არანიჰილისტი ევროპელი ეგზიუპერი

 

 Afficher l'image d'origine

 

 

მატერიალისტისთვის ადამიანი არის კაცმა არის რატომ შემთხვევით გაჩენილი მოლეკულების შემთხვევით გაჩენილი და პრეტენზიული გროვა. ეგზიუპერისთვის ადამიანი არის მასზე უფრო დიდის, ღმერთის მაცნე და ელჩი. ამიტომაა დიდი ევროპელი ეგზიუპერი დიდი.

   პერესტროიკა-რევოლუციებმა,ომებმა და ტერორისტებმა არ უნდა დაგვავიწყონ ეგზიუპერი

დავუგდოთ ყური ამ დიდ ევროპელს. არ ყოფილა ალექსანდრე მაკედონელზე ნაკლები

 

 

 

 

ესეც ევროპაა- ეგზიუპერი, არ ყოფილა ეს კაცი ისტორიული ევროპის, ისტორიული საფრანგეთის უარმყოფელი ნიჰილისტი.

 

Saint-Exupéry : « ჩემი ცივილიზაცია არის ქრისტიანული ღირებულებების მემკვიდრე»

 

ანტუან დე სან-ეგზიუპერი//Antoine de Saint Exupéry, 1900-1944//

თ პოეტი,მწერალი, მფრინავი ეგზიუპერი 1942 წელს დაწერილ თზულებაში «ომის პილოტი»

// Pilote de guerre// უბრუნდება უფლის, თვალწინ მცხოვრები საზოგადოების გენიას.

 «  ადვილია საზოგადოების დაფუძნება ყოველი ადამიანის ფიქსირებული  წესებისადმი დამორჩილებაზე. ადვილია მოზელვა ბრმისა რომელიც უკამათოთ და პროტესტის გარეშე ემორჩილება მოძღვარს ან ყურანს.

მაგრამ ბევრად უფრო დიდი მიღწევაა ადამიანის განთავისუფლება, მისი გადაქცევა საკუთარი თავის ბატონ-პატრონად.

მაგრამ რას ნიშნავს განთავისუფლება ?  თუ კი მე გავანთავისუფლებ უდაბნოში ადამიანს ვინც არ გრძნობს და განიცდის არაფერს რას ნიშნავს მისი თავისუფლება? თავისუფალია მხოლოდ ის ვინც სადღაც მიდის, ვინც მიემართება რაღაცისკენ.»

 

არა და ჩემი ცივილიზაცია ცდილობს ადამიანთა ურთიერთობის დაფუძნებას ადამიანის კულტზე რომელიც არის ინდივიდის მიღმა ვინაიდან ყოველი ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი თავის და სხვის მიმართ არ  უმდა  განსაზღვრავდეს ჭიანჭველათა ბუდის კანონმდებლობა, რათა ეს დამოკიდებულება იყოს სიყვარულის თავისუფალი გამოვლინება-განხორციელება.

ქვას ანთავისუფლებს სიმძიმის,მიზიდულობის უხილავი გზა. ადამიანს ანთავისუფლებს სიყვარულის უხილავი ფერდობები.

ჩემი ცივილიზაცია ცდილობს ყოველი ადამიანის გადაქცევას ერთი და იგივე მეფის ელჩად. ის თვლის რომ ინდივიდი არის მასზე უფრო დიდის მაცნე, მან ადამიანის ამაღლების თავისუფლებას მისცა დამაგნიტებული, მიმზიდველი მიმართულებები.

 

მე კარგად ვიცი ძალთა ამ ველის საწყისი. ჩემი ცივილიზაცია საუკუნეების მანძილზე ღმერთს ჭვრეტდა ადამიანით. ადამიანი შეიქმნა თმერთის სახედ და ხატად. ადამიანში პატივს მიაგებდნენ ღმერთს.  ადამიანები ძმები იყვნენ ღმერთში.  ღმერთის ანარეკლი ყოველ ადამიანს ანიჭებდა განუსხვისებელ, მოუშორებელ ღირსებას.  ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან აფუძნებდა ყოველი ადამიანის მოვალეობებს და ვალდებულებებს საკუთარი თავის და სხვების მიმართ.

ჩემი ცივილიზაცია არის ქრისტიანულ ღირებულებათა მემკვიდრე. მე ვიფიქრებ კათედრალის კონსტრუქციაზე მისი არქიტექტურის გასაგებად.

ღმერთის ჭვრეტა ადამიანებს ხდიდა თანასწორებად ღმერთში. და ამ თანასწორობას ჰქონდა ცხადი მნიშვნელობა იმიტომ რომ თანასწორები შეიძლება ვიყოთ ,ხოლოდ რამეში. რიგითი ჯარისკაცი და კაპიტანი თანასწორები არიან ერში. თანასწორობა უაზრო სიტყვაა თუ კი არაფერია რაშიც შეიძლება ამ თანასწორობის შეკვრა…

 

მე მესმის თუ რატომ არ იწვევს წინააღმდეგობას ან უწესრიგობას ღმერთში დადგენილი თანასწორობა. დემაგოგია იწყება მაშინ როდესაც თასწარობის პრინციპი გადაგვარდება იგივეობის პრინციპად.  უკანასკნელ შემთხვევაში ჯარისკაცი არ მიესალმება კაპიტანს იმიტომ რომ მისალმებით ჯარისკაცი პატივს მიაგებდა ინდივიდს და არა ერს.

 

ღმერთის მემკვიდრე ჩემი ცივილიზაცია  ადამიანებს თანასწორებად ხდის ადამიანში.

მე მესმის ადამიანების ურთიერთპატივისცემის წყარო. 

სწავლულს პატივი უნდა ეცა  დამლაგებლისთის იმიტომ რომ დამლაგებელში ის პატივს სცემდა ღმერთის სულს. დამლაგებელი ასევე იყო ღმერთის ელჩი.

რა ღირსეულიც არ უნდა იყო ერთი ადამიანი და რა უნიჭო უმეცარი რეგვენიც არ უნდა იყოს მეორე ღირსეულმა არ უნდა გადააქციოს მონად რეგვენი.

მაგრამ ადამიანის პატივისცემა არ ნიშნავდა ინდივიდის სირეგვნე-უსახურობის წინაშე დამამცირებელ ხოხვას და ფორთხვას. . პატივს მიაგებდნენ ადამიანს როგორც ღმერთის ელჩს და არა რეგვენი ინდივიდის უტვინობას. რეგვენმა ინდივიდმაც უნდა გაიგოს რომ ისაა ადამიანი, ღმერთის ელჩი და უნდა იქცეოდეს და ცხოვრობდეს ამის შესაბამისად.

ღმერთის მემკვიდრე ჩემი ცივილიზაცია ინდივიდებში პატივს სცემს ადამიანს.

Antoine de Saint-Exupéry, Pilote de guerre, XXVI, 1942

 

http://www.ichtus.fr/la-civilisation-est-un-bien-invisible-antoine-de-saint-exupery/

 

 

«  ცივილიზაცია არის უხილავი სიკეთე » Antoine de Saint-Exupéry

ავიატორის და მწერლის აბსოლუტური მითი ანტუან დე სან ეგზიური, «პატარა უფლისწულის» და მრავალი რომანის ავტორი, დაიღუპა ბრძოლაში 1944 წლის 31 ივლისს.

წინა დღეს მან წერილი მისწერა გენერალ X-ს და ამ წერილში ფხიზლად გამოხატა თანამედროვე ადამიანის მდგომარეობა.

ნაადრევი ანდერძი, ეს წერილი, უცნაურად და ღრმად ლაპარაკობს ჩვენს დროზე.

 

 1944 წლის 30 ივლისი

მე რამოდენიმეჯერ ვიფრინე P. 38-ით. ეს მშვენიერი მანქანაა. მე ბედნიერი ვიქნებოდი ეს რომ მქონოდა მაშინ როცა 20 წლის ვიყავი. მაგრამ დღეს მელანქოლიურად ვასკვნი რომ 43 წლის ასაკში, მსოფლიოს ყველა ცის ქვეშ 6 ათასი საათის ფრენის შემდეგ მე დიდად აღარ მსიამოვნებს ეს თამაში. ის უკვე არის მხოლოდ გადაადგილების, აქ ომის, ინსტრუმენტი და მეტი არაფერი.

და თუ კი მფრინავისთვის ჩემს პატრიარქალურ ასაკში  მე ვემორჩილები სიმაღლეს და სიჩქარეს, ამას ვაკეთებ იმიტომ რომ თავი არ ავარიდო ჩემი თაობის დარდებს და არა ძველ კმაყოფილებათა გასაცოცხლებლად.

ეს შეიძლება მელანქოლიური იყოს, და შეიძლება არც იყოს. მე უეჭველად ვცდებოდი როდესაც 20 წლისა ვიყავი.

1940 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ აფრიკიდან დაბრუნებისას // იქ ემიგრაციაში იყო ჯგუფი  2 – 33// ჩემი მანქანა დადგეს რაღაც მტვრიან გარაჟში. მე აღმოვაჩინე ეტლი და ცხენი,გზათა ბალახი, ცხვრები და ზეთისხილის ხეები.

ზეთისხილის ხეები არსებობდნენ მათი ნამდვილი რიტმით რაც არის ზეთისხილის ნელა დამზადება. ცხვრები გაცოცხლდნენ და ამზადებდნენ ნამდვილ მატყლს.

და ბალახსაც ჰქონდა აზრი იმიტომ რომ ისინი მას ჭამდნენ.

და მე ვიგრძენი გამოცოცხლება მსოფლიოს ამ რთადერთ კუთხეში სადაც მტვერი სურნელოვანია //უსამართლო ვარ. ის სურნელოვანია საბერძნეთშიც და პროვანსშიც//.

და მეჩვენება რომ მთელი ცხოვრება ვიყავი სულელი…

ყველაფერი ეს იმის ასახსნელად თუ რა არასასიამოვნოა ჯოგური არსებობა ამერიკული ბაზის გულში, ჩქარ-ჩქარა ფეხზე მდგომი ჭამა ათ წუთში, ეს წინ და უკან სიარული 2600 ცხენიან monoplace-ბს შორის აბსტრაქტულ შენობაში სადაც ჩვენ სამ-სამი ვიყავით შეჭიჭყნილი ოთახებში.

ამ ადამიანურ უდაბნოში, ერთი სიტყვით, არაფერია სასიამოვნო.

ესეც, 1940 წლის ივნისის უაზრო და უიმედო მისიების მსგავსად, სახადი ავადმყოფობაა. მე ვარ ავად და არ ვიცი რამდენი ხნით. მაგრამ მე არა მაქვს ამ ავადმყოფობისთვის თავის არიდების უფლება. სულ ესაა. დღეს დიდად ვდარდობ.

