ევროპელები ტოქსიკომანიის მიზეზებზე

 Afficher l'image d'origine

 ნარკოტიკი და პოკერი

Afficher l'image d'origine

ეროპელების აზრით ტოქსიკომანები არიან პიროვნებები რომლებიც ნებადართულ თუ აკრძალულ ნარკოტიკს იღებენ აუტანელი მდგომარეობისგან თავის დასაღწევად, რაღაც შვების სანახავად. ისინი ფიქრობენ რომ ნარკოტიკი დაავვიწყებს მათ პრობლემას და სადარდებელს.ისინი რა თქმა უნდა ცდებიან, მაგრამ თუ არ დაანგრევთ ლამაზი ლოზუნგების ღნავილით თქვენს ქვეყანას და გაუადვილებთ ადამიანებს არსებობას. არ იქნება აუტანელი რეალობა და ნაკლები ლოთი და ნარკომანი იქნება.

 

http://www.onmeda.fr/maladies/toxicomanie-les-causes-3265-2.html

 

დოქტორი  ნიკოლა ფევრარ //Dr. Nicolas Evrard//, ტოქსიკომანია  : მიზეზები, 2014 წლის 03 დეკემბერი

ტოქსიკომანია-ნარკომანიის გამომწვევი მიზეზი ბევრია და საკმაოდ რთულია. ტოქსიკომანია ყველაზე მეტად ეხება მამაკაცებს. ტოქსიკომანებად ხდებიან ზოგჯერ მიბაძვით, გარემოს გავლენით, ზოგჯერ ძლიერი ემოციების განცდის მიზნით, ზოგჯერ ზოგი პროდუქტის ან გამაღიზიანებლის მოქმედების შესუსტების მიზნით. მაშინ ლაპარაკობენ პოლიტოქსიკომანიებზე.

ტოქსიკომანიის გაჩენას ხელს უწყობენ სოციალური ფაქტორები: სოციალური იზოლირება-მარტოსულობა, ოჯახების დაშლა და ნგრევა,იმიგრაცია, უღარიბეს ბეჩავ ღატაკთა წრეში მოხვედრა, ან, პირიქით, განებივრებულ უსაქმურ ძალიან მდიდრებში ყოფნა //კოკაინი, მაგალითად//, და ა.შ.

ტოქსიკომანია-ნარკომანიისკენ უბიძგებს ფსიქიურ-ფსიქოლოგიური პრობლემებიც., ნარცისიზმი, პარანოია, ანტისოციალური განწყობა// ანუ ირგვლივ არსებული რეალობის შეზიზღება//, შიზოფრენია, მწუხარება, მოუსვენრობა, სევდა, დეპრესია და ა.შ.

 

მოკლედ, თუ ნობელის და იმანუილ კანტის პრემიების ლაურეატები სახაროვის, გორბაჩოვის და შევარდნაძის მოსაწონად, მათი პროგრამების განსახორციელებლად დაანგრევენ ქვეყანას ადამიანს შეიპყრობს სევდა,დარდი,მწუხარება და ის შეიძლება გახდეს ლოთიც და ნარკომან-ტოქსიკომანიც. ძალიან დიდი ძალა ცოდნა  უნდა წონასწორობის შენარჩუნებას.

არ დაანგრიოთ ქვეყნები, არ აურიოთ ცხოვრება ადამიანებს და პრობლემაც ნაკლები ან სულ არ იქნება.

http://www.association-marilou.org/20/doc/Cannabis/vos_enfants/CAUSES_PRISE_DROGUE.pdf

 

ნარკოტიკის მიღების მიზეზები-ასოციაცია Marilou

 

ტოქსიკომანია სულაც არაა გრიპის თუ სურდოს ან ტეტანუსის მსგავსი უბრალო ავადმყოფობა.ის არ შეგეყრება როგორც ჭლექი ან შავი ჭირი.

ნარკოტიკის მიღებამდე ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ბევრმა მიზეზმა. არც ნარკოტიკის მიღების ფაქტი არაა ტოქსიკომანია. განსხვავება უნდა დავადგინოთ და ყველაფერი არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში.

 

ნარკოტიკი არის ბუნებრივი თუ სინთეტური, ნებადართული თუ აკრძალული ნივთიერება რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ცვლის ჩვენს მიერ რეალობის აღქმას, ჩვენს წარმოდგენას რეალობაზე.

