ელიტამ უნდა დაიცვას ხალხი

Le journaliste Philippe Cohen en 2010.

ფილიპ კოენი 2010 წელს

L'insécurité culturelle

 

http://www.gallimard.fr/Catalogue/GALLIMARD/Hors-serie-Connaissance/Proteger-ou-disparaitre

 

 

ევროპული ბიბლიოთეკა-თანამედროვე ფრანგი მოაზროვნე ფილიპ კოენი გვეუბნება რომ მით უმეტეს არეულ და გადარეულ დღევანდელობაში მმართველი თუ არამმართველი ელიტების მოვალეობაა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და არა  საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის ტანკით დანგრევა თუ ქუჩებში და ორღობეებში თანამემამულეთა ხოცვა.

http://www.franceculture.fr/emissions/les-idees-claires/des-elites-coupees-du-peuple-et-incapables-de-le-proteger#

 

ევროპული ბიბლიოთეკა-ელიტებმა უნდა დაიცვან ხალხი ან ელიტები უნდა გაქრნენ,

 

ელიტები და ხალხი

ხალხისგან მოწყვეტილი ელიტები რომლებსაც არ შეუძლიათ ხალხის დაცვა,28.12.2015

 

იყო 1953 წლის 9 ოქტომბერს ალჟირში დაბადებული და 2013 წლის 20 ოქტომბერს გარდაცვლილი ფრანგი ჟურნალისტი და მწერალი ფილიპ კოენი // Philippe Cohen//.  ის ასევე იყო InfoMatin-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალი Marianne-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, შემდეგ დიდი რეპორტიორი… Fondation Marc-Bloch-ის, შემდეგ Fondation du 2-Mars-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და მისი პირველი გენერალური მდივანი 19982000 წლებში.

 http://www.gallimard.fr/Catalogue/GALLIMARD/Hors-serie-Connaissance/Proteger-ou-disparaitre

  Philippe Cohen

დაცვა ან გაქრობა, ელიტები დაუცველობათა გაძლიერების პირისპირ //Protéger ou disparaître,Les élites face à la montée des insécurités // Gallimard, გამოიცა 1999 წლის 26 ოქტომბერს//.

 

  პროგრესის ისტორია ემთხვევა  პიროვნებათა და ქონების უსაფრთხოების გაძლიერებას, პროფესიულ ცხოვრებაში ადამიანის ღირსების დამკვიდრებას შრომის უფლებითა და შემოსავლით, მშვიდი სიბერის სულ უფრო და უფრო მეტად უზრუნველყოფას.

ომის შემდგომი გაკონტროლებული კაპიტალიზმით  გარანტირებული  სოციალური პროგრესის ეს სამი ატრიბუტი  ბოლო ოცი წელის რაც ისევ საეჭვო გახდა.  ისევ დაბრუნდა  დაუცველობა რომელიც საბოლოოდ დამარცხებული გვეგონა.

დაუცველობა შეიჭრა შრომის სამყაროში სადაც ვრცელდება უმუშევრობა და მერყევი, არამყარი,გაურკვეველი მდგომარეობა. საფრთხეები დაემუქრა საპენსიო და დაზოგვათა სისტემებს.

 

საფრანგეთის, ისევე როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნების მემარცხენე თუ მემარჯვენე მთავრობები ვერ ერევიან ქალაქური, სოციალური და ფინანსური დაუცველობის გაძლიერებას.

უარესი :  ელიტების აზრით ეს გარდაუვალია იმიტომ რომ მათი აზრით დაუცველობა კვებავს ჩვენი საზოგადოებების ეკონომიკურ დინამიზმს.

 

გაჩნდა ახალი იდეოლოგია. ის აცხადებს პრეტენზიას ეროვნულ ფარგლებს გარეთ გასვლაზე და განადიდებს, აძლიერებს საფრთხეს ყველასთვის მაშინ როდესაც მარტო რენტის მფლობელი კასტა შეიძლება იყოს დაცული მსოფლიო მღელვარებათაგან.

 

მაგრამ თუ  კი მმართველებს არ შეუძლიათ მათი ამომრჩეველი ხალხის დაცვა რა საჭირონი არიან ასეთი მმართველები?

 პიროვნებათა, ქონების, მომავლის უსაფრთხოება შუა საუკუნეებიდან არის სოციალური კონტრაქტის  საფუძველი.  მას ეფუძნება თანამედროვე სახელმწიფო და დემოკრატია.

