ბიბლიოთეკა,ეგოიზმი-სოლიდარიზმი

 

Картинки по запросу bernar de mandevil

Картинки по запросу леон буржуа

ეს უკვე სოლიდარისტი ლეონ ბურჟუაა

ევროპული ბიბლიოთეკა-ბერნარ დე მანდევილი და  ლეონ ბურჟუა, ეგოიზმი და  სოლიდარიზმი. აი ასეთი საქანელაა….

 

მე-17 საუკუნეში გამოჩნდა შთამბეჭდავი მომავლის მქონე დოქტრინა http://classiques.uqac.ca/contemporains/boulad_ajoub_josiane/grandes_figures_monde_moderne/grandes_figures_PDF_originaux/Ch20.pdf

 

1670 წელს ჰოლანდიაში დაიბადა  ეკონომიკური ლიბერალიზმის ფუძემდებელი ფუტკრების ზღაპარის ავტორი ბერნარ დე მანდევილი // BERNARD DE MANDEVILLE//.

მან ფილოსოფია და მედიცინა ისწავლა როტერდამში. ის გახდა ნერვიულ ავადმყოფობათა სპეციალისტი / ამ ავადმყოფობებს მაშინ უწოდებდნენ ვნებებს.  1711 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი იპოქონდრიულ და ისტერიულ ვნებებზე.

მე-18 საუკუნის დასაწყისში ის გადასახლდა ინგლისში რათა იქ ჰქონოდა ექიმის პრაქტიკა. სწორედ ინგლისში დაწერა მან თავისი ფილოსოფიური ფუტკართა ზღაპარი რომელმაც მას სახელი გაუთქვა მთელ ევროპაში.

ის გარდაიცვალა ინგლისში 1733 წელს.

მანდევილი ადრიდანვე დაინტერესდა როგორც პოლიტიკით და ეკონომიკით ისე ზღაპრებით. 1703 წელს მან ინგლისურად თარგმნა ლაფონტენის ზღაპრები და დაუმატა თავისი ნაწარმოებებიც.

 

მანდევილი იმ დროს დაინტერესებული იყო ცხოველთა ზღაპრებით ვინაიდან ისინი იძლევიან ბუნებრივი წესრიგის ხსენების საშუალებას. ადამიანს წარმოადგენენ ცხოველის სახით, მეტიც, ხაზს უსვამენ ვნებათა ტირანიას: ყვავის სიამაყე-ქედმაღლობას, ჭრიჭინას სიზარმაცეს. ესაა თანამედროვე სამყაროს 2 დიდი ფიგურა.

 

2714 წელს მანდევილმა გამოაქვეყნა პატარა წიგნაკი რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია ინგლისში: « ფუტკრების ზღაპარი ანუ კერძო უზნეობა-უწესობებს სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის ». მასში არის ლექსი «უკმაყოფილო სკა ანუ ფლიდები, გაიძვერები პატიოსნებად გადაიქცნენ » და ოციოდე შენიშვნა და ნარკვევები პოლიტიკაზე, ეთიკაზე და ეკონომიკაზე.

 

   ამ ზღაპარმა დიდი გავლენა მოახდინა მე-18 საუკუნეზე. ის ცინიკურად აღწერს იმას თუ რამ გაამდიდრა იმდროინდელი დიდი ბრიტანეთი, რამ განაპირობა იმდროინდელი დიდი ბრიტანეთის მატერიალური კეთილდღეობა.

 

   მანდევილი იქ არ გმობს  ლოთობას, აღვირახსნილობა-თავაშვებულობას,პირომანიას და მსგავს რამეებს. არც აქებს, სხვათა შორის.

მაგრამ ის გმობს წესიერებას, პატიოსნებას, მოკრძალება-თავმდაბლობას.

ის ამბობს  რომ მატერიალური სიმდიდრის შექმნას ხელს უწყობს სიხარბე-გაუმაძღრობა, შური, ქედმაღლობა, ამაოება. ის ხაზს უსვამს იმას რომ უზნეობა და მანკიერებები ეკონომიკურად სასარგებლოა აჩვენებს ინტერესთა ბუნებრივ ჰარმონიას.

