Philippe Fabry-ს დარდები

Afficher l'image d'origine

 

2015- « მომავალი საუკუნის ისტორია: საით მიდის მსოფლიო ცივილიზაციის ციკლების თანახმად? »

Afficher l'image d'origine

ევროპული ბიბლიოთეკა-Philippe Fabry-ს დარდები

 

  «  მე ძალიან მიყვარს ლოცვა სიმშვიდეზე  რომლითაც მორწმუნე ღმერთს სთხოვს ძალას რათა მიიღოს ის რისი შეცვლაც არ შეუძლია, სიმამაცეს რათა შეცვალოს ის რისი შეცვლაც ძალუძს და სიბრძნეს რათა შესაძლებელი განასხვაოს შეუძლებლისგან. »

 

 

ევროპული ბიბლიოთეკა, ფიქრები და  დარდები მომავალზე

 

   არის 1984 წელს დაბადებული ფრანგი სამართლის, ინსტიტუტების და პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი ფილიპ ფაბრი // Philippe Fabry//. ის ასწავლის ტულუზას უნივერსიტეტში Toulouse 1 Capitole. არის რომის ისტორიით გატაცებული ისტორიკოსი და იურისტი. განსაკუთრებით დაინტერესებულია ბუნებრივი სამართლით, სალამანკას და ავსტრიული სკოლებით და თავისუფლების ადგილით ცივილიზაციათა ისტორიაში. მას წვლილი შეაქვს ინფორმაციის საიტში Contrepoints.

   ის თავის ნაშრომებში ეძებს პარალელებს ბეღძნულ-რომაულ სიძველესა და ჩვენს თანამედროვეობას შორის.

 

ნაშრომები : 2914- « რომი ლიბერალიზმიდან სოციალიზმამდე : ძველი გაკვეთილი დღევანდელობისთვის » // Rome, du libéralisme au socialisme : Leçon antique pour notre temps//

2015- « მომავალი საუკუნის ისტორია: საით მიდის მსოფლიო ცივილიზაციის ციკლების თანახმად? »// Histoire du siècle à venir : Où va le monde selon les cycles de civilisation ?//

 

https://www.amazon.fr/Histoire-si%C3%A8cle-venir-cycles-civilisation/dp/2865532704

http://www.lesechos.fr/idees-debats/cercle/cercle-142010-vers-letat-mondial-americain-1167772.php

ისტორიკოს-თეორეტიკოსი, ბლოგერი ფილიპ ფაბრი, 21.10.2015, როდესაც ამერიკელები აკეთებენ მსოფლიო სახელმწიფოს.

  აშშ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საფუძველს უყრის უნივერსალურ, საყოველთაო სახელმწიფოს.

   ხშირად გვესმის რომ მივდივართ მულტიპოლარული სამყაროსკენ, რომ ამერიკული მსოფლიო ჰეგემონია  იქნება მხოლოდ ეპიზოდი, ისე როგორც XIXXX საუკუნეების მიჯნაზე იყო ბრიტანეთის იმპერია, რომელმაც დაკარგა თავისი სტატუსი გერმანიის, აშშ-ს, შემდეგ რუსეთის

 გაძლიერების გამო.

   მაგრამ 1918 წლის და, ყველაზე მეტად, 1945 წლის შემდეგ დამყარებული ამერიკული ბატონობა ბუნებით დიდად განსხვავდება ბრიტანეთის იმპერიის ბატონობისგან.

ბრიტანეთის იმპერია იყო კოლონიალური იმპერია, ერთი ერის იმპერიული სამფლობელო.

ეს ერი თავს თვლიდა ევროპის ერთ-ერთ ერად.  ეს ერები სახელმწიფოთა თამაშს თამაშობდნენ საუკუნეების მანძილხე.  ბრიტანეთის იმპერია თავის ხსნას ეძებდა საზღვაო იმპერიის სტრატეგიულ სიღრმეში და მის პირისპირ არსებული კონტინენტის სახელმწიფოთა წონასწორობის დამყარებაში.

