სეპარატიზმებიც, მოდაა ეგეთი

 

 

http://www.the-american-interest.com/2014/09/17/will-scottish-independence-create-a-bandwagon-effect/

 

 

სეპარატიზმები, რა გველის ხვალ ?

 

L’« მოდის ეფექტი» //ფრანგულად effet de mode// (ზოგჯერ ინგლისურად უწოდებენ andwagon effect-ს,რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს   : « ვაგონი სადაც არის ორკესტრიle ») განსაზღვრავს ჯოგურ მოძრაობას, როდესაც გაურკვეველი დამიანები იქცევიან ნახირივით, ბრმად მიყვებიან ბელადს,ყოჩს, ან ბაძავენ უმრავლესობას.

 

პოლიტოლოგები ამ ცნებით აღწერენ  არჩევნების დროს ზოგი გაურკვეველი ამომრჩევლის ქცევას. ეს ამომრჩევლები ბოლო წუთში ხმას აძლევენ სავარაუდო უმრავლესობის წაბაძვით და ასე ფიქრობენ გამარჯვებულთა ბანაკში მოხვედრას.

 

 იქნება თუ არა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამომცხადებელი შოტლანდია ის ყოჩი რომელსაც გაყვება ჯერ-ჯერობით გაუბედავ სეპარატისტთა და სეცენიონისტთა უმრავლესობა ?

Giovanna Maria Dora Dore // ცოტა შემოკლებული  თარგმანი ინგლისურიდან//

 

  შოტლანდიის რეფერენდუმმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის თაობაზე შეიძლებაა გააძლიეროს დამოუკიდებლობის მოთხოვნები მთელ ევროპაში.

 

ეს იქნება ავსტრიის, ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის სახელმწიფოთა  სიმტკიცის გამოცდა.

 

  არის   ავტონომიური კატალონია თავისი ენით და კულტურით. კატალონიელ სეპარატისტებს სულ არა აქვთ სხხვა ესპანელების მიმართ სოლიდარობის გრძნობა. ისინი ითხოვენ კატალონიაში აკრეფილი გადასახადების უდიდესი ნაწილის კატალონიაში დატოვებას და დამოუკიდებლობას ესპანეთისგან.

 

 უბედური ესპანეთის გაჯიჯგვნას აპირებს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ვალენსიაც….

 

არის კორსიკაც. კორსიკელი სეპარატისტები საფრანგეთის ხელისუფლებისგან ითხოვდნენ კორსიკელი ერის და მისი უფლებების აღიარებას. ეს ეწინააღმდეგება საფრანგეთის ნსტიტუციას და პარიზი ამაზე არ თანხმდებოდა. ამიტომ კორსიკელი სეპარატისტები 1970-ანი წლების შუა ხანებიდან მიმართავდნენ ძალადობას.

 

2001 წელს საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო აქტი რომლის თანახმადაც კუნძულის რეგიონალურ კრებას მიეცა გარკვეული ავტონომია,  ვითარება დაშოშმინდა, მაგრამ კაცმა არ იცის რამდენი ხნით.

 

 

იტალიაში არის სამხრეთ ტიროლის, Südtirol-ის საკითხი რომელიც ერთმანეთს უპირისპირებს იტალიას და ავსტრიას.  ეს რეგიონი იტალიას შეუერთდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

1970-ან წლებში მოხდა შეთანხმება,  და რეგიონმა მიიღო მნიშვნელოვანი თვითმმართველობა.

 

მაგრამ არის სამხრეთი ტიროლის თავისუფლების პარტია //South Tyrolean Freedom Party// რომელიც არ იღებს ამ შეთანხმებას. მას უნდა იტალიისგან გამოყოფა და ავსტრიასთან შეერთება. ის ითხოვს რეფერენდუმს თვითგამორკვევის თაობაზე.

 

სამხრეთი ტიროლის გერმანელებს აქვთ კიდევ  სამხრეთ ტიროლის ხალხის პარტია  რომლის ხელმძღვანელიც ამბობს რომ სამხრეთ ტიროლის ავტონომია იტალიის შიგნით სავსებით აწყობს მის ხალხს.

მაგრამ სეპარატიზმის იდეა ხიბლავს ახალგაზრდებს და ზოგ ჟურნალისტს. ასე რომ ყველაფერი წინაა.