მე ვდარდობ მთელი ადამიანური არსისგან დაცლილი ჩემი თაობის გამო. ამ თაობის სულიერი ცხოვრების ფორმა იყო მხოლოდ ბარები, მათემატიკა და და მანქანა Bugatti-ები.

 

ეხლა ეს თაობა ჩართულია მკაცრად ჯოგურ მოქმედებაში რომელსაც არა აქვს არანაირი ფერი.

აიღეთ  ასი წლის წინანდელი სამხედრო ფენომენი. ნახეთ რამდენი ძალისხმევა იყო საჭირო რათა ის ყოფილიყო ადამიანის სულიერი, პოეტური თუ უბრალოდ ადამიანური ცხოვრების შესაბამისი.

დღეს ჩვენ აგურებზე უფრო გამომხმარები ვართ. ჩვენ მასხრად ვიგდებთ ძველ კოსტუმებს, დროშებს, სიმღერებს, გამარჯვებებს //დღეს აღარაა გამარჯვება, დღესაა მარტო სწრაფი ან ნელი მონელების ფენომენი// მთელი ლირიზმი სასაცილოდ ჟღერს და ადამიანებს არ უნდათ რამენაირი სულიერი ცხოვრებისთვის გამოღვიძება.

 ისინი პატიოსნად მუშაობენ კონვეიერულად. როგორც ამბობენ ამერიკელი ახალგაზრდები,

 « ჩვენ პატიოსნად და უმადურად შრომობთ»  და მთელ მსოფლიოში  გრუხუნებს პროპაგანდა.

 დეკადენტური კაცობრიობა ბერძნული ტრაღედიიდან ჩამოვარდა ბატონი Louis Verneuil-ის თეატრამდე // მეტის თავი აღარ გვაქვს//.

 

რეკლამის,  დროშების და ბუკ-ნაღარის გარეშე დარჩენილი არმიების, ტოტალიტარული რეჟიმების ხანა როდესაც აღარ იმართება წირვა მიცვალებულებისთვის. მე მთელი ჩემი ძალებით მძულს ჩემი ხანა. დღეს ადამიანი კვდება წყურვილით.

 

აჰ ! გენერალო, დღეს მსოფლიოში არის ერთადერთი პრობლემა.

ადამიანებს უნდა დავუბრუნოთ მათი სულიერი მნიშვნელობა, სულიერი ღელვა. უნდა  ისმოდეს ის რაც ჰგავს ძველ ქრისტიანულ საგალობელს.

დაინახეთ რომ ადამიანი ვერ იცხოვრებს მაცივრებით, პოლიტიკით, ანგარიშებით და კროსვორდებით!

ჩვენ ვეღარ ვიცოცხლებთ პოეზიის, ფერის, სიყვარულის გარეშე. მე-15 საუკუნის სოფლური სიმღერის გაგონებაც დაგვანახებს თუ რა სუმაღლიდან დავეცით.

დარჩა მარტო პროპაგანდის რობოტის ხმა //მაპატიეთ/

ორ მილიარდ ადამიანს ესმის მხოლოდ რობოტი. ესმით მხოლოდ რობოტებისა და ხდებიან რობოტებად

ბოლო 30 წლის ყველა ჭრიალს და ტკაცატკუცს  აქვს ორად-ორი წყარო, მე-19 საუკუნის ეკონომიკური სისტემის ჩიხები და სულიერი სასოწარკვეთილება.

რატო გაყვა მერმოზი პოლკოვნიკის  თავის დიდ  გულუბრყვილობას თუ არა წყურვილის გამო? რატომ რუსეთი? რატომ ესპანეთი?

ადამიანებმა სცადეს დეკარტეს ღირებულებები ბუნების მეცნიერებათა გარეთ და ბევრ ვერაფერს მიაღწიეს.

   არის ერთადერთი პრობლემა : უნდა ისევ ვნახოთ გონიერების ცხოვრებაზე უფრო მაღალი სულის ცხოვრება, მხოლოდ ეს დააკმაყოფილებს ადამიანს.

ეს უფრო მეტია ვიდრე რელიგიური ცხოვრება რომელიც არის მისი ფორმა // თუმცა სულის ცხოვრებას ალბათ აუცილებლად მივყავართ რელიგიურ ცხოვრებამდე //.

 და სულის ცხოვრება იწყება მაშინ როდესაც არსება დგას მის შემადგენელ ელემენტებზე მაღლა.

სახლის სიყვარული, აშშ-ში შეუცნობადი // inconnaissable// სიყვარული უკვე არის სულის სიცოცხლის ნაწილი.

  და სოფლის დღესასწაული, და მიცვალებულთა კულტი // ამას ვახსენებ იმიტომ რომ ჩემი აქ მოსვლის   შემდეგ დაიღუპა ორი თუ სამი პარაშუტისტი, მაგრამ ისინი ჩუმად დამარხეს. მათ დაამთავრეს სამსახური//. ესაა ჩვენი ხანა, ადამიანს აღარა აქვს აზრი.

აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს.

   რა აზრი აქვს ომში გამარჯვებას თუ კი შემდეგ ასი წელი გვექნება რევოლუციური ეპილეფსია?

ჭშმარიტი პრობლემების დასმა დაიწყება გერმანული საკითხის მოგვარების შემდეგ.

ნაკლებად სავარაუდოა რომ ამერიკული საწყობები შველოდეს კაცობრიობის ნამდვილ დარდებს.

ძლიერი სულიერი მოძრაობის არარსებობის პირობებში სოკოებივით ამოვა 36 სექტა და ისინი შეეტაკებიან ერთმანეთს.

მეტისმეტად ბებერი მარქსიზმიც დაიშლება მრავალ  წინააღმდეგობრივ ნეომარქსიზმად.

ეს კარგად ვნახეთ ესპანეთში. საფრანგეთშიც შეიძლება ასე იყოს თუ ვინმე ფრანგი კეისარი სამუდამოდ არ გაშლის საკონცენტრაციო ბანაკს…

აჰ ! რა უცნაური საღამოა, რა უცნაური ჰავაა, მე ჩემი ოთახიდან ვხედავ უსახური შენობების ფანჯრებში ანთებულ სინათლეს, მესმის   რომ რადიო რაღაც ფშტვენას ასმენინებს ზღვების გადაღმიდან ჩამოსულ უსაქმურ ბრბოებს რომლებმაც არც კი იციან თუ რა არის ნოსტალგია.

 

მსხვერპლის გაღების სულისკვეთებასთან მორჩილი შეგუების გაიგივება მორალურ სიდიადესთან იქნება დიდი შეცდომა.

 

 

დღეს როგორც ადამიანების ისე საგნების  სიყვარული იმდენად დასუსტდა  რომ ადამიანი ვეღარ გრძნობს ნაკლს ისე როგორც ძველად.

არის საშინელი ებრაული ისტორია: « შენ.მაშ, იქ მიდიხარ? რა შორს იქნები. შორს საიდან ? » მიტოვებული ადგილი იყო  ჩვევათა დიდი კონა და მეტი არაფერი.

ეხლა არის  გაყრის ხანა. ადამიანები იოლად სტოვებენ ერთმანეთს. ისინი იოლად ყრიან საგნებსაც.

ყველა მაცივარი ერთნაირია.  ყველა სახლიც ერთნაირია თუ სახლი მარტო ანაკრებია და მეტი არაფერი.

და ქალი. და რელიგია. და პარტია.

ორგულობაც  და ღალატიც კი შეუძლებელი გახდა. რისი ორგული და რისი მოღალატე? შორს საიდან და რისი მოღალატე? ადამიანის უდაბნო.

მაშ ბრძენნი და მშვიდობიანები არიან ეს ადამიანები ჯგუფში.

მე ვფიქრობ ძველ და მხეც მამრ ბრეტონელ მეზღვაურებზე რომლებიც მიშვებულები იკლებდნენ ქალაქებს.

მათი დაოკება შეეძლოთ მხოლოდ ძლიერ ჟანდარმებს, ძლიერ პრინციპებს და ძლიერ რწმენას. მაგრამ ყოველი მათგანი პატივს მიაგებდა ბატების მწყემს ქალს.

დღვანდელ ადამიანს ამშვიდებენ წრის შესაბამისად ბელოტით ან ბრიჯით, ჩვენ საოცრად კარგად დაგვასაჭურისეს.

და აი ბოლოს და ბოლოს თავისუფლები. დაგვაჭრეს ხელ-ფეხი და მოგვცეს სიარულის უფლება.

მაგრამ მე მძულს ეს ხანა როდესაც უნივერსალური, საყოველთაო ტოტალიტარიზმის პირობებში ადამიანი ხდება მშვიდი და თავაზიანი პირუტყვი.

 და გვარწმუნებენ იმაში რომ ესაა მორალური პროგრესი!

მარქსიზმში მე მძულს ტოტალიტარიზმი რომელთანაც მას მივყავართ. მარქსიზმის მტკიცებით ადამიანი არის მწარმოებელი და მომხმარებელი და მთავარი პრობლემაა განაწილება.

მე მძულს თავისი არსით ტოტალიტარული ნაციზმი. ის რურის მუშებს ატარებს ვან გოგის, სეზანის და ვიღაც ხრომოს წინ და მუშები ხმას აძლევენ ვიღაც ხრომოს. აი ხალხის ჭეშმარიტება!

 საკონცენტრაციო ბანაკში ამწყვდევენ ვან გოგს, სეზანს, ყველა დიდ ნონ-კონფორმისტს და დანარჩენებს აქცევენ მორჩილ პირუტყვებად.

მაგრამ საით მიდის აშშ და საით მივდივართ ჩვენ უნივერსალური, საყოველთაო მოხელეობის ამ ხანაში ?

ადამიანი რობოტი, ადამიანი ტერმიტი, კონვეიერული მუშაობიდან ბელოტამდე მოყანყალე ადამიანი.

ადამიანი რომელსაც წაართვეს მთელი მისი შემოქმედებითი ძალა. ადამიანი რომელსაც აღარ შეუძლია არც ცეკვის დადგმა და არც სიმღერის დაწერა.

ადამიანი რომელსაც კვებავენ მოთითხნილი სტანდარტული კულტურით ისე როგორც ხარს კვებავენ თივით,

სწორედ ესაა დღვანდელი ადამიანი

 

 მე ვფიქრობ რომ სამასიოდე წლის წინ შეეძლოთ დაეწერათ  «La Princesse de Clèves »  ან ჩაკეტილიყვნენ მონასტერში დაკარგული სიყვარულის გამო, იმდენად მწველი იყო სიყვარული. ადამიანები დღსაც იკლავენ თავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ თვითმკვლელთა ტანჯვა  უფრო გავს კბილის აუტანელ ტკივილს. ამას არაფერი საერთო არ აქვს სიყვარულთან.

