტს შუძლია კაპიტალისტური სისტემის მოსპობა ისევე როგორც ფეოდალიზმი მოსპეს დენთმა და თოფმა. მსოფლიოს შემოვლებული აქვს დინამიტის ქამარი“!

 

Johann Most მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში და მუშებს მოუწოდებდა გამოეყენებინათ დინამიტი პატრონების წინააღმდეგ იმიტომ რომ ეს პატრონები მათ მათხოვრული ხელფასის გულისთვის ამუშავებენ 12  საათს ყოველ დღე.

 

ის გადაიქცა მოდელად Joseph Conrad-ის ნოველა The Secret Agent //საიდუმლო აგენტი// პერსონაჟი ლტოლვილი ანარქისტი Ossipon-ისთის.

ეს ანარქისტი ქამარში ბომბაგარჭობილი დადის ქუჩებში და მუდამ მზადაა საკუთარი თავის და თავდამსხმელი პოლიციელების ასაფეთქებლად.

ეგეც ისლამიზმის პროტოტიპი.

 

ოსიპონი იკვეხნის რომ მისი მტრები დამოკიდებული არიან სიცოცხლეზე მაშინ როდესაც ის დამოკიდებულია სიკვდილზე რომელსაც ვერაფერი გააჩერებს და ამიტომ მისი უპირატესობა ცხადია.

 

Johann Most-მა ყველაზე მეტი მომხრე ნახა აშშ-ში სადაც ყოველ წელს სამუშაოზე უბედური შემთხვევების გამო კვდებოდა 35 000 მუშა. რამდენჯერაც გაიფიცებოდნენ ისინი სამუშოს უკეთესი პირობებისთვის იმდენჯერ სცემდა მათ სასტიკად პოლიცია.  უმდიდრესთა 2 პროცენტი ფლობდა სიმდიდრის 60 პროცენტს და პოლიტიკოსები და პოლიცია იყვნენ ამ 2 პროცენტის სამსახურში.

 

მისი ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე მომხრე იყო ლოთი და მუდამ შეიარაღებული კოვბოი იუტას შტატიდან “Big Bill” Haywood რომელმაც თვალი დაიზიანა ერთი სამთო-ქიმიური ქალაქიდან მეორეში სიარულისას. 

 

ის მხარს ურდა მძიმე მიწისქვეშ სამუშაოებზე დაღლი,დაქანცულ და დაავადებულ მუშებს.

 

სმ ლოთი ანარქისტი კოვბოისთვის კლასობრივი ბრძოლა ყოველდღიური რეალობა იყო და არა მეტაფორა.

მეწარმე ჯეი გულდი ღიად იკვეხნიდა რომ მას შეუძლია მუშების ნახევარის დაქირავება მუშების მეორე ნახევრის გასაწყვეტად  და ლოთმა კოვბოიმ მას თავისი უქნა. ისტორიკოსები ამბობენ რომ ამ ლოთმა 1907 წელს  ააფეთქა აიდახოს გუბერნატორი , Frank Steunenberg და მისი სასამართლო იყო წლის უდიდესი სასამართლო.

მისმა ადვოკატმა, ლეგენდარულმა Clarence Darrow-მ მოსამართლეები დაარწმუნა იმაში რომ ისინი უნდა იყვნენ  სიმდიდრის შემქმნელ მუშებთან და არა უოლ სტრიტის ობობებთან

 

ანარქისტებს ისეთი სიმპატიით უყურებდნენ რომ ლოთი ჰეივუდი გაამართლეს და ის იქცა ამერიკის ხალხურ გმირად. მერე ის აშშ-ში 20 წლით დაიჭირეს. ის გაიქცა საბჭოთა კავშირში,სადაც ძალიან არ მოეწონა და სვამდა და სვამდა.

 

   ესაა ყოველ ქვეყანაში გაშლილი დიდი ისტორიის პატარა ნაწილი.

ანარქისტებმა წარმატებით ესროლეს ყუმბარა მეფე ალექსანდრე მეორეს 1881 წელს. მოკლეს მეფე და ბრბოდან რამოდენიმე კაცი. …

 

1901 წელს ახალგაზრდა მკვლელი Frank Czolgosz იცდიდა რიგში რათა ხელი ჩამოერთვა პრეზიდენტი მაკ კინლისთვის ბუფალოში და ესროლა პრეზიდენტს მუცელში.

