კოსტა კაზიშვილის ხსოვნას

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია ,,რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის და ჩრდილოეთი ოსეთიალანიის რესპუბლიკის მთავრობის ვლადიკავკაზის სამეცნიერო ცენტრი, ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარული და სოციალური გამოკვლევების ინსტიტუტი, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ძიძოევი .., ძუგაევი .., “სამხრეთ ოსეთი ქართულოსურ ურთიერთობათა რეტროსპექტივაში“, ცხინვალი, 2007. 

//ფრაგმენტები//.
უკვე მე-19 სუკუნის ბოლოს ჯავაში //ძაუ// რევოლუციურ აგიტაციას ეწეოდა გამოჩენილი ქართველი ლენინისტი სოციალ-დემოკრატი ლადო კეცხოველი.

1903 წელს მოკლული ეს ყაჩაღი იყო რუსეთის იმპერიის მასშტაბის ბოლშევიკი, გაზეთი “ისკრას” თანამშრომელი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სოციალ-დემოკრატი.

აქტიურ სოციალ-დემოკრატ პროპაგანდისტებს შორის იყვნენ ილია ტაბატაძეც, შაქრო პეტრიაშვილიც და სხვ.

სოფლებში იქმნებოდა პირველი სოციალ-დემოკრატიული რევოლუციური წრეები სადაც სწავლობდნენ რევოლუციურ ლიტერატურას და ატარებდნენ კრებებს-სხოდკებს.

სამხრეთ-ოსეთის რევოლუციური მოძრაობის მთავარი შინაარსი იყო აგრარული საკითხი და არა არარსებული პროლეტარიატის დიქტატურა.

ქართველი მემამულეების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ლადო კეცხოველის და მისი ხალხის ანუ ბოლშევიკების მიერ გადარეული ოსები,ქართველები, რუსები, სომხები…

1905 წელს გაზეთი ივერია წერდა: “1905 წლის 12 მარტიდან ცხინვალის რაიონში თანდათანობით სულ უფრო და უფრო ძლიერდება გლეხური მოძრაობა რომელსაც შეუერთდა მთიდან ჩამოსული უამრავი ოსიც”.

ცხინვალში მაშინ გაჩნდა იატაკქვეშა ტიპოგრაფია. იქმნებოდა ე.წ. წითელი ასეულები ანუ ბანდები რომლებიც ხელში იგდებდნენ ადმინისტრატიულ ძალაუფლებას.

გათავხედებული გლეხები გააქტიურდნენ. ისინი წვავდნენ მემამულეთა კარ-მიდამოებს, ხურავდნენ სოფლების კანცელარიებს, სოფლებიდან ყრიდნენ და აძევებდნენ თავადების მსახურებს, გუშაგებს და ა.შ.

საქმე იქამდე მივიდა რომ 1905 წლის 9 მარტს საქართველოს რამოდენიმე რაიონში შემოიღეს სამხედრო მდგომარეობა.

ცხინვალში მდინარე ლიახვთან მოედანზე ამ დღეს შედგა ხალხმრავალი მიტინგი რომელზეც გამოითქვს პოლიტიკური მოთხოვნებიც და აირჩიეს 16 დეპუტატი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად //4 ქართველი, 4 ოსი, 4 ებრაელი, 4 სომეხი//.

მათ დაავალეს მოთხოვნების შემუშავება და მეფის ხელისუფლებისთვის გადაცემა.

შემდეგი უზარმაზარი მიტინგი ჩატარადა სოფელ დგვრისში.ამ მიტინგზე ერთნაირ შეხედულებებს გამოხატავდნენ როგორც ოსურად ისე ქართულად.

იმავე დღეს სოფლებიდან ჩასული გლეხების მონაწილეობით მასობრივი მიტინგი ჩატარდა ცხინვალში. ბოლშევიკების მიერ გადარეული გლეხები მიტინგობდნენ ახალგორშიც.
ბოლშევიკების მიერ გადარეულ ოს გლეხთა შეიარაღებული რაზმები მაღალმთიანი სოფლებიდან ჩავიდნენ ბარში და ბარის მკვიდრებთან ერთად დაერივნენ თავადაზნაურობას,მემამულეებს, აძევებდნენ მათ და სახელმწიფო მოხელეებს.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ გორის უეზდის უფროსს უბრძანა უეზდში ჩასულ ეისკის პოლკის ორ ასეულთან ერთად გორის უეზდის მთიდან ჩასული ოსი ყაჩაღების ისევ მთაში დაბრუნება.

