ჩურლიონისი და ტოლკიენი, ეპოქა

 

Картинки по запросу churlenis

Картинки по запросу churlenis

Картинки по запросу churlenis

Картинки по запросу tolkien

დღვანდელობისგან დაბეჩავებულ ლიტველებს არ ულხინთ. გაუმარჯოს ამ კარგ ხალხს. გავიხსენოთ მისი დიდი შვილი ჩურლიონისი.

 

« …განმეორებულ უზომო შეტევათა ხმაური არყევდა სამყაროს ჩემი კლდის ქვეშ, და ქვეყნის გალავანი დაინგრა ქაოსში. შოკმა ააზანზარა დედამიწა ; შავი კედლის მსგავსად ღმუილით წამოიმართა წყლის მთა, მე დამაყრუა კასკადებად ჩამოცვენილ უბედურებათა შადრევნებმა… »//ტოლკიენი, გავს პერესტროიკას//.

მოკლედ ტოლკიენიც და ჩურლიონისიც ფიქრობდნენ ცივილიზაციის სისუსტეზე, მომაკვდინებელ საფრთხეზე,  შემზარავ ტალღებზე. და ლამაზ ბუნებაზე. ისინი არ გალოთებულან,არ განარკომანებულან, . მათ არაფერი დაუნგრევიათ და თავი არ მოუკლავთ. რევოლუციების და ომების ოხრობათა ხანაში მათ დატოვეს შთამბეჭდავი ლამაზი და დამაფიქრებელი მემკვიდრეობა გაუმარჯოთ.

 

 

 

http://www.cafebabel.fr/societe/article/lituanie-le-pays-le-plus-suicidaire-au-monde.html

 

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს რომ 2009 წელს ლიტვა მსოფლიოში პირველი იყო თვითმკვლელთა რაოდენობით.  ლიტვაში სამჯერ უფრო მეტად იკლავენ თავს ვიდრე ესპანეთში თუ აშშ-ში,11-ჯერ უფრო მეტად ვიდრე საშინლად დაბეჩავებულ საბერძნეთში.  სიცოცხლის ამდენად მოძულების მიზეზებზე და ამ უბედურების შველის გზებზე ბევრს საუბრობენ სპეციალისტები.

   ლიტვის თვითმკვლელობალოგიის // suicidologie//  და ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის ხელმძღვანელის მოსდგილე Alvydas Navickas ახსენებს ქვეყნის ისტორიულ კონტექსტს :

«   მეორე მსოფლიო ომამდე ლიტველთა უდიდესი ნაწილი ბედნიერად ცხოვრობდა სოფლურ ზონებში.   ეს იყო ძლიერი ფესვების მქონე ტრადიციათა ხალხი. ლიტველები დადიოდნენ ეკლესიაში და ძალიან ცოტალიტველი თუ იკლავდა თავს.

მაგრამ იყო ომი, საბჭოთა ბატონობა, უმდიდრესი გლეხები გადაასახლეს ციმბირში. სხვები ჩააბეს კოლმეურნეობებში.

დამთრგუნველი სინამდვილისგან თავის დასაღწევად ლიტველებმა დაიწყეს სმა. მაგრამ ამის მიუხედავად თვითმკვლელობათა დონე წლიდან წლამდე იზრდებოდა.

მაგრამ თითმკვლელობათა რაოდენობა საშინლად გაიზარდა, თვითმკვლელობის დონემ მწვერვალს მიაღწია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994-96 წლებში.

  თავს ჩვეულებრივ იკლავენ დიდი ქალაქების მცხოვრებლები. ლიტვაში კი პირიქითაა. თვითმკვლელობათა დონე ორჯერ გაიზარდა სოფლურ ზონებში.

სოფლებში ადრე  მათხოვრული სამუშაო და ელემენტარული უსაფრთხოება მაინც იყო.  დამოუკიდებლობის შემდეგ არის უმუშვრობა მთელი თავისი ცუდი შედეგებით. დედაქალაქმა, ხელისუფლებამ მიაგდო და უყურადღებოდ დატოვა სოფელი. ინფრასტრუქტურები ცუდია, სოციალური სამსახურების ნაკლებობაა და უმუშვრად, უსაქმოდ დარჩენილი, პერსპექტივის ვერ მნახველი ხალხი ისევ სვამს და ლოთობს ».

ლიტველთა მესამედი ცხოვრობს სოფლად. სიღარიბე სამჯერ უფრო უარესია ვიდრე ქალაქებში.  გლეხობის ნახევარს არა აქვს არც აბაზანა და არც შიდა ტუალეტი. გლეხთა 25 -როცენტს არა აქვს ონკანის წყალი.