ბრიტანეთის იმპერიას არც უფიქრია  ევროპული ეროვნული წყობის და მის ტრადიციულ დაპირისპირებათა გაუქმება: ინგლისი იყო უდიდესი სახელმწიფო და შეიძლებოდა ყოფილიყო მსაჯული, არბიტრი,  ამხანაგებთან ერთად თამაშში.

 

იქმნება ზეეროვნული, სუპრანაციონალური სისტემა.

 

« ამერიკული იმპერიისთვის » ვითარება სულ სხვაა.  ამერიკა თავიდანვე მიზნად ისახავდა წესების დადგენას  საერთო წესრიგის შექმნისთვის და არა მარტო კონფლიქტთა მოგვარებისთვის.

ეს გამოიხატა  საერთაშორისო ინსტიტუტების სერიაში // მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო მონეტარული ფონდი,  კომერციის მსოფლიო ორგანიზაცია, და, რა თქმა უნდა, მსოფლიო პარლამენტის ემბრიონი გაერო და მისი ყველა ემანაცია//.

ამას გარდა ამერიკა, განსაკუთრებით ნატოს მეშვეობით, გახდა მსოფლიო ჟანდარმი და შესაბამისად აფინანსებდა  დოლარის როგორც სარეზერვო მონეტის სტატუსის და ნიქსონის დროს ოქროდ კონვერტირების უარყოფის წყალობით.

 

ეს არაა ბრიტანეთის იმპერიის მსგავსად  უძლიერეს სახელმწიფოდ ყოფნა და ამ პოზიციის შენარჩუნება სხვათა ერთმანეთისგან გათიშვის და ერთმანეთთან დაპირისპირების მეშვეობით.

ესაა მსოფლიოს საქმეთა გასაძღოლად საერთო მთავრობის ორგანიზება და ყველა სახელმწიფოს ჩართვა ზეეროვნულ, სუპრანაციონალურ სისტემაში.

 

მიუხედავად ამისა ამერიკა ზეეროვნულ სუპრანაციონალურ სისტემას იყენებს  შდარებით ცალმხრივად ვინაიდან  ის მას აძლევს სხვა ერებზე გაბატონების საშუალებას. ის იღებს ეროვნულ სუვერენიტეტზე მეტ კოლექტიურ ძალაუფლებას, მაგრამ არ თმობს საკუთარ სუვერენიტეტს.

 

   ასეთი იყო თანამედროვე სახელმწიფოთა მშენებელი ევროპელი მეფეების მეთოდიც.

 

  ევროპელი მეფეები არ ცდილობდნენ მარტო უძლიერეს ფეოდალებად გახდომას, ისინი ცდილობდნენ ფეოდალური წყობის მოსპობას.

  ამის გასაკეთებლად მათ ააგეს მთელი სამეფოს მასშტაბის იურიდიული სისტემა რომელიც გაბატონდა განსაკუთრებით მიუკერძოებულობის და კომპეტენციის თავისი გარანტიით და აჯობა  ნაკლებად განათლებულ, სასტიკ და ხშირად კორუმპირებულ ფეოდალთა ლოკალურ სასამართლოებს. მეფეებმა შექმნეს სასამართლოები რომელთაც შეეძლოთ თვითონ ფეოდალთა გასამართლება.

 

   მაგრამ დიდი ნაბიჯი გადაიდგა  მთელი სოციალური კორპუსის, სამღვდელოების, არისტოკრატიის, ბურჟუაზიის წარმომადგელი ინსტანციების შექმნით.  ამან მისცა მონარქიას ფეოდალური წყობის დაგვირგვინების საშუალება. ეს გაკეთდა ინგლისში   პარლამენტით, საფრანგეთში  გენერალური შტატებით, ესპანეთში  მადრიგალის კორტესებით, გერმანიაში   რაიხსტაგით, რუსეთში  ზემსკი სობორით.

ყველა შემთხვევაში ამ კრებათა შექმნა იძლევა მუდმივი გადასახადით დაფინანსებული  საერთო პოლიციის შეიარაღებული ძალის შექმნის შესაძლებლობას. იქმნება რეგალიური სახელმწიფო. ესაა ფეოდალობის დასასრულის დასაწყისი.

