მკაცრი ეკონომიის პოლიტიკაზე

 ევროპული პრესა მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის შედეგებზე

http://www.1jour1actu.com/monde/cest-quoi-lausterite/

Pauline Martineau

 მაშ, ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა არის და რას შვრება მკაცრი ეკონომიის, მკაცრი ხელმომჭირნეობის პოლიტიკა, 2012 წლის 16 ნოემბერი

 

ესაა ზომები რომლებსაც იღებენ ფინანსურ სიძნელეთა განმცდელი ევროპული ქვეყნები.

აი რას ამბობს ეკონომისტი მკვლევარი Mathieu Plane.

როდესაც ვხარჯავთ მეტ ფულს ვიდრე ვიღებთ ხდება ის რასაც უძახიან დეფიციტს.  დეფიციტი, მაშ, არის თანხა რომელიც გაკლია როდესაც შენი ხარჯი მეტია შენს შემოსავალზე.

სახელმწიფოსაც შეიძლება დაემართოს დეფიციტი. ის ძალიან ჩვეულებრივი რამეც კია იმიტომ რომ სახელმწიფოს უხდება ბევრი ფულის ხარჯვა გზების გასაყვანად, სკოლების და საავადმყოფოების ასაგებად.  ამ შემთხვევაში ინვესტორები, მაგალითად ბანკები, ეხმარებიან სახელმწიფოს და კერძო პირს დეფიციტის შესავსებად. ისინი სესხად აძლევენ ფულს და სახელმწიფომ თუ პიროვნებამ ეს ვალი უნდა გაისტუმროს, ეს ფული უნდა დააბრუნოს.

საფრანგეთში დეფიციტი 2012 წელს 90 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო.

როდესაც სახელმწიფოს დეფიციტი მეტისმეტად დიდი ხდება ბანკები სულ უფრო და უფრო შფოთავენ. მათ ეშინიათ რომ სახელმწიფო ვერ შესძლებს ვალის გასტუმრებას. ბანკები მაშინ ითხოვენ სულ უფრო და უფრო მეტის გადახდას // და ახრჩობენ სახელმწიფოს//.

სახელმწიფომ მაშინ უნდა სცადოს თავის ხარჯებს და შემოსავლებს შორის წონასწორობის მონახვა.

ზოგი სახელმწიფო მაშინ გადაწყვეტს მკაცრი ეკონომიის, მკაცრი ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გატარებას.

  ამ დროს სახელმწიფო იწყებს ფულის სულ უფრო და უფრო ეკონომიურად, ხელმომჭირნეობით ხარჯვას.

ის, მაგალითად, ამცირებს მოხელე-ფუნქციონერთა რაოდენობას ან მათ ხელფასებს. ის ამცირებს პენსიებს, ამცირებს ქუჩაში დარჩენილ უმუშევართათვის ან სამსახურებიდან გაყრილებისთვის გაწეულ თუ გასაწევ დახმარებას, ან ნაკლებად აგებს სკოლებს და საავადმყოფოებს // ან ყველაფერი ერთად//.

ამას გარდა სახელმწიფომ შეიძლება გაზარდოს თავისი შემოსავლები. მყიდველს უწევს ნაყიდი საყონლისთვის მეტი ფასის გადახდა// წესდება TVA// ანუ ბევრი რამე ძვირდება და იზრდება სხვა გადასახადებიც // ანუ მთლიანად ცხოვრება ძვირდება და რთულდება//.

დღეს თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა იღებს მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის ზომებს, მაგრამ ეს ადამიანებისთვის ყველაზე უარესია საბერძნეთში, ირლანდიაში, ესპანეთში და პორტუგალიაში// ლიტვაშიც და ცუდად არიან ინგლისელებიც, შვედებიც და ა.შ.//.

 

თუ კი ხელისუფლება ზრდის გადასახადებს და ამცირებს სოციალურ ხარჯებს მისი ამომრჩევლები ღარიბდებიან და ცუდად არიან.

