ქრომოთერაპია მუდამ სასარგებლოა

ფერი მოქმედებს სულზეც და სხეულზეც, კურნავს

Chromotherapy – Colour Therapy

 Картинки по запросу макс люшер

Картинки по запросу макс люшер

 

ფერების ძალა და  ფსიქოლოგია. ტფილისში უყვარდათ იტალიური ოპერა. ეხლა მოწინავეები ჩეხავენ, ტანკით ანგრევენ თბილისს, ტანტალებენ კალაშნიკოვით და კლავენ, უკეთეს შემთხვევაში გინებით იკლებენ არემარეს. ამას ქვია პერესტროიკა.. ხოდა ქრომოთერაპია მუსიკათერაპიასთან ერთად  არის ადამიანობის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. შველის იაპონური ბაღიც, მაგრამ ეს ცალკე თემაა..

 

ttp://www.lescouleursdesophie.com/psychologie.htm

 

 

 

 

ფერი ტალღაა, ენერგიაა, ძალაა, ის მოქმედებს თვალდახუჭულზეც,მძინარეზეც,ბრმაზეც.. . მან შეიძლება გააგიჟოს და მოკლას, მაგრამ,და ესაა მთავარი, ის კურნავს კიდეც. ეს იცოდნენ ძველმა ეგვიპტელებმა,პითაგორელებმა, დიდი ევროპული კათედრალების მშენებლებმა და ვიტრაჟის ოსტატებმა,დიდმა მხატვრებმა და მკურნალებმა. დღევანდელმა მატრაკუნებმა ყველაფერი დაივიწყეს. გაიხსენეთ ძველი სიბრძნე,

 

ფერი წამალია, ქრომოთერაპიის შესავალი

გამოშტერებულ ხანაში თუ კალი იუგაში,ადამიანთა ბოროტების მიერ დათრგუნულ დროში  ადამიანობის შენარჩუნების ხერხებიდან.

 

 

 

 

ფერი არის სინათლე  რის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა.

ფერს ჩვენ უმთავრესად აღვიქვამთ თვალით, მაგრამ არაცნობიერად ჩვენ მას ვიწოვთ კანით, კუნთებით, ძვლებითაც კი.

ჩვენს სხეულში ამგვარად მოხვედრილი ფერი ქსოვილებში იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ რეაქციებს, სტიმულს აძლევს მნიშვნელოვან ჯირკვლებს,მათ შორის ჰიპოფიზს.

ჰიპოფიზი კი აჩენს ორგანიზმის ფუნქციების, სექსუალური აღგზნების,ნივთიერებათა ცვლიდ, მადის მმართველ ჰორმონებს.

ჩვენს ორგანიზმზე მოქმედი ფერი შეიძლება მკურნალი იყოს.

მეცნიერებას ფერით მკურნალობის შესახებ ჰქვია ქრომოთერაპია, ფერით თერაპია, ფერით მკურნალობა


George Fernandez.
Mixed Media / Technique – © CX24

”Your task is not to seek for love but merely to seek and find all the barriers within yourself that you’ve build against it ”~Rumi~


ევოლუციები, ბოლშევიკები, ბოლშევიკების მემკვიდრე კომუნისტების  მიერ მოწყობილი პერესტროიკები და დემოკრატიზაციები სტიქიური უბედურებების მსგავსი საშინელებაა.

ესეთი რამეები აჩენენ ფსიქიურ ტრავმებს. ასე მაგალითად საბჭოთა არტილერიით ანგრეული თბილისის და არა მარტო თბილის მკვიდრს  ემართება სიგიჟის არც ისე მსუბუქი ფორმა რომელსაც ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები უწოდებენ პოსტტრავმატულ სინდრომს. ეს საკმაოდ მძიმე ავადმყოფობა  წლობით გრძელდება და მომდევნო თაობებსაც ასვამს თავის კვალს. დემოკრატიულ სამყაროში უბრალო ავტოავარიის მოწმეც ისე ოდებათ რომ მას ფიქიატრები და ფსიქოთერაპევტები უანგაროდ და უფასოდ მკურნალობენ. აი სკკპ ცკს პოლიტბიუროს გენერალური მდივნის და ამ პოლიტბიუროს წევრების და წევრობის კანდიდატების მიერ მოწყობილი პერესტროიკა უბრალო ავტოავარიაზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა. ის ფიზიკურად თუ  ფსიქიურად და ფსიქოლოგიურად აინვალიდებს თაობებს.

 

ასეთ ტრავმებს ნორმალური საზოგადოებები მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა მკურნალობენ მუსიკათერაპიებითაც, არტანუ ხელოვნებათერაპიებითაც, ქრომოთერაპიებითაც.

ფატია რომ ძლიერი ფსიქიური ტრავმის გადამტანები თუ არ გამოშუშდნენ  ვერ ააგებენ ნორმალურ საზოგადოებას და სახელმწიფოს.

 

ნორმალური  საზოგადოების და სახელმწიფოს წინაპირობა და საფუძველია ადამიანთა ფსიქიური გამოჯანმრთელება. ეს ეხება როგორც მმართველ ელიტას ისე არამმართველ განათლებულ, წიგნიერ და დიპლომირებულ საზოგადოებას და ხალხს.