 

ნარკოტიკი შიძლება იყოს თამბაქოც, სასმელიც, კოკაინიც,ჰეროინიც, კანაფი-მარიხუანაც…

 

არის მოტივაციათა 3 დიდი კატეგორია რომელთაც ადამიანი შეიძლება მიიყვანონ ნარკოტიკის მიღებამდე :

 

I – ნარკოტიკის უბრსლო მიმღებები. მათი რაოდენობა მეტია.

ნარკოტიკის მიღებამდე ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ცნობისმოყვარეობამ, მოდამ, ჯგუფის ზეწოლამ, სარისკო მოქმედებამ, სიამოვნებამ, მეგობრებში ყოფნის სიხარულმა.

 

ასეთი ხალხის ტოქსიკომანებად გამოცხადება  სრული შეცდომა იქნება.

ჩვენ მათ ვუძახით « ნარკოტიკის უბრალო მომხმარებლებს».

  • ცნობისმოყვარეობა

ბავშვს და მოზარდს ესმის ლაპარაკი რაღაც პროდუქტზე და დაინტერესებულს, მას მოუნდება მისი გასინჯვა.  მით უმეტეს მოუნდება თუ კი ეს პროდუქტი აკრძალულია. ეს ბუნებრივია. უფრო შემაშფოთებელი იქნება ინტერესის არარსებობა.

თამბაქოც ნარკოტიკია და გაიხსენეთ თუ რამდენ ჩვენგანს მოუწევია ის მალულად ბავშვობაში.

ზოგმა ბავშვმა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო შეიძლება ხელი მოკიდოს კანაბის-კანაფსაც, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გულისთის.

 

ბავშვს რომ ჰქონდეს ჩვენი ნდობა, ის რომ გვენდობოდეს, ჩვენ მას იოლად ავუხსნიდით ორ საფრთხეს:

ნარკოტიკი ადუნებს ყურადღებას, სიფხიზლეს და მანქანის ტარების დროს იზრდება ავარიის საფრთხე.

ნარკოტიკის მიმღებს აღარ აქვს სწავლის,გამოცდის ჩაბარების  და შრომის სურვილი და ის აღმოჩნდება ცხოვრებისთვის მოუმზადებელ უვიც უსწავლელ რეგვენებს  და თავში ჩარტყმულ ბეჩავებს შორის.

თუ დამაჯერებლად აუხსნით ამას ბავშვს ის გაიგებს.

 

  • 2 ჯგუფის და მოდის გავლენა. არის ასაკი როდესაც ძმაკაც-დაქალები აბსოლუტური პრიორიტეტია ბავშვისთვის  და თუ კი ძმაკაც-დაქალები მათ წრეში ყოფნის სამაგიეროდ ითხოვენ რაღაც ნარკოტიკის მიღებას  ნამდვილად დიდი ძალა და ძლიერი ნებისყოფაა საჭირო ასეთი წინადადებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ეს კი ყველას არა აქვს.

ძმაკაც დაქალების ასეთი სულელური მოთხოვნა არაა ინიციაცია. ინიციაცია არის უფროსების,სრულწლოვანების და ასაკოვნების მიერ დადგენილი წესი და რიტუალი რომლის შესრულების შემდეგ ბავშვი იძენს სრულწლოვანის სტატუსს.

ძმაკაც-დაქალების ურთიერთობაში კი ნარკოტიკის მიღება პაროლია და არა ინიციაცია.

 

კარგად ნასწავლი ბავშვი, რომელმაც განავითარა კრიტიკული მიდგომა და ისწავლა ადამიანების გარჩევა შეიძლება ერთხელ დათანხმდეს ძმაკაც-დაქალების წინადადებას ნარკოტიკის მიღებაზე, აჩვენოს რომ  მასაც  შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ მერე  მას შეუძლია გაბედულად  თქმა რომ ეს არ მოსწონს და ნარკოტიკის მიღების შეწყვეტა.

 

მოდა დაახლოებით იგივე გავლენას ახდენს რასაც ჯგუფი. აქაც სხვებმა  მასხრად რომ არ აგიგდონ და არ დაგამცირონ,არ გაგაგდონ  უნდა მიბაძო.

მოდაშია ფეხსაცმელები, ხალათ-მაისურები,  ნარკოტიკი ecstasy.

საბედნიეროდ მოდა გადის, ვიმედოვნოთ რომ სწრაფად გაივლის ზოგი ნარკოტიკის მოდაც.