 

Pauline Martineau,  2012 წლის 16 ნოემბერი,  აი რას ყვება 28 წლის დიპლომირებული, ფრანგულიდან ბერძნულად მთარგმნელი საკმაოდ ახალგაზრდა ქალი Katerina Goula იმაზე თუ რას განიცდის ის 2010 წელს საბერძნეთში მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის პირველი ზომების მიღების შემდეგ.

მისი ხელფასი შემცირდა.  თარგმნილ ფურცელში ადრე მას უხდიდნენ 15 ევროს. ეხლა კი უხდიან 2,50 ევროს. მისი ხელფასი შემცირდა 83 პროცენტით. მისი მშობლების ხელფასიც ზუსტად ასევე შემცირდა.

კატერინამ სცადა სხვადასხვა ადგილას მუშაობა. 2012 წლის ივნისში ის გახდა მიმტანი. მას საათში უხდიდნენ სამ ევროს.  იმ კაფეში რომელშიც ის მუშაობდა 3 ევრო ღირდა 1 პატარა ჭიქა ყავა.

რაფერი გაიაფებულა და ადამიანური ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

კინოს და თეატრის ბილეთებიც იმდენად ძვირი გახდა რომ დასვენებაც დიდ პრობლემად გადაიქცა.

დღეს მკაცრი ეკონომიია-ხელმომჭირნეობის პირობები იმდენად მძიმეა  რომ ბევრს არ აქვს აღარც საჭმლის ყიდვის და აღარც მკურნალობის ფული.

თენში ამ პოლიტიკის გამო  გაღატაკებული ოჯახები ბავშვებთან ერთად დადიან უფასო ლუკმაპურის საძებნელად.

დღეს კატერინამ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და ამის მომიზეზებით გადასახლდა საფრანგეთში, მარსელში.

დადარდიანებულ კატერინას არ უნდა იმედის დაკარგვა. ის მონაწილეობს ყველა აქციაში ამ ხელმომჭირნეობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.  ის ამბობს რომ სიძნელეთა პირისპირ სოლიდარობა ძალიან  მნიშვნელოვანია.

ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში ამ პოლიტიკის წინააღმდეგ ევროპის დიდ დიდ დედაქალაქებში, ათენში, ,ადრიდში, ლისაბონში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ბრძოლა ისევ საჭიროა.

ბევრი ეკონომისტის აზრით ხელისუფლებათა მიერ გატარებული მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკა შავ დღეში აგდებს ხალხს ანუ მათ ამომრჩევლებს და დემოკრატია არაა დემოსის გაუბედურება. რომ ხალხის გაღატაკება კიდევ უფრო გააძლიერებს კრიზისს.

 

 

 ეკონომისტი Mathieu Plane ამბობს რომ ეკონომიის პოლიტიკს უნდა გატარდეს მაშინ როცა სახელმწიფო კარგადაა, ასე სახელმწიფო შეძლებს,ვთქვათ, საავადმყოფოების შენებას რათა შერბილდეს კრიზისის შედეგები როცა საქმე ცუდად იქნება.

 

 

http://www.bastamag.net/Comment-les-plans-d-austerite

 

Rachel Knaebel, 2013 წლის 4 აპრილი, როგორ აავადებს ევროპელებს მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკა

 

თვითმკვლელობათა რაოდენობის საერთო ზრდა, ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენა,გაძლიერება, გავრცელება, მალარიის მსგავსი განდევნილი ავადმყოფობების დაბრუნება, საფრთხე ემუქრება ნაკლებად შეძლებული  ოჯახების ბავშვებს… ასეთია საგანგაშო დასკვნა ევროპელთა ჯანმრთელობის შესახებ რომელიც გამოაქვეყნა ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet. მიზეზია ეკონომიკური მართლმორწმუნეობა და მთელ ევროპაში ნაქადაგევი მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის გეგმები.

კვლევა აგრეთვე გმობს ჯანდაცვის მინისტრთა დუმილს.