აოფლად სიკვდილიანობა 75 პროცენტით მეტია ვიდრე სიკვდილიანობა ქალაქში.

1990 წლიდან ასობით ათასი ახალგაზრდა გაიქცა ლიტვის სოფლური რეგიონებიდან. ამას ამბობს ევროკომიის დავალებით ჩატარებული გამოკვლევა.

მოკლედ სტალინიზმი ისე უნდა დაამარცხო რომ არ ჩავარდე ასეთ შავ დღეში.

 

მოკლედ გორბაჩოვის ფსევდოდემოკრატიამ საშინელ დღეში ჩააგდო ლიტველებიც.

ხოდა ამ ფსევდოდემოკრატიის ჯინაზე მაინც გავიხსენოთ დიდი ლიტველი მხატვარი და მუსიკოსი

,ილსლოიუს  კონსტანტინას ჩურლიონისი // 1875-1911//  შარშან მას 140 წელი შეუსრულდა. ასე მაინც აღვნიშნოთ ამ გაუბედურებული ხალხის დიდი შვილის იუბილე.

 

http://www.visitlithuania.net/publications/what-the-press-say/173-le-meconnu-ciurlionis-sous-les-projecteurs-de-leurope2009

 

ლიტველი მხატვარი და კომპოზიტორი ჩურლიონისი ლიტვაში ითვლება გმირად, გენიოსად, ეროვნულ განძად.

Le peintre s’envole dans le merveilleux de l’apesanteur vers un autre monde qui se joue de la finitude et de la mort.”

 

Marc Chagall, Poète de l’amour. Exposition Atelier Grognard Rueil- -Malmaison, 2005.

 

 

“Si l’art n’est pas pour l’artiste ce chant singulier de la langue de tous les temps, langue élémentaire du coeur et de l’esprit, il n’est rien. Rien si elle n’est langue de poète née dans la saveur et l’étonnement, voulue, conquise révelée au de là de la parole, langue souveraine du silence.”

 

Henri Guérin, Peintre Verrier. Exposition Palais Galliera, Paris, nov. 1976

 

 

 

Le peintre s’envole dans le merveilleux de l’apesanteur vers un autre monde qui se joue de la finitude et de la mort.”

Le peintre s’envole dans le merveilleux de l’apesanteur vers un autre monde qui se joue de la finitude et de la mort.”

 

Marc Chagall, Poète de l’amour. Exposition Atelier Grognard Rueil- -Malmaison, 2005.

 

 

“Si l’art n’est pas pour l’artiste ce chant singulier de la langue de tous les temps, langue élémentaire du coeur et de l’esprit, il n’est rien. Rien si elle n’est langue de poète née dans la saveur et l’étonnement, voulue, conquise révelée au de là de la parole, langue souveraine du silence.”

 

Henri Guérin, Peintre Verrier. Exposition Palais Galliera, Paris, nov. 1976

 

Marc Chagall, Poète de l’amour. Exposition Atelier Grognard Rueil- -Malmaison, 2005.

 

 

“Si l’art n’est pas pour l’artiste ce chant singulier de la langue de tous les temps, langue élémentaire du coeur et de l’esprit, il n’est rien. Rien si elle n’est langue de poète née dans la saveur et l’étonnement, voulue, conquise révelée au de là de la parole, langue souveraine du silence.”

 

Henri Guérin, Peintre Verrier. Exposition Palais Galliera, Paris, nov. 1976

 

 

 

 

 

მისი მამა იყო გლეხი სამხრეთი ლიტვიდან, ძუკიიდან. მას ბავშვობიდანვე იტაცებდა მუსიკა.

მან ახალგაზრდობაში სოფლის მეორღანისგან ისწავლა ორღანოზე დაკვრა.

დედამისი ადელი იყო გერმანელი ადელი, იმ ევანგელისტებიდან რომლებიც გერმანიიდან გაექცნენ რელიგიურ დევნას.  დედამისმა გერმანულის გარდა იცოდა პოლონური და ლიტვური ენები. ის იყო ნაკითხი ქალი, თუმცა ადრე დაობლებულს მას ნამდვილი განათლება არ მიუღია.

მათი დაქორწინებიდან 2 წლის შემდეგ გაჩენილი  კონსტანტის ბავშვობის ენა იყო პოლონური. პოლონურად წერდა ის წერილებს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს.

მაგრამ კონსტანტ ჩურლიონისი დაიბადა რუსეთის იმპერიაში და მისთვის არ ყოფილა უცხო რუსული ენაც და რუსული კულტურაც.