1945 წლის შემდე სწორედ ამას აკეთებს აშშ მსოფლიო მასშტაბით : შეიქმნა გაერო და ინსტანციები რომლებიც იძლევა ტრადიციული საერთაშორისო სისტემის დაგვირგვინების საშუალებას.

Bretton Woods-ის შთანხმებები ფუნდამრნტალურად იყო მსოფლიო გადასახადის დაწესება., რაც მდგომარეობს დოლარის პრივილეგიაში რომელიც აშშ-ს აძლევს მსოფლიო პოლიციად გამოყენებული თავისი არმიის დაფინანსების საშუალებას. ეს არმია პოლიცია იცავს კომუნიკაციის გზებს  და რეგულარულარულად იჭერს ბანდიტ დიქტატორებს ან სჯის « არამზადა სახელმწიფოებს».

 

    სვლა უნივერსალური, საყოველთაო სახელმწიფოსკენ

დღეს აშშ არის ის რაც არასოდეს ყოფილა ინგლისი-მონარქი მსოფლიო სახელმწიფოს სათავეში. დღეს ეს სახელმწიფო არსებითად რეგალიურია, ანუ მისი მისიაა წესრიგის დაცვა პოლიციით, ჯარით და მართლმსაჯულებით, მაგრამ მისიათა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

მეფეები სახელმწიფო აპარატის აგების და ფეოდალური წყობის დაძლევის შემდეგ იღებდნენ სულ უფრო და  უფრო მეტ კანონს ყველა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკურში.

ასეა დღესაც.  საერთაშორისო მინეტარულ ფონდს იყენებენ გაჭირვებაში ჩავარდნილი სახელმწიფოებისკენ გადანაწილების იარაღად.  კომერციის მსოფლიო ორგანიზაცია ახლო მომავალში უფრო დირიჟისტულ ორგანიზაციად შეიძლება გადაიქცეს. შეიძლება ვახსენოთ ტრანსატლანტური  თავისუფალი ვაჭრობის ტაფტას  ხელშკრულება რომლის ირგვლივაც დიდი კამათია ატეხილი, და ა.შ.

 

   და სწორედ აქაა საფრთხე მომავლისთვის : გაჩენის შემდეგ სახელმწიფო არ წყვეტს ზრდას. პირიქით, მას   აქვს თავისი საკუთარი ლოღიკა და ის მიისწრაფის აბსოლუტიზმისკენ. საბოლოო ანგარიშით ეს გააკეთა რომმა.  რომის მსოფლიო სახელმწიფო  ხდებოდა სულ უფრო და უფრო  მრავლისმომცველი და მძიმე;  მაგრამ ევროპელი ერების მონარქიულ სახელმწიფოთა მშნებლობის საწინააღმდეგოდ ის დამთავრდა გლობალური დამხობით და არა პარლამენტარიზმით. ბოლოს ეს გველის ჩვენც.

ბრიტანეთის იმპერიის ბუნებისგან რადიკალური განსხვავება გვაფიქრებინებს რომ ამერიკული ჰეგემონია არ გაქრება მომავალ ათწლეულებში.

ამ სისტემაში ჩინეთი და რუსეთი მონარქისადმი ურჩი ფეოდალები არიან და არა მოწინააღმდეგეები.  გუშინწინდელი მონარქიების დიდი ფეოდალების მსგავსად მათაც უჭირთ სამეფო ხელისუფლების გაძლიერების დაშვება და აღიარება.

ეს ურჩი ფეოდალები ცდილობენ უკან დაბრუნებას, რაც არ მოხდება მაგრამ ჩნდება მსოფლიო სამოქალაქო ომის საფრთხე.

 მონდიალიზმი არის  უბრალოდ ხელისუფლების ნორმალური სვლა უნივერსალური, საყოველთაო სახელმწიფოსკენ რაზეც ლაპარაკობდა Toynbee. რომი იყო ასეთი უნივერსალური, საყოველთაო სახელმწიფო.