 

ცხადია რომ არის პირველი ეტაპი. გერმანულმა მოლოქმა არ უნდა შთანთქას  და არ უნდა შესანსლოს ფრანგ ბავშვთა თაობები.  თვით არსს ემუქრება საფრთხე. მაგრამ ჩვენი დროის ფუნდამენტური პრობლემა დაისმება ამ არსის გადარჩენის შემდეგ.

ჩვენი დროის ფუნდამენტური პრობლემაა ადამიანის არსის გარკვევა. პასუხი არ ჩანს და მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენ მივდივართ მსოფლიოს ყველაზე შავბნელი დროისკენ.

 

რა მნიშვნელობა აქვს იმას მომკლავენ თუ არა ომში. რა დარჩება იმისგან რაც მიყვარს ? ვლაპარაკობ როგორც ადამიანებზე ისე წეს ჩვეულებებზე, შეუცვლელ ინტონაციებზე, გარკვეულ სულიერ სინათლეზე., სადილზე პროვანსალურ ფერმაში ზეთისხილის ხეებს ქვეშ., მაგრამ აგრეთვე ჰენდელზე. საგნებს არა აქვთ მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია საგანთა წყობა.

ცივილიზაცია უხილავი სიკეთეა იმიტომ რომ ის გულისხმობს არა საგნებს არამედ ძალებს რომლებიც ამ საგნებს აკავშირებენ ერთმანეთთან სწორედ ასე და არა სხვანაირად.

ჩვენ გვექნება მასობრივად გამოშვებული სრულყოფილი მუსიკალური ინსტრუმენტები, მაგრამ სად იქნება მუსიკოსი ?

 

მომკლავენ ომში და მერე რა. მე მაცოფებენ საფრენი აპარატები რომლებსაც აღარაფერი საერთო არა აქვთ ფრენასთან და რომლებიც ღილაკებს და  ციფერბლატებს შორის მოქცეულ მფრინავს გადააქცევენ ერთგვარ მთავარ ბუღალტრად // ფრენაც კავშირთა გარკვეული წყობაა//.

 

მაგრამ თუ გადავრჩები და დავბრუნდები ამ « აუცილებელი და უმადურო სამუშაოს» შესრულების შემდეგ ჩემთვის დარჩება ერთადერთი პტობლემა:რისი თქმა შეგვიძლია ადამიანებისთვის?

( Source: http://www.staune.fr/Que-faut-il-dire-aux-hommes.html )

 

 

 

 

http://www.psychologies.com/Culture/Maitres-de-vie/Antoine-de-Saint-Exupery

 

 

ანტუან დე სან ეგზიუპერი

ციდან დანახული ადამიანი

ის უფრო მეოცნებედ ჩანდა ვიდრე მოქმედ ადამიანად. და მიუხედავად ამისა.

 მწერლად ყოფნამდე ეგზიუპერი ყველაზე მეტად არის მფრინავი. მოქმედების პოეტი. მან იპოვა თავისი სიტყვები.

  მას აწუხებდა ერთი კითხვა: «  რა უნდა ვუთხრათ ადამიანებს? ». თავგადასავლების მოყვარული, დაუღალავი მოგზაური, ის უწყვეტად იძლეოდა ენერგიის გაკვეთილებს. გულის ადამიანი, ის დაჟინებით გამოთქვამს ადამიანის იმედს.

  ეგზიუპერის თქმით ადამიანობის, კაცობრიობის დამფუძნებელი ღირებულებებია გულუხვობა და სოლიდარობა.

 

მისმა პატარა უფლისწულმა”, პლანეტის, ქერა ბავშვის, ბაობაბების და მელას ისტორიამ მოიარა მთელი მსოფლიო.

მაგრამ მისი აზრი ყველაზე დასრულებულია მის მთავარ თხზულებაში //ფაქტიურად სიკვდილისწინა ანდერძში ციტადელი//“Citadelle”//,  რომელშიც მან განავითარა მომთხოვნ მორალზე დაფუძნებული ჰუმანიზმი. იქ კონფორტის უარყოფა გულისხმობს ვალდებულება-მოვალეობის და მსხვერპლის გრძნობას. ეგზიუპერის იდეებმა ბევრი გააღიზიანა.

ინტელექტუალები ლაზღანდარაობდნენ და დასცინოდნენ ეგზიუპერის.

არადა ეგზიუპერი თავს საფრთხეში იგდებდა სწორედ ბედნიერების და სიცოცხლის სიყვარულით.

44 წლის ეგზიუპერი დაიღუპა ცას და ზღვას შორის, სადღაც კორსიკასა და კონტინენტს შორის.

«  იცხოვრეთ ისე რომ ოცნებამ დაღრღნას თქვენი სიცოცხლე და არა ისე რომ სიცოცხლემ დაღრღნას თქვენი ოცნება ».

 

აზრები

გამარჯვება ზევიდან

 

 ყოველი ადამიანი არის რაღაც მასზე უფრო დიდის მაცნე ვინაიდან ჩვენს მიერ დედამიწაზე გატარებული დრო ძალიან მოკლეა.

ეგზიუპერის აზრით ჩვენი ყოველდღიური ბრძოლის აზრი უნდა იყოს აბსოლუტის ძიება.

 « თესავენ მხოლოდ ზევიდან», ამბობდა ის.

ცხოვრება ეხსნება მომთხოვნ პიროვნებებს, მაგრამ არავის არა აქვს უფლება სხვას მოსთხოვოს ის რაც თვითონ მან არ მოიპოვა თვითონ.

 ღირსეულები რომ გავხდეთ უნდა გავექცეთ სიიოლეს და არამდგრადობას, მერყეობას. პატივი უნდა მივაგოთ ყველა პატარა ღირსებასა და სათნოება-უმანკოებას.

 

უდაბნოს განცდა

 

სიუხვის და კომფორტის სამყაროში მცხოვრებლებს, ეგზიუპერი მოგვიწოდებს უდაბნოს, მისი სიმკაცრის განცდისკენ. 

ამ ხმელ მშრალ სამყაროში არსებითის ნაკლებობა გვიჩვენებს უბრალო რამეების, ერთი მუჭა წყლის თუ ჩრდილის მნიშვნელობას.

 მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ ის გვიჩვენებს რომ ყველაფრის მქონეებს ჩვენ შიგნით გვაკლია რაღაც.

  უდაბნო გვასწავლის უფრო შორიდან დანახვას იმისა რაც გვაქვს და უფრო ახლოდან დანახვას იმისა რაც ვართ.

 « მე მუდამ მიყვარდა უდაბნო, ვჯდებით ქვიშის ბორცვზე, ვერ ვხედავთ ვერაფერს, არ გვესმის არაფერი, მაგრამ რაღაც კაშკაშებს სიჩუმეში» .

 

მოქმედება

 

 ადამიანი არსებობს მხოლოდ იმდენად რამდენადაც ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას. ადამიანი, მაშ, არის თავის ქმედებათა ჯამი და მეტი არაფერი.

ეგზიუპერი არის გზის გამკვალავი რომელიც გვთავაზობს ჩვენი საკუთარი ცხოვრების გმირად გახდომას:

ჩვენ უნდა გავიღვიძოთ, ძალისხმევა უნდა ვარჩიოთ დასვენებას, საფრთხე უნდა ვარჩიოთ უსაფრთხოებას. «  ძალისხმევაზე უარის თქმის უფლება გაქვთ მხოლოდ სხვა ძალისხმევის სახელით ვინაიდან თქვენ უნდა გაიზარდოთ.. »

  ეს გმირობა არის ღირსება რომელიც სულაც არ უნდა იყოს სიამაყის საგანი ვინაიდან ცხოვრება გამბედაობაა იმიტომ რომ ის აძლევს აზრს ცხოვრებას. იმიტომ რომ ის ზრდის და აძლიერებს ადამიანს.

ჩვენ ადამიანებად ვხდებით ჩვენი სვინდისის კარნახით მოქმედებით.

 

 გაღება

სიცოცხლის და ცხოვრების მნიშვნელობა და ღირებულება არის ერთგულებაში, მსხვერპლის გაღებაში, ძღვენში, თავდადებაში ადამიანთა ურთიერთობაში, ერთმანეთისთვის რაღაცის მიცემაში და არა ეფემერულ მატერიალურ ქონებაში.

 

 « მე არ მიყვარს გულით ბინადარნი და უძრავნი. ისინი ვინც არაფერს აძლევენ ერთმანეთს არარაობებად რჩებიან.»

  სიკვდილამდე გვაქვს ერთადერთი იმპერატივი, უანგარო ქმედება. ასეთი უანგარობა იქნება ჩვენი კვალი, ჩვენი მონაწილეობა მოსავლის აღებაში.

ადამიანობა არის ადამიანთა სამსახური, მათთვის სამსახურის გაწევა. მძიმე მდგომარეობაში მყოფების არსებობის შემსუბუქება და გაადვილება.

 

კავშირების შექმნა.

 

არსებობას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ დაკავშირებული ვართ სხვებთან,« იმიტომ რომ ვართ ძმები რაღაცაში და არა უბრალოდ ძმები ». სიცოცხლის წყარო მოდის არა საგნებიდან და არსებებიდან არამედ იქიდან რაც აკავშირებს მათ ერთმანეთთან.

ადამიანის მისიის აზრია ადამიანთა დაახლოება.

ჩვენი ქმედებები მიმართული უნდა იყოს კაცობრიობისკენ, უნდა უერთდებოდნენ უნივერსალურს,საყოველთაოს, საწინააღმდეგო შემთხვევაში ქმედება ამაოა: « ვინაიდან სრაფერია მოსალოდნელი საკუთარი თავისგან, გადამწყვეტია ადამიანთა თანამშრომლობა…

ვიზრუნოთ სხვებზე როგორც პასუხისმგებელმა გუშაგებმა, აღვადგინოთ კავშირები ყველგან სადაც გაწყვეტილია.

V

 

Antoine Marie Jean-Baptiste Roger de Saint-Exupéry

 

ევროპა-ანტუან  მარი ჟან-ბატისტ როჟე დე  სან-ეგზიუპერი

 

წერილიდან ქალბატონ  ნ-ს, თარგმანი ე. ვ,ბაევსკაიას თარგმანიდან

 

   «   …მე მინდა ჩემი წიგნის დამთავრება. სულ ესაა. მე ჩემს თავს ვცვლი ამ წიგნზე. მეჩვენება რომ ის ჩამებღაუჭა როგორც ღუზა.

 

     მარადისობაში შემეკითხებიან თუ რა ვუქენი ჩემს ნიჭებს,თუ რა გავაკეთე ადამიანებისთვის.

  ვინაიდან ომში არ დავღუპულვარ ჩემს თავს ვცვლი რაღაც სხვაზე და არა ომზე.

  ჩემი მეგობარი ისაა ვინც ამაში დამეხმარება… მე  არ მჭირდება არაფერი,არც ფული,არც სიამოვნებები,არც მეგობართა საზოგადოება. მე ძალიან მჭირდება სიმშვიდე.