ამიტომ ვბედავ ცოტა ხნით და რა თქმა უნდა არასრულყოფილად ქრომოთერაპიის, ფერით მკურნალობის ზოგ საკითხზე შეჩერებას.

შუა საუკუნეებში სინათლემ როგორც ღმერთის ჭვრეტის ერთერთმა იშვიათმა საშუალებამ შეიძინა განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა.

ფერმა და სინათლემ შეიძინეს განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა და მათი გამოყენება ხელოვნების ნაწარმოებში რეგლამენტირებული იყო საეკლესიო კანონებით.

ფერის აღქმა გადაიქცა კონკრეტული რელიგიური ინფორმაციის აღქმის პროცესად.

თომა აქვინელის აზრით სინათლის ჭვრეტა არ იძლევა ღმერთის უშუალოდ ჭვრეტის საშუალებას,მაგრამ  სრულყოფს ტვინს ღმერთის შესაცნობად.

ახალ დროში ამას უფრო პროზაულად უყურებენ მაგრამ ამის მიუხე დავად აღიარებენ ფერის ძალას და ზემოქმედებას ადამიანზე.

 

 

შვეიცარელი ფსიქოლოგი მაქს ლიუშერის წიგნი « თქვენი ხასიათის ფერი ». ადამიანები სხვადასხვანაირად უყურებენ ფერს. ადამიანის დამოკიდებულება ფერთან ასახავს როგორც მის გემოვნებას ისე განწყობას. წიგნში მოყვანილი ტესტები გაგაგებინებთ თუ რა ფერისაა თქვენთვის ცხოვრება და ფერების ინტერპრეტაციები დაწვრილებით აგიხსნიან თქვენს წინაშე მდგარი პრობლემების ხასიათს და გეტყვიან თუ რამდენად შეგიძლიათ ამ პრობლემების გადაწყვეტა.

es zigni  წელი 1997 წელს გამოსცეს კრეტინმა რუსებმაც, გამომცემლობარიპოლ კლასსიკ“; “ვეჩე“, სერიაგიშველით“.

შვეიცარელი ფსიქოლოგი მაქს ლიუშერი //Max Lüscher, დაიბადა 1923 წლის 9 სექტემბერს ბაზელში//. მისი  აზრით ადამიანის ორგანიზმის სისტემები სპეციფიურად აღიქვამენ ყოველ ფერს. მისი მონაცემებით ნარინჯისფერი აძლიერებ მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას,

ყვითელიაუმჯობესებს მხედველობის ფუნქციებს, აუმჯობესებს განწყობას, მწვანე ხელს უწყობს ბრონქების გაფართოებას, გულის შეკუმშვების გაძლიერებას, ამახვილებს სხმენას, ლურჯიამცირებს კუნთოვან დაძაბულობას, ადაბლებს სისხლის წნევას, ამშვიდებს პულსს, აწესრიგებს სუნთქვას, იისფერითრგუნავს ფსიქიკას

ფსიქოლოგიური ზემოქმედებაძოწისფერი არის წითელის და ლურჯის კომბინაცია, წითელზე უფრო ძლიერად და ამავე დროს შემკავებლად მოქმედებს. ესაა ფუფუნების, ბრწყინვალების ფერი, ძალაუფლები, დიდების სიმბოლო.

ესაა დიდებულთა, წარჩინებულთა, ბიზანტიაში და ძველ რუსეთში ესაა იმპერატორების, მეფეების, მხედართმთავრების ფერი .

მაქს ლიუშერის თქმით ფერები,საღებავები გვინდა ეს თუ არ გვინდა მოქმედებენ ჩვენს ფსიქიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ფერი სჭირდება ყოველ ადამიანს ვინაიდან ის კვებავს სულს და მოქმედებს სხეულზე.

მუსიკათერაპიასთან ერთად ქრომოთერაპია,ფერით მკურნალობა კურნავს ორგანიზმის ყველაზე სერიოზულ დაავადებებსაც და ცვლის განწყობას.

ფერი დაკავშირებულია სულიერ მდგომარეობასთან და ფსიქიურ პროცესებთან.

ფერი მნიშვნელოვანია მხატვრებისთვის და დიზაინერებისთვის,

ექიმებისთვის და ფსიქოლოგებისთვის,პედაგოგებისთვის და ნოქრებისთვისაბსოლუტურად ყველასთვის!

ფერი გვკურნავს და აუმჯობესებს განწყობას, ის კარგი მოკავშირეა.

წითელი ფერი, სისხლის ფერი,ყველაზე აქტიურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის სისხლისმქმნელ სისტემაზე. ის დაკავშირებულია სისხლის წითელი ნაწილაკების წარმოქმნასთან,ზრდის სისხლში ადრენალინის რაოდენობას,ხდება სითბოს გაცვლის ნორმალიზება.

წითელი ფერის გავლენით იზრდება სუნთქვის სიხშირე, მაღლდება სისხლის წნევა, ხშირდება პულსი, ხდება სისხლის მიმოქცევის სტიმულირება.

ეს ფერი ძალიან კარგად კურნავს კანის საფარველს, ხელს უწყობს ჭრილობათა შეხორცებას.