ამ შმეთხვევაში ხელისუფლების ამ სვლას მუდამ თან ახლავს იდეოლოგია, მაგრამ ამ იდეოლოგიის გაჩენაც ბუნებრივია:  ასეთი საზოგადოებები ქმნიან იდეებს რომლებიც უბიძგებენ ხელისუფლებას გარკვეული ინსტიტუტების შექმნისკენ. ეს ინსტიტუტები ბიძგს აძლევენ საზოგადოებათა მუტაციას, და ა.შ.

დღეს ლაპარაკობენ მონდიალიზმზე, ამბობენ რომ მსოფლიოდ მოქალაქეობა კარგია. ძველად სტოიკოსები ამბობდნენ რომ ბრძენის ქავეყანა არის მსოფლიო.

ისტორიკოს-თეორეტიკოს-ბლოგერი  Philippe Fabry


En savoir plus sur
http://www.lesechos.fr/idees-debats/cercle/cercle-142010-vers-letat-mondial-americain-1167772.php?gbjbBt7cmuzH3s8z.99

 

ამერიკული ჰეგემონია კნინდება, სუსტდება თუ გაძლიერდება? რა ადგილი ექნებათ ხვალინდელ მსოფლიოში ევროპას, რუსეთს, ჩინეთს, მაჰმადიანურ სამყაროს ? რა მუტაციებს განიცდიან დიდი რელიგიები? გადაყლაპავს თუ არა მსოფლიოს რადიკალური ისლამი?

ეს კითხვები უჩნდება ჩვენს თანამედროვეთა უმრავლესობას. ზოგი ფიქრობს იმაზე თუ როგორი იქნება მსოფლიო 100, 500, 1000 წლს შემდეგ.

 Philippe Fabry ცდილობს გაბედული, მაგრამ მეთოდური პასუხის გაცემას.

 

ძველი და თანამედროვე დიდი ცივილიზაციების ისტორიის სისტემატური შედარებით ის ცდილობს ძალიან ხანგრძლივი ისტორიული ციკლების აღმოჩენას. ამით ის მიუყვება არნოლდ ტოინბის // Arnold Joseph Toynbee// ნაირი დიდი ისტორიკოსების კვალს.

ის ავლებს პარალელს ერთმანეთს გადაკიდებული პოლისების ნტიკურ საბერძნეთს, შემდეგ აქეურ ლიგას, ერთმანეთს გადაკიდებული ერების ევროპას, შემდეგ ევროკავშირს შორის.

ის რესპუბლიკური რომის ელვისებრ აღმავლობას და მის იმპერიულ მუტაციას ადარებს ამერიკის ხვედრს…

ის აანალიზებს წარსულს, ფიქრობს მომავალზე და მისი დასკვნები განსხვავდება მოარული ანალიზებისგან.

 

 

 

 

საუბარი Philippe FABRY-სთან // Contrepoints.org, 2015 წლის 18 სექტემბერი,ცოტა შემოკლებით//

 

    აშშ-ს ჰეგემონია ბევრად უფრო  ტოტალური და მოცულობითი გახდება რის შემდეგაც შეიძლება მოხდეს მისი გადაგვარება რობოტიკული ინოვაციით და ეს პოლიტიკური კორუფცია საბოლოო ანგარიშით დაამხობს მას.

 

მოდელი არის ძველი რომის მოდელი  : ამერიკა დღემდე სიტყვა სიტყვით მისდევდა მას და ეს შეიძლება გაგრძელდეს.

 

  ძვ.წ. მეორე-პირველ საუკუნეებში რომში მონების მასიურმა შეყვანამ შესძრა  რომის ეკონომიკური სტრუქტურები, გააკოტრა და უმუშევრად დატოვა რომის მოქალაქეები. მონების შრომა მომაკვდინებელი კონკურენცია იყო რომის მოქალაქეებისთვის, მონებს შეეძლოთ ყველაფრის კეთება. ისინი ასრულებდნენ როგორც ფიზიკურ ისე ინტელექტუალურ სამუშაოებს.