   მე არ ვისახავ არანაირ ანგარებიან მიზანს. მე არ მჭირდება მოწონება.

ეხლა მე თანხმობაში ვარ ჩემს საკუთარ თავთან. წიგნი გამოვა ჩემი გარდაცვალების შემდეგ იმიტომ რომ მე ვერ მოვახერხებ მის დასრულებას.  მაქვს 700 ფურცელი. უკეთეს შემთხვევაშიც საქმის ბოლომდე მისაყვანად დამჭირდებოდა 10 წელი.

   ვიმუშავებ ტვინის ჭყლეტის გარეშე სანამ მეყოფა ძალ-ღონე.

   სხვას არაფერს გავაკეთებ.

   მე თვითონ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ მაქვს და ვერ წარმომიდგენია თუ რა უთანხმოებებში შეიძლება ჩამითრიონ.

 

     ვგრძნობ რომ მემუქრებიან,რომ მოწყვლადი ვარ,რომ ჩემი დრო შეზღუდულია. მე მინდა ჩემი საქმის დასრულება.

  მინდა რაც შეიძლება ჩქარა ვიქცე სხვად,იმად რაც არა ვარ ეხლა.

   მე დავკარგე ინტერესი საკუთარი თავის მიმართ. ჩემი კბილები,ღვიძლი და ყველაფერი  უკვე არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას.

  მინდა რომ სიკვდილის დროისთვის გადავიქცე რაღაც სხვად. შეეიძლება ეს ბანალურია,არ მწყინს რომ ვიღაცას ეს შეიძლება ბანალურად მოეჩვენოს.

 

         შეიძლება ვტყუვდები ჩემი წიგნის თაობაზე.  შეიძლება ეს იქნება მხოლოდ სქელი საშუალო ტომი. ჩემთვის სულ ერთია.

 

 ეს ხომ საუკეთესოა მათ შორის რადაც  შეიძლება გავხდე. მე უნდა ვნახო ეს საუკეთესო. ომში დაღუპვაზე უკეთესი.

  სიკვდილი რომ უკეთესი იყოს იმაზე რაც მე ეხლა შემიძლია მე მზად ვარ სიკვდილისთვის.

    მე ვგრძნობ რომ შემიძლია იმის გაკეთება რაც სიკვდილზე უკეთესი მგონია.

   ეხლა მე ყველას ვუყურებ ჩემი შრომის თვალსაზრისით და ადამიანებს ვყოფ ჩემს მომხრეებად და ჩემს მოწინააღმდეგეებად.

   ომის და,შემდეგ, გიიომეს წყალობით  გავიგე რომ ადრე თუ გვიან მოვკვდები.

  ლაპარაკი აღარაა აბსტრაქტულ პოეტურ სიკვდილზე რომელსაც ვთვლით სენტიმენტალურ  თავგადასავლად და ვუხმობთ უბედურებებში, სულაც არა.

  მე მხედველობაში არ მაქვს ის სიკვდილი რომელიც წარმოუდგენია 16 წლის « ცხოვრებისგან დაღლილ » ბიჭუნას.

    არა, მე ვლაპარაკობ კაცის  სიკვდილზე,განვლილ,ნაცხოვრებ ცხოვრებაზე… »

 

  ეგზიუპერის ქრისტიანულიი კულტურა

 

    მე არ აღმოვაჩენ არაფერ ახალს. ისევე როგორც გამოღვიძების შემდეგ ვხედავ იმას რასაც უკვე დიდი ხანია რაც აღარ ვუყურებ.

მე მინდა დავიმახსოვრო ნანახი და ამისთვის საჭიროა უბრალო რწმენის კრედო.

 

ჩემი სულიერი კულტურა ეფუძნება ადამიანის კულტს.

  საუკუნეების მანძილზე ის ცდილობდა ადამიანის ჩვენებას ისე როგორც ცდილობდა ქვების გროვაში ტაძრის დანახვას.

ჩემი სულიერი კულტურის ადამიანი არ განისაზღვრება ცალკეული ადამიანებით.

პირიქით, ცალკეული ადამიანები განისაზღვრებიან ჩემი სულიერი კულტურის ადამიანით.

   ჩემი კულტურის ადამიანში,ისევე როგორც ყველა არსში არის რაღაცა რაც ვერ აიხსნება მისი შემადგენელი კომპონენტებით.

        ტაძარი  დიდად განსხვავდება ქვათა უბრალო გროვისგან.

     ქვები არ განსაზღვრავენ ტაძარს,პირიქით,ტაძარი ამდიდრებს ქვებს თავისი განსაკუთრებული აზრით.

      ქვები გაკეთილშობილებულები არიან იმით რომ ისინი ტაძრის ქვები არიან….

   მაგრამ თანდათანობით მე დავივიწყე ჩემი ჭეშმარიტება. მე ჩავთვალე რომ ჩემი კულტურის ადამიანი არის ადამიანთა უბრალო ჯამი ისევე როგორც ქვა არის ქვათა ჯამი.

   მე ტაძარი გავაიგივე ქვათა უბრალო დახვავებასთან.

   ჩემი სულიერი კულტურა ცდილობდა ყოველი ადამიანის გადაქცევად ართი და იგივე მეუფის მაცნედ.

    ის პიროვნებას განიხილავდა ამ პიროვნებაზე უფრო მაღალის გზად ან ამ უფრო მაღალის ნების გამოვლინებად.

   ჩემი სულიერი კულტურა ადამიანს აძლევდა საშუალებას ასულიყო იქ საითკენაც მას იზიდავდნენ მიზიდულობის ძალები.

     რას ნიშნავს განთავისუფლება ?  თუ კი მე უდაბნოში გავანთავისუფლებ ადამიანს რომელიც არსაით მიისწრაფის რად ღირს მისი თავისუფლება ? 

   თავისუფლება არსებობს მხოლოდ იმისთვის ვინც რაღაცისკენ მიისწრაფის.  ადამიანის უდაბნოში განთავისუფლება ნიშნავს მის მოწყურებას და მისთვის ჭისკენ მიმავალი გზის სწავლებას. მხოლოდ მაშინ  იქნება აზრიანი ადამიანის მოქმედებები…

   მე ვიცი თუ საიდან წარმოიშვა ეს ძალის ველი.

 

    ჩემი სულიერი კულტურა საუკუნეების  მანილზე ადამიანში ჭვრეტდა ღმერთს.

    ადამიანი შექმნილი იყო ღმერთის ხატად და სახედ და ადამიანში პატივს მიაგებდნენ ღმერთს.

    ადამიანები იყვნენ ძმები ღმერთში.

   ღმერთის ეს ანარეკლი ყოველ ადამიანს ანიჭებდა მოუშორებელ ღირსებას.

     ჩემი სულიერი კულტურა არის ქრისტიანულ ფასეულობათა მემკვიდრე.

     ტაძრის აღნაგობის გასაგებად  მე დავფიქრდები იმაზე თუ როგორაა ის აგებული.

   ადამიანები თანასწორები არიან ღმერთში და ღმერთის ჭვრეტა იყო ადამიანთა თანასწორობის საფუძველი.

  ამ თანასწორობის აზრი ცხადი იყო იმიტომ რომ თანასწორობა შეიძლება მხოლოდ რაღაცაში.

     ჯარისკაცი და მეთაური თანასწორები არიან თავის ხალხში.

     თანასწორობა ფუჭი სიტყვაა თუ კი არაა ამ თანასწორობის შემაკავშირებელი ძალა.

    თანასწორობა იყო პიროვნებებში გამოხატული ღმერთის თანასწორობა და ის ამიტომ უშლიდა ხელს  ყოველი ცალკეული პიროვნების აღზევების შეზღუდვას. ღმერთს ხომ შეეძლო პიროვნების არჩევა თავის გზად.

     ლაპარაკი იყო პიროვნებაზე ღმერთის უფლებებზე და ჩემთვის გასაგებია თუ რატომ ასრულებდნენ ერთსა და იმავე მოვალეობებს და რატომ ემორჩილებოდნენ ერთსა და იმავე კანონებს ადამიანები,როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი.

   როდესაც ადამიანები გამოხატავდნენ ღმერთს ისინი თანაწორნი იყვნენ თავის უფლებებში. როდესაც ადამიანები ემსახურებოდნენ ღმერთს ისინი თანასწორები იყვნენ თავის მოვალეობებში.

 

    თანასწორობა ღმერთში არ იწვევდა წინააღმდეგობებს  და უწესრიგობას და მე მესმის თუ რატომ ხდებოდა ასე.

   დემაგოგია ჩნდება მაშინ როდესაც საერთო საზომის არარსებობისას თანასწორობის პრინციპი გადაგვარდება იგივეობის პრინციპად.

    ღმერთის მემკვიდრე ჩემმა სულიერმა კულტურამ დააფუძნა ადამიანთა თანასწორობა ადამიანში.

    მე მესმის თუ რატომ სცემენ პატივს ადამიანები ერთმანეთს.

  მეცნიერს პატივი უნდა ეცა მტვირთავისთვის იმიტომ რომ ამ მტვირთავში პატივს სცემდა ღმერთს და მტვირთავიც და მეცნიერიც იყვნენ ღმერთი წარმოგზავნილები.

    რა ღირსეულიც არ უნდა ყოფილიყო ერთი და რა უღირსიც არ უნდა ყოფილიყო მეორე არც ერთ ადამიანს არ ქონია სხვა ადამიანის მონად გადაქცევის,დამონების უფლება.

  ღმერთის წარგზავნილის დამცირება დაუშვებელია.

   მაგრამ ადამიანის ამ პატივისცემას არ მოყოლია მონური ქედის მოხრა  უსახურობის,სისულელის  და უმეცრების წინაშე იმიტომ რომ ადამიანში პირველ რიგში პატივს სცემდნენ ღმერთის წარმოგზავნილის ღირსებას.

   ღმერთის იყვარული ასე ქმნიდა ადამიანთა ამაღლებული ურთიერთობის საფუძველს. ურთიერთობდნენ ღმერთის წარგზავნილები პიროვნების ღირსებათაგან დამოუკიდებლად.

    ღმერთის მემკვიდრე ჩემმა სულიერმა კულტურამ შექმნა ადამიანის პატივისცემა მისი პიროვნებისგან დამოუკიდებლად.

     მე მესმის ადამიანთა ძმობის წარმოშობა. ადამიანები ძმები იყვნენ ღმერთში.

    ძმობა შეიძლება მხოლოდ რაღაცაში. თუ კი არაა ადამიანთა დამაკავშირებელი კვანძი ისინი დგანან ერთმანეთის გვერდით და არ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

    არ შეიძლება უბრალოდ ძმებად ყოფნა.