მან ლიტვური ენა მეუღლის დახმარებით ისწავლა მხოლოდ 6 წლით ადრე სიკვდილამდე, 1905 წლიდან. ბავშვობაში მას ესმოდა მხოლოდ ლიტვური სიმღერები და ლიტველ გლეხთა საუბარი.

მან ლიტვა აღმოაჩინა როგორც კულტურული ფაქტი და ლიტვური მემკვიდრეობა მიიღო უკვე სრულწლოვანმა ადამიანმა.

ლიტვა ჩურლიონისისთვის  შეგნებული არჩევანი იყო და არა მოცემულობა. მას შეეძლო პოლონური ან რუსული კულტურის არჩევა, მაგრამ მან აირჩია ლიტვა.

ჩურლიონისი იყო იმათგან ვისაც ХIX—ХХ საუკუნეების მიჯნაზე უნდოდათ ლიტვის გამოყვანა კულტურული ნახევრადარსებობიდან, ლიტვის გადაქცევა კულტურულ რეალობად. 

 

მარტო 1905 წელს გაჩნდა მის სახელში ლიტვური დაბოლოებები და ის გახდა მიკალოიუს კონსტანტინას ჩურლიონისი.

იყო რევოლუციური ძალადობების ხანა, მოდიოდა გლობალური მსოფლიო სასაკლაოები, ჩურლიონისს უნდოდა ამ საზიზღარი სინამდვილიდან გაქცევა.

მაგრამ ის არც გალოთებულა და არც განარკომანებულა.მას არ მოუკლავს თავი. ის გახდა მხატვარი და მუსიკოსი.

ეს მართლაც დიდი გმირობაა.

 ვუნდერკინდი ჩურლიონისი უკვე 7 წლის ასაკში არჩევდა ნოტებს, უკრავდა ორღანოზე თავისუფლად კითხულობდა ფურცლიდან, მაგრამ დიდ კულტურას ის მოგვიანებით დაეუფლა.

მის მშობლებს ჰყავდათ 8 შვილი და არ ჰქონდათ სერიოზული განათლებისთვის საჭირო თანხები. მან 3 წელი გაატარა სახლში, დრუსკინინკაიში მშობლებთან და და-ძმასთან ერთად, დაკავებული იყო მუსიკით და საერთოდ ცხოვრებით.

შემდეგ ის ცხოვრების ბოლომდე სწავლობდა, გრძნობდა რომ მას არ ყოფნის ცოდნა.

მას ჰქონდა წერის ნიჭიც, მაგრამ მან არჩია მუსიკა და ფერწერა.

მას ეყოფოდა სახალხო სასწავლებლის კურსიც იმიტომ რომ როგორც ორღანისტს მას შეეძლო თავის რჩენა. ის უკვე 6 წლის ასაკიდან ცვლიდა ორღანისტ მამას წირვებზე.

მაგრამ კონსტანსტს ბედმა გაუღიმა, ნიჭიერი ბიჭი შეამჩნიეს.

იმ წლებში დრუსკინინკაი გადაიქცა მინერალური წყლებით ცნობილ  მოდურ კურორტად.

უფროსი ჩურლიონისის სახლში იკრიბებოდნენ ჩასული მუსიკის მოყვარულები რომლებიც სიამოვნებინთ უსმენდნე კონსტანტის დაკვრას. ერთ-ერთ ასეთ მსმენელს, ექიმ მარკევიჩს მოუნდა ბიჭის მიყვანა  მელომან თავად ოგინსკისთან//ოგინსკის პოლონეზის ავტორის შთამომავალთან//. ის კი თავისი ფულით ინახავდა საორკესტრო სკოლას სადაც ასწავლიდა ნიჭიერ ბავშვებს თავისი ორკესტრისთვის.

აი ამ სკოლაში მოხვდა 13 წლის კონსტანტი. მან დაიწყო ფლეიტაზე დაკვრის სწავლა, სცადა მუსიკის დაწერა და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა თავად ოგინსკიზე რომ მან იკისრა კონსტანტის შემდგომი სწავლის დაფინანსება.

 შემდეგ იყო ვარშავა, მუსიკალური ინსტიტუტის საფორტეპიანო კლასი // ეს ინსტიტუტი მერე გახდა ვარშავას კონსერვატორია//.