წითელი აძლიერებს შრომის უნარს, ახდენს ორგანიზმის ენერგეტიკულ სტიმულირებას.

წითელი განსაკუთრებით კარგია ნელი და დუნე ადამიანებისთვის.

წითლად შეღებილ ოთახში თითქოს 3-4 გრადუსით უფრო თბილა ვიდრე ნარინჯისფერ ოთახში.

წითელი ფერის უკმარისობამ ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ნერვიულ, ფსიქიურ ან ფიზიკურ დაუძლურებამდე. მან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა.

მაგრამ ზედმეტი ყველაფერი ცუდია,ყველაფერი კარგია ზომიერად.

წითელის მეტისმეტმა სიჭარბემ ადამიანის ირგვლივ შეიძლება გამოიწვიოს დამყაყების მდგომარეობები,ანთებითი პროცესები ორგანიზმში

არაცნობიერ დონეზე წითელის მეტისმეტად სიჭარბე იწვევს აგრესიულობას და სიხარბეს, მომხვეჭელობას.

ყვითელი ფერი ძალიან კარგად ახასიათებს გონებრივ საქმიანობას, ეხმარება ინტელექტის განვითარებას, ხელს უწყობს თვითგანვითარებას და დაძაბულობის მოხსნას.

ამას გარდა ის აუმჯობესებს განწყობას,აძლიერებს იმუნიტეტს,სიცოცხლის ხალისს, ებრძვის დამყაყებებს და ატროფიებს.

ყვითელნარინჯისფერი ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას და ხასიათის გაუმჯობესებას.

სათავსში ყვითლიდან ლურჯისკენ გადასვლა ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ამას გარდა ყვითელი ფერი ვიზუალურად აფართოებს სათავსს.

მუშაობისთვის და საქმიანი ატმოსფეროს შესაქმნელად საუკეთესოა ყვითელმწვანე ფერი და მისი სხვადასხვა ელფერი, მისი მცირე დოზები აძლიერებენ გონებრივი შრომის ეფექტურობას, ახალისებენ ტვინის მუშაობას.

სამუშაოზე ამ ფერის ზომიერი დოზები ხელს უწყობს წარმატებას მოლაპარაკებებში ვინაიდან არაცნობიერად აღიქმება როგორც მისწრაფება კომპრომისული გადაწყვეტებისკენ.

 
 

ყვითელი ფერის მეტისმეტმა სიჭარბემ შეიძლება გაართულოს კუჭნაწლავის მდგომარეობა, გააჩინოს სიხარბე, უკმაყოფილება, მეტისმეტი მომთხოვნელობა.

ყვითელი ფერის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დამღლელი თვითდაძალება და შური.

ნარინჯისფერი გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის მრავალი ორგანოს ჯანმრთელობაზე. ის გავლენას ახდენს კუჭნაწლავზე და კუჭუკანა ჯირკვალზე, სტიმულს აძლევს ფარისებრი ჯირკვალის იმუნიტეტს და მუშაობას….ამას გარდა ეს ხალისიანი ფერი ორგანიზმს აძლევს ენერგიას, ეხმარება ლიმფატური და სასქესო სისტემების მკურნალობას, ხალისებს სექსუალობას.

ამას გარდა ნარინჯისფერს იყენებენ თირკმლების, ბრონქიტის და ბრონქიალური ასთმისტრომბოზების და ტრომბოფლებიტების მკურნალობისას.

ნარინჯისფერ სათავსში ტემპერატურა თითქოს 3-4 გრადუსით მეტია ვიდრე ლურჯმწვანე ოთახებში. ნარინჯისფერი ტონები უკეთესია ჭამისას ვინაიდან აძლიერებენ მადას და ახალისებენ საჭმლის მონელებას.

მაგრამ გახსოვდეთ რომ მეტისმეტად ბევრი ნარინჯისფერი იწვევს უკონტროლო სექსუალურ აქტივობას და მისი უკმარისობა კი იწვევს ავადმყოფობათა,მოდუნების და ინერტულობის ქრონიკულ მიმდინარეობას.

ცისფერი ამშვიდებს,აფხიზლებს გონებას და სხეულს. ქრომოთერაპიაში ანუ ფერით მკურნალობისას ამ ფერით მკურნალობენ ღვიძლის ავადმყოფებებს და ამაღლებენ დასუსტებული ორგანიზმის ტონუსს.

ცისფერი აძლიერებს ისეთ გრძნობებს როგორებიცაა ნდობა,ერთგულება. ირგვლივ მყოფთა სიყვარული,მიდრეკილება თავდადებისკენ. ამას გარდა ცისფერი ეხმარება ინფორმაციის უკეთესად ათვისებას.

ამ მიზნით ურჩევენ ბავშვთა შრომის ოთახის სწორედ ცისფრად შეღებვას.

ამას გარდა ცისფერი ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას,რაც გამოდგება წარმატებული მოლაპარაკებების ჩასატარებლად.

მეტისმეტად ბევრი ცისფერი იწვევს ძარღვების გაჭედვას,ნაღველის სადინართა დისკინეზიას, შარდგამომყვან სადინართა დაავადებას.