ამიტომ ელიტებს მალე მოუწევთ რადიკალური არჩევანის გაკეთება : მათ უნდა დაიცვან თავისი ამომრჩეველი ხალხი ან ისინი უნდა გაქრნენ.

 

1999 წელს ფილიპ კოენმა გვითხრა რომ  ჩვენს პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებებში ხალხი თავისი ელიტების უზომო ხელისუფლებას იტანს იმიტომ რომ ეს ელიტები ხალხს საცვლოდ დაპირდნენ უსაფრთხოებას : სოციალურ უსაფრთხოებას, სამსახურის და,მაშ, შემოსავალთა სტაბილურობას, ფიზიკურ და პირად უსაფრთხოებას.

   ფილიპ კოენი გვეუბნება რომ ამ დაპირების შესრულება შეიძლება მხოლოდ ერების // ეროვნულ სახელმწიფოთა// პირობებში.

 

არადა, გვაფრთხილებს ფილიპ კოენი,  ელიტები new look-ის პროგრესიზმის სახელით მოგვიწოდებენ მოქნილობისკენ და მობილურობისკენ სამყაროში სადაც ეროვნულ სახელმწიფოებს აღარ ექნებათ მათი ცენტრალური ადგილი.

 

    და თუ კი ელიტები აღარ მოინდომებენ მათი ამომრჩევლების და მათი ხალხების დაცვას მათი ლეგიტიმურობა სულ უფრო და უფრო საკამათო გახდება და ეს მათ არ უნდა გაუკვირდეთ, გვეუბნება  ფილიპ კოენი.

 

 

კიდევ არის ბევრი წიგნი, მაგალითად, Eric Conan-ის წიგნი « მემარცხენეები ხალხის გარეშე » // La gauche sans le peuple. 2004// 

 

Jacques Julliard //ჟაკ ჟულიარდ// კი წერს რომ ხალხს და ელიტას აღარა აქვთ ერთი და იგივე პრიორიტეტები.

 

 

 

 

 «  ხალხისთის მთავარი საფრთხეა ისლამისტური ტერორიზმი, ელიტებისთვის მთავარი საფრთხეა რადიკალური მემარჯვენეობა. »

ელიტები ემხრობიან მულტიკულტურალიზმს მაშინ როდესაც ხალხი ამაში ხედავს სოციალურის უარყოფას კულტურულის სასარგებლოდ.

მივუთითებ //ლორან ბუვეს//   Laurent Bouvet //  დებულებებს მის წიგნში  « კულტურული დაუცველობა » // L’insécurité culturelle//.

 

    ფრანგული ჟურნალი Marianne-ს 2915 წლის 9 ანვრის ნომერში გამოქვეყნებული წერილიდან საშიშია თუ არა კულტურული დაუცველობა?

   ჩვენ  დიდხანს გვეგონა რომ საერთო კრიზისის დასაძლევად საკმარისი იყო ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ეკონომიკური აღმავლობა.  ამ ილუზიას თავის წიგნ-მოვლენაში« კულტურული დაუცველობა »  // L’insécurité culturelle//  ფანტავს 1968 წელს დაბადებული ფრანგი პოლიტოლოგი, მეცნიერი და ესეისტი  ლორან ბუვე // Laurent Bouvet//.

 

აი  ნაწყვეტი

…უსაშველო, უმუშევრობით, სულ უფრო და უფრო მზარდი უთასწორობებით, ირგვლივ მსოფლიო წესრიგის რღვევით და დიდი ძვრებით,კლიმატური კატასტროფებით, ტრადიციული ცხოვრების ნგრევით, 1968 წლიდან გაჩენილი ტრადიციული ცხოვრებისთვის უცხო ახალ მიმდინარეობათა

 // ფემინიზმი, ჰომოსექსუალთა მოძრაობა, რეგიონალიზმი და ა.შ.// გაჩენით  დაზაფრულ ადამიანებს, ხალხს, ერს ეშინიათ რომ მათი ქვეყანა და მათი კულტურა გაქრება ისევე როგორც გაქრა ძველი შუმერი შუმერთა კულტურა… »

აი ესაა კულტურული დაუცველობის განცდა.

L’insécurité culturelle de Laurent Bouvet, Fayard, 192 p., 12 €. En librairies depuis le 12 janvier.