 

 

1 წლის შემდეგ მან შეიცვალა სპეციალობა, ისწავლა კომპოზიცია, დაწერა კანტატა გუნდისთვის და ორკესტრისთვის, პიესები როიალისთვის. ბევრს კითხულობდა დოსტოევსკის, იბსენს, პოს, ჰიუგოს, ჰოფმანს. მას აინტერესებდა ფილოსოფია, ისტორია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ცდილობდა ჩამორჩენის დაძლევას.

 1899 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი. მას შესთავაზეს შესანიშნავი თანამდებობა, ლიუბლინში ახლად დაარსებული მუსიკალური სკოლის დირექტორობა.

მაგრამ ყველას გასაოცრად ღარიბმა პროვინციალმა უარი თქვა ამ თანამდებობაზე.

მისთის მთავარი იყო მუსიკის წერა. მან დაწერა თავისი პირველი დიდი ნაწარმოები დიმფონიური პოემა «ტყეში». ლიტველები ამ ნაწარმოებიდან იწყებენ თავისი პროფესიული მუსიკის ისტორიას და ამ ნაწარმოებს თვლიან თავისი მუსიკის ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად.

 შეიძლებოდა ასე გაგრძელება, მაგრამ 1891 წელს უკვე 26 წლის ჩურლიონისი წავიდა გერმანიაში და შევიდა ლაიპციგის კონსერვატორიაში.

 1902 წელს დიპლომირებული ჩურლიონისი დაბრუნდა ვარშავაში. მან უარი თქვა იქაურ კონსერვატორიაში მუშაობაზე. ის ცხოვრობდა კერძო გაკვეთილებით, წერდა ფუგებს, ფუგეტებს,კანონებს .. მისი კუმირი და მასწავლებელი იყო ბახი//.

ამავე დროს, პარალელურად, მან დაიწყო ხატვა და ხატავდა სერიოზულად.

 

 ის ისევ სწავლობდა, დადიოდა ხატვის კერძო კლასებში, ავსებდა ალბომებს ეტიუდებით, მუდამ ხატავდა.

 

 1904  წელს უკვე 30 წლის  ჩურლიონისი ისევ სტუდენტი იყო ამჯერად ვსრშავას სამხატვრო სკოლაში. მაგრამ მას აღარ ყოფნიდა მუსიკა, ფერწერა, მათი ერთიანობა. ის დაინტერესდა ძველი კოსმოგონიებით, ინდური ფილოსოფიით, ასტრონომიით. ის განსაკუთღებით გაიტაცა რაბინდრანატ თაგორის პოეზიამ და აზრმა.

ამასთან მას არ შეუწყვეტია მუსიკის წერა. მის შავ რვეულებში არის 50-ზე მეტი საფორტეპიანო პიესა. ამბობენ რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით მისი ბევრი ნაწარმოები. 1907 წელს მან დაწერა სიმფონიური პოემა «ზღვა»– ეხლა ისიც ითვლება ლიტვური მუსიკის სიამაყედ. მაგრამ ის პირველად შეასრულეს ჩურლიონისის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ.

  ჩურლიონისს სულ რ უნდოდა თავის გამოჩენა და საზოგადოების წინაშე ამაყ პოზაში დგომა. მას აინტერესებდა საუბარი მის მსგავსად მგრძნობებთან და თანამოაზრეებთან.

ასეთი ადამიანები გამოჩნდნენ მისი ცხოვრების ბოლო წლებში.

 

ნათქვამია რომ ფერწერა,ხელოვნება, არის ფანჯარა უხილავი  არამატერიალური სულიერი სამყაროსკენ. პაულ კლეე ამბობდა რომ მხატვარი არ ხატავს ხილულს, ის უგრძნობლებისთვის, უმწიფარებისთვის და დებილებისთვის უხილავს ხდის ხილულად.

აი ასეთი სიმბოლისტი იყო დიდი ლიტველი ჩურლიონისი.

 

1906 წლის გაზაფხულზე ვარშავას ნატიფ ხელოვნებათა სკოლამ პეტერბურგში მოაწყო გამოფენა.

შთამბეჭდავმა ჩურლიონისმა დააბნია და გადარია მისი იმდროინდელი მნახველები.

სიცოცხლის ბოლოსთვის ჩურლიონისის ცხოვრება უფრო სავსე და უფრო ბედნიერი იყო.

1905 წელს 30 წლის ჩურლიონისი შეხვდა სოფია, ზოსია კიმანტაიტესს რომელთანაც ბედნიერი იყო.

ამ ზოსიამ ასწავლა კონსტანტს ლიტვური ენა, გადასცა მას მათი ხალხის სიმბოლური მემკვიდრეობა და ჩააბა ის ლიტვურ კულტურულ მოძრაობაში.