 

   იტალიის ყველაზე მდიდარ რეგიონებს შორის სამხრეთ ტიროლის გარდა არის საკუთარი კულტურის და ისტორიის მქონე Veneto-ც.

1948 წელს  იტალიის ომის შემდგომი კონსტიტუციის მიღების  შემდეგ  ვენეტოს მკვიდრები უკმაყოფილოები იყვნენ იმით რომ მათ არ მიიღეს საგანგებო ავტონომიური სტატუსი.

1970-ან წლებში გაჩენილი რეგიონალისტური მოძრაობა Liga Veneta ითხოვს თვითგამორკვევას.

ბოლო 25 წელში ეს ლიგა გადაიხარა დამოუკიდებლობისკენ.  იტალიის ეროვნულ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად ის შეუერთდა პოლიტიკურ ჯგუფ ჩრდილოეთის ლიგას.

2014 წელს მარტში იყო online-რეფერენდუმიც  სეცესიის თაობაზე. მონაწილეთა 89 პროცენტმა მოინდომა იტალიისგან გამოყოფა. მაგრამ ეს რეფერენდუმი არალეგიტიმურად ჩაითვალა.

 

http://www.lemonde.fr/europeennes-2014/article/2014/03/21/les-venitiens-massivement-favorables-a-leur-independance_4387610_4350146.html

 

 

ეს უკვე ფრანგული გაზეთი Le Monde-დანაა.

 

21.03.2014 . დღეს რომ კითხოს ვინმემ ვენეციის მკვიდრებს უნდათ თუ არა მათ დამოუკიდებლობა მათი უმრავლესობა მოინდომებს იტალიისგან გამოყოფას და დამოუკიდებლობას.

 

ეს გამოირკვა Plebiscito.eu-დ წოდებული კომიტეტის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად.

 

ამ გამოკითხვას არ ექნება იურიდიული თუ პოლიტიკური შედეგი, მაგრამ ის მხარს დაუჭერს ვენეციის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნას.

 

 

ვენეცია იტალიური «იმპერიის»  « პერიფერიაზე»

 

 შუა საუკუნეებში და შემდეგ  იყო დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალის მქონე ვენეციის რესპუბლიკა რომელიც დაემხო ნაპოლეონ ბონაპარტეს პირისპირ 1797 წელს.

ხოდა ამ  ბრწყინვალე და დიდებული ვენეციის აჩრდილი მოსვენებას არ აძლევს არც დღევანდელ ვენეციელებს.

 

ვენეციის გუბერნატორმა Luca Zaia-მ უცხოურ პრესას უთხრა რომ იტალიის დედაქალაქი რომი

 «  დღესაც ფიქრობს რომ არის იმპერიის დედაქალაქი და მათ//ვენეციელებს//  თვლის ამ იმპერიის პერიფერიად. «  ჩვენ, ვენეციელებს, გვაქვს შეგრძნება იმისა რომ ვემსახურებით რომს და ვუხდით მას გადასახადებს», რეგიონი დაახლოებით 71 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადებს უხდის რომს და იღებს ნაკლებ ინვესტიციებს და სერვისებს, მისი აზრით.

 

 რეფერენდუმის მოწყობა მოითხოვს რეგიონალური საბჭოს თანხმობას, რის შემდეგაც ეს მოთხოვნა უნდა გადაეცეს ეროვნულ პარლამენტს. ამ ეტაპების პოზიტიურად გავლის და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ  მთავრობა მას ალბათ გამოაცხადებს არაკონსტიტუციურად, მაგრამ ვენეციის დამოუკიდებლობის მომხრეები იბრძოლებენ თავისი მიზნის მიღწევამდე, ამბობს პატივცემული პოლიტიკოსი.

 

 

ისევ ინგლისური ტექსტი

იტალიის გამჯიჯგვნელთა ჯგუფში არის მისი სანაპიროდან 20 მილის მოშორებით მდებარე სარდინიაც.

იქ იყო სარდინიის სამეფო და ამიტომ მას ჰქონდა ნახევრად დამოუკიდებლობის სტატუსი. მას საგანგებო სტატუსი ჰქონდა იტალიის 1948 წლის კონსტიტუციაშიც.