ანარქისტები წარმატებული ბომბისტები და მკვლელები იყვნენ და პოლიტიკოსების,მეფეების და პრეზიდენტების ხოცვიდან ისინი გადავიდნენ უბრალო მოქალაქეების ხოცვაზე, ამიტომ ლაპარაკობენ მათზე დღესაც.

 

   ფილმის რეჟისორ ჯო ბულმანს ბრიტანელმა მაჰმადიანებმა უთხრეს რომ ანარქისტ ბომბისტებზე დაიწერა ასი წლის წინ, მაგრამ ეს ხდება  დღეს….

 

   ანარქისტები ხოცავდნენ, ჯიხადისტები ხოცავენ და ყალყზე შემდგარი მსოფლიო თრთის.

 

მაგრამ ანარქია იდეების სფეროში  რა თქმა უნდა განსხვავდება ჯიხადისგან.

 

ანარქისტები ვერ იტანენ რელიგიას, ჯიჰადისტების რელიგია მკაცრია.

ანარქისტებს უნდათ ქალის გატიტვლება და სექსუალური რევოლუცია.

ჯიჰადისტებს უნდათ ქალის შეფუთვა და სექსუალური კონტრ-რევოლუცია.

ანარქისტებს უნდათ აბსოლუტური თავისუფლება და კიევში გაწვრთნილი ფიმენის ბანდის გომბიომ ამას წინ შუა პარიზში მდგარ მადლენის ეკლესიაში მღვდლის თვალწინ მოშარდა საკურთხეველზე. იყო დიდი სკანდალი, ამაზე დღემდე ლაპარაკობს პრესა.

 

 ეკლესიის მნგრეველ ჯიჰადისტსაც კი არ მოუვა თავში აზრად ასეთი რამე. ყურანი მას ასწავლის იესო ქრისტეს, მართალია თავისებურად, მაგრამ მაინც პატივისცემას.

 

მაგრამ ანარქისტი აფეთქებდა და კლავდა სრულიად შემთხვევით ხალხსაც და იგივეს შვრება ჯიჰადისტიც…

ანარქისტი მკვლელები ფიქრობდნენ რომ სახელმწიფოს, სხვათა ძალადობა ამართლებდა მათ ძალადობას. ზუსტად ასე ფიქრობენ დღეს ჯიჰადისტები….

 

მდიდარმა დასავლეთმა უნდა განიცადოს ის რასაც განიცდის მათი ხალხი. ესაა როგორც ბომბისტი ანარქისტების ისე ჯიჰადისტების აზრი.

 

 საინტერესო ისაა რომ ორივე შემთხვევაში მოძლადე ტერორისტებად მნიშვნელოვანწილად გადაიქცნენ საშუალო კლასის  ინტელექტუალები, მათემატიკაში სიწმინდის და რაციონალობის აღმომჩენი ინჟინრებიც. …ანარქისტების დიდ ფიგურებს შორის იყვნენ რუსი არისტოკრატებიც, ბაკუნინი და კროპოტკინი….

 

     ანარქისტული ტერორიზმი არის რეაქცია ეროვნული საზელმწიფოს აღმავლობაზე.

  ჯიჰადიზმი არის რეაქცია ძლიერი და დიდი სახელმწიფოების მათ საზღვრებს გარეთ მოქმედაზე.

 ანარქისტულ ტერორიზმს ხელი შუწყო რევოლუციამ საზღვაო გადაზიდვების და ტელეგრამების სფეროში. ჯიჰადისტების იდეებს მყისიერად ავრცელებს ინტერნეტი….

 

მოკლედ რა, ესოდენ არეულ დღვანდელობაში საქართველოსთვის საკადრისი ადგილის მონახვას ნორმალურ ადამიანთა თაობების შეთანხმებული შრომა სჭირდება თორე პროფესორი სიგუა თავისი ტანკით ჩასაფრებულია და ნიშანს ელის….

 

‘The Enemy Within’ in on Channel Four tonight at 8pm

You can follow Johann on twitter at http://twitter.com/johannhari101

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s