 

1906 წლის წაფხულში ჩურლიონისმა მოიარა პრაღა, დრეზდენი, ნიურნბერგი, ვენა, მოიარა მუზეუმები, დააგროვა მხატვრული შთაბეჭდილებები.

1909 წლის იანვარში ის დაქორწინდა ზოსიაზე და გაემგზავრა პეტერბურგში.

პეტერბურგში არ ყოფილა არც  სამუშაო და არც ფული მაგრამ ჩურლიონისმა გაიცნო ღრმად გაევროპელებული რუსული კულტურული ელიტა რომლის წევრებს შორის იყო ბევრი გარუსებული კულტურული ევროპელი.

მისი ახალი ნაცნობები და თანამოსაუბრეები იყვნენ დობუჟინსკი//წარმოშობით პოლონელი//, რერიხი//წარმოშობით შვედი//, ლანსერე// წარმოშობით ფრანგი//, მაკოვსკი.

ის დაუახლოვდა წარმოშობით ფრანგ დიდ რუს მხატვარ ალეკსანდრ ბენუას და ჩაერთო მხატვართა გაერთიანება «მირ ისკუსსტვას» საქმიანობაში. ის მონაწილეობას იღებდა გამოფენებში.

არ ყოფილა შემოსავლიანი, ხელფასიანი სამუშაო, თორე ჩურლიონისი სულ მუშაობდა.

მან დიდი სიხარულით დახატა ფარდა ვილნიუსის ლიტვური თეატრისთვის.

ამასთან ერთად ის წერდა მუსიკას.

მისმა მეუღლემ ვერ გაუძლო სიღარიბეს, აქეთ-იქით წოწიალს და დაბრუნდა ლიტვაში.

ჩურლიონისი გადაიტვირთა. ის დიდხანს არ მისულა მხატვარ დობუჟინსკისთან. აღელვებული დობუჟინსკი თვითონ მივიდა ჩურლიონისთან და ნახა რომ ის მძიმედაა ავად.

მან ეს სასწრაფოდ შეატყობინა ჩურლიონისის მეუღლეს ვილნიუსში და მის მეგობარ ჩ.სასნაუსკასს, რომელიც ცხოვრობდა პეტერბურგში.

მეუღლემ ჩურლიონისი წაიყვანა ლიტვაში სადაც მან მუშაობაც სცადა, მაგრამ უკეთესად არ გამხდარა.

1910 წლის დასაწყისში ჩურლიონისი ჩააბარეს ვარშავასთან კლინიკაში სადაც იდიოტებმა მას აუკრძალეს ხატვა, მუსიკის დაკვრა და წერა.

ჩურლიონისმა კიდევ მოასწრო თავისი ქალიშვილის დაბადების ამბის გაგება  და მეუღლისთვის მოკლე წერილის მიწერა.

შმდეგ მოხდა გაუგებარი საშინელება. ჩურლიონისი კლინიკიდან გაიქცა ტყეში. უკვე იყო გვიანი შემოდგომა და თოვლი. ტყეში დიდხანს ხეტიალის შემდეგ ჩურლიონისმა ვეღარ გააგნო გზა, და დაბრუნდა კლინიკაში სადაც მას დაემართა ფილტვების ანთება და ტვინში სისხლის ჩაქცევა.

 

ძველი ჩურლიონისი აღარ დაბრუნებულა. 35 წლის ჩურლიონისი გარდაიცვალა 1911 წლის 10 აპრილს.

   ხელოვნების კრიტიკოსმა Philippe Dagen-მა 2000 წლის ნოემბერში  თქვა რომ ევროპული სიმბოლიზმის ისტორიაში ჩურლიონისს უკავია «ელვით დარტყმული შეპყრობილის » ადგილი.

1875 წელს Varéna-ში დაბადებული ჩურლიონისი 1904 წელს შევიდა ვარშავას  ნატიფ ხელოვნებათა სკოლაში. ვილნიუსში დასახლდა 1906 წელს.  ჩურლიონისმა მოაწყო ლიტველ მხატვართა პირველი გამოფენა. ჩავიდა სანკტ ფეტერბურგში. მისი ტილოები გამოიფინა სანკტ პეტერბურგშიც და მოსკოვშიც.

 მუშაობდა დაუძლურებამდე, დაემართა ნერვული ავადმყოფობა.  1910 წელს ის გააგზავნეს ვარშავასთან ახლოს პუსტელნიკის სანატორიუმში რათა იქ ემკურნალა ნერვული დეპრესია. ერთი წლის შემდეგ ჩურლიონისი იქ გარდაიცვალა პნევმონიისგან.