 

ბედნიერ ფრანგებს არ ყოლიათ წითელი არმიის ტანკით პარიზის მნგრეველი პროფესორი სიგუა და ამდენად ქართველების მდგომარეობა უარესია.

 

 «  მეორეც, წერს კიდევ Julliard, ხალხისთვის მთავარია უსაფრთხოება: სოციალური, სამუშაოს, ინდივიდუალური უსაფრთხოება.

   ელიტებისთვის კი მთავარია პროგრესი მონდიალიზაციის, კომერციის, ადამიანის უფლებათა მეშვეობით. და აგრძელებს : « ხალხი საკუთარ თავს სცნობს ერში» იმიტომ რომ //დღვანდელი სუპერჰიპერინდივიდუალიზმით გადარეულ//  « ხალხს ენატრება ერთობა, ერთიანობა  ».

   ელიტები კი ხელს უწყობენ მრავალფეროვნებას,ინდივიდუალიზმს, მხარს უჭერენ უმცირესობებს და ენდობიან ევროპულ ინსტანციას.

 

  დაბოლოს, ელიტები ისევ მიჯაჭვულები არიან მთავრობის არსებულ პარტიებზე მაშინ როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი ამომრჩეველი თვლის ამ პარტიებს საკუთარ თავში ჩაკეტილ კასტებად რომლებიც ზრუნავენ საკუთარ და არა ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე. ამიტომ ხანდახან ძლიერდებიან  უცნაური პოლიტიკური და სხვა წარმონაქმნები.

 

სახელგანთქმულმა ფრანგმა ანალიტიკოსმა რაიმონ არონმა თავის სახელგანთქმულ წერილში ისაუბრა ხელმძღვანელი კლასის ცნებაზე.  მან ეს ცნება მეტისმეტად იდეოლოგიურ ცნებად მიიჩნია.

ყველა საზოგადოებაში, მათ შორის დემოკრატიულებში, არის მმართველი უმცირესობა და მორჩილი უმრავლესობა.

   ყველა რეჟიმში არის პოლიტიკური პერსონალი რომელიც ჩაბმულია შეჯიბრში ხელისუფლების დასაუფლებლად.

 

   მაგრამ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებს ახასიათებს  ხელმძღვანელ კატეგორათა მრავალფეროვნება.

 

 General Motors-ის გენერალური დირექტორი არაა აშშ-ს პრეზიდენტი.  დემოკრატიულ რეჟიმში ხელისუფლება არის პარტიების რეგულარული შჯიბრის ობიექტი.

მეწარმეთა, მასების ლიდერთა, დიდმოხელეთა ხელისუფლების პირისპირ კი არის რელიგიურ ხელმძღვანელთა, სწავლულთა და ინტელექტუალთა ხელისუფლება.

 

ჩვენი პრობლემა ორმაგია. აბსოლუტური მონარქიისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ავტორიტარული და ცენტრალიზატორი ტრადიცია.

პარიზში ყველაფერს წყვეტს სახელმწიფო.  როდესაც ქვეყანა კარგადაა, როდესაც არის გარკვეული კეთილდღეობა და მშვიდობა ადამიანები თავს უსაფრთხოდ, დაცულებად გრძნობენ და იტანენ ამ ხელისუფლებას.

   მაგრამ თუ არის შემზარავი უმუშევრობა და არსებობს სამოქალაქო ომის საფრთხე ამ ხელისუფლებას ვეღარ იტანენ.

 

ხალხისგან მოწყვეტილ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს მრჩევლებად ჰყავთ ექსპერტები.

 

https://www.theguardian.com/world/2006/jun/02/russia.books

 

პროგრესისტი ინტელექტუალები მე-18 საუკუნის ფილოსოფოსებიდან მოყოლებული ოცნებობდნენ განათლებულ დესპოტიზმზე, დიდი ვოლტერი რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორეს უძახდა ჩრდილოეთის ვარსკვლავს, დიდ ვოლტერს მის საწოლ ოთახში ჰქონდა ეკატერინე მეორის პორტრეტი, ხოდა თანამედროვე ხელმძღვანელებიც თამაშობენ განათლებული დესპოტების როლს.

მაგრამ თანამედროვე ხელმძღვანელებს მეტისმეტად ხშირად ავიწყდებათ რომ განათლებული დესპოტების აზრით ხალხი არის  ბნელი და ცრუმორწმუნე ხეპრე  ტიპების ბრბო.