 

  • სახიფათო ქცევა.

 

ყველა მოზარდს აქვს ხიფათის, რისკის განცდის თითქმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. ასე ხედავენ ისინი თავის შესაძლებლობათა საზღვრებს და ზოგჯერ გადალახავენ კიდეც ამ საზღვრებს. ეს ზრდის ადამიანს.

 

მეტიც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყველანაირად უბიძგებენ ახალგაზრდებს რისკისკენ. ჟურნალები სავსეა მთებთან, ჰავაების ტალღებთან  და ა.შ. მოჭიდავე ადამიანებით. კაცი არ ხარ თუ არ გადახტები უპარაშუტოდ სულ მცირე  ათი კილომეტრის სიმაღლიდან. რემბრანდტივით ხატვა აღარაა შთამბეჭდავი.

 

 

ახალგაზრდებიც ფიქრობენ რომ ნარკოტიკის მიღება არაა 30 კილომეტრის სიმაღლიდან უპარაშუტოდ გადახტომაზე უფრო საშიში და სკდებიან ჰეროინით.

 

ამ ხალხს მშვიდად უნდა ავუხსნათ რომ არსებობს ორნაირი რისკი.

ერთია აქტიური, რომელიც მოითხოვს ბევრი რამის ცოდნას,სწავლას, შრომას.

პარაშუტითაც ვერ გადახტები წვრთნის და ცოდნის გარეშე  თუ არა ხარ თვითმკვლელი არა თუ უპარაშუტოდ.

ყოველდღიური სწავლით და შრომით ისწავლი რისკების მართვას.

 

რადიკალურად საწინააღმდეგო რამეა პასიური რისკი,  დაუფიქრებლად გასკდომა ნარკოტიკით და ჩაყურყუმალავება განცდებში, გონების დაკარკვამდე თრობა განცდებით.

 

უმრავლეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ლსდ-ს, კრეკის და ექსტაზის მიღების შემთხვევაში ადამიანი კარგავს ავტონომიას, ის ხდება ნარკოტიკით მიღებული შთაბეჭდილებების მონა და უნებისყოფო სათამაშო თოჯინა.

 

და რა სიამოვნებაა მთელი ღამე ცეკვა ან საათობით გიჟობა როდესაც გათამაშებს მიღებული ნარკოტიკი და დაკარგული გაქვს დამოუკიდებლად და გააზრებულად მოქმედების უნარი?

 

ამაში ნამდვილად არაფერია სასიხარულო და საამაყო.

 

ამას მიხვდნენ თვითონ ახალგაზრდებიც, განსაკუთრებით ქალიშვილები.

თავში საცემია როცა იღვიძებ არც იცი სად, როდესაც არც ის იცი  თუ როგორ მიხვედი იქ სადაც გაიღვიძე, როდესაც არ იცი თუ თუ რა ქენი ან რა თქვი წინა დღეს.

 

სულაც არაა სასიხარულო როდესაც ვიცით რომ ზოგი ნარკოტიკი ადამიანს უბნელებს გონებას და ართმევს ნებას და ამ ნარკოტიკის მიმღები შეიძლება გადაიქცეს უსვინდისო პარტნიორის სათამაშო თოჯინად და იოლად მანიპულირებად ობიექტად.

 

 

  • სიამოვნება

უნდა ვაღიაროთ რომ ნარკოტიკს შეუძლია სიამოვნების მონიჭება. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს სიამოვნება სწრაფად ქრება და სუსტდება  ნარკოტიკის შემდგომი მიღებისას. ასეთია მიჩვევა და ჩვეულება. მაშ ძლიერი შეგრძნების განმეორების ხშირად ამაო იმედით საჭირო ხდება ნარკოტიკის დოზების ზრდა.

 

და მერე, ამ სიამოვნებას აქვს ცუდი მხარე. კოკაინის  « ჩაშვებაში» არაფერია სასიამოვნო.

არც ერთი ნარკოტიკი არაა უწყინარი. ყოველ ნარკოტიკს აქვს თავისი განსაკუთრებული საფრთხე.

მაგრამ უეჭველია რომ ნარკოტიკით მიღებული სიამოვნება შეიძლება ძვირად დაუჯდეს ადამიანს როგორც ფინანსურად ისე ფიზიოლოგიურად.

 

ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც რომ სიამოვნება სულაც არაა ბედნიერება და რომ სიამოვნების გაიგივებას ბედნიერებასთან შეიძლება ჰქონდეს საშინელი და დამღუპველი შედეგები.