 

2012 წლის აპრილში 77 წლის ბერძენმა პენსიონერმა თავი მოიკლა დღისით მზისით ათენის სინტაგმას მოედანზე, პარლამენტის წინ. პენსიონერმა აფთიაქარმა დატოვა ბარათი რომელშიც ამბობდა რომ მისი პენსია საშინლად მათხოვრული გახდა და მას არ უნდოდა საჭმლის ძიება სანაგვე ყუთებში.  მისი აქტი გახდა ქვეყანაში თვითმკვლელობათა რაოდენობის მკვეთრად ზრდის სიმბოლო.

საბერძნეთში თვითმკვლელობათა რაოდენობა ერთ წელიწადში გაიზარდა 40 პროცენტით !

 

თვითმკვლელობამდე ხომ არ მივყავართ მკსცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის გეგმებს შემოსავალთა შემცირებას და უმუშევრობას ?

 

 

 

 « შედარებით მოკლე ხანში უმუშევრობის ზრდა სამ პროცენტზე მეტით დაკავშირებულია თკვითმკვლელობათა დონის დაახლოებით 5 პროცენტით გაზრდასთან და საკუთარი თავისთვის ჭრილობების მიყენებასთან».

ამას ცივად ამბობს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის // OMS// ანგარიში რომელიც გამოქვეყნდა მარტის დასაწყისში და ეძღვნება ევროპას.

 

საბერძნეთში მარტო ორ წელში უმუშევრობა გაიზარდა 10 პროცენტით და 2012 წლის ბოლოს მან მიაღწია  26,4 პროცენტს….

 

მაგრამ  მარტო თვითმკვლელობები არაა. ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet  27 მარტს გამოაქვეყნა ანგარიში «ფინანსური კრიზისი, მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა და ჯანმრთელობა ევროპაში».

ესაა საგანგაშო დასკვნა:  ევროპელთა ჯანმრთელობა უარესდება განსაკუთრებით იმ ქვეყნებში რომლებშიც ატარებენ მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკას. ის ადასტურებს ევროკავშირში თვითმკვლობათა რაოდენობის ზრდას.  ადრე ეს რაოდენობა მცირდებოდა, ეხლა იზრდება.

საბერძნეთში: თითმკვლელობები, შიდსი და dengue.

ამ ანალიზების თანახმად საბერძნეთში  ბოლო წლებში  შეშხაპუნებით ნარკოტიკის მიმღებებში შემაშფოთებლად გავრცელდა შიდსის ახალი ინფექციები. მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის გატარებამდე 2007-20010 წლებში  საბერძნეთში  მოსახლეობის ამ კატეგორიაში ყოველს წელს იყო ახალ ინფექციათა 10-15 შემთხვვა.  2011 წელს კი იყო 256 ახალი ინფექცია და 2012 წლის პირველ 8 თვეში-314 ახალი ინფექცია ! ანუ 20-ჯერ მეტი!

 

მიზეზი : პროფილაქტიკის უკანდახევა, 2008 წელს შეჩერდა ნემსების შეცვლის პროგრამები.

The Lancet-ის კვლევის ხელმძღვანელი Martin Mac Kee [4] ამბობს რომ საბერძნეთში ისევ გამოჩნდა მალარია და გაჩნდა ავადმყოფობა dengue.

ესპანეთში საფრთხე ემუქრება ბავშვების ჯანმრთელობას იმიტომ  ევროკომისიის დაძალებით საბერძნეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში და ირლანდიაში გატარებულმა მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკამ დიდად დააზარალა ჯანდაცვის სისტემები. საბერძნეთში, მაგალითად, ექიმთან მისვლა ორჯერ გაძვირდა და სახელმწიფომ სახელმწიფო საავადმყოფოებში საწოლთა გააუქმა 2000 საწოლი.

 

 « კვლევის ავტორების თქმით ტროიკამ //ევროკომისია, საერთაშორისო მონეტარული ფონდი, ევროპული ცენტრალური ბანკი// საბერძნეთს მოსთხოვა  რომ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები შეემცირებინა მთლიანი შიდა პროდუქტის// PIB// 6 პროცენტამდე.