ის ამბობს რომ სხვებისთვის ანგარიშის გაუწევლად თავის ინტერესებზე მზრუნველი ეგოისტი მამაძაღლი უფრო სასარგებლოა საზოგადოებისთვის ვიდრე წესიერი და პატიოსანი თავმდაბალი ადამიანი.

მანდევილი ამბობს რომ ეკონომიკურად სასარგებლოა შური, სიხარბე, ინდივიდუალური მოგების ძიება, მომხვეჭებლობა, ქედმაღლობა.

 

ბუნებრივი ჟინი და სიხარბე მუდამ მოქმედებს, მაგრამ დამალულია სოციალურ მდგომარეობაში.

სწორედ ჟინი, ქედმაღლობა სიხარბე უბიძგებს ადამიანს მსახურების აყვანისკენ, ლამაზი სამოსის შეკერვისკენ და ძვირფასი სამკაულების დამზადებისკენ, გამდიდრებისკენ და უანგარიშოდ ფლანგვისკენ თავისი სიყოჩაღის საჩვენებლად.

 

მანდევილი ამბობს რომ მდიდრის სწრაფვა საკუთარი ექსტრავაგანტურობის დაკმაყოფილებისკენ სამუშაოს აძლევს ღარიბებს, ფლანგვა სასარგებლოა და ზომიერება კი მავნეა.

მალთუსმა და კეინსმა ისწავლეს გაკვეთილი.

 

თხზულების გამოქვეყნებისთანავე ატყდა ცხარე დებატები. ეკლესიამ დაგმო მანდევილი.

მანდევილს დაარქვეს « Man-Devil ».– კაცი-ეშმაკი.

 

http://lthinkliberal.org/529/

 

ფუტკართა ზღაპარი, ბერნარ დე მანდევილი //La Fable des Abeilles, Fable of the Bees,

Bernard de Mandeville//.

 

   ზოგი უდიდესი ლიბერალური მოაზროვნე ამ ტექსტს თვლის დამფუძნებელ ტექსტად.

ეს პოლიტიკური ზღაპარი სატირულად გვეუბნება რომ ეგოიზმი სოციალურად სასარგებლო ფენომენია.

  ჰაიეკი და კეინსი ბერნარ დე მანდევილს თვლიან ეკონომიკური ლიბერალიზმის წინამორბედად.

 

ბერნარ დე მანდევილის ეს ტექსტი არის ღია შეტევა ქრისტიანული,სახარებისეული ზნეობის წინააღმდეგ. ესაა ტრადიციულ, ქრისტიანულ ევროპასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ამიტომ არაა გასაკვირი რომ საფრანგეთში გადაწყდა მისი ფრანგული გამოცემის დაწვა.

 

მანდევილის თქმით ღმერთის და მოყვასის სიყვარული ღმერთის და მოყვასის სიყვარულად, მაგრამ ქედმაღალი უზნეო კაცის ეგოიზმი,სიხარბე და გაუმაძღრობა  ამდიდრებს საზოგადოებას და ამიტომ ის უკეთესია ამ სიყვარულზე.

 

მოკლედ იყავი შურიანი, ხარბი, მომხვეჭელი გაუმაძღარი უზნეო  ეგოისტი და ყველაფერი იქნება კარგად, აი ამას ამტკიცებს ბერნარ დე მანდევილი,  « Man-Devil ».– კაცი-ეშმაკი.

 

 

ამის მერე გილიოტინა, ტერორი, ვანდალიზმი, ვანდეის სასაკლაო და მსგავსი რამეები.

 

ლამაზი ლოხუნგების ღრიალის ფონზე მომხდარი ამ უბედურების პროცესში გამოიკვეთა დევიზი  თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და ხალხი დაფიქრდა.

 

https://fr.vikidia.org/wiki/L%C3%A9on_Bourgeois

 

იყო  ფრანგი პოლიტიკოსი, [რეფექტი, დეპუტატი, შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც სენატის ისე ეროვნული კრების თავმჯდომარე, პოლიტიკური მიმდინარეობა სოლიდარიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1920 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოებული ლეონ ბურჟუა // Léon Bourgeois,1851-1925//.