ეს მოხდა იმიტომ რომ მსოფლიო სასაკლაოებს შორის იქ იყო ძლიერი ნაციონალისტური მოძრაობა. ნაციონალისტები  მოითხოვენ თვითგამორკვევას ფედერაციად გადაქცეული იტალიის შიგნით და სარდინიის განსაკუთრებულობის აღიარებას.

2012 წელს კი მათ მოითხოვა ოფიციალური რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე//ჯერ-ჯერობით ამაოდ//….

მოკლედ, შოტლანდიის დამოუკიდებლობას შეიძლება დიდი ამბები მოყვეს.

მაგრამ თავისი საკუთარი ქვეყნების დაჯიჯგვნის მომხრეთა სიაში სხვებიც არიან.

ასე მაგალითად ფედერალური სტრუქტურის მქონე ბელგია შეიძლება გაჯიჯგნონ ჰოლანდიურად მოლაპარაკე ბელგიელმა ფლანდრიელებმა და ფრანგულად მოლაპარაკე ბელგიელმა ვალონებმა.

 

  ბელგიის გაჯიჯგვნას გაართულებს ის რომ ამისთვის საჭიროა  ფლანდრიელებით გარშემორტყმული ფრანგულად მოლაპარაკე დედაქალაქი ბრიუსელის თანხმობა.

მაგრამ დავა-ჯიჯღინი გრძელდება.

 

სეპარატისტები მრავლდებიან ავსტრიის უფრო ხორვატებით და სლოვენებით დასახლებულ პროვინციებში შტირია და კარინთია.

ალბანეთში სულ უფრო და უფრო ითხოვენ ავტონომიას იქაური ბერძნები.

 სერბეთს ეხლა ჯიჯგნიან ვოევოდინას უნგრელები რომლებიც მოითხოვენ რეფერენდუმს სერბეთისგან გამოყოფის და უნგრეთთან კონფედერაციის თაობაზე.

უნგრელები ეხლა შეადგენენ ვოევოდინას მოსახლეობის ორმოც პროცენტზე მეტს.

   მსგავსი სცენარი ვითარდება რუმინულ ტრანსილვანიაში სადაც კავშირი  უნგრული ტრანსილვანიის გამოცოცხლებისთვის // the Union for the Revival of Hungarian Transylvania// მოითხოვს ტერიტორიულ ავტონომიას ტრანსილვანიის სამ რეგიონში….

სეპარატისტების აზრით მათი სუვერენიტეტი არ ეწინააღმდეგება უფრო მჭიდროდ გაერთიანებული ევროპის წევრობას// გავს აკადემიკოს სახაროვის სცენარს-დავჯიჯგნოთ საქართველო და ნაწილ-ნაწილ გავაერთიანოთ ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირშიო,მოითხოვდა ის 1989 წელს//.

 

   შემოკლებით ნათარგმნი ამ ინგლისური წერილის ავტორია პოლიტიკური ეკონომისტი ადრე მსოფლიო ბანკში, ჯოვანნა მარია დორა დორე

//Giovanna Maria Dora Dore is a political economist, formerly at the World Bank and currently a fellow in the Asian Studies Program at the School of Advanced International Studies of the Johns Hopkins University.//

 

 

 

   ამ სეპარატიზმებს ყავს გარკვეული მხარდამჭერები, აი მაგალითიც

 

 არის ევროპული საპარლამენტო ჯგუფი მწვანეები/ თავისუფალი ევროპული ალიანსი, ევროდეპუტატებთა ჯგუფი Verts/ALE

 

 1999 წლის ივლისში შემდგარი ამ ჯგუფის წევრები არიან ეკოლოგისტები და უსახელმწიფო ერების წარმომადგენლები რეგიონალისტები »),  2014 წლის მაისის არჩევნების შემდეგ მასში არის 50 ევროდეპუტატი

 

    თავისუფალი ევროპული ალიანსის წვლილი ამ ჯგუფის მანიფესტში

 

 

 Contribution de l’ALE au manifeste commun du Groupe des Verts/ALE

 

   თავისუფალი ევროპული ალიანსის მანიფესტი, 2004 //ცოტა შემოკლებით//

 

სუვერენიტეტი, სოციალური სამართლიანობა, სუბსიდიარობა

 

მრავალფეროვნების ევროპისკენ

ჩვენ ამ არჩევნებისთვის კამპანიას ვატარებთ იმიტომ ჩვენი ქვეყნები უკეთ იყვნენ წარმოდგენილნი ევროპაში. ჩვენ ვმუშაობთ ორ ფრონტზე. ჩვენი წარმომადგენლები შემოგთავაზებენ რადიკალურ და პროგრესისტულ წინადადებებს.