 

თანამედროვე სამყაროს კი სჭირდება მოქნილი, განახლებული, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ნასწავლი და განათლებული, მათი ამომრჩევლების და საზოგადოდ ხალხის პატივისმცემელი მმართველი ელიტები და არა განათლებული დესპოტები.

 

არის 1958 წლის 31 აგვისტოს დაბადებული სახელგანთქმული ფრანგი მწერალი, ესეისტი და პოლიტიკური ჟურნალისტი ერიკ ზემური // Éric Zemmour//.

დიდი წარმატება ხვდა წილად 2014 წელს განოცემულ მის წიგნს « ფრანგული თვითმკვლელობა »

// Suicide français//.

მოვუსმინოთ მასაც.

 

 

w.lepetitjournal.com/international/france-monde/mag/198784-eric-zemmour-les-elites-meprisent-le-peuple

 

  ერიკ ზემური- «ელიტები ზიზღით უყურებენ ხალხს»

 

მის წიგნში « ფრანგული თვითმკვლელობა » ერიკ ზემური ფრანგულ დაკნინებას ხსნის კულტურის, ეკონომიკის, პოლიტიკის, სექსის, სპორტის ანალიზის მეშვეობით.

ის გმობს პოლიტიკურ, ადმინისტრატიულ, მედიატურ და ინტელექტუალურ ელიტებს რომლებიც 40 წელია რაც გარდაქმნიან სისტემას და ანგრევენ საფრანგეთს. …

 

მას ესაუბრა Lepetitjournal.com 

 

 

Lepetitjournal.com :  თქვენი წიგნის მკითხველი იგებს რომ ადრე უკეთესი იყო, რომ 1968 წლის მაისიდან პოლიტიკური, ინტელექტუალური, ადმინისტრატიული, მედიატური და ეკონომიკური ელიტები მასხრად იგდებენ და ანგრევენ ტრადიციულ სტრუქტურებს. 

მაგრამ იქნებ სწორედ ტრადიციული სტრუქტურების ნგრევით განიცდის ევოლუციას ადამიანი?


Eric Zemmour 
… არა, მევფიქრობ ჯერ ადამიანი განიცდის ევოლუციას. არის დადებითი ევოლუცია და არის უარყოფითი ევოლუცია. ევოლუცია თავითავად არაა სიკეთე. ეს პირველი.

მეორე ადამიანი არ განიცდის ევოლუციას ნგრევაში. ის ანგრევს იმიტომ რომ მოახდინოს რეკონსტრუქცია. ის ნგრევა რეკონსტრუქციაა და არა მოსპობა.  ადამიანი ყოველთვის აკეთებს ამას.  აქ კი ანგრევენ და ნანგრევებზე არ აგებენ არაფერს.  მათ მიერ აგებული ნანგრევებია.

თავისუფლების  და თანასწორობის სახელით დატოვეს ნანგრევები რომელზედაც გაბატონდა ახალი ხელისუფლება.  ეს არ ნიშნავს რეკონსტრუქციას, გესმით ჩემი ნათქვამი?

ეს სამყარო განიცდის მუდმივ ნგრევას,  ნგრევა გადაიქცა ახალ არქიტექტურად…

ელიტები ქედმაღლურად ზევიდან დაჰყურებენ ხალხს. მათ ეზიზღებათ, სძულთ ხალხი //Mais pourquoi les élites voudraient-elles le mal des citoyens ?
Parce qu’elles méprisent le peuple. //.

 

    დიდმა ამერიკელმა სოციოლოგმა Christopher Lasch-მა დაწერა წიგნი « ელიტების ჯანყი ».

უკვე რამოდენიმე ათწლეულია რაც ელიტები აჯანყდნენ ხალხის წინააღმდეგ, იმ ხალხის წინაამღდეგ რომლიდანაც ისინი გამოვიდნენ და რომელიც მათ ეზიზღებათ, სძულთ. ეს ელიტები არც იცნობენ თავის ხალხს.

ამას ვხედავთ დასავლეთის ყველა დიდ ქვეყანაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ინგლისში, და ა.შ.

მაგრამ საფრანგეთში განსაკუთრებით არის სამოქალაქო ომის, კლასობრივი სიძულვილის ტრადიცია,… საფრანგეთი არაა ისეთი ტკბილი როგორიც სჯერათ…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s