 

http://www.toupie.org/Dictionnaire/Solidarisme.htm

 

აი მისი სოლიდარიზმი//Solidarisme//

 


ეტიმოლოგია : ცნებიდან სოლიდარული, რომელიც მოდის ლათინური “solidus”-დან,  რაც ნიშნავს მთლიანს, მკვრივს, კავშირს რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რაღაც თანხის მოვალეებს.

 

სოლიდარიზმი არის  ადამიანთა შორის სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული მორალური და სოციალური თეორია.

სოლიდარიზმის მომხრეს ჰქვია სოლიდარისტი. სოლიდარისტული ჰქვია იმას რაც ეხება სოლიდარიზმს.

 

პოლიტიკაში სოლიდარიზმი არის ფრანგი პოლიტიკოსი, 1920 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი  ლეონ ბურჟუას//1851-1925// მიერ 1896 წელს თავის წიგნში სოლიდარობა განვითარებული დოქტრინა  რომელიც ეფუძნება ორი თუ მრავალი ადამიანის პასუხისმგებლობას ერთმანეთზე, ან კიდევ ძმურ კავშირს  რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი ვალდებულია ერთმანეთის მიმართ, ყოველი ჩვენგანი უნდა ეხმარებოდეს უბედურებაში ჩავარდნილს.

 

ლეონ ბურჟუას სოლიდარიზმი არის რადიკალური პარტიის ფილოსოფიური და სოციოპოლიტიკური პასუხი როგორც ლიბერალიზმზე ისე სოციალიზმზე რომელიც ეფუძნება თემის, საზოგადოების უმაღლეს წესად მიჩნეულ ურთიერთდახმარებას.

 

სოლიდარიზმის თანახმად ინდივიდუალურ თავისუფლებათა პატივისმცემელი სახელმწიფო როგორც საერთო,საყოველთაო ნების გამოხატულება უნდა ერეოდეს ქვეყნის ცხოვრებაში, სწორედ სოლიდარობის სახელით უნდა დაწესდეს გადასახადი  შემოსავლებზე და პენსიის სისტემა მუშა-მოსამსახურეებისთვის.

 

საფრანგეთში 1970-ან წლებში იყო სოლიდარისტული მიმდინარეობა რომელიც ერთდროულად უპირისპირდებოდა როგორც საერთაშორისო კაპიტალიზმს ისე საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ მარქსიზმს.

 

 

http://www.concoursphilosopher.com/la-solidarite-de-leon-bourgeois/

 

 

 

 

ლეონ ბურჟუას სოლიდარობა

 

La Solidarité de Léon Bourgeois

Publié 27 février 2016 by Comité Concours

Par Éliot Litalien*

ტექსტის წყარო : Daoust, M-K. 2016. Capitalisme, propriété et solidarité. Montréal: Les Cahiers d’Ithaque // Daoust, M-K, კაპიტალიზმი, საკუთრება და სოლიდარობა, მონრეალი, 2016//.

 

ფრანგული ეროვნული დევიზის ცნებები კარგადაა ცნობილი:

თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა.

შეიძლება ვიფიქროთ რომ ისინი მოკლედ აჯამებენ რესპუბლიკის სულისკვეთებას.

მაგრამ მათი მნიშვნელობა ძალიან ორაზროვანია. 

ყოველი ამ კონცეფციის აზრმა, მაგრამ ყველაზე მეტად მათმა კავშირმა, შეიძლება გაამართლოს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი პოლიტიკური მიმართულებები.

ამ არეულობა-ბუნდოვანების დამნახავმა ადამიანებმა ლეონ ბურჟუას // Léon Bourgeois,1851-1925//  მეთაურობით შექმნეს მოძრაობა სოლიდარიზმი// solidarisme//  რომელიც ცდილობს იმის ჩვენებას რომ  დევიზის მიერ მობილიზებული კონცეფციები,მათი ურთიერთობა ადექვატურადაა აღქმული და გაიგება რესპუბლიკური აზრით.