მონები მასიურად, სწრაფად და სისტემატურად იკავებდნენ  თავისუფალ რომაელთა სამუშაო ადგილებს.

 

დაზაფრულმა რომაელებმა შექმნეს ასე ვთქვათ სოციალისტური პარტია populares რომლითაც ისინი სახელმწიფოსგან ითხოვდნენ დაკარგულ არსებობის საშუალებათა კომპენსაციას.

ყველაფერ ამას მოყვა სამოქალაქო ომები რომელშიც გაიმარჯვეს ბელადებმა მარიუსმა, კეისარმა, შემდეგ ანტონიუსმა და ოქტავიუსმა. ამ უკანასკნელმა დააარსა იმპერია.

 

რობოტიკას ექნება იგივე ეკონომიკური შედეგი რაც ჰქონდა რომში მონების მასობრივად, სწრაფად და სისტემატურად გამოჩენას:

 

  ვარაუდობენ რომ 20-30 წელში განვითარებულ ქვეყნებში  ადამიანი-მუშა-მოსამსახურეების ნახევარს შეცვლიან რობოტები.

  ჩვენ ვიცით თუ რა სოციალური მღელვარებები გამოიწვია ინდუსტრიულმა რევოლუციამ და შეიძლება წარმოვიდგინოთ თუ რა არეულობებს უნდა ველოდეთ.

 

მთელ დასავლეთში და სპეციფიურად აშშ-ში ეს  ბევრად უფრო დიდ პოლიტიკურ წონას მისცემს გადანაწილების  მოთხოვნებს. ეს ბიძგს მისცემს პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ცვლილებებს.

ეს ალბათ დამთავრდება ძველი რომაული იტალიის სისტემის მსგავსი სისტემით :  

 

  იქ იყო მონების ექსპლუატატორი უმდიდრესი სენატორების კასტა და სახელმწიფო რომელიც ანაწილებდა სიმდიდრეს და კვებავდა უსაქმურ პლებსს. ჩვენ გვექნება ამერიკა რომლის მოსახლეობის უმეტესობაც იქნება ხალხი რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ატარებს დროს, უყურებს ტელესერიალებს და სპორტულ თამაშობებს.  სახელმწიფო კი მოგების ნაწილს წაართმევს რობოტების გამომყენებელ უმდიდრეს კლასს და გადაუნაწილებს ამ ფულს ამ უსაქმურებს;

დაახლოებით ასეთი « სოციალური პაქტი », მსგავსი იმისა რაც დაამკვიდრა ოქტავიუს ავგუსტუსმა, რომელშიც რენტა დაცულია, სადაც სიმდიდრე განაწილებულია ერთ მუჭა უმდიდრესებსა და სოციალური დახმარებებით მცხოვრებ ბრბოს შორის, სადაც ინოვაცია მოკვდება.

ბოლოს და ბოლოს ამერიკა გადაიქცევა საბჭოთა კავშირის ნაირ ბლოკირებულ და სტერილურ-უნაყოფო რამედ.

   მაგრამ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით გლობალური დომინაციის პოზიციაში მყოფი ამერიკა ჯერ მთელ თავის იმპერიაში გაავრცელებს თავის სისტემას და მერე დაემხობა. ზუსტად ისევე როგორც დაემართა რომს….

 

  22-ე საუკუნისთვის დასავლური ცივილიზაციის მემკვიდრე იქნება ჩინეთი და არა რუსეთი.

 

რუსეთი ვერ იქნება დასავლური ცივილიზაციის მემკვიდრე.