   ღმერთის მემკვიდრე ჩემმა სულიერმა კულტურამ დააარსა ადამიანთა ძმობა ადამიანში.

მე მესმის მოყვასის სიყვარულის არსი.

  მოყვასის სიყვარული იყო ღმერთის სამსახური პიროვნების მეშვეობით, ის იყო ღმერთისთვის მიცემული ძღვენი.

  ეს სიყვარული არ ამცირებდა იმას ვინც უყვარდათ, არ ბოჭავდა მას მადლიერების ბორკილებით იმიტომ რომ ამ ძღვენს სწირავდნენ ღმერთს და არა მას.

   სწორედ ამიტომ ასეთი სიყვარული არ იყო უსახურობისთვის,სისულელისთვის თუ უმეცრებისთვის მიგებული პატივი.

    ექიმის მოვალეობა იყო სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ჭირიანის გადასარჩენად ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ჭირიანი. მას არ ამცირებდა თაღლითის სასთუმალთან გატარებული უძილო ღამე.

    მე მესმის ღრმა მნიშვნელობა  მოკრძალებისა და თავმდაბლობისა რომელსაც ითხოვდნენ პიროვნებისგან.

     მოკრძალება,თავმდაბლობა ამაღლებდა ადამიანს.

   ის პიროვნებას აჩვენებდა მისი როგორც წარგზავნილის როლს,მოითხოვდა მისგან ღმერთის პატივისცემას მოყვასის მეშვეობით და ამავე დროს მისგან მოითხოვდა ღმერთის პატივისცემას თვითონ მასში. დანახვას იმისა რომ ისაა ღმერთის წარგზავნილი რომელიც მიდის ღმერთის მიერ დასახულ გზაზე.

  თავმდაბლობა,მოკრძალება პიროვნებიგან მოითხოვდა თავდავიწყებას და ამით თავის ამაღლებას ვინაიდან თუ კი პიროვნება მეტისმეტად დააფასებს თავის მნიშვნელობას ის მაშინვე შევა ჩიხში.

     ღმერთის მემკვიდრე ჩემი კულტურა ადაგებდა საკუთარი თავისთვის პატივის მიგებასაც ანუ ადამიანის პატივისცემას საკუთარი თავის მეშვეობით.

     სასოწარკვეთილება უდრიდა საკუთარ თავში ღმერთის უარყოფას.

    ამ წესებში აღზრდილ ადამიანს ექნებოდა მძლავრი ხის ძალა.

    რა სივრცის მოცვას შესძლებდა ის თავისი ფესვებით !  რა ადამიანური ღირსებები ექნებოდა მას !

 

მაგრამ მე ყველაფერი გავაფუჭე,მე გავფლანგე მემკვიდრეობა. მე დავიწყებას მივეცი ადამიანის ცნება.

     ადამიანი განსხვავდება ადამიანებისგან.

     ტაძარზე ვერ იტყვი ვერაფერ არსებითს თუ კი ილაპარაკებ მხოლოდ ქვებზე.

    ადამიანზე ვერ იტყვი ვერაფერ არსებითს თუ კი შეეცდები მის განსაზღვრას მხოლოდ ადამიანთა  თვისებებით.

   ამიტომ   შევიდა ჩიხში ჰუმანიზმი.

   მსხვერპლის გაღება და მიტანა მოქმედებაა.

    ესაა საკუთარი თავის მიძღვნა იმ არსისადმი რომლისგანაც განუყოფლად თვლი თავს.

   მამული არაა შემოსავალთა ჯამი, ის მიტანილი ძღვენის ჯამია.

   ვიდრე ჩემი კულტურა ეყრდნობოდა ღმერთს მას შეეძლო მსხვერპლის ამ ცნების გადარჩენა. მსხვერპლის გაღება და მსხვერპლის ცნება ქმნიდა ღმერთს ადამიანის გულში.

   ჰუმანიზმმა უყურადღებოდ დატოვა მსხვერპლის უმთავრესი როლი. მან გადაწყვიტა ადამიანის დაცვა სიტყვებით და არა მოქმედებებით და ჩვენ თანდათანობით გავფლანგეთ ჩვენი მემკვიდრეობა…

   პიროვნებაში ადამიანის უფლებათა განმტკიცების ნაცვლად ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი კოლექტივის უფლებების შესახებ.

  გაჩნდა კოლექტივის მორალი რომელიც უყურადღებოდ სტოვებს ადამიანს.

     ეს მორალი ხსნის იმას თუ რატომ უნდა გაიღოს მსხვერპლი ადამიანმა საზოგადოების გულისთვის მაგრამ ვერ ხსნის იმას თუ რატომ უნდა გაიღოს მსხვერპლი საზოგადოებამ ერთი ადამიანის გულისთვის.

       ჩვენ არ გვქონდა ნაყოფიერი მეთოდი და ადამიანზე დაფუძნებული კაცობრიობიდან დავეცით პიროვნებათა ჯამზე დაფუძნებულ ჭიანჭველათა ბუდემდე.

    რას დავუპირისპირებდით სახელმწიფოს ან მასის კულტს ?

   რად გადაიქცა  ღმერთის მიერ გაჩენილი ადამიანის დიდებული ხატი ?

ის უკვე აღარ ჩანს უაზრო სიტყვების გროვაში.

   ტაძარს შეუძლია ქვების მიღება. ტაძარში ქვები იძენენ აზრს.

    მაგრამ ქვების გროვა ვერაფერს იღებს,მას არ აქვს მიღების უნარი,ის თრგუნავს.

      ადამიანის თანდათანობით დამვიწყებლებმა ჩვენ ჩვენი მორალი შევზღუდეთ ცალკეული პიროვნების პრობლემებით.

      ჩვენ ყოველი ადამიანისგან მოვითხოვდით რომ მას არაფერი დაეშავებინა სხვისთვის. ყოველი ქვისგან მოვითხოვდით რომ მას არაფერი დაეშავებინა სხვა ქვისთვის.

     მინდორზე უწესრიგოდ დაყრილი ქვები რა თქმა უნდა არაფერს უშავებენ ერთმანეთს.

   მაგრამ ისინი უშავებენ ტაძარს  რომლის აშენებაც მათ ეუძლიათ მაგრამ არ აშენებენ. ეს ტაძარი მათ,ყოველ ქვას, მისცემდა აზრს და მნიშვნელობას.

        ჩვენ ისევ ვქადაგებდით ადამიანთა თანასწორობას. მაგრამ დავივიწყეთ ადამიანი და აღარ გვესმოდა თუ რაზე ვლაპარაკობდით.

    ჩვენ არ ვიცოდით თუ რა უნდა დაგვედო საფუძვლად თანასწორობისთვის და ეს ცნება გადავაქციეთ ბუნდოვან მტკიცებად რომლითაც სარგებლობა არ ვიცოდით.

   ასე დავკარგეთ ადამიანი და მისი დაკარგვით სითბო დავაკლეთ იმ ძმობას რომელსაც ქადაგებდა ჩვენი სულიერი კულტურა იმიტომ რომ ძმობა შეიძლება მხოლოდ რაღაცაში და არ შეიძლება ძმობა საზოგადოდ.

      ძმობა ჩნდება ჩვენს მიერ ჩვენზე უფრო დიდისთვის საერთო ძღვენის მიტანისას.

     მაგრამ ჭეშმარიტი ყოფის ამ ფესვის უნაყოფო დაწვრილმანებით შეცვლით ჩვენ ჩვენი ძმობა დავიყვანეთ უბრალოდ ერთმანეთის ატანაზე.

    ჩვენს საზოგადოებას კიდევ ჰქონდა არსებობის უფლება და მასში კიდევ დარჩა რაღაც პატივისცენა ადამიანისადმი მხოლოდ იმიტომ რომ ჭეშმარიტი კულტურა,რომელსაც ჩვენ ვღალატობდით ჩვენი უმეცრებით, ისევ ასხივებდა თანდათანობით სულ უფრო და უფრო სუსტ სინათლეს და გვშველოდა ჩვენდა უნებურად.

 

   ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი. « სამხედრო მფრინავი ».

 

ანტუან დე სან ეგზიუპერი. «ციტადელი »

 

«ციტადელი » ეგზიუპერის ყველაზე თავისებური თხზულებაა, მასში არის იგავის, სამხედრო პროზის, მემუარების მოტივები, ლიტერატურული ლეგენდები და ფიქრები ცხოვრების აზრზე, დიდი ფრანგის სულიერი ძიებები. ესაა სიკვდილის წინ დაწერილი თავისებური ანდერძი.

მარგალიტები

ვარ და ამიტომ  ჩემი დაბადების ფაქტი გამოუსწორებელია. წარსული გამოუსწორებელია, დღევანდელობა ელის მშენებელს რომელიც გამოიყენებს ფეხქვეშ დაყრილ ნაირ-ნაირ მასალას და ააწყობს ამ მასალას რათა გვქონდეს მომავალი.

 

 ცხოვრება არც ისე სასიამოვნო სანახაობაა. და რა არის სანახაობა, სპექტაკლი? უმნიშვნელო რამ

ცოცხლობს ის ვინც გადააკეთებს, სრულყოფს საკუთარ თავს. არ შეიძლება მკვდარი ტვირთის საწყობად გადაქცევა და ისე ცხოვრება.

 

სიცოცხლე, ცხოვრება

 

ნიჭზე და უნარზე ნუ იმსჯელებთ ათვისების სიიოლით, უფრო წარმატებით და უფრო წინ მიდის ის ვინც სძლევს თავის თავს და დაბრკოლებებს. მთავარი საზომია შემეცნების სიყვარული.

ის ვინც ზრუნავს ადამიანის ზრდის პირობებზე იმზადებს შემწეს რომელიც მას ხვალე გამოადგება.

 

დიდხანს დავხეტიალობდი ბანაკში და გავიგე რომ სამეფოს აკეთილშობილებს მის მცხოვრებთა კარგი მოთხოვნილებები და გულმოდგინე შრომა და არა კარგი საკვები. კეთილშობილი ხდები გაცემით, გაღებით და არა მიღება-მითვისებით.

კეთილშობილები არიან ხელოსნები რომლებზეც ვლაპარაკობდი, ისინი არ ზოგავდნენ თავს და შრომობდნენ დღე და ღამე.  სამაგიეროდ ისინი განთავისუფლდნენ სიკვდილის შიშისგან და მათ მიიღეს მარადისობა.

კეთილშობილები არიან მეომრები. სისხლის დაღვრით ისინი იქცნენ სამეფოს საყრდენად და აღარ მოკვდებიან.

მაგრამ მედუქნეებთან ყველაზე ლამაზი რაღაცეების ყიდვა და მთელი ცხოვრებით მხოლოდ უნაკლოს ჭვრეტით ტკბობა ვერ გაგაკეთილშობილებს.