ჩვენ გვინდა სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხარისხიანი ცხოვრება და სიმდიდრეთა სამართლიანი განაწილება…

ჩვენ გვინდა ჯანსაღი ბუნებრივი გარემო და უკეთესი სამყარო დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის….

 

 

 

 (2)   ეროვნული სახელმწიფოების დრო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მონოლითური ევროკავშირი სადაც ძალაუფლება იქნება უძლიერეს სახელმწიფოთა ხელში. ევროპის პატარა თუ უსახელმწიფო ერებისთვის ეს დემოკრატიის საწინააღმდეგო რამეა…

 

  1. თავისუფალი ევროპული ალიანსი, ევროპის ხალხების დემოკრატიული პარტია ათწლეულობით იბრძვის პატარა და უსახელმწიფო ერების უფლებებისთვის.

ჩვენ სრულად უნდა ვიყოთ წარმოდგენილები ევროპაში თუ კი გვინდა რომ სავსებით იყოს დაკონკრეტებული ჩვენი ქვეყნების ისტორიული უფლებები და თუ კი გვინდა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკათა გაუმჯობესება.

ჩვენი ყოფნა უკვე იგრძნობა ევროპულ ინსტიტუტებში, მაგრამ ჩვენი ძალა ამომრჩეველთა მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

ევროპის არც ერთი დიდი პარტია //კონსერვატორები, სოციალისტები თუ ლიბერალები// არ იცავს ევროპის უსახელმწიფო ერებს.  მათ უნდათ ჩვენი ერების გაძევება ევროპის პერიფერიაზე და ეს არაა საკმარისი.

  1. თავისუფალი ევროპული ალიანსი შედგება უსახელმწიფო ერებისგან და ერთეულებისგან რომელთაც აქვთ მეობის ძლიერი გრძნობა.

ჩვენი ჯგუფის წევრი პარტიები არიან :

 

 

Bloque Nacionalista Galego, Esquerra Republicana de

Catalunya, Eusko Alkartasuna, Fryske Nasjonale Partij, Libertà Emiliana

Nazione Emilia, Liga

Fronte Veneto, Ligue Savoisienne, Mebbyon Kernow, Mouvement Région Savoie, Part

ei der

Deutscsprachigen Belgier, Partido Andalucista, Partit Occitan, Partito Sardo d’Azione, Partitu

di a Nazione Corsa (PNC), Plaid Cymru, Rainbow

Vinozhito, Scottish National Party, Silesian

Autonomy Movement (Ruch Autonomii Slaska), Slovenska Skupnost,

Spirit, Union Démocratique

Bretonne, Union du Peuple Alsacien, Union für Südtirol, Union Valdôtaine, Unitat Catalana

(Partis observateurs: Partido Nacionalista Vasco, Partit Socialista de Mallorca

Entesa

Nacionalista, Moravian Democratic Party, Transilva

nian Party, Hungarian Federalist Party,

Lithuanian Polish People’s Party, Chunta Aragonesista)

(5)Au cours de la législature 1999

 

,მოკლედ არიან ბასკები, სილეზიელები, სლოვენები,ბრეტონელები, ელზასელები, სამხრეთტიროლელები, კატალონელები, ვენეტოელ-ვენეციელები,შოტლანდიელები, მორავიელები, ლიტვის პოლონელები. და ა.შ.

 

2004 წელს ევროპარლამენტში იყო ჩვენი 9 დეპუტატი // შოტლანდიელი,უელსელი, ფლანდრიელები, ბასკები,გალისიელები, კატალონელები და ანდალუზელი//.

ჩვენმა კავშირმა მწვანეებთან ჩვენ გადაგვაქცია ევროპარლამენტის ზომით მეოთხე ჯგუფად.

 

მოკლედ საკმაოდ გავლენიან ძალებს უნდათ  ევროპის ისტორიული ქვეყნების დაჯიჯგვნა.

 

ნამეტანი საინტერესო მომავალი გველის, წინდახედულობა, ჭკუა,სიფრთხილე და მობილიზაციაა საჭირო,…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s