//დღეს დასავლური ცივილიზაცია წარმოადგენს აშშ-ს და ისტორიულად კათოლიკე ევროპის ეთობლიობას, ე.ი. პოლონეთამდე და უნგრეთამდე, მთელი მართლმადიდებელი სამყაროს: ბალკანეთის, საბერძნეთის, აღმოსავლეთი უკრაინის,და, ბუნებრივია, რუსეთის, გამოკლებით//

La Russie ne saurait être l’héritière de la civilisation occidentale. Aujourd’hui, la civilisation occidentale représente l’ensemble des États-Unis et de l’Europe historiquement catholique, c’est-à-dire jusqu’à la Pologne et la Hongrie, à l’exclusion de tout le monde orthodoxe : Balkans, Grèce, est de l’Ukraine, et naturellement Russie//

 

ეს დასავლური ცივილიზაცია თანამედროვე მსოფლიოში შეესაბამება ანტიკურ ელინურ ცივილიზაციას //  თუ ავიღებთ ტოინბის ცნებას// რომელიც აერთიანებდა ბერძნებს და რომაულ იტალიას.

  ამ წყვილის შიგნით ევროპა შეესაბამება პოლისების საბერძნეთს. რომაული იტალია-აშშ-ს; ანალოგია არაა მხოლოდ სხვადასხვა ერთეულს შორის. ანალოგიაა მათ კავშირშიც. აშშ ევროპისთვის ისაა რაც რომი იყო ბერძნებისთვის.

თანამედროვე დასავლეთი ბერძნული ცივილიზაციის მემკვიდრეა რომის მეშვეობით. ამ მოდელის შესაბამისად  ხვალინდელი « დასავლეთი » ევროპული ცივილიზაციის მემკვიდრე იქნება ამერიკის მეშვეობით.

  გეოგრაფიული და დემოგრაფიული მასშტაბის ცვლილების გამო ევროპული ცივილიზაციის მემკვიდრედ საუკეთესო კანდიდატია ჩინეთი .. უფრო ფართოდ მთელი აღმოსავლეთი აზია, მიუხედავად იმისა რომ იქაა ინდოეთიც.

ეს რა თქმა უნდა გულისხმობს იმას რომ ჩინეთში უნდა დამყარდეს ამერიკული დომინაცია. ეს კი მოხდება უახლოეს 10-15 წელში მეტ ნაკლებად ძალისმიერი სცენარების მიხედვით, მეტ-ნაკლებად მძაფრი შეხლა-შემოხლით და შეტაკებებით.

 

   რუსეთი ვერ იქნება დასავლეთის მემკვიდრე,  ის პეტრე დიდის შემდეგ არის ერთგვარი მხოლოდ ევროპის და არა ამერიკის გავლენის განმცდელი ერთგვარი კორძი, ხორცმეტი// excroissance//.

პეტრე დიდის დროიდან რუსეთი თავგამოდებით ბაძავს ევროპას, მაგრამ მუდამ ჩამორჩება:

ჩამორჩება პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით //1905-1917 წლების რევოლუცია არის 1641-1649 წლების ინგლისური რევოლუციის და 1789-1793 წლების ფრანგული რევოლუციის ექვივალენტი//, ჩამორჩება ზნე-ჩვეულებების თვალსაზრისით, და ა.შ..

რუსეთი გავს ანტიკური ხანის მაკედონიას, რომის მეტოქეს, ბერძენთა ახლობელს, მაგრამ არა ნამდვილად ბერძნულს.  ღარიბ დროებით ნათესავს რომელიც მოგვიანებით და დროებით გაბატონდა ბერძნებზე მხოლოდ სამხედრო ძალით.

საუკეთესო შემთხვევაში რუსეთი გახდება დიდი ევროპული დემოკრატია სხვათა მსგავსად ამერიკულ ვასალობაში.  ე.ი. ჩაერთვება დასავლეთში ისე რომ არ იქნება დასავლეთის მემკვიდრე….

 

ბოლოს და ბოლოს ამერიკა გადაიქცევა საბჭოთა კავშირის ნაირ ბლოკირებულ და სტერილურ-უნაყოფო რამედ.

   მაგრამ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით გლობალური დომინაციის პოზიციაში მყოფი ამერიკა ჯერ მთელ თავის იმპერიაში გაავრცელებს თავის სისტემას და მერე დაემხობა. ზუსტად ისევე როგორც დაემართა რომს….