მე მინახავს გადაგვარების გზაზე მდგარი ხალხები. ისინი არ წერენ ლექსებს, ისინი კითხულობენ ლექსებს სანამ მონები ამუშავებენ მათთვის მიწას.  სამხრეთის მწირი ქვიშები წლიდან წლამდე ზრდიან ხალხებს რომლებსაც უნდათ ცხოვრება. მაგრამ დგება დღე და ეს ტომები ეუფლებიან მკვდარი ხალხის მკვდარ საგანძურს.

მე არ მიყვარს ადამიანები მკვდარი გულით. ის ვინც არ ხარჯავს საკუთარ თავს ხდება ცარიელი ადგილი. სიცოცხლე მას არ მოუტანს სიმწიფეს. დრო მისთვის არის ნაკადი ქვიშისა რომელიც მტვრად აქცევს მის სხეულს.

 

ისინი დაალპო მზას,გამზადებულის მოხმარების მოჩვენებითმა ბედნიერებამ. არაა ბედნიერება შრომისას დაღვრილი ოფლის და შემოქმედებითი ტანჯვის გარეშე.

საკუთარი თავის ხარჯვის უარყოფით და სხვისი ხელიდან გემრიელი საჭმლის მიღებით, სხვისი ლექსების კითხვის და საკუთარი ლექსების დაწერაზე უარის თქმით ისინი ცვეთენ ოაზისს, არ უხანგრძლივებენ მას ცხოვრებას, ცვეთენ მათ ხელში მოხვედრილ საგალობლებს. თვითონ მათ მიაბეს საკუთარი თავი გომურში სალაფავ გობზე და გადაიქცნენ შინაურ პირუტყვად. მათ მიუსაჯეს მონობა საკუთარ თავს.

 

მე დავინახე რომ ადამიანები ხშირად ცდებიან როდესაც ითხოვენ თავისი საკუთარი უფლებების პატივისცემას. 

მე ვზრუნავ ღმერთის უფლებებზე ადამიანში და ნებისმიერი მათხოვრის უფლებებზე თუ კი ის არ აზვიადებს თავის მნიშვნელობას.  პატივს მივაგებ მას როგორც ელჩს.

მაგრამ მე არ ვიღებ თვითონ მათხოვრის, მისი ჩირქიანი წყლულების და სახიჩრობის უფლებებს რომელთაც მათხოვარი თაყვანს სცემს როგორც ღმერთს.

 

იყო სამართლიანი…აგრძელებდა მამა,-მაგრამ ჯერ უნდა გადაწყვიტო ღაებრივი სამართალია შენთან უფრო ახლო თუ ადამიანური. წყლულის სამართალი თუ ჯანმრთელი კანის სამართალი. რატომ უნდა ვუსმინო სიდამპლის დამცველებს?

 

უფლის გულისთვის ვუმკურნალებ დამპალს ვინაიდან მასშიც ცხოვრობს უფალი. მაგრამ მას არ მოვუსმენ იმიტომ რომ ის ლაპარაკობს თავისი ავადმყოფობის ხმით.

მე მას გავწმენდ, გავბან, ვასწავლი და ის სულ სხვა რამეს მოინდომებს, თვითონ შეაქცევს ზურგს იმას რაც იყო. რატომ უნდა შევუწყო ხელი იმას რაზეც მერე თვითონ ის იტყვის უარს? რატომ უნდა მოვუსმინო სიმდაბლეს და ავადმყოფობას და რატომ უნდა შევუშალო ხელი ჯანმრთელობას და კეთილშობილება?

რატომ უნდა დავიცვა რაც არის და რატომ უნდა ვებრძოლო იმას რაც იქნება? რატომ უნდა დავიცვა სიდამპლე და ხრწნა და არა აყვავება?

 

იმათ ყველაფერი საერთო აქვთ, მიპასუხა მამამ- მოაგროვეს ერთად, ეს გონიათ გულმოწყალება. ასე ესმით მათ გულმოწყალება. მათ ისწავლეს გაყოფა-განაწილება და უნდათ გულმოწყალების შეცვლა ნადავლის განაწილებით, რითიც დაკავებული არიან ტურებიც.

 

მაგრამ გულმოწყალება მაღალი გრძნობაა. მათ უნდათ ჩვენი დარწმუნება იმაში რომ გაყოფაა გულმოწყალება.

არა, მთავარია იცოდე თუ ვის უკეთებ სიკეთეს.

აქ სიმდაბლე ითხოვს სიმდაბლეს. ლოთი ითხოვს არაყს. მას უნდა მარტო სმა და მეტი არაფერი.

რა თქმა უნდა შეიძლება ხელი შეუწყო ავადმყოფობასაც. მაგრამ თუ ვზრუნავ ჯანმრთელობაზე მიხდება ავადმყოფობის მოკვეთა და მას ვძულვარ….

 

მძიმე შრომა ამაღლებს სულს ისევე როგორც ლოცვა. აკეთილშობილებს.. მომთხოვნელობა და არა სიმაძღრე. …მძიმე შრომით აიღებენ მოსავალს და შეჭამენ. მაგრამ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი არაა საჭმელი.

  სული ლამაზი იმით რაც ადამიანმა გაიღო და არა იმით რაც მან შეჭამა.

 

და კიდევ და კიდევ ვიმეორებ : სხვისი ლეგენდებით კმაყოფილი, სხვის მიერ მოყვანილი პურის მჭამელი, თავისი ქალაქის ასაგებად არქიტექტორთა ფულით დამქირავებელი ტომები ზიზღის ღირსები არიან.  მე მათ ვუძახი დამყაყებულ ჭაობს….

 

გაღებისას რა თქმა უნდა ვიღებ კიდეც. სხვა შემთხვევაში აბა რა მექნება გასაღები? დალოცვილია მიღებულის და გაღებულის უსასრულო გაცვლა რომლის წყალობითაც შეიძლება სულ უფრო და უფრო მეტის გაღება.  მიღებული ამაგრებს და აძლიერებს სხეულს. სულს კი კვებავს გაღებული.

 

 

 

   არა, არ კვდებიან თხების, ცხვრების, სახლების და მთების გულისთვის.  ყველაფერი ნივთიერი ისედაც არსებობს, მას არ სჭირდება მსხვერპლი. 

კვდებიან გამაერთიანებელი, დამსხვრეული სამყაროს სამეფოდ. სიმაგრედ, მშობლიურ, ახლო სურათად გადამქცევი უხილავი კვანძის გადასარჩენად.

 

 

 

უფალო!  ჩემი ლაბადა მოკლეა, მე ცუდი მწყემსი ვარ და ჩემი ხალხი უსახლკარო დარჩა მე ზოგს ვკვებავ, მაგრამ სხვები ჩემზე ნაწყენები არიან…

უფალო! მე ვიცი რომ ყველანაირი სიყვარული სიკეთეა. თავისუფლების სიყვარული და დისციპლინის სიყვარული. ბავშვების გულისთვის მატერიალური კეთილდღეობის სიკეთე და სიღარიბის და მსხვერპლის გაღების სიყვარული,  ყველაფრის მკვლევარი მეცნიერების და რწმენის სიყვარული, გამაღმერთებელი იერარქიის და ყველაფრის ყველასთვის გამზიარებელი თანასწორობის სიყვარული. ჭვრეტის საშუალების მომცემი თავისუფალი დროის და თავისუფალი დროის არ დამტოვებელი შრომის სიყვარული. ხორცის გამამათრახებელი სულიერების და დაჭრილ-დაწყლულებული სხეულის მკურნალი მოწყალების სიყვარული. მშენებარე მომავლის და გადარჩენის ღირსი წარსულის სიყვარული.  მთესველი ომის და მოსავლის ამღები მშვიდობის სიყვარული.

   მარტო სიტყვები უპირისპირდება ერთმანეთს და საფეხურიდან საფეხურზე ამავალი ადამიანი სულ სხვანაირად ხედავს და მისთვის არავითარი წინააღმდეგობა არაა.

 

უფალო!  უფალო, მე მინდა ჩემი კეთილშობილებით, მე მინდა სილამაზით ავსება ტაძრისა რომლისთვისაც ადამიანები ხარჯავენ თავის თავს და რომელიც არის მათი ცხოვრების აზრი.

მაგრამ დღეს საღამოს, რომ მოვდიოდი ჩემი სიყვარულის უდაბნოთი მე დავინახე პატარა მტირალი გოგონა. მისმა უბედურებამ დამაბრმავა. უფალო, თუ კი უგულვებელვყოფ მას მე უგულვებელვყოფ სამყაროს ერთ-ერთ ნაწილაკს და ჩემი ქმნილება არ იქნება  განსრულებული.

მე არ ვაქცევ ზურგს დიდ მიზნებს, მაგრამ არც ის მინდა რომ იტიროს პატარამ. მარტო მაშინ იქნება სამყარო წესრიგში. პატარა გოგონაც სამყაროს ნაწილაკია.

 

შეიკრიბნენ ჩემი ჭკვიანი და სულელი გენერლები და მოინდომეს იმის გარკვევა თუ რატომ  მტრობენ და ვერ იტანენ ერთმანეთს ადამიანები. და გენერლებმა მოაწყვეს სასამართლო.

ისინი უსმენდნენ ყველას, უღრმავდებოდნენ მომჩივანთა პრეტენზიებს, აღადგენდნენ სამართალს, უბრუნებდნენ იმათ ვისაც კანონით ეკუთვნოდა, ართმევდნენ იმათ ვისაც არ ეკუთვნოდა კანონით.

 

მაგრამ აი უთანხმოების მიზეზი გახდა ეჭვი და გენერლები აირივნენ, მათ ვერაფერი გაიგეს. ის რაც ზოგისთვის კარგი იყო სხვებისთვის იყო ცუდი. გენერლები მთელ ღამეს იმტვრევდნენ თავს და ბოლოს სულ გამოშტერდნენ.

სულ ბოლოს მათ დაასკვნეს რომ ყველა ეს უმსგავსობა იმსახურებს წარღვნას.

 

მე კი გამახსენდა მამაჩემის სიტყვა:

 

სრ ღირს დაობებული მარცვლის გადარჩევა, გამოცვალე ბეღელი.

 თუ კი ადამიანებს სძულთ ერთმანეთი ნუ დაიწყებ ამის სულელური მიზეზების რკვევას. მათ ექნებათ  როგორც სიყვარულის ისე გულგრილობის კარგად დავიწყებული მიზეზები.

მე არ ვაქცევ ყურადღბას სიტყვებს, ისინი  ძნელად წასაკითხი აბრაა.

   ქვებს ხომ არ შეუძლიათ ტაძრის სიჩუმის და სიგრილის გადმოცემა; წყალს და მინერალურ მარილებს ხომ არ შუძლიათ  ხის ჩრდილის და ფოთლების გადმოცემა. მაშ, რაში მჭირდება მე იმის ცოდნა თუ თუ საიდან ამოიზარდა მათი სიძულვილი?