მიუხედავად ამისა სწორედ პირველ რიგში სიამოვნების ძიებამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ნარკოტიკამდე.

 

  • მეგობრებში და საზოგადოებაში ყოფნის სიამოვნება.

 თითქმის არ არსებობს დღესასწაული და მეგობარ-ამხანაგთა შეხვედრა რომ სუფრაზე არ იყოს რაღაც ნებადართული თუ აკრძალული ნარკოტიკი.

საინტერესო ისაა რომ ტოქსიკომანიების თავიდან აცილების თაობაზე საფრანგეთში გამართული ყოველი შეხვედრა მთავრდება კარგი ფრანგული ღვინით ერთმანეთის დღეგრძელობით.

 

და მოგვეწონება ეს თუ არა ახალგაზრდები სულ უფრო და უფრო იღებენ კანაბის-კანაფ მარიხუანას ძმაბიჭ-დაქალებში დროის სატარებლად ისევე როგორც მათი მშობლები მეგობრებთან ერთად  სვამენ აპერიტივს თუ ღვინოს.

 

და ყველაზე ხშირად არის უბრალოდ მიღება და არა ნარკომანობა და უწესობა.

 

  • კულტურული ინტეგრაცია

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რეგიონი, ტომი რომელსაც არა აქვს მის ისტორიაში და მის კულტურულ მემკვიდრეობაში ჩაწერილი თუნდაც ერთი ნარკოტიკი.

საფრანგეთში ასეთი ნარკოტიკია  ღვინო. ბელგიაში და გერმანიაში-ლუდი, ტაილანდში ოპიუმი, ბოლივიაში-კოკა… სია გრძელი შეიძლება იყოს.

 

სინამდვილე ისაა რომ ყველა შემთხვევაში  მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციებმა ყოველი ქვეყნის, ყოველი რეგიონის მკვიდრებს, ყოველი ტომის წევრებს ასწავლეს მათი ნარკოტიკის მიღება გალოთების და განარკომანების, ოჯახური და პროფესიული წონასწორობის დარღვევის  გარეშე.

მაგრამ ნარკოტიკის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანა არღვევს ისტორიულ, ტრადიციულ წონასწორობას.

 

 საფრანგეთში ჩვენ არ ვიცით ოპიუმის თუ კოკას გაუნარკომანებლად მიღება. ტაილანდში არ იციან ღვინის სმა გაულოთებლად.

 

და მაშინ უბრალოდ მიღება შეიძლება გადაიქცეს მავნე ჩვევად და ნარკომანიად.

 

კულტურული ინტეგრაციის ეს ცნება მთავარია სულ მცირე 3 რამის გასაგებად.

 

პირველ რიგში მარტო ეს არგუმენტი გაამართლებს ნარკოტიკის ლეგალიზაციას.

 

წარმოიდგინეთ რომ ხვალე დაფრანგეთში აკრძალავენ ღვინოს. მაშინვე მოხდება რევოლუცია და დალეწავენ ყველაფერს.

 

თუ მოინდომებთ რომელიმე ქვეყანაში აკრძალვას ნარკოტიკისა რომელიც არის ამ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ეს ქვეყანა აჯანყდება და გეტყვით : « ჯერ თქვენ ამოთხარეთ თქვენი ვენახები და მერე ჩვენ შევწყვეტთ იმის კეთებას რაც თქვენ არ მოგწონთ».

 

ეს სრულებით არარეალისტურია და გვეუბნება იმას რომ ქვეყანა ნარკოტიკის გარეშე ვერ იარსებებს.

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხელები უნდა ჩამოვუშვათ.

 

 

  1. ქვეყნებს არ შეუძლიათ გაკონტროლება და მართვა ნარკოტიკისა რომელიც არაა მათი კულტურის ნაწილი.

ამიტომ იქცა ნარკოტიკით ვაჭრობა ადამიანთა გამოთაყვანების საშუალებად და შურისძიებად მესამე სამყაროს ქვეყნებისა უწესოდ მდიდარი სამყაროს წინააღმდეგ ანუ პოლიტიკურ ბრძოლად.

 

II – ტოქსიკომანები

 

 

ტოქსიკომანები არიან  პიროვნებები რომლებიც ნებადართულ თუ აკრძალულ ნარკოტიკს იღებენ აუტანელი მდგომარეობისგან თავის დასაღწევად, რაღაც შვების სანახავად. ისინი  ფიქრობენ რომ ნარკოტიკი დაავვიწყებს მათ პრობლემას და სადარდებელს.