მაგრამ ლენინელი კეცხოველის და მისი ხალხის მიერ გადარეულ ადამიანებს რა გააჩერებდა. მათ დაიწყეს ხელისუფლების პარალელური სტრუქტურების,გლეხთა კომიტეტების შექმნა.

ამავე დროს იქმნებოდა ორგანიზებული საბრძოლო რაზმები,წითელი ასეულები რომლებშიც ძლიერი იყო ბოლშევიკების გავლენა.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ვასო ხუბაევის და ანტონ დრიაევის რაზმები.

რევოლუციურ ბრძოლად წოდებული ყაჩაღობა და ავაზაკობა ძლიერდებოდა და იღებდა განსაკუთრებით საშიშ ფორმებს.

ბოლშევიკების მიერ გამხეცებული ოსი გლეხობა ემუქრებოდა თავად ციციშვილებს დარბევით,თავისი მამულებიდან განდევნით და სიკვდილით თუ კი ისინი არ მისცემდნენ მათ მიწებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებას. ამ ოსებმა ბევრჯერ განახორციელეს ასეთი მუქარებიც.

ამიტომ თორმეტმა თავადმა ციციშვილმა კავკასიის ნაცვალს სთხოვა მათი მამულებიდან ამ ოსების გასახლება.

რომანოვების მოხელე ნაცვალმა რა თქმა უნდა არ შეასრულა განწირული ციციშვილების თხოვნა //მსმენია რომ ოს და ვინ იცის ვინ ბოლშევიკთა გამხეცებულმა ბრბომ ციციშვილების ერთ-ერთი ოჯახი ცოცხლად შეაჭმევინა საგანგებოდ დამშეულ ძაღლთა ხროვას. ასე რომ ლენინელი ლადო კეცხოველის ნიჭიერმა მოწაფეებმა საწყალი ძაღლებიც კაციჭამიებად აქციეს. ალბათ ვინმე ციციშვილმა იცის ეს ისტორია და თუ დაწერს და გამოაქვეყნებს დიდ სამსახურს გაუწევს კავკასიის და ადამიანთა სიგიჟის ისტორიით დაინტერესებულებს, გ.მ.//.

დაიწყო ტერორი. გაწითლებულმა ოსებმა დახოცეს თავადები და ა.შ. მაჩაბელი. ერისთავი, ფავლენიშვილი, ამირეჯიბი, ელიოზიშვილი, ვეზიროვი,

ხოცავდნენ მამულების მოურავებსაც, მცველებსაც, ხელისუფლების წარმომადგენლებს…

1905 წლის აჯანყების დამარცხებამაც ვერ გააჩერა ეს მხეცები.

1917 წლის 23 აგვისტოს სოფელ ორტევში შექმნეს რევოლუციური გლეხობის კავშირი რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი კულუმბეგოვი.

მის ხელმძღვანელობაში შევიდნენ ისაკ ხარებოვი, გორა პაპუაშვილი, სინკა თედელური, კოტე გასეევი და სხვები.

მასში ძლიერი იყო ბოლშევიკთა გავლენა.

რევოლუციურ გლეხობის კავშირს ჰყავდა სამასკაციანი შეიარაღებული ბანდა.ამ ბანდიტების ნახევარმა საომარი გამოცდილება შეიძინა პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე.

ამ რაზმმმა სახელგანთქმული ისაკ ხარებოვის მეთაურობით დაიწყო ქართველი თავადაზნაურობის მამულების ლიკვიდაცია. ის აძევებდა და ხოცავდა მემამულეებს.
ამან შეაშფოთა საქართველოს მენშევიკური ხელისუფლება რომელმაც გადაწყვიტა რაზმის დაუყოვნებლად განიარაღება.

დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებას არც ისე ცოტა ოსი უჭერდა მხარს.

ხოდა საქართველოს მთავრობამ ცხინვალში გააგზავნა ჯარი ოსი კოსტა კაზიშვილის
//კაზიევის// სარდლობით. ამ ოს კაზიშვილს //თუ ყაზიშვილს, გ.მ.// სულაც არ მოსწონდა საქართველოს ნგრევა.

ოსმა კოსტა კაზიშვილმა ლადო კეცხოველის მიერ გადარეულ ოსებს მოსთხოვა ან საქართველოს გვარდიაში შესვლა ან იარაღის ჩაბარება.

1918 წლის 15 მარტს სოფელ ვანათში შედგა გაწითლებულ-გაყაჩაღებულ ოსთა მრავალათასიანი მიტინგი. იქ მოისმინეს კოსტა კაზიშვილის ბრძანება იარაღის ჩაბარების შესახებ.

ბოლშევიზმით დაავადებულმა ოსებმა კი მოითხოვეს გორის უეზდიდან ქართველი თავადაზნაურობის გაძევება და მათი მიწების გლეხებისთვის დარიგება.

ამ ოსებმა ასევე მოითხოვეს ოსი კოსტა კაზიშვილის და მისი ხალხის განდევნა ცხინვალიდან.

კაზიშვილმა კი გადარეული ოსების განიარაღება დაიწყო სოფელ ყორნისში რაზმის გაგზავნით. იქ მისმა ჯარისკაცებმა აიყვანეს 40 მძევალი და მოსთხოვეს მათ აჯანყებულთა ხელმძღვანელების გაცემა.

მაგრამ საქართველოს მთავრობის ჯარები ალყაში მოაქციეს მეზობელი სოფლების შეიარაღებულმა გლეხებმა რომლებიც ითხოვდნენ მძევლების განთავისუფლებას და კაზიშვილის და მისი რაზმის სოფლიდან წასვლას.

გვარდიელები მძევლებთან ერთად წავიდნენ ცხინვალისკენ,მაგრამ მათ თავს დაესხნენ აჯანყებულები რომლებმაც გაანთავისუფლეს მძევლები.

1918 წლის 18 მარტს ცხინვალის განაპირას სოფელ დგვრისში შედგა მრავალათასიანი მიტინგი რომელშიც მონაწილეობდნენ რევოლუციური ანუ გაყაჩაღებული გლეხობის კავშირის დელეგატებიც და მენშევიკების წარმომადგენლებიც,მათ შორის გ.გაგლოევი და კ.ნინიძე.

მიტინგზე იყვნენ კ.კაზიშვილი,უეზდის კომისარი გ.მაჩაბელი და გამოჩენილი მენშევიკი ს.კეცხოველი.

ყაჩაღების მონაწილეობით გამართულ მიტინგზე რა თქმა უნდა ატყდა სროლა. რევოლუციონერებად წოდებულები თავს დაესხნენ საქართველოს სამთავრობო ჯარებს ცხინვალში.

სასაკლაო მეორე დღესაც გაგრძელდა ცხინვალის ქუჩებში.

ლადო კეცხოველის ნიჭიერმა მოწაფეებმა საღამოსთვის აიღეს ქალაქი.

მათ დახოცეს კოსტა კაზიშვილი, გ.მაჩაბელი და ს. კეცხოველი.

800 ქართველი გვარდიელი ტყვედ ჩავარდა.