ის ამოიზარდა და მორჩა. სიძულვილი ააგეს იგივე ქვებისგან რომლებისგანაც შეიძლებოდა სიყვარულის აგება”.

მათ დაამძიმეს თავისი სიძულვილი სხვადასხვა მიზეზებით, მე კი ვუყურებდი ამას და არც ვფიქრობდი მათ განკურნებას სამართლის ამაო წამლით. სამართალის ძიება კიდევ უფრო გააძლიერებდა მიზეზების წონას, დაადასტურებდა ერთი მხარის სიმართლეს და მეორის დანაშაულს.

   ის კიდევ უფრო გააბოროტებდა დასჯილებს და გააძლიერებდა გამართლებულთა თვითკმაყოფილებას.

და მე ამოვთხრიდი მათ შორის უფსკრულს.

 

 საჭიროა ადამიანში ადამიანური წახალისება და არა უმანკოების ძიება.

 

 აი მე გადავწყვიტე ქალაქის აშენება და მოვაგროვე ყველა ნაძირალა და გაიძვერა რათა ისინი გაკეთილშობილდნენ ნდობის და საკუთარი ძალის შეგრძნების წყალობით.მე ვაჩუქე მათ ტკბობა-ნეტარება რომელიც სულ არ გავს  ქურდობით, ბინების ტეხვით და ძალადობით ბეჩავ ტკბობა-ნეტარებას.

   მათი ძარღვიანი ხელები ქმნიან. მათი ქედმაღლობა გადაიქცევა კოშკებად, ტაძრად, გალავნად, მათი სისასტიკე და ულმობელობა გადაიქცევა სიდიადედ და მკაცრ დისციპლინად.

ნახე, ნაძირლები და გაიძვერები გადაიქცნენ მათი ხელებით ნაშობი ქალაქის მსახურებად. მათ ამ ქალაქში ჩადეს სული. ისინი დაეცემიან ამ ქალაქის კედლებთან მისი დაცვისას.

ნახე, ისინი განხორციელებული სათნოებაა.

 

ზურგის შექცევა ნაკელისთვის,  დედამიწის ამ ძალისთვის, ჭიების და მისი სიმყრალის გამო არარსებობის, არარაობის წახალისებაა.

  არ შეიძლება აღარ გინდოდეს ადამიანის გაოფლიანება. ოფლთან ერთად მოსპობ ადამიანის ძალასაც.

სათავეში ჩააყენებ საჭურისებს რომლებიც მოსპობენ მანკიერებებს და მათთან ერთად მოსპობენ სიკეთისთვის გამოუყენებელ ძალას, ცხოვრებას.

კედარი, ამბობდა მამა, იკვებება სასუქით, მაგრამ გადააქცევს მას სურნელოვან წიწვად რომელსაც კვებავს მზე.

კედარი, მეუბნებოდა მამა, არის ჭუჭყი რომელიც იქცა სრულყოფილებად. კედარი არის მაღალ ღირსება-სათნოებამდე განწმენდილი ჭუჭყი.

თუ კი გინდა შენი სამეფოს  გადარჩენა იზრუნე გულმოდგინეობაზე. გულმოდგინეობა განწმენდს და გააერთიანებს ადამიანებს. …

 

მშენებლობის დამთავრებისთანავე ქალაქი მოკვდება. ადამიანები ცხოვრობენ გაღბით და არა მოხვეჭით და ჩაჯიბვით. დაგროვებულის გაყოფისას ადამიანები იქცევიან მგლებად. მათი სისასტიკით დამორჩილებით მიიღებ პირუტყვს ბოსელში.

მაგრამ განა შეიძლება მშენებლობის  დამთავრება?

თუ  ვიტყვი რომ დავასრულე ჩემი ქმნილება მე ვიტყვი რომ ჩემი მონდომება დამთავრდა.

სიკვდილი მიდის იმათთან ვინც უკვე მოკვდა.

სრულყოფილება მიუღწეველია. სრულყოფილად გახდომა ნიშნავს ღმერთად გახდომას.

არა, მე ვერასდროს დავამთავრებ ჩემს სიმაგრეს….

 

სიტყვების ქარი ამაოებაა და მე მუდამ მეზიზღებოდა ის. არ მჯერა სიტყვიერი ხრიკების სარგებლობისა…

თუ ცდილობ ერთი რამის მიღწევას და ამბობ რომ გინდა სულ სხვა რამე მარტო რეგვენი ჩაგთვლის მოხერხებულად.

 

განხორციელდება ის რისკენაც მიისწრაფი საქმით. ქმნი იმას რაზეც მუშაობ. მაშინაც კი თუ კი შრომობ რაღაცის მოსასპობად.

ომის გამოცხადებით მე ვქმნი, ვჭედავ და ვაბოროტებ მტრებს.

მე ამაოდ დავიწყებ იმის მტკიცებას რომ დღვანდელი ძალადობა ხვალე შექმნის თავისუფლებას,-მე ვამკვიდრებ მხოლოდ ძალადობას.

ცხოვრებას ვერ მოატყუებ. ვერ მოატყუებ ხეს. ის გაიწევს იქითკენ საითაც მიმართავენ. დანარჩენი სიტყვების ქარია.

და თუ ვიტყვი რომ ვწირავ ამ თაობას მომავალ თაობათა ბედნიერების სახელით მე უბრალოდ გავწირავ ხალხს. არა ამ ხალხს ან იმ ხალხს, არამედ ყველას ერთად. გავაუბედურებ ყველა ადამიანს.

დანარჩენი ქარია.

თუ ვომობ მშვიდობის სახელით ვაძლიერებ ომს. ომით ვერ დაამყარებ მშვიდობას. მშვიდობა მყარდება  მშვიდობით.

 

ადამიანებს უყვართ ერთი და იგივე რამე, მაგრამ ყოველ ადამიანს უყვარს თავისებურად.  ენის არასრულყოფილება აშორებს ადამიანებს ერთმანეთისგან, მათი სურვილები კი ერთნაირია.

მე არსად შემხვედრია სიღატაკის მოყვარული ადამიანები.

მსოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანები ოცნებობენ ერთსა და იმავეზე, მაგრამ  შემოქმედების გზა ყველას თავისი აქვს.

ერთს სჯერა რომ გაიფურჩქნება თავისუფალი ადამიანი და მეორეს სჯერა რომ ადამიანს განადიდებს იძულება, მაგრამ ორივე ოცნებობს ადამიანის სიდიადეზე.

 

 ერთს სჯერა საყოველთაო მოწყალებისა, მეორეს ეზიზღება ეს  როგორც მყრალი წყლულების წახალისება და ის აძალებს ადამიანებს კოშკის შენებას რათა მათ იგრძნონ ერთმანეთის აუცილებლობა, მაგრამ ორივე ზრუნავს სიყვარულზე.

ერთს სჯერა რომ ყველაზე მთავარია კეთილდღეობა, რომ საზრუნავისგან თავისუფალი ადამიანი განავითარებს ტვინს, იფიქრებს სულზე და გულზე. მეორეს არ სჯერა რომ სულის სრულყოფილება დამოკიდებულია საჭმელზე და დროისტარებაზე. მას სჯერა რომ  სული იზრდება დაუღალავად თავის გაღებით.

ის მშვენიერად თლის მხოლოდ იმ ტაძარს რომელიც შენდება მხოლოდ უფლის სამსახურში  უანგაროდ გაღებული დიდი ძალისხმევით.

მაგრამ ორივეს უნდა გულის,სულის და გონების გაკეთილშობილება.

 და ყველა თავისებურად მართალია:

აბა ვის გააკეთილშობილებს მონობა, სისასტიკე და მძიმე შრომისგან დაჩლუნგება?

   მაგრამ არ  გააკეთილშობილებენ აღვირახსნილობა, მოდუნება, დამპალი წყლულების წახალისება და წვრილმანი ფაციფუცი.

 

მაგრამ გახსოვდეთ რომ საჭირო განსხვავდება მთავარისგან. პური აუცილებელია. ადამიანი დანაყრებული უნდა იყოს. მშიერი ვერაა ადამიანი, ის კარგავს აზროვნების უნარს.

მაგრამ პურზე უფრო მნიშვნელოვანია სიყვარული,, სიცოცხლის აზრი და სიახლოვე ღმერთთან.

მე არ მაინტერესებს საკვების ღირსება, მე არ მაწუხებს ბედნიერი და მოხერხებულად მოწყობილი იქნება თუ არა ადამიანი.

 

მე მაინტერესებს თ როგორი ადამიანი იქნება ბედნიერი და მოწყობილი. უზრუნველი ცხოვრებისგან გასიებულ მედუქნეს მირჩევნია მუდამ ქარის კვალზე მორბენალი მომთაბარე. ასეთი ვრცელი ღმერთის სამსახური სრულყოფს ადამიანს. ღმერთმა უარი უთხრა დიდებაზე მედუქნეს და დიდება მისცა მომთაბარეს. ამიტომ ჩემს ხალხს გავაგზავნი უდაბნოში. ადამიანში მე მიყვარს სინათლე. სანთლის სისქე არ მაღელვებს. სინათლე მიჩვენებს კარგია თუ არა სანთელი.

 

 მე გავიგე ისიც რომ გატაცება მომავლით ამაოება და თავის მოტყუებაა. უნდა გამოამჟღავნო უკვე არსებული, მარტო ამზე შეიძლება შრომა…

 

 

 

არ ასწავლოთ ბავშვებს რომ მთავარია სარგებლობა. მთავარია ადამიანში ადამიანურის ზრდა.

პატიოსანი და ერთული კაცი ფიცარსაც კარგად გარანდავს.

ასწავლეთ ბავშვებს პატივისცემა იმიტომ რომ მასხრად აგდება უყვართ უსაქმურებს, მათთვის არ არსებობს მთლიანი სურათი.

 

ებრძოლეთ მატერიალურის მიმართ სიხარბეს. ბავშვები ადამიანებად იქცევიან თუ მათ ასწავლით დაუნანებლად  თავის ხარჯვას. თუ ადამიანი არ ხარჯავს თავს ის შეშდება.

 

ასწავლეთ ბავშვებს ფიქრი, აზროვნება და ლოცვა. მათი წყალობით ფართოვდება სული, ასწავლეთ მათ ულევი სიყვარული.  რით შეცვლი სიყვარულს? საკუთარი თავის სიყვარული კი სიყვარულის საწინააღმდეგო რამეა.

 

დასაჯეთ ტყუილი და მაბეზღარობა.  ხდება ხოლმე რომ ისინი შველიან ადამიანს და, ერთის შეხედვით, სამეფოსაც.

მაგრამ ძალას აჩენს მარტო ერთგულება. ერთის ორგული ვერ იქნება მეორის ერთგული.  ერთგული მუდამ ერთგულია.