 

ამ დამხობის შემდეგ იქნება  «ახალი შუა საუკუნეები», რომელიც არ იქნება უბრალოდ შუა საუკუნეების დაბრუნება.

   ეს ახალი ხანა თანამედროვეობის მიმართ იქნება იგივე რაც შუა საუკუნეები იყო ანტიკური ხანის აპოგეის მიმართ.

 

მოკლედ რომ ვთქვათ ქსელების და მასზე დამოკიდებული ინდუსტრიის გაქრობის შემდეგ გაჩნდება განსხვავებული, ლოკალურ წარმოებაზე, ხელოსნობაზე და ავტარკიაზე დაფუძნებული განსხვავებული სტრუქტურები. ამას მოყვება ცოდნის, აზროვნების რეგრესია, დაბრუნდება ცრურწმენა. ამის მიზეზი იქნება სწორედ კომუნიკაციის ქსელების გაქრობა.

 

ჩვენი დღევანდელი ტექნოლოგია ვერ აგვარიდებს ამხელა დანაკარგს.

 

ჩვენი ქსელები სოლიდურად ჩანს მაგრამ ბრიუსელის თავზე ასიოდე კილომეტრის სიმაღლეზე რამოდენიმე ასეული კილოტონის ატომური აფეთქება დაწვავს დასავლეთ ევროპის ყველა ელექტრულ სისტემას და ინფორმატიკის ყველა სერვერს. …

 

   ეს იქნება ალექსანდრიის დიდი ბიბლიოთეკის დაწვის ექვივალენტური კატასტროფა.

მაგრამ აქამდე მიუსვლელადაც  დანადგარებს უნდა მოვლა, შრომა, რესურსები, ენერგია.

მე ვფიქრობ რომ შეიძლება გაჩნდეს  მსოფლიო საბჭოთა კავშირის მსგავსი ამერიკული იმპერია და დირიჟიზმი და სახელმწიფოს დამთრგუნველი წონა როგორც ყოველთვის გამოიწვევს სასიცოხლო მნიშვნელობის რესურსების ნაკლებობას, არსებულის თანდათანობით დეგრადაციას, ადამიანურ კომპეტენციათა გაიშვიათებას.   საბოლოო ანგარიშით ეს გამოიწვევს ყველაფრის დაშლა-რღვევას.

 

  რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ახალი გამოგონებებიც. მაგრამ უსაფრთხოების და გაუმჯობესების ახალი ხერხების გამოგონებისთანავე მაშინვე  გამოიგონებენ ხოლმე ნგრევის ახალ-ახალ საშუალებებს.

ადამიანი გენიოსი მწარმოებელ-გამომგონებელია, მაგრამ ამავე დროს ის გენიოსი მტაცებელ-მნგრეველია.

 

   და მერე. საოცარმა ტექნიკურმა გამოგონებებმა მსოფლიო აქციეს ისეთ რამედ რაც თითქოს სულ არ გავს მე-18 საუკუნის მსოფლიოს.

მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა:  რევოლუციურად მიჩნეული ტექნოლოგიების გაჩენის მიუხედავად ევროპელები გაუყვნენ ძველი ბერძნების გზას, აშშ გაუყვა ძველი რომის გზას,

მაჰმადიანები გაუყვნენ ძველი ებრაელების გზას. …

 

   მე ძალიან მიყვარს ლოცვა სიმშვიდეზე  რომლითაც მორწმუნე ღმერთს სთხოვს ძალას რათა მიიღოს ის რისი შეცვლაც არ შეუძლია, სიმამაცე რათა შეცვალოს ის რისი შეცვლაც ძალუძს და სიბრძნეს რათა შესაძლებელი განასხვაოს შეუძლებლისგან.

 

ამითაა საინტერესო ის რასაც ვუძახი ისტორიონომიას, ისტორიის კანონების ძიება: აუცილებელის, გარდაუვალის განსხვავება შემთხვევითისგან რათა არ ხარჯო რესურსები გარდაუვალთან ბრძოლაში, რათა ისწავლო ცუდი მდგომარეობიდან უკეთესად გამოსვლა….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s