ცისფერის უკმარისობა იწვევს ნერვიულ დაძაბულობას,ძლიერ თვითკრიტიკას,ცუდ განწყობას და საკუთარი თავით უკმაყოფილობას.

ლურჯი დამამშვიდებელი ფერია,ფანტავს ყურადღებას.ადაბლებს არტერიულ წნევას,ანელებს სუნთქვის და პულსის სიხშირეს,აღადგენს ნერვულ სისტემას და ტვინის სტრუქტურებს,აგრილებს. შემჩნეულია რო ლურჯ //ლურჯმწვანე// ოთახში ტემპერატურა თითქოს 6-8 გრადუსით ნაკლებია ვიდრე წითელში.

ცისფერი უფრო სჭირდება გადაღლილ ან მეტისმეტად აღგზნებულ ადამიანს.

მეტისმეტად ბევრი ლურჯი ცუდად მოქმედებს შრომის უნარზე და ამიტომ ხელმძღვანელებმა ეს უნდა გაითვალისწინონ ოფისებში რემონტის ჩატარებისას.

ლურჯის უკმარისობა იწვევს დაძაბულობის,შფოთის,ფაციფუცის,მოუსვენრობის ზრდას, ადამიანებთან ურთიერთობისას და მოსვენების შიშის გაძლიერებას.

მწვანე კურნავს ორგანიზმის დაზიანებულ უჯრედებს,ააქტიურებს მათ რეგენერაციას,ამშვიდებს თავის ტკივილს, გაღიზიანებას,დაღლილობას,ახალისებს გულსისხლძარღვთა და სასქესო სისტემების,ჰიპოფიზის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამსუბუქებს ემოციებს,ამხიარულებს განწყობას.

მეტისმეტად ბევრმა მწვანემ შეიძლება ხელი შეუწყოს ნაღვლის ბუშტში ქვების გაჩენას, ნაღველის კონცეტრაციას და ამიტომ ნაღველის სადინარების გაჭედვას ან დისკინეზიას.

არაცნობიერ დონეზე მეტისმეტად ბევრი მწვანე და მეტისმეტად ბევრი წითელი ნებისმიერ ადამიანში აღვიძებ მომხვეჭებლობას.

მწვანის ნაკლებობა კი აქვეითებს შრომის უნარს,ხელს უწყობს ნერვულ დაუძლურებას, საკუთარი ძალების რწმენის დაკარგვას,მუდმივი ეჭვების გაჩენას.

ვარდისფერი ეხმარება გდატეხილობის დროს დაზიანებული ძვლის ქსოვილების მკურნალობისას.

ის ხსნის ფსიქიურ გადაღლილობას და დაძაბულობას, კურნავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.

 

საინტერესოა რომ ამერიკულ ციხეებში მეტისმეტად ბობოქარი პატიმრები გადაყავდათ მკრთალ ვარდისფრად შეღებილ საკნებში. გარკვეული დროის შემდეგ პატიმართა კუნთოვანი აქტიურობა მცირდებოდა და განწყობა იცვლებოდა. ისინი უფრო მშვიდობიანები ხდებოდნენ.

ამას გარდა ვარდისფერი ეხმარება სიყვარულის უკმარისობით გამოწვეული ფსიქიური დაავადებების //პირველ რიგში ბავშვთა დაავადებები// მკურნალობას.

ვარდისფრად შეღებილ იატაკზე კი უფრო ფრთხილად დადიან.

იისფერი ძალიან კარგად  სწმენდს ორგანიზმს ნეგატიური ენერგიებისგან და შლაკებისგან. ის ეხმარება ადამიან სხეულში სიმსუბუქის შეგრძნებაში და უფრო ნათელს ხდის ადამიანის მსოფლაღქმას. ამას გარდა იისფერი კურნავს ძვლის ტვინს, აუმჯობესებს ფილტვების და გულის მუშაობას, ხელს უწყობს ორგანიზმის გამძლეობის გაძლიერებას.

მეტისმეტად ბევრმა იისფერმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაღლილობა. ასე რომ თუ კი ბოლო დროს ძალიან გინდათ რაღაც იისფერი საგნის ყიდვა ესე იგი თქვენი ორგანიზმი ითხოვს დასვენებას და შვებულებას.

თეთრი ფერი თავისუფლების ფერია. ია ამშვიდებს სხვადასხვანაირ ტკივილს. თეთრი ყოველი ადამიანის სულს კვებავს ენერგეტიკულად, ავსებს სიმშვიდით.

მაგრამ მეტისმეტად ბევრი თეთრი აღიზიანებს ნერვულ სისტემას.

რუხი და ვერცხლისფერი კარგად სპობენ ვირუსებს, ახალისებენ სისხლარღვთა სისტემას და სისხლისმქმნელ ორგანოებს. მაგრამ უწყვეტი და მატისმეტად ბევრი რუხი ფერი სათავსებში და ოფისებში ცუდია. ასედ ადგილებში ადამიანები დიდხანს არ ჩერდებიან, მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში.

შავი საკმაოდ მძიმეა და მკურნალობისას გამოიყენება ძირითადად ძვლის სისტემის აღდგენისას სერიოზული დაავადებების და ტრავმების შემდეგ.