გაძარცული და დარბეული ცხინვალი და მისი არემარე იყო ლადო კეცხოველის და მისი ამხანაგების მიერ გადარეული ოსების ხელში.
———————————————————————————————————–

გაზეთმა საქართველომ” ამ აჯანყების შესახებ ინფორმაცია მკითხველს გორის მაზრის თანაშემწის გოგუას საშუალებით მიაწოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ გოგუა “პირდაპირი მავთულით” დაუკავშირდა თბილისს. შემდეგ ტექსტში თხრობა გაგრძელდა პირველ პირში; შეიქმნა განცდა, რომ გოგუა პირდაპირ ტელეფონით ესაუბრებოდა “საქართველოს” მკითხველს. მისი ნათქვმიდან გაირკვა, რომ გორის მაზრის უფროსმა გიორგი  მაჩაბელმა ისე, რომ დახმარებას არ დაუცადა, აჯანყებულ ცხინვალში შესვლა გაბედა. მას ამიერკავკასიის არმიის 400 გვარდიელი ახლდა თან. აჯანყებულ ოსებს მაჩაბლისათვის დაკავებული 4 ოსის გადმოცემა მოუთხოვიათ, ჩვენ თვითონ გავასამრთლებთო. უარი რომ მიიღეს, არმიას ცეცხლი დაუშინეს, 4 ადამიანი მაშინვე დაიღუპა, “არანაირმა მოლაპარაკებამ არ გასჭრა, 188” _ ამბობდა გოგუა.

მაჩაბელი და კოსტა კოზაშვილი მოჰკლეს. ეძებდნენ: გაგლოევს, სანდრო კეცხოველს, კაპანაძეს, არჯევანიძეს და სხვებს. ჩვენ მათი გადარჩენის იმედი არა გვაქვს. …ოსები იტყვიან: ქართველები უნდა განვდევნოთ და ჩვენები უნდა დასახლდნენ მათ ადგილასო. ცხინვალში დიდძალი ოსობა ჩამოვიდა. ამჟამად გორში მდგარი ოსების პოლკი 300 კაცისგან შედგება. ამბობენ, რომ ცხინვალიდან კვლავ ჩადიან პოლკის გასაძლიერებლად”189.

საგაზეთო მასალაში მოყვანილია საგულისხმო ფაქტი. აჯანყებას ხელმძღვანელობდა ოსი ეროვნების პირი ხარებოვი, რომელმაც გაზეთის ინფორმაციის თანახმად აჯანყებამდე რამდენიმე ხნით ადრე “ხულიგანი ბრბო” შეადგინა და გორის თავადაზნაურობა ამოწყვიტა. მაზრის უფროსს გიორგი მაჩაბელს იგი არ დაუსჯია და უთხოვია, “როგორც შეგნებული პირი” ანარქიასთან ბრძოლაში დამეხმარეო. ეს სულგრძელობა ახალგაზრდა ჩინოვნიკ მაჩაბელს ძვირად დაუჯდა, რადგან ცოტა ხანში ხერებოვმა დიდი აჯანყების მოწყობაში მიიღო მონაწილეობა, ამ აჯანყებაში კი გიორგი მაჩაბელი მხეცურად მოკლეს.

აჯანყების შესახებ დეტალური მასალა გამოაქვეყნდა გაზეთმა “სახალხო
საქმემ”, რომელიც “საქართველომ” მთლიანად შემოკლების გარეშე გადმობეჭდა.
ავტორის თქმით, შიდა ქართლში დაძაბულობა 16 მარტს დაიწყო. ამ დღეს ცხინვალს ოსთა დელეგაცია ესტუმრა და მენშევკური მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლებს შემდეგი მოთხოვნა წაუყენა:
“1) დაუყოვნებლივ დაგვიყავით მიწები
96
2) გორის მაზრიდან გააძევეთ რევოლუციურ ორგანიზაციებში მომუშავე
შემდეგი პირნი: კოსტა კაზაშვილი, სოსიკო გოგინოვი, შაქრო კასრაძე და ილია
მაისურაძე
3) გორის მაზრიდან გააძევეთ ყველა თავადი და აზნაური
4) მოგვეცით სიტყვისა და კრების თავისუფლება”190.

ამ მოთხოვნების განსახილველად ცხინვალში მუშათა და გლეხთა საბჭო შეიკრიბა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არც იყო, რომ მთებში ჩაასაფრებულმა აჯანყებულებმა სროლა ატეხეს. მათთან გაეშურა ადგილობრივი ადმინისტრაციის 6 მოხელე, რომელსაც თან ახლდა ოსთა მიერ გამოგზავნილი დელეგაციის წევრი ვინმე ჩოჩიევი. ამ დელეგაციას აჯანყებულმა ოსებმა ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს და სროლა აუტეხეს. სროლა “მათიანს”, ჩოჩიევს ძლივს შეუჩერებია.