ძმობის ცნების შემცვლელი სოლიდარობის ცნებით ლეონ ბურჟუამ სცადა მარტო თანასწორობაზე მეოცნებე  სოციალისტების და მათი აზრით ჭეშმარიტი თავისუფლების დამცველი ლიბერალების შერიგება, შეთანხმება, მორიგება. მან სოლიდარობა ძმობის აქცენტირებით სცადა იმის ჩვენება რომ თავისუფლება და თანასწორობა არ უპირისპირდებიან ერთმანეთს.

არის კაპიტალიზმი,ლიბერალური ეკონომიზმი, რომელიც  სოციალური სოლიდარობის საზარალოდ მთელ ადგილს უთმობს ინდივიდუალურ თავისუფლებას და არის რევოლუციური სოციალიზმი რომელსაც უნდა არსებული წყობის დამხობა და ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვა თანასწორობის, და, ალბათ, შეიძლება ვიფიქროთ რომ სოციალური სოლიდარობის სასარგებლოდ.

ხოდა ლეონ ბურჟუას და მის სოლიდარისტებს უნდათ ამ ორ უკიდურესობას შორის საშუალო გზის მონახვა.

http://solidarisme.info/leon-bourgeois-theoricien-de-la-dette-sociale/

 

ლეონ ბურჟუას მეორე მთავარი იდეაა სოციალური ვალის იდეა და პრინციპი.

 ამ იდეის თანახმად ყოველი ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე სარგებლობს და ტკბება წინაპართა უთვალავი თაობების ძალისხმევის,გულმოდგინე შრომის და თავდადების შედეგებით.

თუ კი დღევანდელ ადამიანს შეუძლია რამის კეთება და რომელიმე სფეროში მოღვაწეობა ეს ხდება მის წინამორბედთა მიერ დატოვებულის წყალობით. იმის წყალობით რომ საზოგადოება მას აძლევს ამ დიდი მემკვიდრეობით სარგებლობის საშუალებას.

ამიტომ აქვს ყოველ ადამიანს საზოგადოების ვალი.  საზოგადოება ყოველ ადამიანს გადასცემს წინაპართა მიერ დანატოვარ კაპიტალს რომლის ტოლფას კაპიტალსაც ეს ადამიანი ვერ დააგროვებს თავის დღეში.

  ყოველი ადამიანი უნდა ცდილობდეს , სხვათა შორის, დაბადებინვე, დაუმსახურებლად მიღებული  ვალის გაასტუმრებას, ამ  საერთოეროვნული კაპიტალის გაზრდას.

ვალის ეს იდეა არაა ახალი. ოგიუსტ კომტი // Auguste Comte// წერდა :

 «  ჩვენ დაბადებიდანვე გვაქვს ყველანაირი ვალი საზოგადოების მიმართ».

მაგრამ ბურჟუა ამბობს რომ ყველა არ სარგებლობს ერთნაირად წინაპრების მიერ დანატოვარი და საზოგადოების მიერ გადმოცემული კაპიტალით. ზოგი შრომობს და თავის წვლილს დებს წინაპრების მიერ დატოვებული მატერიალური, სოციალური, კულტურული კაპიტალის ზრდაში, ზოგი კი უქნარაა საზოგადოებისგან იღებს ბევრ რამეს და სამაგიეროდ არაფერს ტოვებს.

 

აი ამიტომაა საჭირო სახელმწიფოს გამასწორებელ-გამაწონასწორებელი ჩარევა….

ყველა უნდა გაისარჯოს იმდენად რამდენადაც ტკბება საზოგადოებისგან მიღებულით.

 

სოციალური სამართლიანობა ხორციელდება ამ ვალის გასტუმრებით. ამ ვალის წინაშე ჩვენ ყველა არა ვართ თანასწორი, ჩვენ ვალი უნდა გავისტუმროთ იმის შესაბამისად  რაც მოგვცა საზოგადოებამ. ადამიანები  ბუნებით ინდივიდუალურად დაკავშირებული არიან საზოგადოებასთან…

სოლიდარობა არის პირველი ფაქტი. ის წინ უსწრებს ყოველგვარ სოციალურ ორგანიზაციას. სოლიდარობა არის ძმობის აზრი და არსი.