ის ავსებს შინაგანი სიჩუმით, აძლიერებს ამბიციურობას და ქედმაღლობას.

 

Max Lüscher

მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი მაქს ლიუშერი,ფსიქოდიაგნოსტიკის ავტორი და შემქმნელი.

დაიბადა 1923 წლის 9 სექტემბერს შვეიცარიის საუნივერსიტეტო ქალაქ ბაზელში.

ბავშვობაში მაქსი დამუხრუჭებული მაგრამ ძალიან მიზანდასახული იყო და უკვე 16 წლის ასაკში მას მისცეს ბაზელის უნივერსიტეტში სემინარებზე და ლექციებზე დასწრების საგანგებო უფლება.

ლიუშერი სწავლობდა სოციოლოგიას, სამართლის და რელიგიის ფილოსოფიას, კლინიკურ ფსიქიატრიას.

საუნივერსიტეტო წლებში სტუდენტი ლიუშერი ექსპერიმენტებს ატარებდა ფერებით და მან დაასკვნა რომ ფერებით ტესტირება ბევრად უფრო შედეგიანია ვიდრე ჩვეულებრივი სიტყვიერი ტესტირება.

ლიუშერი თვლიდა რომ ამა თუ იმ ფერის ინტუიტიურად მიმღები ან უარმყოფელი ადამიანი წარმოდგება ისეთად როგორიც არის ვინიდან ფერის არჩევანი ვერ ტყუის.

ტესტის ფერები მკვლევარმა ექსპერიმენტული გზით შეარჩია 4500 ფერადოვანი ტონიდან. ეხლა არსებობა ლიუშერის ფერადოვანი ტესტის ორი ვარიანტი,მოკლე და სრული.

მოკლე ვარიანტი არის 8 ფერის კრებული, სრული ვარიანტი შედგება 7 ფერადოვანი ტაბულისგან.

 

Max Lüscher

 

მაქს ლიუშერი, მეოცე საუკუნის
ერთერთი ყველაზე ცნობილი
ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი

1947 წელს. პირველ მსოფლიო კონგრესზე ფსიქოლოგიაში 23 წლის მაქს ლიუშერმა პირველად წარმოადგინა ფერით დიაგნოსტიკის ძირითადი დებულებები. ეს დებულებები ლიუშერმა დაადგინა ხუთი წლის მანძილზე როგორც ჯანმრთელი ადამიანების ისე ავადმყოფების მიერ ფერის აღქმის კვლევის შემდეგ.

ლიუშერის მეთოდი მაშინვე გახდა ცნობილი.

ლიუშერის ფერადოვანი ტესტის პირველი რედაქცია გამოქვეყნდა 1948 წელს.

1949 წელს ახალგაზრდა მეცნიერმა წარმატებით დაიცვა დისერტაცისფერი როგორც დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი“…

ფსიქოთერაპიის მეთოდებს ლიუშერი სწავლობდა სტოკჰოლმში და პარიზში

1966 წლიდან ლიუშერი ცხოვრობდა შვეიცარიაში. ის კითხულობდა ლექციებს და ატარებდა სასწავლო სემინარებს აღმოსავლეთი და დასავლეთი ევროპის,აშშ და ავსტრალიის კოლეგებისთვის….

ლიუშერის კონცეფციებს და იდეებს ფართოდ იყენებენ ცოდნის და საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.

ფერით დიაგნოსტიკის მეთოდი გავრცელდა რუსეთში, პოლონეთშირუმინეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, ჰოლანდიაში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიაში, ავსტრიაში, იტალიაში, საბერძნეთშიესპანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, აშშში //იელი.ბოსტონი//, მექსიკაში, პერუში, ჩილიშიარგენტინაში

2003 წელს ფსიქოლოგიის კლასიკოსი ლიუშერი ეწვია მოსკოვს

ეხლა დეგენერატების ხელში ჩავარდნილ მოსკოვშიც კი  არის მაქს ლიუშერის ინსტიტუტი

 
 

ელენა შპეტი, ფერიყველა უბედურების წამალი:

ფერით მკურნალობა არის უძველესი ხანიდან ცნობილი მეთოდი. ის სულ უფრო და უფრო პოპულარულია დღეს.

ფერს შეუძლია სულიერი წონასწორობის აღდგენაც და ფიზიკურ სნეულებათა განკურნებაც.

მზე სხივებს სხვადასხვა სიხშირის სინათლეს. ისინი შეესაბამება ცისარტყელის 7 ფერს.

ფერით მკურნალობის პრინციპი ეფუძნება მზის სპექტრის 7 ფერის შესაბამისობას ორგანიზმის 7 ძირითადი ენერგეტიკული ცენტრის,..ჩაკრების სიხშირეებთან, სხეულის იმ ნაწილების ორგანოების,კუნთების და ძვლების სიხშირეებთან სადაც არიან ჩაკრები.

ყველა ჯანმრთელ ორგანოს აქვს სახასიათო სიხშირე.

ავადმყოფობა არის ორგანიზმის ბუნებრივი პასუხი დატვირთვაზე რომელიც ცვლის ენერგიის სიხშირეს.