 

მახე მით უფრო საშიშია რომ თავიდან ნარკოტიკი მართლაც შველის. დარდი დროებით მართლაც ქრება. და მეტიც, ეს სასიამოვნოა.

 

მაგრამ  ხშირად  სიამოვნებას აიგივებენ ბედნიერებასთან.  ნარკოტიკის მიმღები რამოდენიმე საათი შეიძლება ბედნიერად გრძნობდეს თავს. მაგრამ ეს გრძნობა სუსტდება და ქრება. გრძნობის გასამეორებლად, აუტანელი და მწარე სინამდვილისგან თავის დასაღწევად  საჭირო ხდება ნარკოტიკის მიღების გახშირება და და ნარკოტიკის დოზის გაზრდა. და პიროვნება ხდება ნარკომანი.

 

   ნარკოტიკის მოქმედების დამთავრების შემდეგ ადამიანი ხედავს რომ აუტანელი სამყარო ისევ აუტანელია

 ნარკოტიკი აძლიერებს და ამძიმებს ნარკომანის პრობლემებს. ხდება მისი მარგინალიზაცია, კრიმინალურ სამყაროში, პროსტიტუციაში ჩათრევა. ნარკომანებს ემართებათ შიდსი, ჰეპატიტები, septicémie.

 

მეტიც, უამრავი ასეთი უბედური, უამრავი სახელგანთქმული მომღერალიც დაღუპა და მოკლა გაუფრთხილებლობის გამო მიღებულმა ნარკოტიკის მეტისმეტად დიდმა დოზამ, ოვერდოზამ.

 

  

  ნარკოტიკის თაობაზე ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა რომ ის არ შველის არაფერს.

 

იმისთვის რომ არ დაუბრუნდეს მისთვის შემზარავ რეალობას ნარკომანს უნდა ნარკოტიკის რაც შეიძლება ხშირად ნებისმიერი საშუალებით მიღება. იწყება უზომობა. ნარკომანი უკვე ცხოვრობს ნარკოტიკით,ნარკოტიკისთვის და ნარკოტიკში. მას  უკკვე მარტო ნარკოტიკი აინტერესებს.

 

ნარკოტიკის მიღება ნარკომანისთვის უკვე აუცილებლობაა და არა სიამოვნება. ნარკოტიკი მას სჭირდება აუტანელი ტანჯვის თავიდან ასაცილებლად.

 

ნარკომანი ნარკოტიკით ცდილობს ორი ტიპის მტკივნეული რეალობების თავიდან აცილებას: ის ცდილობს როგორც   გართულებული პიროვნული ურთიერთობებისგან ისე გართულებული სოციალური ურთიერთობებისგან  მოშორებას. ეს 2 პრობლემა, რა თქმა უნდა, შეიძლება დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან.

 

 

1)  სირთულეები პიროვნულ ურთიერთობებში მრავალნაირია და რთულია, ყოველი ისტორია სპეციფიურია, მაგრამ გარკვეული ელემენტები მუდამ ჩანს.

 

6

  1. უსიყვარულობა იშვიათია ან გამონაკლისია. გარყვნილი, ბავშვების დამამცირებელი ან კიდევ მიცვალებული თუ გამქრალი მშობლების შემთხვევა მაინც იშვიათია.

მაგრამ ტოქსიკომანების ბიოგრაფიებში ხშირია არარსებული ან უყურადღებო  მამა რომელიც არ ზრუნავს  თავისი შვილის აღზრდაზე.

 

 

ამას გარდა ფემინიზმმა გაათავხედა ქალები და ამან გარკვეულად დააბეჩავა მამაკაცები.

 

ყველაზე ხშირად არიან მშობლები რომლებიც თავისი საკუთარი ბავშვობის ან უკიდურესი მორცხვობის გამო არ ეუბნებიან თავის შვილებს რომ მათ უყვართ ისინი.

 

არადა ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ამის გაგონება და მოფერება.

მარტო ასე თუ შესძლებს ბავშვი საკუთარი თავის და სხვების სიყვარულს.

მაშ, არის მილიონობით მშობელი რომელთაც არ შეუძლიათ თავისი საკუთარი შვილების სიყვარულის გამოხატვა და ეს ბავშვები თავს გრძნობენ მიტოვებულ და უმნიშვნელო არსებებად მათ მიმართ მტრულ თუ არა გულგრილ სამყაროში.