17 მარტს ცხინვალში გორის მაზრის უფროსი გიორგი მაჩაბელი ჩავიდა. იგი წაყენებული 4 მოთხოვნიდან ყველას შესრულებას დაჰპირდა აჯანყებულებს, გარდა გორის მაზრიდან თავადაზნაურების გაძევებისა. აჯანყებულების მოთხოვნით, ამის შესახებ განცხადება მაჩაბელს საჯაროდ, სპეციალურად შეკრებილ მიტინგზე უნდა გაეკეთებინა.

18 მარტს, დილით დვრისის მოედანზე მართლაც შეიკრიბა მიტინგი და ადგილობრივმა ადმინისტრაციამ აჯანყებულ ოსებს საჯაროდ დაუდო ზემოთხსენებული პირობა. თუმცა, აჯანყებულებმა ახლა სხვა პირობაც წამოაყენეს. კერძოდ, მენშევიკურ მთავრობას უნდა გაეთავისუფლებინა პატიმრები : ხარებოვი და ფილიშვილი. მიტინგზე გამოვიდა ცხინვალის კომისარი ყულუმბეგოვი, რომელიც ამბობდა, რომ ოსებს არ უნდა მოეცადათ თავიანთი მოთხოვნების შესრულებისათვის.

“… მოთმინება კმარაო. ბოლო სიტყვების დროს ორივე ხელები მაღლა აუქნევია, ამ ნიშნის შემდეგ ატეხილა სროლა ორის მხრიდან: ზღუდრის კარიდან და ნაცარგორიდან. თავზარდაცემული ხალხი დაშლილსა და მუცელზე ხოხვით მოშორებია მოედანს ”191, წერს კორესპონდენტი. ასე დაიწყო 5 დღიანი განუკითხაობა ცხინვალში. აჯანყებულებმა დაარბიეს დუქნები, მაღაზიები, ამიერკავკასიის მტავრობის ჯარს ყუმბარებს ესროდნენ.
97
“ალაგ-ალაგ ბრბოს უმკლავდებოდნენ გიორგი მაჩაბელი, კოსტა კაზაშვილი, ილია მაისურაძე და სხვები. მავთულები გორსა და ცხინვალს შუა წინადვე გადაეჭრათ და გორიდან მაშველი ჯარის მოლოდინი არავის ჰქონია. ხიდის ყურეზე ტყვიის მფრქვეველი მდგარა, აქ მძიმედ დაუჭრიათ გიორგი მაჩაბელი და შემდეგ საავადმყოფოს წინ მოუკლავთ. ამავე ადგილას გიორგისავით მოვალეობის მსხვერპლი გამხდარა კოსტა კაზაშვილიც. სანდრო კეცხოველი ხიდის ყურეზე მდგარა, მოუკლავთ ისიც და მიცვალებულის გვამი ბრბოს სასტიკად დაუსახიჩრებია”192.

ცხინვალელები გაიქცნენ, ხოლო აჯანყებულებმა მათი სარჩო-საბადებელი გაზიდეს.. “მათ უბატონიათ ცხინვალში 22 მარტის შუადღემდე, როდესაც გაუგიათ გორიდან წამოსული ჯარის ამბავი, აჩრულად დაუტოვებიათ ქალაქი”. ცხინვალის მეამბოხე კომისარი ყულუმბეგოვი ამიერკავკასიის ჯარებმა დააპატიმრეს. ცხინვალის ადგილობრივი მოსახლეობიდან არავინ დაიღუპა. მოკლეს მხოლოდ ღრმად მოხუცებული და ქართლში საკმაოდ ცნობილი კაცი შაქრო მაჩაბელი. “ამის მოკვლის მიზეზი, როგორც გადმოსცეს ისა ყოფილა, რომ ცოცხალი ვერ მოაშორეს ვერაგულად მოკლულს ძმისწულს გიორგი მაჩაბელს”193, წერდა გაზეთი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s