სხვადასხვა ფერი სხვადასხვანაირად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.

წითელი ააქტიურებს,ავსებს ენერგიით,ახალისებს დუნედ მომდინარე პროცესებს, აძლიერებს ლიბიდოს //სქესობრივ სწრაფვას// და სექსუალობას, ხელს უწყობს სისხლის ქმნის პროცესს, სისხლბრუნვის და ნივთიერების ნორმალიზაციას.

მას აქვს ძლიერი განმწმენდი უნარი. ის ანთავისუფლებს დარდისგან და აძევებს უარყოფით ემოციებს.

წითელი ათბობს. ის უნდა გამპოყენოს იმან ვინც ხშირად ცივდება,ვისაც სჭირდება სითბო.

ნარინჯისფერი არადგენს,ახალისებს, ათბობს,თანდათანობით ზრდის ენერგეტული რეზერვებს, აუმჯობესებს განწყობას.

ნარინჯისფერი ადამიანს ეხმარება დაღლილობის, დეპრესიის, დაურწმუნებლობის, შფოთის და შიშის დამარცხებაში.

ის სასარგებლოა კუჭნაწლავის მუშაობის ნებისმიერი დარღვევებისას/ კურნავს თირკმლებს და შარდის ბუშტს…,ზრდის მადას.

ყვითელი ამაღლებს ტონუსს,ზრდის ენერგიის მარაგებს,ხსნის დაძაბულობას, ამაგრებს ნერვებს, აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას,აუმჯობესებს განწყობას და მეხსიერებას.

ყვითელი სასარგებლოა ღვიძლისთვის,კანისთვის და ნერვიული სისტემისთვის, აუმჯობესებს მხედველობას.

ყვითელი ახალისებს გონებას, ეხმარება ინფორმაციის სწრაფად ათვისებაში.

ეს მზიური ფერი ამხიარულებს და ახარებს ადამიანს,ანთავისუფლებს დეპრესიისგან და ცხოვრებაზე ბნელი შეხედულებისგან.

მწვანე აწონასწორებს,ხსნის დაძაბულობას,ამშვიდებს, ამსუბუქებს ტკივილს. მას მოაქვს სიმშვიდის გრძნობა.

მწვანე ხელს უწყობა გულის რიტმულ მუშაობას, თვალების დასვენებას,კურნავს გულის დაავადებებს,აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას,სტაბილურს ხდის სისხლის წნევას.

ცისფერი ამშვიდებს, აგროვებს და სტრუქტურას აძლევს ორგანიზმის ენერგიას,ამცირებს ანთებას, მეტ სიცხადეს ანიჭებს აზრებს

ცისფერი აძლიერებს იმუნიტეტს, კარგად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვალის მუშაობაზე, მას შეუძლია სისხლის წნევის დადავლება.

ცისფერს შემოაქვს მშვიდობე და სიმშვიდე, ის ადამიანს ეხმარება განმუხტვაში, მოსვენებაში.

ლურჯი სწმენდს სისხლს. ამშვიდებს, ამსუბუქებს მდგომარეობას ნერვიული ავადმყოფობების და არამდგრადი ფსიქიკის დროს, იწვევს კომფორტის ფა სიმშვიდის გრძნობას, ხსნის დაძაბულობას, ადაბლებს არტერიულ წნევას.

ლურჯი განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას და კლიმაქსის დროს. ის ამსუბიქებს ენდოკრინული სისტემის დაავადებათა მიმდინარეობას,გავლენას ახდენს ძვლის სისტემაზე,განსაკუთრებით ხერხემალზე.

ესაა სპექტრის ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ფერი.

იისფერი შთააგონებს, ხელს უწყობს აზროვნების პროცესებს.ამშვიდებს ნერვებს,ხსნის გაღიზიანებას, ამსუბუქებს ტკივილს.

მაგრამ იისფერი მძიმე ფერია და სიფრთხილეა საჭირო. მეტისმეტმა იისფერმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.

იისფერი სასარგებლოა ყველა შინაგანი ანთებისას, ამცირებს გამონაყარს კანზე, ასუსტებს გულისცემას.ამხნევებს იმუნურ სისტემას, ამახვილებს და ამძაფრებს მხედველობას და გრძნობებს, თრგუნავს მადას.

ქრომოთერაპიის, ფერით მკურნალობის ისტორია
ფერი არის სინათლე რის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა.

ფერს ჩვენ უმთავრესად აღვიქვამთ თვალით, მაგრამ არაცნობიერად ჩვენ მას ვიწოვთ კანით, კუნთებით, ძვლებითაც კი.

ჩვენს სხეულში ამგვარად მოხვედრილი ფერი ქსოვილებში იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ რეაქციებს, სტიმულს აძლევს მნიშვნელოვან ჯირკვლებს,მათ შორის ჰიპოფიზს.

ჰიპოფიზი კი აჩენს ორგანიზმის ფუნქციების, სექსუალური აღგზნების, ნივთიერებათა ცვლიდ, მადის მმართველ ჰორმონებს.

ჩვენს ორგანიზმზე მოქმედი ფერი შეიძლება მკურნალი იყოს.