ეს კი დიდი უბედურებაა რომელიც ბავშვებს უსაქციელობისკენ უბიძგებს.

 

  1. ნდობის არარსებობა

ნდობაც და სიყვარულიც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ბავშვმა შესძლოს სრულწლოვანის თავისი ბუნების პოვნა.

მაგრამ ზოგ მშობელს თავისი შვილების ლანძღვა უფრო ეადვილება ვიდრე მათი წახალისება.

 

ვითარება უფრო დაძაბული ხდება მოზარდობის პერიოდში როდესაც ყველა ბავშვს საკუთარი მეობის გამოსაკვეთად ჭირდება დაპირისპირება. ესა პატარა და დიდი ტყუილების, მაიმუნობების, უწესობების და უკანონობების ასაკი.

სწორედ ამ დროსაა მშობლების და მშობლობის ხელოვნება ურთულესი რამ და ძალიან იოლია ნდობის დაკარგვა.  აუცილებელია ახალგაზრდებზე ყურადღების კონცენტრაცია.მათ მიმართ სითბოს გამოვლენა, სიყვარულით შეგონება.

თორემ რთულ პერიოდში მყოფი ნალანძღ-ნათრევი ან მიტოვებული  გაველურებული ბავშვი უბედურებას შეამთხვევს საკუთარ თავს და ირგვლივ ყველას.

 

 

 

  1. საზღვრების, ზომიერების გრძნობის დაკარგვა. უზომობა-ჰუბრისი უდიდესი უბედურება იყო კლასიკური ხანის ბერძნის, პერიკლე,პლატონის, არისტოტელეს, სიკრატესნაირი ბერძნებისთვის.

 

1968 წლის მაისში განებივრებულ-გადარეული ახალგაზრდების  თარეშმა პარიზში ბევრი რამე გააფუჭა.

 

მათი ერთ-ერთი მთავარი და ძალიან შხამიანი დევიზი იყო «აკრძალულია აკრძალვა! »  // il est interdit d’interdire !//

ასე გინდათო და მშობლებმა მიატოვეს თავისი შვილები რომლებსაც აღარ ჰქონდათ აღარც მოვალეობები, აღარც წარმოდგენა დაშვებულის და დაუშვებლის შესახებ, აღარც საზღვრები. ბავშვები არ გავაღიზიანოთო და მშობლები საყვედურითაც და დარიგებითაც აღარ მიმართავდნენ თავის შვილებს.

 

საზღვრების გარკვევა, დაშვებულის გარჩევა დაუშვებლისგან აუცილებელია ვინაიდან ეს ადამიანს ასწავლის საკუთარი თავის და სხვის პატივისცემას.

 

მაგრამ მშობლებმა ყველაფერი ეს შვილებს უნდა აუხსნან დინჯად, არგუმენტირებულად და არა ლანძღვით და ცემა-ტყეპით.

ბევრ მშობელს კი ეზარება ამის კეთება და ისინი გულგრილები არიან შვილების უსაქციელობის მიმართ, იმედი აქვთ რო ყველაფერი თავისთავად ჩაივლის. ესეც უბიძგებს ბევრ ახალგაზრდას ნარკომანობისკენ, ლოთობისკენ, მეტისმეტად ბევრი თამბაქოს მოწევისკენ, და ა.შ….

 

მაგრამ ეხლა მატერიალისტური ჰედონიზმის ხანაა და მშობლებიც ეწევიან, სვამენ და იღებენ ნარკოტიკს.

ცუდი მაგალითია შვილებისთვის რომლებსაც უჭირთ ასეთი მშობლების მიერ გამოთქმული სწორი აზრების დაჯერება….

 

სასმელს და ნარკოტიკს დაჩვეული ვეღარ სწავლობს კარგად, ვეღარ მუშაობს.

მაგრამ დაცემა არაა დამარცხება. დამარცხებულია ის ვინც ვეღარ ახერხებს ფეხზე წამოდგომას.

 

ასე რომ არც მშობლებმა და არც მეზობლებმა არ უნდა შექმნან ადამიანისთვის აუტანელი ვითარება, არ უნდა ანგრიონ თავისი ქვეყანა ლამაზი ლოზუნგების ღნავილით თორე ყველა განარკომანდება და დაიღუპება  ყველაფერი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s