ევროკავშირში ასე გაჩნდა მისი წევრის, სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სისტემაზე კონტროლის დაწესების მაგალითი.»

 

ესპანეთში მთავრობამ 2012 წელს მიიღო ჯანდაცვაზე ხარჯების  2 წლით 7 მილიარდი ევროთი შემცირების გეგმა. მთავრობამ ასე უარი თქვა უქაღალდო-უსაბუთოებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე, დატოვა მარტო სასწრაფო დახმარება. მოხდა ათობით საავადმყოფოს და ჯანდაცვის ცენტრების პრივატიზაცია.

ბავშვებიც ვერ გადარჩნენ. კატალონიაში სამჯერ გაიზარდა უმუშევართა ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა პროპორცია, ამას ცუდი შედეგები აქვს ბავშვთა ჯანმრთელობისთვის.

 

 

პორტუგალია და ირლანდია: სამედიცინო დახმარების შემცირება

პორტუგალიის მთავრობა 2011 წელს შეუთანხმდა ტროიკას////ევროკომისია, საერთაშორისო მონეტარული ფონდი, ევროპული ცენტრალური ბანკი// იმაზე რომ ჯანდაცვის სფეროს დააკლებს 670 მილიონ ევროს.

ექიმთან კონსულტაციის ფასი  2,25 ევროდან 5 ევრომდე გაიზარდა ქალაქში და 20 ევრომდე გაიზარდა სასწრაფო დახმარებაში მისვლისთვის. გამონაკლისები გაკეთდა მარტო დაბალშემოსავლებიანებისთვის და ქრონიკული ავადმყოფებისთვის ვინც ექიმთან მიდიან თავის ავადმყობოსთან დაკავშირებით და ინვალიდებისთვის// მადლობა ღმერთს, პორტუგალელები მთლად ვერ გაამხეცეს//.

ირლანდიაში სამედიცინო დახმარება შეუმცირეს 70 წელზე უფროს მოხუცებს და დაბალშემოსავლიანებსაც უხდებათ მოდერატორი ბილეთის ყიდვა.

კრიზისის გამო ჯანდაცვის ხარჯები  საბერძნეთის და პორტუგალიის გარდა შეამცირეს ლატვიამ, სლოვენიამ და დანიამ დაიწყო საავადმყოფოთა სექტორის გარდაქმნა.

ექიმებს ხელფასები შეუმცირეს საბერძნეთში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, ლიტვაში, რუმინეთში, კვიპროსზე.

 

 ისლანდია უკეთეს ფორმაშია

 

მაგრამ ბრიტანული ჟურნალი ამბობს რომ  კრიზისის ჯანმრთელობაზე გავლენის ასეთი შედეგების თავიდან აცილება შეიძლება. მას-კონტრ-მაგალითად მოჰყავს  ფინანსური კრიზისით დაზარალებული ისლანდია რომელმაც არ გაატარა მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა, არ მოინდომა რამოდენიმე უპასუხისმგებლო ბანკირის დაჯერება და შესძლო ჯანმრთელობის დაცვის გარკვეული დონის შენარჩუნება.

 

ამას გარდა. იქ სადაც სახელმწიფო სამსახურები შესწირეს   საბიუჯეტო ეკონომია ხელმომჭირნეობას ,კაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკის მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე გავლენის ნამდვილი მასშტაბი გამოჩნდება მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ.  რამოდენიმე წელია საჭირო მოსახლეობათა სანიტარული მონაცემების, განსაკუთრებით სიკვდილიანობის დონის შესახებ მონაცემების მისაღებად.

 

 

 

 

.

 « ჯანმრთელობის მინისტრები კარგად ჩუმად არიან»

 

 

კვლევის ავტორთა აზრით, « მოსახლეობათა, ადამიანთა ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელთა ხმა სულ არ ისმის კამათში იმის თაობაზე თუ რა პასუხი უნდა გაეცეს კრიზისს. ჯანდაცვის მინისტრები ჩუმად და გასუსულები არიან.