 

მთლიანობაში ჩურლიონისმა 1903-1909 წლებში დახატა 300-მდე ტილო. ,ან ასევე დაწერა 300-ოდე მუსიკალური წარმოები. 

მისთვის მხატვრობაც და მუსიკაც ერთი ხელოვნება იყო. ამაზე მოწმობს მისი ტილოების სახელებიც

// მზის სონატა, ვარსკვლავების სონატა, პრელუდია და ფუგა…//.  ლიტვაში მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ტრიპტიქი ზღვის სონატა რომლის 3 ნაწილსაც ჰქვია ალეგრო, ანდანტე და ფინალი. ჩურლიონისმა დახატა მღელვარე, შემდეგ წყნარი, და ბოლოს აბობოქრებული ზღვა. ფინალში უზომო ტალღის ქაფი ქმნის მხატვრის ინიციალებს და მზადაა ყველაფრის გადასაყლაპად.

 

სიმბოლიზმსა და აბსტრაქციას შორის მყოფი ჩურლიონისის კლასიფიკაცია ძნელია.

სიურეალისტები არ უარყოფდნენ მის ზოგ ტილოს, ფენტეზის მოყვარულები დააფასებენ მის ფუტურისტულ მოტივებს და ჯადოსნური ზღაპრების სერიას // მეფეები, ციხე-სასახლე, სიმაგრე//.

 

ბურუსის მოყვარულ ჩურლიონისთან ბუნება იძენს  შემაშფოთებელ ადამიანურ ფორმებს.

 «  მე მინდოდა ტალღათა შრიალის, საუკუნოვანი ტყის იდუმალი სიტყვების, ვარსკვლავების ციმციმის, ჩვენი ხალხური სიმღერების და ჩემი უსასრულო დაღლილობა-მოთენთილობის სიმფონიის შექმნა», მიწერა მან 1908 წელს სოფიას…

 

 

 

 

 

http://www.ridoux.fr/spip/spip.php?article70&id_document=496

 

ტოლკიენი და ჩურლიონისი, ძველ დროთა ვიზიონერები

ვილნიუსი- 2005 წლის სექტემბერი

 

Mardi 18 mars 2008 წლის 18 მარტი,  Charles RIDOUX

 

 

სხვადასხვა კულტურული არეების, სხვადასხვა ეპოქის კუთვნილი მწერალი  ტოლკიენის და მხატვარი ჩურლიონისის ერთმანეთთან დაკავშირება ერთის შეხედვით უცნაური ჩანს.

მაგრამ მათ შორის არის ღრმა სულიერი ნათესაობა.  ორივე ვიზიონერის კლასიფიკაცია მათ სფეროებში შეუძლებელია.

ყოველმა მათგანმა შექმნა დიდად ორიგინალური და თავისებურად ლამაზი წარმოსახვითი სამყარო.

 

უეჭველია ერთადერთი : 1875 წელს დაბადებულ და 1911 წელს გარდაცვლილი ლიტველი მხატვარი და კიმპოზიტორი მიკალოიუს კონსტანტინას ჩურლიონისი  ვერ წაიკითხავდა 1892 წელს დაბადებული და 1973 წელს გარდაცვლილი ინგლისელი მწერალი J.R.R. Tolkien-ის თხზულებებს და თითქმის უეჭველია რომ ტოლკიენი არ იცნობდა ჩურლიონისის შემოქმებას მიუხედავად იმისა რომ ის დაინტერესებული იყო ჩრდილოეთი ევროპის მითოლოგიებით.

ჩურლიონისის შემოქმედება ისტორიულ გარემოებათა გამო განზე დარჩა მეოცე საუკუნის დიდი კულტურული მიმდინარეობებისგან.

 

ტოლკიენს და ჩურლიონისს არ მოუხდენიათ გავლენა ერთმანეთზე.

მათ სულიერ ნათესაობას განაპირობებს ეპოქის სული რომელიც უნდა გამოვლენილიყო სხვადასხვანაირად და სხვადასხვა ადგილას.

 

ორივემ იკვლია ხელოვნების 2 სფერო.  ჩურლიონისი ერთდროულად იყო მუსიკოსიც და მხატვარიც. მუსიკოსის მოწოდება მან მემკვიდრეობით მიიღო ოჯახიდან. ის უფრო მხატვრობისკენ იყო მიდრეკილი, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე აგრძელედა მუსიკალურ ნაწარმოებთა წერას.

