ნორმანდიის სილამაზე საფრთხეშია

 Etretat, soleil couchant, Claude Monet

 

 

კლოდ მონეს შთამაგონებელი სილამაზე შეიძლება გაქრეს, ნახეთ სანამ ჯერ კიდევ შეიძლება.

 

 

http://www.leblogtvnews.com/2016/08/erosion-des-falaises-en-normandie-document-inedit-ce-lundi-soir.html

 2016  წლის  22 აგვისტო., ნორმანდიის ზღვისპირა კლდეების, ციცაბო ნაპირების ეროზია

 

par Morad Aït-Habbouche-მა გადაიღო დოკუმენტური სერია « მძიმე დრო დედამიწისთვის » // Sale temps pour la planète// რომელიც იკვლევს კლიმატური ცვლილებების შედეგებს მთელ დედამიწაზე.

 

მას გადმოსცემენ საფრანგეთის ტელევიზიის მე-5 არხით,  France 5-თი,  რანდევუ ნორმანდიაში.

 

 

 საფრანგეთის განაპირას არსებული ბუნების ძვირფასეულობათა ყუთი ნორმანდია იზიდავს მნახველებს თავისი 640 კილომეტრიანი სანაპიროებით რომლებსაც ქმნიან  კენჭებიანი პლაჟები, ზღვპირა ცარცის კლდეები-ფერდობები, ქვიშის დიდი ფართობები.

 

მაგრამ რეგიონს უტევს ბუნება, ქარიშხლები და ეროზია ხრავენ და ღრღნიან მის ბუნებრივ მემკვიდრეობას.

ამ უბედურებას აძლიერებენ კლიმატური ცვლილება და ადამიანის საქმიანობა.

 

დასახლებები  Criel-sur-Mer, Étretat, Villerville  განიცდიან ბუნებრივი ელემენტების ჯავრს,  ჩამონგრევა-ჩამოზვავებას,  ტერიტორიის ჩაცურებას,  წყალდიდობას:  ყოველ ზამთარს მოაქვს უამინდობათა თავისი წილი.

 ასეთი უბედურებების გამცდელი ზოგი ადამიანი ცდილობს მათ დასახლებათა დაცვას.

მაგრამ რას და რამდენ ხანს გაუძლებენ დამცველი ნაგებობები?

საბოლოო ანგარიშით დაღუპვა ხომ არ ელის ცარცის ზღვისპირა კლდე-ფერდობებს, მყუდრო სახლებს საიდანაც თაობები ტკბებიან ულამაზესი ბუნებით და ასე იმშვიდებენ სულს გადარეულ დღევანდელობაში…პლაჟებს ?

 France 5 :

“Morad Aït-Habbouche  იღებს ნორმანდიის სანაპიროებს. ცარცის წყლისპირა კლდე-ფერდობები შავ დღეშია.  ზღვა ყოველწლიურად ხმელეთს ართმევს 10-15 სანტიმეტრს.  ამ ეროზიას თითქოს ვერაფერი აჩერებს და ის ძლიერდება კიდეც.

კლიმატური დათბობის ეს შედეგი დღეს ხილულია როგორც არასდროს.

არაა საჭირო 9 მთას და 9 ზღვას იქით წასვლა კლიმატური დათბობის შედეგების დასანახად.

Morad Aït-Habbouche ამას ადასტურებს ნორმანდიის სანაპიროს 640 კილომეტრზე დაკვირვებით.

 Criel-sur-Mer-იდან   Étretat-მდე გაშლილი ძირითადად ფხვიერი ცარცისგან შემდგარი ეს ზღვისპირა კლდე-ფერდობები მყიფე, სუსტი სილამაზეა.

 « ესაა ძალიან მობილური პეიზაჟი, ეს ცნობილი იყო, მაგრამ ამას არ მიაქციეს ყურადღება», წუხს გეოგრაფი  Stéphane Costa.

   თავის ჯგუფთან ერთად ის აკვირდება წყლისპირა კლდე-ფერდობების ეროზიის წინსვლას. დასკვნა უეჭველია :

   ყოველ წელს  საშუალოდ ქრება დაახლოებით მილიონი კუბური მეტრი მიწა.

  ფენომენი მარტივია, წყალი აღწევს ფოროვან ცარცში და კლდე ფერდობს აცლის მის ქვიშოვან-თიხოვან მასას და ზღვისპირა კლდე-ფერდობი იქცევა, ინგრევამ რაც იწვევს მეწყერს და ტერიტორიის ნგრევას.

 

ხელფასიანი არდადაგებების გაჩენასთან ერთად ნორმანდიის სანაპირომ მეოცე საუკუნეში განიცადა უპრეცენდენტო დემოგრაფიული გარდაქმნა-მუტაცია. იყო ბუნების უწყვეტად გამომწვევი ურბანიზაცია.  ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ სანდო პლაჟებს, სასტუმროებს და ვილებს დღეს ემუქრება სანაპიროს ეროზია.  ყოველი დიდი წვიმა, ზღვის ყოველი ძლიერი ღელვა და ზღვისპირა კლდე-ფერდობებს შეიძლება მოწყდეს ათასობით კუბური მეტრი მიწა. ამას შეიძლება მოყვეს სახლების, გზების, მონუმენტების ნგრევა.

ამ მუდმივი საფრთხის წინაშე მდგომი ხელისუფლება თითქოს უძლურია. უსაფრთხოების გაძლიერების ყველა ზომა მარცხისთვისაა განწირული.

მაგრამ მერები ჯიუტად ცდილობენ პირველ რიგში ტურისტული და ეკონომიკური ადგილების დაცვას.

  სწრაფი გადაწყვეტა ძალიან ძვირია. Ault-ში, მეზობელ პიკარდიაში 150 000 ევრო გამოიყოფა ყოველწლიურად  საფრთხეში მყოფი ადგილების უსაფრთხოებისთვის.

Ludovic Hoarau

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s