მეცნიერებას ფერით მკურნალობის შესახებ ჰქვია ქრომოთერაპია, ფერით თერაპია, ფერით მკურნალობა.

ფერით მკურნალობას დიდი ისტორია აქვს.

ფერების სამკურნალო თვისებებს იყენებდნენ ეგვიპტის, ინდოეთის, ჩინეთის ძველი ცივილიზაციები.

არსებობს დოკუმენტური მოწმობა იმისა რომ ჩინელი ექიმები კუჭის დაავადებებს ძველთაგანვე მკურნალობდნენ ყვითელი ფერით,სკარლატინით დაავადებულებს კი ურჩევდნენ წითელი ყელსახვევების ტარებას.

ავიცენა თავის სახელგანთქმულ ნაშრომში საექიმო მეცნიერების კანონი წერდა რომ სისხლის დენისას არ უნდა ვუყუროთ წითელს, რომ ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად უნდა გამოვიყენოთ ლურჯი ფერის დამამშვიდებელი თვისებები.

თავის პრაქტიკაში ავიცენა ასევე იყენებდა ფერად მალამოებს და ფერად ელიქსირებს.

შუა საუკუნეებში დიდი ვიტრაჟები უშვებდნენ ფერად მკურნალ სხივებს.

მეცნიერება ქრომოთერაპია როგორც ასეთი იწყება ინგლისელი მეცნიერები დაუნის და ბლუნტის აღმოჩენიდან //1877// რომლის თანახმადაც ულტრაიისფერ სხივებს აქვს სამკურნალო თვისებები //კანის ავადმყოფობების და რაქიტის მკურნალობა//.

მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა ამერიკელი მეცნიერები ედვინ ბაბიტის (The Principles of Light and Color, 1878) და პლიზანტონის ნაშრომები რომლებშიც აღწერილის სპექტრის ყოველი ფერის სამკურნალო მოქმედება.

ასე მაგალითად ბაბიტის თქმით წითელი კურნავს უნაყოფობას,ცისფერინერვიულ აშლილობებს,ყვითელი კი შეიძლება გამოყენებული იქნეს კუჭის აშლის საშუალებად.

გერმანელმა მეცნიერმა გეორგ ფონ ლანგდორფმა აღმოაჩინა რომ წითელი ფერი აფართოება ძარღვებს, ლურჯი კი, პირიქით, ავიწროებს მათ (Die Licht- und Farbgesetze und ihre therapeutische Anwendung, 1894).

ავსტრიელი ფილოსოფოსი,მისტიკოსი და პედაგოგი რუდოლფ შტაინერი ფერს იყენებდა თავის სულიერ მოძღვრებებში. მან დააარსა ანტროპოსოფია,მეცნიერება ადამიანის სულიერი აღქმის და ადამიანის მიერ საკუთარი თავის და სამყაროსთან მისი კავშირის გაცნობიერების შესახებ.

ანტროპოსოფიის შესწავლის საფუძველზე შეიქმნა სკოლები. ანტროპოსოფიის პირველი ცენტრის სათავსში დაყენებული იქნა ფანჯრები ფერადი შუშებით რათა ადამიანებს მათზე განეცადათ ფერადი სხივების სამკურნალო გავლენა.

თანამედროვე ვალდორფის სკოლებში ფერს იყენებენ ბავშვების განვითარების ყოველ სტადიაზე. პატარა ბავშვების სწავლებისას იყენებენ კაშკაშა და თბილ ტონებს, უფროსების სწავლებისას კი იყენებენ ცივ ტონებს.

ფერით თერაპიის ყველა მეთოდი საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ რომ ფერით მკურნალობა ეხლავე გამოასწორებს ყველაფერს. სერიოზული დაავადებებისა მაინც საჭიროა მკურნალი ექიმის ან სხვა კვალიფიცირებული სპეციალისტის რჩევა.

გაფრთხილება! ფერები ორგანიზმში იწვევენ გარკვეულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს და ამოტომ არ შეიძლება წითელი ფერის გამოყენება ანთებითი პროცესებისას,მაღალი არტერიული წნევის და აკნეს //ფერისმჭამელების ნაყარის// დროს. ცისფერი არ უნდა გამოიყენოთ დაბალი წნევისას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინდიგოს გამოყენებისას ვინაიდან ის მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე.

ასევე საშიშია რომელიმე, განსაკუთრებით სპექტრის წითელი ბოლოს ფერის მეტისმეტად დიდხანს მოქმედება.

მკურნალობა ასევე ითხოვს თუნდაც ხანმოკლე თერაპიას დამატებითი ფერით.

მწვანე ფერით ან სპექტრის ცისფერი ბოლოს ფერებით მკურნალობა როგორც წესი არ უნდა აჭარბებდეს 15 წუთს. მკურნალობა სპექტრის წითელი ბოლოს ფერებით უნდა გრძელდებოდეს აღნიშნული დროის ნახევარზე ნაკლები.

მკურნალობა დამატებითი ფერით გრძელდება 3 წუთი წითლისთვის და ცისფრისთვის და 7 წუთი მწვანესთვის და მაჯენტასთვის.

დასხივება
მკურნალობას ფერადი განათების მეშვეობით ჰქვია ქრომოთერაპია.