ფილოლოგი და მწერალი ტოლკიენი ამავე დროს იყო ნიჭიერი მხატვარი და მხატველი, თუმცა მას პირველ რიგში უყვარდა ენა, თხრობა.

უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა რომ ისინი გვიჩვენებენ სამყაროს რომელსაც თითქოს არაფერი აქვს საერთო მოძალადეებით და მძულვარებით შეპყრობილებით სავსე ჩვენს ჩვეულებრივ სამყაროსთან მაგრამ რომელიც მკვიდრდება თავისი სილამაზით და დიდებულებით.

მათ მიერ ნაჩვენები გაბოროტებული  დღევანდელობისთვის უცხო ლამაზი და დიდებული სამყარო ჩვენში აღვიძებს უხსოვარ მეხსიერებას რომელსაც შევყავართ ლეგენდების და ფუძემდებელი მითების ძველ სამყაროში.

 

ტოლკიენის და ჩურლიონისის თემები უცნაურად ახლოა ერთმანეთთან. ისინი თითქოს შთაგონებულები არიან ერთმანეთთან ახლო წყაროებით.

ორივე ხედავს ქაოსიდან გამოსულ კოსმოსს, ორივეს აქვს ციკლური და დაკნინების გზაზე დამდგარი ისტორიის ხილვა, ორივე ელის კატაკლიზმურ ძვრებს.

ორივე ხედავს ცივილიზაციის სისუსტეს და მისი ქაოტური დამხობა-ნგრევის საფრთხეს. ..

ტოლკიენზე ძალიან მოქმედებდა მთელი კონტინენტის მშთანმთქმელი უზარმაზარი ტალღის ხილვა რომელიც ბუნებრივად გვაფიქრებინებს პლატონის მიერ ნახსენებ ატლანტიდაზე.

ატლანტიდის დაღუპვის ამბავი ტოლკიენს ზარავდა ბავშვობიდან. და მისმა ერთ-ერთმა შვილმა  მაიკლმა მემკვიდრეობით მიიღო ეს კოშმარი.

ტოლკიენის თხზულებებში ყველაფრის მშთანმთქმელი ეს ტალღა მრავალჯერაა წარმოდგენილი.

ის განსაკუთრებით ჩანს მეორე ხანის დასასრულში რომელიც მთავრდება შორეულ დასავლეთში შუა მიწასა და ვალარების დალოცვილ სამეფოს შორის არსებული პრესტიჟული კუნძული ნუმენორის შთანთქმით..

მეორე ხანის დასასრულს გიგანტური ტალღით მთავრდება Silmarillion-ში  თხრობა ნუმანურის წალეკვა ჩაძირვაზე:

ბოლოს მთასავით მაღალი მწვანე და ყინულოვანი, ქაფიანი ტალღა დაფარავს მიწას  თავის წიაღში წაიღებს  ვერცხლზე, სპილოს ძვალზე და მარგალიტებზე უფრო წმინდა დედოფალ ტარ-მიურიელს. მას დააგვიანდა  მენელტარმაზე საკრალური ადგილის ფერდობებზე ასვლა.

მას წაიღებენ წყლები და მისი ყვირილი დაიკარგება ქარში ( Silmarillion, გვ. 276)

 

 

 

Cette «  მთასავით მაღალი, მწვანე,გაყინული ქაფიანი ტალღა» იმ წუთში გვახსენებს  ჩურლიონისიხ ზღვის სონატის ტალღას, ველურად დინამიურ საშინელ აღმავალ დიაგონალს…

 

ტოლკიენმა 1917 წელს დაწერა ლექსი რომელიც ყვება ელფთა სამეფოს, გონდოლინის ფარული ქვეყნის დამხობაზე :

განმეორებულ უზომო შეტევათა ხმაური არყევდა სამყაროს ჩემი კლდის ქვეშ, და ქვეყნის გალავანი დაინგრა ქაოსში. შოკმა ააზანზარა დედამიწა ; შავი კედლის მსგავსად ღმუილით წამოიმართა წყლის მთა, მე დამაყრუა კასკადებად ჩამოცვენილ უბედურებათა შადრევნებმა (Hammond, გვ.. 45-46)

 

ტოლკიენისთისაც და ჩურლიონისთვისაც წარმოსახვის, ფანტაზიის პრივილეგირებული ადგილებია ზღვა და ტყე.

რა თქმა უნდა ესაა ჩურლიონისის 2 სიმფონიური პოემა. მან ზღვა გაიცნო ბალტიკის სანაპიროზე, პალანგაში, ოქროსფერი ქვიშის დიუნებზე.