არაა ერთგულება იმაში  ვისაც შეუძლია თანამშრომლის ღალატი.

მე მინდა ძლიერი სამეფო და არ ვაპირებ მისი ძალის დაფუძნებას ნაძირლებზე.

 

ასწავლეთ ბავშვებს სრულყოფილება ვინაიდან ნებისმიერი გზა მიდის ღმერთისკენ და ამ გზას ამთავრებს მხოლოდ სიკვდილი.

არ ასწავლოთ ბავშვებს რომ მთავარია პატიება და მოწყალება. ცუდად გაგებული პატიება და მოწყალება ხელს უწყობს უწმინდურობას და ლპობას. ასწავლეთ მათ სასიკეთო თანამშრომლობა… საერთო საქმე როდესაც ყველა ეხმარება სხვას.

და მაშინ ქირურგი სასწრაფოდ გაივლის უდაბნოს რათა დაეხმაროს ადამიანს ვისაც გაუტყდა მუხლი. იმიტომ რომ ეს ეხება ეტლის გამართულობას. მეეტლე მათ ერთი ყავთ.

 

არ აურიო სიყვარული რაღაცის ხელში ჩაგდების სურვილში  რომელსაც მოაქვს ამდენი ტანჯვა.

მოარული აზრის საწინააღმდეგოდ  სიყვარული არ ტანჯავს. ტანჯავს მესაკუთრეობის ინსტინქტი, ის კი სიყვარულის საწინააღმდეგო რამეა.

ღმერთის სიყვარულით მე, კოჭლიც,  მივლახლახებ ქვიან გზაზე რათა გავუზიარო სიყვარული ადამიანებს.

  ღმერთი არაა ჩემი მონა. მე დანაყრებული ვარ იმით რასაც ის აძლევს სხვებს. ნამდვილ სიყვარულს ვცნობ მოუწყვლადობით. სამეფოს სახელით მომაკვდავი არაა ნაწყენი სამეფოზე.

შეიძლება იჩივლო ადამიანთა უმადურობაზე, მაგრამ განა შეიძლება სამეფოს უმადურობაზე ლაპარაკი?

სამეფო შქმნილია იმით რაც მიუძღვენი მას შენ და რა საწყალია არითმეტიკა თუ მოითხოვ სამაგიეროდ პატივს.

   ტაძრის ასაგებად სიცოცხლის გამღები თავის სიცოცხლეს გადაღვრის ამ ტაძარში. მას უყვარს თავისი ტაძარი და ვერ ხედავს მისგან ვერავითარ წყენას.

ნამდვილი სიყვარული იწყება იქ სადაც სამაგიეროდ არ ითხოვენ არაფერს.

ადამიანს რომ ასწავლო ადამიანების სიყვარული უნდა ასწავლო მას ლოცვა იმიტომ რომ ლოცვა უპასუხოა //აქ მე არ ვეთანხმები დიდ ეგზიუპერის, ღმერთი გვაძლევს პასუხს, უბრალოდ გაგების უნარია საჭირო, მაგრამ ეგზიუპერი მაინც დიდი ეგზიუპერია,გ.მ.//.

 

სიყვარულის ნიღბის უკან თქვენ მალავთ სიძულვილს. თქვენ  დაეყუდეთ ქალთან ან მამაკაცთან და გადააქციეთ ისინი თქვენს ნადავლად. დგახართ როგორც  ძაღლი ძვალთან ვერ იტანთ იმათ ვინც თვალს შეავლებს თქვენს ნადიმს.

გაძღომის ეგოიზმს დაარქვით თქვენ სიყვარული.

თქვენ მონად აქცევთ ადამიანს ვისაც უყვარხართ. თქვენ ითვისებთ წყენის უფლებას.

და უკეთესად რომ მოიმსახუროთ თქვენს მიერ დამონებული ადამიანი თქვენ ყოველ წუთს ტანჯავთ მას თქვენი ტანჯვის ჩვენებით. …

 

იცოდე რომ ადამიანში ადამიანურის არსებობა არის სტუმართმოყვარეობა, თავაზიანობა და მეგობრული თანაგრძნობა. როგორ ვიქნები ტაძარში თუ კი ღმერთი მორწმუნეების გარჩევას დაიწყებს სიმაღლით და სისქით, როგორ ვიქნები მეგობრის სახლში თუ კი ის შეამჩნევს ჩემს ყავარჯნებს და მეტყვის იცეკვეო რომ გამოთქვას თავისი აზრი ?

 

სოფლიოში ბევრი მოსამართლეა. შეცვლაში და გაკაჟებაში დაგეხმარებიან მტრები. ეს მათი საქმეა. ისინი შესანიშნავად გაართმევენ თავს ამას.  ქარიშხლები საკმაოდ კარგად ეხმარებიან კედარს.

მეგობარი კი იმისთვისაა რომ მიგიღოს.  იცოდე ღმერთზეც. ის არ განგიკითხავს შენ როდესაც მიხვალ მასთან სახლში. მან შენ მიგიღო.

 

შნ ფეხი წამოკარი სიტყვებს. ემსახურე სიცოცხლეს და ყველაფერი მოწესრიგდება. წესრიგის სამსახური ნიშნავს სიკვდილის თესვას. წესრიგი წესრიგისთვის სიცოცხლის დამახინჯებაა.

 

ადამიანი ეძებს ძალთა და სიცოცხლის დაძაბვას და არა ბედნიერებას, ამბობდა მამაჩემი.

 

თუ კი დროის ეკონომიას აკეთებ, თუ კი დროს ზოგავ სამუშაოზე, მე არ ვგულისხმობ დასვენებას, მოსვენებულ ხელებს, დაძაბული შრომის შემდეგ ძინებულ ტვინს, თუ კი დროს პარავ სამუშაოს იღებ მკვდარ დროს. თუ კი ხლიჩავ შენს ცხოვრებას ორ ერთმანეთთან  შეუთავსებელ ნაწილად, შრომად და დროისტარებად, შრომა გადაიქცევა მძიმე უღელად რომლისთვისაც სული ცოდოა, დროისტარება კი გადაიქცევა არყოფნის სიცარიელედ. 

 

მე ვცნობ ერთადერთ თავისუფლებას, საკუთარი სულის ვარჯიშის თავისუფლებას.

 

წარუმატებლობისთვისაა განწირული ის ვისაც პირველ რიგში უნდა სხვისთვის თავის მოწონება….

 

შენ მე მჭირდები თუ კი საკუთარი თავი ააგე როგორც სიმაგრე, თუ კი შენს შიგნით ვგრძნობ მტკიცე გულს. დაჯექი გვერდით, შენ ხარ. ქალი ქმრად აირჩევს სამეფოს ერთგულს. ქალი მოემსახურება სამეფოს ერთგულს.

 

 აი ჩემი გუშაგები გარს უვლიან სიმაგრეს, მე სულაც არ ვფიქრობ რომ ისინი ანთებული არიან გზნებით. უმრავლესობა ამთქნარებს, ოცნებობს ვახშამზე. თუ კი ყველა ღმერთს სძინავს შენში არ სძინავს ხორციელი კმაყოფილების სურვილს. მოწყენილები ფიქრობენ საჭმელზე. მე სულაც არ ველი რომ მათი სულები მუდამ ფხიზელი იქნებიან.

მე სულს ვუწოდებ წილნაყარობას მთლიანობასთან, ღვთაებრივ კვანძთან რომელიც კრაეს აერთიანებს ყველაფერს.

სულმა არ იცის წინააღმდეგობები.  მე ველი ჩემს გუშაგში სულის აციმციმებას, მისი გულის ცემას, მასში სიყვარულის გაღვიძებას რათა მან წამით იგრძნოს ქალაქის მრავალხმიანობის მნიშვნელობა, იგრძნოს ირგვლივ სივრცე, მიწვდეს ვარსკვლავებს, გულში ჩაიკრას ჰორიზონტი და დაუნათესავდეს ზღვის ხმაურით ახმაურებულ ნიჟარას.

 

მე მეყოფა თუ კი  შენ თუნდაც ერთხელ განიცდი ამას და იგრძნობ სიცოცხლის მთელ სისავსეს, მზად იქნები ამ სისავსის მისაღებად. …

 

თუ კი მოქანდაკე ხარ დაგიბრუნდება აზრით სავსე ხატი. თუ ხარ მოძღვარი დაგიბრუნდება ღმერთის სიახლოვის განცდა. თუ ხარ შეყვარებული დაგიბრუნდება სიყვარულის სისავსე. თუ ხარ გუშაგი დაგიბრუნდება სამეფოს მნიშვნელობა.

 

თასი აივსება თუ კი შეინარჩუნებ ერთგულებას, თუ კი იზრუნებ შენს სახლზე თუნდაც ის ეხლა ცარიელი და მიტოვებული იყოს. შენი სახლი შენთვის არის გულის დანაყრების ერთადერთი შესაძლებლობა. შენ არ იცი აღსრულების საათი, მაგრამ იცი-და ესაა მთავარი,-რომ მხოლოდ სისრულის წყალობით ხარ სრულფასოვანი.

 

ბედნიერებას არ იძლევა არც საჩუქრები და არც მიღებული პრივილეგიები-ის ყველაფრის შემაკავშირებელი ღვთაებრივი კვანძისგანაა.

  • თარიღები
  •  
  • 1900 წლის 19 ივნისს ლიონში დაიბადა  ვიკონტი  de Saint-Exupéry-ს შვილი ანტუანი. მან ძალიან ახალგაზრდამ დაკარგა მამა და ძმა.
  • 1912 : დაიწყო ფრენა.
  • 1927 : შევიდა Aéropostale-ში, თვთმფრინავით დაჰქონდა წერილები ტულუზა-კასაბლანკაში და დაკარ-კასაბლანკაში, შემდეგ დანიშნეს Cap Juby-ში, მაროკოში.
  • იქ, სახარას უდაბნოს კარუბჭესთან გაჩნდა მწერალი ეგზიუპერი.
  •  

1931 :  დაქორწინდა Consuelo Suncin-ზე, პატარა უფლისწულის « ვარდზე».

Fin 1940 წლის  ბოლოს დამკვიდრდა ნიუ იორკში, სადაც დაწერა პატარა უფლისწული, რომელიც საფრანგეთში დაიბეჭდა 1943 წელს.

  : il 1942 : შეუერთდა ესკადრილიას ალჟიღში.

  • 1943 :  მიაღწია მფრინავისთვის ზღვრულ ასაკს და გახდა რეზერვისტი.
  •  
  • 1944 : დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მან მიიღო ბოლო მისია და გაფრინდა 31 ივლისს დილით. 14 საათზე და 30 წუთზე გაიგეს რომ ის უკვე აღარ ფრინავს. ის გერმანელებს უნდა ჩამოეგდოთ კორსიკის განედზე…
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s