ცნება წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან ქრომასინათლე.

მეთოდი ცნობილი იყო უკვე ძველად, როდესაც ავადმყოფებს კურნავდნენ მზის სინათლის სხივებით რომლებიც აღწევდა ფერად შუშებში ან კრისტალებში.

დღეს არის საგანგებოდ სინათლით მკურნალობისთვის გათვალისწინებული უამრავი ლამპა რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა სათავსში //ოთახებში, საუნებში, საშხაპეებში და ..//.

ქრომოტთერაპიის საგანგებო დანადგარების გარდა თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ სინათლის წყარო. ამისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ფილტრები თუ გელები რომლებიც იყოდება ელექტრო და ფოტომოწყობილობის სპეციალიზებულ მაღაზიებში.

ჩვეულებრივ სამაგიდო ნათურებზე ან სინათლის სხვა წყაროებზე დაყენებულნი,ისინი შესანიშნავად ასრულებენ თავის როლს სამკურნალო პროცესში. ასევე შეიძლება სხვადასხვა ფერის ელექტრონათურების ყიდვა და მათი ჩახრახნვა ჩვეულებრივი ნათურის პატრონში.

ნათურები გამოცვალეთ იმის მიხედვით რა გავლენის მიღებაც გინდათ.

მოდვენებისთვის, განმუხტვისთვის,მაგალითად,გამოიყენეთ ცისფერი ნათურა. სათავსშიმსაძინებელში უფრო რომ დათბეს გამოიყენეთ გარგარისფერი ან ატამისფერი ნათურა და ..

შეიძლება გამოიყენოთ ფერადი შუშის ჭიქაში ჩადგმული დანთებული სანთელიც.

სანთლის რბილი და ნაზი შუქი ფერად შუშასთან ერთად შექმნის განსაკუთრებულ განწყობას.

ფერადი განათებით მკურნალობა ჩვეულებრივად ხდება ორნაირად.

მაშინ როფდესაც საჭიროა ორგანიზმის აღდგენა ქრომოთერაპიას შეიძლება დაექვემდებაროს მთელი სხეული//განსაკუთრებით ზურგი.

შეიძლება დასხივდეს სხეულის დაავადებული ნაწილი ან ორგანო.

თუ კი არა ხართ დარწმუნებული იმაში თუ რომელი ფერით უნდა იმკურნალოთ მიმართეთ სპეციალისტს და ის დაგიდგენთ საჭირო ფერს და, რაც ყველაზე მთავარია, დასხივების დროს.

ქრომოტერაპიის სეანსის დროს ჯობია რომ გეცვათ თეთრი ან ღია ფერის სამოსი. მაშინ უკეთ შეიწოვთ ფერს. რაღაც გამოკვეთილი ფერის სამოსმა შეიძლება ხელი შეუშალოს მკურნალობას.

ფერპუნქტურა
ადამიანის ორგანიზმზე სინათლის ზემოქმედების ერთერთი მეთოდია ფერადი სხივების მოქმედება ადამიანის სხეულის მერიდიანებზე. ამ შემთხვევაში აკუპუნქტურის წერტილებზე ზემოქმედებენ ფერადი სხივებით და არა ნემსებით.

ზემოქმედების ხანგრძლივობაა პროფილაქტიკის შემთხვევაში 1-2 წუთი.სერიოზულ ავადმყოფობათა შემთხვევაში ფერადი სხივების მოქმედების ხანგრძლივობას და მანძილს სინათლის წყაროსა და მერიდიანას შორის //სანტიმეტრის სიზუსტით// ინდივიდუალურად ადგენს ქრომოთერაპევტი.

ფერადი აბაზანები
ივარგებს ფერადი მარილი აბაზანებისთვის ან საკვების საღებავი. ფერადი აბაზანა არ უნდა იყოს ძალიან ცხელი ვინაიდან სიცხე ხელს შეუშლია საჭირო ფერის ენერგიის შთანთქმას.

თბილი სპექტრის აბაზანები ჯობია მიიღოთ დღის პირველ ნახევარში, ცივი ტონების აბაზანები კი დღის ბოლოს.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ ეთერული ზეთების დამატებისას. თუ აბაზანა მეტისმეტად ცხელია ეთერული ზეთები სწრაფად აქროლდებიან.

ცისფერი აბაზანა დაგეხმარებათ სამუშაო დღის შემდეგ გონებაზე მოსვლაში.

ლურჯი აბაზანა მოგწყვეტთ ყოველდღიურობისგან და ხელს შეუწყობს მედიტაციას.

იისფერი აბაზანა შთაგაგონებთ ცხოვრებაში და სამუშაოზე იდეალების მიღწევისთვის.

აურას განწმენდისთვის კარგია ფირუზისფერი აბაზანა.

ვარდისფერი აბაზანა მოგცემთ საკუთარი ძალების რწმენას.

სათვალეები ფერადი შუშებით:

სათვალეების ფერადი შუშების გავლის შემდეგ სინათლის ფერადი ტალღები მოქმედებენ უშუალოდ ტვინზე და იწვევენ ორგანიზმის შესაბამის რეაქციებს…….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s