განსაკუთრებით ხეების მოყვარული ტოლკიენიც მოხიბლა ბუნების ამ ორმა ელემენტმა….

 

   ჩურლიონისთანაც და ტოლკიენთაც იგრძნობა კოსმიური განზომილება რომელიც მიდის შესაქმემდე.

 1977 წელს ტოლკიენის შვილი კრისტოფერის მიერ გამოქვეყნებულ ტოლკიენის  Silmarillion-ში  არის შესაქმის შთამბეჭდავი მოთხრობა.  ესაა ღვთაებრივი სულები აინურების მიერ შესრულებული დიდი მუსიკა. ეს მუსიკა მისდევს ერთადერთი ღმერთი ერუს მიერ შეთავაზებულ თემებს.

მაგრამ თვითონ შესაქმის, სამყაროს შექმნის აქტი რჩება ერუს უმაღლეს პრეროგატივად. მხოლოდ ერთადერთი ღმერთი ერუ სწვდება მარადიულ ალს, ის წარმოთქვამს შემოქმედ სიტყვას…

 

  არადა შესაქმის ეს თხრობა, რომელსაც ტოლკიენთან ქვია აინურთა საგალობელი გამოხმაურებას ნახულობს ჩურლიონისის ორ სურათში.

ჩურლიონისის « შესაქმის ციკლის » მეორე და მესამე სურათი წარმოადგენენ შემოქმედის იერატულ სახეს და შემოქმედ სიტყვას, არის ღმერთის ძალის სიმბოლო ხელიც.

 

ჩურლიონისის სურათზე Rex //1909// არის სიცოცხლის და შემოქმებითი ძალის წყარო მარადიული ალის, პირამიდიდან ამომავალი თეთრი ალის მოტივიც…

Verlyn Flieger-ის წიგნი Splintered Light იკვლევს ტოლკიენის სამყაროს სამყაროში უქმნელი სინათლის  გარდატეხის თემაზე დაყრდნობით.  პლატონის ფილოსოფიასთან თუ ფსევდო დიონისე არეოპაგელის თეოლოგიასთან ახლო კონცეფციის თანახმად  არსებათა იერარქიის უმდაბლეს პოლუსზეა ბნელი ბატონი რომელიც ტოლკიენის შემოქმედებაში თავიდან განსახიერებულია Morgoth-ის ფორმით. Morgoth წარმოადგენს  სამყაროს ფიზიკურ ბუნებაში ჩაწერილ ბოროტებას.// სიცხის და სიცივის უკიდურესი მანიფესტაციები,, ვულკანები და მარადიული ყინულები//.

არის კიდევ საურონი, რომლის მიზანიცაა ღვთაებრივი შესაქმის გარყვნა-გადაგვარება და ქმნილებათა, განსაკუთრებით ელფთა და ადამიანთა სულებზე ბატონობა.

 

თემა ჩრდილისა რომელიც ვრცელდება დედამიწაზე  არის « ბეჭდების მბრძანებლის » ერთ-ერთი დომინანტა. სწორედ ამ ჩრდილისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იქმნება ბეჭდის საზოგადოება.

ამ საზოგადოებას მფარველობენ მცველები  რომელთაც შეუძლიათ გამრყვნელი ძალის მომხიბლაობისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ჩურლიონისის ზოგი სურათიც აჩვენებს სამყაროს რომელზეც შეიძლება გაბატონდეს წყვდიადის ძალა…

    გილიოტინების, ვანდალიზმების, ვანდეის სასაკლაოს და ომების შმდგომ მე-19 საუკუნის დასასრულის და მსოფლიო ომების და ლენინის მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ხელოვნების და ლიტერატურის საყვარელი თემაა დაღუპულ-შთანთქმული, გამქრალი ქვეყნები და სახელმწიფოები.

ტოლკიენთან Silmarillion ყვება Morgoth-ის სიძულვილის და ელფ პრინცთა განხეთქილებების გამო დაღუპული ელფთა სამეფოების ტრაღიკულ ისტორიას. …

 

მოკლედ ტოლკიენიც და ჩურლიონისიც ფიქრობდნენ ცივილიზაციის სისუსტეზე, მომაკვდინებელ საფრთხეზე,  შემზარავ ტალღებზე. და ლამაზ ბუნებაზე.

 

ისინი არ გალოთებულან,არ განარკომანებულან, . მათ არაფერი დაუნგრევიათ და თავი არ მოუკლავთ. მათ დატოვეს შთამბეჭდავი ლამაზი და დამაფიქრებელი მემკვიდრეობა გაუმარჯოთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s