ევროპული კომისიის გენერალურ დირექტორს, რომელსაც აკისრია ჯანმრთელობა და მომხმარებლის დაცვა, კანონის ძალით ევალება  შესწავლა იმისა თუ რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ევროპული პოლიტიკა.

მაგრამ მას არ შეუსწავლია ტროიკის  მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გავლენა ევროპელთა ჯანმრთელობაზე.

ამის მაგივრად მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ჯანდაცვის მინისტრებს  ურჩია თუ როგორ უნდა შეემცირებინათ მათ მათი ბიუჯეტები.

 

 

 

« მცირე  იმედი მოდის ევროპული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალებისგან  რომლებმაც ილაპარაკეს იმაზე რომ  ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი თანხების და ხარჯების შემცირებას დსმღუპველი შედეგი აქვს ადამიანებისთვის. მაგრამ საკითხავია უსმენს კი მათ ვინმე? », ასკვნის გამოკვლევა.

  ევროპარლამენტის სოციალისტების და სოციალ-დემოკრატების ჯგუფის თავმჯდომარემ, ავსტრიელმა Hannes Swoboda-მ სწრაფად მოახდინა რეაქცია ბრიტანელთა გამოკვლევაზე.. «  კომისიის ყველა ანგარიშზე უნდა იყოს წარწერა მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკა კლავს“», განაცხადა მან 27 მარტს. მაგრამ გაიგებს ამას ვინმე?

 

Rachel Knaebel

 

http://eomics.mmu.ac.uk/?p=57

 

მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკა კლავს, ამბობს ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი

//Austerity Kills, Reports the British Medical Journal (BMJ)//, 2013 წლის 25 ივლისი.. ნაწყვეტები//

 

 …ბრიტანეთში 2008-2010 წლებში გაიზარდა მამაკაცთა თვითმკვლელობების რაოდენობა რაც უკავშირდება  უმუშევრობის წლიურ ზრდას 25,6 პროცენტით.  უმუშევრობის მკვეთრად ზრდის არეებში იყო თვითმკვლელობათა რაოდენობის მკვეთრად ზრდაც.  მკვლევარები ამას უკავშირებენ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას რომელიც ამცირებს სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილებს და ართულებს მკურნალობას.

 

მ საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ირლანდიაში მკვეთრად გაიზარდა თვითმკვლელობათა რაოდენობა, გავრცელდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები,ლოთობა და ნარკომანობა….

დაფინანსების მკვეთრად შემცირების გამო  გართულდა სამედიცინო სამსახურების მისაწვდომობა.

მოხდა სამედიცინო სამსახურთა პრივატიზაცია და მკურნალობა გაძვირდა.  ამან ხალხი ცუდ დღეში ჩააგდო…

.

References and Book Recommendation

Arie S. (2013) Has austerity brought Europe to the brink of a health disaster?, British
Medical Journal
18th June 2013; 346 (
BMJ 2013;346:f3773)

Ben B., Taylor-Robinson D., Scott-Samuel A., McKee M. and Stuckler D.(2012) Suicides associated with the 2008-10 economic recession in England: Time trend analysis, British Medical Journal 14th August 2012; 345 (BMJ 2012;345:e5142)

Kenworthy L. (2008) Jobs with Equality, Oxford University Press

Legido-Quigley H., Otero-Garcia L., la Parra D., Alvarez-Dardet C., Martin-Moreno J.M. and McKee M. (2013) Will austerity cuts dismantle the Spanish healthcare system? British Medical Journal 13th June 2013; 346 (BMJ 2013; 346:f2363)

WorldBank Data, Central government debt, total (% of GDP) Table accessed July 2013. Available at: http://data.worldbank.org/indicator/GC.DOD.TOTL.GD.ZS

Recommended read: Stuckler D. and Basu S. (2013) The Body Economic: Why Austerity Kills, Allan Lane (ISBN 978 1846 147838). For a review see: BMJ 2013:346: f3659 or ‘Recessions can hurt, but austerity kills’

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s