უნდა დავიწყოთ სოლიდარობით, ჯერ სოლიდარობა, მერე თანასწორობა თუ სამართალი, რაც სინამდვილეში ერთი და იგივეა. და ბოლოს თავისუფლება. თითქოს ეს უნდა იყოს 3 იდეის აუცილებელი რიგი…

 

ლეონ ბურჟუას სოლიდარიზმი უპირისპირდება  სპენსერის სოციალ-დარვინიზმს, რომლის თანახმადაც ცხოვრება არის struggle for life, ბრძოლა სიცოცხლისთვის რომელშიც იმარჯვებს უფრო ძლიერი, უფრო ვერაგი, უფრო დაუნდობელი.

თვითონ დარვინი თავის წიგნში « ადამიანის წარმოშობა »//მე-6 თავი// წერდა    :  «  ახლო მომავალში, შეიძლება უკვე რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, ცივილიზებული რასები მთელ მსოფლიოში მთლიანად განდევნიან ან მოსპობენ ველურ რასებს და დაიკავებენ მათ ადგილს » ; , მაგრამ თვითონ დარვინი ველურ რასებად თვლიდა იმ ხალხებს რომლებსაც არა აქვთ  ურთიერთდახმარების დადებითი სოციალური ინსტინქტები.   

 

    ამას გარდა მე-19 საუკუნის დასასრულის ბიოლოგიის მრავალმა ნაშრომმა აჩვენა რომ  სპენსერის სოციალ-დარვინიზმი მცდარი კონცეფციაა.

ახალშობილმა სოციოლოგიამაც დაადასტურა რომ საზოგადოების წინსვლას განაპირობებს კოოპერაცია-თანამშრომლობა და არა კონკურენცია.

მეტიც, ბუნებისმეტყველებაც და სოციალური მეცნიერებაც აჩვენებს რომ ადამიანი არაა უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრები რობინზონი,  რომ სოლიდარობა იმთავითვე აერთიანებს სოციალური თუ ბიოლოგიური ორგანიზმის ელემენტებს….

მნიშვნელოვანია თავისუფლების საკითხიც: ლიბერალი ეკონომისტებისთვის თავისუფლება არის სახელმწიფოს მინიმალური როლი, წადილის შეუზღუდავად ასრულება.

  სოლიდარისტების აზრით თავისუფალია ის ვისაც ძალუძს თავისი უნარების და ნიჭთა სრულად განხორციელება და განვითარება. ნმუსიკალური ნიჭის მქონე ბავშვის კარგ მუსიკოსად დადგომაა თავისუფლება და არა სულერთია სად სულერთია როდის სულერთია როგორ ყირაზე გადასვლა. და სახელმწიფო, საზოგადოება შეიძლება დაეხმაროს ამაში ადამიანს.

 

 http://laicite-aujourdhui.fr/?Leon-BOURGEOIS-et-la-solidarite

 გავიმეორებთ რომ  ლეონ ბურჟუას აზრით ყოველი ადამიანს დაბადებიდანვე აქვს საზოგადოების ორმაგი ვალი.  ბურჟუა ფიქრობს რომ ყოველი ბავშვი, უღარიბესიც კი,  ახალგაზრდობაში და სწავლის წლებში იღებს სოციალურ მემკვიდრეობას.

თავიდან არის წინამორბედ თაობათა მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. მშობლებმა მას მისცეს არა მარტო საჭმელი. მათ მას ასწავლეს ლაპარაკი, მეტყველება, იარაღის ხმარება და, მოგვიანებით, მისცეს სულ მცირე დაწყებითი განათლება.

ადამიანმა საზოგადოებაში თავისი შრომით უნდა დააბრუნოს სოციალური ვალი რომელიც მან აიღო სწავლის წლებში. ამას გარდა, მან თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ადამიანურ პროგრესში…

 

ლეონ ბურჟუას აზრით « მფლობელს და მესაკუთრეს აქვს არამფლობელთა და არამესაკუთრეთა ვალი » და რომ პრივილეგირებულებს სხვებზე მეტად ევალებათ სოლიდარობის გამოჩენა.

ლეონ ბურჟუას აზრით ადამიანებს აქვთ მომავალ თაობათა ვალი და მათ უნდა იზრუნონ იმაზე რომ მომავალ თაობებს ჰქონდეთ ცხოვრების და საქმიანობა-მოღვაწეობის არსებულზე უკეთესი პირობები.

ადამიანი სრულად და ნამდვილად თავისუფალი იქნება მხოლოდ ამ ორმაგი ვალის გასტუმრების შემდეგ….

 

   აქ ვხედავთ წესრიგის და თავისუფლების შერიგების პლატონურ რჩევას.

 

 

«  რევოლუციამ დაწერა უფლებათა დეკლარაცია, უნდა დავუმატოთ მოვალეობათა დეკლარაცია», თქვა ლეონ ბურჟუამ  1900 წლის მარტში სოციალური განათლების საერთაშორისო ყრილობაზე.

მან შესთავაზა რესპუბლიკური დევიზის შეცვლა დევიზით «სოლიდარობა, სამართალი, თავისუფლება».

პირველი ფაქტი რომელიც წინ უსწრებს ყოველგვარ სოციალურ ორგანიზაციას, სოლიდარობა არის ძმობის ობიექტური აზრი. მაშ, სწორედ სოლიდარობით უნდა დავიწყოთ.

 

ლეონ ბურჟუას სოლიდარიზმი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სწავლა-განათლებას.

მისი აზრით საზოგადოება ვერ იცხოვრებს მშვიდად და უსაფრთხოდ თუ კი მის წევრებს არ აქვთ საერთო წარმოდგენა სიცოცხლეზე, სიცოცხლის მიზანზე, ადამიანის მოვალეობებზე.

ეროვნული განათლების ამოცანაა სულიერი და კულტურული ერთიანობის შექმნა.

ყველას უნდა ჰქონდეს დაწყებითზე მეტი უფასო განათლების მიღების საშუალება.

ბავშვი უნდა იქცეს ჯანმრთელ,სამართლიან, თავისუფალ, კარგად ნასწავლ, სვინდისიერ, ძლიერი ნების ადამიანად…მისი ქვეყნის და მისი დროის მოქალაქედ. აი ამას უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ და ქვეყანამ…

ცოდნა არ უნდა იყოს არც ენციკლოპედიიური და არც მხოლოდ უტილიტარული.

 

განათლების,მასწავლებლების  წესია მაგალითი და არა ტლიკინი.. .. სოლიდარობის პრაქტიკა, მორალური განათლება ბოროტების და სიკეთის ბუნებაზე რამე ფილოსოფიური სისტემის თუ მეტაფიზიკური დოგმის დაძალების გარეშე.

ბავშვმა უნდა ისწავლოს ეგოისტურ ცხოვრებაზე უფრო მაღალი დონის ცხოვრება, ის უნდა ამაღლდეს მოქალაქის ცხოვრებამდე.

 

ლეონ ბურჟუას სოლიდარიზმი ასევე აფუძნებს სოციალურ წინასწარ განჭვრეტას //მოგება-უპირატესობების და რისკების, ხიფათების გაზიარებას. დაახლოებით იგივეა რაც ჭირში და ლხინში ერთად ყოფნა//.

 

 

ლეონ ბურჟყას თანახმად მხოლოდ სოლიდარობის ფილოსოფიას შეუძლია დასახმარებლად გაწვდილი ხელის რესპუბლიკის და არა დასარტყმელად შემართული მუშტის სახელმწიფოს შექმნა.

  ის ქადაგებს  ურთიერთადახმარებას როგორც ერთობლივი ცხოვრების უმაღლეს წესს და არა მარტო  აქტიურ სიბრალულს და გულმოწყალებას.

  ის გაერთიანებისკენ და დაჯგუფებისკენ, სოციალური წინასწარ განჭვრეტის განვითარებისკენ მოუწოდებს ურთიერთდახმარების პატარა საზოგადოებებს….

 

სოლიდარობის სახელით იცავდა ლეონ ბურჟუა მრავალ სხვა რამეს შორის გადასახადს შემოსავალზე და პენსიას მუშა-მოსამსახურებისთვის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s